forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
reklama

Pages: (6) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ლიბერალიზმი ვს სოციალურზე ორიენტირებული ეკონომიკა, რომელი გამოდგება საქართველოსთვის.?
sulo
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11401
წევრი No.: 25566
რეგისტრ.: 12-November 06

გამოგზავნილია: 16 Sep 2017, 16:48  #51343695      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ულტრა ლიბერალიზმი ქადაგებს სახელმწიფოს ჩაურევლობას ეკონომიკაში, მინიმალურ გადასახადებს, მხოლოდ კერძო კომპანიებს, მინიმალურ სოციალურ დაცვას.

ამ თეორიის მიმდევრებს მიაჩნიათ რომ ადამიანებმა უკეთ იციან როგორ განკარგონ ფული, თუ გინდ სოციალური პრობლემების მოგვარების მიმართულებით ქველმოქმედების სახით.

სოციალურად ორინეტირებული ეკონომიკის მიმართულების ხალხს უკონტროლო კაპიტალიზმი ბოროტებად მიაჩნიათ, მისი მართვა რეგულაციებით და დიდი გადასახადებით უპრიანად მიჩნიათ. სახელმწიფო კომპანიებიც არ მიჩნიათ ბოროტებად. მაღალი გადასახადებით სოციალური პრობლემების მოგვარება კი საზოგადოების ძირისძირად.


რომელი გამოდგება საქართველოში?????

ანუ ჩვენი კაპიტალისტი თვითონ გაუმართავს ხელს მართლა გაჭირვებულს, დაიცავს ეკოლოგიას...(მასკის მადლმა)
ოღონდ ხელს ნუ შეუშლით.


თუ უნდა მკაცრად ვაკონტროლოთ ქვეყანა რომ არ ააყროლოს ეკოლოგიურად, მაღალი გადასახადებით კი გაჭირვებულის სოციალურად დასაცავად ფული უნდა დავადებინოთ.


smile.gif


--------------------
Go vegan, be free
ტყუილია.

ვარ ვეგანი, სად არის თავისუფლება?
axalirevolucia
Super Mishist


********
ჯგუფი: Members
წერილები: 21725
წევრი No.: 99354
რეგისტრ.: 8-September 09

გამოგზავნილია: 16 Sep 2017, 17:04  #51343762      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
sulo
პოლიტიკა არის სანქცია მოსახლეობის 0.0001% ის მიმართ, რომ მართოს დანარჩენი 99,999%
იმ 99%-ს (მითუმეტეს სსრკ ნაცხოვრებ საქართველოში) უნდა ყველაფერი მზამზარეული - სოც/ჯან/უსაფრთხოება .. დაცვა.
და არც გაემტყუნება.

ის 99% (ნუ, სიმამდვილეში 20%ია მაგრამ მაინც, ის 20%იმ 99%შია) ქმნის დოვლათს, რომლის დანაწილებას ა ნ დ ო ბ ს 0.0001% მთავრობას.


უნდა დავიცვათ ბალანსი როგორმე.


99% არ ზრუნავს სტრატეგიაზე, მომავალზე
ის ითხოვს დღეს და პირადად მას მიუვიდეს სიკეთეები.





კაცობრიობამ მოიგო სანამ კომუნიზმი წარმატებული იყო და ექსპანდირებდა იმით, რომ კაპიტალიზმს მ ო უ წ ი ა გაეწია კონკურენცია კომუნიზმისთვის (კომპარტიები იტალიაში, საფრანგეთში, გაფიცვები ბრიტანეთში) და მიეცა 99% სთვის სოც პაკეტი (რაც უკეთ გააკეთა ვიდრე კომუნიზმმა, ვინაიდან კაპიტალიზმი ყველაფერს უკეთ აკეთებს, თვით ორალურ სექსსაც, ანუ ხარისხი დ ე ვ ს კაპიტალიზმში)

ასე რომ ჯობია ს ა ზ ო გ ა დ ო ე ბ ა იყოს დივერსიფიცირებული. ყ ვ ე ლ ა ვექტორს უნდა ჰქონდეს გამოხატვის საშუალება და მხოლოდ ასე მიიღწევა ბალანსი და პროგრესი.


