forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (16) 1 [2] 3 4 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) Closed Topic · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> რჩევები მათთვის, ვინც ახალი მეგობრის შეძენა გადაწყვიტა
MITIATO
დეპრესიული ოპტიმისტი


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9077
წევრი No.: 111500
რეგისტრ.: 5-February 10

გამოგზავნილია: 11 Jan 2012, 13:12  #29147590      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Kamanch
ვნახე ეგ ლინკი. რომ დავსერჩე, ეს ამომიგდო http://animal.discovery.com/tv/animal-cops...py-buying-tips/ იქნებ, ცუდათ ვეძებ, მიშველე! baby.gif
ვიდეოსაც ვუყურე, მაგრამ იქ გაკვრით ამბობენ, რომ 4 ფერის საიდენტიფიკაციო საყელური არსებობს: მეწამული ფერი ყველაზე ადვილად აღსაზრდელია, ნარინჯისფერი_საშუალო სირთულის, ლურჯი_რთულად აღსაზრდელი. მეოთხეს, მგონი არ ამბობს.

ნატალია
QUOTE
მე ეგ ვიკითხე ადრე რაღაც ეგეთი ეჭVი მქონდამაგრამ მიპასუხეს იმიტო უკეთიათ სხვადასხვანაირები რო ერთმანეთში არ აგვერიოსოსაქართველოში ამიტომ უკეთებენ

როგორც ჩანს, ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანაში ასეა.
რუს მომშენებლებსაც უწერუათ, რომ ყველა პატარა ლეკვი ერთმანეთს გავს და რომ გავვასხვავოთ რომელი უფრო კარგად ჭამს, რომელი უფროძილისგუდაა და ა.შ. იმიტომ ვუკეთებთო.

user posted image
დაიტაცეთ. biggrin.gif

ყველას დიდი მადლობა, თემის დადებითად შეფასებისთვის. დიდი სიხარულით მივიღებ ყველა ადექვატურ შენიშვნას(შესაბამისი ადგილის ჩასწორებით) და არა ისეთს, "მე ასე ვერ გავაკეთებ და ამიტომ თქვენ ცდებით".
პატივისცემით: თემის ავტორი მითიათო ( biggrin.gif ).


--------------------
"როდესაც მოიჭრება უკანასკნელი ხე,
როცა მოიწამლება უკანასკნელი მდინარე,
როცა დაჭერილი იქნება უკანასკნელი ჩიტი,
თქვენ მიხვდებით, რომ ფული არ იჭმება.”
MITIATO
დეპრესიული ოპტიმისტი


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9077
წევრი No.: 111500
რეგისტრ.: 5-February 10

გამოგზავნილია: 12 Jan 2012, 16:16  #29167160      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მითები ძაღლებზე
ძაღლების ქცევასთან დაკავშირებით უამრავი სხვადასხვა მითი არსებობს. აქ განვიხილავთ ყველაზე გავრცელებულ მითებს. ყოველი მათგანი პასუხობს ერთ-ერთ პუნქტს ორიდან:
1. არ არსებობს მეცნიერული მტკიცებულება მოცემული ფაქტის შესახებ;
2. არსებობს მეცნიერული მტკიცებულება, რომელიც მითს აბათილებს.

1. თბილი ცხვირი ავადმყოფობის ნიშანია
პირველი მითი,რომელიც ძაღლის ჯანმრთელობას ეხება ეს რა თქმა უნდა აზრია იმის შესახებ, რომ თუ ძაღლს თბილი ცხვირი აქვს, ეს ავადმყოფობის ნიშანია.
ეს მითი ბევრ პრობლემას უქმნის არა მარტო დამწყებებს, არამედ მომშენებლებსაც.
ისინი შეშფოთებით ეკითხებიან ვეტერინარებს: ”ჩემს ძაღლს თბილი ცხვირი აქვს. რა გავაკეთო?” პასუხი მარტივია: არაფერი!
სინამდვილეში თუ ძაღლს მხოლოდ თბილი ცხვირი აქვს, უფრო მეტად სავარაუდოა, რომ მას ეძინა_ძილის დროს და ძილის შემდეგ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ძაღლის სხეულის, მათ შორის ცხვირის, ტემპერატურა მატულობს.
ძაღლის ჯანმრთელობას ყურადღება უნდა მიაქციოთ თუ ცხვირი თბილთან ერთად მშრალიცაა და ქერქითაა დაფარული ან აღენიშნება გამონადენი. თუ ამასთან ერთად შეიცვალა ძაღლის ქცევაც (არ ჭამს,არ თამაშობს და ა.შ.)_აუცილებლად მიმართეთ ვეტერინარს.
user posted image

