Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > განათლება > ზოგადი უნარების ტესტები !

Posted by: sharlot 9 Feb 2007, 13:44
ახლა არ დაიწყოთ ზოგად უნარებში მომწადება ვინ გაიგონაო. წესით არც უნდა იყოს საჭირო მაგრამ სამწუხაროდ უგულისყურო სწავლება სკოლებში და მოსწავლეები აგდებული დამოკიდებულება მათEმატიკისადმი (განსაკუთრებით ჰუმანიტარულზე ვაბარებ და რაში მჭირდება) დღეს ამის საჭიროებაც ქმნის.

ძალინ ბევრი წიგნი არსებობს. ზოგს რომ გადაშლი გული გაგისკდება ისეთი ქართულით ან ისეთი ამოცანები წერია. კარგად უდნა გაიფილტროს სახელმძღვანელოები და ამ ფილტრში შეიძლება ზოგი კარგიც გაჰყვეს.

ამიტომ ყველას სჯობს სხვადასხვა სახელმძღვანელოებით და ყველანაირი ხერხებით თუ მოემზადებიან აბიტურიენტები.

მოდი ბარემ ვიტყვი კიდეც ახალი უზერებისათვის რომ მე ვამზადებ მათEმატიკასა და ზოგად უნარებში. ვხელმძღვანელობ მე-7 კლასის მათემატიკის ახალი წიგნით (საპილოტე სკოლებისათვის) ეს დასაწყისისთვის. და გოშხეთელიანი-კოსტავა. უნარები ნაბიჯ-ნაბიჯ. ჯერ ნაწილი I, ნაწილ II-საც გავატარებ.
აგრეთვე ძალიან კარგი სახელმძღვანელოა ღვაბერიძე, დვალიშვილი. ალგებრა და გეომეტია ცალ-ცალკე ტომად. მაგრმა ეს უფრო მათEმატიკსი ჩამბარებლებს სჭირდებათ. თუმცა ამოცანები ზოგადი უნარების გამოცდისათვის ვინც ემზადება იმათაც უნდა ამოხსნან.
* * *
აგრეთვე ყველაზე მნიშვნელოვანია სხვადასხვა სახის ამოცანები რომელსაც ჩემს მოსწავლეებს ვუბეჭდავ და ისე ვაძლებ. ამ მაოცანებს ვადგენ მე ან სხვადასხვა საიტებიდან ვიღებ. ან თავის დროზე მეხსიერებაში ჩარჩენილებს ვაღდგენ. იქნება ეს ჩვეულებრივი ყოფითი, სახალისო, და თუნდაც პრეფერანსის ამოცანა.
თავიდან კარტით მისული რომ დამინახეს გაუფართოვდათ თვალები. მასწავლებელი ყომარს გვასწავლისო.

ამ თემსი გახსნის სურვილი კი ამ ახალ წელს ბაკურიანში გაცნობილმა ბათუმელმა გოგონამ გამიჩინა.
* * *
წამოღEბული ჰქონდა წიგნები და თავისუფალ დროს მეცადიენობდა. რამოდენიმე ამოცანა მივეცი და იჯდა და ხსნიდა. ახლა მეილით ვკონტაქტობთ და ვუგზავნია ამოცანებს, ის პასუხებს.

ვფიქრობ რომ სხვა აბიტურიენტებისათვისაც სასარგებლო იქნება ამოცანების და მათი ამოხსნის სხვადასხვა ხერხების ერთმანეთში გაცვლა. ამისათვის კი ფორუმი მშვენიერი რამაა. ჩემთვისაც კარგი იქნება იმ მხრივ რომ მიუხედავად სხვადასხვა ამოცანების ძიებისაა ხომ შეიძლება რამე ახალი სტილისასაც წავაწყდე.

ასე რომ გავუზიაროთ ჩვენი აზრები ერთმანეთს, თუ ვინმემ იცით რაიმე ახალი და საიტები ამოცანებისა ინგლისური, რუსულ და ქართულ ენებზე (გერმანულიც მოჟნო. სხვა ენას ნუ შემომთავაზებთ). აგრეთვე Gმათისა და Gარის ტესტების.

დაეხმარეთ ერთმანეთს აზროვნების გაძლიერებაში.

Posted by: irakli88 10 Feb 2007, 22:04
ვერბალურ ნაწილს მიჩვევა უნდა, მათემათიკური თავიდან ადვილია მერე კი რთულდება, პირველი 25 ადვილია მათემატიკურში.
მათემატიკის ცოდნა აუცილებელია უნარები რომ ჩააბარო.

Posted by: malina 1 Mar 2007, 19:18
sharlot
ან ვინმემ ხომ არ იცით მათემატიკური ტესტების რამე საიტი ?

Posted by: Mr-President 1 Mar 2007, 19:45
QUOTE
ან ვინმემ ხომ არ იცით მათემატიკური ტესტების რამე საიტი ?

http://matematika.dsl.ge 4 ტესტი დევს biggrin.gif ადრე რაც იყო ერთიან ეროვნულ გამოცდებზე. biggrin.gif

და კიდე მათემატიკურ ნაწილშიც და ვერბალურშიც დაგეხმარებით თუ ვინმეს რაიმე კითხვა ექნება. smile.gif

Posted by: malina 1 Mar 2007, 21:51
Mr-President
დიდი მადლობა დახმარებისთვის, ახლობელს სჭირდებოდა და ვერსად ელექტრონული ვერსია ვერ ვნახე

Posted by: cicila 1 Mar 2007, 23:38
QUOTE
და კიდე მათემატიკურ ნაწილშიც და ვერბალურშიც დაგეხმარებით თუ ვინმეს რაიმე კითხვა ექნება.

მეც biggrin.gif

Posted by: unknown5 6 Mar 2007, 12:44
თუ ვინმემ იცით საიტი სადაც უნარების ტესტებია, დადეთ რა.

Posted by: Mr-President 6 Mar 2007, 15:34
აი ესენია!

http://naec.ge/more.php?t=links.php&f=20&su=test2005&rig_no=1&id=12&lang=geo

http://naec.ge/more.php?t=links.php&f=20&su=test2006&rig_no=4&id=10&lang=geo

Posted by: S.S.LAZIO 9 Mar 2007, 15:02
ვინმემ ხო არ იცის მასწავლებელი, მათემატიკუტ ტესტებში რო ამეცადინოს?

Posted by: Mr-President 9 Mar 2007, 15:23
S.S.LAZIO
QUOTE
ვინმემ ხო არ იცის მასწავლებელი, მათემატიკურ ტესტებში რო ამეცადინოს?

გოგოა თუ ბიჭი? და მისი ასაკი? აბიტურიენტია? smile.gif

Posted by: S.S.LAZIO 9 Mar 2007, 19:08
Mr-President

ჩემთვის მინდა, არ ვარ აბიტურიენტი, ისე მჭირდება, სადრაც 1 კვირა მინდა მომზადება

Posted by: Mr-President 9 Mar 2007, 19:39
S.S.LAZIO
აქედანვე მოგამზადებ. მითხარი რას ვერ იგებ და უცბად აგიხსნი. wink.gif

Posted by: S.S.LAZIO 10 Mar 2007, 14:01
Mr-President

აქედან ცოტა გაგვიჭირდება რავიცი, ნუ ზოგადად მინდა ყველაფერი რა, ნასწავლი კი მაქვს ეგ ყველაფერი, მაგრამ სადღა მახსოვს smile.gif

Posted by: Mr-President 10 Mar 2007, 14:07
S.S.LAZIO

არა რატომ? ცდა ბედის მონახევრეა, რაც გინდა მკითხე და საკაიფოდ აგიხსნი. smile.gif კითხვები თუ ბევრი გაქვს არა უშავს.

Posted by: Power_VANO 10 Mar 2007, 19:09
ვერბალურ ნაწილში მოსამზადებლად ყველას გირჩევთ ზურაბ ვახანიას წიგნს (2 ნაწილია) ვერბალურისთვის ძალიან კარგი წიგნია, მათემატიკაში ვერ ქაჩავს.

Posted by: nika17 15 Jun 2007, 11:46
გთხოვთ რა ეს ამოცანაც ამომიხსნათ......................

ლევანმა ელენეს სთხოვა გაენდო მისთვის ელექტრონული ფოსტის კოდი. ელენემ შემდეგნაირად უპასუხა:კოდი შედგება 6 სიმბოლოსგან, პირველი 2 სიმბოლო ერთმანეთის ტოლი კენტი რიცხვებია, მესამე და მეოთხე სიმბოლო ერთმანეთის ტოლი ლუწი რიცხვებია, მეხუთე სიმბოლოა 5, მეექვსე არის თანხმოვანი ასო, რომელიც არის ჩემსა და შენს სახელში(თითოეული სახელი იგულისხმება როგორც ტექსტში, და განმეორება არ შეიძლება)-რამდენი ცდა დასჭირდება ლევანს რომ გახსნას ელექტრონული ფოსტა?

P.S-სწორი პასუხია 50( და ვერ გავიგე რატომ?)

