Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ფსიქოლოგია > ვვარჯიშობთ ყველა ?!


Posted by: პიანისტი 6 Nov 2020, 13:38
სახელი უსათაუროს თემის იდენტურია, მაგ თემაში ავიდგით ფეხი ბევრმა და აქაც იყოს იგივე, მგონი არანაირი პრობლემა არ იქნება, თუ იქნება და მოდერები შეასწორებენ მანდარინიანი ხელებითmad.gif
რატომ ფსიქოლოგიაში? ერთი თემა ამ განყოფილებაში აუცილებელია, იმ მარტივი მიზეზიდან გამომდინარე, რომ ვარჯიში არაა მხოლოდ ფიზიკური განვითარება და გონებაზეც ძალიან გვეხმარება, ანუ პირდაპირ ფსიქოლოგიურია ვარჯიში.
თემა ყველა სპორტს მოიცავს, უბრალო ფიზიკურ დატვირთვასაც(მომწონს გოგო რო შეშას ჩეხავს) და სიარულსაცbiggrin.gif
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


Posted by: ღამის_რაფსოდია 6 Nov 2020, 15:36
პიანისტი
up.gif ჯანსაღი სხეულიი


რაიმე საბრძოლო ილეთს ვიპოვნი და მაგის დამუღამებისთვის დავიწყებ შესაფერის ვარჯშის.

Posted by: პიანისტი 6 Nov 2020, 23:11
ღამის_რაფსოდია

მშვენიერი მუღამი გქონია, მერე მიყვები და ეგაა up.gif
აუცილებელია ზოგადად საბრძოლო ხელოვნების(ჩხუბის) ცოდნა, დროზეც არაა ყოველთვის აუცილებელი იყო და იქნება, შეიძლება წლები გავიდეს და არ დაგჭირდეს გამოყენება, მაგრამ მაინც .

Posted by: Heart_of_Darkness 7 Nov 2020, 21:39
საჭირო თემაა, იქნებ სინდისზე მაინც ამაგდოს და ვარჯიში განვაახლო.

როცა არ ვვარჯიშობ, უფრო დეპრესიული ვარ.
არადა, ვარჯიში დეპრესიასთან ბრძოლის ძალიან კარგი საშუალებაა, უფრო ენერგიული ვხვდები, სიცოცხლით სავსე, პოზიტიურიც.
აბონიმენტს ვიყიდიდი, მაგრამ მგონი, ისეთი პირი უჩანს, ცოტახანში ისევ ლოქდაუნი იქნება, ამიტომ იქნებ სახლში მაინც ვივარჯიშო.

მაინც ფსიხგანყია და ერთმანეთის სამოტივაციოდ გამოვიყენოთ თემა.

Posted by: VeridisQuo..> 7 Nov 2020, 23:13
QUOTE
როცა არ ვვარჯიშობ, უფრო დეპრესიული ვარ.
არადა, ვარჯიში დეპრესიასთან ბრძოლის ძალიან კარგი საშუალებაა, უფრო ენერგიული ვხვდები, სიცოცხლით სავსე, პოზიტიურიც.
აბონიმენტს ვიყიდიდი, მაგრამ მგონი, ისეთი პირი უჩანს, ცოტახანში ისევ ლოქდაუნი იქნება, ამიტომ იქნებ სახლში მაინც ვივარჯიშო


განტელები იყიდე და სახლში ივარჯიშე.

Posted by: dream_catcher 7 Nov 2020, 23:16
უპ მოტივცს თემა ს

____________

Posted by: პიანისტი 8 Nov 2020, 08:37
Heart_of_Darkness
დამიჯერე არაა აუცილებელი დარბაზი, სახლში შეგიძლია ისეთი შედეგის დადება ,რასაც დარბაზისგან შეიძლება ელოდებოდე.
მე საერთოდ არ ვყოფილვარ წინა ჩაკეტვის მერე დარბაზში, ორჯერ ერთჯერად ვიზიტს თუ არ ჩავთვლი და მთლიანად მოვიკალი ვიზუალის მუღამი.


Posted by: Melakud 8 Nov 2020, 10:31
ვარჯიში და ზოგადად მოძრაობა არის გადამწყვეტი ადამიანისთვის.

Posted by: GIGABYTE77 8 Nov 2020, 21:26
აქა მშვიდობა
კარგია ცალკე თემა რომ გაიხსნა ამაზე

პიანისტი
up.gif

Posted by: Artist 8 Nov 2020, 22:21
პიანისტი
ის რგოლები, რომლებიც შეიძინე პლასტმასისაა თუ ხის? მე ძველებური მაქვს ხის რგოლები...

Posted by: პიანისტი 9 Nov 2020, 10:27
GIGABYTE77
ჰო მგონი აუცილებელი იყო აქაც ვარჯიშის თემა, სტრესის პირველი მტერია.

QUOTE
რომელ მოძრაობაზე ამბობ? მარა რა მნიშვნელობა აქვს, მაგდენი გამეორება (თუ სუფთადაა ოღონდ biggrin.gif) სერიოზულია

ორძელის ანალოგს, 95 პროცენტით მგონი სუფთაა, აწევის დროს იდაყვებშიც ბოლომდე ვშლი და განზე გამაქვს ხელი(მაჯაში რო ტრიალდება)
დღეს ფლაებს ვცდი პირველად, თუ მხრებში არ მოვწყდი:დდ

Artist
ხის არის და როგორც ვიცი გიმნასტებიც ხის რგოლებით ვარჯიშობენ+ ოლიმპიადაზეც ხის რგოლები აქვთ, სტანდარტული ზომის არის შენები?

Posted by: ნაკო 9 Nov 2020, 17:17
QUOTE
სახლში შეგიძლია ისეთი შედეგის დადება ,რასაც დარბაზისგან შეიძლება ელოდებოდე

აგვისტო-სექტემბერშ შინ ვარჯიშით, ყველაზე საუკეთესო შედეგი დავდე რაც კი ოდესმე მქონია. თუმცა მოძრაობა მიჩვეული კუნთი მალე დუდნდება თუ აქტივობას მკვეთრად შეამცირებ.. ჰოდა შევამცირე :/

სრული სხეულის აზიდვებს ვერასდროს ვაკეთებ, მხოლოდ ნაწილობრივ. ამიტო ეგ ერთადერთი შესრულებაა, რომლის გაკეთებაც არასდროს არ მსურს, თუმცა ზოგ ვარჯიშს, პროგრამულად რომელსაც მიჰყვები თან ახლავს და ვერც ჩამნაცვლებელი ვუპოვნე.

Posted by: პიანისტი 9 Nov 2020, 17:32
ნაკო
QUOTE
აგვისტო-სექტემბერშ შინ ვარჯიშით, ყველაზე საუკეთესო შედეგი დავდე რაც კი ოდესმე მქონია.

შეგიძლია ისევ სცადო და აღარ შეამცირო, შენს ხელშია.

რომელ აზიდვებს გულისხმობ, ,,ტურნიკს" თუ ,,აჯიმანიას?" ორივეს მოსამზადებელი ვარჯიშები არსებობს, შეგიძლია შეასრულო და აუცილებლად შეძლებ უახლოეს მომავალში.