2. ძაღლები ფერებს ვერ არჩევენ.
მეორე მითის მიხედვით ძაღლები ფერებს ვერ არჩევენ. შეხედულება იმის შესახებ, რომ ძაღლები სამყაროს შავ-თეთრად ხედავენ დიდი ხნის განმავლობაში არსებობდა და მას სწავლულებიც კი ემხრობოდნენ. მაგრამ ეს ასე არ არის. მართალია ძაღლებს არ შეუძლიათ ელფერების ისე გარჩევა, როგორც ამას ადამიანის თვალი ახერხებს, მაგრამ ძირითად ფერებს ისინი კარგად არჩევენ. ეს რეალური მაგალითებითაა დამტკიცებული. მაგ.ძაღლი, რომელმაც პატრონი დაკარგა ხალხში, თავდაპირველად მიდის იმ ადამიანებთან, რომელებსაც იგივე ფერის სამოსი აცვიათ, როგორიც_მის პატრონს.
user posted image

3.თუ შავი ხახა აქვს ე.ი. ძაღლი ავია
არსებობს მოსაზრება იმის შესახებ, რომ რაც უფრო შავი ხახა აქვს ძაღლს, მით უფრო ავია ის. ეს მითი დიდ პრობლემებს არ შეგიქმნით, თუ აგარაკის დასაცავად არ აპირებთ ლეკვის აყვანას.
ეს მითი არასწორია. ცხოველის ხახის შეფერილობა დამოკიდებულია მხოლოდ ხახის ლორწოვანი გარსის პიგმენტაციის ხარისხზე და სხვა_არაფერზე.
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ რაც უფრო პიგმენტირებული აქვს ძაღლს ხახა, მით უფრო ჯანმრთელი კბილები აქვს მას. იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს ძაღლისათვის ჯანმრთელი კბილები, მოყოლას აღარ დავიწყებ.
გარდა ამისა, ზოგიერთი ჯიშისთვის პიგმენტირებული ხახა აუცილებელი ან სასურველი ნიშანია.
user posted image

4. ყურებს იმისათვის ჭრიან, რომ ძაღლი გაავდეს.
ზოგიერთი ჯიშის ძაღლს, უფრო ხშირად კავკასიურ და შუააზიურ ნაგაზებს, ყურების კუპირებას კი არ უკეთებენ, ყურებს აგლეჯენ. მიაჩნიათ, რომ ამის შემდეგ ძაღლი უფრო ავი გახდება.
კინოლოგები კი ამბობენ, რომ ყურების კუპირება ხდება იმისათვის, რომ ძაღლს ნაკლები დაუცველი ადგილი ქონდეს მგელთან შეხვედრისას. არსებობს სხვა აზრიც: კუპირებულყურებიან ძაღლს მწყმსი უფრო ადვილად განასხვავებს ყურებდაცქვეტილი მგლისგან. რომელი ვერსია უფრო სწორია, არ არის ცნობილი. მაგრამ დღეისათვის ძაღლების უმეტესობას ყურების კუპირებას უკეთებენ მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ჯიშის ”ხელოვნური” ნიშანია.
user posted image

5. სიცოხცხლეში ერხელ მაინც ძაღლი უნდა შეჯვარდეს ”ჯანმრთელობისათვის”.
მეცნიერები კი ამბობენ, რომ ერთჯერადმა შეჯვარებამ შეიძლება საპირისპირო შედეგიც კი გამოიწვიოს. ძუს შესაძლოა დაერღვეს ჰორმონალური ბალანსი: ლეკვების გაჩენის შემდეგ ორგანიზმი ”ახალ ტალღაზე”გადაეწყობა ხოლმე და თუ ძუ აღარ შეჯვარდება, ”აქტივირებულმა” ჰორმონებმა შესაძლოა საფრთხე შეუქმნან მის ჯანმრთელობას. ხვადმა ერთჯერადი შეჯვარების შემდეგ შესაძლოა ბევრი პრობლემა შეუქმნას საკუთარ თავსაც და პატრონსაც_მოსალოდნელი დაწყნარების ნაცვლად, ძაღლმა შესაძლოა არაადეკვატურად დაიწყოს მოქცევა (გამოძვრეს საყელურიდან, გაიქცეს, გახდეს უკონტროლო). შეჯვარების არარსებობა ხვადებში ტრაგედიად არ აღიქმება. ბუნებაში ხომ მხოლოდ ის ხვადები ჯვარდებიან, რომლებიც ყველაზე ძლიერები არიან.
პრაქტიკა აჩვენებს, რომ მწარმოებელი ძაღლებიც ისეთივე სიხშირით და იმავე დაავადებებით ავადობენ, როგორც ის ძაღლები, რომლებიც არასოდეს შეჯვარებულან. უფრო მეტიც, ზოგიერთი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ უფრო ხშირად სწორედ ის ძაღლები ავადობენ,რომელთაც სიცოცხლეში მხოლოდ ერთხელ ჰყოლია ლეკვები.
user posted image