Posted by: aka 15 Jun 2007, 12:53
იმიტომ, რომ პირველი ორი ციფრი შეიძლება იყოს 1,2,5,7,9 ანუ ხუთი ვარიანტი...
მესამე და მეოთხე, შეიძლება იყოს 2,4,6,8
მეხუთე სიმბოლო თუ 5-იანია, შეიძლება არც გავითვალისწინოთ, იმიტომ, რომ ერთი მნიშვნელობა აქვს....
ლევანს და ელენეს შეიძლება ქონდეთ საერთო თანხმოვანი "ლ" და "ნ" კაროჩე ორი ვარიანტი

კაროჩე მე 40 გამომივიდა(5 * 4 * 1 * 2), ლუწ რიცხვებში თუ ნულს ჩავთვლით, მაშინ გამოდის 50.... (5 * 5 * 1 * 2)

XXYY5Z

Posted by: Bivrili 15 Jun 2007, 13:01
0 აუცილებლად უნდა ჩაითვალოს............და ამიტომაა 50...

Posted by: nika17 15 Jun 2007, 13:59
სპასიბა ჭკუის კოლოფებოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოო

Posted by: aka 15 Jun 2007, 14:19
Bivrili

ნული ლუწი რატოა?
.........................................

Posted by: Ze Moreira 15 Jun 2007, 14:24
aka
ამოცანა მოითხოვს და იმიტომ biggrin.gif
ხდება ეგეთი ქლიბობები

Posted by: aka 15 Jun 2007, 14:35
Ze Moreira

ხო, ეგ მეც დავწერე ზემოთ, მაგრამ ტესტს რომ აკეთებ (მაგალითად უნარჩვევებს) პასუხს 40 მიიღებ და
ფრიად ლოგიკური იქნება... არაკორექტული ამოცანაა......
* * *
pirobashi unda yopiliyo mesame da meotxe cipri ar aris kentio... mashin chaitvleboda nulic. mgoni pirobis chamoyalibebashia shecdoma....

Posted by: nika17 16 Jun 2007, 11:31
როგორც მივხვდი აქ მათემატიკა კარგად იციან.დიდი ბოდიში და თუ ამასაც გამიკეთებთ დიდად დამეხმარებით.

როგორ გავიგო:

2(15-ხარისხად) *3(3-ხარისხად)*5(4-ხარისხად)*7(11-ხარისხად)

რიცხვის ათი ათასეულის გამომსახველი ციფრი

Posted by: Laverne_de_Montmorency 20 Jun 2007, 00:18
nika17
აქ უნდა ივარაუდო, რომ ბოლო 4 ციფრი ნულია....ახლა რატომ აგიხსნი... 5 (4 ხარისხად) ეს უკვე 4 5-იანი და 2-იანებიც აიღე 4 ცალი....ანუ დარჩება 2(11 ხარისხად) და გამოვიდა ბოლოში 4 ნული. ახლა უნდა აიღო ის ხარისხი რომელიც 2-ს აქვს, ანუ 11 და გაყო ოთხზე (იმიტომ რომ 2-ის ხარისხების ოთხი დაბოლოება არსებობს) განაყოფში რჩება 2-იანი ე.ი. იგივეა რაც 2(2 ხარისხად) ანუ ბოლოვდება ციფრი 4-ით tongue.gif შემდეგ გადავდივართ 3-ზე აქ უკვე პატარა ხარისხია და ისედაც ვიცით, რომ 7-ით ბოლოვდება (ანუ 3 სამ ხარისხად =27), შემდეგ ეს ხუთიანები ხომ უკვე გამოვიყენეთ, ასე რომ გადავივართ 7-ზე. 7-ზე 3 ვარიანტია, ასე რომ 11-ს გავყოფთ 3-ზე და აქ განაყოფში დაგვრჩება 3, ანუ 7(3 ხარისხად) ეს იქნება დაბოლოებული 3-ით.
ეხლა მოდი ვნახოთ რა გამოვიდა (ბოლო ციფრები რომ ავიღოთ ამ მიღებული რიცხვების) :
4 * 7 * 3
აქაც 4 * 7 = 28 ავიღებთ ბოლო ციფრს 8-ს და გამოვა 8 * 3 =24 ანუ ათი ათასეულის ციფრი გამოვიდა 4 tongue.gif
ბოლო ციფრები იქნება მაგ ნამრავლის 40000

იმედია მიხვდი...როგორც შემეძლო ისე ავხსენი!

Posted by: sharlot 21 Jun 2007, 00:47
aka
QUOTE
Bivrili

ნული ლუწი რატოა?
.........................................

იმიტომ რომ 2-ზე გაყოფისას ნაშთი 0-ია biggrin.gif

ასე და. ასე მიიღეს. ისევე როგორც 1 არც მარტივია და არც შედგენილი.

Posted by: nika17 21 Jun 2007, 21:27
X*2 და ა.შ ნიშნავს იქს ხარისხად 2

ამოხსენით:
2X*3-5X*2+6X-2=0
და

6X*3-3X*2-2X+1=0

მათ აქვთ ერთი საერთო ამონახსენი..........

Posted by: fly_away 22 Jun 2007, 01:50
nika17
გაუტოლე ერთამნეთს და რასაც მიიღებ ეგაა X

Posted by: aka 22 Jun 2007, 16:38
sharlot

შენც მართალი ხარ, აბა სულ მე ხომ არ ამოვხსნიდი, სხვასაც მინდოდა მონაწილეობა მიეღო..... smile.gif

:მარტო_რა_ღორი_ხომ_არ_ვარ_სმაილიკი:

Posted by: გენიოსი 22 Jun 2007, 17:05
QUOTE (sharlot @ 21 Jun 2007, 00:47 )
aka
QUOTE
Bivrili

ნული ლუწი რატოა?
.........................................

იმიტომ რომ 2-ზე გაყოფისას ნაშთი 0-ია biggrin.gif

yes.gif yes.gif yes.gif 100%

მეც ეგ უნდა დამეწერა და მერე ვნახე რომ შენ უკვე გეწერა gigi.gif

Posted by: sharlot 22 Jun 2007, 19:14
aka
QUOTE
მარტო_რა_ღორი_ხომ_არ_ვარ_სმაილიკი:

biggrin.gif აი მე სულ არმინდა ამოხსნა ხოლმე, უბრალოდ თითები გამირბის.

ერთი მალე მოვიდოდეს 13 ივლისი და დავისვენებდე ამ მოსწავლეებისგან.
ყველას ცალკე ვამეცადინებ და აქაც უკვე მასწავლებლის ჩვევის გამო მეპოსტება biggrin.gif

Posted by: latmisha 24 Jun 2007, 17:56
მოკლედ ტესტის პასუხი მაინტერესებს ერთის. და რაც მტავარია დასაბუტებით. იქნებ დამეხმაროთ მათემატიკოსები...
თანმიმდევრობის გაგრძელება:
1, 6, 4, 5, 2, 12, 8, ?
ესეტი რაღაც მერე
ანუ აქ იგულისმება ზევიდან ქვევით რიცხვების წყობა.
7......... 10.......... .......16.......................25
3............7................ 15.......................27
12..........17................ ? ......................42

და აი ეს
4, 8, 2=36
6, 4, 4 =30
6,8,3 =?
აბა ვის შეუძლია დამეხმაროს...

Posted by: Macancala 25 Jun 2007, 01:02
10
27
58 ?

რრა ვიცი biggrin.gif:
(ვაახ ეს 30))

Posted by: fly_away 25 Jun 2007, 02:36
QUOTE
7......... 10.......... .......16.......................25
3............7................ 15.......................27
12..........17................ ? ......................42

პირვეს სტრიქონში ემატება 3ის ჯერადები,ანუ 3,6, 9
მეორეში 4ის,ანუ 4, 8, 12
მესამეში 5ის,ანუ 5, 10, 15
და კითხვის ნიშნის ადგილზე იქნება 27

Posted by: deka136 25 Jun 2007, 02:38
fly_away
QUOTE
პირველ ხაზზე 4X8+2=36

spy.gif

QUOTE
მეორეზე 6X4+4=30

spy.gif

თვლა დამავიწყდა თუ... wow.gif

Posted by: fly_away 25 Jun 2007, 02:42
QUOTE
თვლა დამავიწყდა თუ... 

აშკარად biggrin.gif

Posted by: deka136 25 Jun 2007, 02:48
fly_away
4X8=32 მართალი ვარ თუ არა? +2 იქნება 34 biggrin.gif და შენ 36 საიდან მიიღე? biggrin.gif

6X4=24 ამას +4 ხომ არის 28 და შენ 30 საიდან მიიღე? biggrin.gif

Posted by: fly_away 25 Jun 2007, 02:49
deka136
მეც მიკვირს ეგ ახლა
მაგრამ მაშინ მივიღე
ბიჯოუ 2ღამის უძინარი ვარ biggrin.gif

Posted by: deka136 25 Jun 2007, 02:53
fly_away
QUOTE
მეც მიკვირს ეგ ახლა მაგრამ მაშინ მივიღე ბიჯოუ 2ღამის უძინარი ვარ

ხოდა ნუ მეკამათები მაშინ lol.gif

Posted by: fly_away 25 Jun 2007, 02:56
deka136
რას გეკამატები
მე იქ წავიკითხე თვლა გდაგავიწყდა თუ ო და ამას დავეტანხმე,ანუ მე დამავიწყდა ვახხbiggrin.gif

Posted by: deka136 25 Jun 2007, 11:03
fly_away
QUOTE
მე იქ წავიკითხე თვლა გდაგავიწყდა თუ ო და ამას დავეტანხმე,ანუ მე დამავიწყდა ვახხ

biggrin.gif 2kiss.gif
biggrin.gif

Posted by: nika17 25 Jun 2007, 11:34
გვაქვს 5 კარები და ამ კართა 6 გასაღები.ცნობილია, რომ ერთ-ერთ კარს ორი გასაღები აღებს, ხოლო დანარჩენი-თითო კარს.ყველაზე ცუდ შემთხვევაში, რამდენი ცდა დაგვჭირდება, რომ თითოეულ კარს თავისი გასაღები მოვუძებნოთ?