Posted by: Melakud 9 Nov 2020, 18:13
1 თვე დაიწყო ეს სტატიკური ვარჯიში დავამატე ბოლოს, გახურებულ კუნთებზე.

ცალ მხარეს ვაკეთებ 10 წამ ვჩერდები. მეორე მხარეს უფრო რთულად

ლოოლ სულ სხვა ფოტო დავპოსტე biggrin.gif

Posted by: პიანისტი 9 Nov 2020, 22:57
ფლაებიც შევძელი 5-5 სამჯერ, თვითოეულ რეპზე ჯოჯოხეთს ვხედავდი ამოსვლის დროს იმხელა ძალა მიაქვს, მეორე ვარჯიშზე 8 მინდა ერთხელ მაინც.
სამაგიეროდ ისეთ ფამფზე ვიყავი ორძელიც რო მივაბი, რო დარბაზში მაგის ნახევარიც ვერ გამოდიოდა.
სად ვიყავი აქამდე biggrin.gif




Melakud

რომელზე იძახი ვერ ნახე ფოტო? biggrin.gif

Posted by: GIGABYTE77 9 Nov 2020, 23:22
პიანისტი
QUOTE
ჰო მგონი აუცილებელი იყო აქაც ვარჯიშის თემა, სტრესის პირველი მტერია.

მართლაც, ვარჯიში ყველასთვის და ყველგან საჭიროა.

QUOTE
ორძელის ანალოგს, 95 პროცენტით მგონი სუფთაა, აწევის დროს იდაყვებშიც ბოლომდე ვშლი და განზე გამაქვს ხელი(მაჯაში რო ტრიალდება)
დღეს ფლაებს ვცდი პირველად, თუ მხრებში არ მოვწყდი:დდ

QUOTE
ფლაებიც შევძელი 5-5 სამჯერ, თვითოეულ რეპზე ჯოჯოხეთს ვხედავდი ამოსვლის დროს იმხელა ძალა მიაქვს, მეორე ვარჯიშზე 8 მინდა ერთხელ მაინც.
სამაგიეროდ ისეთ ფამფზე ვიყავი ორძელიც რო მივაბი, რო დარბაზში მაგის ნახევარიც ვერ გამოდიოდა.
სად ვიყავი აქამდე

ყოჩაღ შენ. მაგარია. სერიოზული ძალა გქონია.

ნაკო
ჰორიზონტალური მოზიდვები უნდა სცადო მაშინ ჯერ.

ასეთ ვარიანტში.
* * *
Melakud
რომელი აბა? არ ჩანს პოსტში არაფერი biggrin.gif

Posted by: პიანისტი 9 Nov 2020, 23:41
GIGABYTE77
არა ჯერ ძალა, რაც მინდა იმას თუ შევძლებ მერე იყოს biggrin.gif

Posted by: Melakud 10 Nov 2020, 12:24
GIGABYTE77
პიანისტი
user posted image

Posted by: Artist 10 Nov 2020, 13:46
პიანისტი
QUOTE
სტანდარტული ზომის არის შენები?

yes.gif მაგრამ ძაან ძველებია...


* * *
GIGABYTE77
QUOTE
ჰორიზონტალური მოზიდვები უნდა სცადო მაშინ ჯერ.
ასეთ ვარიანტში.

მაგ ვიდეოში ძაღლი მომეწონა, როგორ გაკვირვებული უყურებს, რეებს აკეთებს ესაო... smile.gif

Posted by: პიანისტი 10 Nov 2020, 14:44
Melakud
up.gif 10 წამზე მეტი რაღად გინდა, ვინც მინახავს 1-2 წამი ჩერდება.

Artist
ახალიც არ ღირს ძვირი

Posted by: Artist 10 Nov 2020, 14:53
პიანისტი
QUOTE
ახალიც არ ღირს ძვირი

თავისი თოკებიც მოყვება თუ მხოლოდ რგოლებია?

* * *
QUOTE
ვინც მინახავს 1-2 წამი ჩერდება.

ეგ გაჩერებულიც არაა, აქნევა გააკეთა და იმ მომენტში გადაუღეს ფოტო..
მისი ნიფხვის ტოტი უჩვენებს რომ გაჩერებული არაა აქნევას აკეთებს მხოლოდ,
მე ასე მგონია... ფოტოზე რა თქმა უნდა გაჩერებულს გავს... smile.gif

Posted by: GIGABYTE77 10 Nov 2020, 22:58
პიანისტი
რაღა არა, გაქვს და biggrin.gif

Melakud
ვააჰ, დროშა... ასწორებს up.gif

Artist
ჰოო, მაგარი საყვარელი ძაღლი ჰყავს biggrin.gif


ყირები/ხელებზე დგომა არავის გაინტერესებთ ამხანაგნო? biggrin.gif POXUIST სად ხარ? biggrin.gif

ჩემი ერთ-ერთი უნიათო მცდელობა givi.gif
ოხერი რამაა

Posted by: Melakud 10 Nov 2020, 23:47
GIGABYTE77
QUOTE
ვააჰ, დროშა... ასწორებს


რა დროშა? ეგ ინტერნეტში ნაპოვნი ფოტოა

ა დროშა ქვია მაგ მოძრაობას, გავიგე smile.gif

Posted by: Artist 11 Nov 2020, 13:43
GIGABYTE77
QUOTE
ჩემი ერთ-ერთი უნიათო მცდელობა
ოხერი რამაა

მე კედლებზე ნახატებმა უფრო დამაინტერესა, იქნებ დადო არტ-თერაპიის თემაში?

Posted by: GIGABYTE77 12 Nov 2020, 00:18
Melakud
ჰო, ე.წ. human flag

Artist
დასამთავრებლებია ჯერ.

Posted by: Artist 12 Nov 2020, 00:57
GIGABYTE77
QUOTE
დასამთავრებლებია ჯერ.

კედელზეა მიხატული ხო? ისე დამთავრებულს გავს...

Posted by: პიანისტი 12 Nov 2020, 10:59
Artist
თოკებიც და სამაგრებიც, ჯერჯერობით კარგად უჭირავს, მგონი საიმედოა, ფლაების დროს რო მიმტყუნოს 10 სმ სიმაღლეზე მიკიდია და ეგრევე სახით მომიწევს ბეტონზე, მაქსიმუმ მოვასწრო მხრით დაცემა,რაც უეჭველი ტრავმაა.


GIGABYTE77
რა უნიათო გამოგივიდა და ეგ არის alk.gif ეგ ძალიან რთულია და მეც მინდა 2-3 თვეში დავიწყო grind

ძალიან კარგი ჩენელია

Posted by: Artist 12 Nov 2020, 14:58
პიანისტი
QUOTE
ეგრევე სახით მომიწევს ბეტონზე, მაქსიმუმ მოვასწრო მხრით დაცემა,რაც უეჭველი ტრავმაა.

რაიმე რბილი მატრასი რომ დაფინო არა? ბეტონზე დაცემას კი სჯობია...


