Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format |
თბილისის ფორუმი > ფლორა და ფაუნა > ჩვენი სახლის ყვავილები VII |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 15 Dec 2018, 00:22 |
რადგანაც არავინ ჩქარობთ თავს უფლებას მიცემ მე გავხსნა ახალი თემა წინა თემის ლინკი: https://forum.ge/index.php?act=ST&f=72&t=34684825 |
Posted by: Master_Nick 15 Dec 2018, 09:10 |
გილოცავთ ახალ თემას ჩემი ეზოდან, გვიანი შემოდგომა |
Posted by: *WASP* 15 Dec 2018, 20:17 |
Master_Nick მოწითალო ფოთლები რომ აქვს, ეგ რა მცენარეა? |
Posted by: ia-viola 15 Dec 2018, 20:55 |
გილოცავთ ახალ თემას. ესრც ჩემი ტიტველი ჩიტა ვაშლა. |
Posted by: Master_Nick 15 Dec 2018, 22:28 | ||
დეკორატიული კოწახურებია, პატარები იყვნენ და კარგად წამოიზარდნენ, გასხვლა უყვართ ძალიან * * * ia-viola ხვალ დავხედავ ჩემს ჩიტა ვაშლას, ეს ნაყოფი ყინვაში სცვივა თუ რჩება დიდი ხანი? |
Posted by: ia-viola 15 Dec 2018, 23:21 |
Master_Nick ცვივა. 1-2 მიწაში ჩავფალი. ეგება და ამოვიდეს გაზაფხულზე. |
Posted by: Master_Nick 16 Dec 2018, 12:56 |
ia-viola ჩემთან ზამთარი სულ არ იგრძნობა. სიმწვანეში ვართ. ნაძვის ხეც მზად არის მოსართავად წელს რა ექსპერიმენტებიც გავაკეთე ყველაფერმა იმუშავა, სასუქი იარა მილა კოლპლექსი ქლორის გარეშე არის სუპერ კომპლექსი |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 16 Dec 2018, 20:31 |
Master_Nick ეზო უდოდ კარგია თვალში ცუდად მომხვდა ღობე კარგი იქნებოდა მაგის გადაღებვა და შემდეგ მიგეშვა რამე მაგალითად მხვიარა წვრილი ვარდი ან კოლხური სურო ან ტრიფოლიატი ტერიტორიულად გააჩნია პრინციპში სად ხარ |
Posted by: Master_Nick 16 Dec 2018, 20:51 |
M-A-S-E-R-A-T-I კი გეთანხმები სრულიად, მაგის გარდა გაზი გაიყვანეს წელს და დამიმახინჯეს წინა ხედი მილებით , რაღაცა უნდა მოუხერხო აუცილებლად. ამ ღობის ჩანაცვლებას ვგეგმავ მწვანე ცოცხალი ღობით, დროის ამბავია წინა მხარეს, რკინები უნდა ავიღო და ასეთი რამე მინდა თუ გამომივიდა გვერდებზე კიდევ სუროები მაქვს ჩარგული და კარგად მიდის საქმე, 2-3 წელიწადში დაფარავს სეტკას |
Posted by: ia-viola 17 Dec 2018, 00:12 |
Master_Nick ცოცხალი ღობე ძალიან მაგარი იქნება. ლამაზი გამოვა. ველოდებით მორთულ ნაძვის ხეს. |
Posted by: *WASP* 17 Dec 2018, 08:02 |
ia-viola ჩიტავაშლას ნაყოფი იჭმევა? პიტნას ისე რამხელა ქოთანი დასჭირდება? Master_Nick ლამაზია. მერე კენჭებში რო ჩაცვივა ეგ ფოთლების ნაწილი, კიდე უფრო ლამაზი იქნება. |
Posted by: ia-viola 17 Dec 2018, 09:35 |
*WASP* აქ დაწერეს, გვიჭამიაო. მე არ გამირისკავს. ხო. ქოთანას რაც შეეხება, ალბათ უმჯობესია ე.წ ეზოს ქოთანი იყიდო, გრძელები რომ არის, ყავისფერი ფერის. |
Posted by: sophka 17 Dec 2018, 12:23 |
Master_Nick მშურს შენიი :დ ამ ვერცხლისფერ ნაძვს თუ რაც არის, არ რთავ? ლამაზი იქნება ძალიან *WASP* მე ვჭამე ისე, შხამიანი მცენარე არაა, იჭმევაო ნაყოფი, წავიკითხე რომელიღაც რუსულ საიტზე, მაგრამ არ ჭამენ იმიტომ რომ არაფერი სასარგებლო თვისებაც არ აქვს და არც გემო აქვს. წითელი კუნელი თუ გაგისინჯავს, მის გემოს ჰგავს დაახლოებით, ოღონდ უგემური კუნელი რომ შეგხვდება ისეთს თუმცა მისი ღეროები და ფოთლები სამკურნალოდ გამოიყენება. |
Posted by: banzai74 17 Dec 2018, 13:37 |
პიტნა გავახარე როგორც იქნა. |
Posted by: Master_Nick 17 Dec 2018, 18:37 |
sophka ia-viola ნახვის ხის მორთვა ჩემი შვილის პრეროგატივაა, ამ ეონიმუსმა ნაყოფი გამოიღო, ესეთი რამე წელს პირველად დაემართა, ეს ნაყოფი რომ დავთესო არ ამოვა ნეტა? banzai74 ყოჩაღ შენ!!! რამდენ ხანში ამოვიდა ? |
Posted by: ia-viola 17 Dec 2018, 20:03 |
Master_Nick მე ყველაფრს მიწაში ვტენი. დათესე შენც. ეგება და ამოვიდეს. ბროწეულები დავთესე, კაკალი და ჩიტა ვაშლა. კურკაზე ამოსული გარგრები მაქვს და მუშმალა. ბონსაის უნდა შევეჭიდო. |
Posted by: banzai74 17 Dec 2018, 20:08 |
Master_Nick დამბალ ბამბაზე გავაღვივე თესლები და მერე გადავიტანე მიწიან ქოთანში და მეორე დღეს ამოვიდა. მანამდე პირდაპირ მიწაში დავთესე და არ ამოვიდა. |
Posted by: Master_Nick 17 Dec 2018, 21:39 |
ia-viola მე ეგრე რაც დავთესე არაფერი ამოვიდა ამასაც ვცდი აბა banzai74 კარგი რამე მოგიფიქრებია, |
Posted by: ia-viola 18 Dec 2018, 10:05 | ||
banzai74
ერთი უნდა ვცადო ეგ მეთოდი. კარგი აზრია. მე ქრიზანთემები დავაკალმე და ყველამ გაიხარა. ადვილად ხარობს. ახლა ვფიქრობ ხომ არ დავუარო ამ ყვავილების მაღზიებს და სხვადასხვა ჯიშები მოვამრავლო. |
Posted by: *WASP* 18 Dec 2018, 13:36 |
ia-viola ია, რამე ასეთი მაღალი ქოთანი უნდა? https://www.domino.com.ge/ka/products/gardening-and-horticulture/pots-for-plants/plastic-pots/plastic-flower-pot-prosperplast-tubus-slim-shine-white-dtus150s-s449-15-cm/ |
Posted by: ia-viola 18 Dec 2018, 13:44 |
*WASP* ნწ. რამე ესეთი იმ ქოთნის ფასად ესეთი 2 ან 3 მოგივა. პიტნას დაბალი ფესვი აქვს, ღრმად არ მიდის, უფრო განზე უყვარს გასვლა. ამიტომ, ქოთან ი ისეთი უნდა შეურციო, გვერდზე ადივლად რომ გავიდეს. |
Posted by: Universe 18 Dec 2018, 14:22 |
წინა თემის ლინკი რატომ არ მუშაობს? |
Posted by: banzai74 18 Dec 2018, 14:28 |
ვარდის დაფესვიანება უნდა ვცადო, შარშან ერთი ძირი ძლივს გავახარე და ვინმემ თუ იცით ყველაზე გამართლებული მეთოდი რომელია |
Posted by: ia-viola 18 Dec 2018, 14:37 |
banzai74 მე მამაპაპური მეთოდი მომწონს. მიჭაში 2-3 კვირტზე, მიწის ზემოთ 3-4 კვირტი და თავზე ქილა. |
Posted by: *WASP* 18 Dec 2018, 16:35 |
ia-viola მადლობა, გავითვალისწინებ. ზამთარში იზრდება ისე? მზიანი ადგილი უნდა თუ ნახევრად ჩრდილიც შეიძლება? |
Posted by: banzai74 18 Dec 2018, 16:37 |
ia-viola მადლობა, პიტნის ქოთანზეც გავითვალისწინებ თქვენს რჩევას |
Posted by: ia-viola 18 Dec 2018, 16:49 |
banzai74 *WASP* გაიხარეთ. |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 18 Dec 2018, 17:31 |
Master_Nick აუცილებლად გაითვალისწინე კლიმატის სფეციფიკა ყველა კლიმატში კიპარისი არ არი ისეთივე ეფექტური როგორიც ფოტოზეა ძირითადად მშრალი ჰავა და ნაკლები ტენი უყვარს |
Posted by: anni_dembo 18 Dec 2018, 21:14 |
ორქიდეასს თუ სჭირდება "ტორფი" და რამდენი დაახლოებით?.. |
Posted by: ia-viola 18 Dec 2018, 21:47 |
anni_dembo მე ვურევ ხოლმე, ოღონდ ძალიან ცოტას. უმნიშვნელოდ. ისე, ბევრი არ ურევს. და მხოლოდ თავის ნიადაგში ყავს. მე ვიმეტიჩრე და რავი, გაამართლა და არ გაუპროტესტებია. |
Posted by: Master_Nick 18 Dec 2018, 23:14 | ||
მადლობა გავითვალისწინებ, ადგილი მშრალი და ნაკლებად ტენიანია, მისაქცილეთან არის ახლოს. ეს კიპარისებიც უამრავი ჯიშია, შენ ხომ არ იცი კონკრეტული სახეობა რომ მირჩიო? მცხეთის სალობიეს აქვს ეგეთი კიპარისების ღობე, ჯიში არ ვიცი ოღონდ რომელია. |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 19 Dec 2018, 12:27 | ||
Master_Nick
/ტუია ბიოტა/ ამ სახელით მოძებნი მგონი ნებისმიერ სანერგეს ექნება |
Posted by: Master_Nick 23 Dec 2018, 09:53 |
M-A-S-E-R-A-T-I ოკ, მექნება მხედველობაში. ამასწინათ ყურადღება მივაქციე თბილისის აეროპორტის გზაზე, შუაში გამყოფ ზოლში საინტერესო მწვანე ღობეს, ხომ არ იცით რა მცენარეა? |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 24 Dec 2018, 12:34 | ||
Master_Nick
ჯებოტანიკს აქვს ეგ მცენარე pyracantha დაგუგლე ამ სახელით |
Posted by: Master_Nick 27 Dec 2018, 11:54 |
ჩემთან მშვენიერი თოვლია, საგუნდაო დღეა |
Posted by: ia-viola 28 Dec 2018, 22:40 |
მერე რა რომ ზამთარია. |
Posted by: anni_dembo 29 Dec 2018, 13:32 | ||
|
Posted by: ia-viola 29 Dec 2018, 14:35 |
ნამდვილი, ტყის ყოჩIვარდაც მიყვავდება. დღEს ვნახე კოკორი ამოუტანია. რო გაყვავდება, დავდებ ფოტოს. |
Posted by: Master_Nick 29 Dec 2018, 19:54 |
ia-viola მოკლედ შენ აღარ ხუმრობ უფრო სწორედ შენი ყვავილები არ იმჩნევენ ზამთრის სიცივეს. ჩემთან მუხლამდე თოვლია, დღეს ისე გავიჭედე მანქანით რომ ........................................ |
Posted by: ia-viola 29 Dec 2018, 22:18 |
Master_Nick თოვლი კაია. უფ, მომენატრა თოვლში გატანტალება. ხოო, რაღაცეებს ველოდები კიდევ. ორქიები ერთად იფეთქებენ. |
Posted by: ia-viola 31 Dec 2018, 13:17 |
დღეს შემომეყიდა. ხომ არ იცით რა ქვია? Master_Nick შენ ხარ წიწვოვანების უსტაბაში. |
Posted by: Master_Nick 31 Dec 2018, 19:51 |
ia-viola კარგი რამე გიყიდია, კონკრეტულად ამ ჯიშის სახელი არ ვიცი, მაგრამ juniperus ოჯახიდან არის |
Posted by: ia-viola 31 Dec 2018, 22:37 |
ესეც უკვე გადარგული და მორთულ-მოკაზმული. ხოდა ახალ წელს გილოცავთ ყველას. მშვიდობისა და ბედნიერების მომტანი ყოფილიყოს ეს წელი ყველასთვის. |
Posted by: Master_Nick 1 Jan 2019, 16:29 |
ia-viola მშვენივრად მოგიკაზმია გილოცავ ახალ 2019 წელს, წარმატებების და სიმშვიდის წელი ყოფილიყოს!!! |
Posted by: *WASP* 1 Jan 2019, 19:36 | ||
რამენიმე წლის წინ ვიყიდე ეგეთი და მომყიდეს როგორც "კანადური ჯუჯა ნაძვი" ეხლაც ვიყიდე ერთი ცალი. სახლში შემოვიყვანე ჩემი ორი ნაწვი და მოვკაზმე. სითბოში რამე ხო არ მოუვათ კიდე ერთი ორი კვირა რო მყავდნენ? |
Posted by: ia-viola 1 Jan 2019, 21:17 |
Master_Nick ეგ შენი ეზოს ნაძვია? რა ლამაზია. *WASP* ორი კვირაში არ მგონია რამე დაემართოთ. მარა თნ იმას ვფიქრობ,მერე სიცივეში უცბად სიცივეში გატანით არ დაისტრესოს. ხო არ ჯობია გაზაფხულამდე დავტოვოთ. |
Posted by: Master_Nick 1 Jan 2019, 21:49 |
ia-viola არა ჩემი ნაძვი არ არის, ფოტო ნეტიდან არის |
Posted by: *WASP* 2 Jan 2019, 03:55 | ||
ia-viola
სახლში ცხელა და მაგიტო მედარდება ცოტა. არამგონია დაისტრესოს და გარეთ რამე მოუვიდეთ. მახსოვს ეგენი -20 თუ -40 გრადუსს უძლებენ. ეს ჩემი ჯუნგლები ზაფხულში » სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ « » სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ « |
Posted by: ia-viola 2 Jan 2019, 10:23 |
*WASP* არა, სხვა რამ ვიგულისხმე. როცა ნელ-ნელა ეჩვევა სიცივეს სხვაა. ეგრე მყავს გარეთ ჩემი კვიპო. მარა როცა გარკვეული პერიოდი სახლის ტემპერატურაზეა და მერე ყინვასი მოუეწევს გარეთ ყოფნა, მგონია რომ სტრესულ იქნება მისთვის. ამიტომ, ჩემსას ამ წელს გამოვაზამთრებ და იქითა წლიდან უკვეგ არეთ გამოვაზამთრებ |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 2 Jan 2019, 12:29 |
სადღაც მწერების და სუკულენტებს შორის თემაში უნდა დამედო |
Posted by: Master_Nick 2 Jan 2019, 14:09 |
*WASP* რა კარგად მოწყობილი აივანი გქონია შენ მეორე ფოტოზე ქვევით შავ ქოთნებში რა მცენარეა? |
Posted by: <<Innamorata>> 2 Jan 2019, 15:20 |
აქაც დავდებ მორთულ მოკაზმულს: ))))) *WASP* რა ლამაზია შენი აივანი: ) |
Posted by: s@likun@ 2 Jan 2019, 17:23 |
ულამაზესიFერისკაკტუსივიყიდეთ ^^ |
Posted by: Master_Nick 2 Jan 2019, 18:59 |
s@likun@ რა საოცარი ფერია, ბუნებრივია? |
Posted by: *WASP* 2 Jan 2019, 19:03 |
ia-viola მგონია, ისეთი ამტანები არიან, რო არაფერი მოუვათ. Master_Nick მადლობა. ბრიკორამაში ვიყიდე მინდვრის ყვავილების და ბალახის თესლელები და მანდაც ცოტა დავთესე. პატარა ქოთანი აღმოჩნდა და ადგილი არ ეყოთ. მაგ ადგილას ეხლა ვერცხლისფერი ფუმფულა ნაძვის მოყვანა მინდა და ვერადა ვერ მოვიცალე. არადა, ფაბრიკაში პლენტ შოპი როა, მითხრეს რო ბევრი აქვთ და ჯერ ვერ გავედ. <<Innamorata>> მადლობა. შენც როგორი ლამაზი ნაძვი გყოლია. ესეც ზაფხულის სხვა ფოტოები » სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ « |
Posted by: Master_Nick 2 Jan 2019, 19:07 |
*WASP* ვა ყოჩაღ შენ, მაგას გვიმალავდი? ისე მომავალ წელს მეც უნდა ვიყიდო ეგ თესლები, სულ მაინტერესებდა თუ ამოდიოდნენ და შენ მთელი ქოთნები დაგიტვირთია პეტუნიები მეც მაქვს და ძალიან მოგვწონს ყველას. ფოტოებს სპოილერში რატომ სვამ? დადე რა პირდაპირ. ფაბრიკის ინფო დადე რა მერე აქაც, მეც მინდა ვერცხლისფერების დამატება * * * <<Innamorata>> შენ რა სერიოზული ნაძვის ხე გქონია, ძალიან ლამაზია!!! რა ჯიშია ხომ არ იცი? ეზოსთვის მინდა ეგეთი |
Posted by: s@likun@ 2 Jan 2019, 21:13 |
Master_Nick კი ბუნებრივია ^^ სურათში კიდე არ ჩანს რა საოცარი Fერია^^ *WASP* აუ მეც მინდა ეგეთი აივანი ❤️ |
Posted by: *WASP* 2 Jan 2019, 22:30 |
Master_Nick მადლობა. ვინჩესტერი გადამეწვა და ონლაინ შენახული რა ფაილებიც მქონდა, მანდ აღმოვაჩინე ეს სურათები. ამოდიან, მარა დიდად კმაყოფილი არ ვარ. გაზაფხულისკე ვაპირებ მწვანილების დათესვას. საჭმელზე და სალათებზე რო იყოს საკმარისი. ლიმონიც გაასწორებდა. ხუთ დღეში ასე ამოვიდნენ მერე უკვე დიდები გახდნენ, მარა იდეაში ფერადი ყვავილები უნდა ამოსულიყო. შეიძლება პატარა ქოთანია მაგისთვის ან ბევრი თესლი ჩავყარე. ამ ქოთაში გაზონის დათესვა მინდოდა. ზაფხულში აივანზე ვმუშაობ ხოლმე და მეთქი დავნამავ გაზონს და მერე ფეხებს ჩავაწყობ. სიგრილე და რამე :დ კიდე იკეაში ჭერზე დასაკიდი 5 ქოთანი ვიყიდე. მანდ პეტუნიები და კალიბრაჰოა უნდა ჩავრგა... მოკლედ, გაზაფხულისთვის დიდი გეგმები მაქ. რაც შეეხება ფაბრიკას, მანდ არი მაღაზია "პლენტ შოპი". რამდენიმე დღის წინ მითხრეს, ბევრი ვერცხლიფერი ნაძვი გვაქვს და ფასები 70 ლარიდან იწყებაო. მოტანის სერვისიც აქვთ, მარა, ვფიქრობ, ადგილზე შერჩევა ჯობია. მანქანით ჯერ არავის მივყავარ მანდ და ჯერ ვერ მივედი. s@likun@ ვაა, ეგეთი ლამაზი კაქტუსი პირველად ვნახე |
Posted by: sophka 2 Jan 2019, 23:05 |
*WASP* რა კარგი აივანი გაქვს გაზაფხულის დიდი გეგმები მეც მიყვარს... მწვანილი მქონდა შარშან ზაფხულს, ქინძი, რეჰანი, შაშკვლავი. მიკროქინძები ძალიან კარგად ვიხმარე სადილებში, სხვებიც, უბრალოდ გავზარდე ცოტა მეტად რეჰანი და თესლები შევინახე, მაგრამ არ ამოვიდნენ მერე რომ დავთესე რაღაც არასწორად გავაკეთე ალბათ... გილოცავთ ყველას ახალ წელს! მშვიდობა, სიკეთე და სიყვარული დაგვბედებოდეს! |
Posted by: *WASP* 3 Jan 2019, 08:16 |
sophka მადლობა დიდი. რა კარგად ამოგსვლია მწვანილები, განსაკუთრებით, ქინძი. რამე სასუქს ხო არ უმატებდი? მე ოხრახუში მქონდა დარგული და კარგად ვიყენებდი. სალათებში ძალიან არომატული იყო. დიდი ფესვი ქონია და, მგონია, ვერტიკაული ქოთანი უფრო მოუხდება. ქინძს და რაჰანის დიდი ფესვები აქვთ? |
Posted by: sophka 3 Jan 2019, 09:08 |
*WASP* ქინძი არ გამიზრდია დიდი, ასევე ვხმარობდი, ცოტა ოდნავ მოზრდილებსაც... ფესვი დიდი არ ჰქონდა, არაფერი დამიმატებია... სასუქები არ მიყვარს. მიწას მხოლოდ დამწვარი ნაკელი აქვს გარეული... ქინძი მოვაბნიე ბევრი და ყველა ამოვიდა, არ გავმარგლე, ეგრევე დვტოვე... კი სურნელიც და გემოც აშკარად განსხვავებული იყო და არომარული ბევრად... ვიდრე ნაყიდი... წელს აგარაკზე გადავინაცლებ, გავზრდი არეალს:დ |
Posted by: *WASP* 3 Jan 2019, 20:35 |
sophka მშვენიერი. არც მე მიყვარს სასუქებით გაზრდილი. მინდა რამე ლამაზი მოწნული კალათები ვიყიდო და მანდ დავთესო. ხო ამოვა? |
Posted by: Master_Nick 3 Jan 2019, 20:40 |
s@likun@ მართლა საოცარი ფერი აქვს, სად იყიდე? ვერცხლისფერ ნაძვზე ზომას გააჩნია, თუ მოზრდილი ზომაა მითითებული ფასი ოკ-ია, საინტერესოა რა ჯიში აქვთ, ეგ ბევრნაირია ძალიან. მე ყველაზე მეტად picea pungens blue diamond მომწონს |
Posted by: *WASP* 3 Jan 2019, 20:48 | ||
Master_Nick
ორივე შეფერილობა აქვს? თუ წიწვი იცვლის ფერს? https://cdn.shopify.com/s/files/1/0496/1269/products/piceabluediamond_1024x1024.jpg?v=1514232759 https://i.pinimg.com/originals/7a/32/04/7a32042a9b3c8bf47089c8f4637bdc8c.jpg |
Posted by: Master_Nick 3 Jan 2019, 20:53 |
*WASP* მეორე შეფერილობა უფრო აქვს, აი ეს ჩემი ვარსკვლავი რეალში ასეთია მზე უყვარს ძალიან, რაც მეტად არის მზეზე, მით უფრო ,,ცისფრდება" |
Posted by: *WASP* 3 Jan 2019, 20:56 |
Master_Nick კაი ვინმეა. დახრილია მარჯვნივ თუ მეჩვენება? |
Posted by: Master_Nick 3 Jan 2019, 21:01 |
*WASP* კი ცოტათი დახრილია, გაზაფხულიდან გავასწორებ ეს ჯიში თუ აქვთ ფაბრიკაში საინტერესოა, ბევრს ვნახულობ ამ ბოლო დროს, მაგრამ სხვა ჯიშებია, თან ტოტების განაწილება აქვთ რაც ვნახე რაღაც ქაოსური, ზოგს მარჯვნივ აკლია ტოტები და ზოგს მარცხნივ |
Posted by: *WASP* 3 Jan 2019, 21:18 |
Master_Nick ფაბრიკაში მგონი ყველა ესეთი იქნება https://www.facebook.com/PlantShop.ge/photos/a.743790712441519/1182884165198836/?type=3&theater ტოტების შეკრეჭა და ფორმის მიცემა შესაძლებელია. |
Posted by: Master_Nick 3 Jan 2019, 21:29 |
*WASP* ეგ რაც ფოტეზე უდევთ არის Picea pungens glauca(Colorado Blue Spruce), სხვა მასტია, უფრო გრძელი ტოტებით ვიდრე დაიმონდი, შეფერილობაც სხვანაირი უხდება მაგას რეალში. თუმცა ულამაზესია ესეც, ფასიც იმ ზომის ნაძვზე რაც უდევთ მშვენიერია. |
Posted by: *WASP* 3 Jan 2019, 21:34 |
Master_Nick გასაგებია. და ვერცხლისფერი ყველაზე კომპაქტური ფორმის რომელია? |
Posted by: Master_Nick 3 Jan 2019, 21:39 |
*WASP* ყველაზე კომპაქტური picea pungens blue diamond -ია, მე ეს ჯიში მომწონს ყველაზე მეტად, თუმცა გემოვნების ამბავია |
Posted by: *WASP* 3 Jan 2019, 22:07 |
Master_Nick ეხლა რაღაც დავფიქრდი და მგონი აზრი აღარ აქვს ფაბრიკაში წასვლას თუ ესეთი გრძელი ტოტები აქვთ. |
Posted by: Master_Nick 3 Jan 2019, 22:13 |
*WASP* ნახვას წინ არაფერი უდგას, აივნისთვის გინდა თუ ეზოში? ესეც ლამაზია, მე თავიდან დაიმონდი ვიყიდე და მინდა იგივე დავამატო, ერთი პერიოდი ბევრი შემოიტანეს ეს დაიმონდი თბილისში, ეხლა დეფიციტშია ან ისეთ ფასებს ადებენ რომ სასწაულია |
Posted by: *WASP* 3 Jan 2019, 22:24 |
Master_Nick აივნისთვის მინდა. ეზოიანი სახლი არ აქვს. უბრალოდ, თუ ტოტები ძალიან განზე ეზრდება, ადგილის პრობლემა მექნება. კიდე მინდა რამე ლამაზი ქოთნების კონსტრუცქიის მსგავსი რო რამდენიმე სახეობის მწვანილი დავთესო. |
Posted by: sophka 3 Jan 2019, 22:59 |
*WASP* კი, როგორ არა. ცოტა ღრმა იყოს და განიერი... ყველგან ამოდიან:დ რა ვუშველო, რა უნდა ვერ მივხვდი... რა ყვავილია ეგეც არ ვიცი. მეზობელმა ზაფხულში მომცა ტოტები, გავახარე, დავაფესვიანე, კარგად იყო, გაიზარდა, ახალი ფოთლები ამოუვიდა, მაგრამ რამდენიმე კვირაა სცვივა ფოთლები თანდათან და ცარიელი ღერო დარჩა. ბოლო ფოთლებიც უჭკნება |
Posted by: *WASP* 3 Jan 2019, 23:07 |
sophka რაღაც პატარა მოწნული კალათა მაქვს და ერთი მანდ მოვსინჯავ თუ ამოვა. მაგ ფოტოთი გუგლი ვერაფერს პოულობს. თუ მეზობელმაც არ იცის რა მცენარეა, დიდ მცენარეზე სურათი გადააღებინე და ასე ურო მოიძებნება. |
Posted by: <<Innamorata>> 3 Jan 2019, 23:15 |
Master_Nick ხო ძაან ლამაზია, ფოტოზე ფერი არ ჩანს,როგორც მახოსოვს შენც გაქვს აგარაკზე ასეთი: )))) *WASP* მადლობა: )) ახლა ის მითხარით გვიმრას რა გავუკეთო? სულ დასცვივდა ფოთლები:// ადრე სხვა სახლში მქონდა და მგონი ჩემთან არ მოსწონს:// |
Posted by: Master_Nick 3 Jan 2019, 23:53 |
<<Innamorata>> მე სხვა ჯიში მაქვს, ეს შენი მუქი მწვანეა, ძალიან მომწონს. გვიმრაზე მე ცუდი გამოცდილება მაქვს, ვერაფრით გავახარე, ნესტიანი ადგილი და ჩრდილი უყვარს. მშრალ ჰავაზე უჭირს ძალიან. * * * *WASP* აივნისთვის თუ გინდა აიღე ფაბრიკიდან გლაუკა. მაგას თავს აჭრიან, სხლავენ და ბონსაიდ აკეთებენ, სასწაული გამოდის, ნახე ნეტში ბევრია ფოტოები. sophka ეგ ვერ მოსვლია კარგი ამბავი, ეგ მცენარე სამთო ქიმიასთან უნდა მიიტანო და ქიმიოთერაპია დასჭირდება |
Posted by: *WASP* 4 Jan 2019, 06:16 |
Master_Nick მაგაზე ადრე მიფიქრია ისე. კენწეროს რო აჭრი, სიმაღლეში აღარ იზრდება, ხო? ხო არ იცი მოწნული კალათები სად იყიდება? ისე, რო დიდი არჩევანი იყოს. |
Posted by: Master_Nick 4 Jan 2019, 08:23 |
*WASP* კი კენწეროს აჭრიან და იჯუჯება მერე, სიგანეში გადის, ფორმებს აძლევ შენთვის სასურველს და ძალიან ლამაზია. აივნისთვის ზუსტად რომ ზედგამოჭრილია. მოწნულ კალათებზე ინფო არ მაქვს. |
Posted by: *WASP* 4 Jan 2019, 08:49 |
Master_Nick უნდა ჩავუჯდე ბონსაი ვიდეოებს. |
Posted by: ia-viola 4 Jan 2019, 10:17 |
*WASP* ფბ-ზე ნახე ეს გვერდი. https://www.facebook.com/bonsai.meskhi/ აი ეს ადამიანი არის ბონსაების ღმერთი. მე მყავს რამდენიმე ნერგი, ოღონდ ჯუჯა ხეს უფრო დავარქმევდი ვიდრე ბონსაებს. ა კაცის დონემდე ვერასდროს ავალ. მემგონი სასწავლო ჯგუფებიც კი აქვს |
Posted by: sophka 4 Jan 2019, 14:46 |
*WASP* კი იქნება ალბათ ჰიპერმარკეტებში: :დომინო, ბრიკორამა, გორგია Master_Nick იმედია გადარჩება. მადლობაა. |
Posted by: ia-viola 4 Jan 2019, 16:02 |
ახალი ნაძვი, სულ რაღაც 12 ლარად. არ ვჩერდები, დავაადდი. Master_Nick როგორ ვუშველო თავს? ჭუჭყიან ქოთანს არ ვიმჩნევთ. მერე გადავიტან ისეთ ნიადაგსა და ქოთანში, როგორიც ეკადრება. |
Posted by: Master_Nick 4 Jan 2019, 16:34 |
ia-viola ვერ უშველი თავს, არც უნდა უშველო, სასარგებლოა გორგიაში შეიძინე ეგ კონიკა? კიდევ არის საინტერესო მცენარეები? |
Posted by: ia-viola 4 Jan 2019, 17:40 |
Master_Nick კი, გორგიაში. რაღაცეები არის კი. ის გრძელწიწვა მომწონს საშონლად მარა ჯერ ოჯახში ვერ შევიტან. დედაჩემი მართლა მისვრის ჩემი ნაძვებიან, ქოთნებიან წიწვებიანად. |
Posted by: Likri 4 Jan 2019, 17:46 | ||
s@likun@
ძალიან ლამაზი ფერია,სად შეიძინეთ მასეთი ლამაზი ფერი? |
Posted by: banzai74 4 Jan 2019, 17:55 |
ia-viola ერთი წელია მყავს, პირდაპირ მზის სხივებს მოარიდე, ჩემი ცოტა დაწვა მზემ. |
Posted by: *WASP* 4 Jan 2019, 20:14 |
ia-viola ადრე ძალინ მომწონდა ბონსაი და თვითონ მისი იდეა, თუმცა გუშინ ვიდეოებს ჩავუჯექი და მგონია, რო რაღაც არაა სწორი ასე მოქცევა. ვფირობ, ამ შემთხვევაში, ბუნება უნდა მივიღოთ ისეთი, როგორც არის და თუ რომელიმე მცენარე „მეგობრად“ მოგვყავს მასზე ზრუნვის ვალდებულებასაც ვიღებთ. ამ ეტაპზე მნიშვნელოვანი მგონია მიიღო ისეთი, როგორიც არის და არ შეუსაბამო შენს ესტეტიკურ წარმოდგენებს და ამით არ იძალადო, როგორც მშვობლები ძალადობენ საკუთარ შვილებზე, როცა ცდილობენ მათი ნების და არჩევანის საწინააღმდეგოდ ბავშვების ცხოვრების "სწორ" კალაპოტში მოქცევს. მცენარეებისგან ისედაც ბევრ სარგებელს ვიღებთ: საკვებს, ჟანგბადს, ქსოვილს და ა.შ. მგონია, მადლიერების და „პატივისცემის“ სახით მაინც არ უნდა შევუცვალოთ იერი და მინიატურულ ქოთნებში არ უნდა გამოვკეტოთ. ამ გადასახედიდან, ბონსაი ზოოპარკის/ცირკის კონცეფციას მაგონებს თავისი ეგოისტური საწყისებით, როცა ცხოველებს ბუნებრივ პირობებს წყვეტენ და გალიებში ფულის საშოვნელად კეტავენ. ბოლოს რაც იყიდე, წინაზე ხო ეგეთივე უფრო პატარა გქონდა ნაყიდი? გორგიაში ვერცხლიფერი ნაძვები ხო არ შეგიმჩნევია? |
Posted by: s@likun@ 5 Jan 2019, 00:53 |
Likri დომინოში ვიყიდე ^^ ---------------------------------------- |
Posted by: ia-viola 5 Jan 2019, 11:46 |
banzai74 მადლობა რჩევისთვის. კი ვიცი, ეგ დროებითი ადგილია. მივხედავ ნაახალწლევს. *WASP* მეც მასე ვფიქრობდი, მარა მთლად მასეც არაა. მთელი მეცნიერებაა და ხელოვნება. ესეც ჩემი ყვავილები. და აი ისიც. თვით ყოჩივარდა, როგორც დაგპირდით. |
Posted by: Likri 5 Jan 2019, 12:13 | ||
s@likun@
ვიყიდი აუცილებლად,რომ დავწექი,მეფიქრებოდა მაგაზე ძაან ლამაზია მადლობა |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 6 Jan 2019, 13:47 |
* * * წელს მასიურად ყვავილობს ყველგან კრასულა ესეც ჩემი |
Posted by: Master_Nick 6 Jan 2019, 18:00 |
M-A-S-E-R-A-T-I მაგარია, ეს კრასულა ეხლა ყვავის??? ia-viola შენთან გაზაფხული მოსულა, გილოცავ! დღეს დომინოს დახურულ ბაღში ასეთ კაქტუსების მრავალფეროვნებას გადავაწყდი. ღია ბაღში არ უნდა შევსულიყავი მოსვენება დავკარგე ისეთი რამეები ვნახე, გაზაფხული მაინც იდგეს. * * * *WASP* გლაუკებია ბევრნაირი, დაიმონდები არ ააქვთ, თუმცა ესენიც ძალიან მომწონს აი ეს მეორე ფოტოზე რაც არის, ასეთი შეგიძლია შექმნა გლაუკასგან, მონდომების ამბავია და ნებისყოფა გინდა, ნელა იზრდაბა ძალიან შენს აივანს ძალიან მოუხდება |
Posted by: ia-viola 6 Jan 2019, 18:59 |
Master_Nick აუ რა სილამაზეებია. ბოლო დღეებია ერთი ფიქრი ამეკვიატა. მცხეთაში ერთ კონკრეტულ ადგილას ვიცი დიდი ცისფერი ნაძვები. საოცრად მიყვარს ეგ ხეებ, ბავშვობას, მოგონებებს და ყველაფერ საუკეთესოს რომ მახსენებს . ხოდა ვიფიქრე სადმე ძირში გირჩი ეგდება და ხომ არ წამომეღო. ჩავთესავდი, ამოვიდოდა და ჩემი საყვარელი ნაძვის ,,შვილი'' მეყოლებოდა სახლში. |
Posted by: Master_Nick 7 Jan 2019, 11:46 |
ia-viola მსგავსი ფიქრი დიდი ხანი მქონდა აკვიატებული. რაჭაში ბევრია ეგეთი ვერცხლისფერი ნაძვი. უფრო მეტიც, სოფლებში აგროვებენ გირჩებს და მერე ევროპაში იყიდება თესლი საშობაო ნაძვის ხეებისთვის ეგეთი გირჩების მოპოვება უმარტივესია მაგრამ ნელა იზრდება ძალიან. აი ზემოთ რომ ფოტო დავდე გლაუკების, ეგენი მინიმუმ 5 და მეტი წლის არის. |
Posted by: ia-viola 7 Jan 2019, 17:23 |
Master_Nick ხო მარა, საკუთარი ხელით გაზრდილს სხვა მუღამი აქვს. მით უმეტეს დათესილს და მერე ამოსულს. მოკლედ, ვიფიქრებ მე ამაზე და გირჩებს მოვზიდავ სახლში. ეგ კი არა, ჩემ მეზობელს ამ ახალ წელს ერთი ფიალა რკო ქონდა. უკვე შევიპირე რომ არ გადაყაროს. ეგება და პატარა მუხები ამოვიდეს. ეგრე, ჩემი მეგობარია, იმასაც უყვარს ყვავილები და უკვე გაზრდილებს ყიდულობს, დიდებს. მე ის უფრო მიყვარს, პატარა ნერგს რომ ვიყიდი და მერე ვზრდი. ან გადასაგდებად გამზადებუულს რომ გამოვაცოცხლებ. ნხევარზე მეტი ეგეთები მყავს ან გამყიდველისგან ნაჩუქარი ან ჩამოფასებული. |
Posted by: Master_Nick 7 Jan 2019, 23:53 |
ia-viola მე ჯერ ვერ მივედი დათესვა/ამოსვლის ეტაპზე უპირატესობას უკვე გახარებულების გაზრდა პატრონობას ვანიჭებ, ისე ეს ვერცხლისფერი რაც მაქვს, ერთი ციდა იყო რომ ვიყიდე, დამშვენდა და გალამაზდა კარგი პატრონის ხელში რაც მე მაგას დავფოფინებ |
Posted by: ia-viola 9 Jan 2019, 11:37 | ||
Master_Nick რატო არა რა. მართლა რასაც ზედ ყვები მაგას. აუ ის გრძელწიწვა ნაძვიც მომწონს. მარა იმაზე მეფიქრება, ჯერ მიწა რ მაქვს და ქოთნებში როდემდე მყავდეს, მეცოდებიან.
არა, თავის მუღამი აქვს როცა შენი გახარებულია. ერთი ვარდი მყავს მასეთი, ვარდებიდან პირველი, ჩემი დაკალმებულია და განსაკუთრებულად მიყვარს. თან მივლინებით ვიყავი და სამი დღე წყლიანი ბოთლით ვატარე მაგის ტოტი. |
Posted by: Frankens†ein 9 Jan 2019, 13:09 |
ამ ბოლო დროს აქტუალური გახდა მარიხუანას მოყვანა, პირადი მოხმარებისთვის. არის სადმე ფლორისტების რჩევები, როგორ უნდა მოვიყვანოთ მარიხუანა სახლის ბუნებრივ პირობებში? რა ინტენსივობით უნდა მოირწყას, რა სასუქით უნდა გავამდიდროთ მიწა, ზედმეტი ფოთლები რა ნიშნით მოვაცილოთ და ა.შ... |
Posted by: ia-viola 9 Jan 2019, 15:01 |
Frankens†ein შენ შეკითხვაზე უფრო უსათაუროში გიპსუხებენ. ასე მგონია. ჩვენ აქ მცენარეები გვიყვრს, მარა ეგეთ ხიხია რაღაცეებზე არ ვსაუბრობთ ხოლმე. |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 9 Jan 2019, 20:28 |
Frankens†ein ადგილი სწორედ მიგითითეს, მომავალში ამ განყოფილებაში თავი შეიკავე მსგავსი კითხვებისგან |
Posted by: Frankens†ein 9 Jan 2019, 21:25 | ||||
M-A-S-E-R-A-T-I რამე უტაქტო ან არათემატური კითხვა დავსვი? ia-viola
პროფესიონალი ფლორისტის რჩევა მაინტერესებდა. გლეხური მეთოდები მეც ვიცი.
როგორც იქნა დაადგა ჩვენს ქვეყანასაც საშველი და უკვე საკანონმდებლო დონეზე დადგინდა, რომ პირადი მოხმარებისთვის მარიხუანას მიღება არანაირად არაა ნარკომანია, კრიმინალი თუ რაიმე სხვა ამორალური ქმედება. განვითარებულ ქვეყნებში სრულწლოვანი ადამიანები ისევე მოიხმარენ მარიხუანას განტვირთვისთვის, როგორც მაგალითად ჭიქა ღვინოს... ახალგაზრდა ადამიანებისგან მიკვირს ხოლმე, დემონიზებული როა ეს თემა. ნება თქვენია, აღარ შეგაწყენთ თავს. |
Posted by: Master_Nick 9 Jan 2019, 22:33 |
Frankens†ein ჩვენ განტვირთვისთვის მარიხუანის მოხმარებას, მცენარეებთან ურთიერთობა ან თუნდაც ჭიქა ღვინო გვირჩევნია, ინდივიდუალურია ეს ყველაფერი და რა შუაშია დემონიზაცია. რეალურად მე ჩემი ცხოვრების მანძილზე მარიხუანის რეგულარული მოხმარებისგან შემდგომში უფრო დამძიმებული ხალხი მეტი მინახია ვიდრე განტვირთული და განვითარებული, 43 წლის ვარ ia-viola მე შენამდე ბევრი მაკლია, ყოველთვის ყველაფერი მეჩქარება ეს რა მცენარეა ხომ არ იცი? |
Posted by: FANNIE 9 Jan 2019, 23:17 | ||
Frankens†ein ნიადაგი კაი დრენაჟით,წყალი უყვარს ოღონდ დამდგარი არა, ph ანუ მჟავიანობა 7 ზე უნდა იყოს ნიადაგში, მე პირადად hp მზომი მაქვს გარდენიას გამო და შეგიძლია გამოწერო ამაზონიდან ან ალიექსპრწსიდან, პლუს ბაზისური მიკროელემენტები ჭირდება ზრდის პროცესში ეგეც მზა იყიდება დომინოში და ეგეთ ადგილებში სადაც შეგიძლია მიწაც შეიძინო ამისთვის. ცხოვრებაში არ მომიწევია, არც ვაპირებ, საერთოდ ეს თემა არ მაინტერესებდა არასდროს არც მცენარედ მყავს აბა თუ მიხვდები საიდან გავიგე რა უყვარს კანაფს? Master_Nick ხელოვნურია ხო? რა ნაზია მეყოლებოდა სიამოვნებით ერთი სული მაქვს როდის მოვა გაზაფხული რომ ჩემი ნეკერჩხლები აყვავდნენ, ალუბალიც გაიფურჩქნოს, გაზაფხულის სველი მიწის თბილი სურნელი მენატრება
+1 ისე მართლა არათემატური რა იკითხა? ფლორისტებთანაც თუ წავაწყდებოდი ტაბუირებულ თემებს არ მეგონა... ფრანკენშტაინ ბრო, მერი შელი უფრო კაი ტიპშა იყო თუ მერი უოლსონკრაფტი? აი კაკ რაზ დაბოლილზე საღლიცინო თემაა |
Posted by: max-14 10 Jan 2019, 00:29 | ||
ლამაზი კაქტუსებია,რა ღირდა? |
Posted by: Sargerass 10 Jan 2019, 00:57 |
გამარჯობაა <3 ალოე ვეროლოგი ხართ აქ ვინმე? გთხოვთ მასწავლოთ როგორ მოვუარო <3 და როგორ იკლონება ხომ არ იცით? ერთი ცოტა დიდი ვიყიდე, მეორე პატარას კი ტერმიტები გაუჩნდა და დალპა სულ..მაინტერესებს ღეროთი თუ დავკლონავ? ინტერნეტში ხან ასე წერია, ხან ისე და დავიბენი..გამოცდილება კი არ მაქვს ჯერ. |
Posted by: ia-viola 10 Jan 2019, 09:48 |
Frankens†ein არ გვიწყინო ფრანკე, ამ განყ-ში და კონკრეტულად ამ თემაში სულ სხვასნაირი მუხტია, დანარჩემი ფორუმისგან განსხვავებით. თან ხალხი აქ ისეთ დონეზეა ასული, უკვე ორქების გამრავლებას, ბონსაების გამოყვანას და ა.შ. გეგმავს. რა მარიხუანა? თან რა შუაშია დემონიზაცია? ხიხიობა ცოტა იუმორით იყო ნათქვამი, არაფერი პირადული. დეკრიმინალიზაცია კი ბატონო, მარა მე პირადად ვემიჯნები დანარჩენ ყველაფერს, მათ შორის მოყვანასა და მოვლას. თან, რაღა ახალგაზრდა, 36-ე წელში გადავდივარ უკვე. FANNIE ტაბუირება არაფერ შუაშია. + ამას სახლის ყვავილებთან რა საერთო აქვს მარიხუანას? თან ვფიქრობ რომ ამ საკითხთან დაკავშირებით უსათაუროში უფრო გამოცდილი ხალხი პოსტავს და ფრანკესთვის ცინიზმის მიზნით არ მიმითითებია უსათაურო. Master_Nick ეგ ხელოვნურს კი გავს ისე. მარა მაგდაგვარი მცენარე მაქვს, ოღონდ ვარჯის გარშე. თან ორნაირი: მოვარდისფრო და მოწითალო. ახლა უფრო ვიდზეა და წითელი უფრო კარგი ტიპია. გარეთ მყავს. * * * Sargerass ალოე მიკუთვნება სუკულენტებს. რახან აქვს ხორციანი და წვნიანი ფოთლები, არ უყვარს ხშირი მორწყვა და ბევრი წყალი. |
Posted by: Frankens†ein 10 Jan 2019, 17:19 | ||||||||
ia-viola
არ გიწყენთ, უბრალოდ იმედი გამიცრუვდა. პროფესიონალურ რჩევებს ველოდი.
არასწორი მიდგომაა. თუ არ მოვიყვანეთ/მოვუარეთ, გამოდის რომ შავი ბაზარი უდა ვაცოცხლოთ და შავ ბაზარზე შევიძინოთ მარიხუანა,
მარიხუანასადმი მიდგომების ცვლილებასთან ერთად ასაკთან მიდგომებიც შეიცვალა. 30 წლამდე გოგოა, 40 წლამდე ახალგაზრდა ქალი...