სწორი პასუხია 14
რა კომბინაციით მიიღება ვერ გავიგე.........................?
ვინც მიხვდით დაწერეთ ........გთხოვთ

Posted by: Crypto 25 Jun 2007, 11:55
5 კარი ხო არი?
1) მიდიხარ ერთთან, ხელში გიჭირავს 6 გასაღები. იწყებ შერჭობას, 1,2,3,4,5 არ წავიდა (ყველაზე ცუდი შემთხვევაა smile.gif, ე.ი ამ კარისა მე-6-ეა და აღარ ვარჭობთ. ეგ შენი 5 ცდა. 2) მიდიხარ მორესთან ხელში გიჭირავს უკვე 6-1=5 გასაღები, იწყებ ისევ თავიდან, 1,2,3,4 არ წავა და 5-ს აღარც ვცდით, მაგისია აშკარად smile.gif 4 ცდა
3) იგივე სიტუაცია, 3 ცდა
4) იგივე სიტუაცია, გრჩება ხელში 2 გასაღები - 1.და 2, 2 ცდა
5) მეხუთე კართან აღარც მიხვალ დარჩენილი 2-ს ეგრევე მაგას მიაკუთვნებ, 0 ცდა
სულ ცდების ჯამი გამოდის 5+4+3+2

Posted by: გენიოსი 25 Jun 2007, 18:51
QUOTE
5 კარი ხო არი? 1) მიდიხარ ერთთან, ხელში გიჭირავს 6 გასაღები. იწყებ შერჭობას, 1,2,3,4,5 არ წავიდა (ყველაზე ცუდი შემთხვევაა smile.gif, ე.ი ამ კარისა მე-6-ეა და აღარ ვარჭობთ. ეგ შენი 5 ცდა. 2) მიდიხარ მორესთან ხელში გიჭირავს უკვე 6-1=5 გასაღები, იწყებ ისევ თავიდან, 1,2,3,4 არ წავა და 5-ს აღარც ვცდით, მაგისია აშკარად smile.gif 4 ცდა 3) იგივე სიტუაცია, 3 ცდა 4) იგივე სიტუაცია, გრჩება ხელში 2 გასაღები - 1.და 2, 2 ცდა 5) მეხუთე კართან აღარც მიხვალ დარჩენილი 2-ს ეგრევე მაგას მიაკუთვნებ, 0 ცდა სულ ცდების ჯამი გამოდის 5+4+3+2

უფრო მარტივად მემგონი ამ ამოცანის მომგონიც ვერ აგიხსნიდა smile.gif

Posted by: manbg77 27 Jun 2007, 22:50
გამოცდები ახლოვდება და ვიმეცადინოთ ზოგადი უნარის ტესტებში.

X-ის 35/8 ნაწილი 10-ის ტოლია.
რისი ტოლია X-ი?

ა) 16
ბ)15/7
გ)7
დ)25/8
ე)16/7

Posted by: manbg77 27 Jun 2007, 23:11
აბა ამას თუ ამოხსნით! თუ ვინმე მიხვდით დაწერეთ რა!

აღმოაჩინეთ კანონზომიერება CAB, DEF, HIG, NOP, ...?
შემდეგთაგან ასოების რომელი სამეული დაამთავრებს ამ კანონზომიერებას?

SUT

VIT

TOS

RUG

ZEP

LUK

Posted by: Mr-President 27 Jun 2007, 23:22
manbg77
QUOTE
აღმოაჩინეთ კანონზომიერება CAB, DEF, HIG, NOP, ...?

მარტივია....

QUOTE
SUT

სწორი პასუხი ეს არის, რადგან ეს სამივე ასო ერთმანეთის მომდევნოა, ანუ s, t, u..

QUOTE
CAB, DEF, HIG, NOP

ამ დასახელებულებიდან კი ყველა ერთმანეთის მომდევნოა a,b,c
d,e,f
G,H,I
N,O,P..
wink.gif

Posted by: manbg77 28 Jun 2007, 08:38
QUOTE (Mr-President @ 27 Jun 2007, 23:22 )
manbg77
QUOTE
აღმოაჩინეთ კანონზომიერება CAB, DEF, HIG, NOP, ...?

მარტივია....

QUOTE
SUT

სწორი პასუხი ეს არის, რადგან ეს სამივე ასო ერთმანეთის მომდევნოა, ანუ s, t, u..

QUOTE
CAB, DEF, HIG, NOP

ამ დასახელებულებიდან კი ყველა ერთმანეთის მომდევნოა a,b,c
d,e,f
G,H,I
N,O,P..
wink.gif

----------------------------------------სწორია მალადეც! yes.gif
* * *
აბა ამას თუ ამოხსნით! თუ ვინმე მიხვდით დაწერეთ რა!

გაარკვიეთ, რისი ტოლი იქნება ნაშთი, თუკი ოცდაათი მილიონ ასთერთმეტს გავყოფთ 20-ზე:

ა) 0
ბ) 10
გ) 11
დ) 20
ე) 30
ვ) 111

Posted by: August 28 Jun 2007, 09:27
( 30 000 000 + 100 + 11 ) : 20
აქედან I და II შესაკრები უნაშთოდ იყოფა. ნაშთს მოგცემს მხოლოდ III .
პასუხია 11

Posted by: August 28 Jun 2007, 09:58
პასუხი არის ე) 16/7 რადგან

35x/8 = 10
x = 80/35
x =16/7

Posted by: neon 28 Jun 2007, 11:51
QUOTE
( 30 000 000 + 100 + 11 ) : 20 აქედან I და II შესაკრები უნაშთოდ იყოფა. ნაშთს მოგცემს მხოლოდ III . პასუხია 11

ამდენი რა საჭიროა?

Posted by: კორდელია 28 Jun 2007, 17:44
არ უნდა არავის რომ კიდევ დაწეროს ამოცანები?

Posted by: manbg77 28 Jun 2007, 18:44
QUOTE (August @ 28 Jun 2007, 09:58 )
პასუხი არის  ე) 16/7 რადგან

35x/8 = 10
x = 80/35
x =16/7

-------------------------------------------------სწორია, მალადეც!

აბა ეს ამოხსენით!

Posted by: manbg77 28 Jun 2007, 18:47
----------------------------------------------------------------აბა ეს ამოხსენით!

Posted by: Ice_Queen 28 Jun 2007, 18:50
მგონი ბოლო უნდა ჩაივას ^.^

Posted by: manbg77 28 Jun 2007, 19:03
QUOTE (Ice_Queen @ 28 Jun 2007, 18:50 )
მგონი ბოლო უნდა ჩაივას ^.^

--------------------------------რატომ ბოლო დაასაბუთე!

Posted by: skarpionka 28 Jun 2007, 19:07
manbg77
ბოლო უნდა ორი ყური აქვს და სამკუთხედია და კანონზომიერებით ეგ უნდა ჩაჯდეს და ქუდი ახურია საშუალო ზომის

Posted by: manbg77 28 Jun 2007, 19:22
QUOTE (skarpionka @ 28 Jun 2007, 19:07 )
manbg77
ბოლო უნდა  ორი ყური აქვს და სამკუთხედია და კანონზომიერებით ეგ უნდა ჩაჯდეს და ქუდი ახურია საშუალო ზომის

დასაბუთება არა სწორია ან ვერ ხსნი, რატომ ბოლო?
* * *
-----------------------------------------------------------------აბა ეს ამოხსენით!

Posted by: August 28 Jun 2007, 19:38
ბოლო უნდა ჩაჯდეს რადგან ყველა ფიგურა უნდა იყვეს, მაგრამ არც-ერთი ფიგურა არ უნდა განმეორდეს ეგ არის ერთად -ერთი რომელივ ყველა ფიგურას შეავსებს. ქვედა ხაზში უკვე არის მრგვალი და მოგრძო სახე ე.ი. დარჩა რომბი. ასევე ქუდი ყველაა გარდა "კატელოკისა" და ორმაგი ყურებიც რომ ექნება ანუ სამივე კომპონენტი მხოლოდ მაგასა აქვს.

Posted by: BadbadGirl 28 Jun 2007, 19:49
manbg77
ბოლო ფიგურაა
რადგან 1.რომბი აკლია რიგს
2. ქუდის ფორმა
3.როგში ერთი ორყურიანი მაინც უნდა იყოს

Posted by: August 28 Jun 2007, 19:53
ეგ უკვე ამოვხსენი სხვაგან - ბოლოა პასუხი.
დასაბუთება იმ სხვაგან ნახე

Posted by: ფარსმანი 28 Jun 2007, 20:11
manbg77
კვადრატის ფართობი

Posted by: S-M 28 Jun 2007, 21:12
კვადრატ მალევიჩა

gigi.gif

Posted by: Laverne_de_Montmorency 29 Jun 2007, 00:11
manbg77
ბოლოა, თავის, ყურებისა და ქუდის ფორმის გამო tongue.gif

Posted by: manbg77 29 Jun 2007, 08:02
QUOTE (ფარსმანი @ 28 Jun 2007, 20:11 )
manbg77
კვადრატის ფართობი

სწორი პასუხია ----------"მართკუთხედისა" !
აბა კარგათ იფიქრეთ რატომ?