* * *
ან რაიმე ტატამის მაგვარი ლეიბი...

user posted image

Posted by: GIGABYTE77 14 Nov 2020, 01:09
Artist
ა ეგენი? კი, კედელზეა პირდაპირ; ყვავილებია და სოკოები, მარა ცოტა "ხელის შევლება" კიდევ უნდა. biggrin.gif

პიანისტი
მადლობა. ვცდილობ biggrin.gif


აუჰ რა ჯანზეა ტიპი. გიმნასტები მოკლედ...

Posted by: პიანისტი 15 Nov 2020, 11:01
Artist
მეც მიფიქრია, წინ რო წავალ და კისერი იქნება რისკის ქვეშ, მერე დავაფენ biggrin.gif

GIGABYTE77
alk.gif
ჰო ეგ გიმნასტი ჰაი კლასია, მგონი ყველა ელემენტს ფლობს.

დღეს ვარჯიშის დღეა, როგორც არ უნდა აირიოს ამინდი, ასე რო ურჩევნია არც აირიოს ამინდსbiggrin.gif

Posted by: GIGABYTE77 15 Nov 2020, 20:59
პიანისტი
ამინდს ვინ ეკითხება საერთოდ?! biggrin.gif
ავადმყოფობასაც კი არ ვუთმობ მე biggrin.gif

Posted by: პიანისტი 20 Nov 2020, 10:25
GIGABYTE77
იასნა :დ რა ამინდი , ორი დღის წინ წვიმაში ვივარჯიშე საღამოს 8 საათზე biggrin.gif
QUOTE
ავადმყოფობასაც კი არ ვუთმობ მე

ჩემთვის დაბალი სიცხის პარაცეტამოლია ვარჯიში biggrin.gif

Posted by: GIGABYTE77 22 Nov 2020, 05:10
პიანისტი
ჰოო, თუ ნამეტანი მწვავე სიმპტომები არ გაქვს, უკეთესიც კია ვარჯიში.
მე კორონათიც ვვარჯიშობდი ჩვეულებრივ. biggrin.gif

Posted by: პიანისტი 26 Nov 2020, 15:05
GIGABYTE77
როდის მოასწარი? biggrin.gif

ბურთიც ვიყიდე ფეხბურთის, კვირაში ორი დღე ფეხებს დავუთმობ, ერთი დღე სტადიონზე სპრინტები დიაგონალზე და კარში დარტყმით გავერთობი, მეორე სახლში ჩაჯდომები,ნაბიჯები+ კიბე

Posted by: Melakud 26 Nov 2020, 15:24
პიანისტი

რაც შეეხება ფეხებს და სპრინტის ვარჯიშებს, თავისუფალი უნივერსიტეტის ასასვლელი კიბე იცი? ძალიან გრძელი კიბეა, საღამოს სტუდენტები არ არიან,
ირგვლივ ბუნება. გადასარევი ადგილია. დაახლოებით 6 არბენს ვაკეთებ სხვადასხვანაირს. იქვე ბილიკებია გასახურებლად
თუ სურვილი გექნება 1 საღამოს წამოდი

Posted by: პიანისტი 26 Nov 2020, 19:48
Melakud
დიღომში ? გაიაროს ჩაკეტვების პერიოდმა და კარგ ამინდს ვივარჯიშოთ, მანამდე მეც მივხედავ დიხანიას.

მინიზე ვაპირებ სპრინტებს, 4 ნაბიჯია მინის სტადიონი არადა, აჩქარება კი მოესწრება , მაგრამ გაჩერებასაც სჭირდება მანძილი .
დიდი სტადიონები დაკეტილებია ახლოში

ეს რა ძმაა lol.gif lol.gif
user posted image


Posted by: Melakud 1 Dec 2020, 14:22
პიანისტი
QUOTE
დიღომში ?

კი.

ვსო დაიხურა დარბაზები და მთელი თბილისი სავარჯიშო სივრცეა.

Posted by: vinchenz@ 1 Dec 2020, 17:34
პიანისტი
სპრინტზე ეს გამახსენდა biggrin.gif
ამ კაცის “ ფანი” ვარ : D


Posted by: Aquarius_A888 1 Dec 2020, 19:13
biggrin.gif

Posted by: Melakud 1 Dec 2020, 22:59
რედაქტირებული

---------------------

Posted by: პიანისტი 7 Dec 2020, 01:44
vinchenz@
biggrin.gif up.gif

Melakud
გარეთ ვარჯიშს არაფერი სჯობს

ჩემთვის თებერვლიდან დაიხურა, წვიმაშიც ვივარჯიშე მაგრად გუშინწინ საღამოს 8 ზე, ხვალ დილით სტადიონზე გავალ სარბენად და კარშიც დავარტყავ ბურთს^^
40 ლარიანი ბურთი ორი გასვლის მერე უკვე დახევისკენ მიდის,სეტკას რო ხვდება ერხევა biggrin.gif

Posted by: chicharito12 7 Dec 2020, 20:39
დავბრივარ ბლეედ, მარაა 20 წუთზე მეტს რატომ ვერ ვქაჩავ გაუგებარია... მერე და მერე სულ ქანცი მეცლება და რავიცი, არადა ამ დროს ბავშობა ვარჯიშით #####ანი

Posted by: vinchenz@ 7 Dec 2020, 21:51
მეც დავრბივარ old.gif
სიჩქარე მაქვს მოსამატებელი, რომ სთ 7 კმ იყოს, მაგრამ არ ვიცი გამომივა თუ არა, ამ წუთას 8კმ სთ-ში ვარ და ნელააო მეუბნებიან. უსაინ ბოლტი ვარ მაგის დედაც თუ მართლა უნდა მოუმატო? user.gif
მე სპაგეტი ვარbiggrin.gif

Posted by: J.J.Angleton 8 Dec 2020, 04:09
QUOTE
ხელებ დამბულები ©სენტო

რამ გაგახსენა lol.gif


ვარჯიშს რაც შეეხება - კრივის დარბაზის გახსნას ველოდი, ველოდი და არ გამიხსნეს facepalm.gif
რომ დასრულდება ეს ყველაფერი - სერიოზული სამუშაო მექნება

Posted by: პიანისტი 10 Dec 2020, 01:08
J.J.Angleton

თუ დარტყმა იცი და მწვრთნელი არ გჭირდება დაითრიე გრუშა და სახლში ივარჯიშე, დარბაზებს თებერვალი- მარტიდან თუ გახსნიან, ბევრი დრო იკარგება.
მე სიზუსტეში ვვარჯიშობ დარტყმის მხრივ.