სხვათა შორის მარიხუანას მოვლასაც განსაკუთრებული ცოდნა და შრომა სჭირდება. ჩათესო და ამოვიდეს, არაა ეგრე. კი არის ერთწლიანი კულტურა, მაგრამ მწვანილი არაა. ესთეტიურადაც ლამაზია. |
Posted by: Master_Nick 10 Jan 2019, 17:41 |
max-14 კაქტუსების ფასი 10 ლარიდან იწყებოდა და ზევით, 25-30 ლარი ღირდა დიდები რომლებიც არის. ia-viola არ არის ხელოვნური, ბუნებრივია - განახებთ რეალში გაზაფხულზე Frankens†ein რა ღირს ეხლა მარიხუანა ბაზარზე? ადვილად ხელმისაწვდომია თუ ჩალიჩი უნდა? |
Posted by: ia-viola 10 Jan 2019, 17:52 |
Frankens†ein ეე ფრანკე, მინდ გითხრა რომ იმედები გამიცრუე, შენზე სულ სხვანაირი წარმოდგენა მქონდა, შენ კიდევ ფორუმელთა უმრავლესობასავით სიტყვებზე გამოკიდება გვყარებია. ;/ ალბათ გაგიცრუეთ იმედები. მარა ლოგიკურ კავშირში მაინც არაა მარიხუანა - ჩვენი სახლის ყვავილებთან. მით უმეტეს, აქ მცენარეებს ჩვენ ესთეტიური სიამოვნებისთვის ვუვლით მხოლოდდამხოლოდ. გვაქვს საერთო ინტერესები ვუზიარებთ გამოცდილებებს და ა.შ. თან ამ ჯგუფში უფრო ღვინისა და ლუდის მოყვარული ხალხი ვართ, ასე რომ მარიხუანასთნ დაკავშირებით არ გამოგადგებით. სწორედ მაგიტომ გითხარი, ზედა სართულებზე იკითხე ეგ ამბავი თქო. რაც შეეხება შენ მიდგომას, ვფიქრობ რომ ე.წ. პიარის მსხვერპლი ხარ. აქ შავ ბაზარზე კი არ არის საუბარი, არამედ იმაზე რომ: თუ ადამიანი ეწევა არ დაიჭირო და არ დააპატიმრო. ვფიქრობ, შენთვის რთული არ უნდა იყოს იმის დანახვა თუ რა განსხვავებაა დეკრიმინალიაციასა და ლეგალიზაციას შორის. ,,შუა უზის დიდი მზღვარი''. ასე რომ მარიხუნაზე ამ თემაში საკითხი ამოვწურეთ. თუ სხვა მცენარის მოვლასთან, ჯიშთAნ და ა.შ. კითხვები გაგიჩნდება, აქ ვართ ჭირიმე. |
Posted by: anni_dembo 10 Jan 2019, 20:37 |
:D:D » სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ « |
Posted by: Master_Nick 10 Jan 2019, 22:33 |
ia-viola აბა ეს მცენარე თუ იცი შენ? ესეთი მინდა და რა ვქნა სად ვიპოვი? |
Posted by: sophka 10 Jan 2019, 22:57 |
Master_Nick გლიცინია თბილისშიც უამრავია. ძლიერი თავბრუდამხვევი სურნელით. http://greengarden.ge/index.php?run=product/product&id=2813 უი, დავძებნე რამდენი ყოფილა :დ http://greengarden.ge/index.php?run=cart/home სხვადასხვა ფერის და სახეობის. |
Posted by: Frankens†ein 11 Jan 2019, 10:56 |
ia-viola ბოდიშს გიხდით, თუ გაწყენინეთ |
Posted by: Master_Nick 11 Jan 2019, 12:44 |
sophka ვაუ, მთელი ფერთა გამა ჰქონიათ, ვიცი ეგ მაღაზია, ადრე არ ჰქონდათ და ეტყობა ახალი დამატებული აქვთ, მადლობა ინფისთვის. |
Posted by: FANNIE 11 Jan 2019, 15:15 |
მე მყავს გლიცინია უკან ეზოში, სახლზე მინდა აყვეს და ვეჩალიჩები იზრდება ნელ ნელა და ვუთითებ "გზას" როგორ გაიზარდოს, ქუთაისში გორაზე რამდენიმე ქუჩაა სადაც გადმოკიდებულია ხოლმე ღობეებზე ჭიშკრებზე, საოცრებაა ყვავილობის დროს სურნელი ფერები ვგიჟდები ისეთი ლამაზია |
Posted by: sophka 11 Jan 2019, 21:04 |
Master_Nick ხო, ოღონდ მოარიდე სხვა ყვავილებს, პარაზიტი ვინმეა:დ ჩაგრავს სხვებს სიახლოვეს :დ :დ FANNIE კი, ძალიან ლამაზია, ოღონდ მე მისი სურნელი ალერგიას მაძლევს ცუდად მხდის. ჩემი უსახელო ყვავილი გადარჩა, გაბრაზება-მოფერებამ უშველა და ადგილის შეცვლამ, პირდაპირ მზეზე, ფანჯარასთან მივაბრძანე, ღეროზე ფოთლები გამოიბა ახალი და იოდიანი წყალი მასწავლა მეზობელმა, იმით მოვრწყე... |
Posted by: Master_Nick 11 Jan 2019, 21:08 |
sophka ვა ეგეთი აგრესიული სურნელი აქვს? მეც ვერ ვიტან ეგეთ მძაფრ სურნელს, ისე ძალიან ლამაზია, იოდიანი წყალში ფესვში დაუსხი? პირველად გავიგე ეგეთი მეთოდი |
Posted by: sophka 11 Jan 2019, 21:29 |
Master_Nick ფესვში რა, ისე, ყვავილს არ მივაკარე, მიწაზე დავასხი. რავიცი, სულ ასე ვრწყავო ხოლმე ორ კვირაში ერთხელო და კი აქვს ედემი:დ :დ ჩემთვის მძაფრია მისი სურნელი, ზოგისთვის არა... ვის როგორ მოსწონს, მე ალერგიული ვარ ზოგიერთ მცენარეებზე და ამიტომ. |
Posted by: FANNIE 11 Jan 2019, 21:53 | ||
sophka
ჰო მესმის, მე ეგრე ბალბებზე და მაგნოლიაზე მემართება გულისრევა, ნარცისზე კიდევ, ალაბთ იმიტომ რომ ბავშვობაში თამაშისას ამ მცენარეების ფოთლებისგან და ყვავილებისგან ვითომ-ვითომ სალათებს ვაკეთებდი და განასინჯიც მაქვს მიწასთან ერთად. არ ვიყავი მერე კარგად მახსოვს და ჰო გლიცინიასაც ტკბილი ცოტა მძიმე სურნელი აქვს მაგრამ ისეთი მძიმე არა როგორიც მაგნოლიას ან ბალბას მაგალითად ან ჟასმინს |
Posted by: *WASP* 13 Jan 2019, 12:58 |
ia-viola გორგიაში მოვხვდი და პიტნა ვიყიდე. თუ არ გაამართლა, ჩემთვის ხო გექნება შემონახული? კიდე ერთი კვიპაროსიც მივაყოლე. სალათის ფერის არი და ლიმონის მსგავსი სურნელი აქვს. Master_Nick დიდად არ მომეწონა ფერი. შენსას არ შეედრება. შორი რო არ იყოს, წავიდოდი. ტაქსით წასვლას აზრზი არ აქვს. მინიმუმ 40 ლარი დამეხარჯება იქ მისასვლელად და უკან წამოსასვლელად. ღირს ისე წასვლა? sophka ეხლა დავთესე მწვანილები: ოხრახუში, ქინძი, რეჰანი და სალათა. შენ სად გქონდა თესლები ნაყიდი? ტარხუნა და კამაც ხო არ გყავს მოყვანილი? |
Posted by: Master_Nick 13 Jan 2019, 13:30 |
sophka მძაფრი სურნელი მეც არ მიყვარს, ამის გამო მხვიარა ჟასმინზე ვთქვი უარი, ეგეც ძალიან ლამაზია ღიბეებზე მაგრამ აგრესიული სურნელი აქვს. ამ გლიცინიას დავრგავ გაზაფხულზე. * * * *WASP* კი დაიმონდის ფერთან განსხვავებულია, სად ცხოვრობ შენ? ეს დომინოს ბაღი ვარკეთილისკენ არის, ისთ ფოინთის მიმდებარე ტერიტორიაზე. თუ გინდა ყიდვა მე გიყიდი და მოგაწვდი არ მოგერიდოს, მე მოგზაურობა მიყვარს და ხან სად ვარ და ხან სად კიდევ, სადმე გადავიკვეთებით |
Posted by: Sxl 13 Jan 2019, 15:36 |
გამარჯობათ, ამას ქვედა ფოთლები რო დავაჭრა შეიძლება? ვერ წევს მაღლა იმ დიდ ფოთლებს და ჩამოშვებული აქვს დაბლა, თან ქვემოდან ახალი ღეროები ამოიყარა და იმათაც ფარავენ ის ფოთლები. და ოთახში უნდა შევიტანო ზამთრის პერიოდში, თუ იყოს გარეთ? ეს ორიც ოთახში თუ გარეთ? |
Posted by: sophka 13 Jan 2019, 17:14 |
FANNIE აუ, მე ბალბა ძალიან მიყვარს:დ საცოდავ ყვავილს ვაწვალებ, ფოთლებს ვუსრეს, იმდენად მომწონს მისი სურნელი:დ :დ მაგნოლია ჩემთვისაც მძიმე და უსიამოვნო. *WASP* წარმატებებიი.... თესლები დეიდაჩემის იყო, მან გამომატანა სოფლიდან და ყველა ამოვიდა. პიტნა ვერ გავახარე ერთი ეგაა, ნერგებით... უნდა თესლი ვიყიდო, დავთესო და ისე მოვუარო... კამა კი და კარგი იყო, ცოტა მქონდა. ტარხუნა და სხვა რაღაცეები არ მიცდია. აი, გაზაფხულზე ვაპირებ დათესვა-დარგვას რაღაცეებისას აგარაკზე. პატარა ბოსტანი უნდა გავაკეთო Master_Nick მხვიარა ჟასმინის სურნელი განსხვავდება ბუჩქი ჟასმინისგან ანუ? ტანდაბალი ბუჩქები ბევრია ბოტანიკურში და მომწონს. მიყვარს მისი სურნელიც და ჩაიც, ვგიჟდები:დ :დ Sxl ცოცხალი, ჯანსაღი ფოთლების დაჭრა, მოცილება, დატეხვა, რავიცი ცოდო არაა? ჰა? რა ყვავილებია,სახელწოდება თუ იცი დაძებნე რა პირობებში ცოცხლობენ და როგორ უნდა მოუარო. სანწუხაროდ, არ ვიცი, თორემ დაგეხმარებოდი. |
Posted by: Master_Nick 13 Jan 2019, 20:26 |
sophka ლოკალურად ბუჩქში ჟასმინი ოკ-ია, თუმცა ღობეებზე მასიურად რომ გამემრავლებინა ჩემთვის სურნელი ზედმეტად მძაფრია, ამიტომ სუროზე შევაჩერე არჩევანი, ჟასმინის ჩაიც არ შედის ჩემს ფავორიტებში Sxl კი მოაჭერი თავისუფლად, ზედმეტია ეგ დიდი ფოთლები, სიმაღლეშიც ძალიან მაღალია, მე გადავჭრიდი შუაზე თუ გაზრდა გინდა გვერდზე პატარა სარით დაიჭირე თორემ გადატყდება, ქოთანს თუ შეუცვლი და უფრო დიდში გადაიტან მაღალს აჯობებს გქონდეს გარეთ, არ არის დიდი ყინვები, თბილისში თუ ხარ მითუმეტეს. |
Posted by: ia-viola 13 Jan 2019, 21:12 |
*WASP* ჩემნაირი პიტნა არ აქვთ. გულის პიტნას რომ ეძახიან ის მაქვვს მე. |
Posted by: Sxl 14 Jan 2019, 00:41 |
Master_Nick აჰა გასაგებია მადლობა. კი დიდ ქოთანში გადავიტან მალე. გადაჭრაც შემიძლია ანუ ხო არ გააფუჭებს? თან ზემოთ რაღაცნაერი კვირტებივით გამოიტანა თითქოს საყვავილედ. |
Posted by: FANNIE 14 Jan 2019, 00:47 |
Sxl რატომ გადაგაქვს ჯერ დიდ ქოთანში? დააცადე მარტამდე ან აპრილამდე, ახლა მოსვენების პერიოდი აქვს და მიეცი ამის საშუალება რომ გაზაფხულიდან გამოღვიძებისთანავე გაიჯეჯილოს მე შენ ადგილას არ გადავჭრიდი , პაწუკა ნერგები თავად იპოვიან გზას და გადარგვისას მერეც შეძლებ თუ რამე, ვარჯი არ მგონია მაგ მცენარემ გაიკეთოს სამკურნალო კალანჰოეს გაქვს თითქოს მაგრამ ფერი აქვს სხვა... მარჯვნივ დაბლა ფოტოზე მგონი მუშმალაა ეგ ღია გრუნტში იზრდება უპრობლემოდ, მარცხენა რაღაც უდაბნოს მცენარის ტიპაჟია ალბათ ჯობია შინ იყოს ისე როგორც ეს კალანჰოეს "ბიძაშვილი" |
Posted by: Sxl 14 Jan 2019, 00:49 |
FANNIE კი დავაცდი არ ვიცი როდისაა სწორი გადარგვა. აპრილში გადავიტან მაშინ. |
Posted by: *WASP* 14 Jan 2019, 03:01 | ||
Master_Nick მადლობა დიდი. მთლად ასეც ვერ შეგაწუხებ. დიღმის მასივში ვარ და დიდი გზა უწევს. როცა დრო მაქვს ხოლმე უმეტესად მეზარება, როცა მინდა, მაშინ ბევრი სამუშაო და ასე ვერა და ვერ მივედი. მოგზაურობა მეც მიყვარს. ბავშვობაში მახსოვს მატარებლით რო დავყავდი მშობლებს, სულ ფანჯარაში ვიყურებოდი და ძალიან მსიამოვნებდა. მიყვარს ლიანდაგების სუნი და რკინიგზის ხმა. sophka არადა ვიდეოებში ამბობენ ძალიან მარტივად მრავლდებაო. კამაც შემიძლია მოვჭრა რამდენიც დამჭირდება და მერე ისევ ამოვა, ხო? https://www.youtube.com/watch?v=KLtn6Po-404 https://www.youtube.com/watch?v=zyIGQGtL2yw ამაში გადავრგე. რაღაც გამოვა. ia-viola
მშვენიერი. მერე შენსას დავთესავ. რავ ვიყიდე, მაგის იმედი დიდად არ მაქ. თან დიდად არომატულიც არ არი. მაინცდამაინც ფოთოლი უნდა დასრისო... |
Posted by: ia-viola 14 Jan 2019, 09:39 |
*WASP* გორგიაში ეგენი იმდენად არ გვანან პიტნას, რომ პატარა ფოთლის ნაწილი მოვწყვიტე და ჩუმად მოვსრისე ხელში, რომ დავრწმუნებულიყავი მაგათ პიტნობაში. თავიდან ვერბენა მეგონა ხოო, მრთლა ახალ წელს გილოცავთ ყველას. * * * *WASP* უკან დრაცენას და ფიკუსს ვხედავ. დრაცენების გურუ ვარ. სამნაირი მყავს და ველურებივით არიან. ახლაც კი იზრდებიან, რა ზამთარი და რა მოსვენების პერიოდი. * * * Sxl შენ ადგილ;ზე მუშმალას დავტოვებდი გარეთ მხოლოდ. იმას ყინვამ დაჰკრა და მაგიტომ ქვს ეგეთი ფოთლები. მასტენიკს დაუჯერე. კარგი რჩევები მოგცა. |
Posted by: ilia132 14 Jan 2019, 14:27 |
მოგესალმებით მეგობრებო გილოცავთ ახალ წელს და თქვენი დახმარება მჭირდება. სამსახურში გვაქვს ბევრი ყვავილები, აქედან ორს ასეთი რაღაც დაემართა და რისი ბრალია ვერ გავიგეთ. იქნებ თქვენ დაგვეხმაროთ რა ჭირს და რითი შეიძლება რო ეშველოს? |
Posted by: Sxl 14 Jan 2019, 15:07 |
ia-viola გასაგებია მადლობა. მოკლედ აპრილამდე შევიტან ოთახში ამათ. მერე დიდ ქოთანში გადავრგავ იმ მაღალს, რამე სარსაც ჩავურჭობ რო არ მოტყდეს. დაბლა ფოთლები დავაჭერი და უკეთესია მგონი, მთავარია არ გახმეს. კიდე ერთი რაღაც მინდოდა მეკითხა, აივანზე რო მიდგას ერთი მხრიდან ურტყავს ხოლმე მზე სულ და იმ მხარეს ტრიალდებიან/იხრებიან მცენარეები, მერე მეორე მხარეს ვატრიალებ ხოლმე რო სწორად გაიზარდოს. ჰოდა ეგრე უნდა ვქნა თუ რამე სხვა ხერხიც არის? |
Posted by: ia-viola 14 Jan 2019, 15:59 |
Sxl მე ეგრე ვატრიალე ხოლმე. |
Posted by: Master_Nick 14 Jan 2019, 22:44 |
*WASP* მე ვიფიქრე თბილისიდან 150-200 კმ -ით იყავი დაშორებული დიღმიდან დომინომდე გასვლა არ უნდა დაგეზაროს ეს მოწნული ქოთანი მომეწონა და სად შეიძინე? |
Posted by: *WASP* 15 Jan 2019, 04:37 |
ia-viola რავი, ცოტა იმედებს ვამყარებ. იქნებ გაიზარდონ. მერე შენც ხო მომცემ და ეგ იქნება... ჩემს დრაცენას ფოთლის წვერები გაუხმა. მზის პირდაპირ სხივებს მოვაცილე და წყალს ვაპკურებ ხოლმე. სხვა რამე უნდა? Master_Nick დაზარებაზეც არ არი. სამსახურში საგიჟეთია ხოლმე და გვიანობამდე ვმუშაობ. ხოდა როცა ვამთავრებ, მაშინ ალბათ იხურება კიდეც. თან სხვა ათასი საქმე... თუმცა რაღაც პონტშიც დაზარების ამბავიც არი. მეზარება მარტო გასვლა... ქოთანი გორგიაში. რამის დასარგავად მარტო ასეთი მოვნახე. სხვანაირი მოწნული კალათები არ ქონდათ ან მე ვერ ვიპოვე. |
Posted by: ia-viola 15 Jan 2019, 09:33 |
*WASP* ვფიქრობ გამომშრალი ჰაერის ბრალი უნდა იყოს. ხო, დანამვა ისედაც უყვარს მაგას. მე კიდევ ზაფხულობით ქვედა ფოთლებს ვაცლი ხოლმე, რაც სულ ძირში აქვს, ასე 2-3 წყებაზე და ნერგი უფრო ძლიერდება მსხვილდება კიდეც და სიმაღლეშიც მიდის. კდევ მიწას ვუფხვიერებ და ბანანის ქერქის ნაყენიც მოწონს. მზეს რაც შეეხბა, ზაფხულობით დილის მზის სხივები ხვდება, ზამთრობით - შუა დღის. ისეთი მდებაეობა აქვთ ასე უწევთ. ხოდა, კი არიან გაკაჟებულები. *** ზოგადად, ამ ბოლო დროს არ მომწონს გორგიას ქოთნები. ქოთნის შერჩევის ჩემეული კრიტერიუმები მაქვს. არ მიყვარს ე.წ. ჩასადგმელი ქოთნები, აი ისეთები გარედან რომ ლამაზია და ამ ლამაზ ფასადურ ქოთანში შიგნით მეორე უსახური ქოთანი რომ იდგმევა. აუცილებელია ქოთანს ძირი ქონდეს რომ წყლის ოდენობა ვაკონტროლო. და არიან მცენარეები, რომლებიც ძირშI დასხმას ვერ იტანენ და მაინცდამაინც თეფშზე უნდა დაუსხა წყალი. შესაბამისად, ამ შემთხვევაში ჩAსადგმელი ქოთნები უვარგისია |
Posted by: *WASP* 15 Jan 2019, 17:56 |
ia-viola და ეგ მომხმარი წვერები არ მოვაჭრა? და მაგ ფოთლებს რო აცლი, მერე მაგ ადგილას სხვა ფოთლები ამოდიან? გადარგვის მერე ბიოჰუმუსი დავასხი. მეთქი კარგ სამეს ვიზამ. რამე ხო არ გავაფუჭე? გთხოვ, შემახსენე ბანანის ქერქისგან როგორ აკეთებ ნაყენს და როდის უსხამ ხოლმე. გორგიაში კარგი ქოთნები არ არქვთ. კარგი და ლამაზი ქოთანი ან უნდა დაამზადებინო, ან ცოტა მეტი გადაიხადო. |
Posted by: ia-viola 15 Jan 2019, 21:24 |
*WASP* რას ამბობ. 1 და 2 მცენარე რო მქონდეს გადაიხდი და იყიდი ძვირიან ქოთნებს, მარა საერთო ჯამში 100 ქოთანზე მეტს ვუვლი. მილიონერი რო გავხდები, მერე შევუძენ ექსკლუზიურ ქოთნებს. ძირში რო ვაცლი, ახლები კი არ ამოდის, ღერო უმსხვილდება და სიმაღლეში მიდის. ოღონდ გაზაფხულობით და ზაფხულობით ვშვრები ხოლმე მაგას. ბანანს რაც შეეხება, ერთ ბანანის ქერქს ვასხავ 1 ლიტრ წყალს და სამი დღე ვტოვებ სიბნელეში, მერე ქერქს ვიღებ, ზემოდან ვამატებ 2 ლიტრ წყალს და მაგით ვრწყავ. ბიოჰომუსი არ მიხმარია, მარა ძალიან მომწონს ლიგნოგუმატი. |
Posted by: *WASP* 16 Jan 2019, 04:25 |
ia-viola მერე ზემოთ არ ემატება ფოთლები? ჩემსას სამი მწკრივი რო მოვაცალო, უეჭველი გამელოტდება. მაგ ნაყენს გაზაფხულობით აკეთებ? ერთ მცენარეს რამდენჯერ უსხამ? ამდენ ქოთანს სად ტევ და როგორ უვლი? ძაან ბევრია. მგონია, რო ძალიან დამღლელი იქნება. |
Posted by: ia-viola 16 Jan 2019, 09:41 |
*WASP* ჩემები დიდი ვირები არიან უკვე, მაგათ რა გამელოტებთ. ნაყენს ვუსხამ 2-3 თვეში ერთხელ. ზოგი ეზოსია და ახლაც გარეთ მყავს. ვარდებიც კი ქოთნებში მყავს. სახლში რაცაა სტელაჟი მაქვს სპეციალური და იმაზე ვტევ. სახლში კი მიპროტესტებენ, მარა რო გვავდებიან მერე მოსწონთ. ახლა ციკლამ გაიგიჟა თავი. ფოთლებზე მტი ყვვილები აქვს. არადა მთელი შემოდგომა მეგონა რომ მოკვდებოდა. აი ჩემი ტრიო. ეს ზაფხულის ფოტოა და რეალურად ახლა უფრო მაგარ ვიდზე არიან. |
Posted by: *WASP* 16 Jan 2019, 19:28 |
ia-viola კერძო სახლი კაია. <3 ხო, რაღაც ჩამოწეულივით აქვთ ფოთლები. ეგ რის გამო მოსდით? მივადგე ჩემებს და დავაძრო ფოთლები? დავაბრუნე ჩემი ნაძვები გარეთ. |
Posted by: ia-viola 16 Jan 2019, 21:19 |
*WASP* ეზო არგია, როცა მარტო ცხოვრობ. მარა კორპუსს მაინც ეს მირჩევნია. მე როცა არ ვარ სახლში, მეზობლები უვლიან ხოლმე. ეს ზაფხულის ფოტოა და დასიცხულები არიან. ჯერ არ დააცალო, აცალე. გაზაფხულის ბოლოს. ბევრი კი არ დააცალო, ქვედა წყება. აი ამ წამს გადავუღე მე რაც სახლში მყავდა, დავტოვე. და ერტი ისრდაც გარეთ იყო. |
Posted by: ტუზ❤️ 17 Jan 2019, 00:32 |
ტორფი რა ღირს და სად შევიძინო? |
Posted by: ia-viola 17 Jan 2019, 10:53 |
ტუზ❤️ სამთო ქიმიასთან. 1. ,,გორგიაში'' 2. ,,ჩემ მამულში'' 3. მიმდებარე მაღაზიებში. |
Posted by: Sargerass 17 Jan 2019, 17:52 |
მეგობრებო ბონსაი აკაცია რაში ჯობია გადავრგა? http://d.radikal.ru/d38/1901/76/dd5f024eecec.jpg |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 20 Jan 2019, 02:45 | ||
Sargerass
სადაც არი იქვე რომ დატოვო? |
Posted by: Master_Nick 20 Jan 2019, 14:39 |
ასეთი ბზები ხომ არ გაქვთ ვინმეს,? მაინტერესებს რამდენად გამომდგარია ჩვენს პირობებში |
Posted by: CanterburyTales 21 Jan 2019, 09:51 |
ნაძვები მაქვს სამი. მომწონს. |
Posted by: ia-viola 21 Jan 2019, 13:54 |
Master_Nick ფოტოზე კარგად არ ჩანს. მარა თუ ის არის რაც მე მგონია, მაშინ გეტყვი რომ გადასარევად ძლებს. მე ქოთანში მყავს და კია დიდებულად. შარშან იყვავილა კიდეც. |
Posted by: Master_Nick 21 Jan 2019, 18:12 |
ia-viola buxus sempervirens - ია. ძალიან მომეწონა, დეკორატიული კუთხეების გასალამაზებლად კარგი რამე ჩანს, ფასიც ოკ- ია. |
Posted by: ia-viola 21 Jan 2019, 22:39 |
Master_Nick არა, ეს სხვა ვინმეა. მარა ლამაზი კია. |
Posted by: *WASP* 22 Jan 2019, 07:08 |
რელიგიური კონოტაციის გამო არასდროს მომწონდა ბზა. ისე, ჰაერის დამატენიანებელს ხო არ იყენებთ? |
Posted by: ia-viola 22 Jan 2019, 11:33 |
*WASP* ტოტებს რომ გლეჯენ ეგ არც მე მომწონს. პირველად ქოთნით რომ მივათრიე ბზა ტაძარში - ბზობას, ყველა მეკითხებოდა სად იშოვეო, მეორე წელს უკვე მეორე ჯიშის ბზა მივათრიე, ასევე ქოთნით, ერთმა-ორმა მომბაძა. აი უკვე მესამე წელს გაცილებით მეტნი ვიყავით. ჩემმა ორმა ბზამ თავისი საქმე გააკეთა. + ამას ფბ-ს ფოტო, გულისამაჩუყებელი კომენტარით. აი ასე ნელ-ნელა კეთდება საქმე. მაგ აპარატის ყიდვა მინდა ისე, ჩვენთვისაც კარგია ჰაერის დამატენიანებელი, განსაკუთრებით ზამთარში. ჩემ ბზებს ფოთლებს ვუნამავ ხოლმე. |
Posted by: Master_Nick 22 Jan 2019, 17:35 |
ia-viola კი მეც ძალიან მომეწონა, საგაზაფხულოდ ვიყიდი ალბათ და ვნახოთ ჩვენს კლიმატს როგორ შეეგუება |
Posted by: Universe 22 Jan 2019, 18:26 |
რა შეფერილობის აზლია შეგხვედრიათ ჩვენთან, სად იყიდება და ოთახში რამდენად კარგად ხარობს თუ იცით? |
Posted by: ia-viola 22 Jan 2019, 19:35 |
Universe მე ორჯერ მქონდა და ორივეჯერ მომიკვდა. ხოდა შევეშვი. ბაცი ვარდისფერი იყო ჩემები. და მგონია რომ არასწორი მოვლის ბრალი იყო. რაღაც ვერ ვქენი სწორად. ჯეობოტანიკშიც იყიდებოდა, მეეტრო დიდუბის მიმდებარე ტერიტორიაზეც. ჩემ ერთ ნაცნობსაც ქონდა და იმასაც მოუკვდა. თუმცა, ყვავილნარის ჯგუფში ამბპბენ რომ დიდი ხანია აქვთ. ისე, დასავლეთ საქართველოში ეზოებშიც ხარობს. |
Posted by: Universe 22 Jan 2019, 20:40 | ||
ia-viola
ჰო, ნეტშიც წერენ ოთახის პირობებში უჭრსო. მაინც გადავამოწმე თქვენთან. ისე, მონარინჯისფრო ხომ არ შეგხვედრია სადმე? |
Posted by: *WASP* 22 Jan 2019, 20:59 |
ia-viola თვითონ ეგ მცენარე არ მომწონს. ამ დღეებში ვაპირებ მაგ აპარატის ყიდვას. ესენი ნახე რა დღეში არიან https://www.facebook.com/bbc/videos/2037160796303036/UzpfSTEwMDAwMjU2NzI5ODA3MzoxOTIxNTA2NDQxMjc4MjQ3/ |
Posted by: ia-viola 22 Jan 2019, 22:12 |
*WASP* რა ჯდება ეგ აპარატი? მერე დაგვაკვალინე რა. ეს ვიდეო არ მქონდა ნანახი. ერთმანეთთან საუბრისა რა გითხრა, მარა ადამიანენის განწყობას მართლა გრძნობს მცენარე. Universe ნწ. მხოლოდ მოვარდისფრო და თეთრი. |
Posted by: aktrisa 23 Jan 2019, 10:38 |
დედა მიზრდიდა მცენარეს ( სახელი არ ვიცი) და როცა წამოვიღე სახლში ნელნელა შევატყვე რომ მოიწყინა, არც წყალს ვაკლებდი არც მზეს, მაგრამ ისე ჩამოყარა ფოთლები გული მომიკვდა.. ავდექი და ისევ უკან მივუტანე და გამოცოცხლდაო მითხრა ))) არ ვიცი რამ განაპირობა ეს მაგრამ აშკარად ჩემთან არ მოეწონა |
Posted by: Poppysmic 24 Jan 2019, 13:03 |
დავაფესვიანე ავოკადო და უკვე 20 სმ და ცოტა მეტისაც გაიზარდა. ახლაა რა ვუყო? როგორ ქოთანში გადავრგო და როგორი მიწა შევურჩიო? სახლის როგორი პირობები უნდა შევუქმნა ? |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 24 Jan 2019, 14:26 | ||
Poppysmic
დაფესვიანება ყველაზე მარტივია შემდეგი ბედი უკვე დილემაა, ნაყოფს ოთახის პირობებში არასდროს მოგცემთ, მაგრამ როგორც დეკორატიული მცენარე შეგიძლიათ თავისუფლად იყოლიოთ , განსაკუთრებული მოვლა არ სჭირდება საკმარისია ნოყიერი ტყის მიწა ზომიერი მორწყვა და კარგი განათება |
Posted by: ia-viola 26 Jan 2019, 11:11 |
აი ჩემ ნაძვს საერთოდ არ აინტერესებს ზამთარი და იანვარი. ახალი წლუს მერე გაიზარდა ასე |
Posted by: ia-viola 27 Jan 2019, 11:56 |
M-A-S-E-R-A-T-I და დანარჩენებო, ხომ არ იცით ეს რისი ბრალია? |
Posted by: Master_Nick 27 Jan 2019, 12:59 |
ia-viola რა გაპრიალებული ფოთლებია, რამეთი წმინდავ? სოკოა დიდი ალბათობით ბოჰემური რაფსოდია ნახე? |
Posted by: ia-viola 27 Jan 2019, 15:16 |
Master_Nick არა, რითი უნდა გავწმინდო. ეგეთია უბრალოდ. ფბ ჯგუფში მითხრეს ზედმეტი წყლის ბრალიაო.და რავი აბა. შევუმცირებ მორწყვას. 4 წელია მყავს და რო გაფუჭდეს, დამწყდება გული. სულ პატარა ტოტიდან გავზარდე. არა არ მინახავს'. არადა მინდა. ქვინი ჩემთვის... . უფ.... . იფ..... ესეც ჩემი ველურების ნაწილი |
Posted by: sophka 27 Jan 2019, 17:37 |
ia-viola დრაცენა სულ მინდა და თან არა, რომ არ ყვავილობს. მე რომ მაქვს კოლეუსი რქმევია და გამოკეთდა, ასე უხმებოდა ფოთლები. ვარდი ვიყიდე და იმედია გაიხარებს აივანზე, მზე დიდად არ უდგება და ცოტა მეფიქრება ერთზე. მეორე ძაან კარგ მზიან ადგილას იქნება:დ Master_Nick ვერცხლისფერი ლავანდა ვნახე ჯეობოტანიკში შენსას ჰგავს |
Posted by: Master_Nick 27 Jan 2019, 17:53 |
ia-viola ამ ზამთარში რას რწყავ ამისთანას??? ზამთარში გარეთ ხშირად რწყავ მცენარეებს? ნახე რაფსოდია, მე მაგრად ვისიამოვნე, ფრედი გააცოცხლა მალეკმა sophka ჩემი ლავანდა განსაკუთრებული ფერია, აქ თბილისში ეგეთი ფერი იშვიათად მინახია. შეიძლება შემოიტანეს, კიდევ რა ნახე გეობოტანიკში,? საინტერესო რამეები აქვთ მანდ, ეს ყვითელი ვარდი მანდ შეიძინე, ძალიან მაგარია |
Posted by: sophka 27 Jan 2019, 18:27 |
Master_Nick ვერცხლისფერი იყო კი, როგორ არ გადავუღე ფოტო, ხელი არ მეყო თორემ მაგის ყიდვასაც ვაპირებდი, მერე გავივლი არ მეჩქარება მაინც აივარნზე უნდა მყავდეს. კი მანდ ვიყიდე, ბეგონიები ჰქონდათ, იები, ქრიზანთემები მოყვავილე. პეტუნიები, დრაცენა, აზალია და ორქიდეები. ბევრი რაღაცეები. უბრალოდ, მართლა უჟმური და სიტყვაძუნწი კონსულტანტები არიან, არავინ ნორმალურად არაფერს გიხსნის. ესენი მინდოდა და ვერ ავარჩიე რომელი. გადავიფიქრე მერე ყიდვა. რამე ეზოსი მირჩევნია |
Posted by: Master_Nick 27 Jan 2019, 18:44 |
sophka ეს ანთურიუმი ძალიან ლამაზია, მაგრამ ოთახის არის მეც როგორც ვიცი, დიდი ფოფინი დასჭირდება მაგას ია-ვიოლას ეცოდინება მაგის კაპრიზები მეც ვემზადები საგაზაფხულოდ, რამე ახლები მინდა ეზოსთვის, მალე მოვიდეს გაზაფხული ერთი სული მაქვს |
Posted by: ia-viola 27 Jan 2019, 18:44 |
Master_Nick ხო აუცილებლად უნდა ვნახო. რავი, რო უშრება მიწა, მაშინ ვრწყავ. გარე, ამინდენს გააჩნია. მიწის ტენიანობისა და ამინდების მიხედვით. აბა ამ ყვავილს რა უცნაურობაშ შეამჩნევტ? მე მგვანან ჩემი მცენარეები, ჩემნაიღი უკუღმართები არიან. * * * sophka Master_Nick ეგ არის მცენარე, რომელსაც ვეღ დავუმუღამე. ერთი მქონდა, იშვიათი ჯიშის, აი რაც წითელია, ყვავილი, მწვანე ქონდა. მომიკვდა, რამის თან გადავყევი. ახლა სხვა მაქვს პატარა ნერგი, სიმწრით ცოცხლობს.მეორენაირად მამაკაცურ ბედნიერებასაც ეძახიან. * * * sophka ისე მიყვარს დრაცენა, ვის რად უნდა მაგის ყვავილი. კი აქვს, მარა შეუმჩნეველი. |
Posted by: sophka 27 Jan 2019, 19:16 |
Master_Nick აი, მეც. შევხედე ლამაზია, მომეწონასავით და მივხვდი, რომ არა. არაა საჩემო, რაღაცნაირია რა. სულ ოთახში უნდა გყავდეს, ადგილის შეცვლა არ უყვარს და ამბავი. ia-viola აუ, კი. დრაცენა მეც მომწონს, ვიყიდი მერე აუცილებლად. კარგი ვინმეა. ორი კოკორი შეეზარდა ერთმანეთს თუ რა:დ სიამის ტყუპებივით :დ რა კარგები არიან, სახლში გყავს ვარდიც? კონსულტანტმა აივანზე დატოვე სახლში არ შეიყვანოო. მე როზმარინი მინდა ვიყიდო. და ბოლქვები მინდა კიდევ, ორთაჭალის ქუჩაზეა ჰოლანდიური ეზო, შევიარო ერთ დღეს უნდა. |
Posted by: Master_Nick 27 Jan 2019, 19:58 |
sophka ორთაჭალის ქუჩაზე ჰოლანდიური ეზო რა ადგილას არის? * * * ia-viola რა უცნაურობას აბა? ერთ მცენარეზე ორი ფერის ვარდი რომ გაქვს? |
Posted by: sophka 27 Jan 2019, 20:31 |
Master_Nick ორთაჭალის ქ.#5 არც მე ვყოფილვარ. ზუსტად არ ვიცი, სავარაუდოდ გორგსალიდან როგორც კი ახვალ მალევე უნდა იყოს. რუკა მიჩვენებს ასე:დ ბოლქვები აქვთ ბევრი, გეორინის და ბაიას ბოლქვები მინდა მე. ისე ნარცისები, შროშანები, ტიტებიც და სხვებიც აქვთ. ესენი მინდა. მოვედი მადაზე და ეშხში შევედი, საგაზაფხულოდ. |
Posted by: Master_Nick 27 Jan 2019, 21:06 |
sophka მოხვედი ხომ მადაზე? ეგრე სცოდნია მცენარეებით/ ხეებით დაინტერესებას. შენ ეხლა წარმოიდგინე განუსაზღვრელი ფინანსური რესურსი რომ გქონდეს რეებს გააკეთებდი? ჩვენ კიდევ ერთი კაცის მიერ ხეების წინ და უკან ტარება ახირებად მივიჩნიეთ მასშტაბებია მანდ გრანდიოზული ვნახავ ორთაჭალის ჰოლანდიურ ეზოს, ახლოს არის ჩემთან და დავდებ დეტალურ ინფოს |
Posted by: sophka 27 Jan 2019, 21:22 |
Master_Nick აუ, კიი.... მაგრამ მე ხეებს უკვე გაზრდილს არ გადავიტან-გადმოვიტანდი:დ :დ ახალს რომ დარგავ ან დათეს და შენვე იზრუნებ მასზე ეს უფრო მომწონს. ამიტომ მინდა ბოლქვები და თესლებიი, მიწა და ადგილი მინდა და ბევრი ფული:დ ვაიმეე, რამდენ რამეს გავაკეთებდიი... კარგიი, ველოდებით ინფოს შენგან. მინტერესებს მეც ძაან როგორია და გორგასლის 52-შიც არის რაღაც სანერგე, თუ იცი. |
Posted by: ia-viola 27 Jan 2019, 21:38 |
Master_Nick ნწ. ერთ გვირგვინზე ორი კოკორია. :დდდ |
Posted by: Master_Nick 27 Jan 2019, 21:39 |
sophka გორგასლის 52 ში უდიდესი სანერგეა, ,,გამწვანება კრწანისი" ნამყოფი ვარ ბევრჯერ, თუმცა ჩემთვის ძვირი სანერგეა, ეგ ადგილი სართიჭალის ,,აგრომაქს დეკორით" ჩავანაცვლე. ცოტა შორის არის თბილისიდან მაგრამ ფასებით უფრო დემოკრატიულია. წელს მე ხეებზე მეტად დეკორატიულ ბუჩქებზე/მცენარეებზე და ეზოს ყვავილებზე გავაკეთებ აქცენტს, ხეებით უკვე გავამწვანე ეზო და აწი გაზრდას დაველოდები |
Posted by: sophka 27 Jan 2019, 21:58 |
Master_Nick ia-viola გამოვიცანი მეე :დ აუ, ძვირი თუა შენთვის, ჩემთვის ხომ იქნება და იქნება. აღარ მივალ მანდ. ჰოლანდიურის ფასები ნორმალური მომეჩვენა და ვნახოთ რა იქნება. |
Posted by: ia-viola 27 Jan 2019, 22:12 |
sophka ხოო, სიამის ტყუპები არიან. ერთ გვირგვინში ორი კოკორი.პ ირველად ვნახე ასეთი რამ. ეგ ვარდი განსაკუთრებულად მიყვარს. ჩემი დაკალმეებულია და ვარდებიდან - პირველი. <3 არა, ეზოში მყვას. უბრალოდ შევაჭერი ყვავილი. ვერ გაყვავდა, სითბო არ ყოფნის. მაინც გასასხვლელია ეგ. ქვემოთ რომ დადე, მემგონი ეგ ჯუჯა გეორგინაა. მეც მყავს. დეკემბრამდე ყვაოდა. ისე, მცენარეებმა ასე იცის ჩათრევა. მერე სულ გინდება რომ ყველა და ყველაფერი გყავდეს. გაციებით მეტია, ვიდრე ჰობი. დღს 44-5 საათი დამჭირდა მოსავლელად. სანამ გაზაფხული მოვა, ხომ უნდა მოვამზადო ნელ-ნელა. |
Posted by: *WASP* 27 Jan 2019, 22:14 | ||
ვა, რამხელა წიწვები ამოყარა... ეგენი კარგად იზრდებიან. მე მქონდა ასეთი და ნახე ორ წელში როგორი ფუმფულა გახდა » სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ « ჰაერის დამატენიანებელი ვიყიდე. მოგიყვები გურჯისტანულ გამოცდილებას. მოკლედ, არსებობს რამდენიმე ტიპის დამატენიანებელი: ულტრაბგერითი, ორთქლის, "ჰაერის მრეცხავი" და კიდე რაღაც ტიპის. ულტრაბგერითი - ღირს ცოტა, თუ უაზრო ფუნციების მქონეს არ შეარჩევ. სჭირდება ყოველდღიური მოვლა, წლის გამოცვლა და თეთრი ძმრით დეზინფექციისთვის დამუშავება. თუ კარგად არ მოუარე, დატენიანბის ნაცვლად ჰაერს დაგიბინძურებს და ბაქტერიებს გაავრცელებს. ამ ტიპის დამატენიანებელს სჭირდება გამოხდილი წყალი. სახლის პირობებში მსგავსის მიღება რთულია, ამიტომ ყიდვა დაგჭრდება. ონკანის წყალს მოყვება მინერალები და სხვა ნივთიერებები. ხოდა, დამატენიანებელი წყალთან ერთად ჰაერში წყალში შემავალ ნივთიერებებსაც აფრქვევს და შედეგად ავეჯზე წარმოიქმნება თეთრი ნადები. ამბობენ შეიძლება ეს ნადები სასუნთ გზებშიც შევიდეს. ამიტომ, თავის დაზღვევის მიზნით მაინც ჯობია რო გამოხდილი წყალი გამოიყენო და სათანადოდ მოუარო. ხარჯები: თუ არ აქვს ფილტრები, ეს ხარჯი მოხსნილია. დენს ცოტას მოიხმარს, მარა გამოხდილი წყალი ძვირი ჯდება. დღეში დაახლოებით დაგჭირდება სულ მცირე 5ლ წყალი (ჩემი გათვლებით). ერთი ლიტრი ღირს 65 თეთრი. 5 ლიტრი დღეში გამოდის 3.25 ლარი, თვეში - 97.5 ლარი. ძვირი გამოდის, რადგან დიდად ვერ ცვლის ჰაერის ტენიანობას და უფრო ლოკალურად, ორი მეტრის რადიუსში კარგად ატენიანებს და დანარჩენ სივრცეში - ნაკლებად. ორთქლის - ბაქტერიებს კლავს და ამ მხრივ საშიში არ არის, თუმცა ზაფხულში ცუდია იმიტომ, რომ ცხელ ორთქლს უშვებს. არაა რეკომენდებული იმ შემთხვევაში თუ სახლში გყავს პატარები ან შინაური ცხოვლებე (შესაძლო დამწვრობის პონტში). ბევრ ელ. ენერგიას მოიხმარს და ამ მხრივ გაგყიდის. "ჰაერის მრეცხავები" - როგორც გავარკვიე, ყველაზე კარგი ამ ტიპის დამატენიანებლები ყოფილა. ჰაერს ბუნებრივად ატენიანებს (60% მეტად არ აწევს) და ამავდროულად ჰაერს წვრილი/მსხვილი ნაგვისგან წმენდს. მეორე ფუნქციის გადასარეავად მუშაობის დიდად არ მჯერა, თუმცა ამბობენ რო დატენიანება ნამდვილად კარგად და თანაბრად გამოსდის. დენს ცოტას წვავს, და როგორც ვიცი, სპეციალური წყალი არ სჭირდება. ამ ტიპის დამატენიანებლები სხვებთან შედარებით ძვირი ღირს. მე აქ ვიყიდე 2 ულტრაბგერითი დამატენიანებელი. უკმაყოფილო ვარ. იმის ილუზია არ მექნებოდა, რომ 145 ლარად კარგი ხარისხის იქნებოდა, თუმცა... მოკლედ, როცა აპარატბს დავაკვირდი, რაღაც ხმარების ნიშნები ქონდათ. სადღაც გაცვეთილი, შიგნით რაღაც მოტეხილი. მანამ კურიერს გამოატანეს, შეამოწმეს და ყუთში სულ წყალი იყო ჩასხმული. ტეხავს ეგეთი რამეები. მეორედ მაგათთან ხო აღარაფერს იყიდი?... ეჭვი მაქ, დახლზე რაც ედოთ, ის გამოატანეს. მითხრეს ერთი 3 ლიტრიანი არის და მეორე 2.5. არადა გაცილებით ნაკლები წყალი ეტევა ორივეში. ჩართვამდე ვერ დავამუშავე თეთრი ძმრით, ხოდა რამდენიმე საათში დამეწყო ცემინება და გავთიშე. ეხლა შენახული მაქვს. მერე თეთრ ძმარს რო ვიყიდი, მაგით დავამუშავებ და ვნახოთ რა იქნება. ისე, სამომავლოდ ჰაერის მრეცხავის ყიდვა მინდა. რაც დავსერჩე, ორ ბრენდ აქებენ: Boneco (შვეიცარია) და Venta (გერმანია). ვენტათი უფრო კმაყოფილები არიან. |
Posted by: ia-viola 27 Jan 2019, 22:31 | ||
*WASP* გაიხარე. შენ სერიოზულად გამოგიკვლევია ეგ თემა.