6. წვრთნა ძაღლს ინდივიდუალურობას უკარგავს.
თუ თქვენ არ გაწვრთნით ძაღლს, ამით,ფაქტიურად, თანხმდებით, რომ იცხოვროთ სრულ ქაოსში, შესაძლოა საფრთხე შეუქმნათ ოჯახის წევრებს, ქუჩაში გამვლელებს, სხვა ძაღლებს და ა.შ. წვრთნა უმოკლე გზაა, რითაც ძაღლსა და პატრონს შორის ურთიერთგაგება მიიღწევა.
user posted image

7. თუ ძაღლს სახლიდან გასვლისას თქვენზე წინ გაუშვებთ, ამით მას თქვენზე აღმატებულობის განცდა შეექმნება.
არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა,რომ გარეთ გასვლის თანმიმდევრობას რამე სოციალური მნიშვნელობა აქვს ძაღლისთვის. ძაღლი კართან პირველი იმიტომ მირბის,რომ სირბილი უყვარს, თანაც ცდილობს პირველმა გაიგოს, რა ხდება კარს მიღმა სამყაროში.
user posted image

8. სახლში, სადაც რამდენიმე ძაღლი ცხოვრობს, საჭიროა იერარქიის დაცვა. საჭმელი, სასუსნავები, ყურადღება პირველად დომინანტს ეკუთვნის და მერე რიგის მიხედვით.
დავიწყოთ იმით, რომ ამ ხროვაში წინამძღოლი პატრონი უნდა იყოს. თუ ერთი ძაღლი იმორჩილებს სხვებს და მათ მიმართ აგრესიას ავლენს, უმჯობესია ეს აგრესია გაუქროთ. პირველად მის მიერ დაჩაგრულ ძაღლებს აჭამეთ. მალე ”ლიდერი” დაიმახსოვრებს, რომ ეს არის ნიშანი იმასა, რომ მასაც მალე აჭმევენ. მას არა თუ გაუქრება აგრესია, გაუხარდება კიდეც იმის დანახვა, რომ სხვა ძაღლები ჭამენ. ძაღლის გამორჩევა ხროვიდან შეგიძლიათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის კარგად იქცევა. ამით მასაც წაახალისებთ და სხვებსაც მაგალითს მისცემთ.
user posted image

9. ძაღლებს თანდაყოლილი აქვთ სურვილი გამოადგნენ ადამიანს.
ეს კონცეფცია ვერასოდეს დაამტკიცეს. სამაგიეროდ, მრავალი ფაქტი მოწმობს იმას, რომ ძაღლები ნორმალურად მოფუნქციონირე ცხოველები არიან, რომლებიც მოტივირდებიან საკვებით, წყლითა და სექსით. აგრეთვე, სხვა ბევრი ცხოველის მსგავსად, თამაშითა და ალერსით და საბოლოოდ ავლენენ მიჯაჭვულობას. ისინიც, სხვა ცხოველების მსგავსად მოტივირდებიან შიშითა და ტკივილითაც. ამიტომ, ისინი, რომლებიც უარს ამბობენ ძაღლის მოტივირებაზე საჭმლით, თამაშით, მოფერებით და.ა.შ. ვერ მიაღწევენ ცხოველის მიჯაჭვულობას მათზე.
user posted image

10. დაჯილდოვება კარგი საქცილისათვის ქრთამია და საბოლოო ჯამში აფუჭებს ურთიერთობას ძაღლთან.
სინამდვილეში ქრთამს აძლევენ მოქმედებამდე, ჯილდოს კი_მოქმედების შემდეგ.
ძალიან ბევრი მოწმე არსებობს იმისა, რომ პოზიტიური წახალისება ძაღლითან ურთიერთობას მხოლოდ და მხოლოდ აუმჯობესება და არა_პირიქით.
user posted image

* * *
11. თუ თქვენ მოეფერებით ძაღლს, როცა მას ეშინია, ასე ის შიშს დაძლევს.
შიში ემოციური მდგომარეობაა, ეს არ არის მანიპულირების მცდელობა. თუ ტერორისტები შემოიჭრებიან ბანკში და ყველას უბრძანებენ იატაკზე დაწოლას, ყველას შეეშინდება. და თუ ვინმე ამ ადამიანებს ამ დროს შოკოლადებს დაურიგებს მეორე ასეთი შემთხვევისას ნაკლებ შეეშინდებათ?
user posted image

12. ძაღლი ღრენისთვის უნდა დაისაჯოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ის აგრესიული გახდება.
ძაღლი იღრინება, როცა ის, რაც მას აღიზიანებს, მის სიახლოვეს იმყოფება. თუ თქვენ ამის გამო მას დასჯით, ძაღლი მაინც გაღიზიანდება, ოღონდ ამის შესახებ აღარ გაგაფრთხილებთ. შედეგად გაღიზიანების გამომწვევი ობიექტი შეიძლება დაკბენილი აღმოჩნდეს. ასეთ შემთხვევაში ყველაზე კარგია მოხსნათ მიზეზი,რაც ძაღლს აღიზიანებს.
user posted image