--------------------
ტვინის კერხერი VS ტვინის უნიტაზის მარჯანი.

ბიძინა უნდა გაბანძდეს!
ibo
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2002
წევრი No.: 9411
რეგისტრ.: 13-March 05

გამოგზავნილია: 16 Sep 2017, 17:43  #51343946      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
sulo
QUOTE
სოციალურზე ორიენტირებული ეკონომიკა

+1 როგორც მინიმუმ 20-30 წელი, მერე ვნახოთ

B l a c k J a c k
Джентелмен Удачи


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2634
წევრი No.: 89070
რეგისტრ.: 16-April 09

გამოგზავნილია: 16 Sep 2017, 18:15  #51344135      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ვენესუელას აქვს სოციალური ეკონომიკა :დ
ღადაობთ ხომ? წარსულს ჩაბარდა ეგ თეორიები. იგებს ყველაზე ადაპტირებული.
არჩევნებში ლეღვობას ხაზავენ, ადამიანის უფლებები წიხლზე კიდიათ, გარშემო კორუფციას მიაქვს ყველაფერი და კაციშვილი ხმას არ იღებს, ეკონომიკა საჯდომში, ნუ რაც დარჩა, ერთი ლეღვის ფოთოლი მეორეს ანაცვლებს .
თავი წმიფე კიტრად არ მომაქვს, მაგრამ ჩემნაირ პატიოსან გადასახადის გადამხდელებს რითი ეხმარება სახელმწიფო? ან თვითონ მოსახლეობა რითი ეხმარება? biggrin.gif
სულ მუშაობს 200 000 ადამიანი საქართველოში ვინც იხდის გადასახადს. ნორმალური ხელფასი ვისაც აქვს 1000 და ზემოთ. ისიც თუ.
ახლა იმის ანცვლად რომ სახელმქიფო მექანიზმი გავაუმჯობესოთ - ისევ ამ ნაწილს უნდა ავკიდოთ დანარჩნენებზე ზრუნვა.
მართლა და მართლა ყველა ფულის გადანაწილება-დახარჯვაზე რომ ფიქრობს ამ ქვეყანაში-ეს ფული საიდან უნდა იშოვოს სახელმწიფომ უფიქრდება ვინმე?
თუ ის საგარეო ვალები და ტრანშეები დაგვეხმარება მილიარდობით რომ მიდის სოფლის მეურნეობაში და პრემიებში?
დარეკეს სოფლიდან: ფარვანამ თუ რაღაცამ შეჭამა ყველაფერიო. რამე გააკეთეს მერე? გამდებელი შეაწუზეს? აწიეს პანიკა თუ რა? ეს იმის ისაა, ის ამის ისაა, ეს გარებიძაშვილის ცოლის დის მეზობლის ნათლულია და ა.შ.

ლიბერალები კი არა კონსერვატორი როკფელერი და როტშილდი რომ მოათრიო ეგეც იგივეს დაგიწერს. და ამრთოლი რომ ვარ აგერ გამოჩნდება არჩევნებში. ისე წყნარად მივლენ და შემოხაზავენ 41-ს როგორც დაგიბარებია. არ მუშაობს ეს კომუნიზმი და ჰა. სამოქალაქო შეგნებაა საჭირო და ინტელექტუალური საკუთრების შექმნის ნებისყოფა.


--------------------
Smile man . . . God loves you . . . .

Don't want to die? Don't be born . . .

If u are walkin' through hell . . . Keep walkin' . . .

"De Woch fangt scho guat o "
Saturn
Admin


********
ჯგუფი: Members
წერილები: 34553
წევრი No.: 21369
რეგისტრ.: 5-July 06

გამოგზავნილია: 16 Sep 2017, 18:17  #51344148      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · msn
ibo
QUOTE
სოციალურზე ორიენტირებული ეკონომიკა

+1 როგორც მინიმუმ 20-30 წელი, მერე ვნახოთ

პირიქით ასინეთა პირიქით biggrin.gif

ახლა გასაყოფი არაფერი არ გაქვს, რაის სოციალურზე ორიენტირებული იქნები? ახლა ეგ ფული ისევ ეკონომიკაში უნდა ჩაბრუნდეს და როცა ეს ეკონომიკა განვითარდება შემდეგ გაქაჩავს სოციალურ ხარჯებს.