გავითვალისწინებ. ეგ ჩვენთვისაც კარგია, განსაკუთრებით გაზის გამათბობელები ვისაც გვაქვს. ხოო, ის მეორე, კვიპაროსმაც გამოყო თავი. გაგანია იანვარში არ დაიწყეს გაზრდა. კაი ეს პატარა სახლში მყავს და თბილადაა. ის კვიპაროსი რამ გადარია. თებერვლის მეშინია. :/ |
Posted by: *WASP* 27 Jan 2019, 22:46 | ||
ia-viola
ამასთან ფრთხილად იყავი რა. ხო, ნუ რაც გავარკვიე ჰაერის მრეცხავია ყველაზე კარგი. აქ მგონი ვენტა არ იყიდება და რო გამოიწერო, სადთაც 450-650 დოლარი დაჯდება ალბათ თავისი განბაჟებეთ და სხვა ხარჯებით. მარა, მგონია, რო ღირს, განსაკუთრებით ცივ სეზონზე. ისე, მგონი ზაფხულშიც რთავენ. კონდინციონერი ჰაერს აშრობსო. ხოდა ეს ტენიანი ჰაერი განსაკუთრებით კარგი ვირუსების დროს. დაავადებიბი ნაკლებად გადადის. ჰიდრომეტრი ვიყიდე. 30% ყოფილა თურმე ჩემთან ტენიანობა. დიდი რადიოატორის მთელ ფართზე რო დადო სველი ტილოები, ტენიანობა მაქსიმუმ 5%-ით იწევს. რა გაშინებს? ეგენი ყინვებს ხო უძლებენ? ის მეორე გაზაფხულზე გაუშვი გარეთ. მე შიგნით რო მყავდა ნაძვები 2 კვირით, რაღაც სულ მეშინოდა. მეთქი რამე არ მოუვიდეთ. გარეთ რო გავიყვანე, მერე რაღაც უფრო კარგად არიან. |
Posted by: ia-viola 27 Jan 2019, 23:39 |
*WASP* რავი , ლონგვია და ნახევარზე კარები სულ ღია მაქვს. იმას არ ვთვლი რამდენჯერ უწევს კარებს გაღბა-დაკეტვა. თან იმ დღეს იყვნენ დაა შეამოწმეს. ხო, მეც გარეთ მინდა გავსვა, მარა ისე წამოყარა ტოტები ამ ერთ ტვეში, აღარ შევუცვალე ადგილი. გაზაფხულიდან რომ გავსვამ გარეთ,მერე დავტოვებ და დავტოვებ. |
Posted by: *WASP* 28 Jan 2019, 08:42 | ||
ia-viola
მაინც არ მომწონს ეგ გამათბობლები. მერე აუცილებლად ცენტრალური გათბობა დააყენე. თანაბარი ტემპერატურა გექნება ყველგან და გადასახადი იგივე მოგივა ნაკლები თუ არა. |
Posted by: ia-viola 29 Jan 2019, 10:45 |
ესეც ჩემი ყოჩივარდები. როგორ მიყვარს. |
Posted by: *WASP* 31 Jan 2019, 06:17 |
ვინმეს პეტუნიები თესლებით ხო არ მოგიყვანიათ? ეს თესლები ვნახე ბრიკორამას საიტზე. ხო არ იცით ვარგა თუ არა? https://www.domino.com.ge/ka/products/gardening-and-horticulture/growing-plants/seeds/flower-seeds/petunia-seeds-ampelnaia-triumf-smes-evro-0.1-g/ https://www.domino.com.ge/ka/products/gardening-and-horticulture/growing-plants/seeds/flower-seeds/petunia-seeds-unikum-smes-evro-0.2-g/ https://www.domino.com.ge/ka/products/gardening-and-horticulture/growing-plants/seeds/flower-seeds/petunia-seeds-elitsort-%D1%82%D0%B0%D0%BD%D0%B3%D0%BE-%D1%841-%D0%B3%D1%80%D0%B0%D0%BD%D0%B4%D0%B8%D1%84%D0%BB%D0%BE%D1%80%D0%B0-%D0%BA%D1%80%D0%B0%D1%81%D0%BD%D0%B0%D1%8F-20-pc/ https://www.domino.com.ge/ka/products/gardening-and-horticulture/growing-plants/seeds/flower-seeds/petunia-seeds-elitsort-%D1%81%D0%B0%D0%BC%D0%B1%D0%B0-%D1%841-%D0%BA%D0%B0%D1%81%D0%BA%D0%B0%D0%B4%D0%BD%D0%B0%D1%8F-%D1%81%D0%BC%D0%B5%D1%81%D1%8C-5-pc/ https://www.domino.com.ge/ka/products/gardening-and-horticulture/growing-plants/seeds/flower-seeds/petunia-seeds-elitsort-%D0%BC%D0%B0%D0%BC%D0%B1%D0%BE-%D1%841-%D0%BC%D1%83%D0%BB%D1%8C%D1%82%D0%B8%D1%84%D0%BB%D0%BE%D1%80%D0%B0-%D0%BA%D1%80%D0%B0%D1%81%D0%BD%D0%B0%D1%8F-20-pc/ https://www.domino.com.ge/ka/products/gardening-and-horticulture/growing-plants/seeds/flower-seeds/petunia-seeds-elitsort-%D0%BC%D0%B8%D1%80%D0%B0%D0%B6-%D1%841-%D0%BC%D1%83%D0%BB%D1%8C%D1%82%D1%84%D0%BB%D0%BE%D1%80%D0%B0-%D0%B6%D0%B5%D0%BB%D1%82%D0%B0%D1%8F-20-pc/ https://www.domino.com.ge/ka/products/gardening-and-horticulture/growing-plants/seeds/flower-seeds/petunia-seeds-elitsort-%D0%BB%D0%B0%D0%BC%D0%B1%D0%B0%D0%B4%D0%B0-f1-%D0%BF%D0%BB%D0%B0%D0%BC%D0%B5%D0%BD%D0%BD%D0%BE%D0%B5-%D1%83%D1%82%D1%80%D0%BE-20-pc/ |
Posted by: ia-viola 31 Jan 2019, 10:24 |
*WASP* ზოგადად პეტუნია ძნელი მოსაყვანია. რომ დაიყვავილა, ტიპებმა თესლი აიღეს, მარა მერე ვერ მოიყვანეს. მარა დათესვასაც თვის მუღმი აქვს. პირდაპირ მიწაში რომ ჩაყარო თესლი არ ამოვა. ქვიშის, მიწის და პერლიტის კომბინაცია უნდა. + დათბუნება. მე მასე ამოვიყვანე ადენიუმი. |
Posted by: *WASP* 31 Jan 2019, 13:45 |
ia-viola ვიდეოებს გადავხედე და მთლად ეგრე რთულიც არ ყოფილა. მინათებას გავუკეთებდი ერთადერთი და ეგაა. ვფიქრობ, რეებიც დავლინკე ყველა ვიყიდო და კასეტებში დავთესო. მინიმუმ 10 პეტუნია მინდა. შარშან 30-40 ლარი ღირდა ერთი. ხოდა სადღაც 300+ ლარის ამბავია. ამიტო დათესვა უნდა ვცადო. ტუიები გამიყავისფერდა და წესიერ ფერს როდის მიიღებენ ხო არ იცი? |
Posted by: ia-viola 31 Jan 2019, 14:46 |
*WASP* ტუიები არ მყავს და არ ვიცი მაგათი ზნე და ხასიათი. აი ამ ინსტრუქციას მივყევი ადენიუმზე და გაამარტლა. ვფიქრობ რომ პეტუნიაზეც ეგრე იქნება. ადენიუმის დათესვა 1. დადგით თბილ ადგილას პატარა ჯამი და ჩაყარეთ ადენიუმის თესლები თბილ წყალში (30 გრადუსიანი) 2-3 საათით. ცხელი არ მოგივიდეთ წყალი თორემ მოიხარშება 2. ერთჯერად ჭიქებს გაუხვრიტეთ ძირი რამდენიმე ადგილზე. ძირი დაფარეთ დატეხილი პენოპლასტით (თეთრი ქაფი, რომელიც მოყვება სხვადასხვა ტექნიკის ყუთს) 3. ტყის მსუბუქ მიწას (ან სუბსტრატს) შეურიეთ ცოტა ქვიშა და პერლიტი (იყიდება ისნის სათბურში და დიდუბის მეტროს წინ სუპერმარკეტი გორგია რომაა მაგის მარცხენა მხარეს მეორე თუ მესამე მცენარეთა დაცვის მაღაზიაში, შეიძლება სამთო ქიმიასთან მდებარე სხვა მცენარეთა დაცვის მაღაზიებშიც იყიდებოდეს. მიწის ეს ნარევი ჩაყარეთ ჭიქებში და კარგად დანამეთ, მაგრამ არ იყოს ძალიან სველი. 4. დადეთ მიწაზე თესლი და თითით ან პატარა ჯოხის დახმარებით მიწა მიაფარეთ თხლად მხოლოდ თესლის ნახევარს. ეს ჭიქები მოათავსეთ პლასტმასის გამჭვირვალე კონტეინერში ან გამჭვირვალე ცელოფნის პარკში და მოუკარით თავი. დადეთ თბილ და მზიან ადგილას, სადაც დღისით ტემპერატურა იქნება დაახლოებით 25 გრადუსი. 5. დანამეთ დაახლოებით 3 დღეში ერთხელ ტანსაცმლის სანამით ან სხვა შესასხურებელი აპარატით, როდესაც მიწის ზედაპირი ოდნავ შეშრება. თუ ჰერმეტულ კონტეინერში გექნებათ მორწყვა უფრო იშვიათად დასჭირდება, არ დაუშვათ რომ მიწა გამოშრეს ან წყალი ჩაუდგეს. 6. დათესეთ რაც შეიძლება მალე, რომ თესლი არ გამოშრეს. გამომშრალ თესლს ნაკლები შანსი აქვს ამოსვლის. 7. თუ სწორად მიყვებით ინსტრუქციას თქვენი ადენიუმები ნამდვილად გაგახარებენ <3 |
Posted by: *WASP* 1 Feb 2019, 05:14 |
ia-viola მადლობა. შენ როდის დათესე? მინათებას უკეთებდი? |
Posted by: ia-viola 1 Feb 2019, 11:14 |
*WASP* რამდენიმე წლის წინ. არა, მზიან ფანჯარაზე მედგა მხოლოდ, ერთჯეღად ჭიქაში ჩათესილი და მეორე ჭიქა ზედ. ეგ იყო მაგის დათბუნება. ესეც ჩემი ბალბიკო |
Posted by: ako_chumbura 1 Feb 2019, 17:33 |
ia-viola ვაკე საბურთალოზე პატარა ყვავილებია მაღაზია გაქვს? |
Posted by: ia-viola 1 Feb 2019, 17:50 |
ako_chumbura არა, მაღაზია არ მაქვს სამწუხაროდ. არც ორანჟერეა სიამოვნებით მექნებოდა საკუთარი ორანჟერეა-მაღაზია და ლამაზად მოვლილი ბაღი. |
Posted by: *WASP* 1 Feb 2019, 18:56 |
ia-viola ვა, კაია. ყოჩაღ შენ. ეხლა დავფიქრდი და მგონია ცოტა საწვალებელი იქნება თესლებით და კასეტებით მოყვანა. ხო არ იცი სადმე ნერგები თუ იყიდება? |
Posted by: ia-viola 1 Feb 2019, 19:35 |
*WASP* გაიხარე. მადლობა. აუ, მემგონი დიდი შეცდომა დავუშვი. ვარდები ყვაოდნენ და ზოგი კოკორი გასაშლელი იყო, სიცივეში ვეღარ მოერია და წავაჭერი. ახლა რომ მოყინოს, ნერგს გამიფუჭებს. ეს როგორ დამემართა. ჯეო ბოტანიკი. მანდ ვყიდულობ ხოლმე. თან ნორმალური ფასებია. სასწავლებელია, მარა თავის მუღამი აქვს მაგასაც. |
Posted by: -Ivar- 1 Feb 2019, 20:34 |
მეგობრებო, რას მირჩევთ სად ჯობია ყვავილებისთვის წამლების ყიდვა - სოკოს საწინააღმდეგო წამლის, ნაცრის საწინააღმდეგო საშუალების და ასე. სად არის ფართო და კარგი არჩევანი? |
Posted by: ia-viola 1 Feb 2019, 21:49 |
-Ivar- მე ,,ჩემ მამულში'' ვყიდულობ ხოლმე, სამთო ქიმიის გვერდით, მეტრო დიდუბის მოპირდაპირე მხარეს. მიმდებარე ტერიტორიაზე სხვა მაღაზიებშიც შეიძლება შეძენა. |
Posted by: -Ivar- 1 Feb 2019, 22:48 |
ia-viola მადლობა. თუ იცით არის მანდ იმის საშუალება, რომ ფოტო ვაჩვენო მცენარის რა ჭირს და ისე შემირჩიონ წამალი? |
Posted by: ia-viola 1 Feb 2019, 23:03 |
-Ivar- კი, როგორ არა. კონსულტაცია უფასოა. დაგაკვალიანებენ. |
Posted by: *WASP* 2 Feb 2019, 03:36 |
ia-viola მიწის დეზინფექციაზე რამე ხო არ გსმენია? გავიგე მაღალ ტემპერატურაზე ამუშავებენ ხოლემე (ღუმელში ან ორთქლით). ხო არ გიცდია და, საერთოდ, რას ფიქრობ ამაზე? |
Posted by: ia-viola 2 Feb 2019, 09:32 |
*WASP* გამიგია, მარა არ მიცდია. ნამეტანი არაფერი ვარგა. ეგეთი რამეების დროს, მგონია რომ სასარგებლო მიკროორგანიზმებიც იღუპება. ყველაფერს თავის ფუნქცია აქვს. ეგ კი არა, ჭიაყელებსაც კი არ ვხიცავ და ეზოს ქოთნებში ვუშვებ. თავადაც ვიცი, ცოტა დაჩოჩებულუ რო მაქვს. არ შეიმჩნიოთ. |
Posted by: Master_Nick 2 Feb 2019, 13:54 |
ia-viola დღეს დავასრულე ახალი ტერასების კეთება სადაც გაზაფხულზე ქაოსურად უნდა დავთესო ნაირ ნაირი ყვავილები და რეებს მირჩევ, პორტულაკების თესლი შენზეა, სხვა იდეებიც გამოუშვი ეხლა ეს ზედა მიწის ნაწილი უნდა გადავბარო, გავწმინდო სარეველისგან და საგაზაფხულოდ ყვავილებისთვის მოვამზადო. |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 2 Feb 2019, 14:27 | ||
Master_Nick
პორტულაკებისთვის ცოდვაა ეგ ადგილი რამე მაღალი ყვავილოვანი ერთ ან ორწლიანები გაუშვი, დომინოს თელსებს გირჩევდი ხარისხი უკეთესია ვიდრე გორგიასი ნებისმიერ ვარიანტში დააკვირდი ვადას ცოტა ნაკელი და ტორფიც შეგეტანა მთლად კამფეტი იქნება, დინამოსთან აწი გიორგინების ფესვებს გამოიტანენ ეგეც წავა |
Posted by: ia-viola 2 Feb 2019, 14:33 |
Master_Nick ტიტებიც კარგი იქნებოდა ისე და ნარცისები. პორტულაკები და დევისპურები ჩემზეა. ეგენი ქოთანშიც გადასარევად არიან. ესეც ჩემი კამელუა. შევარდისფრდა უკვე. |
Posted by: Master_Nick 2 Feb 2019, 18:22 |
M-A-S-E-R-A-T-I ეს ქრიზანთემები მომწონს ძალიან, იმედია გავახარებ. დომინოს მივაკითხავ აუცილებლად, ნაკელზე სოფელში უკვე მივეცი შეკვეთა, ტორფი რა რაოდენობით უნდა შევიტანო? ეხლა დავბარავ მიწას და გავწმინდავ სარეველისგან, თებერვლის ბოლოს დავთესო თუ ადრეა ? ia-viola ტიტა და ნარცისიც ძალიან კარგი იქნება თესლით გავახარებ ნეტა? შენი კამელუა გაზაფხულს გრძნობს ეს ჩემი ჩინური იასამანია, კვირტები გამოიტანა, ემზადება ესეც ასაფეთქებლად |
Posted by: *WASP* 2 Feb 2019, 19:29 |
ia-viola რავი, ერთმა ისე გამოიდო თავი დეზინფექცია სჭირდებაო, ეგრევე კერხერის მომზადება კინაღამ დავიწყე. მერე მეც ვიფიქრე, რო თუ ასე თერმულად დამუშავდება, მერე მაგ მიწაში სასარგებლო რაღა შენარჩუნდება მეთქი. ბევრი თესლი ვიყიდე და მაინც მოვსინჯავ აბა დათესვას. Master_Nick პეტუნიების დარგვა არ გინდა? |
Posted by: ia-viola 2 Feb 2019, 20:00 |
*WASP* ისე, შარშან ვიყიდე ასტრები, დიდუბის მეტროსთან ხელზე. ამოვიდნენ და იყვავილეს კიდეც. ეგენი პირდაპირ, ღია გრუნტში ჩავთესე. მოკლედ ცდად ღირს. არა, მთლად მასეც არაა საქმე. რახან ამუშავებენმიწას, ე.ი. რაღაც აზრი აქვს. უბრალოდ მე არ მიყვარა ზედმეტი მატრაკვეცობები. |
Posted by: Master_Nick 2 Feb 2019, 21:02 |
*WASP* პეტუნიები სხვა ადგილას უნდა დავთესო, შარშანდელი ადგილის შეცვლა არ მინდა წელს იმის ინტერესი უფრო მაქვს თესლიდან როგორ გავახარო ყვავილები. |
Posted by: *WASP* 3 Feb 2019, 00:41 |
ia-viola თესლებზე ეგრე არისო უკეთესი და რავი. მეც მეზარება ისე მსგავსი რამეები. Master_Nick ხო, მეც რაღაც მაგ განწყობაზე დავდექი. ათამდე თესლის პაკეტი ვიყიდე და ორშაბათიდან უნდა დავიწყო დათესვა. ვნახოთ ერთი რა გამოვა. |
Posted by: Master_Nick 3 Feb 2019, 10:10 |
*WASP* ეხლა დათესვა ადრე ხომ არ არის? თუმცა თბილისში მშვენიერი სითბოებია, დაწერე მერე შედეგებზე, მეც დავწერ მოგვიანებით, ჩემთან ჯერ ყინვებია. თესლები სად იყიდე? |
Posted by: ia-viola 3 Feb 2019, 11:51 |
*WASP* რა ათასამდე? გვტროლავ? თუ მილიონერი ხარ? მეორე ვარიანტი ჯობს და ვიღაც მილიონეღი ტიპი ჩემგან რომ წაიღებს ერთ ძირ ე.წ. გულის პიტნას ამ გაზაფხულზე. ესეც ჩემი სამსახურის ნაძვიკო, ოღონდ უკვე გაპრანჭულ ქოთანში. |
Posted by: Master_Nick 3 Feb 2019, 14:10 |
ia-viola რას ერჩი ათამდეო დაწერა კაცმა რა ღირს ეგ თესლები, ძვირია? |
Posted by: ia-viola 3 Feb 2019, 18:44 |
Master_Nick *WASP* ათასამდე წავიკითხე, უკაცრავად. ახლა ამოყვეს თავები. რო წამოიზრდება გადავრგავ ეგრევე თქვენთვის |
Posted by: Master_Nick 3 Feb 2019, 21:23 |
ia-viola შენ სამსახურშიც გყავს მცენარეები??? ნამეტანი გაპრანჭული ქოთანი კი შეგირჩევია ნაძვისთVის, კიდევ აქვთ ეგ ნაძვები? |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 3 Feb 2019, 21:45 | ||
Master_Nick
ქრიზანთემები სადღაც შემოდგომის ბოლოსაა მხოლოდ კარგი მანანმდე უბრალოდ მწვანე ბუჩქია, ეხლა ათასგვარი ყვავილებია ჰიბრიდები მთელი ზაფხული რო ყვავილობს მოიძიე ინტერნეტში ძაან მაგარი რამეებია ეხლა ყველას რა გაიხსენებს ტორფი და ნაკელით რაც მეტს გააჯერებ მიწას მით უკეთესი, დათესვის დრო კი პაკეტზევე აქვს მიწერილი ისე კი აპირილის შუა რიცხვებამდე ნუ იჩქარებ დაელოდე დათბობას რომ ღამით არ გაყინოს |
Posted by: ia-viola 3 Feb 2019, 21:49 |
Master_Nick იმ დღეს კი ვიყავი, მარა არ მიმიქცევია ყურადღება. რაღაცეები ქონდათ, მარა ჯიშები არ ვიცი. ახლები მოიტანეს რაღაცეები. ხო მეტყობა როგორი ყურადღებიანიც ვარ, ათის მაგივრად ათასი წავიკითხე. |
Posted by: *WASP* 4 Feb 2019, 03:43 | ||||
ia-viola
ნეტა მეც მქონდეს და შენც. Master_Nick
არა. იანვარშიც თესავენ ხოლმე და, მგონი, ნოემბერშიც. მანამ თესლი ამოვა, 20 გრადუსი სითბო უნდა და განათება. ხოდა, იმედია ეხლა დათელი აპრილში უკვე კარგები იქნებიან. მაინც, მოსინჯვად ღირს. საკუთარ მოყვანილს სხვა მუღამი აქ და მაგიტომ მინდა რო მოვსინჯო. თუ სადმე ცივ ადგილას ხარ, სახლში შემოიტანე სითბოში და დღის განათება გაუკეთე. თესლები დომინოში ვიყიდე. არა, ძვირი არაა. სადღაც 2 ლარიადან მაქსიმუმ 7 ლარამდე. https://www.domino.com.ge/ka/products/gardening-and-horticulture/growing-plants/seeds/flower-seeds/ |
Posted by: ia-viola 5 Feb 2019, 12:31 |
ესრც ჩემი. შემეყიდა. ვნახოთ რა ამოვა და რა გამოვა |
Posted by: Master_Nick 5 Feb 2019, 21:08 |
*WASP* ia-viola მომავალ უქმეებზე მივდივარ მეც დომინოში, ბრიკორამაში იყიდება თესლები თუ იცით? * * * ia-viola ლამაზი ყვავილებია ამითი მოფენილი ტერასა წარმოიდგინე რა |
Posted by: ia-viola 5 Feb 2019, 23:01 |
Master_Nick ესენი გორგიაში ვიყიდე. ბრიკორამაში არც ვყოფილვარ. დომინო ჩემგან ძალიან შორია და ფეხით (საზ. ტრანსპორტით) წაჩაქჩაქება მეზარება. აბაა. სასწაული იქნება. ესეთი ვარდისფერიც იყო. და საერთოდ, იმდენნარი ვერსიებია და იმდენნაირი ჯიში . უუუუფ. თან ძვირიც არ ღირს რა. ეზო მინდაააააააა |
Posted by: Master_Nick 5 Feb 2019, 23:23 |
ia-viola ერთმანეთში უნდა აურიო ეს იისფერი და ვარდისფერი, მერე ნახე შენ ფერების ამბავი მე ეგეთი ქაოსი უნდა შევქმნა ახალ ტერასებზე |
Posted by: ia-viola 6 Feb 2019, 00:16 | ||
Master_Nick ზოგად არ მიყვარს არევა. ცალცალკე მქონდა ფერებში დევისპირები და თესლებსაც ცალცალკე ვინახავდი. მარა თვითონ აირივნენ. ერთმანეთის ქოთნებში ამოვიდნენ. გავბრაზდი და მეღე ერთად შევინახე ყველა ფერი. * * * ვინმემ შემაჩერეთ. * * * Master_Nick
დღეს ვნახე და აქვთ კონიკები. |
Posted by: Master_Nick 6 Feb 2019, 16:55 |
ia-viola შენ მე ვიცი რაც შეგაჩერებს ეზო გჭირდება 500-600 კვ.მ მიწის ნაკვეთით, შეჩერდები ეგ სხვადასხვა ფერები შეიძლება ნაწილ ნაწილ დათესო და ლამაზი ხალიჩის მსგავსი კომპოზიცია შექმნა, მოკლედ უკიდეგანო ფანტაზიებისთვის ვრცელი არეალი გჭირდება! პატარა კონიკებია ხომ? ჩემთვის დევისპირას თესლები ხომ გაქვს შენახული??? |
Posted by: ia-viola 6 Feb 2019, 17:06 |
Master_Nick დევისპირაც და პორტულაკიც. ოღოონდ დევისპირას თესლის ფერები ავურიე როგორც ზემოთ დავწერე. აზრი არ ქონდა, მაინც თავის ჭკუაზე ამოდის და.... თუ გინდა ერთ ძირ გულის პიტნას ნერგსაც მოგცემ. მერე გამრავლდება თავისით. |
Posted by: Master_Nick 6 Feb 2019, 17:10 |
ia-viola ოკ. ეგრე არეული მინდა, როდიდან მირჩევ დათესვას? მარტის შუა რიცხვებში ვფიქრობ მე, მანამდე მიწას კარგად მოვამზადებ. პიტნაზეც არ გეტყვი უარს, დავრგავ შენს სახელზე. |
Posted by: ia-viola 6 Feb 2019, 17:16 | ||
Master_Nick რავი, ალბათ მასე, როგორც შენ ვარაუდობ. ძველი სტილით რომ შემოვა გაზაფხული.
აუცილებლად მექნება ეზოიანი სახლი. რომ მექნება ეგ ზუსტად ვიცი. მარა კონკრეტულად როდის ეგ უკვე აღარ ვიცი. |
Posted by: Master_Nick 6 Feb 2019, 17:22 |
ოკ. უნდა გქონდეს აუცილებლად! ეს პორტულაკები/ დევისპირა დათესვიდან რამდენ ხანში ამოვა? |
Posted by: ia-viola 6 Feb 2019, 17:29 |
Master_Nick როგორც ყველა თესლი სადღც 1 ან 2 კვირაში. გაჩნია ამინდებს. |
Posted by: *WASP* 7 Feb 2019, 06:34 | ||
Master_Nick
ბრიკორამაში ადრე ქონდათ და ახლაც ექნებათ. ძირითადად, ბოსტნეულის თესლები იყო. დომინოში მგონია უფრო მეტი იქნება. დომინოში თუ წახვალ, გთხოვ, თუ შეამჩნევ მოწნულ კალათებს და ლამაზ თიხის ქოთდებს, გამაგებინე რა. რამე ასეთი მინდა ორი ცალი და ჯერ ვიცი აქ სად შეიძლება ვიყიდო მარცხნიდან პირველი ეს მწვანეც კაია არც ესაა ცუდი |
Posted by: Master_Nick 7 Feb 2019, 09:27 |
*WASP* ok კალათებს და ქოთნებს დავძებნი, ჩაგიგდებ აქ ფოტოებს. |
Posted by: ia-viola 7 Feb 2019, 09:58 |
*WASP* დომინოს საიტზე ვიყავი და ქონდათ საინტერესო ქოთნები. სხვადასხვა ფერის. მოწნულებზე არ მიმიქცევია ყურადღება და ფერადები თიხისების ნადვილად ქონდათ. |
Posted by: Master_Nick 7 Feb 2019, 10:41 |
*WASP* შარშან ჩამოვასხით ცემენტისგან ასეთი ქოთნები. თუ მოგწონს შეგიძლია სცადო შენც, * * * ia-viola შენ შემიფასე აბა ნახელავი ქოთნების ექსპერტი ხარ |
Posted by: ia-viola 7 Feb 2019, 11:43 |
Master_Nick აუ მაგრად მომწონს. ეგ ტექნიკა ვნახე კიდეც იუთუბზე. ვიფიქრე ხომ არ ვცადოთქო. ეგ ტექნიკაც და მეორეც, ტილოს რომ ავლებენ ცემენტის ხსნარში და მერე სასურველ ფორმას რომ აძლევენ, დეკორატიული თვალსაზრისით ძალიან ლამაზებია, ვფიქრობ ეზოსთვის იდეალური იქნება. აი ნესტს რამდენად უძლებს? |
Posted by: Master_Nick 7 Feb 2019, 13:00 |
ia-viola დიახ ეგ ტექნიკა ავითვისე შარშან, ცემენტში ამოვლებული ტილოების ქოთნები ჯერ კიდევ შარშან დავამზადე აგერ გენაცვალე ნაირ ნაირი. ჩემს დას დაუმზადე აივნისთვის ესენი კიდევ ჩემს მეგობარს დავუმზადე სასტუმროსთვის და დღეს ასე გამოიყურებიან სცადე შენც აუცილებლად, შენი ქოთნების კოლექციას ერთი ორად გაამრავალფეროვნებს, თან მანდ ფერების კომბინაცია შეგიძლია საღებავებით, ხომ ხვდები? |
Posted by: ia-viola 7 Feb 2019, 22:44 |
Master_Nick კიი. ცდად ღირს ნამდვილად. რომ დავაპირებ, მერე დეტალებში ჩაგეძიები. დათბეს ერთი ნორმალურად რომ ავფუსფუსდე მეც. |
Posted by: *WASP* 8 Feb 2019, 00:56 | ||
Master_Nick
დიდი მადლობა. ვაა, რა კარგი ქოთნები გაგიკეთებია. ლამაზებია. მგონია, ეგენი უფრო ეზოს მოუხდება. ia-viola ძაან ბანძი საიტი აქვთ და არც აახლებენ. რაც უდევთ ეგენი როგორც მახსოვს პატარებია. თან ეგეთი მკვეთრი ფერის არ მინდა. ორი დიდი ქოთანი მინდა. მოწნულს ვიყიდდი და პეტუნიებს დავთესავდი მანდ. დიდ ფართში მაგრად გაიზრდებიან და ყვავილობაც ლამაზი იქნება. |
Posted by: ia-viola 8 Feb 2019, 10:31 |
*WASP* დიდ ქოთნებში რად გინდა პეტუნიები? მგონია, რომ დაბალ ძირიანი და განიერი ქოთნები უფრო მოუხდება. აი მე რას ვაპირებ. https://www.facebook.com/photo.php?fbid=2240688839311906&set=oa.2092414130843648&type=3&theater&ifg=1 ჩემი შეჩერება შეუძლებელია. სახლშI ჯერ არ იციან. |
Posted by: -Ivar- 8 Feb 2019, 16:46 |
მეგობრებო, ვარდები გაქვთ, როგორ უვლით, როდის სხლავთ? გამომწვარ ნაკელზე მითხრეს ძალიან უხდებაო და სად ყიდულობთ (თუ ყიდულობთ) ? |
Posted by: *WASP* 9 Feb 2019, 07:29 |
ia-viola რაც უფრო დიდი ფართი ექნებათ, მით უფრო დიდები ხდებიან და უხვად ყვავილობენ. ამიტო მინდა ერთი-ორი მოზრდილი კალათა, ნახე, ამან რამხელები გაზარდა. მაგის ნახევარიც რო მოვიდეს, კარგი იქნება. https://www.youtube.com/watch?v=vy11tXJwGdc&t=17s შენი ლინკი არ იხსნება. -Ivar- ვარდების ამბები ყველაზე კარგად ia-viola - მ იცის. |
Posted by: ia-viola 9 Feb 2019, 18:25 | ||
*WASP*
კარგად ცოდნისა რა მოგახსენო, მეც დამუღამების პროცესში ვარ, მარა რაც ვიცი, გავუზიარებ. -Ivar- ჯერ გასხვლა ადრეა. რადგან რომ მოყინოს, შეიძლება ნერგი გააფუჭოს. დამწვარ ნაკელს რაც შეეხება, ჩემ ვარდებს ცოტა ნაკლეიც აქვთ და ცოტა ტორფიც. აი მავნებლები და დაავადებებია, ჩემი ნერვები რომ შეიწირა, თორემ ნიადაგებში ძალიან უპრეტენზიოა. *** ერტი სული მაქვს ჩემი ნერგები ვნახო. ნეტა რას შვრებიან, როგორ გაიხარეას. უუფ, დროზე მოვიდეს რა გაზაფხუკი, დავიღალე უკვე. |
Posted by: -Ivar- 9 Feb 2019, 19:10 |
ia-viola გამომწვარ ნაკელს სად ყიდულობთ? პარაზიტებზე და ნაცარზე ვამუშავებ პერიოდულად და მაგ მხრივ არაუშავთ რა |
Posted by: ia-viola 9 Feb 2019, 19:18 |
*WASP* ფართე - კი ბატონო ,მაგრამ დიდსა და მაღალს აზრი არ აქვს. * * * -Ivar- მე სოფლიდან ჩამომოტანეს ადრე. და ახლა რას ვიზამ არ ვიცი. ისევ ვიღაცას უნდა ვთხოვო. თავად რომელ პრეპარატებს იყენებ მავნებლებსა და დაავადებებზე? |
Posted by: *WASP* 9 Feb 2019, 22:16 |
ia-viola წინა წელს რო დაავადდა ჩემი ვარდი, ორი მესამედის მოჭრას ვაპირებდი და მერე გავანებე თავი. ახლა ძალიან ინტენსიურად ამოყარა ახალი განშტოებები. დაავადებების პროფილაქტიკის მიზნით რამე უნდა ამ ეტაპზე? ერთი კომპანია ვნახე. მზა ჩითილები გვაქვსო და მანდ რამე ხო არ გიყიდია? ვიფიქრე, თუ თესლებით ვერ გავზარდე, ამათთან იქნებ ვიყიდო... http://mzachitili.ge/ყვავილე... |
Posted by: ia-viola 9 Feb 2019, 22:58 |
*WASP* მანდედან არ მიყიდია არაფერი. მე ძირითადად ვყიდულობ: გორგიაში, გეობოტანიკში, ჩემ სამსახურთან - მეყვავილესგან და ფბ-ს ყვავილნარის ჯგუფიდან - თუ რამე მომეწონა. რავი, პროფილაქტიკისთვის შეწამვლა არ მივარს. რა საჭიროა ზედმეტად წამლების და პრეპარატების მიღება. მერე წამალ დამოკიდებული ხდება და იმუნიტეტი სუსტი ექნება და ადვილად დაზიანდება. ადამიანებივით არიან ესენიც. |
Posted by: *WASP* 10 Feb 2019, 07:31 | ||
ia-viola
სადღაც გავიგე, პირიქით უნდაო.... ამ ტიპის ქოთანი ხო არ გქონია? პეტუნიებისთვის მინდა და რაღაც მგონია, რო შუაში დაბალი იქნება და მანდ ვერ დაირგვება. თუ დარგავ და მერე ფესვები თვითონ წავა ქვედა განყოფილებებში? |
Posted by: ia-viola 10 Feb 2019, 14:58 |
*WASP* აი ინდივიდუალურია რა ეგეც. მაგ: ჩემი დაქალია, ერთ დაცემინებაზე ხუთ წამალს სვამს, მე - წრლიწადი უსე შრიძლება გავიდეს, მედიკამენტს არ მივეკარო. ხოდა ზრუნვის ობიექტებზეც გადაგვაქვს იგივე დამოკიდებულება. არ მქონია მასეთი ქოთანი. რასაც ამბობ, ლოგიკურია. *** ჩემმა ჰორტემ დაიწყო გამოღვიძება. იჰუუუუ რაც მაგ ფოტოზეა, სამივე მაქვს. |
Posted by: Master_Nick 10 Feb 2019, 22:32 |
ia-viola ჰორტეს ამბავი ძალიან მაინტერესებს, ჩემსკენ ჯერ ძვრა არ ააქვს. |
Posted by: ia-viola 11 Feb 2019, 10:11 |
Master_Nick ხო, ამან იანვრიდან დაიწყო, უფრო და უფრო აფუსფუსდა. კამელია უნდა ნახო რა დღეშია. ქოთანში მაგ დღეში არიან და ღია გრუნტში რას იზამდნენ. |
Posted by: nia4u 11 Feb 2019, 12:27 |
*WASP* ძაან მომწონს ეგ ქოთნები... ორ რიგად ჩარგავ აქეთ-იქით, შუაში ვერ ჩაირგვება... |
Posted by: ia-viola 11 Feb 2019, 14:08 |
ამოვიდნეეენ ახლა ესენი თუ ისე გაყვავდნენ, რაც პაკეტზე ეხატა, იუჰუუუუ |
Posted by: *WASP* 11 Feb 2019, 20:40 |
nia4u გქონია ეგეთი ქოთნები? ia-viola ერთი ვიდეოში ვნახე როცა თხელი ღეროები აქვთ, მაში ზემოდან მიწას აცრიან ცოტას. რამე განათება გაუკეთე? |
Posted by: nia4u 12 Feb 2019, 00:16 |
*WASP* არ მქონია, მაგრამ მომწონს ძაან. დომინოში ვნახე, თუ სწორად მახსოვს... |
Posted by: ia-viola 12 Feb 2019, 12:05 |
*WASP* nia4u გორგიაშიც აქვთ. *WASP* ეგენი ცუდ პირობებში მყავს. მზის შუქი არ უდგება ფაქტიურად და ოთAხის განათების იმედად არიან. უბრალოდ ჩავყარე თესლი, რომ მიწა არ იყოს მოტიტვლებული. არც ველოდი რომ ამოვიდოდა. აიმეორე პაპრტიაზე კი დიდ იმედებს ვამყარებ. |
Posted by: Master_Nick 12 Feb 2019, 21:46 |
ia-viola დათესვიდან რა ვადაში ამოვიდნენ? |
Posted by: ia-viola 12 Feb 2019, 22:40 |
Master_Nick ოთხ დღეში. იმედია ბალახი არაააა. მეორე პარტია კარგ ადგილას არის. მზიან, ნათელ და თბილ ოთახში დგას ქოთნები. პარასკევს დათესილებს, დღეს წვერები ქონდათ ამოყოფილი. |
Posted by: Master_Nick 12 Feb 2019, 23:58 |
ia-viola ვა მაგარია, ასე მოკლე ვადაში თუ ამოდის ისე მე კოინდარზე მომივიდა ეგრე, სამთო ქიმიასთან ვიყიდე თესლი და კოინდარის პროვოკაცია ამოვიდა მერე დომინოში ავიღე სტადიონის ბალახი და სულ სხვა ხარისხის ბალახი მივიღე. იმ დღიდან ჭკუა ვისწავლე და დომინოს გარდა კოინდარის თესლს სხვაგან აღარ ვყიდულობ |
Posted by: ia-viola 13 Feb 2019, 09:52 |
Master_Nick გამოდგომაზეა რა. აი ახლა, ნახევარ საათში ციკლამენის თესლი უნდა ვიყიდო, 14 სხვადასხვა ფერის. მაგ გოგსგან რაც ვიყიდე, ყველაფერი მაგარი იყო. ერთი სული მაქვს. |
Posted by: ASIA 14 Feb 2019, 20:36 |
წითელფოთლებიანი ჭანჭყატი მინდა. სად იყიდება და რა ღირს ნეტაააავ? |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 14 Feb 2019, 21:20 |
ვერ გავაგებინე ამათ რო ზამთარია |
Posted by: Master_Nick 14 Feb 2019, 23:45 |
M-A-S-E-R-A-T-I მაგარია, გაზაფხულზეც ასეთები არიან ესენი? ხომ არ იცით კედელზე ვერცხლისფერი ფოთოლით რა მცენარეა? |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 15 Feb 2019, 01:06 | ||||
Master_Nick
ესენი ყოველთვის ესეთები არიან
ჭრელი ალოკაზიაა უფრო პატარები არ ვიცი ვერ ვხედავ მგონი ფიტტონიებია, მაგრამ ზუსტად ვერ ვიტყვი |
Posted by: Master_Nick 15 Feb 2019, 22:43 |
M-A-S-E-R-A-T-I ტროპიკული მცენარე ყოფილა, მუდმივი სითბო უნდა ამას არა? |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 16 Feb 2019, 00:32 | ||
Master_Nick
არ მყოლია მაგრამ წერენ რომ კი და საკმაოდ მაღალი ტემპერატურის |
Posted by: ia-viola 16 Feb 2019, 10:46 |
ესეც ჩემი კამელია. ჯერჯერობით მხოლოდ ორი კოკორი. |
Posted by: Master_Nick 16 Feb 2019, 20:30 |
დღეს ეს პრიმულები ვიყიდე, ხვალ მიწაში უნდა გადავიტანო. ia-viola დომინოში ყვავილების თელსების ისეთი არჩევანია, საიდან დავიწყო აღარ ვიცი კასეტებში თუ გაგიხარებია შენ თესლი? * * * *WASP* დომინოს ქოთნებს კითხულობდი, რა გითხრა არ ვიცი ...... |
Posted by: ia-viola 16 Feb 2019, 22:03 |
Master_Nick აუ რა ლამაზებია. ძალიან მოუხდება შენ ტერასებს. რა ფასებია ამ დომინაში, რა უბდურებაა. ქოთნებია ბოლობოლო. შემთთ ხომ არ გიკითხავს, თირკმელს ადგილზევე ჩაიბარებენ თუ ... ნწ. კასეტებში არ გამიხარებია. მე ვთესავ ერთჯერად, პენოპლასტიან ჭიქებში - პერლიტიან მიწაში. დღეს გავამზადე ჭიქები, ციკლამინა უნდა დავთესო. |
Posted by: Master_Nick 16 Feb 2019, 22:19 |
ia-viola კი კარგებია, ხვალ გადავრგავ ტერასებზე. კასეტებიც შევიძინე, უნდა ვცადო აუცილებლად, მჯერა რომ გამომივა ქოთნების ფასები მე არ მაღელვებს, ჩემი ჰენდ მეიდ ქოთნები ყველაფერს მირჩევნია |
Posted by: sophka 17 Feb 2019, 13:21 |
რა კარგი ქოთნებია, რა ფასი აქვს მართლა, რა არის. მინდა მეც თესლები. ვეღარ გავაღწიე, სულ გადარბენებზე ვარ. ia-viola რა ლამაზია. მინდა, მეც უნდა ვიყიდო კამელია. შემოდგომიდან მოყოლებული შემეყარა ქოთნის ყვავილების სენი. :დ :დ ჩემი ბალბა აყვავდა ისევ თეთრს უჭირს ცოტა. |
Posted by: Master_Nick 17 Feb 2019, 16:58 |
ამ მცენარესთან ხომ არ გქონიათ ვინმეს შეხება? მაინტერესებს ჩვენს პირობებს როგორ ეგუება, დაავადებების მიმართ როგორია და ა.შ. Nandina Firepower * * * sophka დიდი ქოთნები მოგეწონა? პატარებს არ აქვს ცუდი ფასი, აი დიდებზე რა გითხრა აბა, მე რომ ვაკეთებ ჩემს ქოთნებს 5-6 ლარი თვითღირებულება კი გამოდის, ჩემს შრომას თუ არ ჩავთვლი |
Posted by: sophka 17 Feb 2019, 17:57 |
Master_Nick დიდი კი, უჰ, შენი ქოთნები მშვენიერია. შრომაა ძვირი რაც ფასობს:დ ხარ თესვა-რგვაში ხომ?! კარგიაა, მეც დავიწყებ ნელ-ნელა. |
Posted by: Master_Nick 17 Feb 2019, 18:15 |
sophka დომინოს დიდი ქოთნები ძვირია, მე მგონი სიძვირეს მასალა განაპირობებს. დღეს მქონდა გეგმაში თესვა - რგვა, მაგრამ ამ ქარის გადამკიდე ვერაფერი გავაკეთე და დავბრუნდი უკან თბილისში |
Posted by: ia-viola 17 Feb 2019, 19:57 |
sophka [quote] [quote]რა ლამაზია. მინდა, მეც უნდა ვიყიდო კამელია.[/quote] 300-მდე ჯიში ყოფილა. ძალიან ლამაზია. ყველა კოკორი რომ გაიშლება, მერე უფრო სასწაული იქნება. მარა სურნელი არ აქვს. იმედია ამ ქარებს მშვიდობით გადავიტანთ და არ დააგლეჯს ფურცლებს. [quote]შემოდგომიდან მოყოლებული შემეყარა ქოთნის ყვავილების სენი.[/quote] ჯერ სად ხარ. მე დავიწყე ,,1-2 ქოთანი და მეტით არა'' და კი ავედი ამასობაში 100 ქოთნამდე. მერე დაავადებასავით არის. ჩემი ბალბიკოებიც ყვავის. თან გარეთ დავტოვე, არ შემომიტანია. მხოლოდ ცელოფანი აქვთ გადაფარებული. *** თუ მანდამაინც ძალაინ გაპრანჭული ქოთნები არ გინდათ, ე.წ. ლარიან მაღAზიებში შეიძლება დიდი ზომის ქოთნების შეძენა 3 ლარად. უფრო დიდის - 5 ლარად. |
Posted by: ia-viola 23 Feb 2019, 11:18 |
სულ კაეები და სულ ჩემები |
Posted by: *WASP* 25 Feb 2019, 03:48 |
Master_Nick მადლობა. რამდენი გადაგიღია. ზოგი კარგი ფორმის არი, მარა ზედაპირი არ მომწონს. იმ ქოთანს რო ვყიდულობდი, მაშინვე უნდა ამეღო მეორე. ძაან შევცდი რო არ ვიყიდე... დღეს ვიყავი გეობოტანიკში. ძალიან არ მომეწონა. განსაკუთრებით პერსონალი. თავი ორღობეში მეგონა. მეორედ მანდ შანსი არაა მივიდე. ვიღაც ერთი შემთხვდა. ძალიან არასასიამოვნო და არაკომპეტენტური. |
Posted by: Master_Nick 25 Feb 2019, 23:47 |
*WASP* რა მადლობა, თუ რამით შემეძლება მიგულე შენს გვერდით, გეობიტანიკში გოგო იყო გამყიდველი? ძლივს გავაღიმე ეგ გოგო თანხას სადაც იხდი - ის გამყიდველიც მაგარი ბლატნოია, ახალი მცენარეები აქვთ მიღებული? |
Posted by: *WASP* 26 Feb 2019, 19:18 |
Master_Nick მადლობა, კიდევ ერთხე. კი, ვიღაც გოგო იყო. არადა მისვლამდე დავრეკე და ვიღაც თითქოს ადეკვატურმა ბიჭმა მიპასუხა. მოლარე ძალიან საშინელი იყო. რამის ყიდვის სურვლი ეგრევე დამიკარგრა. დიდად არაფერი აქვთ. ალბათ აპრილისკენ იქნება. ქოთნებიც არ ქონდათ. გარეთ უდევთ წვიმაში და ტალახში. გთხოვ, შემახსენე შენ რომელ სასუქს უკეთებ წიწვოვანებს. მაგას სადმე დიდუბეში ვიყიდი? |
Posted by: Master_Nick 26 Feb 2019, 21:19 |
*WASP* მე ვიყენებ Yara mila complex ქლორის გარეშე და არამარტო წიწვოვნებზე, ფოთლოვანებსაც მაგას ვაყრი და არიან გადარეულები აგროსფეროს მაღაზიათა ქსელში იყიდება ეგ სასუქი. |
Posted by: *WASP* 27 Feb 2019, 00:06 |
Master_Nick http://www.noblex.ge/ge/Products/fertilizers/Granularfertilizers/YaraMila12-11-18 ესაა, ხო? ხანგრძლივი მოქმედების სასუქია? წყალში გახსნა არ უნდა? 25 კგ ძაან დიდი შეფუთვაა. უფრო მცირე ოდენობით არ ყიდიან? |
Posted by: Master_Nick 27 Feb 2019, 00:13 |
*WASP* ეგ არის, წყალში არ უნდა გახსნა, შემობარულ მიწაში ირგვლივ უნდა მოაყარო და ნელ ნელა დნება, ხანგრძლივი მოქმედებისაა - მე წელიწადში ორჯერ ვიყენებ, გაზაფხულზე და შემოდგომაზე. მცირე რაოდენობითაც ყიდიან კი. |
Posted by: *WASP* 27 Feb 2019, 00:41 |
Master_Nick მადლობა. მოვიკითხავ ერთი მაგას. ვარდებზე მასწავლეს სოლინური 20 20 20. ერთი ესეც უნდა მოვსინჯო. |
Posted by: ia-viola 28 Feb 2019, 14:25 |
sophka აბა თუ მიხვდები ეს რაა? |
Posted by: sophka 28 Feb 2019, 22:50 |
ia-viola ვაიმეე, ჩიტავაშლა? დააკალმე უკვე, აუ, რა გოგო ხარ! :* ჩემი ახალი ბინადარნი, ძალიან ლამაზები და საყვარლები. მგონი მოსწონთ ჩემთან შემოდგომამდე დავტოვებ აივანზე, ისე მომწონს. მერე წავიყვან აგარაკზე:დ Master_Nick დიდი მადლობაა სასუქის გარეშე ვერ იხარებენ? სჭირდებათ აუცილებლად? |
Posted by: Master_Nick 28 Feb 2019, 23:08 |
sophka არაფერს, რისი მადლობა, ვა ეს კომბოსტოები რა ყოჩაღად გამოიყურებიან, მიწა კი აკლდა რომ ამოვიღე მიწიდან, მაგრამ გამძლეა მაგარი არ უნდა მაგათ არანაირი სასუქი, დატოვე ეგრე როგორც არის. ლავანდას ბევრი წყალი არ დაუსხა და მზემ უყუროს მაქსიმალურად, ეგ კიდევ უფრო ვერცხლისფერი გახდება |
Posted by: sophka 28 Feb 2019, 23:19 |
Master_Nick არაა, ჩემს ყვავილებს არა. შენს წიწვოვანებზე ვთქვი, სჭირდებათ აუცილებლად სასუქი-თქო? მე მხოლოდ ბანანით, ფორთოხლის ქერქით, ყავით ვკვებავ ხოლმე. ხახვის ფოჩების ნაყენიც კარგია. ნაცარი ძალიან კარგია ნიადაგს ამდიდრებს და თან ზოგიერთ სახეობის მავნებლებსაც ებრძვის. |
Posted by: Master_Nick 28 Feb 2019, 23:27 |
კი ჩემებს აუცილებლად სჭირდებათ, ეხლა მარტის თვეში მივცემ და თავისუფალი ვარ მომავალ წლამდე ნაცარის, ბანანის, ხახვის ფოჩების და ფორთოხლის ქერქის იმედად მე ვერ ვიქნები |
Posted by: ia-viola 1 Mar 2019, 00:21 |
sophka კიი. იმედია გაიხარებს. სახლში შემოვიყვანე მაინც. ვნახოთ რას იზამს. |
Posted by: sophka 1 Mar 2019, 08:57 |
Master_Nick აჰაა, რჩევა მიღებულია. არადა, ასეთ ნაყენებზე დგას ბიოდინამიური მეურნეობა ia-viola კი კი გაიხარებს. დილა მშვიდობისაა, გაზაფხულიც შემოვიდაა მაგრამ ისეთი სუსხია:დ |
Posted by: Master_Nick 1 Mar 2019, 23:27 |
sophka კი ვიცი და გეთანხმები, თუმცა მე რომ შევადარე, სასუქმა ხეების ზრდის კუთხით ფენომენალური შედეგი მომცა, ბაღჩაში - ბოსტან ვგულისხმობ, ორგანულ ნაკელს ვხმარობ მეც. |
Posted by: Johnnie Walker 3 Mar 2019, 10:51 |
სიმაპტიური ყვავილოვანი (ან უყვავილო) მცოცავი სად ვიყიდო ბინის აივნისათვის, ხომ ვერ მირჩევთ? ისეთი, რომ ქოთანში გაიხაროს, ცხადია, ქოთანს ნებისმიერი ზომისას შევურჩევ, მთავარია, მცოცავი ლამაზი იყოს და აივანს მოუხდეს. დიდი მადლობა წინასწარ. |
Posted by: ia-viola 3 Mar 2019, 17:21 | ||
sophka
დღეს დილით უეჭველი უნდა ვყოფილიყავი თბილისში. ღამის 10 სთ-ზე მომიწია ბათუმიდან გამომგზავრება. ზესტაფონიდან - მცხეთამდე და განსაკუთრებით რიკოთზე ისეთი თოვლი იყო და ისე ბარნიდაა, მასეთი რამ ადრეული ბავშვობის მერე არ მინახავს. რაღა გასკვირია აქ სუსხი იყოს. გაიხარა ჩიტავაშლამ. ფოთლები წამოიღო. ეს ტოტი ხომ ოთახში მყავს. |
Posted by: Master_Nick 3 Mar 2019, 17:27 |