13. კბილებით დაკიდების თამაში ძაღლს აგრესიულს ხდის.
არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რაც ამას დაამტკიცებდა. ერთადერთმა გამოკვლევამ, რაც ამ თემაზე ჩატარდა, დაამტკიცა, რომ ამ თამაშსა და ძაღლის აგრესიულობას შორის არანაირი კავშირი არ არსებობს.
user posted image

14. თუ ძაღლს საღეჭ სათამაშოებს მისცემთ, ძაღლი ყველაფრის ღეჭვას დაიწყებს.
აქაც იგივე, არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, რაც ამას ამტკიცებს. ძაღლები მშვენივრად სწავლობენ ყველაფერს და მათ აუცილებლად მიაჩვევთ სათამაშოების განსხვავებას იმ საგნებისგან, რომელთა დაღეჭვაც არ შეიძლება. გარდა ამისა, ძაღლს აუცილებლად უნდა დაუკმაყოფილოთ ღეჭვის რეფლექსი, მით უფრო მაშინ, თუ თქვენ ვერ ახერხებთ ამის კომპენსაცია მოახდინოთ სხვა აქტიური თამაშებით.
user posted image

15. ვერასოდეს შეცვლი ქცევას, რომელიც გენებშია ჩადებული.
ძაღლის ყველა ქცევა ეს გენეტიკურად განპირობებული და დასწავლის გზით შეძენილი რეფლექსების რთული კომპლექსია. ერთ შემთხვევაში უფრო მეტი ძალის გამოყენება გვჭირდება, მეორე შემთხვევაში_ნაკლების, მაგრამ კარგი აღზრდის წყალობით, როგორი გენიც არ უნდა ქონდეს ძაღლს, თქვენ აუცილებლად მიაღწევთ სასურველ შედეგს
user posted image

16. კარგია ბავშვისათვის ძაღლის ყიდვა.
რაც არ უნდა გითხრათ ბავშმა, ის ჯერ კიდევ ძალიან პატარაა და აქვს უფლება ინტერესი დაკარგოს ძაღლის მიმართ ნებისმიერ დროს.ამიტომ თქვენ ძაღლი მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავისთვის აგყავთ. შეაფასეთ საკუთარი ძალები: შეძლებთ საკმარისი დრო და ძალა დაუთმოთ ლეკვს და არასოდეს განაწყენდეთ?
user posted image

17. ჯიშიანი ლეკვის შოვნა დაბალ ფასშიც შეიძლება.
დაიმახსოვრეთ: უფასო ყველი მხოლოდ სათაგურშია. არ გაქვთ ფული? აირჩიეთ უფრო იაფფასიანი ჯიში. უფრო კარგი იქნება თუ მეტისს აიყვანთ თავშესაფრიდან.
რა თქმა უნდა, შეიძლება მოხდეს სასწაული და თქვენ ჯიშიანი, ჯანმრთელი ლეკვი უფასოდ იშოვოთ. მაგრამ უფრო ხშირად ასეთი შემოთავაზებების უკან იმალება ლეკვის ავადმყოფობა, აგრესიულობა, მშიშრობა. შესაძლოა მკურნალობას და ქცევის დეფექტების გამოსწორებას უფრო ნაკლები ფული დასჭირდეს, ვიდრე საგვარეულო ნუსხის მქონე ჯიშიანი ლეკვის აყვანას. და საერთოდ, გაითვალისწინეთ, რომ ძაღლის შენახვა საკმაოდ ძვირი ჯდება
user posted image

18. მაწანწალები ყველაზე ჭკვიანები არიან.
მაწანწალა ძაღლები ერთმანეთისაგან საკმაოდ განსხვავდებიან. მათ შორის ჭკვიანებსაც შეხვდებით , სულელებსაც და თავნებებსაც.
user posted image

19. არ ღირს ძაღლის საჭმელში ბევრი ფულის გადაყრა.
ძაღლს ღორში ნუ აურევთ. ძაღლი არ არის ნარჩენების გამსაღებელი და ადამიანის საჭმელი მისთვის მაინც და მაინც მარგებელი არ არის. თუ გინდათ თქვენი ძაღლი ღრმა სიბერემდე არაფერმა შეაწუხოს, თავიდანვე უზრუნველყავით ის ხარისხიანი საკვებით.
user posted image