GIGABYTE77
როგორ ხარ გიმნასტო? alk.gif


vinchenz@
აპით ითვლი სიჩქარეს თუ როგორ? მე მინი სტადიონი მაცვია, არ მყოფნის აჩქარებაზე და შენელებაზე მანძილი biggrin.gif


Posted by: vinchenz@ 10 Dec 2020, 01:20
პიანისტი
ჰო აპით, 5 კმ ს დავრბივარ.მითვლის ნაბიჯებს, დაშანთულ კალორიებს, მანძილს და საშუალო სიჩქარეს, არაფერი განსაკუთრებული. მე 800 მ წრეზე და ბოლოს სპაგეტი ვარbiggrin.gif მე3 კმ ზე მეწყება სპაგეტობაbiggrin.gif მაგრამ დღეს გავაუმჯობესე bis.gif 8,4 კმ სთ -ში -ს მაგივრად 9,4 კმ სთ-შიuser.gif

Posted by: პიანისტი 10 Dec 2020, 01:26
vinchenz@
ძალიან კარგ კონდიციებზე ყოფილხარbiggrin.gif
მაქსიმუმზე ირბინე და რო დაიღლები ძუნძულით დაისვენე,მერე ისევ გაიმეორე და ესე სადამდეც შეძლებ, როგორც ჩანს ნორმალური დიხანია გაქვს და მისწრებაა ეგეთი სირბილი.
პარალელურად ცოტა წელი,მუცელი და ზურგიც რო ავარჯიშო,აღარაფერი გინდა biggrin.gif

Posted by: vinchenz@ 10 Dec 2020, 01:34
პიანისტი
კიდევ რამე დარჩა?biggrin.gif
ერთი ვიდეო მაქვს ამოჩემებული იუთუბზე, არაა გრძელი, ტრენერს ენტონი ჰარტონ ჰქვია და ვარჯიშს P90X-ეს და სირბილი, მეტი ძალა მე არ მაქვს და არც დრო...და უბრალოდ ნორმ კონდიციაში ყოფნაა მიზანი smile.gif

Posted by: პიანისტი 10 Dec 2020, 01:44
vinchenz@
სპრინტებზე იტვირთება ზედა ტანიც და მაგიტომ კარგია მოხოდილი წელი+ ზურგი, თავისი მუცლით biggrin.gif
ვნახე გადახვევებით, კარგი ვარჯიშებია, ჰო საკმარისიც არის ნორმ კონდიციისთვის+ დარბიხარ კიდეც, ძალა და ენერგია თანდათან აუცილებლად წამოვა.

Posted by: vinchenz@ 11 Dec 2020, 15:56
პიანისტი
სპრინტზე მეორე წრეზე მოვკვდები biggrin.gif
მაგ ყველაფრის მერე სტრეჩინგი უნდა გააკეთო და კი გავიდა მთელი დღეbiggrin.gif
მაგრამ ფსიქოლოგიური თვალსაზრისით თუ შევხედავთ, პატარა პროგრესიც კი კარგია smile.gif
მენტალურად თუ ვერ აკონტროლებ შენ თავს, სხეულს კი იმჰო.

Posted by: პიანისტი 11 Dec 2020, 16:30
QUOTE (vinchenz@ @ 11 Dec 2020, 15:56 )
პიანისტი
სპრინტზე მეორე წრეზე მოვკვდები biggrin.gif
მაგ ყველაფრის მერე სტრეჩინგი უნდა გააკეთო და კი გავიდა მთელი დღეbiggrin.gif
მაგრამ ფსიქოლოგიური თვალსაზრისით თუ შევხედავთ, პატარა პროგრესიც კი კარგია smile.gif
მენტალურად თუ ვერ აკონტროლებ შენ თავს, სხეულს კი იმჰო.

კი მთავარია სიზარმაცე დაძლიოს ადამიანმა, ფეხით სიარულიც კი პროგრესია yes.gif

უსმენ მუსიკას სირბილის დროს?

Posted by: vinchenz@ 11 Dec 2020, 16:42
პიანისტი
კი, მაგრამ გამიფუჭდა აიპოდ და ბოლო დროს ფიქრებს უსმენ მარტოbiggrin.gif
რაც ფეხით მაქვს ნასიარულები facepalm.gif მილიარდი კილომეტრები biggrin.gif
ეგეც შველის ტვინის განიავებას smile.gif

Posted by: პიანისტი 11 Dec 2020, 16:54
vinchenz@
biggrin.gif 2kiss.gif

QUOTE
ტვინის განიავებას

ზუსტი ფრაზაა yes.gif

მე ჰუდი მაქვს რაღაც უაზრო პატარა ჯიბეებით და იქ ვტენი ტელეფონს, აღარ მოძრაობს სირბილის დროს biggrin.gif
პატარა აიპოდი მაგ მხრივ ყველაზე კარგი იქნება

Posted by: vinchenz@ 11 Dec 2020, 17:00
პიანისტი
QUOTE
ვ   

biggrin.gif რა ვქნა რა? ჩაქუჩი რომ მირტყა არ შედის ტვინში,არც განიავებით და არანაირად biggrin.gif
ხინჯია თანდაყოლილიbiggrin.gif
ჰო მუსიკა ასწორებს, მომაბეზრებელია უმაგისოდ, გავაკეთებ და მერე 10 კმ სთ ზე ავალ old.gif

Posted by: პიანისტი 11 Dec 2020, 17:23
vinchenz@
მშვენიერი ხინჯი გამოდის biggrin.gif


მუსიკა ჩემთვისაც მნიშვნელოვანია, გუშინ სამ გრადუსში ყველა ტიპის ვარჯიშზე წინ წავიწიე, უკვე იმაზე უკეთ ფორმაში ვარ,ვიდრე ზაფხულის პიკის დროს ვიყავი.
ხვალ დილით სტადიონზე გავალ , ისე მისწორდება სირბილის მერე კარში დარტყმა ამდენი წლის მერე რო ცაციაზე ტერფი მღრღნის უკვეbiggrin.gif

DMX ის ვერსი პზდცია 1:30 დანmad.gif

Posted by: ia-viola 11 Dec 2020, 17:39
ყოველდღე, მიუხედავად ამინდისა, სულ მცირე 1 საათი ფეხით დავდივარ.

რამდენად ითვლება ეგ ვარჯიშში საკითხავი კია, მაგრამ რაც სიარული დავიწყე, დაძაბულობას ხერხემლის არეში ნამდვილად აღარ ვგრძნობ.

ვარჯიშს ყოველი ორშაბათიდან ვაპირებ, მაგრამ ...

Posted by: Melakud 12 Dec 2020, 21:46
ia-viola

ვარჯიშად ითვლება. ვის როგორ შეუძლია ისე ვარჯიშობს. ყველასთვის საერთო რეკომენდაცია ჩემგან _ რაც შეიძლება ნაკლები ჯდომა და წოლა დღის განმავლობაში, ავადმყოფობის პერიოდშიც კი

Posted by: vinchenz@ 14 Dec 2020, 20:57
პიანისტი
მე ამას ვ-უსმენ boli.gif


ვხუმრობbiggrin.gif

Posted by: Stormtrooper1 15 Dec 2020, 02:08
ისე დავკვირვებივარ და ვისაც ვარჯიში უნდა ყოველთვის გამონახავს დროს და ადგილს.

ვისაც არ უნდა ათას რამეს მოიმიზეზებს. "აი შემდეგი თვიდან ვიწყებ დარბაზში სიარულს, ფორმაში უნდა ჩავდგე და მაგარი ტანი დავიყენო" biggrin.gif

მსგავსი შემართებით მოძრავი არცერთი ადამიანი არ მინახავს სიტყვა შეესრულებინოს lol.gif მთელი თვიდან 2-3 დღე შეივლიან და მერე ისევ ცხოვრების ჩვეულ რიტმს უბრუნდებიან.