--------------------
ჩემი მსაჯული ჩემი ტვინია და ის პატარა ღმერთი, რომელსაც სინდისს ეძახიან
ილია ჭავჭავაძე
Perfectum
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4750
წევრი No.: 119531
რეგისტრ.: 12-August 10

გამოგზავნილია: 16 Sep 2017, 18:25  #51344197      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
B l a c k J a c k
QUOTE
ვენესუელას აქვს სოციალური ეკონომიკა :დ

ვენესუელა არა, ბარემ პირდაპირ ჩრდილოეთ კორეა გეთქვა
ეგრე მავრიტანიაა ლიბერალური ეკონომიკა

ვენესუელას გარდა მთლიანად ევროპა, კანადა, ნაწილობრივ აშშ და სხვა განვითარებული ქვეყნები გავიწყდებათ ხოლმე რატომღაც
QUOTE
დარეკეს სოფლიდან: ფარვანამ თუ რაღაცამ შეჭამა ყველაფერიო. რამე გააკეთეს მერე? გამდებელი შეაწუზეს? აწიეს პანიკა თუ რა?

დასავლეთში რაც ხდება დღეს, თხილს რომ უნადგურებს ხალხს ფარვანა სწორედ სახელმწიფოს შესუსტებული როლის დამსახურებაა
გლეხი იდივიდუალურ დონეზე ეპიდემიურ მდგომარეობას ვერ გაუმკლავდება
ასეთ მომენტებში საჭიროა სახელმწიფოს მოქმედება, რადგან ეგ გლეხები რო დაზარალდებიან საბოლოოდ ეს ქვეყნის ეკონომიკასაც აზარალებს
მერე დაიწყებთ წუწუნს ლარის კურსი რატომ ეცემაო
და ჩვენი ნეოლიბერალური მთავრობაც მხოლოდ იმას მოიფიქრებს, რომ რაიმე ობიექტის პრივატიზება მოახდინოს ქვეყანაში დოლარი რო შემოვიდეს

This post has been edited by Perfectum on 16 Sep 2017, 18:32


--------------------
"იდეოლოგიას, რომელიც ჩვენს ცხოვრებაზე მბრძანებლობს, უმრავლესობისთვის სახელი არა აქვს. ახსენე იგი საუბრისას და დაინახავ, თუ როგორ აიჩეჩავენ მხრებს. ნეოლიბერალიზმი - იცით რას ნიშნავს ეს?" - ჯორჯ მონბიო
http://european.ge/neoliberalizmi-ideologia-yvela-problemis-sataveshi/
chocho
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 880
წევრი No.: 192343
რეგისტრ.: 10-October 14

გამოგზავნილია: 16 Sep 2017, 18:45  #51344303      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
რაც არ იცით იმ საკითხზე ვინმე გაძალებთ რომ წეროთ?
არცერთი ქვეყანა არ განვითარებულა სოციალიზმით
არცერთი
დანგრევით ბევრი დანგრეულა
და ნეოლიბერალიზზმს და ნეოლიბერალებს ვისაც ედახით ყველა არიან ღლეები
სუფთა სოციალისტები და ნეოლიბერალები დაირქვეს
საყოველთაო დაზღვევი იყო თუ არა სოციალიზმის გფამოვლინება
მეედღნა თუ არა დედის ტაკო ეკონომიკას
ამ ბანკებზე რო წუწუნებთ
ბანკირები დაისვით თავზე ბიძგვინა კალაძის თამადობით და ბანკებზე წუწუნებთ
თავში გაქვთ ხალხო აჯაფსანდალი
მერე რაღაცას დაწერთ ყოვლად გაუგებარს და ერთმანეთში არეულს და სხცასაც თავგზას ურევთ
wolfchant
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8808
წევრი No.: 154693
რეგისტრ.: 2-October 12

გამოგზავნილია: 16 Sep 2017, 18:46  #51344312      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
სოციალურ ეკონომიკას სჭირდება ფული და კულტურული საზოგადოება, გამართული და პატივნაცემი ინსტიტუციებით, არც ერთი გვაქვს არც მეორე biggrin.gif