[COLOR=red]20. შეიძლება ძაღლი ისე გაზარდო, ავეჯს ნაკაწრიც კი არ გაუჩნდეს.[COLOR=red]
არ არსებობს იდეალური ძაღლი, რომელიც ყველაფერს თავისთვის ისწავლის. ცოცხალ ძაღლს ყოველთვის სჭირდება წვრთნა, დაბანა, დავარცხნა, აცრა, მკურნალობა. ყველა ლეკვი ჩერჩეტია, მას ახსნა სჭირდება რა არის კარგი და რა_ცუდი.
მოემზადეთ იმისთვის, რომ ლეკვის მიყვანის შემდეგ თქვენს სახლში ბევრი რამე გაფუჭდება: ფეხსაცმელები, წიგნები, ავეჯი, კარები. ლეკვის შარდისგან გაშავდება პარკეტი და დაისვრება ხალიჩა.
user posted image

წყარო: http://www.dogs-planet.ru/encyclopedia/art..._собаках





kvatunia24
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11508
წევრი No.: 104859
რეგისტრ.: 13-November 09

გამოგზავნილია: 12 Jan 2012, 16:50  #29167675      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
MITIATO
"ვინც რა უნდა თქვასო, წისქვილმა კი ფქვასო" ნათქვამია, ნუ მოუსმენ სხვები რას იტყვიან, არაჩვეულებრივი თემაა უამრავი რამ მეც კი გავიგე ახალი და ვისწავლე, სასარგებლოა ძალიან ბევრი "ვითომ ცხოველთმოყვარულთათვის" smile.gif განაგრძე ჩვენ დაგეხმარებით მხარდაჭერით.


--------------------
"პატიოსნება გრიპი არ არის, რომ ორ ან სამ თვეში გაგიაროს, პატიოსნება უკურნებელი და გადამდები სენივით უნდა გვჭირდეს და მასთან ერთად ჩავიდეთ სამარეში..."
/ნოდარ დუმბაძე/
Kamanch
მთას ხო ხედავ?


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3183
წევრი No.: 135548
რეგისტრ.: 5-September 11

გამოგზავნილია: 12 Jan 2012, 19:16  #29169930      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
MITIATO
ხო მეოთხეზე არც მე ვიცი. ლურჯი ალბათ C უნდა იყოს... არადა ყვითელიც ვნახე.... ჰმ.... ჯობს კარგად გავარკვიოთ და თუ ყველა გამოიყენებს ამას, ძალიან მაგარი იქნება. მარა აბა რისი ქართველები ვართ, უაზროდ რო არ წამოვაცვათ ფერადი საყელური ტესტის გარეშე :|
MITIATO
დეპრესიული ოპტიმისტი


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9077
წევრი No.: 111500
რეგისტრ.: 5-February 10

გამოგზავნილია: 13 Jan 2012, 00:12  #29175622      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
kvatunia24
2kiss.gif
Kamanch
QUOTE
ჯობს კარგად გავარკვიოთ და თუ ყველა გამოიყენებს ამას, ძალიან მაგარი იქნება.

bis.gif
QUOTE
მარა აბა რისი ქართველები ვართ, უაზროდ რო არ წამოვაცვათ ფერადი საყელური ტესტის გარეშე

პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ყველგან ასეა. yes.gif
RENE_Z
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3459
წევრი No.: 51815
რეგისტრ.: 18-January 08