რაღას იხარჯები შე ოხერო დარბაზის აბონიმენტებში ბევრი გაქვს გადასაყრელი lol.gif

Posted by: ia-viola 15 Dec 2020, 16:28
Melakud
QUOTE
ვარჯიშად ითვლება. ვის როგორ შეუძლია ისე ვარჯიშობს. ყველასთვის საერთო რეკომენდაცია ჩემგან _ რაც შეიძლება ნაკლები ჯდომა და წოლა დღის განმავლობაში, ავადმყოფობის პერიოდშიც კი


აი ზუსტად. yes.gif yes.gif

თან ამ პანდემიის დროს, გაცილებით მეტ ხანს გვიწევს ჯდომა.

დარბაზიც კი მინდოდა, მაგრამ შეგნებულად ვარიდებ თავს ამ ეტაპზე. აი სახლში კი მართლა მეზარება. უკვე იმდენჯერ ,,გადავწყვიტე'' და იმდენჯერ გადავდე, მრცხვენია უკვე. ეს ორშაბათიც რომ არ ილევა თან biggrin.gif lol.gif biggrin.gif lol.gif

Posted by: Melakud 15 Dec 2020, 17:09
ia-viola
სიმართლე თუ გინდა, დარბაზი არის პროფესიული სპორტისთვის, კონკრეტულ რამეში განვითარებისთვის.

ზოგადი ფიზიკური სიჯანსაღისთვის ოთახი და ქუჩა საკმარისია, მაგრამ სწორად უნდა გააკეთო ჩაჯდომა, აზიდვები, სწორი სუნთქვა და ა. შ.

ამის მიუხედავად გოგოს უხდება სპორდარბაზ smile.gif

Posted by: ia-viola 16 Dec 2020, 19:42
Melakud
კი მაქვს კონკრეტული მიზანი. რომელიმე მწვერვალზე მინდა აბობღება biggrin.gif

სპორტდარბაზი გოგოსაც უხდება და ბიჭსაც.


Posted by: Lаki 16 Dec 2020, 21:30
უყურეთ ამ ორ ფილმს და ტყუილად თუ დაიქანცავთ თავს ჰანტელების თრევით და კილომეტრიანი გარბენებით biggrin.gif

https://ok.ru/video/1530989296


https://rutube.ru/video/be3cd25083655c943d346de30b71d535/?ref=logo&bmstart=2

Posted by: .. 19 Dec 2020, 11:37
QUOTE (ia-viola @ 11 Dec 2020, 17:39 )
ყოველდღე, მიუხედავად ამინდისა, სულ მცირე 1 საათი ფეხით დავდივარ.

მე უკვე 2 თვეა რეგულარულად დავდივარ ფეხით. მთავარი მიზანი , წონის დაკლებაა.
-11 კგ მაქვს შედეგი ამ პერიოდში.

10 დღეა ამოვვარდი რეჟიმიდან და რეგრესი სახეზეა, მომატება დავიწყე ისევ ///

ხოდა დღეს 12.000 ნაბიჯი ვიარე.

ანუ გავაგრძელებ ამ ტიპის ვარჯიშს...ვარჯიშია, კი.

აქ დავწერ ხოლმე ^^

Posted by: ia-viola 19 Dec 2020, 12:47
..
აუ რა მაგარია.

დაკლებისა რა გითხრათ, საშინლად მსუნაგი ვარ. გონებირვად რომ ვმუშაობ, ხომ საერთოდ, მგლის მადა მაქვს biggrin.gif

რასაც ვაკვირდები, უბრალოდ წონას ვინარჩუნებ. პრინციპში წონის პრობლემა დიდად არ მაქვს.

***
ცურვაზე მისვლა რომ გადავწყვიტე, მაშინ დაიქცა ქვეყანა. მერე მაგასაც დავამატებ

Posted by: webdesigner93 19 Dec 2020, 13:09
ადრე წყალბურთს ვთამაშობდი და სერიოზული დატვირთვებით ვვარჯიშობდი , თუმცა მაგით არ ვკმაყოფილდებოდი და ფეხბურთსაც ვთამაშობდი ხოლმე სიტუაციის მიხედვით , კალათბურთსაც და ა.შ. მერე სამწუხაროდ ჯანმრთელობის პრობლემა შემექმნა და დღემდე დამიტოვა კვალი , მაჯები გამიხდა ძალიან სუსტი და დიდ დატვირთვებს ვერ უძლებს , სავარაუდოდ წყალბურთმა გამოიწვია ეს ყველაფერი , უფრო სწორად წყალბურთის მაღალი დატვირთვების დროს არასათანადო კვებამ. ახლა კი ვსვამ კოლაგენს რა ხანია და ვგრძნობ უკეთესობას , მაგრამ ვერ ვუთამამდები მაინც , არ მინდა ამხელა პროგრესი წყალში ჩავაგდო. თუმცა ადამიანს მთავარია ვარჯიში გამჯდარი ჰქონდეს ხასიათში , მართალია ჩემ საყვარელ ორძელზე და ტურნიკზე ვერ ვვარჯიშობ , მაგრამ ფეხით დავდივარ ჩემ ძაღლთან ერთად ყოველდღიურად 10-15 კმ, ესეც ვარჯიშია და ტვინის განიავებაში აქტიურად მეხმარება , ასევე ზოგადად ფორმის და წონის შენარჩუნებაშიც smile.gif

ასე რომ ვარჯიში გამჯდარი უნდა გქონდეს ცხოვრების წესში , მოთხოვნილება უნდა გქონდეს ფიზიკურ აქტიურობაზე და რაღაც ხერხებს , მეთოდებს და ადგილებს სულ გამოძებნი ადამიანი smile.gif

Posted by: .. 20 Dec 2020, 09:15
ia-viola

წონის შენარჩუნებაა ყველაზე ჯანსაღი მდგომარეობა, ზუსტად smile.gif
სწორ კვებას + ფიზიკური აქტივობა.

სასურველი სტაბილური წონა სხეულზეც და ფსიქიკაზეც დადებითად აისახება...

მე ჯერ კაარგად უნდა დავიკლო smile.gif) და მერე შევინარჩუნო.

სერიოზულ დამღლელ საქმეს ვარ შეჭიდებული, ხანდახან მეზარება და ვანებივრებ საკუთარ თავს გემრიელობებით, მაგრამ ფეხით სიარულს მაინც არ ვწყვეტ...

პ.ს. ნებისყოფას, ჯანმრთელობას, სილამაზეს და მხნეობას გისურვებთ, ყველას ❤️



Posted by: ia-viola 20 Dec 2020, 17:08
..
QUOTE
წონის შენარჩუნებაა ყველაზე ჯანსაღი მდგომარეობა, ზუსტად
სწორ კვებას + ფიზიკური აქტივობა.

სასურველი სტაბილური წონა სხეულზეც და ფსიქიკაზეც დადებითად აისახება...

yes.gif yes.gif
აი ზუსტად.
მსუნაგი კი ვარ, მაგრამ ვცდილობ ჯანსაღად ვიკვებო.
ტკბილეული დიდად არ მიყვარს, მაგრა, ამ სუსნაობას ვერ შევეშვი. biggrin.gif

QUOTE
.ს. ნებისყოფას, ჯანმრთელობას, სილამაზეს და მხნეობას გისურვებთ, ყველას ❤️

გაიხარე.
თქვენც ასევე.


webdesigner93
QUOTE
მაგრამ ფეხით დავდივარ ჩემ ძაღლთან ერთად ყოველდღიურად 10-15 კმ,

მაგდენს ვერა, მაგრამ 4-5 კმ კი დავდივარ.