დღეს ვიყავი დომინოს სანერგეში, ბევრი საინტერესო მცენარეა და უფრო მეტს კიდევ ელოდებიან საგაზაფხულოდ, ყურადღება მიიქცია სანერგეს ბოლოში გატანილმა მცენარეებმა, მათი დიდი ნაწილი ან გამხმარია ან გაურკვეველ მდგომარეობაშია, ცხადია ასეთ მცენარეებზე ფასიც დაკლებულია მნიშვნელოვნად!!! მოკლედ გავრისკე და ვიყიდე ერთი საკმაოდ საინტერესო ღვია, რომლის მდგომარეობიდან გამოყვანას დიდი მონდომებით შევუდგები, რაც ვნახე თითქო დაავადება არ უნდა სჭირდეს, მე მგონია რომ ქოთნიდან ღია გრუნტში გადარგვამ უნდა გამოაცოცხლოს, მომავალ კვირას გადავიტან მიწაში. |
Posted by: ASIA 3 Mar 2019, 17:34 |
Master_Nick და რა ღირს ღვია - თუ საიდუმლო არ არის? მეც მინდა რომ მქონდეს და ერთხელაც წამოვალ თბილისში და ვიყიდი, მაგრამ ჯერ ფასებს და ადგილებს დავადგენ |
Posted by: Master_Nick 3 Mar 2019, 17:41 |
ASIA ღვიებს გააჩნია, ძალიან ბევრნაირია, ფასები მერყეობს დაწყებული 15-20 ლარიდან, 100-150 ლარამდე დიაპაზონში. რაც უფრო დიდია მცენარე მით მეტია ფასი, გირჩევ პატარები იყიდო და შენით გაზარდო, სულ სხვა ინტერესი აქვს. |
Posted by: ia-viola 3 Mar 2019, 17:41 |
Johnnie Walker უყვავილო სუროც შეიძლება. ძალიან ლამაზი ჯიშებია. მე - მხვიარა ვარდს გირჩევდით. არსებობს 1 ან 2 წლიანი მცენარეებიც. მათი თესლები ყველგან იყიდება. მოკლედ, ბევრი ვარიანტია. |
Posted by: ASIA 3 Mar 2019, 18:36 |
Master_Nick მადლობა. რა თქმა უნდა პატარას ვიყიდი - ვიცი რომ ზრდის პროცესი საინტერესოა. თან ფასის გამო მაინც მაგას შევიძენდი ... |
Posted by: Master_Nick 3 Mar 2019, 18:47 |
ASIA წარმატებები, ეგრე ვიყიდე მეც პატარები და 2-3 წელიწადში ძალიან კარგად წამოვზარდე |
Posted by: ASIA 3 Mar 2019, 18:50 |
Master_Nick და დომინოს სანერგე სად არის ტერიტორიულად? |
Posted by: Master_Nick 3 Mar 2019, 18:56 |
ASIA ისთ პოინთის ტერიტორიაზეა, ვარკეთილის რომ გასცდები აეროპორტის გზაზე. ეგეთი ღვიები გორგიაშიც (დიდუბეში სამთო ქიმიის შენობის გვერდით) ბევრი იყიდება, სართიჭალაში თუ ჩახვალ იქ საერთოდ დაიკარგები, პოლონელების სანერგეა ,,Agromax Décor" მოკლედ ღვიების დიდი არჩევანია |
Posted by: sophka 3 Mar 2019, 21:06 |
Master_Nick აუ, როგორ არ შეეცოდათ ეგ მცენარეები, გასახმობად გაიმეტეს. ნიკორასი არ იყოს, შემოიტანეს ყვავილები და ისეთ საცოდავ მდგომარეობაშია, არავინ უვლის და გახმება აბა რა იქნება ia-viola უიჰ, რა ყოჩაღია... შენ უფრო მეტად... ძალიან ციოდა კიი, ზამთარმა და გაზაფხულმა გაუცვალეს დრო ერთმანეთს თუ როლები :დ :დ :დ |
Posted by: Master_Nick 3 Mar 2019, 22:25 |
sophka ეგ მცენარეები მოუვლელობის გამო არ უხმებათ, ზოგი ტრანსპორტირების დროს ზიანდება, ზოგს ქარი აფუჭებს, ზოგს დაავადება, ზოგს ქოთნის სივრცე აღარ ყოფნის და მიწაში გადატანა სჭირდება და ა.შ. მაგხელა სანერგეში ეგ დანაკარგი ჩვეულებრივი ამბავია. მე იმაზე მწყდება გული რომ გახმობამდე არ ყიდიან, ან დაარიგონ უფასოდ ბოლო ბოლო. მოკლედ დღეს ბევრი ვესაუბრე მენეჯერს მაგრამ ........... |
Posted by: sophka 3 Mar 2019, 23:03 |
Master_Nick გადაყრა ურჩევნიათ, ვიდრე ფასდაკლება გააკეთონ ან ჩამოწერონ სანამ დაკარგავენ სიცოცხლის უნარს. უყურადღებობაც მოუვლელობაა. მართლაც, ან დიდი ფასდაკლება გააკეთონ, ან საჩუქრად გადასცენ სკვერებს, ბაღებს, სკოლებს და ა.შ. მაგრამ... არაო, ხომ? |
Posted by: Master_Nick 3 Mar 2019, 23:22 |
sophka ფასდაკლებებია ეგეთ მცენარეებზე თუმცა მაინც მაღალია ფასი და რისკი დიდია, მოკლედ გადაყრა ურჩევნიათ იაფად გაყიდვას, 170 ლარიან ნახევრად გამხმარ სპირალის კიპარისში, 75 ლარს არავინ გადაიხდის. შენი დიდი ხათრი გვაქვს მაგრამ არაო ხოდა გაბრაზებული წამოვედი, ერთი ღვია მაინც წამოვიღე - გადავარჩენ იმედია. არადა რა მცენარეებია რომ იცოდე, გული გაგისკდება |
Posted by: ASIA 4 Mar 2019, 00:37 | ||
Master_Nick ხოდა გადაყარონ . . . ახია მაგათზე . . . აქაც შარშან გაუფუჭდათ პრიმულები და მაინც ხუთ ლარს იძახდნენ . . . ამას ბიზნესი არ ქვია - ამას რაღაც სხვა ქვია და არ მინდა დავწერო რაც ... |
Posted by: Johnnie Walker 4 Mar 2019, 08:07 | ||
ia-viola
ხოდა სად ვიყიდო ეგ მხვიარა ვარდი-თქო, მაგას ვკითხულობ |
Posted by: ia-viola 4 Mar 2019, 16:33 |
Johnnie Walker იმ დღეს მეტრო დიდუბის მიმდებარე ტერიტორიაზე ყიდდნენ, რკინის გადსასვლელი ხიდის ქვეშ. კიდევ, შაბათ-კვირას არის ხოლმე ყვავილების ყიდვა-გაყიდვა მეტრო ისანთან. იქაც ექნებათ დიდი ალბათობით. მეტრო დიდუბებსთან საკუთAრი თვალით ვნახე ამ 3 დღის წინ. * * * მე მუქნის ხოლმე ჩემი მეყვავილე ეგეტ მცენარეებს. სამი ორქი მაჩუქა მასე, გადავარჩინე და ერთი ცალი_ ორი დღის წინ გამიყვავდა. |
Posted by: Master_Nick 4 Mar 2019, 21:37 |
ASIA სამწუხაროდ ეგრეა კი, გადაყრა ურჩევნიათ, გული დამეწვა იმხელა გამხმარი ბზების ბუჩქები ვნახე მოკლედ დაგრუზული წამოვედი იმ დღეს სანერგედან რა შენ სად ცხოვრობ? თბილისში პრიმულები 1.5 ლარი ღირს რა ამბავია 5 ლარი |
Posted by: ASIA 5 Mar 2019, 21:55 | ||
Master_Nick
იმიტომ, რომ ყვავილები არ უყვართ - ფული უყვართ მარტო . . და ერთხელაც აღარც ფული ექნებათ და აღარც ყვავილები - აი ასე ... ზესტაფონში ვცხოვრობ და შარშან ვუთხარი თბილისში ძალიან იაფია და რა ცეცხლს უკიდებთ მეთქი - ხოდა წადი და თბილისში იყიდეო . . . |
Posted by: ia-viola 6 Mar 2019, 12:16 |
ტერიტორია რომ მქონდეს, სანერგეს გავაკეთებდი აუცილებლად. და ქართული ჯიშის ხეებს გავამრავლებდი, აი ისეთებს, წითელ წიგნში რომ არის შეტანილი უკვე. რაც გაიყიდებოდა ხომ კარგი, რაც არა და გადავიტანდი ბუნების წიაღში. ორივე შემთხვევაში გამრავლდებოდა და გადარჩებოდა იშვიათი სახეობა. მეორეს მხრივ კი პოპულარიზაცია და ამბები.... ეჰ, რატომ არ ვარ მეფე გიორგი... აი გუშინ რას წავაწყდი ფბ-ზე. მე ამ ადამინის შესახებ ნამდვილად არ ვიცოდი. ცოტა ხნით მოგწყვეტთ გლამურსა და სხვის ხმაურიან თუ ფეშენ ცხოვრებას და ამ კაცზე დავწერ. კაცზე რომლის შესახებაც ძალიან ცოტამ თუ იცის და რომლის არც ქუჩა არსებობს ჩვენს დედაქალაქში და არც ძეგლი ჩვენს სამშობლოში. რომ არა ეს კაცი, სურამი როგორც კლიმატური კურორტი, დღეს არ იარსებებდა. იცოდით რომ სურამში ბაიათხევის, კვირაცხოვლის და გვერდისუბნის ფერდობები მთლიად ხელოვნური ტყითაა განაშენიანებული და მანდ ეგ უნიკალური ფიჭვი თავისით არ ამოსულა? ამ კაცმა გააშენა მთლიანად, რასაც 28 წელი მოანდომა და ეს არაა ერთადერთი სიკეთე, რაც გააკეთა თუ დაგვიტოვა. მთელი ცხოვრება აქტიურ საგანმანათლებლო სამუშაოებს ეწეოდა და ქვეყნის რომელ რეგიონშიც ნიშნავდნენ, იმის გარდა რაც ევალებოდა, (ძირითადად ტყის გაშენება თუ დაცვა), ყველგან სკოლებს და უფასო სამკითხველოებს ხსნიდა და სხვა პრობლემებსაც უგვარებდა მოსახლეობას. ქრონოლოგიურად მივყვები: 1. როგორც კი სატყეო სასწავლებელი დაამთავრა, იმავე წელს დანიშნეს მარტყოფის სატყეოს უფროსის თანაშემწედ. დაინიშნა თუ არა, უფასო სამკითხველოები გახსნა მარტყოფშიც და საგარეჯოშოც, სადაც ადგილობრივი მასწავლებლები ახალგაზრდებს უკითხავდნენ წიგნებს. 2. ამ პერიოდში რუსეთის იმპერიის მიწათმოქმედების მინისტრის ბრძანებით გამოიცა განკარგულება, რომლის მიხედვითაც ყველას ეძლეოდა ტყის გაჩეხვის უფლება. ამ კაცმა პროტესტი გამოთქვა და “ივერიაშიც” გამოაქვეყნა წერილი, რომ ეს დიდ ზიანს მიაყენებდა საქართველოს ბუნებას. მეფის მოხელეებმა ეს არ აპატიეს, მოხსნეს თანამდებობიდან და გადაიყვანეს ლორეს სატყეოში, რაც მნიშვნელოვან ჩამოქვეითებას ნიშნავდა. 3. ამ ამბავს გამოეხმაურა ილია ჭავჭავაძე და “ივერიაში” გამოქვეყნა წერილი, სადაც წერდა რომ ამ კაცს ერთი მომდურებელიც კი არ ყავს რეგიონში და რაც იქ მუშაობდა ოთხი წლის განმავლობაში, ტყის გაჩეხვის ერთი ფაქტიც კი არ ყოფილაო. თუ გლეხებს რამე ჭირდებოდათ ტყიდან, მთავრობასთან თვითონ შუამდგომლობდაო. გარდა ამისა საგარეჯოს წიგნთსაცავის გამგეობის წევრია და სულ იმას ცდილობდა, რომ გაემდიდრებინა ეს წიგნთსაცავიო. ასევე გლეხებისთვის იყიდა ვაზის სასხურებელი მანქანა, გოგირდის შესაბერი და შეეძლოთ გლეხებს უფასოდ გამოეყენებინათო. ნეტა რა ავმა ენამ დააშორა ეს სასარგებლო კაცი და ხალხის გულშემატკივარი სოფელსო? 4. ამის შემდეგ ყვარლის სატყეოში გადაიყვანეს და თვითონ სოფელ გავაზში დასახლდა. სოფელს მანამდე სკოლა არ ქონდა და ორი დაწყებითი სკოლა გახსნა, ერთი ბიბლიოთეკა და ააშენა შენობა, სადაც იმართებოდა წარმოდგენები. 5. რადგან სურამიდან იყო, სურამს განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა. ჯერ კიდევ საგარეჯოში ყოფნისას, სურამში გახსნა სამკითხველო და “ივერიაში” გამოაქვეყნა წერილი, სადაც ითხოვდა რომ წიგნებით დახმარებოდნენ ბიბლიოთეკას. მანამდე კი წერილი გამოაქვეყნა, სადაც ამხილა სურამის მამასახლისი, რომელიც ფულს არ უხდიდა სკოლის მასწავლებლებს. 7. ყვარლის მერე გადაყავთ აბასთუმნის და შემდეგ ბაკურიანის სატყეოში. სოფელ თორში იწყებს ცხოვრებას, სადაც სასმელი წყალი არ არის. მისი მეთაურობით იწყება წყალსადენის გაყვანა, შენდება სკოლა და კეთდება სოფლამდე მისასვლელი საურმე გზა, 14 კილომეტრიანი - თორიდან ბორჯომამდე, რომელსაც ხალხმა მისი გზა დაარქვა. 8. შემდეგ გადადის წაღვერის სატყეოში, სადაც ყველაზე დიდხანს - 8 წელი იმუშავა. პირველ რიგში, ააშენა ორი შენობა, ერთი სკოლისთვის და მეორე მასწავლებლების საცხოვრებელი. მერე შემოიკრიბა ახალგაზრდები, დაიწყო წარმოდგენების გამართვა და შემოსული ფულით ააშენა თეატრის შენობა. მოაწყო ბიბლიოთეკა და სპორტის მოედანი. სამი კილომეტრის მანძილიდან გამოიყვანა სასმელი წყალი, აღმოაჩინა და მოაწყო მჟავე წყლის ახალი კერები. დამსვენებლებისთვის ააშენა ტყე-პარკი. თუ დღეს წაღვერი კურორტია, ამაში დიდი წვლილი მას მიუძღვის. 9. მისი ინიციატივით გამოყოფილი იქნა წაღვერის საუკეთესო კუთხე - კეჩხობი, სადაც გააშენა ტყე და დაგეგმა აგარაკების ასაშენებლად. 10. წაღვერში ყოფნისას ნახანძრალ ადგილებზე 455 ჰექტარ ფართობზე გააშენა ფიჭვის ტყე. 11. ასევე მისი ინიციატივით დაიწყო არქეოლოგიური გათხრები წაღვერში, უზნარიანის ციხის მიდამოებში, სადაც ერთი თვის განმავლობაში აღმოაჩინეს ნივთები ბრინჯაოს ხანიდან დაწყებული თამარის ეპოქით დამთავრებული. 12. შემდეგ გადაიყვანეს ბორჯომის სატყეოში, რომელიც უამრავის მრეწველის ინტერესების სფეროს წარმოადგენდა. მოახერხა და თავდაუზოგავი შრომით სრულად გადაარჩინა ეს უნიკალური ტყის მასივი. 13. დააარსა თესლის საშრობი ქარხანა, რომელსაც მთელ საბჭოთა კავშირში ანალოგი არ ქონდა. დაამზადა წიწვოვანთა ჯიშების თესლები, რომელიც ტონობით იგზავნებოდა არა მარტო საბჭოთა კავშირში, არამედ ევროპაშიც. 14. მოაწყო სანერგეები აბასთუმანში, წყალტუბოში, ბახმაროში. 15. გააშენა ტყეთა მასივი მცხეთაში და კასპში. 16. შემდეგ გადაიყვანეს სურამის სატყეოში. სადაც ჯერ სანერგე მოაწყო და მერე 131 ჰექტარ ფართობზე გააშენა უნიკალური ჯიშის ფიჭვი (ბაიანთხევის კვირაცხოვლის და გვერდისუბნის სერებზე) 17. გარდა ამ ყველაფრისა, აქტიურად თანამშრომლობდა პრესასთან და მუდმივად აქვეყნებდა წერილებს “ივერიაში” “ცნობის ფურცელში” თუ სხვა გაზეთებში. წერდა მოთხრობებსაც, რომელსაც დიდი გამოხმაურება ჰქონდა. 18. პენსიაში გასვლის შემდეგ დაენიშნა პირადი პენსია და დაარსდა მისი სახელობის მედალი საუკეთესო მეტყევეებისთვის. (ეს იყო და ეს მისი ღვაწლის დაფასება) გარდაიცვალა 1959 წელს და დაკრძალეს სურამში მის მიერვე გაშენებული ბაიანთხევის ტყის დასაწყისში, მისივე მოთხოვნით, სადაც მე პირადად ყოველ წელს მივდივარ ჩემს შვილთან ერთად და სულ ვახსენებ, რომ აქ დიდი ადამიანია დასაფლავებული - მიხეილ მურვანიშვილი.[I] |
Posted by: Master_Nick 6 Mar 2019, 21:31 |
ASIA ვერაფერს იტყვი ყვავილების გამყიდველებს კარგი მადა ჰქონიათ ზესტაფონში სამმაგი ფასია რაც თბილისში ღირს. ia-viola ხედავ რამდენი შეძლო ამ ერთმა კაცმა? როგორი მადლიანი კაცი ყოფილა - ეგეთი ადამიანები რომ არ არსებობდნენ დიდი ხანი აღარ ვიარსებებდით ჩვენ, ჩვენ კიდევ 2-3 ხეს დავრგავთ და ისიც გვეზარება, დრო არ გვაქვს, ხან ხასიათზე არ ვართ, ხანაც ყოფითი საკითხებია მოსაგვარებელი, (ჩემს თავზე ვამბობ ამას პრიველ რიგში) ამასობაში კი დრო გადის!!! |
Posted by: ia-viola 7 Mar 2019, 11:47 |
Master_Nick აბაა, შენ ეგა თქვი. არადა სამცხე-ჯავახეთის გზაზე, მოტიტვლებული რომ არის, ადრე უსიერი ტყე ყოფილა და მტერს გადაუწვია. ახლაც პოულობენ თურმე ნახანძრალს. მაშინვე ის ადგილი გამახსენდა. რა მაგის პასუხია და, შენი თესლები როდის მიგაქვს? მოკლედ შენთვის, და კიდევ ორისთვის გამზადებული მაქვს რაღაცეები. sophka შენი ჩიტა-ვაშლა გაიფოთლა უკვე. *** პიტნა არ დამმვიწყებია მეგობრებო. უბრალოდ ჯერ არ ამოსულა და არ გაუღვიძია. |
Posted by: sophka 7 Mar 2019, 12:19 |
ia-viola ჩემი ჩიტავაშლა :* გმადლოობ. სურამზე კი ვიცი, მანდ გავატარე მთელი ბავშვობა, დიდად არ მიყვარს ისე სურამი დედულეთია, ჩემთვის ჩვეულებრივი ჰაერია მანდ. თორი ძალიან ლამაზი ადგილია, ისტორიული სოფელი, ველური ბუნება, მაგრამ რად გინდა. დღესაც არ არის წყალი, ელექტროენერგია და გზაც კი არაა ნორმალური. ძველი ხის სახლები დგას და რამდენიმე მოსახლეღა ცხოვრობს, ადრე გადაასახლეს თისელში ძირძველი თორელები და ისევ დაუბრუნდნენ მამა-პაპისეულ კარ-მიდამოს. დეიდაჩემის ქმარია თორელი, ავდივართ ხოლმე ზაფხულობით. მზის პანელები დაუმონტაჟეს რამდენიმე წლის წინ ერთი ეგაა. თამარის ნადარბაზევიაო ამბობენ მანდ. მიწაა საოცარიი, ყველაფერი ხარობს და მოდის. Master_Nick აუ, ხო... უნდა დავრგო სიცოცხლეში ბევრი ხე. და ბუნებას ნაკლები ზიანი მივაყენო. |
Posted by: Master_Nick 7 Mar 2019, 22:13 |
ia-viola წავიღებ ახლო მომავალში, ჯერ ცოტა ადრეა, დათბეს კარგად, ჩემთან თოვლი მოვიდეს ლამის შენ ჩემი ლავანდა არ გინდა? sophka კარგ საქმეს იზამ, ხის დარგვა კეთილშობილური საქმეა. |
Posted by: ia-viola 8 Mar 2019, 14:00 |
Master_Nick როგორ არ მინდა. ყველაფერი მინდა, რასაც ფესვები აქვს. |
Posted by: Harrison Stafford 8 Mar 2019, 18:07 |
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ « გამარჯობა ყვავილცი თუ შეგიძლიათ მასწავლეთ ეს ბროწეული როგორ გადარგო ? ეს მიწა სულ მოვაშორო და ახალში ჩავრგო ? უფრო დიდ ქოთანში გადავრგო ? მთელი ზამთარია გარეთ მიდგას (ყინვის დროს შემომქონდა სახლში) ფოთლები არ დაუყრია რაღაცნაირად მოჭმუჭნული აქვს ფოთლები მთელი ზამთარია 2 კვირაში 1ხელ ვუსხავდი ბიო ჰუმუსს ასე რომ საკვების ნაკლებობა არ ქონდა წყალსაც ზომიერად ვაძლევდი მიწის გამოშრობის შემდეგ |
Posted by: Master_Nick 8 Mar 2019, 23:33 |
ia-viola ჩამოვიტან მომავალ კვირაში, ისანში რომ ახსენებ ადგილს სადაც მცენარეებს ყიდიან რა ადგილზეა შეგიძლია უფრო დეტალურად ამიხსნა? დეკორატიული მცენარეებიც იყიდება თუ მარტო ყვავილები აქვთ? |
Posted by: ia-viola 9 Mar 2019, 10:18 |
Master_Nick მეტროსთან. რაღაც პარკივით რომ არის იქ იდგნენ ხოლმე. ყველაზე მაგარი რა არის იცი, გადამყიდველები კი არ არიან. ჩვენნაირი ტიპები რა. რაც ეზედმეტებად იმას ყიდიან. შესაბამისად კარგი რამის ჩაგდება შეიძლება ხელში - იაფად. ეზოს მცენარეებიც აქვთ და ოთახის. ხო შევთანხმდეთ და. სოფკასაც გადავცემ მის კუთვნილ ჩიტავაშლას. |
Posted by: Master_Nick 9 Mar 2019, 10:21 |
ia-viola დილით ადრე მივედი და ვიყიდე საინტერესო რაღაცები, დანარჩენზე ეზოდან მოგახსენებ |
Posted by: ia-viola 9 Mar 2019, 14:45 |
Master_Nick ეეეე, რა მაგარია. ამას ქვი საქმე ლაპარაკის ნაცვლად. მე კიდევ, რაც დავპოსტე, ამ დრომდე მოყოლებული ჩემ ყვავილებს და ქოთნებს დავტრიალებდი. რაღცეები დავთესე, რაღაცეები შევსხალი, გადავრგე, დავაკალმე და ა.შ. მოკლედ ერთ ამბებში ვიყავი მეც. რამდენი ხანია მინდა და ვერ მივაღწიე ისნამდე. |
Posted by: Master_Nick 10 Mar 2019, 19:24 |
ia-viola აუ მაგარი ადგილი აღმოვაჩინე, მე მეგონა ნამყოფი იყავი, საინტერესო რამეები შევიძინე (სხვადასხვა ფერის გლადიოლუსის ბოლქვები, უცნაური ყვითელი ტიტები, მარწყვის ნერგები და სხვა ყავივლების ბოლქვებიდან ამოსული ჩითილები). შემდეგ შაბათს ისევ მივალ |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 10 Mar 2019, 21:05 |
ia-viola გირჩევდით იქ გასვლას, ყიდიან ჭაჭის ნარჩენს მიწის და კიდევ რაღაცეების ნარევით ამბობენ რომ ძალიან კარგია მცენარეებისთვის მანდ ვიყო შევიძენდი აუცილებლად ეხლა გაზაფხულზე გადარგვა დაფესვიანებისთვის კარგი კატალიზატორია |
Posted by: Master_Nick 10 Mar 2019, 21:44 |
M-A-S-E-R-A-T-I ეგ ჭაჭის ნარჩენი მიწა მეც ვნახე იყიდებოდა, მაგრამ თავი შევიკავე, ააქვს ვინმეს გამოცდილება ამ მიწის გამოყენებაზე? |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 10 Mar 2019, 23:01 | ||
Master_Nick
აქვს ჩემს მეგობრებს გამოცდილება და აქებენ ეგ არი ცოტა ძვირია და ბათუმამდე მაგას რა ათრევს თორე უეჭველი ვიყიდდი |
Posted by: Master_Nick 10 Mar 2019, 23:17 |
M-A-S-E-R-A-T-I ოკ. მადლობა, გავითვალისწინებ მომავლისთვის. კახელები ყიდიდნენ გუშინ მაგ მიწას. |
Posted by: *WASP* 11 Mar 2019, 05:25 |
მეგობრებო, ხომ არ იცით ასეთ ქოთანში სწორად როგორ უნდა დარგო მცენარე? შუაში, ტიხარზე რო დავრგო, მგონია პარარა სიმაღლე აქვს ძალიან. გამოდის მარტო გვერდებზე შეიძლება დარგვა? |
Posted by: ia-viola 11 Mar 2019, 10:46 |
Master_Nick M-A-S-E-R-A-T-I ამ წელს არ ვარ ნამყოფი, თორმ... ხელფასზე გავალ. უფულოდ რომ გავიდე, ხომ გული უნდა გამისკდეს. რაო? ჭაჭის ნარჩენიო? ეგ რომელია? რაც ღვინისგან რჩება თუ არაყს რომ ხდიან და რაც მისგან რჩება? |
Posted by: Master_Nick 11 Mar 2019, 14:10 |
ოლა, ეს მცენარე ნეტავ არ მენახა იაპონური კომში! |
Posted by: ia-viola 11 Mar 2019, 16:13 |
Master_Nick თუ გინდა იაპონური წითელი ნეკერჩხლის 2ც. თესლს გაჩუქებ. კომში არ მაქვენ, თორემ მასაც გიწილადებდი. მართლა რა ლამაზია. |
Posted by: Master_Nick 11 Mar 2019, 17:59 |
ia-viola მაგ ნეკერჩხალმა მე ამბები დამმართა გახედვა აღარ მინდა მისკენ გაზრდილ მცენარეს ვერაფერი მოვუხერხე და თესლიდან როდის რა იქნება მადლობა შემოთავაზებისთვის მაგრამ ეგ არ არის საჩემო. რომელი ჯიშია, ეგ რამოდენიმე სახეობაა, წვრილფოთლიანი მქონდა მე. ეს კომში მაგარი რამეა, რეალში რაც ვნახე გულში ჩამივარდა ნამეტნავად. იმედია მექნება ეზოში |
Posted by: ia-viola 11 Mar 2019, 23:00 |
Master_Nick აზრზე არ ვარ. ეგ თესლები გამომიგზავნეს, ნაჩუქარია. მე დავთესე და რა ამოვა, კაცმა არ იცის. ეეეე, თესიდან ამოყვანილს და გაზრდილს თავისი მუღამი აქვს. გარგრები მყავს ასე 2 ცალი. ბონსაის სტილში. |
Posted by: Master_Nick 11 Mar 2019, 23:33 |
ia-viola შენ მაგარი ხარ, მე სად შემიძლია თესლიდან აღმოცენებულ მცენარეს კოჭებში ვუყურო ყოველ წელს რამდენი სმ- ით გაიზარდა ისე იაპონური ნეკერჩხლის ბონსაი იყიდებოდა გეო ბოტანიკში საკმაოდ მისაღებ ფასად, შენ ჩემი დეკორატიული კომბოსტო გინახია? |
Posted by: ia-viola 12 Mar 2019, 18:53 |
Master_Nick აუ რა ლამაზებია. |
Posted by: sophka 12 Mar 2019, 20:19 |
აუ, მართლა ძალიან ლამაზია ეს დეკორატიული კომბოსტო. თესვის დროა, უნდა მოვიცალო, ვეღარ მოვაბი თავი რა.. . იაპონური კომშიც რა საოცრებაა... |
Posted by: Master_Nick 12 Mar 2019, 22:24 |
sophka როგორ ხარ? შენი კომბოსტო როგორ გრძნობს თავს გაიარა თბილისის ჰაერზე აკლიმატიზაცია? ეს კომში მართლა საოცარი მცენარეა, უნდა ვიყიდო ერთი ქოთანი, გავამრავლებ და მერე გიწილადებ * * * ia-viola კომშზე გავეცანი ინფორმაციებს, მოკლედ ჩვენს პირობებში უნდა იმუშაოს კარგად, ცოტა ყინვები არ უყვარს, მაგრამ შეფუთვა შველის. |
Posted by: sophka 12 Mar 2019, 22:30 |
Master_Nick ცოტა მოიწყინეს მგონი, მაგრამ იმდენს ვეფერები და ველაპარაკები, არ მგონია რამე მოუვიდეთ:დ თვალი არ ეცეთ თესლები ვნახე დომინოს საიტზე და აღარ გვაქვს მარაგშიო:დ უი, ეს კომში გარდენიასაც ჰქონდა მგონი, თუ მეშლება... არამიშავს, ალერგია მომეძალა ცოტა:დ დაიწყო სეზონი უკვე შენ როგორ ხარ? გამოაცოცხლე ის წიწვოვანი ნერგი? დომინოში რო აიღე? რას შვრება? * * * დეკორატიული ბროწეული გარდენიაში აქვთ, ესეც რა ძალიან ლამაზია... |
Posted by: Master_Nick 12 Mar 2019, 22:45 |
sophka მოვლენ ფორმაში, ნაკლები მიწით მოუწიათ ყოფნა მანქანაში და მაგის ბრალია. გარდენიას ამბავი არ ვიცი, მე ეს გამწვანება კრწანისის სანერგეში ვნახე. ის წიწვოვანი ღვია წინა შაბათს გადავრგე მიწაში, ამ უქმეებზე ჩავალ და იმედია უკეთესად იქნება. ესეც გაცოცხლდება აბა რას იზამს. |
Posted by: *WASP* 13 Mar 2019, 06:35 |
იმ ქოთნებზე არცერთმა იცით როგორ უნდა დავრგო სწარად? იასამანი ქოთანში გაიხარებს? ან რამე ჯიში ხო არ იცით სპეციალურად ქოთანში გასაზრდელი რო იყოს. ბონსაის არ ვგულისხმობ. |
Posted by: ia-viola 13 Mar 2019, 08:08 |
კამელია <3 |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 13 Mar 2019, 22:58 |
მე თუ რაღაც ამეკვიატა |
Posted by: *WASP* 14 Mar 2019, 03:42 | ||
მშვენივრად გამოიყურება. _______________________ |
Posted by: Master_Nick 14 Mar 2019, 08:09 |
ia-viola კამელიამ გახსნა საგაზაფხულო ყვავილობა? შაბათს ხომ არ მოდიხარ ისნის ბირჟაზე? დილით მივალ მე, რაღაცეები მაქვს საყიდელი |
Posted by: holden kolpildi 14 Mar 2019, 12:45 | ||
ჰობიტის სოროს გავს ლამაზია |
Posted by: sophka 14 Mar 2019, 13:11 |
*WASP* მე ვნახე ეგ ქოთნები ბაზარში, დიდად არ მომეწონა:დ დარგავ მხოლოდ გვერდებზე, შუაში არაა ადგილი ჩასარგავი. გამყოფია დასაკიდად. იასამანი არ ვიცი, მაგრამ სცადე, რამე ტანდაბალი ჯიში, რატომაც არა. Master_Nick კი გაიხარებს. აუ, მეც მინდა ისანში რომ არა სამსახური გავიდოდი. ia-viola რა ლამაზიაა <3 |
Posted by: *WASP* 14 Mar 2019, 16:25 |
sophka დიდად მეც არ მომწონს, მარა სხვა ალტერნატივა არ მქონდა. ადრე გავაკეთებინე მოაჯირის ხის ქოთნები შეკვეთით. გინდა თუ არა 10 თუ მინიმუმ 15 წელი გაგიძლებს და არაფერი მოუვაო. ორ კვირაში საღებავი აიტკეჩა და მერე ძირზე ბზარები გაუჩნდა. ვიფიქრე, სიმძიმის გამო არ ჩამოვარდეს და ვინმეს თავზე ან მანქანას არ დაეცეს... თეთრი ფერის ვიყიდე. ფერებს შორის ყველაზე ნორმალურად ეგ გამოიყურებოდა. თან იაფი ჯდება საკმაოდ. მანდ პეტუნიები რო დაირგვება, იმის იმედი მაქ რო ქოთანს დაფარავს და აღარ გამოჩნდება. :დ |
Posted by: ia-viola 14 Mar 2019, 17:41 |
Master_Nick თვის ბოლოს. ხელფასამდე შანსი არაა, მანდ მივიდე. რამე მომეწონოს, იაფად ვნახო და ვერ ვიყიდო, ხო გული უნდა გამისკდეს. აუ ყვითელი იასამანი ვნახე. უუფ კი არა და, იიიფ. ფოტოზე მასეთი იყო და ისე როგორი იქნება. |
Posted by: Master_Nick 14 Mar 2019, 20:46 |
ia-viola კარგი რაც მომეწონა ყველაფერს კარგი ფასი დაადეს არ არის იაფი ადგილი, წინასწარ არასწორი მოლოდინები არ შეიქმნა |
Posted by: ia-viola 16 Mar 2019, 15:57 |
Master_Nick ოთახის ყვავილებისთვის - ადგილი ფიზიკურად არ მაქვს. თან 16 ჯიშის ციკლამენი დავთესე და შესაბამსიად, ადგილები შევსებულებია. მანდ თუ გავედი, მხოლოდდამხოლოდ ვარდბისთვის. 5 გელა ღირს ძირითდად ვარდიკოები. |
Posted by: Master_Nick 16 Mar 2019, 20:32 |
ia-viola დღეს მეც ნაირ ნაირი ყვავილები დავთესე, ზოგი თესლით და ზოგიც კიდევ ბოლქვებით იყო, რაც ფოტოებზეა, ეგენი თუ ამოვიდა, მაშინ ოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოო შენ გეცოდინება, დათესვიდან რამდენ ხანში უნდა ამოვიდის ყვავილი? ნუ ვარდები შენი სუსტი წერტილია, არადა მე ვერ ვამუღამებ და მომკალი თუ გინდა კი მომწონს მაგრამ მაგათი წამლობის ნერვები არ მაქვს, |
Posted by: ia-viola 16 Mar 2019, 20:44 |
Master_Nick რავი. სამსახურში რაც დავთესე, მესამე თუ მეოთხე დღეს ამოვიდა. სახლში რაც დავთესე, სამი კვირის ვადაა ააქვს წესით. არადა ისეთები მაქვს დათესილი, ყველაფერი რომ ამოვიდეს... უფ.... ჯერ მარტო 16 ფერის ციკლამენი იგივე ყოჩივარდა, იტალიური კვიპაროსი, იაპონური წითელი ნეკერჩხალი, ვისტერია და კიდევ ვინ მოსთვლის.... |
Posted by: Master_Nick 16 Mar 2019, 22:25 |
ia-viola ამ ყვავილებსაც 2 კვირიანი ვადა უწერია, ვნახოთ რა მოხდება ამ 2 კვირაში |
Posted by: ia-viola 19 Mar 2019, 20:58 |
Master_Nick რა ქენი? იყიდე ღვიები? |
Posted by: Master_Nick 19 Mar 2019, 21:45 |
ia-viola კი ვიყიდე, ბოლო ეგზემპლიარები ავიღე, ძლივს მივასწარი, ჩემი ფავორიტი ღვიაა |
Posted by: ia-viola 19 Mar 2019, 21:46 |
Master_Nick არადა გუშინ რამდენი ელაგა. დღეს ორიღა იყო დარჩენილი. კიდევ კარგი ეგ მაინც შეგხვდა და ტყუილად არ გამოხვედი. |
Posted by: Master_Nick 19 Mar 2019, 21:49 |
ia-viola მაგრად იყიდება, ძალიან პოპულარულია ეგ ჯიში, გუშინ ტელეფონით კი ,,დავჯავშნე" მაგრამ სულ ტყუილად გამყიდველმა კიდევ შემოვიტანთ ახლო მომავალშიო |
Posted by: ia-viola 19 Mar 2019, 22:07 |
Master_Nick ეგ რამხელა იზრდება? თუ მაგხელა რჩება? მე განრთხმული ჯიშიც მომწონს. კარგი დეკორაცია გამოვა. ახლა ბზებსაც შემოიტანენ სააღდგომოდ. და კიდევ ბევრ ჯიშსაც. ახლაა დარგვა-გადარგვის სეზონი. მარა ასე კატასტროფული ტემპით თუგაიყიდებოდა, რას წარმოვიდგენდი. |
Posted by: Master_Nick 19 Mar 2019, 22:13 |
ia-viola ძალიან ნელა იზრდება, ეს ჩემები 3 წელია მაქვს, ვიყიდე დღევანდელი ზომის და 3 წელში აქამდე გაიზარდნენ. |
Posted by: ia-viola 19 Mar 2019, 22:30 |
Master_Nick უკან ტუიებია ხო? ეს როდინდელი ფოტოა? რაღაც მარცხნიდან მეორე რომ არის (შუაში), ფერი არ მომწონს. შეწამლე. გაზაფხულზე ისედაც ჭირდებათ პროფილაქტიკისთვის. |
Posted by: Master_Nick 19 Mar 2019, 22:35 |
ia-viola კი ტუიებია, ეს გვიანი შემოდგომის ფოტოა, ეხლა გაზაფხულზე აბიბინდებიან გასაკრეჭი და მისახედი მაქვს ყველაფერი, საგაზაფხულო სამუშაოები წინ არის. ზემოთ ბზები ახსენე და ფასები ხომ არ გახსოვს რა ღირდა? |
Posted by: ia-viola 19 Mar 2019, 22:56 |
Master_Nick შარშან 2.5. ახლა ისე ამოიყარა შარშანდელმა. შარშაწინ ჩამოწერილი - 1 ლარიც ღირდა. მერე გაუფუჭდათ და გადაყარეს, ისე ვინანე, ნეტა მეყიდა. ხო გადავარჩენდი. თან კოლხური ბზები იყო და 1 ლარი ფაქტიურად ნაჩუქარია. |
Posted by: ia-viola 21 Mar 2019, 09:02 |
აქაც დავდებ ფოტოს. ამ სილამაზისთვის მხოლოდ ფბ არ კმარა. |
Posted by: Master_Nick 24 Mar 2019, 21:43 |
ia-viola ზამთარი დაბრუნდა თოვლია ჩემთან და წინა კვირას დათესილი ყვავილები იმედია გადამირჩება მე მგონი ვიჩქარე |
Posted by: sophka 24 Mar 2019, 22:09 |
Master_Nick გადარჩებიან... ia-viola რა ლამაზიაა... მე ჩუტყვავილამ გამომკეტა სახლში რამდენი დღეა უკვე, არადა ამ და იმ შაბათ-კვირას გეგმები მქონდა. კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდა-ო დამემართა)) აჰა, ესეც მთვარის მიხედვით დასათეს-დასარგავად კარგი და ცუდი დღეების კალენდარი... |
Posted by: ia-viola 26 Mar 2019, 10:05 |
Master_Nick არ ინერვიულო. არაფერი მოუვათ. პირიქით, ზოგიერთ თესლს რამდენიმე დღე მაცივარშო ინახავენ სპეციალურად. გამოთბება რა. sophka რომ გამიხვალ, აი ეს გელოდება. გუშინ მითხრა, როდის წამიყვანს ჩემი სოფკაო და მე ვუთხარი, ცოტა ხანს მოითმინე, გამოკეთდება და წაგიყვანს თქო. |
Posted by: sophka 26 Mar 2019, 14:39 |
ia-viola აუ, რა კარგი ვინმეა, როგორ გამწვანებულა. როგორ მივხედო? გავაჩერო ჯერ ცოტა ხანს ქოთანში თუ პირდაპირ გადავრგა ღია გრუნტში? |
Posted by: ia-viola 26 Mar 2019, 14:57 |
sophka მგონი ჯობს რომ გააჩერო. კარგად დაფესვინდეს, მოძლიერდეს ფესვთა სისტემა და მერე გადაიყვანო, შემოდგომით. წარმოიდგინე ორ თვეში რა ამბები ჩაიდინა. ასე ადვილად თუ გაიხარებდა რას წარმოვიდგენდი. თან ეს იმენა შენ სახელზეა. *** მერე კამელიას დაკალმებაც უნდა ვცადო. აბა ვნახოთ თუ გაიხრებს. |
Posted by: sophka 26 Mar 2019, 15:07 |
ia-viola ხო, ეგრე ვიზამ, შემოდგომამდე მეყოლება აივანზე და მერე გადავრგავ. მართლა რა კარგადაა... შენი დამსახურებაა ეგ. ვარდებს ხო ახარებ და კამელიაც არ გაგიჭირდება. ასე მგონია ვარდზე პრეტენზიული არაფერია და. გაიხარებს რატომ არა)) |
Posted by: ia-viola 26 Mar 2019, 15:33 |
sophka კი როგორ არ ვახარებ. ვარდები ჩემი სუსტი წერტილია. ვარდების მანიაკი ვარ ფაქტიურად. მარა ძალიან აზიზები არიან. ყოველ სამ თვეში ერთხელ შეწამვლა უნდათ. ახლა გადაბუჩქულები არიან. თუ გინდა გაჩუქებ მაგასაც. ჯერ არ მომიხდია თAვი. დასათბურებულები მყავს. |
Posted by: sophka 26 Mar 2019, 15:50 |
ia-viola მახსოვდა რომ ახარებ და ამიტომ გითხარი, კამელიას გაახარებ-თქო. კი, ძალიან აზიზები არიან, რითი წამლავ? ჩემს ვარდებსაც მოუწევთ შეწამლვა მგონი, ყვითელი და თეთრი ფერის ვრდებია ჯუჯა გეობოტანიკიდან აერიათ ეტყობა, ყვითელში 1 თეთრი ვარდიც ურევია:დ ბებია მინის ქილებს აფარებდა ხოლმე დაკალმებუკებს და ისე ახარებდა. |
Posted by: ia-viola 26 Mar 2019, 16:20 |
sophka ხოო, მეც ზუსტად მასე, ბებიების მეთოდი უტყუარია. ოღონდ მე პლასტმასის ბოთლებს ვაფარებ. კატები ვარდებიან ხოლმე სახურავიდან ჩხუბის დროს და რამდენჯერმე გატეხეს ქილა, ნერგიც დააზიანეს. ასე ქილასაც ვიცავ, ნერგსაც და ფისოსაც. |
Posted by: Master_Nick 26 Mar 2019, 17:25 |
ეს ფოტინია დაავადებების მიმართ მდგრადი მცენარეა თუ იცით? თუ ვარდივით თავზე ფოფინი სჭირდება? |
Posted by: ASIA 26 Mar 2019, 20:31 |
[b]Master_Nick[/b მე ეს ნანდინა მეგონა - ტოტი მაჩუქეს და დიდისამბით ველოდები დაფესვიანებას ... |
Posted by: Master_Nick 26 Mar 2019, 21:31 |
ASIA არა ნანდინა სხვა მცენარეა, ეს ბევრად უფრო ლამაზი და გრანდიოზულია |
Posted by: ia-viola 26 Mar 2019, 23:41 |
Master_Nick რამდენადაც ვიცი მდგრადი და სიცოცხლის უნარიანი. ბოლო ბოლო ქუჩებსა და გაზონებში ხარობს და ე.ი. დიდი ლაი-ლაი არ ჭირდება. მე პირადად არ მქონია მასთან შეხება. უბრალოდ ლოგიკით ვასკვნი. არ მგონია ქუჩებსა და გაზონებში მაგას დაუწყოს ვინმემ შეწამვლა და ფოფინი. |
Posted by: kotcio 26 Mar 2019, 23:41 |
ia-viola როგორ დააკალმე ეგ ჩიტავაშლა? |
Posted by: GunsN 27 Mar 2019, 12:15 | ||
რამდენ ხანში ამოდის ეს? დათესეთ და უკვე ამოვიდა? |
Posted by: ia-viola 27 Mar 2019, 19:46 | ||
GunsN მეოთხე დღეს ამოვიდა. ოღონდ ჯერ არ გაყვავებულა. სუსტი ნერგებია ოღონდ. * * * kotcio
ირიბად ავაჭერი ტოტი და პირდაპირ ვდურთე ნესტიან მიწასი და რეგულარულად ვრწყავდი. |
Posted by: GunsN 28 Mar 2019, 08:29 |
ia-viola სად იყიდება? გორგიაში არის თუ იცი? |
Posted by: gigaboku 28 Mar 2019, 12:44 |
გთხოვთ ამიხსნათ რატომ ემართება ასე ყველა ყვავილს? |
Posted by: Master_Nick 29 Mar 2019, 07:20 |
ვეძებ spirea japonica magic carpet და ხომ არ გეგულებათ სადმე? |
Posted by: sophka 29 Mar 2019, 14:00 |
Master_Nick გარდენიაში აქვთ, იაპონური გრაკლა ჰქვია თურმე ქართულად, შეიძლება სხვაგანაც ჰქონდეთ. საშენ მეურნეობაში ან ჰოლანდიურში. |
Posted by: Master_Nick 29 Mar 2019, 17:44 |
sophka გარდენიაში პრინციპულად აღარ დავდივარ, წარმოუდგენლად გაფრენილი ფასები აქვთ |
Posted by: NIK-001 29 Mar 2019, 22:43 |
სალამი გვიმრას ვეძებ. ან ვიჩუქებ ცოტას. ადამიანურ ფასად თუ იქნება საკაიფო ქოთანი მთლად უკეთესი. პმ მომწერეთ თუ შეიძლება. |
Posted by: Master_Nick 30 Mar 2019, 10:52 |
sophka იაპონური გრაკლა სხვა ტიპია მგონი, მე ამას ვეძებდი |
Posted by: sophka 30 Mar 2019, 22:22 |
Master_Nick გრაკლაა არ მეშლება, გრინგარდენმაც იაპონური გრაკლა ანუ spirea japonica magic carpet არაო და goldflame გვაქვსო. ვარდისფერიო, ჯიშებია განსხვავებული ეს ფოტო გამომიგზავნა. რასაც შენ ეძებ სახელით ესაა https://www.gardenia.net/plant/Spiraea-japonica-Magic-Carpet-Walbuma დიდად არ განსხვავდება მგონი ეს ჯიშები, მაგრამ აი შენი ფოტო და ეს მცენარეები კი განსხვავდება, ეგ ძაან ლამაზია. შეიძლება გაზაფხულის პერიოდშია ასეა,არ ვიცი. გადავქექე მთელი ინტერნეტ სივრცე:დ :დ |
Posted by: Master_Nick 30 Mar 2019, 22:34 |
sophka ვინც ეძებს პოულობსო ხომ გაგიგია? რა ფოტოც დავდე ჩემთან არის გადაღებული, მოვაბრძანე დღეს ეს სპირეა, მართლა ძალიან ლამაზია. უამრავი სახეობა ჰქონია სპირეას სან ანდრეასის მარწყვები მოვზიდე დღეს კიდევ, ზაფხულში საკუთარი მარწყვი მექნება ეზოში. შენ როგორ ემზადები საგაზაფხულოდ? |
Posted by: sophka 30 Mar 2019, 23:07 |
Master_Nick ია-ვიოლას ააჭრევინე შემოდგომას კალმები, გაამრავლებს. მართლა ლამაზია, ანუ სხვა სახეობაა. გილოცაავ. აგარაკზე უნდა გადაიტანო თუ ტოვებ ქოთანში? მარწყვი ძაან კარგია, უბრალოდ სულ მოვლა უნდა, გამარგვლა და გახშირვა. ჟოლო, მოცხარი არ გაქვს? მე მინდა ნერგების ყიდვა ქალაქგარეთის სახლისთვის. მაგრამ ჯერ რაღაცეებია გასაკეთებელი და მაგას ველოდები, ეზო რომ მოვაწესრიგოთ. აივანზე ქოთანში მწვანილები დავთესე უნდა გავიარო სადმე ისე, რაღაცეები კი მინდა აივანს მივამატო. ხან ავად ყოფნამ და ხან რამ შემიშალა მოკლედ ხელი, ვერ მოვაბი ვერაფერს თავი. |
Posted by: Master_Nick 30 Mar 2019, 23:43 |
sophka ეს აგარაკზე მიდის, ახალი კომპოზიცია უნდა გავაკეთო და მისთვის მჭირდებოდა, კალმებით გამრავლება კარგი იდეაა, იას გაკვეთილი უნდა ჩავატარებინო, უნდა ვისწავლო ეგ საქმე. ჟოლო და მოცხარი არ მაქვს, მარწყვით დავიწყებ |
Posted by: GunsN 2 Apr 2019, 08:35 |
გამარჯობა, ეს რა ყვავილია ხო არ იცით და სად შევიძენ? მადლობა |
Posted by: ia-viola 2 Apr 2019, 13:14 |
მოგესალმებით. აი მეც დავბრუნდიიი. Master_Nick არ გრცხვენია? ჩიტავაშლა საძებარი უნდა გქონდეს? ახლა გადავათვალიეე პოსტები. რამდენიმე პატარა ტოტს აგიჭრი და წამოვა, მალე იზრდება ძალიან. რამდენი ძირი დაგიკალმო? აი, sophka -ს ჩიტავაშლა უკვე გაიბუჩქა. * * * GunsN სხვა ფოტო დადე. ამ ფოტოთი ვერ აღვიქვამ რა მცენარეა. |
Posted by: GunsN 2 Apr 2019, 15:02 |
ia-viola აბა ასე თუ მიხვდები |
Posted by: ia-viola 2 Apr 2019, 15:09 |
GunsN გორგიაში ქონდათ მაგდაგვარი. სახელი არ მახსოვს. თუ გინდა, ხვალ გადავალ და ვნახავ. |
Posted by: GunsN 2 Apr 2019, 17:25 |
ia-viola ვაიმე არა რას ამბობ, როგორ შეგაწუხებ. რომ მოვხვდები ვნახავ და თუ ძალიან ძვირი არ იქნება შევიძენ. მადლობა :* |
Posted by: ia-viola 2 Apr 2019, 17:44 |
GunsN არა, მანდვე ვმუშაობ და შესვენებაზე მანდ ვსეირნობ ხოლმე. სხვა წასასვლელი მაინც არ არის და... |
Posted by: Master_Nick 2 Apr 2019, 18:17 |
ia-viola ია, სპირეას დაკალმებაზე იყო საუბარი, თუმცა ჩიტავაშლაზეც არ ვიტყვი უარს. ზოგადად დაკალმება მინდა რომ ვისწავლო. ამ სპირეაზეა საუბარი, ძლივს მივაგენი |
Posted by: ia-viola 2 Apr 2019, 22:18 |
Master_Nick ეგ არ მაქვს. ერთ ტოტს ავაჭრი ჩიტავაშლას და დაგიკალმებ მაშინ. რავი, მე ჩემით ვისწავლე. ირიბად ვჭრი ნედლ ტოტს, ვარჭობ ტენიან მიწაში და რეგულარულად ვრწყავ. ვრდებს - ვსათბურებ. რავი. ყველაფერმა გაიხარა მასე. თვით ტირიფის ტოტმაც, რომლითაც ტარხუნა იყო შეკრული. |
Posted by: GunsN 2 Apr 2019, 23:12 |
ia-viola უი მართლა? მაშ კარგი იქნება აბა თუ მოახერხებ დაათვალიერე. მადლობა |
Posted by: ia-viola 4 Apr 2019, 20:29 |
GunsN გუშინ ვეღარ მოგწერე. არ იყო მაგდაგვარი მცენარე. ისე კონსულტანტმა მითხრა,მალე განვაახლებთ და სიახლეებს შემოვიტანთო. |