გამოგზავნილია: 13 Jan 2012, 17:53  #29185606      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
საშიშროება, რომელიც შეიძლება დაემუქროს თქვენს თუთიყუშს
user posted image
1. ვენტილატორები
ჩართული ვენტილიატორი ან ჰაერის გამწოვი, რომელსაც არ ექნება დამცავი ბადე – ეს არის სასიკვდილო საშიშროება თქვენი ფრინველისთვის. შემთხვევით თუთიყუში შეიძლება დააფრინდეს მას და დაიღუპოს, ამიტომ, როდესაც თუთიყუშს გარეთ გამოუშვებთ სასეირნოდ, გამორთეთ ვენტილატორი.
user posted image
2. ფანჯრები. სარკეები
თუთიყუში ღია ფანჯრიდან შეიძლება გაფრინდეს ისე, რომ ვერც მოასწრებთ დაჭერას, დახურული ფანჯრის მინას ან სარკეს შეიძლება შეასკდეს და ტვინის შერყევა მიიღოს ან კისრის მალები დაიზიანოს. ამიტომ როდესაც ფრინველს გამოუშვებთ გალიიდან აუცილებლად ფანჯრებს და სარკმელებს ჩამოაფარეთ ფარდა.თუ ახალი მოყვანილი გყავთ ჩიტი, არ არის სასურველი ყველა ოთახში შეფრინდეს,ნელ–ნელა მიაჩვიეთ, ჯობია ჯერ ერთი ოთახი შეისწავლოს და გარკვეული დროის შემდეგ, როცა კარგად აითვისებს „ტერიტორიას“თანდათან გაუზარდეთ სივრცე, ამას შეიძლება ორი კვირა ან მეტი დასჭირდეს,ახალ ადგილას, დიდ სივრცეში ორიენტაცია ეკარგებათ და ასკდებიან კარადებს და კედლებს.
user posted image
3. კარებები
ოთახებს შორის კარებები და ასევე კარადის კარებებიც შეიძლება საშიშროებას წარმოადგენდეს იმ მხრივ, რომ ფრინველი დაჯდება კარის თავზე, ბევრი შემთხვევაა, როდესაც ვერ ხედავენ ჩიტს და ხურავენ კარს, ოჯახის ყველა წევრმა უნდა იცოდეს , რომ უფრო ფრთხილად იყვნენ, როდესაც თუთიყუში გამოშვებულია გალიიდან.
user posted image
4. კარადები ღია სტელაჟებით, ღია წიგნის კარადები, წვრილმანი ნივთები, წვეტიანი ნივთები
ღია სტელაჟები და სხვადასხვა დეკორატიული მორთულობები ოთახში შეიძლება გახდეს თქვენი პატარა მეგობრისთვის საშიშროება, იმიტომ რომ შეიძლება აკენკოს ან დაღრღნას ან გადაყლაპოს რამე არასასუსველი ნივთი ან შემთხვევით რამე დაეცეს ან შეერჭოს.
user posted image
5. კარადის უკან ჩასავარდნი სივრცე
ფრენის დროს ადვილი შესაძლებელია ვერ დაინახოს კარადის უკან ღრიჭოები და ჩავარდეს , ეს გამოიწვევს ტრავმებს და მისი უკან გამოყვანაც დიდ პრობლემებთან იქნება დაკავშირებული, უნდა გამოწიოთ კარადები და ა.შ. ამიტომ წინასწარ გაითვალისწინეთ ეს და დაგმანეთ ყველანაირი ჭუჭრუტანები, სადაც შეიძლება ჩავარდეს.
user posted image
6. ჰაერის არომატიზატორები. სუნამოები
ეს პრეპარატები შეიცავენ ეთერზეთებს და სხვადასხვა ქიმიურ ნაერთებს, რომელიც თუთიყუშისთვის მომაკვდინებელია, ამიტომ მათზე უარის თქმა მოგიწევთ.
user posted image
7. ადამიანის საკვები
ნებისმიერი საკვები, რასაც ადამიანები მიირთმევენ, ჩიტებისთვის კატეგორიულად აკრძალულია.
გარდა მათთვის რეკომენდებული საკვებისა არ უნდა აკენკოს სხვა არაფერი, კატეგორიულად არ შეიძლება პურის ან ნამცხვრის ნამცეცები, ცხიმიანი, მარილიანი საკვები.
8. ღია, მაღალი ჭურჭელი.
როდესაც თუთიყუში გარეთ გყავთ, ის ძალიან ცნობისმოყვარეა და ყველა კუთხე–კუნჭულში შეიძლება შეფრინდეს ან შეძვრეს, ღია და მაღალი ჭურჭელიც შეიძლება იყოს მისთვის საშიში, ჩავარდეს შიგნით და დაიზიანოს რამე ან სტრესი მიიღოს.
user posted image

9. აკვარიუმები, წყლით სავსე ქილები
აქ საშიშროებაა იმის, რომ თქვენი თუთიყუში ჩავარდება და შეიძლება დაიხრჩოს, ამიტომ წყლით სავსე ყველანაირი ქვაბები, ქილები და აკვარიუმები უნდა იყოს თავდახურულ მდგომარეობაში.
user posted image
10. აბაზანა, ტუალეტი.
იგივე შეიძლება ითქვას აბაზანა– ტუალეტზეც, აქაც არის საშიშროება, შეიძლება ჩავარდეს უნიტაზში, ამის გარდა სააბაზანო ოთახში არის სარეცხი საშუალებები, საპონი,შამპუნი და ა. შ. რაც თუთიყუშმა შეიძლება აკენკოს და მოიწამლოს. ამიტომ მისი შეშვება აბაზანა–ტუალეტში არ არის რეკომენდებული.
user posted image
11. სამზარეულო
სამზარეულო საშიშია იმით, რომ ჯერ სუნი მოქმედებს მათზე უარყოფითად, შემდეგი საშიშროებაა გაზის, ღია ალი, ცხელი ჭურჭელი, მდუღარე ჩაიდანი, ტეფლონის ქვაბების და ტაფების შხამიანი გამონაბოლქვი მათთვის არის სასიკვდილო.
user posted image
12. სანთელი
დანთებული სანთელი, ჩვეულებრივი და მითუმეტეს არომატული საფრთეს წარმოადგენს.
13. ცხელი კერძები, ჩაი, ყავა
ეცადეთ, არ დატოვოთ ღია მდგომარეობაში ცხელი, მდუღარე ჩაი ან ყავა, რომ შემთხვევით არ ჩავარდეს .
user posted image
14. ოთახის ყვავილები
არ არის რეკომენდებული არანაირი ყვავილები ოთახში, სადაც თუთიყუშია.
user posted image
15. შინაური ცხოველები
თუ გყავთ ძაღლი ან კატა არ დატოვოთ უყურადღებოდ არც ერთი წუთი, გინდაც კატა მეგობრულად უმზერდეს, მასში მტაცებლის ისტინქტმა შეიძლება ნებისმიერ დროს გაიღვიძოს და მშვიდობით თუთიყუშო!