QUOTE
მოთხოვნილება უნდა გქონდეს ფიზიკურ აქტიურობაზე და რაღაც ხერხებს , მეთოდებს და ადგილებს სულ გამოძებნი ადამიანი

დასტურ.
მაგრამ სადაც მიწევს ფეხით სიარული, ის ადგილები დიდად არ მხიბლავს, მაგრამ სულ უმოძრაობას მიოანც სჯობს

Posted by: პიანისტი 24 Dec 2020, 11:44
კვებაზე გამიმართლა მე მეტაბოლიზმში, საღამოს 6 ის მერე სამჯერ მაინც ვჭამ, ცოტა ტკბილეულსაც და რავი საერთოდ არ მეკარება ცხიმი.
ძალიან კარგია სიარული, ყოველ საღამოს დავდივარ მეც, მიუხედავად იმისა რო გადავედი თითქმის სრული დატვირთვით ვარჯიშზე.

2-3 გრადუსში ვვარჯიშობ საღამოობით გარეთ ჩემს ეზოში, ეხლა დრო მექნება და შუადღით ვივარჯიშებ biggrin.gif
Nuclear energy!

Posted by: nor-test 6 Apr 2024, 09:09



Posted by: მიქაელ 6 Apr 2024, 22:22
ვარჯიში არის ის, რაც პირველ რიგში მეხმარება.
გამართული ფიზიოლოგიური პროცესები = ემოციური და მენტალური წმენდა.
და პირიქით, რა ჯანსაღი აზრებიც და ემოციებიც მქონდა, ის ხორცს შეისხამს სხეულში ვარჯიშის მეშვეობით.
ვარჯიშის პროცესი უსასრულო და რაც მთავარია რეალური თვითშემეცნების პროცესია.

Posted by: ნაკო 7 Apr 2024, 16:50
QUOTE (მიქაელ @ 6 Apr 2024, 22:22 )
ვარჯიში არის ის, რაც პირველ რიგში მეხმარება.
გამართული ფიზიოლოგიური პროცესები = ემოციური და მენტალური წმენდა.
და პირიქით, რა ჯანსაღი აზრებიც და ემოციებიც მქონდა, ის ხორცს შეისხამს სხეულში ვარჯიშის მეშვეობით.
ვარჯიშის პროცესი უსასრულო და რაც მთავარია რეალური თვითშემეცნების პროცესია.

როგორ ხატოვნად აღწერა.



Posted by: მიქაელ 7 Apr 2024, 17:52
ნაკო

QUOTE
როგორ ხატოვნად აღწერა.


ხატოვნად + რეალურად. yes.gif

Posted by: მიქაელ 9 Apr 2024, 12:38
(დოქტორი ანდრეას შტიპლერი. "კუნთები. როგორ ხართ?")

ჩვენი სხეული, მისი ფორმები - საჯდომი, ფეხები, მუცელი - ჩვენი ამტანი წინაპრების მემკვიდრეობაა. ისინი, ვინც დამღლელი ნადირობა აითვისა, ევოლუციამ მათ უპირატესობა მიანიჭა. ისინი გადარჩენის მეტი შესაძლებლობით დააჯილდოვა, ვიდრე "ფეხით მოსიარულეები". მუცლის, ფეხებისა და საჯდომის ფორმები იმ "ნორმალური" სახით, რომლებიც დღეს ვიცით, ბიოლოგ-ევოლუციონისტების აზრით, არის მემკვიდრეობა, რომელიც ჩვენს წინაპრებში გამორჩეულად წარმატებული და ამტანი წარმომადგენლებისგან გვერგო. რადგან პირველი ადამიანები გადარჩენისთვის ამტან მონადირეებად გადაიქცნენ და შეეძლოთ პაპანაქება სიცხეში საათობით ერბინათ, ამით აიხსნება, რომ ადამიანს არა მარტო მოძრაობა სჭირდება, არამედ ისიც, რომ მას არა "ფეხით მოსიარულის" არამედ მორბენალის ანატომია აქვს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი აღნაგობა მოწყობილია სხეულზე ექსტრემალური ისეთი დატვირთვებისთვის, როგორიც არის სირბილი.

user posted image

Posted by: newsoul789 12 Apr 2024, 14:37
ვაააა

აქაც ვარჯიშობთ?
...................................................

Posted by: მიქაელ 14 Apr 2024, 15:06
"შევამჩნიე, რომ მხოლოდ გიმნასტიკით დაკავებულები ზედმეტად უხეშები ხდებიან, ხოლო მხოლოდ მუსიკით დაკავებულები - ზედმეტად რბილები, რაც არ უხდებათ." (პლატონი. "სახელმწიფო") აღზრდის ორი ძირითადი კომპონენტი პლატონისთვის: გიმნასტიკა, რომელიც ავითარებს სხეულს და მუსიკა, რომელიც ავითარებს სულს. მხოლოდ ერთი ზედმეტად აუხეშებს, მხოლოდ მეორე ზედმეტად აფაქიზებს. ბალანსი - ადეკვატური პიროვნების აღზრდის წინაპირობა. "სილამაზისა და ჯანმრთელობის თანაფარდობისთვის საჭიროა არა მხოლოდ მეცნიერებებსა და ხელოვნებაში განსწავლა, არამედ მთელი ცხოვრება ფიზიკური ვარჯიშებით, გიმნასტიკით დაკავება." (პლატონი)

user posted image

Posted by: nor-test 18 Apr 2024, 22:07
მიქაელ
განაგრძე, საინტერესო პოსტები გაქვს. არაა ჩასაკლავი თემა.

https://www.instagram.com/reel/C4NB-6gN9ur/?igsh=MXcwZHA1MjhlM3BxNQ==

Posted by: მიქაელ 19 Apr 2024, 02:54
nor-test

QUOTE
განაგრძე, საინტერესო პოსტები გაქვს.


მადლობა.


(ლორენს ვან დერ პოსტი, სამხრეთაფრიკელი მწერალი)
"ბუშმენების ადაპტაცია ნიშნავდა უდაბნოს ცოდნას, სხეულის გასაოცარ ენერგიულობასა და სიცოცხლისუნარიანობას. ისინი გარეული ცხოველების ფიზიკურ გრაციოზულობას ფლობენ. როდესაც ერთ-ერთი ბუშმენი დაგვშორდა, თავისი კიდურების ისეთ მოქნილობას წარმოაჩენდა, როგორიც მხოლოდ გარეულ ტახებში მინახავს...ძველი ადამიანი რაღაცით ბავშვს წააგავდა. ის თავისი სხეულით ცხოვრობდა, მისი აზრების უმეტესი ნაწილი აწმყოში იყო, და ჰქონდა მძაფრი მგრძნობელობა..."