Posted by: GunsN 5 Apr 2019, 09:08 |
ia-viola მეც რა მეჩქარება, ცოტა მერე გავივლი. მადლობა დიდი :* |
Posted by: sophka 5 Apr 2019, 09:16 |
ia-viola შეგეხმიანები და იმ კვირას როცა მოიცლი წავაცუნცულებ ჩემს ჩიტავაშლას, დიდი მადლობა კიდევ :* ეგ ხამედორას არ ჰგავს? თუ არ მეშლება GunsN |
Posted by: K1CK3R 5 Apr 2019, 13:14 |
გამარჯობა, კარგი მიწა სად უნდა ვიყიდოთ ხომ ვერ მიმასწავლით, აივანზე 19 დიდი ქოთანი უნდა დავდო 70 სმ იანები და იმისთვის მჭირდება მადლობა |
Posted by: GunsN 5 Apr 2019, 14:14 |
sophka არ ვიცი მაგრამ კი მივაგენი და ვიყიდე ia-viola აბა ნახე და ეს მასწავლეთ როგორ ჩავრგო ან თუ ვარგა საერთოდ ეგეც მითხარით, მადლობა |
Posted by: ia-viola 5 Apr 2019, 14:39 |
GunsN თესლებს ყველს ერთი პრინციპით ვტესავ. თანაბრად ვანაწილებ ქოთნის ზედაპირზე და მ ერე დაახლოებით 1 სანთიმეტრზე ვაყრი მიწას. ნიადაგი უნდა იყოს მსუბქი და ფხვიერი. როგორც წესი თანაბრად და სიმეტრიულად განაწილებული აცაბაცა აამოდის. მარა ამოდის. * * * sophka როცა გენებოს. დღეს დილით გამოვსვი გარეთ. მაგის დედა კარგად გაიბუჩქა. როგორც ჩანს ოთახის ტემპერატურა აღარ მოწონს. მოკლედ შევხმიანდეთ და... შე კიდევ რას დაგპირდი? პიტნას ჰო? გამახსენე რა. და ბარემ გაგიმზადებ სასაჩუქრე პაკეტს. |
Posted by: GunsN 5 Apr 2019, 14:54 |
ia-viola რო ამოვა მერე უნდა გადაირგოს მიწაში თუ ქოთნებში? |
Posted by: sophka 5 Apr 2019, 18:35 |
GunsN ისე იყიდე არც იკითხე სახელი? გილოცავ, ეზო თუ გაქვს დათესე პირდაპირ ღია გრუნტში ანუ მიწაში:დ თუ ბინაში ხარ- ქოთანში. ia-viola კი, კი, პიტნას :* ოკი, შეგეხმიანები. |
Posted by: Master_Nick 5 Apr 2019, 19:58 |
ia-viola sophka აბა როგორ ხართ, ჩემთან რა ამბებია რომ იცოდეთ? დათესილი ყვავილების უდიდესმა ნაწილმა ამოსვლა დაიწყო. 2 კვირის თავზე, წვიმების, ქარებისა და თოვლის მიუხედავად ეს ყველაფერი ამოდის, პატარა ბავშვივით მიხარია! |
Posted by: sophka 5 Apr 2019, 21:01 |
Master_Nick აუ, გილოცაავ, მაგარია. რომ ჩახვალ ფოტოები დაიდოს. აბრდღვიალდება შენი ეზო, ფერად-ფერადი ყვავილებით. ეზოში ფანჩატურის გაკეთებაზე არ გიფიქრია? პატარა, კოხტა, ყვავილნარში. |
Posted by: GunsN 5 Apr 2019, 22:27 |
sophka გამოუცდელი ვარ, ეზო კი მაქვს მაგრამ მაინც ქოთანში ჩავთესე, რო ამოვა და მოიზრდება მერე გადავიტან. |
Posted by: ia-viola 6 Apr 2019, 14:39 | ||
sophka
ამოვიდნენ. გადმოგირგავ მაგასაც და მერე თვითონ იცის თვის საქმე. აჰამ. შევხმინდეთ |
Posted by: Master_Nick 6 Apr 2019, 17:11 |
sophka ფანჩატურის ნაკლებად, უფრო ტერასაზე ვფიქრობ |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 7 Apr 2019, 00:02 |
Master_Nick ტერიტორიულად სად გაქვს ეგ ეზო? |
Posted by: ia-viola 8 Apr 2019, 17:08 | ||
Master_Nick
ხომ გითხარი ამოვა თქო. მერე ეს თესლი თAვისით ჩAიყრება და თAვისით ამოვა. ყივა და თოვლი უხდება კიდეც. აბა გახარება-აყვავება-გამრავლებაში |
Posted by: Master_Nick 8 Apr 2019, 19:17 |
M-A-S-E-R-A-T-I ბულაჩაურთან ახლოს ვარ. ia-viola არ ვიციდი თოვლი და ყინვა თუ უხდებოდა. ეს წითელი ხე, რა მცენარეა ვინ მეტყვის |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 8 Apr 2019, 20:52 | ||
Master_Nick
იქნებ სუკულენტების კუთხეც გეცადათქო ამიტომ გკითხე თუ საკმარისად მაღლა ხარ ზღვის დონიდან შეგიძლია ლამაზი კუთხე მოაწყო თუ შევარდნაძის გარდენიაში გინახავს ძაან ლამაზია და სიმაღეზე კიდევ უფრო ჯანსაღბი და ბუნებრივები იქნება |
Posted by: Master_Nick 8 Apr 2019, 21:32 |
M-A-S-E-R-A-T-I აუცილებლად მივალ სეკულენტებამდეც, მე მეგონა რომ ეგენი ზამთარს ვერ უძლებდნენ და როგორც ჩანს არ ყოფილა ეგრე, |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 8 Apr 2019, 22:04 | ||||
Master_Nick
ძალიან ბევრი და საინტერესო სახეობებია სუკულენტების, სედუმების და კაქტუსებისაც კი რომელიც უძლებს მაქაურ და უფრო ძლიერ ყინვებსაც კი * * *
თუ არ ვცდები ეს ქლიავია მგონი საკურაა მხოლოდ წითელი |
Posted by: <<Innamorata>> 12 Apr 2019, 23:10 |
Master_Nick ნიკ წამიყვანე შენს სამოთხეში)))) ყავის ხე გააქვთ ვინმეს? |
Posted by: Master_Nick 13 Apr 2019, 07:40 |
<<Innamorata>> შენთვის კარები ყოველთვის ღიაა ამ ვერცხლისფერმა ვეგეტაცია დაიწყო, ის წითელი რობინიც მაგარი გიჟია . წინა სამსახურში, ეზოში გვქონდა ყავის ხე, ისხამდა ნაყოფსაც თუმცა დამწიფებას ვეღარ ასწრებდა |
Posted by: <<Innamorata>> 13 Apr 2019, 12:30 |
Master_Nick შარშან ამ დროს ვიყიდე,სულ ციცქნა იყო.. რამოდენიმე თვე კარგად იზრდებოდა და ახლა შეჩერდა არ ვიცი ასე უნდა იყოს თუ მე ვერ ვუვლი კარგად.. რა სილამაზეებია❤ |
Posted by: ASIA 14 Apr 2019, 00:49 | ||
ბროლის ბალახი - კლას! ვარდისფერი მაქვს და მუქ ლურჯზე ვოცნებობ! თეთრზეც . .. წითელზეც და საერთოდაც . . . |
Posted by: ia-viola 18 Apr 2019, 14:59 |
sophka როგორ ხართ აბა? რას შვრებიან? |
Posted by: sophka 19 Apr 2019, 22:22 |
ia-viola აუ, კარგად ვართ, მადლობაა :* არ მოუწყენიათ, მოეწონათ ჩემთან მგონი. თესლები არ დამითესავს ჯერ, ამ შაბათ-კვირას მოვიცლი. პიტნაც ძაან ყოჩაღობს. დიდი დიდი მადლობა. იმდენი რამე დამიგროვეთ :დ ახლა ვფიქრობ რა ვუყო აივანს:დ სად რა დავატიო. * * * Master_Nick როგორ ხარ? დეკორატიული კომბოსტო რომ აყვავილდა იცი? გამწვანდა, გაიზარდა, გამაღლდა და ყვითელი ყვავილები აქვს. არადა, ნეტში რაც წავიკითხე, ივლისი-აგვისტოდან ყვავილობენო:დ ნამეტანი გამოიზაფხულა მგონი:დ |
Posted by: Master_Nick 19 Apr 2019, 22:48 |
sophka ვააა რა მაგარია!:) ჩემთან არ უყვავილია ჯერ, სახლში გაქვს ქოთანში თუ გარეთ? ჩემსკენ ლამის არის თოვლი მოვიდეს ისეთი სიცივეა |
Posted by: sophka 19 Apr 2019, 22:57 |
Master_Nick გარეთ აივანზე )) სახლში არც შემომიტანია ჩარგვიდან გარეთ მიდგას. ხო, ლამაზია, მაგრამ ის ფერადი უფრო მომწონდა რა ცუდია, აყვავილდა ლამის ყველაფერი და ეს საშინელი ამინდი, ცოდოებინარიან მცენარეები. |
Posted by: Master_Nick 19 Apr 2019, 23:09 |
sophka დაიყვავილებს და ისევ გაფერადდება ჩემთან რაც დავთესე ყველაფერი ამოვიდა, პირველი თესვა იყო ჩემთვის და არ ველოდი ასე თუ ამოვიდოდა ყველაფერი, წარმომიდგენია ეს ყველაფერი რომ აყვავდება რა იქნება ia-viola სად ხარ შენ დაკარგული? ჩემთან დეკორატიული კუთხე რომ გავაკეთე ნახე? ბევრი სხვადასხვა მცენარეა ართმანეთში არეული, ეხლა შეწამვლაზე ვფიქრობ რა კოქტეილი გავაკეთო. ასეთი სქემა მაქვს, რას მეტყვი?: 1) რიდომირგოლდი 2) სტრობსტარი 3) აქტელიკი ბზები დავრგე წელს ბევრი და მაგათი მეშინია, მზე გამოვა თუ არა უნდა მივხედო საქმეს. |
Posted by: sophka 19 Apr 2019, 23:22 |
Master_Nick მე ვნახე შენი ეზო და კუთხეც, რა მაგარია. ოქროს ხელები გაქვს. ძაან ლამაზია. აუ, კიი... რომ დათეს და ელოდები ამოსვლას, რამე რომ იხარებს მით უფრო, როგორი განცდაა სიამაყის და სიხარულის. უი, ჰერბიას პიტნა ვიყიდე რამდენიმე დღის წინ ჩაისთვის და ერთი ტოტი ავიღე, გავაცალე ფოთლები, ცერად მოვაჭერი ღერო და წყალში ჩავდე, დაფესვიანდა უნდა ვცადო მაგის გახარებაც:დ მთავარია, ჩავრგო და გამრავლდეს. გიფსოფილია ჩავთესე ქოთანში და ნეტა თუ ამოვა, ერთწლიანი თესლია, უკრაინული. |
Posted by: Master_Nick 20 Apr 2019, 12:23 |
sophka მადლობა, კარგი გამოდის კი, ეხლა ღამის განათებებს ვამონტაჟებ. ამ წვიმიან ამინდში ლონიცერას ბურთის გაკეთება გადავწყვიტე, მავთულისგან ასეთი ბურთი დავწანი, მე მგონი ოკ- ია სრულად შეივსება და მერე კრეჭვას დავიწყებ. Lonitcera nitida |
Posted by: godless 21 Apr 2019, 02:24 |
მეგობრებო ჰორტენზიებს ვერსად ვერ ვიყიდი? ან ვინმეს ხომ არ გაქვთ დარგული ნებისმიერი სახის ინფორმაცია გამომადგება |
Posted by: Universe 21 Apr 2019, 14:34 |
ia-viola როგორ ხარ? მგონი ადრე დაწერე, ბზა გავახარე ტოტიდანო. პირდაპირ ქოთანში ჩარგე თუ როგორ დააფესვიანე? |
Posted by: Master_Nick 21 Apr 2019, 16:34 | ||
ჩემი გამოცდილებით გეტყვი რომ ჰორტენზიას აღმოსავლეთში უჭირს, მშრალი ჰავა არ უყვარს და მიწის მიმართაც ძალიან პრეტენზიულია, თავიდან რომ დავრგე კი იყო ლამაზად ეხლა რადიკალურად სხვანაირია ყიდვით ბევრგან იყიდება, გააჩნია შენ სად აპირებ დარგვას. ია ვიოლა არის ჰორტეს პროფესორი, შემოვა და ბევრ სასარგებლო რჩევას მოგცემს |
Posted by: godless 21 Apr 2019, 16:52 |
Master_Nick ანუ მეგობარს მოსწონს ძალიან და მინდა ვაჩუქო და სადმე შევძლებ ყიდვას? მე სამეგრელოში მინახავს ძალიან ლამაზი ამ ყვავილების ბუჩქები ფერად ფერადი |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 21 Apr 2019, 19:21 |
godless ისნის სანერგეში და შევარდნაძის გარდენიაში ვიცი ჰქონდათ შეგიძლია დარეკო გაიგო აქვთ თუ არა Master_Nick ვეთანხმები არ ღირს ამ მცენარის აღმოსავლეთში დარგვა |
Posted by: Master_Nick 21 Apr 2019, 19:25 |
godless ყიდვას სანერგეებში/საყვავილეებში შეძლებ, ნახე გარდენია, ჯეობოტანიკი, Greengarden.ge ასევე მინახია თბილისიდან რომ გადიხარ, სანამ კარფურამდე მიხვალ, გზაზე ყიდიან მცენარეებს და მაგათთანაც იპოვი, ჯერ ცოტა ადრეა, 1 კვირაში 10 დღეში აქტიურად გამოეფინებიან ერთს უნდა შეეგუოთ - ფერის შეცვლას ვერსად გაექცევით |
Posted by: godless 21 Apr 2019, 20:58 |
M-A-S-E-R-A-T-I Master_Nick დიდი მადლობა |
Posted by: Taisiaa 22 Apr 2019, 00:00 |
ალოეს როგორ მოვუარო? რა უნდა ვერ გავიგე კვირაში ერთხელ დაუსხი წყალიო, დამარიგეს მაგრამ მეტი უნდა აშკარად მოვუმატე და თითქოს არც ეს მოეწონა, ვერ გამოვაცოცხლე. რა უნდა ხო არ იცით? |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 23 Apr 2019, 17:20 | ||
Taisiaa
ალოესთვის მნიშვნელოვანია ბევრი სინათლე, მორწყვა ზომიერი |
Posted by: Taisiaa 23 Apr 2019, 21:57 | ||||
აივანზე გავსვამ მაშინ)) მადლობა. |
Posted by: GunsN 25 Apr 2019, 09:51 |
ამ მცენარეზე რას იტყვით? სად ვიყიდი? |
Posted by: davita74 27 Apr 2019, 21:00 |
გამარჯობათ. იქნებ დამეხმაროდ და ამიხსნად ეს რა არის და რით შემიძლია მისი მკურნალობა? ძალიან მენანება, არ ვიცი რრა ვუყო |
Posted by: S_H_I_N_Y 27 Apr 2019, 22:42 |
მეგობრებო, თქვენი დახმარება მჭირდება. თბილისში მზიან სახურავზე პატარა ტერასის მოწყობა მინდა, დაახლოებით 20-25 კვადრატულია. რა მცენარეები შეიძლება გავახარო? სირთულეა ის რომ მზეა მუდმივად და ზაფხულში განსაკუთრებით აუტანლად ცხელა. რა არის ამ პირობების გამძლე მცენარეები? |
Posted by: Universe 29 Apr 2019, 13:11 |
ბაბუაწვერა დავთესე davita74 ლპება თუ ხმება? მეც მაქვს. 10 წლის იქნება, ან მეტის. თავიდანვე დიდ ქოთანში ჩავრგეთ და არც გადაგვირგავს. სულ შეავსო ამასობაში, მიწასაც ვერ დაამატებ. მაგრამ ჯანსაღადაა. S_H_I_N_Y მშალი და ცხელი ჰავა კაქტუსებისთვისაა. სახურავზე ქარიც არ მოაკლდება. |
Posted by: *WASP* 29 Apr 2019, 22:11 |
მეგოვრებო, ხო არ იცით ეს ხავსის მაგვარი რაღაც ჭიქის კედელზე რატო ჩნდება? S_H_I_N_Y მშვენიერი ფართია და ძალიან ლამაზად შეგიძლია მოაწყო. რამე ლამაზი ტენტით რო შექმნა ჩრდილი? ადრე მინდოდა, დავსერჩე და საკმაოდ ლამაზები იყიდება. თან ისეთები, რომლებიც შემდეგ იკეცება. მოლლედ, როცა მოგინდება გადლინდა როცა მოგინდება მარტივად აკეცავ. |
Posted by: Master_Nick 30 Apr 2019, 12:08 |
S_H_I_N_Y გირჩევდი ლავანდას ბუჩქებს, კოწახურს იგივე barbaris tunberg, სპირეას სხვადასხვა სახეობებს, Juniperius ის უამრავი მზის მოყვარული სახეობაა და ა.შ. დიდი არჩევანია. |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 30 Apr 2019, 18:53 | ||
*WASP*
იმიტომ რომ გამჭრვალე შუშაშია ფაქტიურად მაკრო სასათბურე კლიმატია სითბო სინათლე და ტენი |
Posted by: *WASP* 1 May 2019, 02:13 | ||
M-A-S-E-R-A-T-I
მართლაც. ეს როგორ ვერ მოვიფიქრე?! მცენარეს ხო არაფერს დაუშავებენ ეგენი? მგონი არ დასჭირდება გადარგვა, ხო? |
Posted by: davita74 1 May 2019, 06:57 |
Universe ეს 16 წლისაა, არ ვიცი რა ვუშველო |
Posted by: ia-viola 2 May 2019, 22:57 |
აი მეც მოვედიიი და დავბრუნდი. როგორ ხართ და როგორ არიან თქვენი მცენარეები? არ გეგონოთ რომ დამავიწყდით, სულ მახსოვხართ, უბრალოდ ვერ მოვიცალე აქაურობისთვის. sophka მიხარია რომ კარგად არიან და ყოჩაღად. ეგრეც უნდა, აბა რააა. დათესე ის თესლები? Master_Nick უუმაგრესია და ძალიან მაგარი შენი კუთხე. კოქტეილს მე ძირითAდად ასე ვაკეთEბ: სამ ჯგუფს ვიყეებ: 1. მავნებლებზე, 2. დაავედებზე და 3. სასუქი სტრესის მოსახსნელად. შენ რაც ჩამოთვალე ეგ პრეპარატები არ ვიცი. არ გამომიცდია. *** 1. ჩემმა ჰორტენზიამ კოკრები გამოიტანა. ისე გამეხარდა რომ რა ვიცი. გადაფოთლილი კი იყო, მარა კოკრებს ნამდვილად არ ველოდი. მერე დავდებ ფოტოს. ჯერ არ გადამიღია. 2. დღეს საღამოს ნაძვები და ბზები შევწამლე, და ჯანდაბა. ახლა მოუნდა გაწვიმება. შეშროდა მაინც. ტყუილად ვიწვალე ამდენი. Universe კი, პირდაპირ მიწაში, მარა მიწა ტენიანი უნდა იყოს და არ უნდა გაუშრეს ფაქტიურად. ტენი მოსწონს რა. წელს ბზობაზე ტოტები ვნახე ქუჩაში დაყრიილი, შემეცოდნენ, წამოვიყვანე და მიწაში ვდურთE. თუ გაიხარეს, მაგარი იქნება. godless შარშან მე წამოვიყვანე დასავლეთიდან ჰორტე. თAვიდან ყვავილმა ფერი დაკარგა, მერე დამარიგეს და ნიადაგში ჩვეულებრივი წიწვები შევურიე, გამხმრი და ხიდან ჩამოცვენილი, პროფილაქტიკისთვის ლიმნის ნაჭერიც დავიდე გვერდით. წელს გაგიჟდა და გადაირია. ხასხასა ფოთლები ამოიყარა და კოკრები აქვს ყველა კვირტში. ანუ ეგუება თბილისის ჰავას. ხო ფოთლების დანამვა უყვარს და ტენი. კიდევ, გიჟდება წვიმის წყალზე. რომ წვიმს, წვიმის წყალს ვაგროვებ ხოლმე და მერე იმით ვრწყავ. |
Posted by: Master_Nick 2 May 2019, 23:50 |
ia-viola ვა სად იყავი რომ არ ჩანდი? მე შეწამვლის პირველი რაუნდი დავასრულე, ეხლა კვირას მეორე ეტაპი მაქვს. წელს ჩემი საგაზაფხულო დარგვები დასრულდა. ბზები რითი შეწამლე? |
Posted by: GunsN 4 May 2019, 15:01 |
ia-viola კი გავარკვიე, კალმითაც ხარობსო. ჭრელფოთოლა არ ვიცი, ისე კი წავიკითხე ძალიან ბევრი სახეობა არისო |
Posted by: borbolia777 4 May 2019, 15:45 |
მარადმწვანე მცენარეები,ძირითადად წიწვოვანები კალმით თუ ფესვიანდება? და როდისაა ამის სეზონი? |
Posted by: Master_Nick 7 May 2019, 08:20 |
ეს რა მცენარეა ხომ ვერ მეტყვით? |
Posted by: Master_Nick 8 May 2019, 07:44 |
*WASP* კი ეგ არის! მადლობა. საკურა ხარობს თბილისში, ბოტანიკურ ბაღშია. |
Posted by: sophka 8 May 2019, 15:17 |
ia-viola ვიო:* კარგად ვართ, გაიხარეს, ცოტა გვიან დავთესე, მაგრამ ამოყეს წვერი. როგორ ხარ? ვეღარ იცლი აქაურობისთვის? , მოაკლდი თვალს ყველგან)) კარფურში ნაყიდი გიფსოფილიას თესლი მქონდა, ისინიც ვდურთე მიწაში იმედია ის იქნება, რაც მინდოდა. გავახმობ რო გაყვავილდება, შევინახავ, დეკორატიულია ასეთი)) Master_Nick აკი მოვრჩი წელს "ხვნა-თესვას"-ო :დ ლამაზია ძაან... ღვინის ფესტზე არ ადიხარ მთაწმინდაზე 11-ში? შაბათს... *WASP* ბოტანიკურის იაპონურ ბაღშია საკურა, როგგორც ნიკამ დაგიწერა, ძაან კარგად გაიხარესო, ყვავილობს ყოველ წელს, მგონი ბათუმშიც დარგეს რამდენიმე წლის წინ, მახსოვს ტენდერიც იყო... აქ არ მგონია იყიდო და გამოწერით თუ გამოიწერ. max-14 იქნება დიდუბეში, სამგორში... ნახე მზაჩითილში. აგლაძეზე აქვთ მაღაზია, |
Posted by: kshaneli 8 May 2019, 15:18 |
Lamazi yvavilebia. Ra kai temaaa shemoval xshirad |
Posted by: holden kolpildi 8 May 2019, 15:40 |
გარდენიას როგორ მოვუარო ფოთლები გაუღიავდა და დასცვივდა თან რაღაც ობივით აქვს მოდებული ფოთლებზე |
Posted by: Master_Nick 8 May 2019, 16:30 |
sophka არა რა მოვრჩი შეუძლებელია აქ წერტილის დასმა, 2 ახალი ტერასა რომ გავაკეთე გაზაფხულზე, იმის შევსებაზე ვმუშაობ. მე და ალკოჰოლი დიდი ხნით დავემშვიდობეთ ერთმანეთს ერთის მხრივ კარგიც არის, მცენარეებისთვის მეტი დრო და რესურსი გამონთავისუფლდა |
Posted by: sophka 8 May 2019, 17:27 |
holden kolpildi გადაუღე ფოტო, რასაც ამბობ ნაცარი შეიძლება იყოს. სოკოვანი დაავადებაა, სათბურების ყვავილს ხშირად ემართებათ, ჩემს ვარდსაც ასე ჰქონდა. თან ზოგი პაკეტებშია შეფუთული და. დიდუბესა და ნავთლუღში მცენარეთა დაცვის მაღაზიები სადაცაა იქ იკითხე და მოგცემენ რამეს, შესაწამლად. ფუნგიციდებს მანამდე შეგიძლია სახლში სოდა + საპნიანი წყლით შეწამლო(4გრ სოდა , 4 გრ. საპონი და 1 ლიტრი წყალი) Master_Nick გვანახე აქაც, ტერასები შენი. უჰ, კარგია. წარმატებებიი... უი, რატომ? კი მართალია თანნახლა სიცხეში ალკოჰოლი ნამეტანია :დ |
Posted by: holden kolpildi 8 May 2019, 20:11 |
sophka სახლში რომ მივალ გადავუღებ აუცილებლად საპონი რომელი სარეცხის მყრალი სუნი რომ აქვს ის თუ ჩვეულებრივი? და რას შეიძლება გამოეწვია? სხვებსაც გადაედება? |
Posted by: sophka 8 May 2019, 22:23 |
holden kolpildi კი, სარეცხი საპონი. მოაცალე ეგ დაზიანებული ფოთლები და გადაყარე, და განცალკევებით დადგი, გადაედებათ, სოკოვანი დაავადება გადამდებია. რაც შეიძლება შორს სხვა ყვავილებისგან. * * * ჩემი ლავანდა, ნუკრიანში რომ ვიყიდე, ქოთანში ყვავილობას აპირებს, არადა შარშან ოქტომბერში ისეთი პაწუკა იყო, ახლა გაიზარდა ცოტა. არ ველოდი, განახებთ მერე )) |
Posted by: *WASP* 10 May 2019, 04:35 |
Master_Nick sophka მადლობა. ვის შეიძლება გამოვაწერინო? რამე საიტი არსებობს თუ რომელიმე ორგანიზაციას უნდა შევუკვეთო და ჩამოვატანინო? |
Posted by: Master_Nick 10 May 2019, 06:09 |
*WASP* სანერგეებს უნდა ჰკითხო, შეიძლება ადგილზეც ჰქონდეთ, თუ არ ექნებათ ჩამოგიტანენ. |
Posted by: Harrison Stafford 10 May 2019, 19:28 |
გამარჯობა მშვენივრად გამოიფოთლა ჩემი ბროწეული და რას მირჩვეთ მივცე კიდე ბიო ჰუმუსის ნაზავი თუ არ უნდა ზამთრამდე ?! |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 10 May 2019, 21:08 | ||
Harrison Stafford
თუ უკვე მიეცი ნაყოფის ჩამოყალიბებამდე არ მისცე ისიც ცოტა ბევრი არაა საჭირო უკეთესია ორგანული სასუქი ვიდრე ეგ ბიოჰომუსი ჩემი გამოცდილებით დიდი ვერაფერია |
Posted by: nothing_else_matters 11 May 2019, 14:06 |
ეს მოასმენინეთ თქვენ ყვავილებს და უფრო მალე გაიზრდებიან ასწორებს სიმწვანე და სუფთა ჰაერი |
Posted by: Harrison Stafford 12 May 2019, 00:25 |
M-A-S-E-R-A-T-I ისე 1საათიდან საღამომდე სულ მზეშია და ფოთლებს ხო არ დაუწვავს ეხლა ზაფხუLში ?? |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 12 May 2019, 01:01 | ||
Harrison Stafford
არა, დილით მორწყე ხოლმე კარგად და საკმარისია არაფერი დაემართება 30 ზემოთ ტემპერატურაზე შეაფარე სადმე |
Posted by: Harrison Stafford 12 May 2019, 01:07 |
M-A-S-E-R-A-T-I გასაგებია მადლობა |
Posted by: ia-viola 15 May 2019, 15:57 | ||
sophka
ხო, აქეთ-იქით წანწალს მოვანდომე მთელი ეს დრო. ახლა დავუბრუნდი აქაურობას. მოკლედ, ერთი კვირა ვიყავი წასული და რომ ჩამოვედი, მთელი ეზო გადაყვავებული დამხვდა, რომელი ერთი ფოტო დავდო არ ვიცი. აი რა ცოტა ყოფნის ადამინს სიხარულისთვის. ეს ჩემი მიხაკები. ყველაზე მეტად კი ჰორტენზიას კოკრები მიხარია. ერთი სული მაქვს როდის გაყვავდება. ვინა თქვა თბილისში არ ხარობსო. არის თუ არა ეს ბილეთი. ჩემი ვარდისფერი დედოფალი. დასავლეთში რომ წავალ, ცისფერიც უნდა წამოვიყვანო * * * holden kolpildi გარდენიას უყვარს მჟავე ნიადაგი. მე ნიადაგში ჩვუყარე წიწვები, ჩვურჭე დაჟანგებული რკინის ნაჭერი და პერიოდულად, ქოთნის კიდეზე ვუდებ ლიმნის ნაჭერს. გადასარევადაა და ახალი ფოთლებიც ამოაქვს. აი კოკრებით ჯერ არ გავუხარებივარ. სამაგიეროდ მწვანედ ღაღანებს |
Posted by: ia-viola 18 May 2019, 12:04 |
Master_Nick აი ის ყვითელი ყაყაჩო, რომ გეუბნებოდი. ერთად ბევრი რა მაგარი იქნება. |
Posted by: Master_Nick 19 May 2019, 07:45 |
ia-viola ჩემი ჰორტე ასეთ მდგომარეობაშია, კვირტები არ აქვს, მოუწევს თბილისში გადმორგვა. ეს ვერცხლისფერი წელს გადაირია, მუშაობს იარა მილა. |
Posted by: ia-viola 19 May 2019, 12:25 |
Master_Nick ეს ვერცხლისფერი მართლაც რომ ულამაზესია. ისე გრძელ წიწვა ნაძვისა და ვერცხლისფერის ნერგები კი მინდა. უი, დღეს უწევს ჩემებს შეწამვლა, გეგმიურად. აი ჰორტეს რაც შეეხება, ძირში წიწვები დაუყარე და ლიმნის ქერქები. ისე რასაც ვაკვირდები, მაგათ ჩრდილი უყვართ. ჩემი გადავიტანე ჩრდილოეთის მხარეს. ქოთანს ეგ დადებითი აქვს. დავათრევ ამ ყვავილებს აქეთ-იქით. ხასიათის მიხედვით. ეგ კი არა, შარშან კურკები ჩავყარე და ამოვიდნენ: კაკალი, ნუში, გარგარი, ქლიავი და ატამი. ახლა ვფიქრობ მზრდილ ქოთანსი გადავიტანო და ასე 1.5 -2 მ-მდე გავზარდო. მაგრი იქნება. ჩემი წილი ჟანგბადი კი მაქვს ჩემ ეზოში. |
Posted by: Master_Nick 19 May 2019, 14:11 |
ia-viola გეგმიურად რამდენჯერ წამლავ? მე სამჯერ უკვე შევწამლე და მეოთხედ გავაკეთო თუ არა ვფიქრობ. ვერცხლისფერის ანათალს მოგცემ თუ გინდა იქნებ გაახარო, ჰორტე მთლიანად ჩრდილში მყავს, წელს თუ არ გამოიტანა ყვავილი ამოვიღებ, აქ ჩემთან მშრალი ჰავის გამო ვერ ქაჩავს. |
Posted by: ia-viola 19 May 2019, 20:16 |
Master_Nick 10-10 დღიანი შუალედით სამჯერ. ნაძვები, ბზები და ვარდები. და ეს კურსი წელიწადში 2-ჯერ მაინც ჭირდებათ. ვა, ნაძვი ტოტით ხარობს? არ ვიცოდი. არ მოაჭრა, ცოდოა. ვიყიდი მერე. |
Posted by: Master_Nick 19 May 2019, 22:00 |
ia-viola ხარობს რომელია, აი ნახე ეს ვიდეო, წამოგიღებ შენ თუ გააკეთებ, მე მაგის ნერვები არ მაქვს შეწამვლაზე მეორე რაუნდს როდის იწყებ? ზაფხულში აკეთებ ხომ? |
Posted by: ia-viola 19 May 2019, 22:13 |
Master_Nick ზოგადად, ვცდილობ ნაკლებად გამოვიყენო პრეპარატები. როგორც მოითხოვს რა. სავარაუდოდ მოუწევს ზაფხულშიც. მაშინ უარს არ ვიტყვი. მე მაგის მუღამი უფრო მაქვს. მიყვარს დათესვა და დაკალმება. რა მაგის პასუხია და ერთი გასხვლა ვერ დავამუღამე. არ მომწონს ტოტის შეჭრა რომ მიწევს. არადა აუცილებელია. |
Posted by: *WASP* 20 May 2019, 03:26 | ||
ia-viola
მოსაჭრელად მეც მენანება რო ვინმემ მოაჭრას. მითხარი მერე სად იყიდი და რამდენიმეს მეც ავიღებ. |
Posted by: ia-viola 20 May 2019, 09:15 |
*WASP* გორგიაში ქონდათ. ოღონდ ცოტა მეძვირება. დღეს გადავირბენ და გადავხედავ. ისე, ცდად ღირს. ინტერესისი გამო, თპრემ მაგას რავა ვიკადრებდი. აი მოჭრაზე ცუდად ვხდები, გასხვლაზეც. |
Posted by: Master_Nick 20 May 2019, 10:50 |
ia-viola შენ თუ მაგას გაახარებ სადონორე მასალა ჩემზე იყოს ჩემნაირ ვერცხლისფერს აქ ვერ იშოვი, ეს განსაკუთრებული ჯიშია და აღარ შემოდის. ვცადოთ, მომავალ კვირას ჩამოგიტან მასალას. ამ ვიდეოს მიხედვით გააკეთებ? გასხვლა ყველაფერს უხდება, შენ უნდა ნახო ჩემები წელს გაზაფხულზე რა დღეში ჩავყარე დავდებ მეტე ფოტოებს გასხვლამდე და გასხვლის შემდეგ ეფექტებს. |
Posted by: ia-viola 20 May 2019, 11:54 |
Master_Nick ვიდეოს მიხედვით. და კიდევ, ვისწავლე, ოსპისგან როგორც მზადდება სტიმულატორი, რომელიც დაფესვიანებას უწყობს ხელს. ხოდა, მაგას გამოვიყენებ. ევროპელი ფერმერები იყენებენ თურმე ამ ოსპის სტიმულატორს. ხო ვიცი გასხვა აუცილებელია. ვარდები მაგის გარეშე წარმოუდგენელია. ახლა კიდევ სხვა ვიღაცეები მყავს გასასხვლელები, ძალიან აიყარეს ტანები. *** ახლა ბარსელონაში რომ ვიყავი, ორი დიდი წიგნი წამოვიღე მებაღეობაზე. მართალია ესპანურად არის, მარა ილუსტრირებულია და გასაგებად არის ახსნილი. აი ხალხი ხომ დადის შოპინგებზე ტანსაცმლის მაღაზიებში, მე - შევვარდი წიგნების დიდ უშველებელ მაღაზიაში, სადაც ერთი დიდი სექცია მეყვავილეობაზე იყო. უბრალოდ დავჯექი იატაკზე და ისე ვარჩევდი წიგნებს. სამწუხაროდ არცერთი არ იყო ინგლისურ ენაზე. ის წიგნები დავითრიე სადაც მეტი ილუსტრაციები იყო. ყველამ მითხრა გაკლლია და დაჩოჩებული გაქვსო. ჯერ მარტო წონის გამო, რას ათრევდი ამ წიგნებსო. მოკლედ, მე გავამზადებ მაშინ სანერგეებისთვის ქოთნებს, რომ როგორც კი ჩამომიტან, ეგრევე ვდურთო მიწაში. |
Posted by: *WASP* 20 May 2019, 16:41 |
ia-viola მეც ძალიან მინდა. თუ ნახავ, გთხოვ, დაწერე რა. |
Posted by: ia-viola 20 May 2019, 16:49 |
*WASP* დღეს ვიყავი გადასული. ცისფერი ნაძვი არ ქონდათ. მარტო კონიკები და გლაუკები აქვთ. |
Posted by: *WASP* 20 May 2019, 17:45 |
ia-viola ნაძვი, ხო მარა ნერგები? ვინმე სხვას ხო არ ექნება ეგენი? |
Posted by: ia-viola 20 May 2019, 19:27 |
*WASP* აქვთ ნერგები, მარა რამე საინტერესო არა. თან ძალიან ძვირად. არ ღირს მნდ ყიდვა. |
Posted by: Master_Nick 20 May 2019, 20:47 |
ნანდინას და სპირეას სახეობები. ნანდინამ კარგად ვერ იხარა ჩემთან სპირეა კი იდეალურად მოერგო პირობებს |
Posted by: *WASP* 21 May 2019, 15:09 |
ia-viola ასეთები არ იყიდება? |
Posted by: ia-viola 21 May 2019, 15:47 |
*WASP* ნწ. ახლა მწირი არჩევანი აქვთ ძალიან. |
Posted by: *WASP* 21 May 2019, 16:11 |
*WASP* არადა ამ დროს უნდა იყოს წესით დიდი არჩევანი... |
Posted by: ASIA 21 May 2019, 23:10 |
Master_Nick სპირეა - გრაკლა ტოტითაც გადასარევად ხარობს. ზესტაფონში პარკის ზემოთ ლიანდაგებთან თეთრად ყვაოდაააააააა - ულამაზესი, ხოოოდა შევატეხე ტოტები და მშვენივრად გრძნობენ თავს, ის კი არადა ცხენის წაბლის ტოტებიც ჯერჯერობით კარგად არიან, აი აბრეშუმა აკაციამ მიმტყუნა. |
Posted by: Maiko Shamugia 22 May 2019, 04:01 |
ქოთნებში ზამთარში როგორ ტოვებთ მცენარეებს? მრავალწლიანებზე მაქვს საუბარი. აივნის მოწყობა ავიკვიატე და არ მინდა გამიხმეს ზამთარში მცენარეები |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 22 May 2019, 10:24 | ||
Maiko Shamugia
ალბათ კითხვა მაინც თბილისში მაცხოვრებლებზე იყო გათვლილი მაგრამ პირადი პრაქტიკიდან ბათუმში ბუგენვილიას თბოიზოლაციის ფირფიტებს ვაკრავ ირგვლივ და შემდეგ ცელოფანში ვახვევ მთავარია ფესვები იყოს სითბოში და არ გაიყინოს ისე კი ალბათ მცენარეზეა დამოკიდებული გააჩნია ზოგს არც არაფერი სჭირდება ზოგიც უმჯობესია შეიფუთოს ან სულაც დახურულ სივრცეში შეიტანო |
Posted by: ia-viola 22 May 2019, 15:45 | ||
*WASP*
შემოაქვთ და ეყიდებათ მალე. Master_Nick გუშინ დავაკალმე რამდენიმე კალამი, ვერცხლისფერი ნაძვის ტოტის. ნათესავმა მომიტანა 2 მომცრო ტოტი. თუ გაიხარა, მაგარი იქნება ძალიან. 2-3 თვეში გამოჩნდება შედეგი. ახლა ოსპის სტიმულატორი უნდა ვცადო. * * * საღამოს ფოტო სესია. ჩემი ბუთქუჩუნები. |
Posted by: DeathListFive 22 May 2019, 21:39 |
ოთახში მზის გარეშე რომელი ყვავილი გაძლებს? მზე არ უდგება აქეთ |
Posted by: ia-viola 22 May 2019, 23:07 |
DeathListFive ფანჯარა ხომ აქვს ოთახს? გვიმრა. მზეზე არ გიჟდება და უყვარს ტენი. |
Posted by: DeathListFive 22 May 2019, 23:37 | ||
ia-viola
ხო აივანიც მაქვს გვიმრა ესეიგი მადლობა ძაან ლამაია რამდნეიმე მინდა დავდგა სახლში გარეთ გადატანა დაჭირდება ხოლმე? |
Posted by: ia-viola 23 May 2019, 13:57 |
DeathListFive ისე, პელარგონიებიც შეიძლება. * * * DeathListFive გვიმრა - მე ზაფხულობით სულ გარეთ მაქვს და ზამთარს შემაქვს ხოლმე სახლში. დასავლეთში მდინარის და არხების პირასაა და კი გრძნობს თვს გადასარევად |
Posted by: Master_Nick 23 May 2019, 15:49 |
ia-viola ვიდეოში რომ თეთრი სტიმულატორია, იყიდება ჩვენთან ნეტა? კვირას ჩამოგიტან მე ჩემს კალმებს, უნდა გაახარო, 5 ლიტრიან კლასტმასებში აპირებ დაკალმებას? |
Posted by: ia-viola 23 May 2019, 15:53 | ||
Master_Nick რავი, რაც ვცადე,ზოგი ხუთიანებშია და ზოგი ცალ-ცალკე. ზოგი დავასათბურე და ზოგი - ბუნების წიაღს მივანდე. ზოგი ჩრდილში დავდგი და ზოგი დილის მზისსხივზე. ახლა მანდედან ერთი როგორ არ გაიხარებს. ჩემი სტიმულატორი დამზადების პროცესშIა და მაგითAც მოვრწყავ.
ეგეთი თუ არა, მაგდაგვარი ხომ იქნება? მარა არ მგონია მაგას გადამწყვეტი მნიშვნელობა ქონდეს. მერე წავიკითხე და ტუიაც მრავლდება თურმე ეგრე. პირდაპირ ჩარგეთ მიწაში, არაფერი უნდაო. წესით, 2 კვირაში შეეტყობა უკვე ნაძვიკოებს, გაიხარს თუ არა. |
Posted by: Master_Nick 23 May 2019, 15:53 |
ASIA მაგარია, სპირეა მეც ძალიან მომწონს, ლიანდაგებთან რამე ველური ჯიშია თუ დეკორატიული? * * * ia-viola მე მგონი სითბო უნდა მაგას და მუდმივად სინოტივე, ვნახოთ რა გამოვა |
Posted by: muhambe 23 May 2019, 20:28 |
ia-viola Master_Nick გამარჯობა. ვერცხლის ფერი ნაძვის დაკალმების დიდი იმედი ნუ გექნებათ. იუთუბზე ბევრი ვიდეოა როგორ არჭობენ მიწაში მაგრამ რეალური შედეგი არავის დაუდია. რამდენჯერაც ვცადე არ გამომივიდა. თუმცა აქვე ვიტყვი რომ ღია გრუნტში არ მიცდია და მგონია რომ ეგრე უფრო მეტი შანსი ექნება რადგან ტუიები ვერცერთი გავახარე ჭიქებში დაკალმებით და ღია გრუნტში მიწაში რაც ჩავარჭე პრაქტიკულად ყველამ გაიხარა, მაგანაც და ჭანჭყატმაც. ცოტა ხანში ერთი წელი გავა რაც დავაკალმე, ჭანჭყატებს სერიოზული ზრდა აქვთ მაგრამ ტუიები მაინცდამაინც არ ჩქარობენ ზრდას, თუმცა მწვანედ კი არიან. |
Posted by: *WASP* 23 May 2019, 22:08 | ||
ამას რა ქვია ხო არ იცით? Master_Nick
თუ კორნევინს კითხულობ, კი. სამთო ქიმიასთან ყიდიან და ათი ლარი ღირს. |
Posted by: ia-viola 23 May 2019, 22:52 |
muhambe ცოტა ხანს მეოცნება და გამეხარა, რა იყო. ოცნებას კაცი არ მოუკლავს. მჯერა, რომ გაიხარებს. |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 23 May 2019, 23:14 |
|
Posted by: ia-viola 24 May 2019, 12:28 |
M-A-S-E-R-A-T-I ლამაზებია. სუკულენტებს ვერ დავუმეგობრდი. :/ კი მყაბს, მარა სულს ღაფავენ * * * Master_Nick მესამე დღე |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 24 May 2019, 21:36 | ||||
ia-viola
ალბათ ზედმეტად უვლი
ფიქრობ ამ სიცხეში დაფესვიანდება? |
Posted by: ia-viola 24 May 2019, 22:41 | ||||
M-A-S-E-R-A-T-I
შეიძლება. არ უნდათ მოვლა? მივყრი სადმე კუთხეში და იყვნენ მაშინ ასე.
რავი. ხომ შეიძლება რომ დაფესვიანდეს? სიცხე სადაა, ღამე კანკალით დავდივარ ეზოში. |
Posted by: Master_Nick 24 May 2019, 23:00 |
ia-viola მაგარია, ამ უქმეებზე წვიმების გამო თბილისში ვრჩები, მომავალ უქმეებზე ჩამოვიტან ნაძვს. M-A-S-E-R-A-T-I კროტონი არ ჩანს სურათზე. ამ სეკულენტებთან მეც პრობლემა მაქვს, წელს ვიყიდე რამოდენიმე და ჩემთან ეზოში ან ჰაერი არ მოსწონთ ან მიწა რამე განსაკუთრებულ მიწას ან სასუქვს ხომ არ იყენებ? *WASP* კი კორნევინზე ვკითხულობდი, მადლობა ინფოსთვის |
Posted by: muhambe 24 May 2019, 23:01 |
ia-viola თუ სწორად ვარჩევ სოჭებიც დაგირჭვია . მეც ეგრე მქონდა ზუსტად სოჭები და ნაძვები 5 ლიტრიანში. ჩემ გზას გადიხარ. წარმატებები. |
Posted by: *WASP* 25 May 2019, 03:03 |
M-A-S-E-R-A-T-I ლამაზებია ძალიან. ia-viola ზემოთ სურათი რო დავდე, ხო არ იცი ვინაა? გუგლში რაღაც სხვას მიგდებს... |
Posted by: ia-viola 25 May 2019, 09:58 |
*WASP* ქრიზანთემას გავს და რავი? |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 25 May 2019, 10:14 | ||||
ia-viola
იმედია დაფესვიანდებიან, ძაან მომწონს მეც ვერცხლისფერი ნაძვები მაგრამ აქ დასავლეთში ვერ არიან ისეთი ლამაზები როგორც მაქეთ და არც ღირს წვალებად (როგორც ჰორტენზიები მაქეთ)) Master_Nick
კროტონი სხვა კუთხეში მაქვს ) გააჩნია რომელი სუკუები იყიდე აი ესენი რაც ფოტოზეა უმრავლესობა გარეთ თავისუფლად უძლებს სიცივეს მაგრამ ცუდად იტანს სიცხეს ესენი სახლი კუთხეშია სადაც მუდმივად მოძრაობს ჰაერი, ასევე მნიშვნელოვანია სწორად შეურჩიო ნიადაგი ფხვიერი ქვიშა და წვრილი ხრეში ცოტა ნოყიერი ტყის მიწაც მაქსიმალურად კარგად რომ ატარებდეს წყალს, სასუქი არ სჭირდებათ |
Posted by: ia-viola 25 May 2019, 14:36 |
ჩემი ნაძვნარი. * * * M-A-S-E-R-A-T-I ჩემი ჰორტეს ფოტო მედო ზევით. წელს თავი ისახელა. ვნახოთ აბა ბოლომდე თუ გაქაჩავს. |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 25 May 2019, 14:52 |
ia-viola ეს ბოლო ფოტოზე რატოა ესე შეჭრილი? |
Posted by: ia-viola 25 May 2019, 19:25 |
M-A-S-E-R-A-T-I გამხმარი იყო და მოვაცალე. თან შევწამლე. ერთი კვირით დავტოვე სამსახურში და ეგრევე მოიწყინა. რა დაემართა ვერ გავიგე. აი ჩემი ჰორტე ახლა. მეტი რა ქნას ან ამაზე მეტს რას შვრება დასავლეთში. |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 25 May 2019, 20:26 | ||||
ia-viola
ჭარბი მორწყვა სავარაუდოდ ისე მაგათაც არ უყვართ ძირში დამდგარი წყალი იქნებ ეს იყო მიზეზი
ოო ეს რიტორიკული კითხვაა იმედია |
Posted by: ia-viola 25 May 2019, 23:05 |
M-A-S-E-R-A-T-I ისე, მართლა, ერთი სული მაქვს როდის გაყვავდება. ნაძვიკო კარგადაა. უბრალოდ ჯეღ ტოტები გაეზარდა და მერე დაუჭკნა. მერე შევწსმლე კუდეც და ახლა არის ყელტიტველა ქათამივით. |
Posted by: *WASP* 25 May 2019, 23:27 | ||||
პირველი რა ლამაზია. რა ქვია?
ხო, ეგ ყოფილა. |
Posted by: Hyderabad 26 May 2019, 01:08 | ||||||
აუ როგორ მინდა ამას როგორი პირობები უნდა? ვისაც არ დაეზარება იქნებ დაწეროს |
Posted by: Master_Nick 26 May 2019, 14:39 |
M-A-S-E-R-A-T-I დავდებ მოგვიანებით ჩემი სეკუების ფოტოებს, ისანში ვიყიდე შაბათის ბაზრობაზე და რაღაც ვერ არიან ისეთ ფორმაში როგორიც მინდა ia-viola ნაძვის დაფესვიანებაზე იმედი არ დაკარგო, გამოგივა დარწმუნებული ვარ, იმ კვირაში ახალ მასალას მოგაწვდი - ეს უქმეები თბილისში ვარ. პატარ პატარა ნაყარი ავაწყვიტო თუ ტოტი ჯობია ავაჭრა? რა მაგარი ნაძვები გქონია, ყოჩაღ შენ მაგრამ ქოთნები მეპატარავება. დიდი ქოთნები სჭირდება უკვე მაგათ. ჰორტეზე ყავივილის ფერი მაინტერესებს როგორი ექნება, რა ფერი იყო შარშან? |
Posted by: ia-viola 26 May 2019, 18:20 | ||||||||
*WASP*
კვიპაროსია. ორი წლის წინვიყიდე, 5 ლარად. ერთი მტკველი თუ იქნებოდა. ახლა რავი, იზრდება და იზრდება. Hyderabad
არცერთში არ მაქვს 10 გელაზე მეტი მიცემული. უბრალოდ მერე გაიზარდნენ. არაფერი განსაკუთრებული მოვლა არ უ ნდა. ჩვეულებრივი ფხვიერი მიწა. ისე ვრწყავ რომ არც ძალიან გაუშრეს და არც ნამეტანი ნესტი მოუვიდეს. და დიდი სიცხეების მერე წიწვებს ვუნამ ხოლმე ნადგამი წყლით და მიდგას ჩრდილის მხარეს. და ყველაზე მნიშვნელოვანი: წელიწადში 2-3-ჯერ ჭირდებათ ხოლმე შეწამვლა მავნებლებსა და დაავადებზე. მთელ ქვეყანასია მოდებული და ესენიც ავადდებიან. თან სახლთან ახლოს დგას დაავდებული წიწვოვანები და ეტყობა ქარს მოაქვს რა ეს დაავადება რავი. ვამზადებ ე.წ. კოქტეილს: ინსქტიცისების, ფუნგიციდების ად მკვებავის და 10-10 დღიანი ინტერვალით ვწამლი. და ესეთი კურის, როგორც ზემოთ დავწერე, წელიწადში 2-3-ჯერ ჭირდება. თავად მიხვდები რა. Master_Nick
შემოდგომით გადავიყვან დიდ ქოთნებში, ზამთარს წელგამართულები რომ შეხვდნენ. ვოცო, ცოტა ეგოისტურად ვექცევი, ღია გრუნტი ჯობია, მარა მიწა რომ არ მაქვს რა ვქნა? დამყავს ქოთნებში გამომწყვდეულები. ჰორტე შარშან ვარდისფერი იყო. მერე ფერი დაკარგა და ყვავილებს ვირის ფერი დაედოთ. მერე დავუყარე ზირში წიწვები და ისევ გავარდისფრდა. წელს რას იზამს არ ვიცი. ამ ჰორტეს მთელი ეზო სულს უბერავს. ახლა ამინდი ხომ აირია. პირველი ეგ შემოიტანეს სახლში,სეტყვამ არ დააზიანოსო. მეიმედებიან. მე რომ არ ვიყო სახლში, პატრონები ყავს.