user posted image
16. გახსოვდეთ!
თუთუყუში არ არის ძაღლი და კატა, ვერ მოეფერებით, სასტიკად არ უყვარს, როცა სურვილის საწინააღმდეგოდ იჭერენ, როცა მუჭში გამომწყვდეული გიჭირავთ, მისთვის ეს დიდი სტრესია.
დაჭერის დროს, უკიდურეს შემთხვევაში ორივე ხელით აიყვანეთ ფრთხილად, რომ არაფერი დაუზიანოთ!
.


Kamanch
მთას ხო ხედავ?


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3183
წევრი No.: 135548
რეგისტრ.: 5-September 11

გამოგზავნილია: 13 Jan 2012, 19:08  #29186810      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE
16. გახსოვდეთ!
თუთუყუში არ არის ძაღლი და კატა, ვერ მოეფერებით, სასტიკად არ უყვარს, როცა სურვილის საწინააღმდეგოდ იჭერენ, როცა მუჭში გამომწყვდეული გიჭირავთ, მისთვის ეს დიდი სტრესია.
დაჭერის დროს, უკიდურეს შემთხვევაში ორივე ხელით აიყვანეთ ფრთხილად, რომ არაფერი დაუზიანოთ!

რავი ჩემ ჩიკოს უყვარს მოფერება. ხელის გულზე ზუგზე გდია და ვუღიტინებ ხოლმე biggrin.gif ვაფშე არ გამირბის როცა ხელში ამყავს და ვეფერები. სხვების არ ვიცი მარა თავისუფლად ვეხები იქ სადაც მინდა. დიდ ხანს არ უყვარს ხელში ჭერა მარა ფეთიანი არაა. სულ ჩემთან არის როცა გარეთაა smile.gif ვოტ ტაკ! ასეთი გიჟი მყავს.! user posted image
RENE_Z
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3459
წევრი No.: 51815
რეგისტრ.: 18-January 08

გამოგზავნილია: 13 Jan 2012, 20:44  #29188243      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Kamanch
როცა მარტოა უფრო მიჩვეულია პატრონს. თან თუ უკვე დიდი ხანია გყავს,რასაკვირველია უფრო გენდობა.
მე ოთხი მყავს და ფეთიანებივით არიან biggrin.gif
ეს არის ზოგადი რეკომენდაციები. უფრო იმათთვისაა, ვინც არ იცის და ახალი შეძენილი ჰყავთ თუთიყუში. smile.gif



This post has been edited by RENE_Z on 13 Jan 2012, 20:50

მიმაგრებული სურათი
20_Sep_2009.jpg
Kamanch
მთას ხო ხედავ?


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3183
წევრი No.: 135548
რეგისტრ.: 5-September 11

გამოგზავნილია: 13 Jan 2012, 21:09  #29188650      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
RENE_Z
მენდობა რომელია, გამოდის თუ არა, მადლიერების ნიშნად მხარზე მაჯდება და იმას შვება :| biggrin.gif
ხო ისე ზოგჯერ უაზროდ იცის ხოლმე ყვირილი თუ კივილი. რავი რა ქვია biggrin.gif გაკივის ხოლმე გიჟივით. რო ვმეცადინეობ ან რამეს რო ვაკეთებ, იმ ოთახში რო შემაქ გალია და გვერძე ვიდგავ, ვსო... ჩერდება მერე biggrin.gif მოკლედ მთელი ოჯახიდან მარტო ჩემზე აფანატებს. დაჟე ჩემ სიტყვაზე შედის გალიაში და ჩემი სიტყვის გარეშე არ გამოდის :დ არადა 5-6 წელია მყავს. ყველას ვუსურვებ ასეთ მაგარ თუთოს user.gif
RENE_Z
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3459
წევრი No.: 51815
რეგისტრ.: 18-January 08

გამოგზავნილია: 13 Jan 2012, 22:17  #29189846      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Kamanch
QUOTE
მენდობა რომელია, გამოდის თუ არა, მადლიერების ნიშნად მხარზე მაჯდება და იმას შვება

როცა მარტო არიან, მაშინ იციან დამეგობრება. თან ყველას არ აჯდებიან, არამედ ვისაც ენდობიან.
ლაპარაკი არ ასწავლე?
როცა ორია ან მეტი ვერაფრით შეიჩვევ, ლაპარაკსაც არ სწავლობენ.
მე უკვე ოთხი წელია მყავს, ჩემებიც ძალიან ჭკვიანები არიან, თვითონ გამოდიან გალიიდან და საღამოს ისევ უკან შედიან,
*satin
lady in red