ჩვენს დროში, როდესაც სხეული ნაკლებად აქტიურია და უფრო გონებრივ სამუშაოს ვეწევით, ადამიანების უმრავლესობას ეს "სხეულით ცხოვრება" აკლია, ისევე როგორც ბუნებასთან ურთიერთობა. ბუნებასთან ურთიერთობით და საკუთარი სხეულით ცხოვრებით გვიმძაფრდება ეს მგრძნობელობა, რასაც მწერალი აღწერს. და მნიშვნელოვანი მომენტი: აზრების უმეტესი ნაწილი აწმყოშია ამ დროს. დააკვირდით, რომელ დროში ცხოვრობთ უფრო და რამდენად მოწყვეტილები ვართ ხოლმე აწმყოს, ამ კონკრეტულ მომენტს როცა ვცხოვრობთ და განვიცდით ამ წუთას. სხეული ჩვენი აღქმის საშუალებაა, ხოლო სხეულის ადეკვატური და მძაფრი აღქმა შესაძლებელია აზრების აწმყოზე კონცენტრირებით.

user posted image

Posted by: nor-test 22 Apr 2024, 13:59
QUOTE (მიქაელ @ 19 Apr 2024, 02:54 )
nor-test

QUOTE
განაგრძე, საინტერესო პოსტები გაქვს.


მადლობა.


(ლორენს ვან დერ პოსტი, სამხრეთაფრიკელი მწერალი)
"ბუშმენების ადაპტაცია ნიშნავდა უდაბნოს ცოდნას, სხეულის გასაოცარ ენერგიულობასა და სიცოცხლისუნარიანობას. ისინი გარეული ცხოველების ფიზიკურ გრაციოზულობას ფლობენ. როდესაც ერთ-ერთი ბუშმენი დაგვშორდა, თავისი კიდურების ისეთ მოქნილობას წარმოაჩენდა, როგორიც მხოლოდ გარეულ ტახებში მინახავს...ძველი ადამიანი რაღაცით ბავშვს წააგავდა. ის თავისი სხეულით ცხოვრობდა, მისი აზრების უმეტესი ნაწილი აწმყოში იყო, და ჰქონდა მძაფრი მგრძნობელობა..."

ჩვენს დროში, როდესაც სხეული ნაკლებად აქტიურია და უფრო გონებრივ სამუშაოს ვეწევით, ადამიანების უმრავლესობას ეს "სხეულით ცხოვრება" აკლია, ისევე როგორც ბუნებასთან ურთიერთობა. ბუნებასთან ურთიერთობით და საკუთარი სხეულით ცხოვრებით გვიმძაფრდება ეს მგრძნობელობა, რასაც მწერალი აღწერს. და მნიშვნელოვანი მომენტი: აზრების უმეტესი ნაწილი აწმყოშია ამ დროს. დააკვირდით, რომელ დროში ცხოვრობთ უფრო და რამდენად მოწყვეტილები ვართ ხოლმე აწმყოს, ამ კონკრეტულ მომენტს როცა ვცხოვრობთ და განვიცდით ამ წუთას. სხეული ჩვენი აღქმის საშუალებაა, ხოლო სხეულის ადეკვატური და მძაფრი აღქმა შესაძლებელია აზრების აწმყოზე კონცენტრირებით.

user posted image

კიდურების მოქნილობის ეტალონად გარეული ტახების დასახელება გამიკვირდა

https://www.instagram.com/reel/C3sF-iktm1z/?igsh=amFqdHpnMXgxNHdo

Posted by: მიქაელ 22 Apr 2024, 14:16
nor-test

აფრიკაში ტახების კიდურები უფრო გრაციოზულია და ძალიან მოქნილი ცხოველები არიან.

user posted image

რადგან კიდურები ვახსენეთ, ისევ კიდურებით გავაგრძელოთ. ამჯერად ფეხები.

ფეხების ვარჯიში მრავალი მიმართულებით არის მნიშვნელოვანი. ამერიკელი ფსიქოთერაპევტი, "ბიოენერგეტიკის" დამფუძნებელი ალექსანდრ ლოუენი ხაზს უსვამს ფეხების განვითარებით აგრესიის მატებას. აგრესიაში არ იგულისხმება მხოლოდ ის, რომ ადამიანი ვინმეს აუცილებლად თავს ესხმის და აზიანებს, თუმცა ეს მნიშვნელოვანია ბრძოლისუნარიანობისთვის. აგრესია გაცილებით ბევრს ნიშნავს. ეს არის აღგზნებადობის ხარისხი, ადამიანის ლტოლვის ძალა მიზნის მიმართ, მოპოვების ჟინი, საკმარისი ენერგია მიზნის მისაღწევად. ასე რომ ფეხების ვარჯიში მნიშვნელოვანია აგრესიის მომატებისთვისაც. ლოუენი ასე გადმოსცემს ფეხების ვარჯიშის მნიშვნელობას:

"ზრდასრულ ადამიანში აგრესია პირდაპირ კავშირშია ფეხების ფუნციასთან, რადგან ჩვენს ფეხებს მივყავართ ჩვენთვის სასურველ საგნებთან. თუ ადამიანებს შემცირებული აქვთ ფეხების მოძრაობა (მაგალითად მჯდომარე ცხოვრების წესის გამო), მაშინ მისი აგრესიულობაც დაქვეითებულია." (ალექსანდრ ლოუენი, ამერიკელი ფსიქოთერაპევტი)

user posted image

Posted by: პიანისტი 24 Apr 2024, 00:45
მიქაელ
საინტერესო პოსტები გაქვს ყველა წავიკითხე, პირდაპირ კავშირშია ვარჯიში ფსიქოლოგიასთან yes.gif

Posted by: მიქაელ 24 Apr 2024, 08:57
პიანისტი

QUOTE
საინტერესო პოსტები გაქვს ყველა წავიკითხე, პირდაპირ კავშირშია ვარჯიში ფსიქოლოგიასთან


ყოველთვის ვცდილობ სხვებს დავანახო, რომ ვარჯიში არ არის რუტინა. მიზანი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ თვითონ პროცესშივე უნდა დაიჭირონ სიამოვნება. ყოველი ვარჯიში უნდა იყოს ტკბობა იმ რეალობით, რასაც იმ წუთში იაზრებს ადამიანი თავის სხეულში.


(დენ მილმანი. "ყოველდღიური გასხივოსნება")

"სწორი დგომა, მიხვრა-მოხვრა არის "გრავიტაციასთან შერწყმის" საშუალება. გსურს შენი სხეული უნდა დააყენო, რომ იყო გარემოსთან ჰარმონიაში. ცუდი დგომა ძალას ხარჯავს, საჭიროებს დამატებით ენერგიასა და ყურადღებას სხეულის დასაჭერად. თუ სხეული არ არის იდეალურად დაბალანსებული ხერხემლის გასწვრივ, მაშინ კუნთები მის დასაჭერად ენერგიას ხარჯავენ. სწორი დგომა მინიმალურ ენერგიას იყენებს სხეულის ვერტიკალურ მდგომარეობაში დასაჭერად. დგომას აქვს ფსიქოლოგიური ეფექტებიც. როცა სწორად დგახართ, უფრო თავდაჯერებულები გამოიყურებით. ეს უბრალოდ გარეგნობა არ არის. რაც უფრო მეტად იკვლევთ სხეულისა და გონების მუშაობას, მით უფრო მეტად ხვდებით, რომ გარეგნობას აქვს მნიშვნელობა. სწორი დგომა ნამდვილად გმატებთ თავდაჯერებას. სხეულის ენა ნიშანს აძლევს არა მხოლოდ გარშემომყოფებს, არამედ თავად თქვენც."

user posted image

Posted by: მიქაელ 28 Apr 2024, 11:36
გააწონასწორეთ თქვენი გონება და სხეული, იგრძენით მათი ბალანსით გამოწვეული სიამოვნება და სიძლიერე.

