კანდელაკის სიცრუის მანქანა მუშაობს
„მიხეილ სააკაშილი ქართველი ჯორჯ ვაშინგტონია“, – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას Wall Street Journal.
როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, „მხოლოდ პრეზიდენტ სააკიშვილის გარემოცვამ თუ იცის , რა ტკივილს განიცდის ექს-პრეზიდენტი“.
„საქართველოს პრეზიდენტი ხელისუფლებას არაპოპულარული და დაუფასებელი ტოვებს“- წერს სტატიის ავტორი და იქვე გამოთქვამს იმედს, რომ „ისტორია, ბევრად ლმობიერი მოსამართლე გახდება“.
მისივე შეფასებით, „10–წლიანიმმართველობის პერიოდში სააკაშვილმა ბევრი შეცდომა დაუშვა, მაგრამ ძირეულ საკითხებში მართალი იყო და ქვეყანას, რომელიც რუსეთის ჩექმის პირობებში გადარჩენას ცდილობდა, ენერგია და იდეალები მოუტანა“.
„სააკაშვილმა რეფორმა გაატარა საგზაო პოლიციაში, რომელიც მექრთამეობით იკვებებეოდა; მისი მმართველობის პერიოდში ეკონომიკა 6%–ით გაიზარდა, თუმცა 2007 წელს არამყარი დემოკრატიული ტრადიციების მქონე ერის ქარიზმატულმა ლიდერმა ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციები დაშალა, დახურა ეროვნული არხი, 2008 წელს კი ვლადიმერ პუტინის რუსეთთან ომი გამოიარა.
მიხელ სააკაშვილი ქართველი ჯორჯ ვაშინგტონია, რომელიც ტოვებს თანამდებობას მას შემდეგ, რაც რეგიონში დემოკრატიის განვითარებას შეუწყო ხელი – რეგიონში, სადაც ლიდერები ძირითადად დიქტატორებად გვევლინებოდნენ. ივანიშვილმა პატივი უნდა სცეს მის მიღწევებს, შეინარჩუნოს საქართველო რეგიონში სამაგალითო ქვეყნად და უარი თქვას პოლიტიკურ შურისძიებაზე“- წერს The Wall Street Journal.
- See more at:
http://frontnews.ge/ge/news/14187#sthash.y...L.8cHMMVfv.dpuf