Posted by: skarpionka 29 Jun 2007, 13:49
manbg77
აუ რატომ ?
1-2 რიგში არ მეორდება არც ერთი ფიგურა, არც ქუდი და არც ყურების რაოდენობა
და მესამე რიგში თუ კანონზომიერებაა უნდა ჩაჯდეს ბოლო ფიგურა. იმიტომ , რომ 1 ფიგურას მოგრძო სახე მაღალი ქუდი და ერთი ყური აქვს მრგვალი, მეორე ფიგურას მრგვალი სახე. დაბალი ქუდი და წვეტიანი ყურები აქვს, და მესამე უნდა ჩაჯდეს ბოლო იმიტომ რომ არცერთი არ მეორდება არც ყური, არც სახე და არც ქუდი.
ეს დასაბუთება მოგწონს?
მეგონა ამდენი წერა არ დამჭირდებოდა smile.gif

Posted by: manbg77 30 Jun 2007, 08:52
აბა ეს ამოცანა ამოხსენით !

A და B პუნქტებს შორის მანძილი არის 180 კმ, თუ 5:20 წთ ერთდროულად A პუნქტიდან გამოვა ავტობუსი ხოლო B პუნქტიდან ავტომანქანა ისინი ერთმანეთს შეხვდებიან 6:50 წთ-ზე. ხოლო თუ A პუნქტიდან აბტობუსი გამოვა 1:15წთ -ით ადრე და B პუნქტიდან ავტომანქანა 15წთ-ით გვიან ისინი ერთმანეთს შეხვდებიან 6:36წთ-ზე.

რა სიჩქარით მოძრაობს ავტობუსი და ავტომანქანა?

ავტობუსი-------კმ/სთ.

ავტომანქანა-------კმ/სთ.

Posted by: darana 30 Jun 2007, 09:28

ავტობუსი მოძრაობს 40 კმ/სთ სიჩქარით, ხოლო მანქანა 80 კმ/სთ სიჩქარით.

Posted by: NAVARA 30 Jun 2007, 09:41
(6:50'-5:20')*(Vb+Vc)=180 -> Vb+Vc=120
(6:36'-(5:20'-1:15'))Vb+(6:36'-(5:20'+0:15'))Vc=180 -> 2:31'*Vb+1:01'*Vc=180 -> 151*Vb+61*Vc=10800

ნუ ვიტოგე რომ დაამრგვალო ავტობუსი გამოდის სადღაც 39 და მანქანა 81

ბჰჰ drug.gif

Posted by: manbg77 30 Jun 2007, 09:56
QUOTE (darana @ 30 Jun 2007, 09:28 )
manbg77
QUOTE
A და B პუნქტებს შორის მანძილი არის 180 კმ, თუ 5:20 წთ ერთდროულად A პუნქტიდან გამოვა ავტობუსი ხოლო B პუნქტიდან ავტომანქანა ისინი ერთმანეთს შეხვდებიან 6:50 წთ-ზე. ხოლო თუ A პუნქტიდან აბტობუსი გამოვა 1:15წთ -ით ადრე და B პუნქტიდან ავტომანქანა 15წთ-ით გვიან ისინი ერთმანეთს შეხვდებიან 6:36წთ-ზე.

რა სიჩქარით მოძრაობს ავტობუსი და ავტომანქანა?

ავტობუსი-------კმ/სთ.

ავტომანქანა-------კმ/სთ.

ავტობუსი მოძრაობს 40 კმ/სთ სიჩქარით, ხოლო მანქანა 80 კმ/სთ სიჩქარით.

----------------------------------------ეგ ციფრები საიდამ მოიტამე?
დაასაბუთე!

Posted by: darana 30 Jun 2007, 10:13

აგერ დაასაბუთა უკვე ნავარამ, ტუმცა მე სხვაგვარად ამოვხსენი.

1,5 X + 1, 5 Y = 180 . x არის ავტობუსის სიცქარე, y კი ავტომანქანის.
მეორე შემთხვევაში მივიღებთ განტოლებას : 2,5 x+1,01y = 180. დროები გადაყვანილია მეათედებში.
შემდეგ ამ განტოლებების პირველ ნაწილს ერთმანეტს უტოლებ და გამოგყავს , რომ x= 0,5 y
დანარცენს ალბათ შEნც მიხვდები, ცერა მეზარება

2kiss.gif

Posted by: manbg77 30 Jun 2007, 10:21
QUOTE (NAVARA @ 30 Jun 2007, 09:41 )
(6:50'-5:20')*(Vb+Vc)=180 -> Vb+Vc=120
(6:36'-(5:20'-1:15'))Vb+(6:36'-(5:20'+0:15'))Vc=180 -> 2:31'*Vb+1:01'*Vc=180 -> 151*Vb+61*Vc=10800

ნუ ვიტოგე რომ დაამრგვალო ავტობუსი გამოდის სადღაც 39 და მანქანა 81

ბჰჰ drug.gif

V---რა არის?
b----რა არის?
c-----რა არის?

წესიერად ახსენი! მე როგორც მივხვდი V-სიჩქარეა ხოლო b და c კი დრო, მაგრამ ერთი დააზუსტე V--რატომ აქვთ საერთო მათი სიჩქარე ხომ სხვადასხვაა!

Posted by: darana 30 Jun 2007, 10:24
manbg77
მე რამდენადაც მივხვდი, b არის ავტობუსის აღმნიშვნელი, ხოლო c ავტომანქანის.

Posted by: manbg77 30 Jun 2007, 10:33
QUOTE (darana @ 30 Jun 2007, 10:13 )
manbg77
QUOTE
QUOTE (darana @ 30 Jun 2007, 09:28 )
manbg77

QUOTE
A და B პუნქტებს შორის მანძილი არის 180 კმ, თუ 5:20 წთ ერთდროულად A პუნქტიდან გამოვა ავტობუსი ხოლო B პუნქტიდან ავტომანქანა ისინი ერთმანეთს შეხვდებიან 6:50 წთ-ზე. ხოლო თუ A პუნქტიდან აბტობუსი გამოვა 1:15წთ -ით ადრე და B პუნქტიდან ავტომანქანა 15წთ-ით გვიან ისინი ერთმანეთს შეხვდებიან 6:36წთ-ზე.

რა სიჩქარით მოძრაობს ავტობუსი და ავტომანქანა?

ავტობუსი-------კმ/სთ.

ავტომანქანა-------კმ/სთ.

ავტობუსი მოძრაობს 40 კმ/სთ სიჩქარით, ხოლო მანქანა 80 კმ/სთ სიჩქარით.

----------------------------------------ეგ ციფრები საიდამ მოიტამე?
დაასაბუთე!

აგერ დაასაბუთა უკვე ნავარამ, ტუმცა მე სხვაგვარად ამოვხსენი.

1,5 X + 1, 5 Y = 180 . x არის ავტობუსის სიცქარე, y კი ავტომანქანის.
მეორე შემთხვევაში მივიღებთ განტოლებას : 2,5 x+1,01y = 180. დროები გადაყვანილია მეათედებში.
შემდეგ ამ განტოლებების პირველ ნაწილს ერთმანეტს უტოლებ და გამოგყავს , რომ x= 0,5 y
დანარცენს ალბათ შEნც მიხვდები, ცერა მეზარება

2kiss.gif

2,5 x+1,01y = 180. ------აქ მექნიკური შეცდომა გაქვს დაშვებული თუ გამოსვლის დრო იქნებოდა 6:35 მაშინ ბევრი ამოხსნიდა ამ ამოცანას მაგრამ გამოსვლის დრო არის 6:36 და მაგის გამო ხალხი 5 წუთში ვერ ჩაეტია!
2,5-------- თის მაგივრად იქნება 2:31 წთ

Posted by: darana 30 Jun 2007, 10:42
manbg77
QUOTE
2,5 x+1,01y = 180. ------აქ მექნიკური შეცდომა გაქვს დაშვებული თუ გამოსვლის დრო იქნებოდა 6:35 მაშინ ბევრი ამოხსნიდა ამ ამოცანას მაგრამ გამოსვლის დრო არის 6:36 და მაგის გამო ხალხი 5 წუთში ვერ ჩაეტია!
2,5-------- თის მაგივრად იქნება 2:31 წთ
1,01-------თის მაგივრა იქნება 1 საათი

ჰოდა, მეც დავამრგვალე. 2 საატი და 31 წუთი დაახლოებით 2,5 საათია, და 1,01-იც დამრგვალებულია 1-მდე.

Posted by: manbg77 30 Jun 2007, 12:34
აბა ამას თუ ამოხსნით!

ქალაქში ერთი კვირის განმავლობაში სხვადასხვა ტემპერატულა დაფიქსირდა:

ორშაბათს: +5
სამშაბათს: +10
ოთხშაბათს: -2
ხუთშაბათს: 0
პარასკებს: -3
შაბათს: +4
კვირას: -3

რამდენია საშუალო ტემპერატურა ერთ კვირის განმავლობაში?