--------------------
სამოთხეს გვპირდებიან, რომ ერთადერთი რეალური ცხოვრება წაგვართვან.
Perfectum
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4750
წევრი No.: 119531
რეგისტრ.: 12-August 10

გამოგზავნილია: 16 Sep 2017, 18:50  #51344334      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
chocho
QUOTE
არცერთი ქვეყანა არ განვითარებულა სოციალიზმით

სოციალიზმი არ წერია სათაურში

სოციალურად ორიენტირებული სახელმწიფოთი განვითარდა გერმანია ომისშემდეგ და დანარჩენი ევროპაც
აშშ დიდი დეპრესიის მერე new deal ეკონომიკით
ბრაზილია ლულას პერიოდში
კორეა, სინგაპური და სხვა აზიური ვეფხვები განვითარდნენ სახელმწიფოს მიერ დაგეგმილი კაპიტალიზმის პირობებში


QUOTE
და ნეოლიბერალიზზმს და ნეოლიბერალებს ვისაც ედახით ყველა არიან ღლეები
სუფთა სოციალისტები და ნეოლიბერალები დაირქვეს

facepalm.gif
ისეთი აბსურდული დებულებაა რო უპასუხოდ დავტოვებ
M A N E R A
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7436
წევრი No.: 87331
რეგისტრ.: 24-March 09

გამოგზავნილია: 16 Sep 2017, 19:23  #51344555      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Антимонопольное регулирование - комплекс экономических, административных и законодательных мер, осуществляемых государством и направленных на то, чтобы обеспечить условия для рыночной конкуренции и не допустить чрезмерной монополизации рынка, угрожающей нормальному функционированию рыночного механизма. Антимонопольное регулирование включает регулирование уровня концентрации и монополизации производства, стратегии и тактики предприятий, внешнеэкономической деятельности, ценовое и налоговое регулирование.


--------------------
არ ჩავიციკლოთ !
sango
ანუ სანგვინიკი


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1048
წევრი No.: 72684
რეგისტრ.: 29-October 08

გამოგზავნილია: 16 Sep 2017, 20:00  #51344793      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ნებისმიერ ეკონომიკურ მოდელს აქვს თავის გამოყენების ფარგლები. საქართველოსთვის, განვითარების ამ ეტაპზე, მნიშვნელოვანია სწრაფი ეკონომიკური ზრდა და სიღარიბის სწრაფად გადალახვა. ამას, ჩემი აზრით, შეძლებს მხოლოდ ლიბერალური ეკონომიკა. ერთადერთი სოციალური პრიორიტეტი უნდა იყოს თანაბარი განვითარების შესაძლებლობები ბავშვებისათვის და ახალგაზრდებისათვის (განათლების ბიუჯეტის და ხარჯების ეფექტურობის ზრდა).

მხოლოდ ეკონომიკის გაზრდის შემდეგ შეიძლება სახელმწიფომ იტვირთოს ისეთი ხარჯები, როგორიცაა საყოველთაო ჯანდაცვა და ტოტალური სოციალური გარანტიები.

თუ ღარიბი ქვეყანა ცდილობს ისე იქცეოდეს როგორც მაღალგანვითარებული ევროპული სახელმწიფო და თავის თავზე იღებს ისეთ ტვირთს რისი თავიც არ აქვს, ხდება შრომისუნარიანი მოსახლეობის ემიგრაცია და ქვეყანაში დარჩება მხოლოდ სოციალურად დაუცველი და ასაკოვანი მოსახლეობა. სწორედ ეს ხდება საქართველოში უკვე თითქმის 30 წელია.


--------------------
123
sulo
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11401
წევრი No.: 25566
რეგისტრ.: 12-November 06

გამოგზავნილია: 16 Sep 2017, 21:00  #51345153      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მე მენტალურად მაინტერესებს რომელი შეგვეფერება...

პირველი სოციალურ პრობლემებს ქველმოქმედების ფარგლებში ჭრის.. მილიონერების და მილიარდერების ქველმქომედების ფარგლებში...
ჩვენ ქველმოქმედების დონით სულ ბოლოში მივჩანჩალებთ...
ანუ პირველი არ გამოგვადგება....