მემგონი, პატარ-პატარა ნაყარი ჯობს. ამ დარგულებსაც ყოველდღე დაახლოებით 5 კაცი (ეზოს ბინადრები) ამოწმებს დილა-საღამოს, რა ქნა და როგორ არიანო. ყველანი ჩავითრიე. |
Posted by: Hyderabad 26 May 2019, 19:50 |
ia-viola უღრმესი მადლობა. |
Posted by: Master_Nick 26 May 2019, 20:57 |
ia-viola ჩემმა ჰორტემაც გამოიტანა კვირტები, თუ ყვავილების ფერიც იგივე შევინარჩუნე, მაშინ ჰორტეს გასაღები აღმოსავლეთში ნაპოვნია. |
Posted by: Maiko Shamugia 27 May 2019, 19:46 | ||||
M-A-S-E-R-A-T-I
მადლობა. მოწყვით როგორ რწყავთ? თუ საერთოდ არ უნდა? * * * Master_Nick
ცისფერი თუ გინდა იყოს aluminum sulfate იანი წყლით უნდამორწყათ ვარდისფერი ხდება თუ ლაიმიანი წყლით მორწყავთ და წყალიც არ უნდა იყოს ტუტისკენ გადახრილი. https://www.amazon.com/Pure-Organic-Ingredients-Acidifier-Treatment/dp/B07532SPM2/ref=sr_1_2_sspa?crid=20XDWHIIH32LC&keywords=aluminum+sulfate&qid=1558972100&s=lawn-garden&sprefix=alum%2Clawngarden%2C273&sr=1-2-spons&psc=1 |
Posted by: Master_Nick 27 May 2019, 22:25 |
Maiko Shamugia ძალიან სასარგებლო ინფო მომეცით, არ ვიცოდი ეს დეტალი, თავიდან რომ დავრგე ცისფერი იყო მერე იცვალა ფერი aluminum sulfate იანი წყალი რას ნიშნავს? როგორ მივიღო? |
Posted by: Maiko Shamugia 27 May 2019, 23:30 | ||
Master_Nick ძალიან ლამაზი ბაღი გაქვთ. ლამაზი ფერია ცისფერი. თქვები ეზო იდეების წყაროა. ლანდსაფტურ დიზაინს გადახედეთ ბევრი საინტერესო იდეა და რჩევაა. პეტუნიების გამოყვანას და მოვლას ვსწავლობ ნელ ნელა) შემდეგი სეზონისთვის ვფიქრობ მზად ვიქნები. წელს გამზადებულებს ვიყიდი. თუმცა ნორმალური ჯიში თუ ვიშოვე აქ არ ვიცი. ვიყიდე 2 ქოთანი და მაინცდამაინც არ მომწონს. უფრო სხვანაირი ჯიში მინდა. თესლებით ვაპირებ მომავალი სეზონისთვის გამოყვანას თუმცა მანამდე სპეციალური საჩითილე განათების თაროს მოწყობა მომიწევს . ეგენი სხვადასხვა ჯიშებია ამპელური, კასკადური, (რომელიც იტოტება და ავანზე გადმოდის) და ჩვეულებრივი ხალიჩისებრი დაფარვით. აქ უმეტეს წილად აზრზე არ არიან. ყვავილია და მორჩა. ინტერესი ნაკლებია.
ლინქი ჩაგიგდეთ ზემოთ . ამაზონზე იყიდება აქაც იქნება აგრომაღაზიაებში სავარაუდოდ. 1 ჩკ 1 ვედრო წყალში უნდა გახსნათ და ეგაა. თუმცა ყველა შეფუთვას თავისი ინსტრუქცია აქვს . ცისფერი ფერისთვის PH ანუ მჟავიანობა მიწის უნდა იყოს 5.2 დან 5.5 მდე. ვარდისფერი რომ გახდეს PH უნდა იყოს 6 დან 6.2 ზე. რომ მორწყავთ მრგვალად შემოუბარეთ და მულჩირება გაუკეთეთ წიწვოვანის ნარჩენებით ( ხმელი წიწვები, გირჩები, სიტრუსების ხმელი კანი, ყავის ნალექიც შეგიძლიათ მოაყაროთ . ) თქვენს ადგილზე მჟავიანობის საზომზეც ვიზრუნებდი. პ.ს. როდოდენდრონები დარგეთ კიდევ . ულამაზესია. მასაც ჰორტენზიის პირობები უნდა თითქმის. |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 28 May 2019, 00:56 | ||
Maiko Shamugia
ზამთრის პერიოდში მცენარეებს უმცირებენ ხოლმე მორწყვას თუ გრილ პირობებშია (მოსვენების პერიოდში) სუკულენტებს და კაქტუსებს საერთოდ უნდა შეუწყვიტოთ მორწყვა |
Posted by: ia-viola 28 May 2019, 09:39 | ||
Maiko Shamugia
ჩემებს არაფრით ვრწყავ და ნელ-ნელა კვირტებს ვარდისფერი შეემატა. ერთადერთი რასც ვუკეთებ ისაა, რომ წიწვები აქვს ნიადაგში და ლიმნის ნაჭერს ვუდებ ხოლმე ქოთნისპირას, ვცდილობ პირდაპირ მზის გულზე არ მოხდეს და ვუნამავ ხოლმე ფოთლებს. არ ვიცოდი ეგ საკითხი. ახლა კარგად ჩავუჯდები ნეტში და ... მადლობა სასრგებლო ინფორმაციისთვის. ანუ ის ტიპი ვისგანაც ვიყიდე შარშან ურეკში, ესე რწყავდა თურმე პრეპარატებით, რამდენი უწვალია და მე კიდევ უსინდისოდ 6 გელდ ვიყიდე ამხელა ნერგი. |
Posted by: Corvette 28 May 2019, 09:46 |
დედაჩემის |
Posted by: Master_Nick 28 May 2019, 11:06 |
Maiko Shamugia გავითვალისწინებ თქვენს რჩევებს, დიდი მადლობა. ჩემმა ვეიგელამ ყვავილობა დაიწყო |
Posted by: Maiko Shamugia 28 May 2019, 12:17 | ||
M-A-S-E-R-A-T-I უღრმესი მადლობა ia-viola
შეიძლება იქ ბუნებრივად მჟავე ნიადაგი იყო ამათ მზე არ უყვართ. ცისფერ-ვარდისგფერი გახადეთ გარდამავალ ფერებში ლამაზია. ქოთნიან ნაძვებს რორგორ აზამთრებთ ??? მეც შემომეყიდა ერთი ნაძვი ამას წინათ და... * * * Master_Nick რა უცხო რაღაცეები გაქვთ , არც გამიგია. ეგ ნაძვი დომინოში ყიდეთ? რა ჯიშია? ჩემსას გავს . ჯუჯააო კი მითხრეს, მაგრამ ისე გამოშალა ფრთები ეჭვი შემეპარა ... |
Posted by: Master_Nick 28 May 2019, 22:33 |
Maiko Shamugia ეს არის weigela ,,florida Alexandra" ნაძვი დომინოში შევიძინე, ეს არის Picea Abbies Nodifirmis - ჯუჯა ნაძვია რამოდენიმე მაქვს ასეთი ადრე ნაყიდი და საკმაოდ კარგად გაიზარდნენ ჩვენს პირობებს კარგად ეგუება |
Posted by: Maiko Shamugia 29 May 2019, 00:31 | ||||
Master_Nick
ულამაზესია . ბროწეულს გავს
აუ ეს როგორი ბუძგია ) ჩემი მასეთია??? ესაა ჩემი ნაძვი. მაგხელა რომ გაიზარდოს სად დავტიო |
Posted by: Master_Nick 29 May 2019, 00:41 |
Maiko Shamugia კი ეგ არის, გარეთ რომ გაიტანოთ ჰაერზე აჯობებს, რომ გაიზრდება უფრო დიდ ქოთანში მოგიწევთ გადარგვა ჰქონდა ვეგეტაცია? |
Posted by: Maiko Shamugia 29 May 2019, 01:09 |
Master_Nick აივანზეა კი. სურათისთვის შემოვიყვანე . პაწაწინა სალათისფერი კვირტებით იყო დაფენილი და ახლა გაშალა ფრთები. |
Posted by: Master_Nick 29 May 2019, 08:15 |
Maiko Shamugia დაუსრულებია ვეგეტაცია ესეთი იყო ჩემი დარგვიდან პირველ წელს. . ეხლა ბევრად დიდია და განვითარებული. |
Posted by: Maiko Shamugia 29 May 2019, 09:56 |
გადავიკითხე ამ ჯიშზე რაღაცეები. წყალჭარბობას განსაკუთრებით ვერ ეგუება. მზეზე რომლებიც არიან უკეთ გამოიყურებიან. 1 მეტრი იზრდება სიმაღლეში თურმე და 2 მეტრი განზე. ბურთის ფორმა რომ მისცე განივი ტოტები მსუბუქ შეკრეჭას ექვემდებარება. უხლებს -40 გრადუსამდე ყინვას. თუმცა არ უყვარს ცხელი ზაფხული ( ეს ცუდია) ჩემიც მასეთი ღია იყო თავიდან და გამუქდა. ძირითადად ჩრდილშია ჩემი. ნელ-ნელა შევაჩვევ მზეს მაშინ. დომინოს მებაღე მზეზე ყველა მცენარესთან მიმართებაში ხელებს ასავსავებს. ნახევრად ჩრდილი აკერია პირზე ) ლავანდა წამოვიღე გახრიოკებული მაგათგან და ცოტა სული მოითქვა მზეზე. კვირტები დაისხა. |
Posted by: ia-viola 29 May 2019, 10:23 | ||
Maiko Shamugia
ჩვეულებრივად გარეთ არიან. ოღონდ თუ ზაფხულში ჩრდილში მყავს და მზეს ვარიდებ, ზამთარში პირიქით - სამხრეთ მხარეს მიდგას, რომ არ მოაკლდეს მზის სითბო. და კიდევ მკურნალობისა და პროფილაქტიკის პროცედურებს საჭიროებენ სისტემატიურად. |
Posted by: Maiko Shamugia 29 May 2019, 10:25 |
ასეთი ეფექტის მიღწევა მინდა აივანზე. თავიდან რაც ყვავილი იყო და მომეწონა ყველაფრის ყიდვა დავიწყე, მერე მივხვდი რომ არასწორად მივდიოდი. თან პატარა აივანი მაქვს. პეტუნიები ვიყიდე მაგრამ ამპელური არაა. შეცდომებზე ვსწავლობ მოკლედ ნელ- ნელა. იმედია გამომივა. * * * ia-viola წყალს უსხავ ზამთარში? ჩემი პირველი ზამთარი იქნება და რაღანც პასუხისმგებლობა ავიღე არ მინდა დამეღუპოს. ეს ჩემი როდოდენდრონი . ერთი პატარა ეზო მეკუთვნის * * * დამავიწყდა სურათის ატვირთვა ) |
Posted by: ia-viola 29 May 2019, 11:05 |
Maiko Shamugia წყალს აუცილებლად ვუსხამ, ამინდის გატვალისწინებით. ყინვა არუნ და იყოს, მზიანი დღე, აუცილებლად დილის საათებში, სიცივე რომ გატყდება, რა თქმა უნდა უფრო იშვიათად, ზაფხულთან შედარბით. ერთელ ბანანის ქერქის ნაყენითაც მოვრწყე. |
Posted by: Maiko Shamugia 29 May 2019, 12:15 |
ia-viola გაიხარე დეტალური ახსნისთვის |
Posted by: Master_Nick 29 May 2019, 21:07 |
Maiko Shamugia ეს ნაძვი მზეზე გყავდეს არანაირი პრობლემა არ არის, ლავანდას თაკარა მზე უყვარს და ნაკლები წყალი. ზამთარში მე არაფერს არ ვრწყავ. |
Posted by: Maiko Shamugia 29 May 2019, 23:53 | ||
ჩვენ მავნებლებმა შემოგვიტიეს. დილით რომ გავედი აივანზე როდოდენდრონის ახალი ყლორტები საშინელ დღეში დამხვდა. გამადიდებლით რომ დავაკვირდი ჭიები აღმოვაჩინე. დილით საპნიანი წყლით გავუწმინდე ფოთლები და მელევე ამოისუნთქა. საღამოს შევწამლე აქტარათი 1 გრ. 0.9 ლ წყალში. ფოთლებზე შესხურებიყ . იმედია მშვიდობიანად გადავიტანთ. Master_Nick
ღია გრუნტში არ უნდა მორწყვა თოვლი, წვიმა ბუნებრივად რწყავს.მაგრამ კონტეინერში ალბათ სულ უწყლობას ვერ გადაიტანს. * * * ეს კიდევ ჩემი ახალი პროექტისთვის. მინი საჩითილის მოწყობას ვაპირებ . ინტერნეტში გავიარე მასტერკლასი. შემდეგ სეზონს გამართული ყვავილებით შევხვდები. თარო ჯერ არ მიყიდია. შევარჩიესავით. * * * ამ ლედნათურის შეერთების სქემას თუ ვინმე დაწერს დიდად დამავალებთ, ვეძებე და ვერ ვიპოვე. თან რამოდენიმე ასეთი ნათურა რომ გადავაერთო ერთმანეთს დავერთი ჩამრთველით ავანთო. |
Posted by: Maiko Shamugia 31 May 2019, 12:31 |
რჩევები აივნის ყვავილებისთვის ჩემი გამოცდილებიდან. არ ჩარგოთ ყვავილები თხელ პლასტმასის ქოთნებში. გრუნტი მალე შრება და მცენარე იტანჯება, ისევე როგორც თქვენ მოვლის სირთულით . მაგალითისთვის მარჯვენა ქოთანში დარგულ მცენარეს ყოველდღე ვრწყავ. მორწყვის წინ გრუნტი მთლიანად მშრალია. მარცხენა ქოთანში მიწა ნოტიო ძლებს 5 დღემდე. შუა ქოთანში დარგული მცენარის გრუნტში მიწა ნოტიოა 10 დღემსე. ( ქოთანებში ერთნაირი გრუნტია ( უნივერსალური მიწა ყვავილებისთვის. არეულია ვერმიკულიტი) |
Posted by: ia-viola 31 May 2019, 22:58 |
ეს მავნებლების შემოსევა რა უბედურებაა. გუშინ მოვრწყე და არაფერი. დღეს რაღაც თეთრფრთიანები ყავდათ შესეული. მომუწია რიგარეშე შეწამვლა. |
Posted by: Maiko Shamugia 1 Jun 2019, 01:16 |
ia-viola აუ ეგ ფრთათეთრაა და ცუდია ძაან მგონი. მოარიდე სხვა ქოთნებს . აქაა სტატია ნახე. რომელ მცენარეს გაუჩნდა ? https://yvavilebismovla.ge/metodebi/150-brdzola-frtatetrastan.html |
Posted by: Master_Nick 1 Jun 2019, 16:44 |
ესეც ჩემი cotinus coguggrya royal purple, დიდი ბიჭია უკვე. |
Posted by: ia-viola 1 Jun 2019, 22:52 |
ესეც ჩემი ვარდიკოები * * * Maiko Shamugia პირველივე დღეს ვნახე. ასტრებს გაუჩნდა. დღეს 1-2 დაფრინავდა და კიდევ მივასხურე. ეგენი თუ კიდევ გადარჩნენ, არ ვიცი. ისეთი მძაფრი სუნი აწვს, რამისაა მე გავიქცე სახლიდან |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 1 Jun 2019, 23:59 | ||
Master_Nick
ეგ იგივეა რაც აი გორის მიმდებარედ ავტობანის გასწვრივ იზრდება თუ რამე სხვა ჯიშია? შემოდგომაზე ძაან ლამაზი რამეა სულ მინდახოლმე წავიყოლო დასავლეთში და ხან ბარი არ მაქვს ხან დრო Maiko Shamugia მაგათი დახოცვა ალბათ ყველაზე მარტივია ზოგადად მავნებლებს შორის საკმარისი ერთხელა და პროფილაქტიკისთვის 2 ჯერ შეწამლო თუნდაც ყველაზე გავრცელებული "კარატი"-სი ხსნარით უპროპლემოდ გააქრობ, ისე ხანდახან აბანავე ხოლმე მცენარე და დაზღვეული იქნები მეტად |
Posted by: Maiko Shamugia 2 Jun 2019, 00:50 | ||
Master_Nick გაიზარდნენ შენი მცენარეები ნელ ნელა. ეს ჩემი დღევანდელი შრომის შედეგი. გადავრგე, ამოისუნთქებენ როგორც იქნა. * * * ia-viola რა ლამაზი ვარდები გქონია. დღეს ვიყავი ჯეობოტანიკში და კრწანისის სანერგეში. ჯეობოტანიკში არაფერი მომეწონა სააივნოდ. კრწანისში პეტუნიები ვიყიდე. თურქეთიდან მიიღეს ახალი საქონელი. ტვირთავდნენ დიდ კონტეინერს. ვარდები ჩემ დას შევპირდი და იელის ვარდების სანერგეში წავედი. ვეღარ მივუსწარი 6 ის ნახევრამდე არიანო. ზოგადად ვერაა ჩვენს სანერგეებში საქმე კარგად. მცენარეები მოუვლელები მომეჩვენენ. M-A-S-E-R-A-T-I
ეგ კარგი იდეაა. სხვაგანაც წავიკითხე. გავითვალისწინწბ აუცილებლად. * * * ეს ჩემი "პამოშნიცა" . თუ მწერი დაინახა რამე სასწრაფო წესით იჭერს და ჭამს |
Posted by: sophka 2 Jun 2019, 09:57 |
გამარჯობა, ხალხნო)) სოოსს, დამეხმარეთ... Maiko Shamugia მწერები ახსენეთ, აივანთან ხეა აშკარად დაავადებული, სარეცხს რომ ვკრეფ, მოყვებიან ბევრი ერთად, რა ვუშველო რით შევწამლო ხე და მერე ჩემს ყვავილებს არ მოაფრინდნენ და თან სარეცხზე არ შემყვეს. რამდენი წელია მე ვარ და ეს ხეც აქაა და პირველად ხდება ეს |
Posted by: Master_Nick 2 Jun 2019, 12:21 |
M-A-S-E-R-A-T-I გორისკენ არ დავკვირვებივარ და ვერ გეტყვი რა მცენარეა, ვეფხვის და მოყმის ძეგლთან არის ამ მცენარის დიდი ბუჩქები, საქ ბანკის ჰედ ოფისამდე არ მისული. დეკორატიული თრიმლია. ia-viola ფორთოხლისფერი ვარდი მაგარი ფერია sophka გამოიყენე აქტელიკი, ჩემი გამოცდილებით იდეალური პრეპარატია, სუნის არ შეგეშინდეს, ძალიან ცუდი სუნი აქვს. * * * Maiko Shamugia მშვენიერი კაქტუსები და სეკუები გქონია. კრწანისის სანერგეში მიიღეს ახალი მცენარეები? ხომ არ დაკვირვებიხარ რეები მიიღეს * * * ორივე თავიან კიპარისში ჩიტების ბუდეა, ერთში ბარტყებიც დაიჩეკნენ და გასაფრენად ვემზადებით |
Posted by: Maiko Shamugia 2 Jun 2019, 13:16 | ||||
sophka
კარატე, კონფიდორი , აქტარა ერთერთი აქედან. პერიოდულად უნდა შეცვალოთ შხამქიმიქატს ეჩვევიანო ამბობენ . აქტარა და კონფიდორი დიდუბეში ვიყიდე.. ერთი გორგიადან რომ გამოდიხარ მარჯვნივ მეორე მარცხნივ ) მანდ ბევრი მაღაზიებია ამ მცენარეთა მოვლის. Master_Nick
კი დიდ ტრაილერს ცლიდნენ. კვიპაროსები და რავი ბევრი მცენარეებით იყო დატენილი. მე პეტუნიებს ველოდებოდი, ისეთი დასტრესილები მოვიყვანე როდის მოვლენ აზრზე არ ვიცი. ჩახარშულები არიან. ერთმანეთზე ეწყო ტონა მცენარე. ჯერ ძლივს მივაგენი, ადრე პირდაპირ გზიდან მიდიოდი, ახალი გზები რომ გაკეთდა მას მერე არ ვყოფილვარ 2 ჯერ ვურტყი კრუგი სანამ მივაგენი) ეს ჩემი ჩებრეცი დომინოს სანერგედან. ჯერ ახლა იშლება. მთლიანად გაიასამნისფრდება. მხვიარაა და გადმოვა ძირისკენ.ძალიან მომწონს. აივნის გადაღებვა მინდა და ვერ მოვაბი თავი. მასალები მაქვს და ფეხს ვითრევ . აღარ დამთავრდა 5მ2 ის მოწყობა ) ამხელა ბაღებს როგორ უმკლავდებით ) ეს ჩემი მოხარშული პეტუნიები, გუშინვე გადავრგე. დღეს უკეთაა ცოტა. 15 ლიტრიან ქოთანში. მეტს ვერ გაქაჩავს ჩემი აივანი თორემ ამათ დიდი ქოთნები უყვართ. მომენტალურად ითვისებენ მიწას ფესვები. არადა 3 ლიტრიანებში იყიდება და ზოგი არ რგავს სახლში მიტანის შემდეგ. მერე უკვირთ რატო ხმებაო. 30 ლიტრიანში 1 მცენარეს რგავენ და ფანტასტიკურად ვითარდებიან. * * * Master_Nick ვაიმეე ბარტყი ახლა დავაკვირდი ტელეფონიდან ვერ მივაქციე ყურადღება. ნამატს გილოვავთ |
Posted by: Master_Nick 2 Jun 2019, 14:18 |
Maiko Shamugia ეს ჩებრეცი ძალიან მომეწონა, დიდი ხანია რაც გაქვს? დიდი გაზრდილა, ლათინური დასახელება ხომ არ გახსოვს? |
Posted by: Maiko Shamugia 2 Jun 2019, 14:59 | ||
Master_Nick
ესაა მაგის ეტიკეტი. წლევანდელია 3 პატარა ბუჩქი ვიყიდე მწვანე ერთი თვის წინ და გაერთიანდა. გუშინ ვათვალიერებდი აღარ ქონდათ. ეზოშიც ძაან ლამაზია. ლანშაფტზე ხმარობენ. * * * ჩემი მარკიზა * * * ამ მახინას რა მოვუხერხო არ ვიცი. მიუშნოებს მთელ აივანს. რამე იდეა ხომ არ გაქვთ ? |
Posted by: Harrison Stafford 2 Jun 2019, 16:08 |
გამარჯობა ჩემს ბროწეულს რაღაც პატარა მწერები შევნიშნე 1-2 ტოტზე და რა ვუშველო /? 75%იანი საპნიანი წყალი რო მივაპკურო უშველის ეს მირჩიეს თუ შეწამვლაც უნდა რამით ?? (თუ კი რომელი შესაწამლი საUალება უნდა გამოვიყენო ) |
Posted by: Maiko Shamugia 2 Jun 2019, 16:22 |
Harrison Stafford უშველის , მაგრამ ალბათ დროებით. სჯობს შეწამლოთ ქიმიურით. კარატე, ან კონფიდორი ან აქტარა. ან რამე მსგავსით . 10 დღის შემდეგ ისევ იმეორებენ შეწამვლას. * * * ჩემმა ლავანდამ როგორ გაშალა ფრთები <3 ველოდები როგორი გაიშლება . * * * ეს კიდევ ერთი ჩემი ბინადარი კრწანისიდან. ჯერ აზრზე მოსვლას ვაცდი და შემდეგ დავიწყებთ კვებას და გადავიკიდებით აივანზე იმედი მაქვს ყვავილებით გადაიპენტება. |
Posted by: ia-viola 2 Jun 2019, 18:06 |
მაშინ როდესაც ჩემი მთელი სადაქალო სოციალურ ქსელებში ქმარ-შვილუს ფოტოებს აზიარებს, მე ყოველდღე ყვავილების ფოტოებს ვდებ: გაყვავდა, კვირტი გამოუტანა, გაიხარა და ა.შ. არ ვარ კაათ ესეც ჩემი.ორქი და ადენიუმი ' ორივე განსაკუთრებულად მიყვარს. ადენიუმი ჩემუ დათესილ გახარებულია, ორქი კუდევ გადააგდეს, როგორც გამხმარი და გადავარჩინე ნაგავს. |
Posted by: Master_Nick 2 Jun 2019, 18:10 |
Maiko Shamugia მე როგორც ვიცი პეტუნიები მანდვე გამოყავთ სათბურებში , იმპორტულია ეგენიც? სპირალის ტიპის კიპარისებისთვის ხომ არ მოგიკრავს თვალი? ეს Thymus Praecox რა მაგარი მცენარე ყოფილა, არ ვიცოდე დღემდე მისი არსებობა * * * ia-viola შენ რომ თესლები მომეცი იმაში პიტნაც ხომ არ ერია? პიტნის შემოტევა მაქვს იმდენი ამოვიდა |
Posted by: Harrison Stafford 2 Jun 2019, 18:30 |
Maiko Shamugia ეს საპნიანი წყალი რა ინტენსივობით მივაპკურო , თუ შეგიძლიათ რო მითხრათ ? შესაწამლს მერე ვიყიდი სამთოქიმიასთან და ხო ეცოდინებათ მოხმარების წესი ? |
Posted by: Maiko Shamugia 2 Jun 2019, 19:17 | ||||||
Master_Nick
სპირალისებურისთვია არა მგონია, ჩვეულებრივებს ზიდავდნენ. მაგრამ ნახევარი კონტეინერი იყო დაცლილი . ერთმანეთზე ეწყო ყველა მცენარე. შიგნით რა ხდებოდა არ ვიცი . ეს პეტუნიებიც თურქულია კი, მუყაოს ყუთებში იყო შეფუთული და მარკირებული. მაგრამ რაოდენობაში არ ქონდათ ბევრი შეკვეთილი ეს პეტუნიები. თავიანთი თითო ყვავილიანი ჩითილები ძლივს ავარჩიე 4 ცალი თითო ერთ ლარად . კვება მივეცი უკვე ამ ჩითილებს, ვნახოთ თუ ფოთლოვანი მასიური ნაწილი გავზარდე , გაამართლებს. ყვავილები ეგრევე დავაწყვიტე ძალა რომ არ წაართვას.
ჰო ლამაზად იზრდება რაღაც. ქონდარია დეკორატიული. Harrison Stafford
ალბათ კვირაში 2 ჯერ სანამ გაქრება. უნდა დააკვირდე. მე თავიდან რომ არაფერი მქონდა ფოთლები საპნიანი წყლით გავუწმინდე და ფოთლები ეგრევე გაშალა. მერე ეგ ქიმია შევასხი და საპნიანი წყალი აღარ დამჭირვებია. ქიმიას დოზები ზედაც აწერია. ia-viola რა ლამაზი ორქედეა გყავს. სამზარეულოს ფანჯარასთან მაქვს ნანახი. დასაკიდ საყვავილეებში . სასწაულ აურას და დიზაინს ქმნიდა. |
Posted by: Harrison Stafford 2 Jun 2019, 19:20 |
Maiko Shamugia გასაგებია გმადლობ |
Posted by: sophka 3 Jun 2019, 09:01 |
Master_Nick Maiko Shamugia გავივლი ვიყიდი მაგ ყველაფერს. აი, იმხელა ხეს რანაირად მოვერევი არ ვიცი. მეოთხე სართულიდან მივასხურავ ფოთლებს და ძირშიც შევწამლავ. დიდი დიდი მადლობაა <3 |
Posted by: FANNIE 3 Jun 2019, 18:21 | ||
ნაცნობი სიტუაცია იელის ვარდები ვის გაქვთ? კარგად იხარებს თქვენთან? |
Posted by: max-14 6 Jun 2019, 18:21 |
''მზაჩითილს'' ააქვს კარგი ფასდაკლება ქოთნის მცენარეებზე |
Posted by: Maiko Shamugia 7 Jun 2019, 08:44 |
max-14 რა კარგი მეურნეობა ჩანს. არასდროს შემინიშნავს მეგალაინთან ამხელა სათბურები. მადლობა ინფორმაციისთვის. შევივლი აუცილებლად . უი აგლაძის 37. მეგალაინამდე არმისული ვახუშტის ხიდიდან. მანდ კნაუფის მაღაზია იყო ხოლმე. გააუქმეს ეგ მაღაზია ? ეს რაღაც ახალია. და ეტიკეტზეც ვიცანი ეს ბრენდი. ბოსტნეულს ვყიდულობ ხოლმე ხშირად , განსაკუთრებით კიტრს და პომიდორს. |
Posted by: ia-viola 7 Jun 2019, 12:01 |
ესეც ჩემი ჰორტეზა აი ეს კი ის ნაძვებია, ჩვენ რომ ვიცით. მემგონი რაღაც იმედი არის. სასიკეთოდ საეჭვოდ მწვანეა. Maiko Shamugia მადლობა. რამდენიმე ორქი მყავს. მართლა ძალიან ლამაზები არიან. Master_Nick აუ არ ვიცი, ასე მუზანმიმართუკად აღ ამირევია, მარა შეიძლება თესლი მოყვა. ხომ იცი პატარა ადგილი რომ მაქჩს, ყველაფერი ერთმანეთში ირევა. ისე ფრთხილად იყავი, არ დაჩაგროს სცვები, პუტნა ველურია ცოტა. sophka ამოვიდნენ თესლები? როგორ ხართ აბა? |
Posted by: Maiko Shamugia 7 Jun 2019, 19:39 |
ia-viola ვაიმე რამდენი ყვავილი გაქვს სად ტევ ამ ყველაფერს ? მე დღეს აგარაკზე გავაგზავნე ბევრი მცენარე. ნელ ნელა ჩამოვყალიბდი რა უნდა მყავდეს აივანზე. მგონი პეტუნიები დავიმეგობრე. მესმის ნელ-ნელა რა უნდათ და რაც სურვილებს ვუსრულებ იზრდებიან და მახარებენ. ეს ჩემი ბეგონიები. ამათი ჯერ მთლად არ მესმის კარგად. |
Posted by: Master_Nick 7 Jun 2019, 22:05 |
ia-viola ვააა მაგარია, ფერი უფრო გაუმუქდება თუ ეგ არის რაც არის? ეს ნაძვები ამ სიცხეში ეგეთი ჩახუთული უნდა იყოს? Maiko Shamugia ეს პეტუნიები მზის მოყვარულები არიან? |
Posted by: Maiko Shamugia 7 Jun 2019, 22:22 |
Master_Nick კი მზე უყვართ, წყალი და კარგი კვება. ღორმუცელები არიან. ერთ დასხმაზე წყალი მეორეზე კვება და ასე მონაცვლეობით. ასევე დიდ ქოთანი სჭირდებათ. ესენი 8 ლიტრიან ქოთნებში არიან. არის ჯიშები 30 ლიტრიანი სჭირდებათ რომ თავის თავი აჩვენონ . მაგალითად ამპელური ტაიფუნი. ეგაა აქ ჯიშების გარკვევა რთულია. რას ყიდიან ვერ გეუბნებიან . |
Posted by: Master_Nick 7 Jun 2019, 22:33 |
Maiko Shamugia გამწვანება კრწანისში იყიდე? ეგეთი ფერის პეტუნიები არ მინახია, იმპორტირებულია ალბათ. ხვალ მივდივარ მეც კრწანისში კვებას რას აძლევ? |
Posted by: Maiko Shamugia 7 Jun 2019, 22:50 | ||
Master_Nick
არა ეს ერთი ბრიკორამაში ვიყიდე და მეორე გორგიაში სადღაც მაისის შუა რიცხვებში. მას მერე არ მინახავს არც მე. კრწანისში რაც ვიყიდე ჯერ აზრზე მოდიან ახლახანს დავუწყე კვება იმათ. ამათი პიკი ივლისის ბოლოსთვისაა , სადღაც მაგ დროს არიან ზრდასრულები. ისე მუქ ფერებს უფრო მკვეთრი სუნი აქვთ. ღია ფერებს არა. კვებაზე ჯერ ექსპერიმენტებს ვატარებ გამოწერილი მაქვს სასუქები, რომელსაც ველოდები. ამ ეტაპზე ფერტიკა ლუქსით ვკვებავ დღეგამოშვებით. ასევე 2 კვირაში ერთხელ ვახმარ HB 101-ს. პლიუს ნიადაგში გადარეული მაქვს ოსმოკოტი. |
Posted by: Master_Nick 7 Jun 2019, 23:17 |
Maiko Shamugia სერიოზულ კვებაზე გყოლია, დღეგამოშვებით კვება ზედმეტი ხომ არ არის? რა სასუქები გაქვს გამოწერილი? |
Posted by: Maiko Shamugia 7 Jun 2019, 23:31 |
Master_Nick არა არ არის ზედმეტი. მთელი აკადემია დავამთავრე ამათ მოვლა განვითარებაზე ინტერნეტ საიტებიდან. გააჩნია რა სტადიაზეა ყვავილი. როცა ასე ინტენსიურად დაიწყებს ყავაილობას და ფოთლოვანი მასა გაძლიერებული აქვს უკვე სერიოზულ კვებას ითხოვს. სასუქები ესენი https://www.amazon.com/gp/product/B00D8NPPJC/ref=ppx_yo_dt_b_asin_image_o03_s00?ie=UTF8&psc=1 https://www.amazon.com/gp/product/B004ZKKE70/ref=ppx_yo_dt_b_asin_image_o05_s00?ie=UTF8&psc=1 https://www.amazon.com/gp/product/B01ACEG30O/ref=ppx_yo_dt_b_asin_image_o04_s00?ie=UTF8&psc=1 https://www.amazon.com/Miracle-Gro-160101-Water-Soluble-Purpose-24-8-16/dp/B00GWJRU38/ref=sr_1_9?keywords=Miracle-Gro+Water+Soluble+All+Purpose+Plant+Food&qid=1559935835&s=lawn-garden&sr=1-9 |
Posted by: Master_Nick 7 Jun 2019, 23:46 |
Maiko Shamugia ხეებს მე გაზაფხულზე და შემოდგომაზე ვაძლევ სასუქს და მერე პერიოდულად ბიოდეპოზიტით ვრწყავ 2 კვირაში ერთხელ. კარგი გამოცდილება გქონია, ეს სასუქები ვინმემ გირჩია თუ შენით მოიძიე? |
Posted by: Maiko Shamugia 8 Jun 2019, 00:10 | ||
Master_Nick ხეებს კი ძირითადად მასე კვებავენ. ყველა მცენარეს თავის მიდგომა აქვს. ეს ერთწლიანია და მთელი ციკლი ერთ წელში უნდა მოასწროს. განვითარებისთვის აზოტი, ყვავილობისთვის ფოსფორი და კალიუმი. მოვიძიე. ამ საუკუნეში საბედნიეროდ არ ჭირს ეგ თემა უამრავი მასალაა. ეს ერთ-ერთი * * * Master_Nick
ამ ბიოდეპოზიტის კმაყოფილი ხარ ? მე არ ემხვედრია ეგ სასუქი. |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 8 Jun 2019, 15:24 |
ტყუილად არ ვიტოპავე ჭაობში ამის გულისთვის |
Posted by: Master_Nick 8 Jun 2019, 15:39 |
Maiko Shamugia კი ბიოდეპოზიტის ძალიან კმაყოფილი ვარ, ორგანული თხევადი სასუქია, ჰუმუსური კონცენტრატი, წყალში იხსნება და ამინომჟავებისა და მთელი რიგი ელემენტების ბალანსირებულ კომპლექსია. დომინოში იყიდება. M-A-S-E-R-A-T-I ძალიან მაგარია, რა მცენარეა? |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 8 Jun 2019, 18:33 | ||
Master_Nick
წყლის შროშანი – დუმფარა |
Posted by: ia-viola 8 Jun 2019, 23:04 |
M-A-S-E-R-A-T-I მესამე წელია მყავს და არ ყვავის ჩემი. თესლით ამოვუდა და არის ასე . ზამთარში იძინებს და გაზაფხულზე ამოდის ხელახლა. Master_Nick ზოგი თავმოხდილი მყავს, ზოგი დასათბურებული. ყველაზე მაგრად დახურული რაცაზმ ისინი არიან,. |
Posted by: sophka 8 Jun 2019, 23:56 |
ia-viola ვერ ვართ კარგად, ხომ ამოვიდნენ, გამიხარდა იზრდებოდა და ერთ დილასაც ვნახე ჩაწოლილი, დაცვენილი ძირს, მტრედები მყავს და ვიფიქრე ხომ არ გადაქელესთქო, მაღალზე მედო, ან არ ვიიცი რა დაემართათ. ერთი კვირის წინ მეორე პირი დავთესე ჯერ არ ამოსულან, შენი თესლები რაც მორჩენილი მქონდა. გიფსოფილიებიც ხო დავთესე და სულ სამი ძირი შერჩა. იმედია გაიხარებენ. ისე გავბრაზდი, რო აწი სულ თესლებს ვიყიდი, ასე გავახარებ ყვავილებს სამაგიეროდ პიტნა გამრავლდა მეზობლებს ყოველ საღამოს ვჩუქნი ახალ-ახალ ღეროებს ჩაისთვის:* * * * M-A-S-E-R-A-T-I რა კარგი ვინმეა, როგორ ყვავის. მიყვარს დუმფარები. როგორ გაახარე სახლის პირობებში? ჩვეულებრივ წყალშია თუ რამე სხვაცაა |
Posted by: Maiko Shamugia 9 Jun 2019, 16:43 | ||
ჩემი შაბათ კვირის ნაშრომი ჩემი დის ეზოში. მცდელბა კომუნისტური გაზონების გაევროპელობის. ჩემმა სიძემ ბუზღუნით ამიკლო. ძლივს ჩავზიდე მასალბი და მცენარეები დატენილი მანქანით . ბოლოს მგონი მოეწონათ. * * * * * * 2 დღისთვის არაუშავს. ჯერ კიდევ ბევრი აკლია მაგრამ, ცოტა მაინც გამოიხედა თვალებში. ლაივში უკეთესია. ასევე დავრგე ოსტინის ვარდები იელიდან . რომლის შდეგი მოგვიანებით გვექნება. მულჩი დამაკლდა და გამოვასწორებ. * * * ეს ოქროსფერი ღვია. * * * ქვები მოვზიდე და სწორხაზოვანი გაზონი შევცვალე. გამოწეულ ნაწილში დავყარე მიწა, რომელიც ასევე მოვიტანე ტყიდან. გირჩებიც ტყეში ევაგროვეთ. * * * M-A-S-E-R-A-T-I
უულამაზესია. გამიგია ერთი დღე ყვავის მხოლოდო. მართალია? |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 9 Jun 2019, 19:16 | ||||||
ia-viola
ალბათ ჯერ პატარაა გაიზრდება და იყვავილებს აუცილებლად sophka
ფესვი აქვს როგორც ჯინჯერს წყალში ვიპოვე და დავაფესვიანე არაფერი არ უნდა განსაკუთრებული მარტივია საკმაოდ Maiko Shamugia
არა რამოდენიმე დღე ყვავილობს ღამით წყალქვეშ ჩადის დილით ამოდის და იშლება |
Posted by: Master_Nick 9 Jun 2019, 22:46 |
Maiko Shamugia მაგრად გიშრომია, ყოჩაღ შენ!!! ეს გირჩების კომპოზიცია საიდან მოიფიქრე, სადმე ნახე? ეს მულჩა სადაურია? რაღაც ზედმეტად დიდი ნატეხები მეჩვენება თუ მართლა დიდებია ოქროსფერ ღვიას მულჩა ძალიან მოუხდა დღეს მეც მაგრად ვიშრომე, დიდი ჯაფა დამადგა |
Posted by: Maiko Shamugia 10 Jun 2019, 00:32 |
Master_Nick გირჩებით მულჩირება ინტერნეტში ვნახე. პატარა გირჩები შევაგროვე , დიდები უხეშად გამოჩნდება. მულჩა გორგიაში ვიყიდე , იმპორტირებულია მგონი ბალტიისპირეთის. გორგიაში ბევრი ლამაზი და უცხო ყვავილი აქვთ შემოტანილი. შევლა ღირს. აბა ნაშრომი. გვაჩვენეთ ფლიიზ |
Posted by: Master_Nick 10 Jun 2019, 11:19 |
Maiko Shamugia მე დომინოს მულჩას ვხმარობ, უფრო წვრილი ფრაქციაა, გორგიასი მსხვილი ყოფილა. საინტერესოა რომელი ჯობია? ეზო გავკრიჭე, სარეველები გავმარგლე და მოვრწყე ყველაფერი. აგერ ნაშრომიც. |
Posted by: Maiko Shamugia 11 Jun 2019, 01:39 |
Master_Nick ვახ, ვახ ფორმირებას იწყებს უკვე შენი ბაღი. მულჩის ზომებს მეც ახლა დავაკვირდი. შინაარსობრივად არ ვიცი, მაგრამ ვიზუალურად წვრილი უფრო ლამაზი უნდა იყოს. გორგია გაზიდული დამხვდა დღეს. ხალხი ყიდულობს მცენარეებს. ეს მულჩაც 1 ტომარა ქონდათ დარჩენილი ამ ფწრში . აქვთ ოწროაფერში. ღთუმცა ამ დღეებში შემოვიტანთო. სპირალისებური კიპაროსებიც აქვთ. გაკრეჭილი რომ აქვთ სპირალივით მაგას გულისხმობ ხო ? |
Posted by: Master_Nick 11 Jun 2019, 15:42 |
Maiko Shamugia კი სპირალურ კიპაროსებს ვგულისხმობდი, შემოდგომაზე დავრგავ მაგეებს, ეხლა უკვე დაგვიანებულია, სიცხეები დაიწყო. |
Posted by: Master_Nick 12 Jun 2019, 22:13 |
აბა ვინ იცის, ტუიას ეს გირჩები რომ ჩავთესო რამე შედეგი იქნება? |
Posted by: Maiko Shamugia 13 Jun 2019, 00:16 |
Master_Nick დააკალმე . |
Posted by: ia-viola 17 Jun 2019, 20:59 |
როგორ ხართ? ესეც ჩემი გარდენია. გაგიჟდა და გადაირია. ეზიში ისეთი სურნელი დგას, რომ... |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 18 Jun 2019, 09:30 | ||
ia-viola
ძაან პრეტენზიული ვინმეა ისე, ყოჩაღ კარგად გამოიყურება ოღონდ ფოთლების დაწმენდა და აი რაღაცეების მოშორება ქოთნიდან არ აწყენდა და პირდაპირ მზის სხივებს მოარიდე ქოთნის გადახურება არ უყვარს |
Posted by: ia-viola 18 Jun 2019, 15:57 |
M-A-S-E-R-A-T-I შეწამლული მყავს და ფოთლები მაგიტომ აქვს ასე. ძირი არ მიყვარს მოტიტვლებული რომ აქვს და აი ამის თესლი ჩავუყარე. თუმცა ვფიქრობ ცალკე გადატანას. * * * ესეც მისი აღმატებულება ჰიბისკუსი. გადაიტანა მრავალნაირი მწერების შემოსევა, შეწამვლები, უამრავი შხამა პრეპარატები და მაინც გაყვავდა |
Posted by: Maiko Shamugia 19 Jun 2019, 21:45 |
როგორ ხართ, ჩემიბეგონიები. კრწანისში ნაყიდი თურქულიკალიბრახოა. რომელსაც ძალიან უჭირდა და დავძლიეთ კრიზისი და ავფეთქდით ეს მეორე კრწანისის პეტუნია ( თურქული) ეს ბრიკორამაში ნაყიდი. გადარეული ასე იცის კვებამ, მგონი მართლა ცოტა ბევრი მომივიდა ყველა ყვავილს საკვები აქვს მიცემული. * * * იელის სანერგეში შეკვეთების მიღება დაიწყო. ჩემს დას ვუყიდე 10 ძირი უულამაზესი ვარდი. ოსტინები ( ხვიარა) და ფლორიბუნდები. შეეშვით ძველმოდურ ვარდებს და მიეძალეთ ფლორიბუნდებს და ხვიარებს. ლანშაფტურ დიზაინში საოცრად ლამაზად ჯდება. არ მიყვარდა ვარდები და შეყვარებული ვარ. 6 ძირის შეკვეთა მივეცი, რომელიც მომავალი წლის გაზაფხულზე შემხვდება. იელი საუკეთესოა. ყოჩაღ მაგათ. დარწმუნებული ხარ რას ყიდულობ არ მოგატყუებენ * * * აბა ამათზე როგორ არ უნდა გადაირიო ვარდები, რომელიც მთელი წლის განმავლობაში შუჩერებლად ყვავილობენ. თუმცა ვამპირები ყოფილან და მათაც უყვართ კვებაო. 21 საუკუნის ვარდებს განუმეორებელი სილამაზე აქვთ. |
Posted by: Master_Nick 20 Jun 2019, 12:13 |
Maiko Shamugia ვაააა რა მაგარია შენ აღარ ხუმრობ აი. ამ ქოთნებში სიცხე არ აწუხებს მცენარეებს, თუ არ ადგება მზე? 21- ე საუკუნის ვარდები სუპერ დავფიქრდები მეც მაგათ შეძენაზე |
Posted by: kshaneli 20 Jun 2019, 12:39 | ||
ეგ გირჩები არაფერს მოგცემს. დააცადე და გირჩად იქცევა, შიგ თესლებს იკეთებს და აი მაგენი დატესე მერე |
Posted by: mzi 20 Jun 2019, 16:10 |
Maiko Shamugia თურქულიკალიბრახოა. რომელსაც ძალიან უჭირდა და დავძლიეთ კრიზისი და ავფეთქდი როგორ გადარიეთ მასწავლეთ, ვერ გავუგე ვერაფერი არ იზრდება |
Posted by: Maiko Shamugia 20 Jun 2019, 21:41 | ||||||
Master_Nick
ადგება კი არა იწვის ჩემი აივანი ისეთი სიცხეა. რავი დომინოში ვიყიდე რაღაც გერმანული ქოთნები, რომელსაც ეხატა გადახაზული მზე და ფიფქი. ანუ მიწას არც მზის სუცხეს აკარებს და არც ყინვას. რამდენად ამ ქოთნების დამსახურებაა არ ვიცი, რამოდენიმე ჩვეულებრივ პლასტმასის ქოთანშიც მყავს რომელიც ცოტა მოფარებულშია. ჯერჯერობით ამართლებს ასე.