Posted by: ფარსმანი 30 Jun 2007, 19:24
ბოლო ძალიან ელემენტარულია: +1.57. აი მართკუთხედის ამბავში რაღაც ვერ გავიგე
პს.გამოცდები როდის გეწყებათ?

Posted by: Mr-President 30 Jun 2007, 19:29
manbg77
QUOTE
ორშაბათს: +5
სამშაბათს: +10
ოთხშაბათს: -2
ხუთშაბათს: 0
პარასკებს: -3
შაბათს: +4
კვირას: -3

რამდენია საშუალო ტემპერატურა ერთ კვირის განმავლობაში?

(5+10-2+0-3+4-3)/7=11/7 მიახლოებით +1,57 გრადუსი

Posted by: ი ს ტ ე რ ი კ ა 12 Jul 2007, 00:23
რამოდენიმე თემა გაერთიანდა აქ, ყველა სხვადასხვა სახის ეროვნულების ტესტზე იყო გახსნილი.

Posted by: აღასპერი 12 Jul 2007, 02:23
კიდევ მიემატაbiggrin.gif

Posted by: vaxa 22 Nov 2007, 10:31
ეროვნულების უნარების ყველა ტესტი მჭირდება სასწრაფოდ და აქ რაც არის მითითებული, არაფერი დამხვდა იმ საიტზე, დამეხმარეთ...

Posted by: Rogue 28 Nov 2007, 23:22
აუ მე მინდა რა ტესტებიმ ნაექ-ზე რაც იყო სულ ამოშალეს sad.gif არადა მაქვს პრინტერი და ამოვიღებდი დიდი სიამოვნებით sad.gif ხალხო თუ გაქვთ პირადში მომწერეთ მადლას მოისხამთ რა wink.gif

Posted by: vaxa 1 Dec 2007, 11:24
cry.gif არ გინდათ ხო რო დამეხმაროთ?.. ასეთს მნახავთ მალე vis.gif biggrin.gif

Posted by: აღასპერი 1 Dec 2007, 16:49
vaxa

ვიშოვი და "დახმარების სვეტში" დავდებ.

Posted by: vaxa 1 Dec 2007, 17:37
აღასპერი
QUOTE
ვიშოვი და "დახმარების სვეტში" დავდებ

ვიშოვე აღარ მინდა

დახმარების სვეტი?.. rolleyes.gif

Posted by: აღასპერი 1 Dec 2007, 18:11
vaxa
QUOTE
დახმარების სვეტი?.. 

http://forum.ge/?showtopic=33780623&f=&st=90&#entry7549612

QUOTE
ვიშოვე აღარ მინდა

შეგიძლია, გამომიგზავნო?

ბევრს სჭირდება ხოლმე და ავტვირთავ პერიოდულად და დავდებ.

თუ შეგიძლია, რა თქმა უნდა.

Posted by: Jihuanoceno 14 Jul 2008, 19:44
დღეს ისეთი კითხვები წავიკითხე გაზეთში ეროვნული გამოცდებისა, ლამის გადავირიე. ეს ორი კითხვა აღებულია უნარებიდან და მგონი თავიდან ბოლომდე აღწერს ჩვენს მოქმედ ე.წ. "განათლების სისტემას"

მაშ ასე კითხვა ნუმერო უნო:

"თუ ზღვაში მამაშენი და შენი ძმა იხრჩობიან, ვის გადაარჩენ?"

პასუხი: "მამას"

კითხვა გაგიჩნდათ ალბათ "რატომ?"

პასუხი: "მამაშენი უნდა გადარჩინო, რათგან შენი ძმა მემკვიდრეა და თუ დაიღუპება მთელი მამის ქონება შენ შეგრჩება"

--------------------------------------------------------------------------------

კითხვა ნუმერო დუე:

"დაუთმობ თუ არა ადგილს ავტობუსში ფეხმძიმე ქალს?"

პასუხი: "არა. ბილეთი შენი ნაყიდია და სხვას რატომ უნდა დაუთმო ადგილი"

--------------------------------------------------------------------------------

სად ვცხოვრობთ?! ეს საქართველო აღარ არის!

Posted by: Jocker 14 Jul 2008, 19:46
QUOTE
ეს საქართველო აღარ არის!

კი, თორემ ასეთ რამეს ვერ წაიკითხავდი.

პ.ს იცის სოფომ, რომ გიყვარს? smile.gif

Posted by: germany87 14 Jul 2008, 19:47
QUOTE
"თუ ზღვაში მამაშენი და შენი ძმა იხრჩობიან, ვის გადაარჩენ?"

პასუხი: "მამას"

კითხვა გაგიჩნდათ ალბათ "რატომ?"

პასუხი: "მამაშენი უნდა გადარჩინო, რათგან შენი ძმა მემკვიდრეა და თუ დაიღუპება მთელი მამის ქონება შენ შეგრჩება"

wow.gif

mad.gif

Posted by: Ketelauri 14 Jul 2008, 19:47
Jihuanoceno
QUOTE
ეს ორი კითხვა აღებულია უნარებიდან

ვითომ?

Posted by: giganti 14 Jul 2008, 19:49
Jihuanoceno
ცრუ ინფორმაციას ნუ ავრცელებ, მსგავსი კითხვები არცერთ ეროვნულ გამოცდებზე არ ყოფილა...

Posted by: Guardian 14 Jul 2008, 19:50
შეცდომაა -
"რას იზავ თუ..."
სწორია -
''რას იზამ, თუ''
biggrin.gif

Posted by: Judas Iscariot 14 Jul 2008, 19:50
Jihuanoceno
QUOTE
"თუ ზღვაში მამაშენი და შენი ძმა იხრჩობიან, ვის გადაარჩენ?"
"მამაშენი უნდა გადარჩინო, რათგან შენი ძმა მემკვიდრეა და თუ დაიღუპება მთელი მამის ქონება შენ შეგრჩება"
"დაუთმობ თუ არა ადგილს ავტობუსში ფეხმძიმე ქალს?"
"არა. ბილეთი შენი ნაყიდია და სხვას რატომ უნდა დაუთმო ადგილი"

და საიდან აიღე ეს ორი შეკითხვა? რომელი გაზეთიდან და რომელი გამოცდისაა?
lol.gif lol.gif lol.gif

თავის დროზე რო ჩაგებარებინა უნარების ტესტი, ხო ვერ დაგაბოლებდნენ?

Posted by: Junge19 14 Jul 2008, 19:50
არანაირად არ არის ასეთი უაზრობები იმ ტესტებში,რაც განათლების სამინისტრომ გამოსცა.

Posted by: Jihuanoceno 14 Jul 2008, 19:50
giganti,

არა ბიჩოს, გაზეთებში ტყუილს წერენ...

გაზეთებს თავი დავანებოთ, პირადად აბიტურიენტმა მომიყვა ეს ამბავი

Posted by: devil 14 Jul 2008, 19:51
გამიგია ესენი, looks like an urban legend wink.gif

Posted by: SATCHMO 14 Jul 2008, 19:51
Jihuanoceno
QUOTE
"თუ ზღვაში მამაშენი და შენი ძმა იხრჩობიან, ვის გადაარჩენ?"

პასუხი: "მამას"

კითხვა გაგიჩნდათ ალბათ "რატომ?"

პასუხი: "მამაშენი უნდა გადარჩინო, რათგან შენი ძმა მემკვიდრეა და თუ დაიღუპება მთელი მამის ქონება შენ შეგრჩება"

ვარიანტი გამორჩათ მაგათ: "მამაშენმა შეიძლება სხვა, ახალი ძმა გაგიკეთოს, ძმა კი მხოლოდ ძმისშვილის გამკეთებელია" lol.gif

ვაი მაგათ პატრონს და მაგათ წეს-ჩვეულებებს (უნარ-ჩვევებს biggrin.gif).

Posted by: BigCrow 14 Jul 2008, 19:51
http://www.stamp.caucasus.net/smiles.htm http://www.stamp.caucasus.net/smiles.htm http://www.stamp.caucasus.net/smiles.htm http://www.stamp.caucasus.net/smiles.htm

Posted by: Ketelauri 14 Jul 2008, 19:52
Jihuanoceno
QUOTE
გაზეთებს თავი დავანებოთ, პირადად აბიტურიენტმა მომიყვა ეს ამბავი

ამ აბიტურიენტმა მამა გადაარჩინა თუ ძმა? biggrin.gif იმდენად სულელურია, რომ დაუჯერებელია!

Posted by: silver_ranger 14 Jul 2008, 19:54
Jihuanoceno
იიი ეს როდინდელია? 2004 წლისა? თუმცა როგორც ვიცი არც იმ წელს ყოფილა მსგავსი კითხვები, წმინდა წყლის პროვოკაცია biggrin.gif

Posted by: giganti 14 Jul 2008, 19:54
Jihuanoceno
QUOTE
არა ბიჩოს, გაზეთებში ტყუილს წერენ...

გაზეთებს თავი დავანებოთ, პირადად აბიტურიენტმა მომიყვა ეს ამბავი

ნუ მეც ვიცი რომ განათლების სისტემა მთლად არაა აწყობილი, მაგრამ მსგავსი კითხვები არ ყოფილა დამიჯერე რა...

Posted by: Marduka 14 Jul 2008, 19:55
ჩემმა ბიძაშვილმაც მომატყუა თურმე როცა მაგ ტესტებს ავსებდა...

.............................