ანუ გამოდის მეორეს უნდა მივაწვეთ... პროგრესული გადასახადით და მსგავსი მეთოდებით ვუშველოთ უკიდურესად გაჭირვებულს საკუთარი თავის შველა რომ არ შეუძლია ისეთს...
მაგრამ ეს ჩვენთან ასევე არ მუშაობს... რადგან გაჭირვებულთან კი არ მიდის გადასახადები არამედ ჩინოვნიკის ხელფასებში და პრემიებში... სანაცნობოზე განაწილებულ ტენდერებში და ა.შ.....


მოკლედ ვგონებ მხოლოდ ქურდული სოციალიზმი მოვირგეთ.. ყველა არსენა იყო და ყველა ყველას ეხმარებოდა მაშინ...smile.gif
ეხლა დაქირავებულისათვის დაჟომოტილ ხელფასს და პრემიით გაზულუქებულის ნაწილს მღვდლის ახალ ჯიპებში ხარჯავენ და სვინდისს ასე იხოცავენ...

აქ გახმაურებული აბსტრაქტული ეკონომიკური ზრდა.. რომელიც სულ გვაქვს მაგრამ მოსახლეობის 80 პროცენტს არ ეტყობა ......
ოკუპანტი რომ იპარავდა იმ მოწყობილობაში გამოიყენეთ...smile.gif

This post has been edited by sulo on 16 Sep 2017, 21:08
GogonaParalelepipedidan
Astonmartin Owner


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10710
წევრი No.: 153445
რეგისტრ.: 28-August 12

გამოგზავნილია: 16 Sep 2017, 21:01  #51345156      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მე ის არ მეუასება,
ვისაც ორი ხელი, ორი ფეხი და საშუალო ასაკი აქვს, სოც. დაუცველის სტატუსი და ათასნაირი სერვისი რომ ეძლევა სახელმწიფოსგან.


--------------------
Find what you love and let it kill you!
merkuriela
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 17683
წევრი No.: 114108
რეგისტრ.: 17-April 10

გამოგზავნილია: 16 Sep 2017, 21:30  #51345301      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ისე, ეს ლიბერალიზმი იცით რას მაგონებს? ძველები რომ იტყოდნენ-იტყვიან; ,,ეგ რა ქალია , ქალი უნდა გენახა ჩვენს დროსო.კლდემამოსილი, მოკრძალებული, ასეთი კაბა ეცვა, თმები ისე ჰქონდა ჩახვეული და სხვა.. ეხლა კი რას გვანან ეს ქალები, ნახევრად შიშვლები დადიან, თმა ბიჭივით აქვთ შეკრეჭილი, კევს იღეჭებიან, სიგარეტს ეწევიან, იგინებიან.''

ადრე ლიბერალიზმი სულ სხვა რამე ყოფილა და ემსახურებოდა გლეხების სიღატაკისაგან დახსნას, რომ ჰქონოდათ მათ მეტი მიწები და არ ყოფილიყვნენ ბატონზე დამოკიდებული და სხვა..

ეხლა ?

მგონი ლიბერალიზმა თავისი დრო მოჭამა)), თუმცა ფხიზლად მაინც უნდა იყვნენ ადამიანები.

(იმ ბერმა რომ თქვა ქრისტიანობამ თავისი დრო მოჭამაო)


--------------------
უდიდესი თქვენს შორის თქვენი მსახური იყოს.

თორმეტმა ამირჩია. ერთზე გავიფიქრე იუდაა მეთქი და არ შევმცდარვარ.

ესენი უნდა მახსოვდეს.
dega
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 83083
წევრი No.: 116052
რეგისტრ.: 24-May 10

გამოგზავნილია: 16 Sep 2017, 21:35  #51345330      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim
უსამართლობაა რაც ხდება
თან რომ ედრებიან კაპიტალისტურ ქვეყნებს და ადარებენ ვენესუელას და შეადარეთო
wow.gif
იმ კაპიტალისტურ ქვეყნებში მსგავს ღორებს რაც აქ არიან სარზე სვამდნენ
yes.gif


--------------------
ომი დამთავრდა, მშვიდობის გეშინოდეთ ხალხნო !!!
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (6) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0215 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]