ძაან მაგრები აქვთ . ფბზე ნახე მაგათი გვერდი და ალბომები დაათვალიერე. ეგრედწოდებული ნამყენი ვარდები არ მომწონს. მაგათ აქვთ ვარდები რომელიც ბუჩქად იზრდება , კედლებზე ადის. თან ისეთი საინტერესო ისტორიები უწერიათ. გადახედე აუცილებლად. mzi
კალიბრახოა გაქვთ? მეც არ მაქვს დიდი გამოცდილება. რაღაც თეორიული ცოდნა მივიღე აივნის მოწყობა რომ გადავწყვიტე. როგორც ზემოთ დავწერე შევიძინე ქოთნები რომელიც მზეს და ყინვას არ უშვებს მიწამდე. ასევე ვინაიდან ქოთანში შეზღუდული აქვს გრუნტის მოცულობა ვიყიდე უნივერსალური მიწა ყვავილებისთვის ტორფის ბაზაზე . და ფენა ფენა ჩავუფინე ვერმიკულიტი. ყვავილის ყიდვის შემდწგ ეგრევე ვრგავ უფრო დიდ ქოთანში რომ ფესვები არ გაუხმეს ნაყიდ ქოთანში . ( როგორც ყოველთვის ფესვებით გადავსებულია მაღააზის ქოთნის მცენარე და შველას გთხოვს. გადარგვის შემდეგ არაფერს ვაძლევ თავიდან საფუძვლიანად მოვრწყავ და ერთი 3-4 დღე არ ვეკარები. თუ ძალიან სიცხეა გრუნტი შეუმოწმეთ მაინც რომ არ გამოშრეს. 1 კვირის შემეგ მივეცი HB 101 2 წვეთი 1 ლიტრ წყალში. მგონი ფერტიკა ამისთვის არ დამისხამს. აღარ მახსოვს უნდა ჩავიწერო ხოლმე რას რას ვასხავ. სასუქებზე ექსპერიმენტებს ვატარებ ჯერ. ახლა მირიკალ გროუ დავასხი. ზრდაში მინდა წავიდეს, ვნახოთ რას იზამს . ესაა ჩემი გამოცდილება ჯერ |
Posted by: Universe 20 Jun 2019, 22:10 | ||
Maiko Shamugia
ზამთრისთვის იღეთ ბოლქვებს მიწიდან თუ ქოთანში ტოვებთ? წელს დავრგე. ცოტა დაგვინებით და ჯერ არ უყვავილია. შეფუთვაზე ეწერა ბოლქვები მშრალად, უმიწოდ გამოაზამთრეთო. გავითვალისწინო თუ არაა საჭირო? |
Posted by: Maiko Shamugia 20 Jun 2019, 22:33 | ||
ესენი ჩამომივიდა გამოწერილი. ამ HB 101 აქებენ. აქ ვიყიდე მაგრამ ხელით ქონდა მიწერილი კალმით და ვერ გაიგებ რა გამოგადგება. ამიტომ გადავწყვიტე გამომეწერა. ასევე ახლა ვცდი მირიკალ გროუს. ძაან კარგი რევიუები აქვს მაგასაც და დიდ იმედებს ვამყარებ . * * * Universe
ესენი გორგიაში ვიყიდე წელს. ამის ნახევრები იყვნენ. მზე არ უყვართო და ჩრდილში მყავდა თავიდან, მერე მარკიზით ვუჩრდილავდი და ახლა ისე შეეჩვიენ მზეს არაფერი სჭირდებათ. ფერტიკა ლუქსი დავასხი 2 ჯერ , სადღაც კვირაში ეთხელ. და ახლა 2 კვირა არაფერი მიმიცია. გადაირიენ. დღეს დავასხი მირიკალ გროუ. ზამთარში ოთახში უნდა შეიტანოო, ყინვას ვერ უძლებენ. დანარჩენის ყველაფრის გარეთ დატოვებას ვაპირებ. პენოპლასტზე დავდგამ ქოთნებს და ბუშტებიანი ცელოფანი რომაა მეტრობით იყიდება მაგას შემოვახვევ ქოთნებს გარედან . ერთი როდედენდრონი მყავს და რაღაც სათბურივით კონსტრუქცია შეიძლება მოვაწყო ხის ჯოხებით და ცელიფანს გადავაფარებ. ასეთი გეგმები მაქვს |
Posted by: Universe 23 Jun 2019, 13:09 |
Maiko Shamugia ანუ არ სჭირდება ქოთნიდან ამოღება ბოლქვებს. გასაგებია. მადლობა შემთხვევთ, ხომ არ იცით, ეს რა მცენარეა? ერთი მეუბნება ყვავილიაო, მეორემ ფხალიაო |
Posted by: Maiko Shamugia 23 Jun 2019, 13:37 |
Universe რეჰანს ( ბაზილიკი) გავს. |
Posted by: Universe 23 Jun 2019, 13:45 |
Maiko Shamugia ჰო, წააგავს. ოღონდ რეჰანზე დიდია და სუნიც სხვა აქვს, ჭარხლის ფოთლის მსგავსი უფრო. * * * იჭმევა თუ არა მაგის გაგება მინდა. მოამზადეო და არ დაიწამლონ * * * ვიპივე. ჯიჯლაყა იგივე ამარანტი რქმევია. |
Posted by: Master_Nick 23 Jun 2019, 17:56 |
ცოტაც და ჩემი ლავანდებიც აყვავდება |
Posted by: sophka 23 Jun 2019, 21:05 |
Master_Nick რამდენია, რა ლამაზიაა. აი, ლავანდებზე ვგიჟდები. ყვავილები, საშეები, ეთერზეთები, ნამცხვრებში, ყველანაირად ვითვისებ. ჩემი-შენი :დ არ აპირებს მგონი ან უგვიანდება თუ რა. ქოთნის ბრალია ვითომ? თუ გადარგული როა არადა, კარგადაა, გაიზარდა კიდეც ცოტა. ის მეორე ჯიში, მე რომელიც მქონდა პაწუკები, ივნისის დასაწყისისდან ყვავიან არადა. |
Posted by: Master_Nick 23 Jun 2019, 21:54 |
sophka ქოთნიდან მიწაში უნდა გადაიტანო, უჭირს ქოთნებში ყვავილობა, ჩემთან ეზოში სხვა მხარეს, ზუსტად შენხელა ბუჩქების მეორე რიგი მაქვს და ყველა აყვავდება ახლო მომავალში. 2-3 წელიწადში ეგ შენი ბუჩქი ჩემს ფოტოზე რასაც ხედავ მაგხელა უნდა გახდეს, შესაბამისი კრეჭვისა და საკვების მიცემის პირობებში. ეს სხვა ჯიშია, ფერიც უფრო ვერცხილსფერი აქვს და ბევრად გრაციოზულია |
Posted by: sophka 23 Jun 2019, 22:53 |
Master_Nick მეცოდება ქოთანში, თან მენანება აივნიდან გატანა კი, შემოდგომას გადავრგავ მიწაში. იმედს ვიტოვებ, რომ აყვავდება. ხო ეს ძალიან სხვანაირია, ვერცხლისფერი, დიდფოთლება. ინგლისელი არისტოკრატია და |
Posted by: Maiko Shamugia 24 Jun 2019, 02:35 | ||
Master_Nick როგორ ჯანმრთელად გამოიყურებიან. რამდენი წლისები არიან ? ჩემი აყვავდა ქოთანში , წელს მოვიყვანე. ეს ჩემი დისთვის საჩუქრები. შაბათს ჩავიტან და დავრგავ. ფლორატოში შევიძინე გაპრანჭული ხოსტები და გეიხერები. ხოსტებზე ფასდაკლებები აქვთ. ჩრდილიანი ადგილისთვის, ჩემი აზრით გადასარევი გადაწყვეტილებაა. ისედაც ერთი ხოსტა მაინც უნდა გყავდეს ბაღში კლიმატისი დამავიწყდა რომ მომეკითხა. და დავამთავრებ მგონი ჩემი დის ბაღის შევსებას. ყოველ შემთხვევაში წლევანდელ გეგმას. * * * Universe
უი ვიცი, მინახავს. თუ იჭმეოდა არც კი ვიცოდი. რამდენი სასარგებლო თვისებები ქჰონია. გავითვალისწინებ |
Posted by: guriaaa 24 Jun 2019, 08:56 |
რა ყვავილი მისცა რა მცენარეა სახელი მაინც მითხარით |
Posted by: Maiko Shamugia 24 Jun 2019, 09:20 |
guriaaa ჰიპეასტრუმი (ამარილისი) ,,RED LION,, |
Posted by: Master_Nick 24 Jun 2019, 10:15 |
Maiko Shamugia ოთხი წლის ბუჩქებია, ლავანდის ზრდის მთავარი სტიმულატორი აგრესიული გასხვლაა, არ უნდა დაგენანოს. |
Posted by: ASIA 25 Jun 2019, 15:03 | ||
ეს როზმარინი არ არის??? |
Posted by: Maiko Shamugia 25 Jun 2019, 15:06 |
რა ლამაზად აქვს შერჩეული მცენარეები და როგორი გემოვნებით არ ხსნის მგონი ასე, ლინქს ვაგდებ დამატებით https://www.youtube.com/watch?v=W4enKFSKjcQ * * * 3.15 ზე რა მცენარე ჩანს მარცხნივ ფუმფულა მაღალი ხესავით რომაა ხომ არ იცით ??? |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 25 Jun 2019, 23:29 | ||
Maiko Shamugia
სახელი არ მახსოვს მაგრამ შავიზღვისპირეთში ციხისძირში ახალი ავტობანის გასწვრივ ყველგანაა სარეველა მცენარეა თბილისში არ მინახავს მაგრამ ძალიან სწრაფად მრავლდება და ედება ყველაფერს |
Posted by: Universe 25 Jun 2019, 23:55 |
Maiko Shamugia ესა? https://en.m.wikipedia.org/wiki/Cortaderia_selloana თბილისშიც შეხვდები წყლისპირა ადგილებში |
Posted by: Maiko Shamugia 26 Jun 2019, 07:49 |
M-A-S-E-R-A-T-I Universe დეკორატიული ზლაკების სახეობა მისკანტუსიო ამბობს. ახლა ჩავუჯექი, მაგრამ რომელი სახეობაა ვერ ვნახე სქრინები ამოვიღე ვიდეოდან. ამას მივამსგავსე, მაგრამ მგონი სხვაა * * * ან ესაა . https://videosadovod.ru/mobile/watch.php?vid=31e0fe1f0 აქ სადმე შეგხვედრიათ? ის რაც გზებზეა უშველებელი იზრდება. რაღაც მინიატურული მინდა მაქსიმუმ მეტრომდე რომ გაიზარფოს ან ცოტა მეტი. კიდევ რაღაც კურდღლის კუდებს ეძახიან, დეკორატიული ბალახია. ან რამე ასეთი გაწეწილი არაფერი გინახავთ აქეთ? https://videosadovod.ru/mobile/watch.php?vid=31e0fe1f0 |
Posted by: Universe 26 Jun 2019, 11:19 |
Maiko Shamugia ამბობს სახელს თურმე. გუშინ ხმა გათიშული მქონდა )) мискантус სურათებში რომ დაძებნო აარჩევ და კონკრეტულ სახელსაც იპოვი * * * https://www.google.com/search?q=lampenputzergras&client=ms-android-samsung-ss&hl=de&prmd=imnv&source=lnms&tbm=isch&sa=X&ved=0ahUKEwikjeGp4IbjAhVwl4sKHd5uCoYQ_AUIBygB&biw=360&bih=616&dpr=2 https://www.google.com/search?q=diamant+reitgras&client=ms-android-samsung-ss&hl=de&prmd=imnv&source=lnms&tbm=isch&sa=X&ved=0ahUKEwj8yObQ4IbjAhVABBAIHalZDhUQ_AUIBygB&biw=360&bih=520 https://www.google.com/search?q=calamagrostis+brachytricha&client=ms-android-samsung-ss&hl=de&prmd=imnv&source=lnms&tbm=isch&sa=X&ved=0ahUKEwjxlOLm4IbjAhVRxIsKHV8UChkQ_AUIBygB&biw=360&bih=520&dpr=2 ესეც რა ლამაზია <3 https://www.google.com/search?q=Blauschwingel&tbm=isch&hl=de&client=ms-android-samsung-ss&prmd=imnv&hl=de&ved=2ahUKEwi30sun4YbjAhVFs4sKHevyC94QBXoECAEQJA&biw=360&bih=520 |
Posted by: ia-viola 26 Jun 2019, 20:51 |
ჩვენც მოვედიით |
Posted by: Maiko Shamugia 26 Jun 2019, 23:13 |
Universe ბოლო მაქვს. ზღარბივით რომაა ბუჩქი. გორგიაში ვიყიდე. აუ დღეს გამოვიწერე რაღაც ზლაკების თესლები იბეიდან. თუ ჩამოვიდა და არ გამიჩერეს. ესენი. პეტუნიას თესლი კი ჩამოვიდა და იქნებ ესენიც ჩამოვიდნენ. ia-viola სულ ყვავის შენი ორანჟერია. მეც გავრისკო ერთი ქოთანი ვარდის აივანზე ? : )) ლედი შალლოტ-ს ვფიქრობ. ან ოსტინის რომელიმე მხვიარას თან თავს ვიკავებ . ჯერ ეს ზამთარი გადავაგორო, თუ არ დამეღუპნენ აივანზე მცენარეები ჩამოვყალიბდები საბოლოოდ. |
Posted by: ia-viola 2 Jul 2019, 19:54 |
ვარდები, მათ შორის ჯუჯები.სულ გარეთ მყავს მე. ზამთარს გადასარევად იტანენ. ასე, რომ მოაშენე.Maiko Shamugia |
Posted by: Master_Nick 3 Jul 2019, 11:32 |
ჩემი ვერცხლისფერი წელს განსაკუთრებით ფორმაშია, ამხელა ნაყარი არასდროს არ ჰქონია. |
Posted by: kotcio 3 Jul 2019, 11:49 |
Master_Nick ულამაზესია |
Posted by: Universe 4 Jul 2019, 02:35 | ||||
მართლა ცისფერი მწვანეა? ნალა როგორ გყავს, არ ერჩის ყვავილებს? Maiko Shamugia
ნამდვილად. თან უჩვეულოა, ხშირად ვერ შეხვდები ვერცხლისფერ ნაძვებს. ალბათ ამიტომ ჯადოსნურს გავს |
Posted by: holden kolpildi 4 Jul 2019, 12:14 | ||
ვაიმე რა სილამაზეა |
Posted by: kotcio 4 Jul 2019, 16:40 |
ფერი ხომ სასწაულია და ფორმა კიდევ უმაგრესი |
Posted by: ia-viola 5 Jul 2019, 16:10 |
Master_Nick მართლა ძალიან ლამაზია. ვაუუუ * * * ჩემი ვარდიკოები ახლა და ამჟანად |
Posted by: Master_Nick 5 Jul 2019, 17:15 |
ia-viola შენი დაკალმული ნაძვები რას შვება? თუ მაგ მეთოდმა იმუშავა, გავამრავლოთ ჩემგან სადონორედ ეს გამოვიყენოთ |
Posted by: ia-viola 5 Jul 2019, 17:24 |
Master_Nick აი ახლა ვუღებდი ფოტოებს, რომ დაპოსტე კიდეც. აბა მოვაწყოთ კონსილიუმი, რას ფიქრობთ? ზოგი სულ გახმა და ესენი ყოჩაღად არიან. გადავწყვიტე მოვხადო ხუფები. მაგარი იქნება ძალიან. თან შენნაირი ნაძვი არც მინახავს არსად. |
Posted by: Master_Nick 5 Jul 2019, 17:38 |
ia-viola ძირში ფესვები თუ გამოიტანა მაშინ გაიხარა და ეგ არის. ნუ გამხმარს აღარაფერი ეშველება. |
Posted by: ia-viola 5 Jul 2019, 17:56 |
Master_Nick ხოო მარა. ფესვები ჯეღ არ ჩანს. რაც გახმა, გახმა. ესები არიან. ფესვი ჯერ ადრე, ფესვაკები კი ექნებათ. წელს შარშან დაკალმებული ვარდი ამოვდღლიზე და გავაფუჭე. ძალუან სუსტი ფესვი ქონდა და ვერ გადარჩა. შეცდომებზე ვშწავლობ. გაზაფხულამდე ამათი ხელუსმომკიდე არ ვარ. მოძლიერდნენ ჯერ * * * Master_Nick შენი ნაძვუკა თავის გაიზარდა ასე ლამაზად თუ სხლავ? |
Posted by: Master_Nick 5 Jul 2019, 19:13 |
ia-viola არა არ გამისხლია, თავისით გაიზარდა ასეთი. შეადარე ეხლა რამხელა ზრდა აქვს. ეს შემოდგომის სურათია. საიდუმლოს გასწავლი თუ კარგად გაახარებ კალმებს |
Posted by: ia-viola 5 Jul 2019, 19:56 |
Master_Nick ხეზე ასვლასაც ვისწავლი. |
Posted by: Master_Nick 6 Jul 2019, 20:11 |
ia-viola ჩემი ჰორტეც აყვავილდა სტარტი კარგი აქვს, რას იტყვი? ლურჯი ფერი მოემატება? ეს სპირეა ასე გვიან არასოდეს აყვავებულა, რატომ დააგვიანდა ვერ გავიგე. |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 7 Jul 2019, 01:32 |
რას აწვალებთ აღმოსავლეთში ამ ჰორტებზიებს რა დაგიშავათ))) დღეს გარდენიაში ვიყავი იქაც ნაძალადევად ყვავილობს |
Posted by: ia-viola 7 Jul 2019, 13:18 |
Master_Nick ჩემმა დაიყვავილა უკვე. კი აქვს ყვავილები, მარა კულმინაციამ გადაირია უკვე. ისე ამ შემოდგომით უნდა გადავრგო. დაუპატარავდა ქოთანი. გარდენიამაც მასე ქნა. უბრალოდ ორ კვირაში გადაიყვავილა. ახლა ფოთლები ამოაქვს და ტოტებს აძლიერებს M-A-S-E-R-A-T-I რატო ვაწვალებთ. ნახე რა მაგრად გამოიყურება. მეტი რას შვრება მანდ? * * * Master_Nick ისე სპირეა არ ვიცი, მარა ჩემთან ბროწეულმა დაიგვიანა. ახლა ყვავის. |
Posted by: Master_Nick 7 Jul 2019, 16:02 |
ia-viola რამდენ ხანში დაიყვავილა ჰორტემ? Liatris Spicata - წელს პირველი წელი აქვს. კავკასიური სოჭები მოღონიერდნენ. ტუიებმა ასეთი რაოდენობით გირჩები პირველად მოისხეს 3 წლის მანძილზე. ლავანდა მალე დაიყვავილებს |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 7 Jul 2019, 16:17 | ||
ia-viola
აბა როგორ გითხრა აქ მაგ ზომის ბუჩქს გაცილებით მუქი დიდი ფოთლები და ბევრად უფრო დიდი ყვავილები აქვს. სოჭის გვერდით ბამბუკი ცუდი იდეაა სულ მოივლის მაქაურობას და დაჩაგრავს ყველაფერს ირგვლივ რაც არ უნდა ჭრა ფესვებით დაიხლართება და მიწსქვეშ დაახრჩობს |
Posted by: ia-viola 7 Jul 2019, 17:06 |
M-A-S-E-R-A-T-I ხო ვიცი. კლიმატი და გარემო პირობები რომ თავისას შვრება ფაქტია. ისე სანამ ყვავილებს გამოიტანდა გაცილებით გადაბუჩქული იყო, მერე რომ გაყვავდა, ფოთლები დაცვივდა, ახლა ყვავილობას ამთავებს და ფოთლლები წამოუვიდა ისევ. დიდ ქოთAნში გადავიტან და უფრო კარგი გოგო გახდება. Master_Nick მაისის ბოლოს გაყვავადა, კოკრები უფრო ადრე და ახლაც ყვავის. ფაქტია თბილისის მზე არ უყვარს. აუ რა ლამაზებია. როგორ არის გადაპენტილი. რა დაუსხი ამისთანა გინდ ამათ გინდ იმას? |
Posted by: Master_Nick 7 Jul 2019, 21:13 |
M-A-S-E-R-A-T-I სოჭი დროებით მაქვს მანდ და შემოდგომაზე ახალ ტერასაზე უნდა გადავრგა. ბამბუკზე მინდა გკითხო, ფესვების ამბავი ვიცი, გამრავლებასაც ველოდებოდი მაგრამ მხოლოდ 2 ღერი ამოიყარა. ამიტომ გადავწყვიტე ირგვლივ მცენარეებით შევსება. წრეზე რომ შემოვჭრა სიღრმეზე და ხის ჯებირებით გავმიჯნო დანარჩენი მცენარეებისგან არ გამოვა ეგ ამბავი? ia-viola მე ჩემი ფავორიტი სასუქი მაქვს იარა მილა კომპლექსი და მისი შედეგია ეს ყველაფერი. ეს კუთხე იცი? ახალი იდეები მაქვს საშემოდგომოდ დინამიური ტერასები უნდა გავაკეთო. |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 7 Jul 2019, 21:35 | ||
Master_Nick
როცა კარგად მოიდგამს ფესვსს ასე 3-4 წლამდე შეიძლება ბეტონის ჯებირებითაც ვერ დააკავო, სოფელში სახლის გვერდით ჰქონდა ბაბუაჩემს გაშენებული, სახლი ძველი იყო მაგრამ იატაკი მთლიანად მობეტონებული მოკლედ სადღაც ბზარი იპოვა და სამზარეულოში შუა ოთახში ამოყო თავი მართალია ის ცოტა სხვა ჯიშია აი სულ დიდი რომ იზრდება ხესავით, ეგ რაც გაქვს შედარებით პატარა იზრდება, მაგრამ ეგეც კარგი ვირიშვილი ვინმეა მოედება ირგვლივ ყველაფერს დროთა განმავლობაში. |
Posted by: Master_Nick 7 Jul 2019, 21:46 |
M-A-S-E-R-A-T-I ვა რას ამბობ? აბა რა უნდა მოუხერხო? მე ჯებირების იმედი მქონდა, კლიმატის და სიმშრალის გამო კარგადაც ვერ იზრდება, რომ შეევსო ეგ ადგილი დავანებებდი თავს მაგრამ ვერც გამრავლდა. ისე ფესვები რომ ვნახე საცერივით არის მოდებული, ამოჭრაც საკმაოდ შრომატევადი საქმე აღმოჩნდა. რას მირჩევ ამოვიღო საერთოდ? |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 7 Jul 2019, 22:02 | ||
Master_Nick
წყალს ადრე თუ გვიან მისწვდება, ჯერ ახალი დარგულია ფესვები მაღლა აქვს და ამიტომ არი ეგრე მაგრამ დროთა განმავლობაშ მიაღწევს და მერე ძალიან გაგიჭირდება გაკონტროლება, შენ ადგილზე ისეთ ადგილზე ჩავრგავდი სადაც ირგვლივ სიღრმეზეა ბეტონი და თავისუფლად ვერ შეძლებს გამრავლებას მაგრამ მეორესმხრივ ბეტონი ხურდება და სიცხე და სიმშრალე მაგათ არ უყვართ, თუ 4-5 წლის პერსპექტივა არ გაშფოთებს მერე შეგიძლია მინი ექსკავატორი დაიქირავო და ზედმეტები მოთხარო) |
Posted by: Master_Nick 8 Jul 2019, 08:26 |
M-A-S-E-R-A-T-I დიდ ქოთანში რომ ჩავრგო და ეს ქოთანი მიწაში დავფლა? ქოთნიდან სადღა წავა და ირგვლივაც სხვა მცენარეებს მიურგავ. მე მგონი ქოთნის იდეა კარგია. |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 8 Jul 2019, 09:00 | ||
Master_Nick
არა ასე მიწა გამოხმება, და ვერ იხარებს ისე რო ლამაზი იყოს მაგათთვის მთავარია ტენი, ქოთნის ყოველ ჯერზე მორწყვა თუ არ გაგიჭირდება შეგიძლია ქოთანშიც ჩარგო. თუ ვაკეში მოხვდე დააკვირდი ფალიაშვილზე ხელმარცხნივ სალონის წინ მთელი ტყე გაიზარდა რამოდენიმე ძირით |
Posted by: Maiko Shamugia 8 Jul 2019, 09:41 | ||
Universe
კი მოცისფროა. ყავისფერები ქონდათ შაბათს გორგიაში, მეთქი გახმათქო და ამფერიაო . ნალამ დიდიი მადლობა მოკითხვისთვის, თქვენ როგორ ბრძანდებითოო აივანი აითვისა, არ გადიოდა და რაც მოვაწყე მცენარეებით დასასვენებლად გადის ხოლმე ) * * * ეს ჩემი შაბათ-კვირის ნაშრომი. რაღაცეები შევმატეთ ბაღს. |
Posted by: E madame 8 Jul 2019, 09:55 |
მოკლედ ეს სილამაზე მყავს ოჯახში ვიყიდე და არც ის ვიცი რა ქვია და არც რაიმე განსხვავებული მოვლა თუ სჭირდება რავი ზოგს მზე უყვარს ზოგს პირიქით და რა ჰქვია და როგორ უნდა მოვუარო? |
Posted by: Maiko Shamugia 8 Jul 2019, 09:58 |
ეს ალპური მიქსბორდერის მასალა. მარჯვნივ ყინვაგამძლე სუკულენტებია. ცოტა ვღელავ, მაგრამ რაღაც უნდა გამოვიდეს . * * * ესეც ერთი * * * ეს უცნაური კალანხოე |
Posted by: ia-viola 8 Jul 2019, 10:20 |
E madame ეს არის ოქსალისი, იგივე კლისიცა და იგივე მჟაუნა. ძალიან უყვარს წვიმის წყალი და ბუნების წიაღზე მინდობა. ლამაზი ვინმეა. ამას გარდა არსებიბს კიდევ ორი ჯიში. ზუსტად ეგეთი მწვანე ფერის და ამ ორი ფერის ნაზავი: მწვანე ფერის, შუაში შვინდისფერით. მზის პირდაპირ სხივებს მოარიდეთ. Maiko Shamugia ძალიან ლამაზებია. ნალამ აშკარად იცის როდის და სად უნდა გავიდეს. არ ერჩის ყვავილებს? მაგ: ამოთხრა და მერე მაგ ადგილას ჩაწოლა და ეგეთები. არა რა, ვარდები აკლია მანდაურობას. |
Posted by: E madame 8 Jul 2019, 10:23 |
ia-viola მადლობა და წყალი რა ინტენსივობით დავუსხა? |
Posted by: Maiko Shamugia 8 Jul 2019, 10:42 | ||
ia-viola
ამოთხრები და ჩაწოლები არ იცის. მცენარეების ფოთლებს ჭამს, მაგრამ ყველას არა. მაგალითად ხოსტები და გეიხერა გადაჭამა სანამ წავიღებდი აგარაკზე. ამათ არ ერჩის. ვარდებზე მეც ვფიქრობ და ნუ ამტეხე ) ისე ერთი ჯუჯა ვარდი მაჩუქეს ადრე და ნალამ ფოთლიან ყვავილიანად შეჭამა. ეგეც საფიქრალია ვარდებთან დაკავშირებით. გემრიელია ეტყობა აშკარად. ახლა კალიებით ერთობა სხვა არაფერი ეგულება. გადის, შემოიყვანს და ცხვირწინ დამიდებს. აღარც კლავს და ჩემი წივილ-კივილია. ერთი-2 შეჭამა და მოიბეზრა. ახლა ცოცხლად მომართმევს ხოლმე და ჭკუიდან გადავყავარ. ) * * * Master_Nick ტუიებს როგორ უვლი? ჩვენსას წიწვებს რომ გადაუწევ ღეროსთან შეუყვითლდა წიწვები. ცირკონით შევწამლე და დაველოდები შედეგს. მერე ეპინით შევწამლავ. შენები გაბრდღვიალებულები არიან. მე წელს დავრგე და ცოტა უჭირთ ეტყობა. ხშირად რწყავ? ჩემები ყოველდღე რწყავდნენ და ახლა შეუჩერეს მაგ სიყვითლის გამო. * * * ჩემი გადარეულები აივანზე დღეს |
Posted by: Master_Nick 8 Jul 2019, 12:55 |
Maiko Shamugia მე ერთ სასუქს ვხმარობ და ეგ არის და ეგ, (იარა მილა კომპლექსი)მეტი არაფერი. ყოველდღე მორწყვა თუ ძალიან არ ცხელა ბევრია. კვირაში 3 ჯერ მეტად მე არ ვრწყავ, ისე ტუიას ძალიან უყვარს წყალი. ეს ღამის განათებები ბრიკორამაში იყიდე? კმაყოფილი ხარ? ქვის ღობე მომეწონა, ახალი გაკეთებულია? |
Posted by: Maiko Shamugia 8 Jul 2019, 13:36 | ||||||
Master_Nick გასაგებია. ხომ მეც ვნახე დღეში 2 ჯერ შეასხურეთ სიცხეებში წყალიო ამბობდნენ. ამ ცირკონზე და ეპინზე ერთი ამბობდა იუთუბიზე მაღაზიაში ვყიდულობ ჩამოწერილ მცენარეებს ნახევრად გამხმარსო და იმისთანა აბიბინებული ყავდა ბაღში თვითონ. ერთი კვირა ერთს ვასხურებ, მეორე კვირას მეორესო. ხო და შევასხურე და ვნახოთ აბა რას იზამს.
ამას სად ყიდულობ და როგორ ხმარობ?
არა , გორგიაში. ბრიკორამაში ძვირი ვარიანტები აქვთ. დეკორატიული ფუნქციაა აქვს განათებით რომ გითხრა ძლიერად ვერ ანათებს , მაგრამ ციცინათელებივით არიან და სილამაზე აქვს. ღამის 3-4 საათამდე ძლებენ. ძააან მარტივი კონსტრუქციაა აქვს . პლასტმასისაა .2 ლარამდე მივეცი თითოში.
კი , წელს გაკეთებული. მოვაჭრევინე ბეტონი ფორმაზე და შემოვულაგეთ ქვები. ლამაზია , ღობეც ქვისაა და ჩემი აზრით მიდის სტილში. |
Posted by: kotcio 8 Jul 2019, 14:56 |
Maiko Shamugia ლამაზი ღობეა ძალიან. ძვირი ჯდება? |
Posted by: Maiko Shamugia 8 Jul 2019, 15:42 | ||
kotcio
აა ღობე ? მე ბორდიურს ვგულისხმობდი. ღობე ასე ვიყიდეთ სახლი. გამზადებული იყო. ვერ გეტყვი ზუსტად რა ჯდება კვადრატული |
Posted by: ia-viola 8 Jul 2019, 16:00 |
E madame ნიადაგი ტენიანი მოსწონს. ფოტლების დანამვაც უყვარს. მე წვიმის წყალს ვინახავ და იმითაც ვრწყსვ ხოლმე. Maiko Shamugia ნანადირევი რომ მოაქვს და გიხიარებს, ეგ დიდი პატივია შენთვის. ჩემსას ხვლიკებიც მოყავდა, თაგვრბიც და რავი. რასაც იხელთებდა, ერთხელ ისეთი ვიჩინა მოიტანა, პიპინიასი არ იყოს ნერწყვი მომადგა. მოიფიქრე და ერტი ჯუჯა ვარდი, ვარდისფერი ჩემზე იყოს. ჩემი დაკალმებულია თან. მოკლედ, მოიფიქრე და... |
Posted by: Maiko Shamugia 8 Jul 2019, 16:14 | ||
ia-viola
კაი ვიფიქრებ მე მაგაზე <3 მადლობა შემოთავაზებისთვის დიდიი. |
Posted by: kotcio 8 Jul 2019, 18:45 |
Maiko Shamugia მადლობა, გასაგებია. |
Posted by: Maiko Shamugia 8 Jul 2019, 19:15 | ||
M-A-S-E-R-A-T-I
აბა რა ვქნათ, ჩვენც რომ გვინდა გორტენზიები ?! |
Posted by: Master_Nick 8 Jul 2019, 21:21 | ||||
,,აგროსფეროს" მაღაზიათა ქსელში ვიყიდე ერთი ტომარა და იმის მერე მეორე წელია რაც ამ სასუქს ვხმარობ. წელიწადში 2 ჯერ, შემოდგომაზე და გაზაფხულზე ვაყრი შემობარულ მიწაში, სულ ეს არის. |
Posted by: Maiko Shamugia 8 Jul 2019, 22:00 |
Master_Nick გასაგებია. ნპკ 8-24-24 უფრო ზაფხულის მკვებავს გავს. ბუტონიზაციის პერიოდს მოუხდება. ( ფოსფორი და კალიუმი ყვავილობის პერიოდს უხდება) გაზაფხულზე აზოტი რომ უფრო მეტი ქონდეს, უკეთესად წამოვა მცენარე ჩემი მწირე განათლებით შეიძლება ვცდები კიდეც. და შემოდგომაზე ძილის პერიოდის წინ ასეთი აღგმზნები უნდაო ? ეგ მოხმარების წესი ზედ აწერია ? * * * სხვადასხვა ნპკ თი ყოფილა ამ ბრენდის სასუქი. 8-24-24 მინდვრის კულტურებისთვისაა. კარგი იმითაა რომ ქლორის მიმართ მგრძნობიარე მცენარეებს არ აზიანებს. საბოლოო ჯამში არ ჩანს ცუდი.შენ რომელი ნპკ ათი ხმარობ ? |
Posted by: Master_Nick 8 Jul 2019, 23:18 |
Maiko Shamugia მე იარა მილა კომპლექსს ვხმარობ, ამ სასუქს პოლონელების სანერგეში , აგრომაქს დეკორში" მივაგენი სართიჭალაში, ეგენი აქტიურად იყენებენ დეკორატიული მცენარეებისთვის და მანდვე მირჩიეს. |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 9 Jul 2019, 09:43 | ||
Maiko Shamugia იმერეთშიახოლმე ეგეთი ღობეები გამახსენა ბავშვობა სუკუები რატომ გყავს ასე დასჯილი? მითუმეტეს ყინვაგამძლეები ერთიან დიდ ქოთანში რამე კაი კომპოზიცია გაუკეთე, ქოთანიც კი არაა საჭირო რამე ჩაღრმავებულ ქვაში უკეთესია პენზაში წყალს რომ ატარებდეს კარგად
გინდათ და გყავთ კიდეც ცოტა მეტი წყალი მიასხით უკეთ იქნებიან |
Posted by: Maiko Shamugia 9 Jul 2019, 10:50 | ||
M-A-S-E-R-A-T-I
კი მასე ვაპირებ. ახალი ჩატანილებია ეს და მივალაგე დროებით. ყინვაგამძლეებისგან ალპური მაღლობის გაკეთებას ვაპირებ, მეტრა ნახევარი ნახევარ მეტრზე მინი მაღლობი იქნება . იდეებს და რჩევებს მივიღებ დიდი სიამოვნებით. ტვინი გასკდა ფიქრით. როგორი ქვები გამოვიყენო, სად დავძებნო ქვები, ფორმა როგორი მივცე , ჯიბეები როგორ მოვაწყო მცენარის დასარგავად, რა მცენარეები დავამატო კომპოზიციაში და ასე შემდეგ .... არაყინვაგამძლეებისგან საზაფხულო კომპოზიციას გავაკეთებ დაბალ და განიერ ქოთანში. ეს ადვილია . მერე გაგიზიარებთ რაც გამოვა . * * * აი აქ მინდა მოვაწყო ზომები 1.75 /0.65 ზე |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 9 Jul 2019, 22:51 | ||
Maiko Shamugia
არ მიყვარს ქოთნები მითუმეტეს როდესაც ეზო გაქვს და მთელი წელი გარეთაა მცენარე რა საჭიროებაა ქოთანში იყოს? ამას გარდა არაპრაქტიკულიაცაა ყოველ ჯერზე მორწყვას მიწასთან უშუალო კონტაქტში მეტად შეინარჩუნებს ტენს პატარა "ველური" ყორე შეგიძლია გააკეთო რომელიც ორგანულად შეერწყმება ფონს ბრტყელი ოდნავ მოგრძო ქვებით, საერთო სურათისგან ძალიან რომ არ გამოირჩეოდეს, თუ თბილისში ხარ გარდენიას ესტუმრე მიუხედავად ჩემი ანტიპატიისა მესაკუთრის მიმართ საკმაოდ გემოვნებით აქვს სუკუები ჩარგული შეგიძლია იდეები აიღო და რამოდენიმე სუკუც წამოაყოლო სედუმებთან ერთად წავჯღაბნე ფეინთში მარა კონტურებით იმედი მაქვს მიგახვედრებ რას ვგულისხმობ ასეთი ქვები საკმაოდ გავრცელებულია ჩვენში სადმე თბილისის ზღვისკენ შეგიძლია აიღო (ჩუმად)) |
Posted by: Maiko Shamugia 10 Jul 2019, 01:00 |
M-A-S-E-R-A-T-I ვაიჰ დიდი მადლობა. ცოტა იმედი მომეცა . გარდენია სულ არ გამხსენებია. ნამყოფიც არ ვარ. აუცილებლად უნდა ვესტუმრო. ხვალ თუ მოვახერხე წავალ. ისიშორესაა ეგ დალოცვილი არ მოგაფიქრდება რომ წახვიდე . ფორმაც ძაან ლამაზი შემომთავაზე. შესაფერისი ქვები თუ მოვიძიე კარგი იქნება და ტერასები გამომივიდა. სილით აწყობენ ჩონჩხს , იუთუბიში რასაც ვუყურე. მარა ქვა როგორ დაიჭერს ჯერ ვერ წარმომიდგენია. |
Posted by: ia-viola 10 Jul 2019, 10:10 |
დამამეგობრეთ ვინმემ სუკულენტებთან და სედუმეებთან. როგორ მომწონს და ვერ დავუმუღამე რა. |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 10 Jul 2019, 10:19 | ||||
Maiko Shamugia
რთული არაფერია მაგრამ კაი მაგარი შრომა კი დასჭირდება ქვეშ ცენტრში დიდი პემზის ქვები დააწყვე ზემოდან მიწა დააყარე მაქსიმალურად ფხვიერი და ირგვლივ ეს ქვები ტერასულად, სუკუები ზედ უნდა მიამაგრო ფაქტიურად ჩარგვა აუცილებლად ჰორიზონტალური მდგომარეობა არაა აუცილებელი მერე თვითონ დაამუღამებენ გარემოს მიხედვით მიამატე ამას სედუმები და ჯამში ულამაზესი კუთხე გამოვა მოკლედ მიხვდები ზურასთან როგორც კი ახვალ რასაც ვგულისხმობ ia-viola
მოინდომე და დაგეხმარები |
Posted by: Maiko Shamugia 10 Jul 2019, 13:48 | ||
ia-viola
ერთი დაბალი და განიერი ქოთანი აიღე და კომპოზიცია გააკეთე. მოგეწონება . ამდენ ყვავილებში კი უნდა გქონდეს სუკულენტების პატარა კუთხე. იმსახურებენ ! მერე მეორე მოგინდება და ასე. რაც მაქვს მოგცემ შვილებს. ქვის ვარდები რომაა ფოთლით ხარობს. დააგდებ მშრალად და პატარა შვილი და ფესვი გამოაქვს თავისით. (რომლებსაც ყავს. თუ არა და რომ მოისხამენ მერე) თუ მოინდომებ. წავედი დღეს გარდენიაში. სურათებს გადავუღებ რაც მომეწონება |
Posted by: sophka 10 Jul 2019, 14:58 |
თქვენი ფოტოების ყურება თერაპიაა ერთგვარი... ეზოები და ბაღები <3 ia-viola მეც მყავს აი ასეთია, მოგცემ ერთ გრძელ ტოტს და ჩარგე ეგრევე, გაიხარებს. ჯერ ყვავილი არ მინახავს, მაგრამ იმედია ექნება:დ შენმა მოცემულმა თესლებმა ყველამ ამოყო თავი, გაიახარა კიდეც, უბრალოდ მეორედ რომ ჩავთესე ცოტა გვიანი იყო და ალბათ აგვისტოში იყვავილებენ :* წინა აშკარად მტრედებმა დამიქელეს და შეჭამეს. აი, ჯუჯა ვარდმა გამიშრო სიცოცხლე, ხან რა ემართება ხან რა. რასაც მაგას ვმკურნალობ მაგრამ სულ ყვავილობს და მახარებს. |
Posted by: Maiko Shamugia 10 Jul 2019, 17:34 |
მოვიდა იდეებიის წყარო * * * კიდევ სხვები * * * * * * ძაან ლამაზი იყო. ფოტოებიდან ვერ გადმოიცემა სილამაზე * * * თემქაზე ძველი პურის ქარხნის ტერიროიაზე ყოფილა კერამიკული საამქრო . იქ შეგიძლია აიღო კერამიკული ჭურჭელიო * * * * * * ეს კი ჩემი დღევანდელი შენაძენი გარდენიაში. (ორის გარდა) ასე თუ ისე მგონი ჩამოვყალიბდი * * * ეს შტამზესავით კაქტუსი ყინვაგამძლეა ნეტა ?? დამავიწყდა მეკითხა |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 10 Jul 2019, 21:15 | ||
Maiko Shamugia
არა არაა ყინვაგამძლე არც ეგ და არც პირველ რიგში რომ ადრომისკუსია, არც ეგ აონეუმი (უკან ყველაზე მაღალი რომ არი) შეგიძლია ყველა მათგანი დატოვო პირველ ყინვებამდე გარეთ გადახურულში სადაც ცივი წვიმა არ მოხვდება მაგრამ პირველივე ყინვებისას შეიტანე სახლში |
Posted by: Maiko Shamugia 10 Jul 2019, 21:33 |
ესენი ხო ?? * * * როგორ ყველას სახელები იცი ?! ჩემთვის ჩინურია * * * M-A-S-E-R-A-T-I დიდი მადლობა საუკეთესო რჩევებისთვის |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 10 Jul 2019, 22:22 | ||||
Maiko Shamugia
კი მაგათ ვგულისხმობ
ყველას არა მაგრამ ბევრი ვიცი გირჩევდი ამ ფეიჯს თავისი სახელებით, სახეობებით და რჩევებით მოვლასთან დაკავშირებით https://www.facebook.com/worldofsucculents/ |
Posted by: Maiko Shamugia 11 Jul 2019, 08:15 |
M-A-S-E-R-A-T-I კარგი გვეედია . გუშინ გვიანობამდე შევყევი . |
Posted by: ia-viola 11 Jul 2019, 10:01 |
sophka აუ მინდაა. რა ლამაზია <3 პორტულაკებმა წელს ჩემთანაც ვერ გაიხარეს. რომ ამოვიდხნენ და თავი ამოყვეს, მეზობლის კატა შემოიპარა ღამით, ზედ მოისაქმა და სულ გააფუჭა. დამპალი. მერე ეზოში აქა-იქა იყო ამოსული, ხელახლა გადმოვრგე და ძლივს გავახარე. სიმწრით ყვავის ახლა. დაგიფასა მერე ვარდიკომ. ჩემებიც სუკ ყვავიან. გაუჩერებლივ. |
Posted by: sophka 11 Jul 2019, 10:50 |
ia-viola ხოდა, მოგაწვდი ამ დღეებში :* ეს მეორე პირი რომ დავთესე ისაა, გამოხშირვა და გადარგვა უნდა, მაგრამ მეცოდებიან პატარებია ჯერ. იქნებ იყვავილონ აგვისტოში. |
Posted by: ia-viola 11 Jul 2019, 11:30 |
sophka არ გამოხშირო, მაინც იყვავილებს. ისე ეგენი ტოტებითაც ხარობს. რომ წაათეხო და დურთო მიწაში, თუ სინესტეს არ მოაკლებ, გაგახარებს. კი, მოასწრბს გგაყვავებას, თუ ყინვა არ დაეცა და სიცივე, გვიანობამდე ყვავის. ის კვირა ქალაქიდან გავდივარ, 4-5 დღით და დანარცენი აქ ვარ. |
Posted by: sophka 11 Jul 2019, 12:02 |
ia-viola კარგი ეგრე ვიზამ, დავტოვებ, მადლობა :* |
Posted by: Maiko Shamugia 11 Jul 2019, 13:11 |
ia-viola ესენი გადაგირგე თუ მოგწონს. სანამ აგარაკზე წავიღებ მოვაცალე შვილები, ყველა ფესვიანია, სედუმის გარდა. მაგას ტოტი შევატეხე და ჩავარჭე. გაიხარებს ეგეც.. 20 ის მერე ვიქნები თბილისში და შევხმიანდეთ თუ მოიფიქრებ. |
Posted by: holden kolpildi 11 Jul 2019, 13:23 |
დილით გაშლილი დამხვდა |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 11 Jul 2019, 19:29 | ||||
ia-viola
გურულ? Maiko Shamugia დამავიწყდა მეკითხა ზურასთან რა ღირდა ის სუკუები?
სედუმი არაა ეგ Portulacaria arfa ა ხესავით იზრდება და ტოტით ხარობს მართალია მაგრამ არც ისე მარტივად როგორც დანარჩენი სუკუები |
Posted by: Master_Nick 11 Jul 2019, 21:22 |
holden kolpildi რა მაგარია კაქტუსია? |
Posted by: holden kolpildi 11 Jul 2019, 22:45 |
Master_Nick დიახ კაქტუსია დაბალი პუტკუნა კაქტუსები როა წელს პირველად იყვაილა |
Posted by: Maiko Shamugia 12 Jul 2019, 00:30 | ||
M-A-S-E-R-A-T-I ყველა ღირდა 5-5 ლარი. შავ ვარდში გადავიხადე მხოლოდ 10. საკმაოდ ნორმალური ფასები ქონდათ. * * *
უი რას ამბობ. დავსერჩე ახლა ისეთი რბილი ღეროები აქვს , ეს თუ გამსხვილდება და არ ვიცი . |
Posted by: ia-viola 12 Jul 2019, 19:24 |
M-A-S-E-R-A-T-I პაპა მყავდა და რატაც სიტყვევს ვურევ ხოლმე ისე, რომ არც კი ვიცი რომ გურულია. Maiko Shamugia უღრმესი მადლობა. მეც მაგ დროისთვის ვიქნები თბილისში. ოღონდ დამარიგე, რომ არ გავაჩანაგო და კარგად გაიხაროს. მანამდე შენ ვარდი მოიფიქრე. შემოდგომით რომ ავაჭერი, დავაკალმე და წელს გაყვავდა უკვე. ნახე რა გოგოა. |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 12 Jul 2019, 23:12 | ||||
Maiko Shamugia
რაც კარგი ფასია რამდენადაც ესენი სხვა სანერგეებში 1 ძირი ღრს 5 ლარი აქ კი რამოდენიმეცალია ერთად ia-viola
გურული ბაბუ(!)) საბურთალოს ტერიტორიაზე ხომ ვერ მირჩევთ კარგი მიწა სად შეიძება შევიძნო? |
Posted by: ia-viola 13 Jul 2019, 11:43 |
sophka უკვე დავაბინავე M-A-S-E-R-A-T-I იმდენი კუთხის ნარევი ვარ, არეული მაქვს ერთმანეთში გურულ-იმერულ-რაჭულ-ქართლურ-მთიულური დიალექტი. ახლა დამაკვალიანეთ სუკულენტებზე. სხვების მომწონს, მარა მე არ გამომდის. * * * M-A-S-E-R-A-T-I ადრე ერთ ქალს ქონდა ვაჟა-ფშაველას ძეგლთან, მარა სველი იყო მიწა. მიუხედავად იმისა, რომ 50 თეთრად ყიდიდა, მაინც ძვირი გამოდიპდა. ისე ძალიან კარგი ნიადაგი იყო, მინერავების გარეშე. |
Posted by: Master_Nick 13 Jul 2019, 12:02 |
ia-viola სეკუებზე წელს პირველი მცდელობა მქონდა და კი წამოიზარდნენ კარგად, ნაყარიც გამოიტანა ერთმა. |
Posted by: ia-viola 13 Jul 2019, 12:19 |
Master_Nick შენ საერთოდ ღია გრუნტში გქონიაა. ლამაზია. ისე რა მაგარია, ეზოში საინტერესო კომპოზიციებს მოაწყობდი. |
Posted by: Master_Nick 13 Jul 2019, 12:31 |
ia-viola კი მე ღია გრუნტში მაქვს, ესენი ისანში ვიყიდე საცდელად, პატარები იყვნენ და კარგად წამოიზარდნენ. ჰორტემ აიწყვიტა, ვეღარ ვაჩერებ |
Posted by: ia-viola 13 Jul 2019, 12:42 |
Master_Nick ხოო, ცემიც მეორე წრეზე წავიდა და თან ახალი ფოთლები ამოაქვს. თან პატარა ქოთანშია. გადარგვა ჭირდება და ამ გაგანია ყვავილობისას როგორ გადავრგო, თან ამ სიცხეში. ის ნაძვის ნერგები ისევ ისე არიან. რავი რა. უკვე სამი თვე ხდება და აქამდე ხომ გახმებოდა, გახმობა რომ სდომებოდა? |
Posted by: Maiko Shamugia 13 Jul 2019, 16:33 | ||||||
გავაკეთე ჩემი ველური კუთხე . მცენარეები რომ წამოიზრდება იმედი მაქვს გალამაზდება გუშინ რიკოთის პერევალიდან ვათრიე ლოდები და კლდის ნაშალი )
. მაგ სახეობას მოუწევს სახლში შეტანა ზამთარში, თორემ გაიყინებიან. b]M-A-S-E-R-A-T-I[/b]
კი მეც მომეწონა ფასები. ხელზე ვიყიდე ვითომ იაფად ამის ნახევრები და ზოგში 10 ლარი გადამახდევინეს. ia-viola
მადლობაა. აივანზე თუ არა აგარაკზე გავზრდი შენს სახელზე |
Posted by: ia-viola 13 Jul 2019, 17:06 | ||
Maiko Shamugia აუუ მაიკო, ძალიან ლამაზია. ღირდა წვალებად. საშინლად მომწონს.
რა მადლობა, კაი რა. ყველგან გაძლებს. |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 13 Jul 2019, 17:09 | ||
Maiko Shamugia
წვალებად აშკარად ღირდა ძალიან მაგარია ყოჩაღ პ.ს აენიუმი ხომ დავწერე ყინვაგამძლე არაათქო არც მწველი სხივები უყვარს ისე, სურიკატი რა ტიპია სულ ქვევით სადაც ბეტონს უერთდება ჯერ ქვები შემოალაგე და მათ შორის წვრილი ფერადი სედუმები ჩარგე რომ წვიმამ არ ჩამორეცხოს ზემოდან მიწა და ღორღი |
Posted by: Master_Nick 13 Jul 2019, 17:29 |
Maiko Shamugia ძალიან მაგარია, ყოჩაღ და ველოდებით შემდეგ კუთხეს, არ გაჩერდე! |
Posted by: ia-viola 13 Jul 2019, 18:36 |
ჩემი მხეცები. გადავყავარ ჭკუიდან. მაისიდან მოყოლებული არ გაჩერებუკან. ჩემ ქრიზანთემას კიდევ დრო და ჟამი აერია. |
Posted by: Maiko Shamugia 13 Jul 2019, 18:38 | ||||
IA-VIOLA M-A-S-E-R-A-T-I MASTER_NICK ვაიმე როგორ გამეხარდა რომ მოგეწონათ. ვნერვიულობდი მადლობებიი M-A-S-E-R-A-T-I
ეგ სურიკატი არის ქოთნის ჩასადები და ეგ აენიუმი ქოთნით დევს შიგნით. ზემოდან უბრალოდ კლდის ნათალი აქვს მოყრილი რომ შემენიღბა. მზეს თუ ვერ უძლებს ეგ არ ვიცოდი, მაშინ სხვა კაქტუსით მომიწევს ჩანაცვლება.