Posted by: puhi 14 Jul 2008, 19:56
QUOTE
არა ბიჩოს, გაზეთებში ტყუილს წერენ...

biggrin.gif

Posted by: A_I 14 Jul 2008, 19:56
კი კაცო მასეთი კითხვებითაა სავსე ეგ უნარების გამოცდები.

მარა გამოცდაზე არავის არ შეხვდერია ჯერ.

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: giganti 14 Jul 2008, 19:58
A_I
QUOTE
კი კაცო მასეთი კითხვებითაა სავსე ეგ უნარების გამოცდები.

მარა გამოცდაზე არავის არ შეხვდერია ჯერ.

lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: da_to 14 Jul 2008, 19:58
გადხედეთ ტესტებს და იპოვეთ ეს შეკითხვა?

http://www.naec.ge/files/906_2008-GAT-geo-I.pdf
http://www.naec.ge/files/909_2008-GAT-geo-II.pdf
http://www.naec.ge/files/910_2008-GAT-geo-III.pdf
http://www.naec.ge/files/911_2008-GAT-geo-IV.pdf

Posted by: ia_Baggins 14 Jul 2008, 20:00
QUOTE
დღეს ისეთი კითხვები წავიკითხე გაზეთში ეროვნული გამოცდებისა, ლამის გადავირიე. ეს ორი კითხვა აღებულია უნარებიდან და მგონი თავიდან ბოლომდე აღწერს ჩვენს მოქმედ ე.წ. "განათლების სისტემას"

მაშ ასე კითხვა ნუმერო უნო:

"თუ ზღვაში მამაშენი და შენი ძმა იხრჩობიან, ვის გადაარჩენ?"

პასუხი: "მამას"

კითხვა გაგიჩნდათ ალბათ "რატომ?"

პასუხი: "მამაშენი უნდა გადარჩინო, რათგან შენი ძმა მემკვიდრეა და თუ დაიღუპება მთელი მამის ქონება შენ შეგრჩება"

--------------------------------------------------------------------------------

კითხვა ნუმერო დუე:

"დაუთმობ თუ არა ადგილს ავტობუსში ფეხმძიმე ქალს?"

პასუხი: "არა. ბილეთი შენი ნაყიდია და სხვას რატომ უნდა დაუთმო ადგილი"

--------------------------------------------------------------------------------

სად ვცხოვრობთ?! ეს საქართველო აღარ არის!

აზრზე ვარ კონტექსტიდან ამოვარდნილ ნაწყვეტებია აქ მოყვანილი...

ზუსტად იმასვე აკეტებთ რასაც "ეწინაღმდეგებით" და რასაც აპროსტესტებთ

ეს იგივეა ვიდეო ან აუდიო ჩანაწერი დაამონტაჟო როგორც შენ გაწყობს და ისე ანახო\მოასმენინო ვინმეს

Posted by: საბუნია 14 Jul 2008, 20:02
მშვენიერი შეკითხვებია, ლოგიკის პონტში biggrin.gif კრიტიკულ მომენტებში სხარტ აზროვნებას ამოწმებს gigi.gif

ვოტ ტაკაია დოლია ვარავსკაიაააააა biggrin.gif

Posted by: J_J 14 Jul 2008, 20:02
Jihuanoceno
QUOTE
მაშ ასე კითხვა ნუმერო უნო:
"თუ ზღვაში მამაშენი და შენი ძმა იხრჩობიან, ვის გადაარჩენ?"
პასუხი: "მამას"
კითხვა გაგიჩნდათ ალბათ "რატომ?"
პასუხი: "მამაშენი უნდა გადარჩინო, რათგან შენი ძმა მემკვიდრეა და თუ დაიღუპება მთელი მამის ქონება შენ შეგრჩება"

არასწორი ლოგიკაა... მაგ ლოგიკით არც მამა არ უნდა გადაარჩინო... ტყვილა საჭმელს დაანიავებს biggrin.gifJihuanoceno

QUOTE
კითხვა ნუმერო დუე:
"დაუთმობ თუ არა ადგილს ავტობუსში ფეხმძიმე ქალს?"
პასუხი: "არა. ბილეთი შენი ნაყიდია და სხვას რატომ უნდა დაუთმო ადგილი"

კანონიერად და ლოგიკურად სწორია, ეთიკურად რა თქმა უნდა არა biggrin.gif

პ.ს. ისე ორიგინალში ნახვა ან დასკანებული მაინც კარგი იქნებოდა... თორემ ისე გამოდის რომ... არა კი გვჯერა მაგრამ ... არ გვჯერა biggrin.gif

პ.პ.ს. ევოვნული გამოცდები რა უბედურებაა biggrin.gif

Posted by: sergo_bero 14 Jul 2008, 20:05
მაგარი ტრუხაა ... ესეთი შეკითხვა არცერთ ტესტში არ ყოფილა ...

შეიძლება შენ წაიკითხე , მაგრამ იმათმა ინტრიგისთვის დაწერეს ალბათ რაღაც სისულელე biggrin.gif

Posted by: Future1 14 Jul 2008, 20:39
QUOTE (da_to @ 14 Jul 2008, 19:58 )
გადხედეთ ტესტებს და იპოვეთ ეს შეკითხვა?

http://www.naec.ge/files/906_2008-GAT-geo-I.pdf
http://www.naec.ge/files/909_2008-GAT-geo-II.pdf
http://www.naec.ge/files/910_2008-GAT-geo-III.pdf
http://www.naec.ge/files/911_2008-GAT-geo-IV.pdf

ამ პოსტის დამწერი ეხლა ლინკების წამკითხავისდა ობიექტურობის მაძიებელს ჰგავს? lol.gif
მთავარია თემა ხო გახსნა, მერე ხომ დაასკვნა, რომ ეგ საქართველო აღარაა. რა ქნას, ცოდვილობს რაღაცას, 2 კაპიკს უხდიან lol.gif lol.gif

Posted by: Pixel_misha 14 Jul 2008, 20:49
რა სისულელეა, ყველა წლის უნარები მაქ წაკითხული. ასეთი შეკითხვები არაა ხალხო უნარებში no.gif უნარები ამოწმებს ლოგიკას და არა რაღაც ეთიკას და ზნეობას boli.gif
ტაქსის მძღოლმა მითხრა კიდე ეგ, მეთქი საიდან მოხია, ბევრი ვიცინე biggrin.gif და რომელ სლე გაზეთში ეწერა ეგ?

Posted by: makarena 14 Jul 2008, 21:50
რა სისულელეა
აი თქვენ გყოლიათ თუ მართლა გჯერათ, რომ ბავშვებს მაგას აბარებინებენ გამოცდაზე lol.gif biggrin.gif

მამაჩემი პირველივე ეროვნულებიდან ამზადებს ბავშვებს უნარებში და ასეთი შეკითხვები განათლებსი სამინისტროს მიერ გამოცემულ არცერთ წიგნში არაა. მეთვითონ ჩავაბარე პირველი ეროვნული და ასეთი არაფერი მოსულა

მეტიც ზოგმა ისე გადაწყვიტა მაგ უნარებით ფულის შოვნა და თვითონვე შეთხზა ეგ სულელური ტესტები, ვითომ და უნარები დაარქვა და ამით იმ ხალხს, რომელსაც შეხება საერთოდ არ აქვს ეროვნულ გამოცდებთან, სულ აურია თავგზა.

ასე, რომ ცრუ განგაშია biggrin.gif

Posted by: sergo_bero 14 Jul 2008, 22:29
QUOTE
მეტიც ზოგმა ისე გადაწყვიტა მაგ უნარებით ფულის შოვნა და თვითონვე შეთხზა ეგ სულელური ტესტები, ვითომ და უნარები დაარქვა და ამით იმ ხალხს, რომელსაც შეხება საერთოდ არ აქვს ეროვნულ გამოცდებთან, სულ აურია თავგზა.

+1

Posted by: აღასპერი 24 Jul 2008, 21:55
Jihuanoceno

არ არსებობს.
მაგას ვერ დავიჯერებ/
არ იქნებოდა.

QUOTE
დღეს ისეთი კითხვები წავიკითხე გაზეთში ეროვნული გამოცდებისა, ლამის გადავირიე. ეს ორი კითხვა აღებულია უნარებიდან და მგონი თავიდან ბოლომდე აღწერს ჩვენს მოქმედ ე.წ. "განათლების სისტემას"

პრესას ნუ ენდობით biggrin.gif

Posted by: tazika91 26 Jul 2008, 17:34
a^2+b^2=1000000003
დაამტკიცეთ რომ ამონახსნი არ აქვს ნატურალურ რიცხვებში wink.gif

Posted by: სანდროFCB 26 Jul 2008, 19:47
tazika91
ვის აშაყირებ ????????????? lol.gif

Posted by: tazika91 26 Jul 2008, 19:52
რას გულისხმობ ახალგაზრდავ?????????

Posted by: სანდროFCB 26 Jul 2008, 19:54
tazika91
ეგეთი ამოცანები მიუტანე ვინც შენ მატემატიკა გასწავლა იმას ......... lol.gif

Posted by: tazika91 26 Jul 2008, 19:56
ნუ კაჩაობ რა ბიჭო !!!!!!!! თუ შეგიძლია ამოხსნა დაწერე შე უნიჭო wink.gif

Posted by: სანდროFCB 26 Jul 2008, 20:00
tazika91
შე ჩუვაკო .. ვის უბედავ აზრზე ხარ ?????????