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3165
წევრი No.: 94667
რეგისტრ.: 29-June 09

გამოგზავნილია: 13 Jan 2012, 22:21  #29189924      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
RENE_Z

მე მყავდა ადრე ორი ერთად და ორივე მაჯდებოდა თითზე , მერე მხარზე და თმებს მპუტავდნენ biggrin.gif გოგოს განსაკუთრებით უყვარდა ჩემთან ყოფნამ რო ვმეცადინეობდი ეგ წიგნის ყლდას ღრღნიდა. ეხლაც მინდა ვიყოლიო მაგრამ რო მახსენდება რამდენი მოვლა უნდათ და რამდენს ჭყიპინებენ, აღარ მინდება. სიბერეში ვიყიდითქო თავს ვიმშვიდებ.


--------------------
Dogs look up at you, cats look down on you.Give me a pig!
He looks you in the eye and treats you as an equal.
RENE_Z
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3459
წევრი No.: 51815
რეგისტრ.: 18-January 08

გამოგზავნილია: 13 Jan 2012, 22:32  #29190101      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
*satin
როგორაა იცი, ჯერ ერთს ყიდულობენ მიიჩვევენ, და გარკვეული დროის მერე მეორეს ყიდულობენ,მასე მეორე თუთიყუშს აღარ უჭირს შეჩვევა,
შენი შემთხვევა მართლაც იშვიათია, როგორ მოახერხე, რომ ორი ასე ერთდროულად მიიჩვიე?
Kamanch
მთას ხო ხედავ?


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3183
წევრი No.: 135548
რეგისტრ.: 5-September 11

გამოგზავნილია: 13 Jan 2012, 23:26  #29191177      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
RENE_Z
ლაპარაკი იცოდა. ცუდი სიტყვებიც. ახლა დაავიწყდა. მგონი გავაოფეთ sad.gif
*satin
lady in red


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3165
წევრი No.: 94667
რეგისტრ.: 29-June 09

გამოგზავნილია: 13 Jan 2012, 23:54  #29191733      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
RENE_Z
QUOTE
შენი შემთხვევა მართლაც იშვიათია, როგორ მოახერხე, რომ ორი ასე ერთდროულად მიიჩვიე?

მართლა? არცკი ვიცოდი თუ ესე უჭირთ შეჩვევა როცა წყვილია. ფაქტიურად გალიაში შეყოფილი ხელით ვცხოვრობდი biggrin.gif ჯერ ჩემ თითზე დაჯდომას მიეჩვიენ და ვაკატავებდი ესე გალიაშივე biggrin.gif მერე გამოშვება დავიწყე ოთახში და საბერტყ ჯოხს ვუშვერდი და იმაზე ჯდებოდნენ და ეს ვსვავდი გალიაში. მერე კი ისე მიმეჩვეინ რომ მხარზეც იჯდნენ, და ნაზად მკბენდნენ ხოლმე love.gif მაგათ რაღაცა ავადმყოფობა ემართებათ, სუსტდებიან და გაბუსულები ზიან სულ, აღარც დაფრინავენ აღარც დახტიან რამდენიმე დღე და მერე ... ეჰ sad.gif
მე რო მყავდნენ მაგ დროს არ იყო ესე ვეტერიარები და მითუმეტეს ჩიტებზე სპეციალიზირებულები რო გამეგო რა ემართებოდათ და მემკურნალა.
Sonya
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 18767
წევრი No.: 56466
რეგისტრ.: 23-March 08

გამოგზავნილია: 14 Jan 2012, 08:48  #29195179      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
*satin
QUOTE
და ნაზად მკბენდნენ ხოლ

აუ, ეგ არ თქვა,,, ჩემს ძმას ყავდა თუთიყუში 100 წლის წინ, ჰოდა მხარზე რომ მეჯდა, საყურეზე ნაზად მკბენდა ხოლმე love.gif მაგარი ტიპი იყო... მაშინ რაჭის მიწისძვრა მოხდა. არ ვიცი, აქ იყავი, თუ არა, ჰოდა, რამოდენიმე წამის წინ, სანამ მოხდებოდა. ეს თუთიყუშI გაგიჟდა გალიაში (გრძნობდა ანუ), მეც მივედი რომ დამეხედა, და მაშინ მოხდა თუ მოოხდა... ძალიან ძლიერი მიწისძვრა იყო. 1989 თუ არ ვცდები.


--------------------
Вечность - это утомительно. Особенно под конец.

Я смерти не боюсь, но не хочу при этом присутствовать.

Вуди Аллен.
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (16) 1 [2] 3 4 ... ბოლო » Closed Topic · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0596 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]