ბერძნულ გიმნასიუმებში აღზრდის იდეალი - სხეულისა და გონების თანაზომიერი განვითარება.

"ვინც მათემატიკითა და სხვა საქმით არის დაკავებული, რაც გონების ძლიერ დაძაბვას მოითხოვს, აუცილებლად უნდა ავარჯიშებდეს სხეულსაც, გიმნასტიკის მეშვეობით; და პირიქით: ვინც უმეტესად თავისი სხეულის განვითარებაზე ზრუნავს, უნდა ავარჯიშებდეს თავის სულსაც, დაკავდეს მუსიკით და ყველაფრით, რაც ფილოსოფიას ეკუთვნის, თუ მას სურს რომ სამართლიანად იწოდებოდეს არა მხოლოდ მშვენიერ, არამედ ასევე ქველ ადამიანად." (პლატონი)

user posted image

Posted by: °iki° 28 Apr 2024, 17:29
მიქაელ
რამდენი ხანია ვარჯიშობ და თავიდან, როცა დაიწყე, როგორ ფიზიკურ მდგომარეობაში იყავი?

ინტენსიური ვარჯიშის შედეგად ენერგიის მატების თეორია მართალია?
თეორია იმიტომ რომ ჩემთან პრაქტიკაში ეგ არ მუშაობს

Posted by: მიქაელ 28 Apr 2024, 18:03
°iki°

QUOTE
რამდენი ხანია ვარჯიშობ და თავიდან, როცა დაიწყე, როგორ ფიზიკურ მდგომარეობაში იყავი?


რეგულარულად წელიწადზე მეტია. სხვადასხვა ინტენსივობით. სახლში ვვარჯიშობ, რადგან სოფელში გადავედი საცხოვრებლად, დისტანციურად ვმუშაობ და ქალაქში ტრენაჟორებამდე დღეგამოშვებით ჩასვლას და მობრუნებას ვერ მოვასწრებ. ჩვეულებრივი გამხდარი ტიპი ვიყავი. გენეტიკა მშველის, კარგი აღნაგობა მაქვს და წლების განმავლობაში ლაშქრობების გამო ტონუსში ვიყავი. ბოლო დროს ცოცვაზე დავდივარ, ჩემი ჰობია და ბიძგი მომცა, რომ მეტი დატვირთვებით მევარჯიშა.

QUOTE
ინტენსიური ვარჯიშის შედეგად ენერგიის მატების თეორია მართალია?
თეორია იმიტომ რომ ჩემთან პრაქტიკაში ეგ არ მუშაობს


ზოგადად სწორ რეჟიმში რა თქმა უნდა ენერგია უნდა მატულობდეს.
ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. რით იკვებები და როგორ, როგორ რეჟიმში გძინავს, როგორ ვარჯიშობ და სწორი დატვირთვები გაქვს თუ არა.
მე ბოდიბილდერი არ ვარ, ჩემი რეჟიმი და სასურველი მიზნები მაქვს, მაგრამ ფიზიკური ფორმის გაუმჯობესების გარდა რაც მთავარია ენერგია მომემატა, თან მკვეთრად. მარტო ის კი არ მსიამოვნებს, რომ სარკეში ჩავიხედო და დავინახო თუ როგორ ვიმატებ ნელნელა. სიამოვნებას მანიჭებს ენერგიის მატების შეგრძნება, რომ მეტი მეტი და მეტი შემიძლია და ეს ჩემი ყოველდღიური სიამოვნებაა.

თვითონ ამ ენერგიის შეგრძნებაა ის, რაც გონებას მიხსნის. ანუ მენტალურ სიჯანსაღეს მმატებს და ამ გაჯანსაღებული ხედვებით უფრო კარგად შემიძლია დავინახო, რა სჭირდება კიდევ სხეულს, რომ ფორმა გავაუმჯობესო.
* * *
ათლეტურ ვარჯიშებს რაც შეეხება, ეს სიბრძნის ერთ-ერთი ფორმაა. (ფილოსტრატე. III საუკუნე)

ბერძნულ პლასტიკაში განხორციელდა ის, რაც ადრე ტაძრების მისტერიებს წარმოადგენდა. ის, რაც იდეებისა და ნატიფ სფეროებში მოიაზრებოდა და შეიგრძნობოდა, ქანდაკებაში განხორციელდა. სხეულის კულტურა ადრეც ჰქონდათ სხვებსაც, მაგრამ სხეულის ფილოსოფია ბერძნებმა აიყვანეს ახალ სიმაღლეზე. აზრების ნათელი მოჰფინეს სხეულში და აზრებით მომართეს ენერგია. და პირიქით: სხეულის განვითარებით ენერგია მიმართეს ზედა სფეროებისკენ, როცა აზრები ჯანსაღდება სხეულისგან გამომუშავებული ძალით. რამდენადაც უკეთესად შეისწავლეს სხეული, მით უფრო განავითარეს მენტალური კონსტრუქციები, ხოლო მენტალური კონსტრუქციები ფილოსოფიური იდეების სახით ჩაუშვეს მატერიაში სამოქმედოდ. ეპიქტეტე იტყოდა: "ნუ ხსნი შენს ფილოსოფიას. ხორცი შეასხი მას."

user posted image

Posted by: მიქაელ 5 May 2024, 02:35
"ბერძნები თავიანთ ღმერთებსაც გამოსახავდნენ როგორც ძლიერებს, მოქნილებს, სწრაფებსა და მშვენიერებს. რაღაც დონეზე ღვთაებები საუკეთესო ათლეტების წარმოსახვითი და ფანტასტიური ასლები იყვნენ. აქედან თეზისი: "ადამიანები როგორც ღმერთები და ღმერთები როგორც ადამიანები." ბერძენი, რომელსაც სურდა თავის ღმერთებს დამსგავსებოდა, ფიზიკური სრულყოფისკენ ისწრაფოდა." (იური შანინი. "ანტიკური ათლეტიზმის ისტორია")

სხეულის კულტურა, რომელიც არ იყო მხოლოდ სხეულის წრთობა, მას სხეულით უნდა გამოეხატა ადამიანის ზნეობრიობა და კარგი მოქალაქეობა და ამ შეგნებით ადამიანებს სისტემურად ზრდიდნენ. ან როგორც გეორგ დიუპერონი იტყოდა, "ელინური აღზრდა - დღემდე ერთადერთი მაგალითი ფიზიკური კულტურის სახელმწიფო დონემდე აყვანისა."

თქვენი სხეულის წრთობითა და ფორმებით გამოხატეთ თქვენი ზნეობრივი მხარე, ისიამოვნეთ სხეულის მეშვეობით თქვენი მორალის განხორციელებითა და დამკვიდრებით.

user posted image

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)