3 ით დამთავრებული ოთხის ჯერადი არ არის და ნატურალური რიცხვების კვადრატების ჯამი როგორ იქნბება ????!!!!!!!!!!

Posted by: tazika91 26 Jul 2008, 20:03
ისე 4 ზე კვადრატულ ნაშთებს თუ სინჯავ შანსი გაქ :2kiss:

Posted by: სანდროFCB 26 Jul 2008, 20:25
tazika91
ვაი ვაი ....... lol.gif

Posted by: tazika91 26 Jul 2008, 20:54
ერთ კომბინატორიკასაც დაგიწერ რაა... ისე ხალხი თუ შემოვა და ამოხსნას ეცდება ან მითითებას მოითხოვს კარგი იქნება....
რამდენი 7 ნიშნა რიცხვის შედგენა შეგვიძლია 1112256 ამ ციფრების გადანაცვლებით?
(ფაქტორიალი ვინც არ იცის უშანსოდაა) tongue.gif

Posted by: ~BROLIA~ 30 Oct 2008, 20:06
QUOTE

3 ით დამთავრებული ოთხის ჯერადი არ არის და ნატურალური რიცხვების კვადრატების ჯამი როგორ იქნბება ????!!!!!!!!!!

5 არ არის 4 ის ჯერადი მარა 5=1^2+2^2;

tazika91
2 რიცხვის კვადრატების ჯამი 4 ზე გაყოფისას მარტო 0 , 1 ან 2 _ს მოგვცემს ნაშთს იმიტომ რომ a^2 სადარია 0 ის ან 1 ის mod 4;
(0,1)+(0,1)=(0,1,2);

Posted by: most wanted 1 Nov 2008, 21:24
QUOTE (tazika91 @ 26 Jul 2008, 20:54 )
ერთ კომბინატორიკასაც დაგიწერ რაა... ისე ხალხი თუ შემოვა და ამოხსნას ეცდება ან მითითებას მოითხოვს კარგი იქნება....
რამდენი 7 ნიშნა რიცხვის შედგენა შეგვიძლია 1112256 ამ ციფრების გადანაცვლებით?
(ფაქტორიალი ვინც არ იცის უშანსოდაა) tongue.gif

860?

\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\

Posted by: Mr-President 1 Nov 2008, 21:28
most wanted
QUOTE
რამდენი 7 ნიშნა რიცხვის შედგენა შეგვიძლია 1112256 ამ ციფრების გადანაცვლებით?

7! ანუ 7-ის ფაქტორიალი. 1*2*3*4*5*6*7

Posted by: zuzu33a 1 Nov 2008, 21:30
QUOTE
დღეს ისეთი კითხვები წავიკითხე გაზეთში ეროვნული გამოცდებისა, ლამის გადავირიე. ეს ორი კითხვა აღებულია უნარებიდან და მგონი თავიდან ბოლომდე აღწერს ჩვენს მოქმედ ე.წ. "განათლების სისტემას"

მაშ ასე კითხვა ნუმერო უნო:

"თუ ზღვაში მამაშენი და შენი ძმა იხრჩობიან, ვის გადაარჩენ?"

პასუხი: "მამას"

კითხვა გაგიჩნდათ ალბათ "რატომ?"

პასუხი: "მამაშენი უნდა გადარჩინო, რათგან შენი ძმა მემკვიდრეა და თუ დაიღუპება მთელი მამის ქონება შენ შეგრჩება"

--------------------------------------------------------------------------------

კითხვა ნუმერო დუე:

"დაუთმობ თუ არა ადგილს ავტობუსში ფეხმძიმე ქალს?"

პასუხი: "არა. ბილეთი შენი ნაყიდია და სხვას რატომ უნდა დაუთმო ადგილი"

გაზეთის დედაც და ჟურნალისტისაც...
* * *
Jihuanoceno
QUOTE
giganti,

არა ბიჩოს, გაზეთებში ტყუილს წერენ...

გაზეთებს თავი დავანებოთ, პირადად აბიტურიენტმა მომიყვა ეს ამბავი

4ვე წლის უნარების ტესტები მაქ გაკეთებული ყველა და მე თვითონაც ჩავაბარე ტაკ შტო...
დედაჩემი უნარების მასწავლებელია და მეც ვაპირებ უნარებში მომზადებას, ყველა ოფიციალური სახელმძღვანელო მინახავს და დამიჯერე ვიღაცამ ისე დაგაბოლა რო თავი გაქ მოსაკვლელი....
* * *
პროსტა გთხოვ აი მაგრად გთხოვ ის გაზეთი მითხარი რა... შენში არ მეპარება ეჭვი რო წაიკიტხე, პროსტა თვითონ გაზეთს უნდა ავადგე რედაქციაში...

Posted by: most wanted 2 Nov 2008, 16:40
QUOTE
დღეს ისეთი კითხვები წავიკითხე გაზეთში ეროვნული გამოცდებისა, ლამის გადავირიე. ეს ორი კითხვა აღებულია უნარებიდან და მგონი თავიდან ბოლომდე აღწერს ჩვენს მოქმედ ე.წ. "განათლების სისტემას"

მაშ ასე კითხვა ნუმერო უნო:

"თუ ზღვაში მამაშენი და შენი ძმა იხრჩობიან, ვის გადაარჩენ?"

პასუხი: "მამას"

კითხვა გაგიჩნდათ ალბათ "რატომ?"

პასუხი: "მამაშენი უნდა გადარჩინო, რათგან შენი ძმა მემკვიდრეა და თუ დაიღუპება მთელი მამის ქონება შენ შეგრჩება"

--------------------------------------------------------------------------------

კითხვა ნუმერო დუე:

"დაუთმობ თუ არა ადგილს ავტობუსში ფეხმძიმე ქალს?"

პასუხი: "არა. ბილეთი შენი ნაყიდია და სხვას რატომ უნდა დაუთმო ადგილი"

მითები ბლია...

სოფლის ბირჟაზე რო ბაზრობენ.

ეგეთი რამე არასოდეს ყოფილა.

Posted by: Mighty 2 Nov 2008, 18:15
თუ a რიცხვი გაიზრდება 3-ჯერ და თუ b რიცხვი გაიზრდება 2-ჯერ მაშინ
9a(კვარდატი)/5b(კვადრატი) რამდენჯერ გაიზრდება?

Posted by: most wanted 2 Nov 2008, 20:27
2.25-ჯერ ?

--------------------------

Posted by: Mighty 2 Nov 2008, 21:17
most wanted
ხო,

როგორ გააკეთე?

Posted by: zuzu33a 2 Nov 2008, 22:55
QUOTE
თუ a რიცხვი გაიზრდება 3-ჯერ და თუ b რიცხვი გაიზრდება 2-ჯერ მაშინ 9a(კვარდატი)/5b(კვადრატი) რამდენჯერ გაიზრდება?

9/4
ეხლა რა ხდება, ა რიცხვი თუ სამჯერ გაიზრდება მისი კვადრატი ცხრაზე გამრავლებული გახდება 81ა-კვადრეტი და ბე კი გახდება 20ბე-კვადრატი, 81აკვადრატი შეფარდებული 20 ბე კვადრატთან უნდა შეაფარდო 9ა კვადრატ-შეფარდებული 5ბე კვადრატთან და გამოვა 9/4... იგივე 2.25

Posted by: most wanted 2 Nov 2008, 23:03
QUOTE (Mighty @ 2 Nov 2008, 21:17 )
most wanted
ხო,

როგორ გააკეთე?

ასე

QUOTE
ეხლა რა ხდება, ა რიცხვი თუ სამჯერ გაიზრდება მისი კვადრატი ცხრაზე გამრავლებული გახდება 81ა-კვადრეტი და ბე კი გახდება 20ბე-კვადრატი, 81აკვადრატი შეფარდებული 20 ბე კვადრატთან უნდა შეაფარდო 9ა კვადრატ-შეფარდებული 5ბე კვადრატთან და გამოვა 9/4... იგივე 2.25

ან

შესაძლებელია a-ს და b-ს მაგივრად ავიღოთ ნებისმიერი რიცხვები და ამ რიცხვებზე ჩავატაროთ მოქმედებები.

Posted by: r_tatishvili 3 Nov 2008, 16:34
QUOTE (Mr-President @ 1 Nov 2008, 20:28 )
most wanted
QUOTE
რამდენი 7 ნიშნა რიცხვის შედგენა შეგვიძლია 1112256 ამ ციფრების გადანაცვლებით?

7! ანუ 7-ის ფაქტორიალი. 1*2*3*4*5*6*7

არაა სწორი!

7! იქნებოდა მაშინ, როცა ყველა ციფრი განსხვავებულია

1112256-ის შემთხვევაში კი
1 * 2 * 3 * 3 * 5 * 5 * 5 = 2250 ვარიანტი

აბა რას მეტყვის კითხვის ავტორი... თუ არა ვარ სწორი შემეკამათეთ!
war.gif

Posted by: Mighty 3 Nov 2008, 23:39
ოთხმა სატვირთო მანქანამ 5 საათში 30 კმ მანძილზე, 120ტ ტვირთი გადაზიდა. რამდენი ასეთი მანქანაა საჭირო 160ტ ტვირთის გადასაზიდად 45კმ მანძილზე 8 საათის განმავლობაში ?
* * *
მეტროს ვაგონში 100ზე ნაკლები ადამიანი იყო. მგზავრები, რომლებიც ისხდნენ იყვნენ ორჯერ მეტი, ვიდრე მგზავრები რომლებიც იდგნენ,. გაჩერებაზე მგზავრების 4 % ჩავიდა. რამდენი მგზავრი დარჩა ვაგონში?

Posted by: most wanted 4 Nov 2008, 09:21
QUOTE
მეტროს ვაგონში 100ზე ნაკლები ადამიანი იყო. მგზავრები, რომლებიც ისხდნენ იყვნენ ორჯერ მეტი, ვიდრე მგზავრები რომლებიც იდგნენ,. გაჩერებაზე მგზავრების 4 % ჩავიდა. რამდენი მგზავრი დარჩა ვაგონში?

72 ?
სუ სწორია რო მოვალ სახლში მეერ დავწერ როგორ ამოვხსენი.

+

მეორე ამოცანასაც გავაკეთებ. : )

Posted by: Mighty 4 Nov 2008, 13:52
most wanted
მიდი,

სწორია yes.gif

Posted by: tornike-92 20 Feb 2010, 16:15
მათემატიკის ახალი ტესტი რიმელიმე საიტზე არის?

Posted by: makine 25 12 Mar 2010, 16:25
ანუ არავინ ასწავლის მათემატიკას და უნარ-ჩვევებს აქ?? smile.gif ან ინტერნეტით???

Posted by: mzeona 12 Mar 2010, 20:10
სერიოზული მომზადება უნარებში მათთვის, ვინც აპირებს მაღალი ქულები მიიღოს, და საგრანტო დაფინანსებაში მიიღოს მონაწილეობა. გაკვეთილის ფასი შეესაბამება მის დონეს. გამოიყენება სპეციალური მაღალქულიანი ტესტური მეთოდიკა, პროგრამა შეირჩევა თქვენთვის ინდივიდუალურად. პირობების გასაგებად გთხოვთ დარეკოთ 608-508. 857 33 77 32. გისურვებთ წარმატებას და გამოცდების ხალისიანად ჩაბარებას!

Posted by: kushki 16 Mar 2010, 14:38
QUOTE (Future1 @ 14 Jul 2008, 20:39 )
QUOTE (da_to @ 14 Jul 2008, 19:58 )
გადხედეთ ტესტებს და იპოვეთ ეს შეკითხვა?

http://www.naec.ge/files/906_2008-GAT-geo-I.pdf
http://www.naec.ge/files/909_2008-GAT-geo-II.pdf
http://www.naec.ge/files/910_2008-GAT-geo-III.pdf
http://www.naec.ge/files/911_2008-GAT-geo-IV.pdf

ამ ტესტების შესაბამისი პასუხები მოიძებნება სადმე?

ან ვინმე ხომ არ იცით ისეთი ლინკი უნარჩვევების ტესტების, რომელსაც პასუხებიც ახლავს თან?

Posted by: kakha13 3 Jun 2010, 01:38
გამარჯობათ!
გადავწყვიტე ჩემს საიტზე დამემატებინა ახალი სერვისი "ტესტირება" საცა თავმოყრილი იქნება საინტერესო კითხვები. ორენტაციას გავაკეთებთ ეროვნული გამოცდების კითხვებზე და გთხოვთ თუ ვინმეს შეგიძიათ დამეხმაროთ ერთად ვმართოთ ეს სერვისი მომწერეთ...

www.any.ge/services/tests

Posted by: ფაშისტი 16 Sep 2010, 11:29
უნარ-ჩვევებში მომზადება რა ღირს? მე მ ინდა ..

Posted by: San1 5 Nov 2010, 17:45
ბრატცი, ვინმეს 2009 წლის უნარების ტესტები ხომ არ გაქვთ რომ ატვირთოთ ან როგორმე გამომიგზავნოთ?

Posted by: პოპი 6 Jan 2011, 15:52
San1
შემთხვევით ხო არ გინახია? მეც რო მომაწოდო

Posted by: ზური 6 Jan 2011, 15:59
San1
პოპი

http://allshares.ge/download.php?id=E9F6411026

ამას ეძებთ მგონი

Posted by: bochita 2 Feb 2011, 19:14
რუსულად ხო არ იცით სად დევს რაიმე უნარების მათემატიკური ტესტი?

Posted by: vaxo55 3 Dec 2011, 21:47
აუ მეც მინდა რამე საიტიიიიიიიიიიი,მატემატიკის რაა? იცით???

Posted by: აჯღაბუჯღა 22 Dec 2013, 00:27
ვერბალურ ნაწილში ერთი კითხვა მაქვს. ანალოგიაა ასეთი:

5. სათავე : სათაური
(ა) ზედაპირი : ეკრანი
(ბ) მწვერვალი : კულმინაცია
(გ) შუაგული : ცენტრი
(დ) კუთხე : კიდე

სწორი პასუხია ბ და განმიმარტეთ ვინმემ რატომ. ჩემი აზრით არცერთი არ არის მთლად ზუსტი ანალოგია, დედუქციური მეთოდით კი შეიზლება მიხვედრა, რომ ყველაზე ნაკლებად არასწორი ბ პასუხია, მაგრამ მთლად სწორი რომ არც ეგაა?

Posted by: l-e-v-a-n 22 Dec 2013, 00:32
აჯღაბუჯღა
ეგრე ასასხსნელად ძნელია, მითუმეტეს წერილობით

აი მე აგიხსნი თუ გაიგებ

სათავე უფრო ზოგადია, სათაური კონკრეტული, სათავე შეიძლება იყოს სათაურიც და სხვა რამეც
კულმინაციაც მწვერვალია, მარა მწვერვალი მარტო კულმინაციას არ ნიშნავს, სხვა მნიშვნელობაც აქვს

Posted by: აჯღაბუჯღა 22 Dec 2013, 00:47
l-e-v-a-n
გასაგებია, მაგრამ აი
ეკრანიც ზედაპირია, მაგრამ ზედაპირი მარტო ეკრანი არ არის აუცილებელი რომ იყოს, სხვა ზედაპირებიც არსებობს. რატომ ის და არა ეს?

Posted by: l-e-v-a-n 22 Dec 2013, 00:57
აჯღაბუჯღა
ეკრანი ზედაპირია? ეკრანს აქვს ზედაპირი, ეკრანი არ არის ზედაპირი ასე მესმის მე ეგ სიტყვა

Posted by: აჯღაბუჯღა 22 Dec 2013, 01:22
l-e-v-a-n
ოკ. გასაგებია.
------------------------------
მადლობა smile.gif

Posted by: jaglaga 22 Apr 2014, 21:30
გამარჯობაა... პოლიციის აკადემიაში ვაპირებ ტესტირების გავლას,ხოდა ზოგადი უნარები არი ერთერთი გადასალახი ეტაპი.მეკი შეხება არ მქონია საერთოდ უნარებთან,ერთი შეხედვით საკმაოდ მერთულება,შსს-საიტზე კი დევს ნიმუშები ამ ტესტების მაგრამ საიტს ვეძებ სადაც ზოგადი უნარების ტესტები იქნება მოცემული,თავისი ახსნა-განმარტებით.ცოტა რომ დამეხმაროს გავერკვე ამ უნარებში.

Posted by: Sento555777 29 Apr 2014, 00:23
გამარჯობათ, მინდა იურდიულზე ჩაბარება და როგორც ვიცი უნარები მიწევს და რა მაინტერესებს ძალიან რთულია? მათმატიკაში ძლიერი ვიყავი თქო ვერ ვიტყვი (მიჭირდასავით) მაგრამ არაფერი არ ვიცითქო ვერც იმას ვიტყვი , ვერბალურზე ეხლა ვიწყებ მომზადებას ამ 4 გამოცდის მოლევის შემდეგ და რას მეტყვით ნორმალური მათმატიკის ცოდნით შანსები მაქ?

Posted by: AnEeEeE=]] 2 May 2014, 23:17
Sento555777
ჩაბარებისთვის 55 ქულა გეყოფა სადღაც , მარა სხვა საგნებსაც გააჩნია რა თქმა უნდა . მე რო ჩავაბარე მეოთხე საგანს ქონდა ყველაზე მაღალი კოეფიციენტი და ეხლაც ეგრე უნდა იყოს , ასე რომ მეოთხე საგანზე გაამახვილე ყურადღება. რთულიაო უნარებზე როგორ უნდა თქვა ეხლა გააჩნია შენ რამდენი ქულა გინდა და დაგაკმაყოფილებს ... ნუ 95 პროცენტის აღება რთულია და განსაკუთრებულ უნარებს მოითხოვს რა თქმა უნდა

Posted by: Sento555777 3 May 2014, 19:02
AnEeEeE=]]
გმადლობთ პასუხისათვის , მეოთხე საგანი რომელია? მგონი ისტორია ხო?

Posted by: AnEeEeE=]] 3 May 2014, 21:28
Sento555777
შენ რომელიც ყველაზე კარგად გამოგდის ის უნდა ჩააბარო ისტორია ლიტერატურა მათემატიკა ც ბარდება

Posted by: girsooo 27 Apr 2016, 14:27
ზოგადი უნარების მასწავლებლები შემოდიან აქ?

Posted by: gobisha 11 Nov 2019, 10:59
რამე აფი არ არი ზოგადი უნარების ონლაინ რო ვაკეთო...?

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)