ქვემოთ ქვები აქვს შემოლაგებული კი, კლდის ნაშალითაა შევსებული მერე. მცენარეები არ მეყო, იმდენი დასჭირდა . სადღაც 15 ქოთანი მქონდა , მაგრამ კიდევ ბევრი შეიძლებოდა. შევხედავ აბა, თუ მაინც არ დაკავდა მოურგავ სედუმებს. ზემოთ ჩავრგე ნაპრალებში სედუმები. * * * M-A-S-E-R-A-T-I შენი რჩევები რომ არა , ასეთი არ გამოვიდოდა. ძალიან დამეხმარე რჩევებით, ოღონდ მართლა და მერე გამეხსნა გონება * * * ia-viola ლამაზუკები. |
Posted by: Master_Nick 13 Jul 2019, 20:15 |
დღეს ბამბუკის შებოჭვის ოპერაცია წამოვიწყე და ეს რა ვნახე ფესვთა სისტემა ჰქონია სრული ობობას ქსელი. გადავაბარგე დიდ ქოთანში. |
Posted by: sophka 13 Jul 2019, 20:36 |
Maiko Shamugia რა ძალიან ლამაზი ეზო-ბაღნარი გაქვს. თან რა კარგი ხელი გქონია))იდეები... ia-viola კოხტად მიგისკუპებია ქოთანში უკვე. შენი ვარდები <3 Master_Nick ნიკაა, როგორ ხარ? ისვენებ წალკოტში ხომ? საღამო მშვიდობისა, ხალხნო. |
Posted by: Master_Nick 13 Jul 2019, 20:51 |
sophka კარგად სოფო, შენ როგორ ხარ? შაბათ კვირას ვახერხებ დასვენებას |
Posted by: sophka 13 Jul 2019, 22:19 |
Master_Nick არამიშავს. უჰ, კარგია დასვენება)) ბალახია, მაგრამ რა საყვარლად ამოყო თავი და გაყვავილდა კიდეც... პაწაწუნა... |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 14 Jul 2019, 09:35 | ||||||
Maiko Shamugia
შაბათობით ისანის მეტროს გვერდით ბაღში ყვავილების ბაზარი იმართებახოლმე ასე პირველ საათამდე არიანხოლმე გამოაქვთ იქ სედუმებიც და სხვადასხვა სუკუები შედარებით დაბალ ფასებში შემოგვიერთდი ოჯახში https://www.facebook.com/groups/844709555605825/ აქ გაცვლაც მოსულა და ჩუქებაც შენი კომპოზიცია ბევრს გააოცებს აქ
Master_Nick
ისე ქოთნისთვის ცოდვაა მაინც შეეცადე მაქსიმალური ზომისა მოუძებნო რამე |
Posted by: Master_Nick 14 Jul 2019, 22:18 |
M-A-S-E-R-A-T-I გადავაბარგე უკვე საკმაოდ ტევად ქოთანში, თუმცა ადრე რომ მქონოდა ინფო ბამბუკის ფესვთა სისტემაზე, მაგას ეზოს არ გავაკარებდი. წვრილი საცერივით ფესვების სისტემა რაც შევძელი ამოვჭერი, მაგრამ დარჩა კიდევ რაღაც ნაწილები და ეგენი ისევ გამრავლდება? |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 15 Jul 2019, 00:34 | ||
Master_Nick
ფესვები არა მხოლოდ ყლორტები ფესვზე ოდნავ მსხვილია წაწვეტებული თავით მაგრამ საეჭვოა ამას ჯერ ჰქონოდა ნებისმიერ შემთხვევაში დააკვირდი |
Posted by: Master_Nick 15 Jul 2019, 07:40 |
M-A-S-E-R-A-T-I კი ჰქონდა ეგეთი მსხვილი ფესვებიც და ჩავჭერი, წაჭრილი ნაწილები მიწაში დარჩა და გაიზრდება ვითომ? ორმო ჯერ ისევ ღიაა. |
Posted by: Maiko Shamugia 15 Jul 2019, 08:51 | ||
M-A-S-E-R-A-T-I
შემოგიერთდით ჩემი ახალი კომპოზიციები |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 15 Jul 2019, 10:13 | ||||
Master_Nick
აჰა ხომ ვამბობდი დაუწყია უკვე ოკუპაცია ჩუმად ესეთივე უფესვო ყლორტები ჩამრჩა ქოთანში და დაფესვიანდა, რავიცი რა გითხრა უმჯობესია ალბათ ამოიღო მაინც ყველა და არ ჩატოვო Maiko Shamugia
მგონი დიზაინერობა უნდა სცადო კაი ხედვა გაქვს, ეხლა აქ სათითაოდ ვერ გეტყვი რომელი რას გადაჩაგრავს ზრდის პერიოდში თავად დააკვირდები რა რომელის გვერდით არ უნდა იყოს, ისე ეხლა შეიძლება თვალს უხარია მაგრამ სამომავლოს რომ იცოდე სუკუებს ყვავილებს აცლიან ხოლმე ასე მცენარე უფრო ძლიერია და ეფექტური და მთელს ენერგიას ფოთლებს და გამრავლებას ახმარს |
Posted by: Maiko Shamugia 15 Jul 2019, 12:22 | ||
M-A-S-E-R-A-T-I
ხო, მაგას ვერ ვხვდები ჯერ რომელი რომელს დაჩაგრავს . პირველ და მეორე ფოტოზე დიდი ვარდები რომაა თვითონ ქონდა დიდები გაზრდილი სათბურში ულამაზესები იყვნენ. ესენი ჯერ პატარებია და ვხვდები რომ უნდა გაიზარდნონ ანუ შევაცალო ყვავილი ? მენანება . ცოტა ხნით ვაცლი და გადავაჭრი. |
Posted by: Master_Nick 15 Jul 2019, 12:36 |
M-A-S-E-R-A-T-I ოკ მადლობა. საკმაოდ სიღრმეებშია წასული არამგონია ეგენი სრულად ამოვიღო, მაინც მგონია რომ რახან ჩავჭერი და კვება შეუწყდა ვეღარ განვითარდება. კიდევ კარგი დროზე მივასწარი. Maiko Shamugia ვახ, ვახ რა მაგარი კომპოზიციები აგიწყვია, შენ აღარ ხუმრობ აი |
Posted by: Maiko Shamugia 15 Jul 2019, 12:59 | ||
Master_Nick
ჩემი მართალია ჯერ პატარაა, მაგრამ თავს არ ირცხვენს * * * ეს განწყობისთვის, ჩემი ბაღის მეგობრები ) |
Posted by: Master_Nick 15 Jul 2019, 14:03 |
Maiko Shamugia ამ ცხოველების სტატუეტკებს სად ყიდულობ? შენი ჰორტე ვარდისფერი ყოფილა, ჩემი ცისფერ მოვარდისფროა |
Posted by: Maiko Shamugia 15 Jul 2019, 15:30 | ||||
Master_Nick
ლამაზი ცისფერი გაშლილა. ჩემი ნახევარი ცისფერი იყო ნახევარი ვარდისფერი. ასეა თვეზე მეტია გაშლილი და ცოტა გადახუნდა ყვავილი. ვეებერთელა ყვავილის გუნდები აქვს, მე ვფიქრობ ჯიშია მასეთი.
დომინოში |
Posted by: Master_Nick 15 Jul 2019, 20:10 |
Maiko Shamugia დომინოში დიდი ხანია არ ვყოფილვარ, არის სიახლეები? |
Posted by: Maiko Shamugia 15 Jul 2019, 20:17 | ||
Master_Nick
გარეთა ბაღში ვერ ვასწრებ ხოლმე . 7 საათამდეა და სამსახურის მერე დაკეტილი მხვდება. შიდა ბაღში ისეთი არაფერი განსაკუთრებული. ბაღის ტბორი მინდოდა პატარა და შიდა ბაღში არ გვაქს და გარეთ შეიძლება ქონდეთო. ერთ შაბათ კვირას მომიწევს წასვლა სანახავად. |
Posted by: Master_Nick 15 Jul 2019, 20:21 |
Maiko Shamugia ტბორები გარე სანერგეში აქვთ კი, აპირებ მაგის გაკეთებას? მე მინდოდა მაგრამ ბოლოს გადავიფიქრე, მუდმივ საცხოვრებლად რომ გადავალ აგარაკზე მერე გავაკეთებ, თევზებით მინდა. 9 საათამდეა გარე სანერგე მე როგორც ვიცი |
Posted by: Maiko Shamugia 15 Jul 2019, 20:28 | ||||
Master_Nick
ვითომ? 7 მდე მახსოვს მე არა მგონია 9 მდე იყოს. გადავამოწმო...
კი მიდა . ყველაზე პატარა ზომა რომელიც აქვთ, დიდი ადგილი არ გვაქვს. 2-3 თევზს აიტანს ჩემიც ალბათ. |
Posted by: Master_Nick 15 Jul 2019, 20:35 |
Maiko Shamugia ზაფხულის პერიოდში 9 მდე მუშაობენ კი. |
Posted by: Kikunaa 16 Jul 2019, 21:59 |
http://radikal.ru/fp/7389ska066mjr ეს რა ყვავილია ხომ არ იცით? თეთრიც არის ასეთი. |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 17 Jul 2019, 09:45 |
Kikunaa ეგ არი ბუგენვილია |
Posted by: Maiko Shamugia 18 Jul 2019, 08:26 |
M-A-S-E-R-A-T-I რას დამღუპე, რას მერჩოდი რომ გამაწევრიანე სუკულენტების ჯგუფში. 3 დღეა ეჩევერიებს დავდევ ფერისა და ფორმის მიხედვით. გამოვწერეთ ჩინეთიდან და ამაზონიდან ეჩევერიები. რა ჩამოვა ადგილამდე ღმერთმა იცის ) |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 18 Jul 2019, 12:57 | ||
Maiko Shamugia
ცოტა იჩქარე მგონი კარგი იყო ჯერ ადგილობრივებზე დაგეგროვებინა გამოცდილება მაგრამ ჩამოვა და თუ შევძელი დაგეხმარები მაქსიმალურად თუ არა ჯგუფში ვინმე აუცილებლად აგიხსნის წესებს |
Posted by: Maiko Shamugia 18 Jul 2019, 19:21 |
M-A-S-E-R-A-T-I ჯანა რომაა ჯგუფში ეგ მიწერს . და ნაწილი მე გამოვწერე. მე ესენი და ჟანა მიმიმატებს თავისებს . https://www.amazon.com/gp/product/B07QN9SS7R/ref=ppx_yo_dt_b_asin_title_o01_s00?ie=UTF8&psc=1 აბა ამას რომ შეხედავ არ გადაირევი * * * რამდენნაირი ფერი ყოფილა ეს დალოცვილები |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 19 Jul 2019, 01:14 | ||
Maiko Shamugia
ინსტაგრამზე არ მიგიგნია ჯერ ჯუფები, აი ფერები იქ არი)) |
Posted by: ia-viola 21 Jul 2019, 11:25 |
ვაიმეე, ეს სუკულენტები რა ყოფილააა. |
Posted by: Maiko Shamugia 23 Jul 2019, 09:39 |
ჩემი ნაქები პეტუნიები , 1/3 ჩამხმარი დამხვდა რომ დავბრუნდი. ასე გადავჭერი გაბრაზებულმა სავარაუდოდ სათანადოდ არ რწყავდნენ. იმედი მაქვს ამოიყრის ახალ თაობას * * * ჩემი ნაქები პეტუნიები , 1/3 ჩამხმარი დამხვდა რომ დავბრუნდი. ასე გადავჭერი გაბრაზებულმა სავარაუდოდ სათანადოდ არ რწყავდნენ. იმედი მაქვს ამოიყრის ახალ თაობას * * * ჩემი ნაქები პეტუნიები , 1/3 ჩამხმარი დამხვდა რომ დავბრუნდი. ასე გადავჭერი გაბრაზებულმა სავარაუდოდ სათანადოდ არ რწყავდნენ. იმედი მაქვს ამოიყრის ახალ თაობას |
Posted by: Maiko Shamugia 24 Jul 2019, 15:07 |
რატო განმეორდა ეს პოსტები თავისით ვერ მივხვდი |
Posted by: Master_Nick 24 Jul 2019, 22:01 | ||
შენ როგორ არ გაქვს სეკუები კი მიკვირს ისე, ამდენი ვარდები და მცენარეები გყავს და ერთი სეკუების კუთხე კი უნდა გქონდეს ია |
Posted by: sophka 24 Jul 2019, 23:12 |
ჰეი ჰეი)) როგორ ხართ? წინა კვირას, ყვავილების საყიდლად წავედი და როზმარინი, ორეგანო და ბაზილიკის ნერგები ვიყიდე გარდენიაში ბაზილიკის ხათრით პიცას გამოვაცხობ :დ |
Posted by: ia-viola 25 Jul 2019, 08:12 |
Master_Nick ეგ მეც მიკვირს. მარა მგონია რომ ვერ დავუმუღამე და კარგად ვერ ვუვლი ესეც ჩემი ჩინელი sophka ბაზილიკოს დანახვაზე მეც პიცა გამახსენდა |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 25 Jul 2019, 09:14 | ||||
Maiko Shamugia
ძალა რომ მისცე ცოტა ახალი მიწა მიახმარე კარგად რომ გამოშრება მიწა ამოიღე და ძირში რამოდენიმე სანტიმეტრი მაინც ჩაუმატე ფსკერზე და ცოტაც ზემოდან აუცილებლად ამოიყრის ia-viola
ან შეიძLება ზედმეტად კარგად უვლი, არ უყვართ მაგათ მიწის სინოყიერე და მითუმეტეს ხშირი მორწყვა როცა გამოშრება მიწა მორწყე მაშინ ისიც ძალიან ცოტა და მაგათი ქოთნის ქვეშ თეფში არ უნდა გქონდეს |
Posted by: ia-viola 25 Jul 2019, 10:29 |
M-A-S-E-R-A-T-I გადავიყვან მაგათ ცოტა უკანა პლანზე. ხოო, თეფშები არ უდევთ და არც მაქვს მაგათთვის. არადა, სიმწრით შეგროვებული წვიმის წყლით ვრწყავდი. არ უნდათ და იყვნენ მასე. სად ვუშოვო ახლა მაგათ ხრიოკი ნიადაგი. მდაჰ. |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 25 Jul 2019, 11:54 | ||||
ia-viola
თბილისში მართალია ძაან ქლორიანი წყალია მაგრამ არაა ასეთი უკიდურესობები საჭირო დამდგარი წყალიც საკმარისია
არაა საჭირო ხრიოკი შეიძინე გორგიაში პალმის ქერქი მწვანე ცელოფნის ტომრებშია 4 ლ მგონი ასე ღირს ერთი წილი გადამწვარი ნაკელი ერთი ჩვეულებრივი კარგი მიწა ერთი წილი აგროპერლიტი გადაურიე კარგად ერთმანეთში და ეგ არი მიწა უნდა იყოს რბილი და ჰაერს ატარებდეს კარგად არ უნდა იზეპებოდეს, ცეოლითსაც თუ დაამატებ მთლად კარგი მაგრამ შენი კოლექცია არაა ისეთი რომ ასე გაათამამო რამე უკეთესი რომ გეყოლება მერე შეგიძია გაიხარჯო ესენი უამისოდაც უპრობლემოდ ხარობენ |
Posted by: sophka 25 Jul 2019, 12:29 |
ia-viola ჩინური ვარდი რა საყვარელია. M-A-S-E-R-A-T-I ეს აგროპერლიტი ყველა მცენარისთვის გამოდგება? მიწაში რომ ავურიო. |
Posted by: Maiko Shamugia 25 Jul 2019, 18:21 | ||||
M-A-S-E-R-A-T-I
დღეს აზოტიანი საკვები დავასხი. შემდეგ მორწყვაზე თუ მოვახერხე ვიზამ ia-viola შენი ტელ მომწერე ფლიიზ პ.ს. ჩემი წლევანდელი ლავანდის მოსავალი * * *
ეს მეც არ ვიცოდი. მე ქართული მიწა რომაა ბოლო დროს გამოჩნდა მაღაზიებში. გორგია, დომინო... იმას ვყიდულობ სუკულენტებისთვის და ქვიშას ვურევ. ძაან მოსწონთ . ცოტა ძვირი კია ის მიწა, მაგრამ კაქტუსებს არ სჭირდებათ ბევრი მიწა და შეიძლება ყიდვა. სუკულენტები გამიჩერეს ამერიკაში არ აგზავნიან . მომიშალეს ნერვები, სხვა გზით გამოვაგზავნითო გადამზიდავმა , 2-3 კვირა დააგვიანდებაო , მაგრამ რა ჩამოვა ღმერთმა იცის. * * * ჩემი კაქტუსები დღეს და ორი თვის წინ |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 26 Jul 2019, 12:19 | ||||
sophka
ქოთანში პერლიტის დანიშნულებაა ზედმეტი ტენის შეკავება როდესაც ის ზედმეტია და გამოდევნა როდესაც მიწა შრება თუ ამის საჭიროება არ აქვს მცენარეს მაშინ არაა აუცილებელი თუმცა მე ყველგან ვიყენებ მაინც Maiko Shamugia
ესენი ესე ახლო ახლოს კი არი ცოდვა, ეს ეხივერიები დიდი იზრდება თან და აი ეს კაქტუსებიც კარგად ცალკე ქოთანში გრძნობენ თავს თუმცა ნება თქვენია როგორც მოგწონს, ის ეზოს კომპოზიცია როგორაა? ეხლა ზუსრასთანაც რაღაც მსგავსი გაუკეთებიათ ალბათ თქვენგან აიღეს იდეა |
Posted by: sophka 26 Jul 2019, 13:03 |
M-A-S-E-R-A-T-I მაშინ მეც როცა გადავრგავ დავუმატებ, მადლობა. კი შეუცვლია. მომეწონა, თუმცა ადრე უფრო სივრცე იყო მაგ ადგილას. ზურასთან)) |
Posted by: Maiko Shamugia 26 Jul 2019, 13:37 | ||
M-A-S-E-R-A-T-I
აბა ეჩევერიაებისგან პატარა კომპოზიციებს რომ ადგენენ სხვა ჯიშებია??? აკადემიურად ახლა ვსწავლობ ამათ სანამ გაქაჩავენ იყოს და გადავრგავ მერე. წამოვედი მე და რომ ვკითხულობ ცოტა მოიჩიტნენო სუკულენტები. აგვისტოს შუა რიცხვებში მოვხვდები და გადავურებ ფოტოებს . აბა აბა ზურა სულ ჩემს იდეებს ელოდება რამხელა ფართზე მოუწყიათ საინტერესოა გავივლი. |
Posted by: Calvados_La_Monnerie 26 Jul 2019, 16:59 | ||
ჩარჭობილი რომ არის რა ფუნქცია აქვს? |
Posted by: Maiko Shamugia 26 Jul 2019, 18:18 | ||
Calvados_La_Monnerie
წვეთოვანი სისტემაა მორწყვის |
Posted by: ia-viola 26 Jul 2019, 20:27 |
Maiko Shamugia უკვე დავაბინავე და უღრმესი მადლობა ყველაფრისთვის. |
Posted by: Maiko Shamugia 26 Jul 2019, 22:49 |
ia-viola გახარებაში ყოჩაღი ხარ. შენებიც კარგად გრძნობენ თავს . ახლა ვფიქრობ ვარდი ნალასგან როგორ დავიცვა ) |
Posted by: ia-viola 26 Jul 2019, 23:10 |
Maiko Shamugia ნალი არის პიროვნება. აივანზე შეიძლება ისეთ ადგილას, სადაც ნალი არ კადრულობს ასვლას. |
Posted by: Maiko Shamugia 26 Jul 2019, 23:30 |
ia-viola ეგ მეც ვიფიქრე. ამ შაბათ კვირას აივანს ჩავკეტავ და ჩრდილში მეყოლებიან ქვემოთ. მერე გადავდგავ აივნის დაკიდულ თაროზე მაგრამ იქ მზეა და გაუძლებენ ხო ?? |
Posted by: ia-viola 27 Jul 2019, 10:42 |
Maiko Shamugia კი ხო. ეგრე, ჩემებსაც ადგათ ხოლმე მზე, გარკვეული პერიოდი. |
Posted by: Master_Nick 27 Jul 2019, 16:28 |
ჩემი ჰორტენზია აღარ ხუმრობს. |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 27 Jul 2019, 20:51 | ||||
Maiko Shamugia
ეს კომპოზიციები დროებითია სულ 1-2თვე მაქისიმუმ, არის ჯიშები რომლებსაც რგავენ ახლო ახლო არანაირი პრობლემა არაა ამაში თავისუფლად ეგუებიან ერთმანეთს მაგრამ კაქტუსებს პირველ რიგშI არ უყვართ მეზობლები და მის ირგვლივ რაც გაქვთ ეჩIვერიები იმათაც ასევე შორიშორს შეგიძლია ჩარგო ერთმანეთი რომ არ დაჩაგრონ, დროთა განმავლობაში გაერკვევი ვინ რომელია თუ ჩაუღრმავდები თემას და სწორად ჩარგავ, მე ვაკეთებ ხოლმე კომპოზიციებს მაგრამ გაცილებით დიდ ქოთნებში Master_Nick
ძალიან მომწონს ფოთლების ზომა და ფერი, წყალი არ მიაკლო რა გააჯერე მიწა მორწყვისას |
Posted by: Master_Nick 28 Jul 2019, 17:49 | ||||
კი მივყვები შენს რეკომენდაციებს, ასეთ შედეგს ჩემთან ნამდვილად არ ველოდი, გაკვირვებული ვარ. ძირებში მულჩაც დაუყარეთ და ეგეც ეხმარება. მზეს ნაკლებად ვაკარებთ. შარშან ისეთ საცოდავ მდგომარეობაში იყო, რომ გადაგდებას ვაპირებდი |
Posted by: sophka 29 Jul 2019, 20:06 |
ამ ერთმა პაწაწუნა ვარდმა გაიგიჟა თავი:დ ორი კოკორი ერთ ღეროზე)) ვფიქრობ, ვარდები უნდა მოვამრავლო აივანზე:დ სენი შემეყარა:დ |
Posted by: kotcio 30 Jul 2019, 11:11 |
sophka ვარდები მეც ვცადე აივანზე მაგრამ ვერაფერი გამომივიდა |
Posted by: Maiko Shamugia 30 Jul 2019, 14:05 |
სუკულენტები ხევსურეთიდან. გალამაზდებიან სულს რომ მოითქვამენ |
Posted by: ia-viola 30 Jul 2019, 18:28 |
Maiko Shamugia უნდა მეკითხა, როგორ მოიარე თქო ხევსურეთი და. .. კარგად მოგივლია. გახარებაში. sophka ჯერ სად ხარ. ეგრე იცის. |
Posted by: kotcio 30 Jul 2019, 19:01 |
Maiko Shamugia ეხლაც ძალიან ლამაზები არიან |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 30 Jul 2019, 19:14 | ||
Maiko Shamugia
კარგებია ყვავილები გენანება მაგრამ თუ შეაჭრი უფრო მოღონიერდებიან ეხლა ახალგადარგულზე კიდე ყვავილის შენარჩნებისთვის ბევრი ენერგია დასჭირდებათ |
Posted by: sophka 30 Jul 2019, 22:58 |
Maiko Shamugia რა ლამაზებია მართლა, ყვავილებიანი განსაკუთრებით მომწონს. ia-viola აუ, კი, ძალიან თან ჩემი და ჩხუბობს აივანზე ვეღარ გავდივარ რამდენი რამე გაქვსო იმერეთში მივდივარ აგვისტოში, ცოტა ხნით და ეზოში უამრავი ვარდი გვაქვს. რომ დავაკალმო? გამომივა ნეტავ რამე? ქოთნებში მინდა ვცადო და წამოვიღო აქ. ბებია და მამიდა სულ ასე ამრავლებდნენ არადა. * * * M-A-S-E-R-A-T-I ნიკორაში ვნახე მიწა პერლიტიანი და ორგანული სასუქებით. ახლა შემოუტანიათ. 2კგ 3,5 ლ ღირდა თუ კარგად დავინახე:დ |
Posted by: ia-viola 30 Jul 2019, 23:45 |
sophka სდვილია. გამოგივა აუცილებლად. |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 31 Jul 2019, 09:42 | ||
sophka
შაბათობით ისანში ყიდიან კარგ მიწას ყურძნის ხინწკა ნაკელი და კარგი მიწააა შეზავებული ერთად ცოტა დაუმატე პერლიტი და უკეთესს ვერაფერს იყიდი |
Posted by: Maiko Shamugia 31 Jul 2019, 17:15 | ||||
ia-viola
აუ ძაან მაგარი იყო . ვისიამოვნე . საოცარი ბუნება გვაქვს. აღარ მინდა არაფრის კეთება, დასვენება მჭირდება თურმე . ეს ჩემები ამაზონიდან ჩამობრძანდნენ * * * M-A-S-E-R-A-T-I
აუ შენ რა სადისტი ხარ :დდ. ) ცოტა ხანს ვუყურებ და გადავჭრი ) |
Posted by: ia-viola 31 Jul 2019, 20:05 |
Maiko Shamugia სილამაზეები არიან. კი ხო. მართლა ლამაზი სამშობლო გვაქვს. |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 1 Aug 2019, 14:06 | ||
Maiko Shamugia
მამაჩემიც იგივეს მეუბნება, დავბრუნდი ბათუმში და რაც ვთხოვე შეჭერითქო მოვუტყუებივარ _ ვერ შევძელი მაგათი მოჭრაო |
Posted by: sophka 1 Aug 2019, 21:42 |
M-A-S-E-R-A-T-I ვაიმეე, რა სილამაზეები არიან, ამ ყვავილების წაჭრა იქნება? )) სუკულენტები გყვარებია ძალიან. გმადლოობ, სასარგებლო და ამომწურავი რჩევებისთვის. |
Posted by: Maiko Shamugia 1 Aug 2019, 22:08 |
M-A-S-E-R-A-T-I გოლიათები და ლამაზები . ჩემებიც ამხელები უნდა გაიზარდნონ ??? |
Posted by: kotcio 2 Aug 2019, 15:38 |
M-A-S-E-R-A-T-I რამდენ დღეში ერთხელ რწყავთ და საერთოდ როგორ უვლით? |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 3 Aug 2019, 13:26 | ||||||
sophka
იმ ტემპერატურულ რეჟმში ოპტიმალური მცენარეებია Maiko Shamugia
გაიზრდებიან აუცილებლად kotcio
2-3 დღეში ერთხელ აი როგორც ვატყობ რომ ტემპერატურა ძალია მაღალია მიწა გამოშრა ეგრევე ვრწყავ ხოლმე მოვლას რაც შეეხება მთავარია კარგად შეარჩიო გრუნტი დაიცვა მავნებლებისგან შეაცალო გამხმარი ფოთლები და ეგ არი სულ მეტს არაფერს ვუკეთებ |
Posted by: Kikunaa 3 Aug 2019, 19:23 |
M-A-S-E-R-A-T-I ეგ არი ბუგენვილია მადლობა ხომ არ იცი, აქ სადმე შემიძლია შევიძინო? ჩვენთან ეზოში გაიხარებს ნეტა? |
Posted by: Master_Nick 3 Aug 2019, 20:57 |
M-A-S-E-R-A-T-I სეკუებს შეწამვლას თუ უკეთებ? დაავადებების მიმართ როგორი გამძლეობა აქვთ ? |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 4 Aug 2019, 02:38 | ||||
Kikunaa
ბათუმში ხარობს სხვაგან არა Master_Nick
ესენი ამ მიზეზითაც შევარჩიე ძალიან გამძლეები არიან იმ შემთხვევაშიც კი როდესაც მავნებლები ჰყავთ, რათქმაუნდა არ უნდა მიიყვანო იმ მდგომარეობამდე რომ გაანადურონ ხშირად უნდა შეამოწმო დაათვალიერო ფოთლები ძIრები პირველ რიგში როდესაც ახალი სუკუ მოგყავს, მაგრამ ამ შემთხვევაშიც არ ხარ დაზღვეული და მაინც ემართებათ და ზოგი სოკო თუ მავნებელი მწერი არც არასდროს ქრება მთლიანად ამ შემთხვევაში პროფილაქტიკის მიზნით მკურნალობ თვეში ერთხელ დაავადების მიხედვით_სამთოსთან შეგირჩევენ ინდივიდუალურად პრეპარატს. ვიყენებ აქტარას, კარატესდა კიდევ რაღაცეებს სახელი არ მახსოვს ეხლა დიდიხანია არ გამომიყენებია |
Posted by: sophka 4 Aug 2019, 22:59 |
ჰორტენზია პანკისის ხეობაში, ხადორში. ძალიან ყოჩაღად და ლამაზად ყვავის, კი გამიკვირდა)) ფაქტი სახეზეა)) |
Posted by: kotcio 5 Aug 2019, 16:56 |
M-A-S-E-R-A-T-I მადლობა, მე ძალიან იშვიათად ვრწყავდი, ეხლა მივაშველებ |
Posted by: sophka 5 Aug 2019, 18:38 |
ia-viola ვიო, პორტულაკებიდან თესლი როდის და როგორ ავიღო? ძალიან კარგად არიან, ყვავიან, თან რა გვიან დავთესე მეორე პირი. kotcio აუ, ვარდებზე გამომრჩა პოსტი, მეგონა გიპასუხე. ჩემებიც აივანზე არიან, ჯუჯა ვარდებია. ძალიან გამოუცდელმა და უცოდინარმა ვუპატრონე კარგად:დ უნდათ შეწამლვა, ძალიან ადვილად ავადდებიან სოკოვანი ინფექციებით და მწერებიც ესევა. მზიანი აივანია ესეც მეხმარება მე)) სულ ყურადღება და ზრუნვა მაგრამ გიფასებენ შრომას. |
Posted by: kotcio 6 Aug 2019, 11:24 |
sophka აივანი ჩემიც მზიანია, ერთხელ კი შევწამლე მაგრამ ვერ უშველა. სოკოც ქონდა, ლაქები ფოთლებზე |
Posted by: ia-viola 6 Aug 2019, 22:32 |
სამსახურიდან მესტიაში მომიწია გადაბარგება, ხოდა რამდენიმე ჩემი გახარებული ვარდის ძირი წავიღე. ხოდა ერთი ძირი სულ შემიჭამა ძროხამ და მიწიდანაც ამომიგდო. ხელახლა კი ჩავრგე, მარტო ღეროა პატარა ფესვაკით. გადარჩენის შანსი არ არის ხო? * * * sophka დაინახავ. რომ დაიყვავილებს, თესლი სკდება და თვითონაც ჩაიპნევა და შემდეგ წელს თავისით ამოვა. წელს ხუჭუჭა პორტულაკი მაჩუქეს თითო ძირი ფერებით. მაგუს თესლუც ჩემზეა რომ იცოდე. |
Posted by: sophka 7 Aug 2019, 13:15 |
kotcio ერთი შრწამლვა არ ჰყიფნით, თან უნდა დააცალო დაზიანრბული ფოთლები და ტოტებიც შეაჭრა,მოაცილო. რაც მე ეგ ვწამლე და ველოლიავე :დ ia-viola აუ, რა მაგარია მესტია, დიდი ხნით გიწევს მანდ ყოფნა? გაიხარებს როგორ არა, თუ ძალიან არ დაზიანდა, თან შენ ხელში. ღმერთი ხარ მაგათთვის :* მადლობაა, დავაკვირდები და ავიღებ მეც თესლს. ესეც შენი მოცემული თესლია, კარგად გაიხარა, თან აპირებს ყვავილობას უკვე, ესეც გვიან დათესილია * * * |
Posted by: ia-viola 7 Aug 2019, 20:15 |
sophka უი რა კარგად არიან ლამაზად გამოიყურებიან. ორი თვით ვარ, მარა შუალედებში მომიწევს ჩამოსვლა. აუ მართლა მაგარია. სვანეთმა დამატყვევა. ყველა კუთხე თავისებურად ლამაზია,მარა ეს სრული შოკია. |
Posted by: sophka 7 Aug 2019, 22:55 |
ia-viola აუ, კიი... საოცარია სვანეთი, მეც ძალიან მიყვარს, მთა ყველაზე მეტად მიყვარს. თუშეთიც საოცარია. აი, მეორე შოკი მანდ მქონდა )) კარგი დასვენება და ნაყოფიერი სამუშაო დღეები. |
Posted by: kanavaro 21 Aug 2019, 17:09 | ||
ხომ ვერ მეტყვით ისანში სად კონკრეტულად და მიახლოებით ფასი რა არის? |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 21 Aug 2019, 18:59 | ||
kanavaro
50 თ კილო მეტროსთან როგორც ამოხვალთ მხოლოდ შაბათობითაა ეს ბაზარი და შესაბამისად ადვილად იპოვით ბოლოსდაბოლოს მოიკითხავთ |
Posted by: Unico 23 Aug 2019, 17:45 |
მოკლედ, M-A-S-E-R-A-T-I, ისეთ ჯგუფში გამაწევრიანე, დეკემბერა ხო მქონდა, აწი ალოეც მყავს :დდდდდ ერთი კაკტუსებზე ჯერ ვერ ვრისკავ, ავიღებ ცოდნას და ვიყიდი. ხო უნდა ვიცოდე როგორი ქოთანი უნდა, სად უნდა როგორ უნდა, კაი პოსტები იდება იმ ჯგუფში, ხანდახან ვსერჩავ და ვკითხულობ, დროის მოცალეობიდან გამომდინარე |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 24 Aug 2019, 10:46 | ||
Unico
იმ ქარიან კუთხეზე მოიფიქრე რამე კაქტუსების მე არაფერი მესმის და არც მინდად მესმოდეს |
Posted by: ia-viola 24 Aug 2019, 23:00 |
ასე დამხვდა მეესტიდან ჩამოსულს. წელს უკვე მერამდენე წრეზე წავიდა. ჩემი ეკლიანი |
Posted by: Master_Nick 25 Aug 2019, 12:11 |
ia-viola ია როგორ ხარ? ეს რა მცენარეა ხომ არ იცი? |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 25 Aug 2019, 23:55 |
Master_Nick კასტორკაა თესლი შხამიანია გემოს ნუ გუსინჯავ სულ 2 ცალია საკმარისი, თუ პატარა გყავს სულ ნუ გააჩერებ ეზოში |
Posted by: Master_Nick 26 Aug 2019, 00:21 |
M-A-S-E-R-A-T-I ვა ეს რა მითხარი, ადგილობრივმა მომცა მაგის თესლები და ისე ამოვიდა არც სახელი ვიცოდი და არც დანიშნულება. მოუწევს ეზოდან გაძევება. |
Posted by: kotcio 26 Aug 2019, 14:03 |
M-A-S-E-R-A-T-I ესეთი საშიშია კასტორკა? აბა ზეთი რომ სამკურნალოა |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 26 Aug 2019, 14:38 | ||
kotcio
ეგრე გველის შხამიც სამკურნალოა მთავარი დოზებია და ის თუ სად და როგორ გამოიყენებ ამას სამკურნალოდ |
Posted by: Master_Nick 26 Aug 2019, 20:18 |
M-A-S-E-R-A-T-I ისე ლამაზი ყვავილები კი ჰქონია. მენანება განადგურება. ეზოში გაჩერება საშიში იმ ვარიანტშია რომ ბავშვებმა თესლი არ შეჭამონ? |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 27 Aug 2019, 12:00 | ||
Master_Nick
გააჩნია რამდენის არიან ბავშვები თუ გააფრთხილებ და დაიხსომებენ მართლა ცოდვაა ამის განადგურება ძალიან ლამაზია და თან მხოლოდ თესლია ამის მავნე არც შეხებისას ავნებთ და არც სურნელს აფრქვევს რამე ტოქსიკურს |
Posted by: Master_Nick 27 Aug 2019, 12:53 |
M-A-S-E-R-A-T-I ოკ, შევინარჩუნებ მაშინ, ამის ყვავილები რომ ვნახე შევიცვალე აზრი, თან არ ყოფილა ტოქსიკურიც. ეს ეხლა წელს ვეღარ მოასწრებს ხომ ყვავილობას? |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 28 Aug 2019, 08:42 | ||
Master_Nick
ბათუმში ჩემთან 2 წლამდე გაძლო მანდ არ ვიცი როგორ გაუძლებს ყინვებს |
Posted by: garnier 28 Aug 2019, 19:00 |
გამარჯობა, ვერმიკულიტს სად ვიყიდი ხომ ვერ მეტყვით? დომინოში ვიპოვე გუგლში რომ დავსერჩე მაგრამ სადმე უფრო ახლოს თუ იქნება კაი იქნება რა სადმე უფრო ახლოს თუ იქნება ვაკე/საბურთალოში მთლად უკეთესი ჯანდაბას დიდუბეშიც იყოს, მეტროსთან მაინც არის |
Posted by: NankA2203 28 Aug 2019, 20:19 |
მეგობრებო გამარჯობა, ჩემი ბარაქის ხეს ფოთლები დაეხვრიტა. რამოდენიმე. რისი ბრალი იქნებბა და რა ვუშველო იქქნებ მირჩიოთ, ერთი ვერსიაა ლოქორა მაგრაამ არ ვიცი რით ვუშველო |
Posted by: Master_Nick 30 Aug 2019, 22:21 |
აგარაკზე ჩამოვედი და ჩემი ნალოლიავები juniperus squamata blue star ძალიან შეცვლილები დამხვდნენ, ძირებში (სადაც მულჩა მაქვს დაყრილი) სავსეა ჭიებით და ბუგრებით, ასეთი რამ არ მინახია აგერ უკვე 4 წელია რაც ეს მცენარე მყავს. რასაც დავაკვირდი მულჩაში იბუდებენ ეს პარაზიტები და სიფრთხილეა საჭირო, ხვალ მივადგები წამლებით. |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 31 Aug 2019, 15:26 | ||||
NankA2203
არი ესეთი ბზიკი რომელიც ფოთლებს ჭრის და ბუდეში ეზიდება მაგრამ ჩვეულებრივ ამ სისქის ფოთლებს არ ეკარებახოლმე, ლოქორია ძირებში მოძებნეთ ქოთნის ქვეშ ან ახლომახლო სადაც დღის სიცხეს აფარებს თავს ღამის დადგომამდე Master_Nick
ამ მულჩას ფუქცია საერთოდ არ ვიცი რაში მდგომარეობს მგონი დეკორატიულია და ესეც გემოვნების ამბავია, ბუნებრივია დაიბუდებს მასალა მშრალი და თბილი გარემოა მგონი სოკოც კი არ ეკარება დაამის გამო ღირს მცენარის დაღუპვა? |
Posted by: NankA2203 4 Sep 2019, 15:32 |
M-A-S-E-R-A-T-I მადლობა გამოხმაურებისთვის, შეწამვლა უნდა თქვენის აზრით? |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 4 Sep 2019, 15:37 | ||
NankA2203
არა არ უნდა შეწამვლა და ქიმიკატები |
Posted by: NankA2203 4 Sep 2019, 16:46 |
M-A-S-E-R-A-T-I მადლობა დიდი |
Posted by: coldbreeze 7 Sep 2019, 03:56 |
მეგობრებო, ლამაზი ფორმის ზრდასტული ირმის რქის ყიდვა მინდა. ხომ ვერ მიმასწავლით სად შეიძლება ვიყიდო? რამდენიმე სანერგეში/მაღაზიაში ვიყავი. ზოგს აქვს და არაპრეზენტაბელურად გამოიყურება. ზოგის დიდად არ მომწონს ფორმა და ძალიან ძვირს აფასებენ... ამ სანერგეების გარდა სხვა კიდე რომელი იცით: "საქართველოს ნერგები", "მწვანე სახლი", ე.წ. თურქების სანერგე აღმაშენებელის ხეივანზე, "გეობოტანიკი", ფორდის ცენტრთან აღმაშენებლის ხეივანზე, "გარდენია". რაც ჩამოვწერე, ვერცერთგან ვერ ვიყიდე. ასეთი ან ლამაზი ფუჩქის ფორმის მინდა. უფრო მეტად ხის ფორმის. ქვემოთ სურათებს დავდებ. იქნებ იცოდეთ კიდე სხვა სანერგე. მადლობა წინასწარ. |
Posted by: Poppysmic 7 Sep 2019, 13:26 |
გამარჯობა, სახლში თუ გაგიხარებით ვინმეს ავოკადო?? ჩემი გაიზარდა საკმაოდ მაღალი და ფოთლებიც ბლომად ამოიყარა, მაგრამ ახალი ფოთლების ამოსლის შემდეგ ძველები უხმებოდა და ცვიოდა. რომ ვიკითხეთ გვითხრეს ფოთოლსა და ფოთოლს შორის გადაჭერითო და გვერდზე წაიღებს ტოტებსო, მაგრამ სანამ ახალი ფოთლების გაზრდას დაველოდეთ რომ გადაგვეჭრა ძველებიც გახმა და პატარა კვირტებიც ჩამოცვივდა მაინც გადავჭერი, მაგრამ დგას ახლა ასე ცარიელი ტოტი ხომ არ იცით რა უშველის ?? "მოსავალს" არ ვდარდობ ხე მაინც მინდოდა ამეყვავებინა |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 7 Sep 2019, 14:45 | ||
Poppysmic
არ უნდა გადაგეჭრათ დიდი ალბათობით დაავადებული იყო მავნებლებით ოთახში მშრალ ჰავაზე ხშირად ავადდება ავოკადო წებოვანი ტკიპით, საჭიროებს ტენიან ნაყოფიერ მიწას ფოთლების ჩამობანვას ზაფხულში შეგიძლიათ საერთოდ აივანზე იყოლიოთ თუ ზედმეტად ქარიანი და პირდაპირი მზის სხივები არ დაწვავს, მოსავლის ლოდინს იდელურ პირობებშიც არ აქვს აზრი ქოთანში ეს საკმაოდ დიდი ხეა და ნაყოფს ოთახში დამტვერვის გარეშე არ გაიკეთებს |
Posted by: Poppysmic 8 Sep 2019, 03:04 |
M-A-S-E-R-A-T-I მოსავალზე ვიხუმრე ))) არაფერი წებოვნება არ ჰქონია ფოთლებს, და მთელი დღე ფანჯარა ღია ოთახში მიდევს. სანამ გახმებოდა რაღაცა ვიტამინები გაგვაკეთებინეს და მაგან მემგონი სულ დაალპო. ასე მგონია რო ფესვი ჩაულპა და ლპობა წავიდა მიწაში.. |
Posted by: E madame 8 Sep 2019, 09:44 |
წვიმს და ბედნიერია ამის ყვავილები ისე გამიხარდა უბრალოდ ხანდახან ფოთლები აქვს ნახევრად მოწყვეტილ დაფლეთილი და რისი ბრალია რამე პარაზიტის? მართალია ჩემმა ძაღლმა ორი ქოთანი ყვავილი გადამიძოვა სანამ ისწავლიდა რომ ძროხა არ არის ძაღლია და ყვავილები არ უნდა ძოვოს , ეხლა აღარ ეკარება ყვავილებს და მისი ნახელავი არ არის ნამდვიკად ვიცი. |
Posted by: Master_Nick 8 Sep 2019, 15:51 |
coldbreeze ეგეთი ზრდასრული ფორმის გამზადებულ ირმის რქას თბილისში ვერ იყიდით. ნახეთ აგრომაქს დეკორის სანერგეში სართიჭალაში იქნებ ჰქონდეთ, თუმცა ეჭვი მეპარება. რასაც იყიდით შემდეგ გასხვლისა და კორექციის შედეგად შეიძლება მიიღოთ სასურველი ფორმა. * * * E madame რა მცენარეა? ძალიან მაგარი ფერი აქვს, შემოდგომაზე სცვივა ეს ფოთოლი? |
Posted by: coldbreeze 8 Sep 2019, 23:41 |
Master_Nick დიდი მადლობა! ეს სანერგე არ ვიცოდი. ზრდასრულები მაქვს ნანახი, მაგრამ იმდენად ცუდი ფორმა ქონდათ - არ ღირდა ყიდვად. ვიცი, რომ ნელა იზრდება და ამ ამიტომ პატარის ყიდვა არ მინდა. ფეისბუკზე აგრომაქსის ფოტოები ვნახე. მართლა ისეთი დიდია, როგორც ეს სურათებში ჩანს? ულამაზესი კალუნები ქონიათ. ესეც მათი ფოტოები: |
Posted by: Master_Nick 8 Sep 2019, 23:51 |
coldbreeze აქაურებს ფორმები არ უვარგათ გეთანხმებით, მეც მინდოდა ყიდვა მაგრამ გადავიფიქრე ამ მიზეზის გამო. აგრომაქსის ფოტოები რეალურია კი, ადგილზე თუ ჩახვალთ დაიკარგებით სერიოზული სანერგეა - პოლონელების მიერ გაკეთებული |
Posted by: coldbreeze 9 Sep 2019, 00:03 |
Master_Nick ისტ პოინტის შემდეგ უნდა იყოს წესით, ხო? ადვილი მისაგნებია? ერთი მინდა კარგი ფორმის ვიყიდო და მეორე-პატარა. ჩემით მოვსინჯავდი ფორმის მიცემას. |
Posted by: Master_Nick 9 Sep 2019, 00:07 |
coldbreeze სართიჭალაშია ეგ სანერგე, კახეთის გზაზე უნდა გახვიდეთ, საგარეჯომდე სოფელ სართიჭალაში გზაზე მარცხნივ ,,ბიუ ბიუ"ის ქარხნის გვერდით მდებარეობს მანამდე ტელეფონზე დაუკავშირიდით და ვაიბერით განახებენ ნერგებს, ტყუილად რომ არ ჩახვიდეთ. |
Posted by: coldbreeze 9 Sep 2019, 00:33 |
Master_Nick აგზავნიან ესე ტელეფონზე სურათებს? ისე ფასები როგორი აქვთ სხვებთან შედარებით? |
Posted by: Master_Nick 9 Sep 2019, 11:20 |
coldbreeze კი რამოდენიმეჯერ გადმომიგზავნეს. ფასები ყველაზე დაბალი, მაქედან მარაგდება თბილისის სანერგეების 80%. დომინოში, გორგიაში და სხვა ადგილებზე მაქედან მოაქვთ მცენარეები. სანამ ამ სანერგეს მივაგენი ორმაგი თანხები მაქვს გადახდილი გამწვანება კრწანისშიც, გორგასლის ქუჩაზე საკმაოდ კარგი არჩევანი აქვთ, მანდაც ნახეთ |
Posted by: coldbreeze 9 Sep 2019, 19:55 |
Master_Nick მადლობა. გორგასლის ქუჩაზე "მწვანე სახლი" იგულისხმეთ? ეს სანერგე აგრომაქსთან ახლოსაა. აქაც ხო არ ყოფილხართ? https://www.facebook.com/sanerge/ |
Posted by: Master_Nick 9 Sep 2019, 22:06 |
coldbreeze დიახ, ,,მწვანე სახლი" ვიგულისხმე ამ მეორე სანერგეში არ ვყოფილვარ, მინდოდა წასვლა მაგარმ ვეღარ მოვახერხე. |
Posted by: E madame 11 Sep 2019, 09:55 |
Master_Nick Oxalis triangularis მეც ფერის და ფოთლების უჩვეულო ფორმის გამო მომეწონა და ვიყიდე ძალიან მიყვარს ეს ფერი. მწვანეც ყოფილა ზუსტად ესეთი. არ ვიცი შემოდგოაზე სცვივა თუ არა. რამდენი წვიმის წყალი მოხვდება იმდენი ახალი ფოთოლი გამოაქვს ისე მოსწონს ყვავილები რამოდენიმე დღეა რაც გამოიტანა და ისეთი გახარებული ვარ |
Posted by: Master_Nick 11 Sep 2019, 14:21 |
E madame ოკ, სად შეიძენე? თუ ღია გრუნტის მცენარეა მეც ვიყიდიდი. |
Posted by: E madame 11 Sep 2019, 17:04 |
Master_Nick ვარკეთილის მეტროში მეტროდან რომ გამოვედი ვიღაც ქალი იჯდა იქვე და ფერი რომ დავინახე და ფოთლები დამიძახა მიყიდეო 3 ლარი თუ რაღაც ესე მივეცი. ბევრგან მინახავს რავი სადაც ყვავილები იყიდება ხოლმე. |
Posted by: Master_Nick 11 Sep 2019, 22:08 |
E madame კარგად გიყიდია |
Posted by: Master_Nick 13 Sep 2019, 15:36 |
შეწამვლის შედეგი, ერთი ერთი მცენარის ძირებში, მულჩაში დამალული პარაზიტები. მულჩირებას დადებითი მხარეების პარალელურად, ნეგატიური მხარეც აქვს, ადვილად იბუდებენ და მრავლდებიან მწერები. |
Posted by: Harrison Stafford 13 Sep 2019, 17:05 |
ერთი კითხვა მაქვს ე.წ ფულის ხის(კრასულა) გადარგვისას პატარა ჭია ქონდა მიწაში ჩვეულებრივი მიწის ჭიები რომ არის და არის საგანგაშო უნდა რამის დასხმა თუ დავანებო თავი ? |
Posted by: Master_Nick 13 Sep 2019, 17:24 |
Harrison Stafford დაანებე თავი |
Posted by: პაპა 13 Sep 2019, 18:54 |
ეს რა მცენარეა მეგობრებო? |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 13 Sep 2019, 23:26 | ||
პაპა
ასპიდისტრა (Aspidistra) |
Posted by: პაპა 16 Sep 2019, 18:10 | ||||
მადლობა სად შეიძლება რომ ვიყიდო? |
Posted by: sophka 17 Sep 2019, 22:19 |
ჰეი, ჰეი)) როგორ ხართ? ia-viola შენ რომ თესლები მომეცი, როგორ გაიხარეს და ყვავიან ნახე <3 აი, პორტულაკებზე ვგიჟდები რა. სასწაული ვიღაცები არიან )) |
Posted by: Master_Nick 22 Sep 2019, 17:18 |
M-A-S-E-R-A-T-I ჩემმა კასტორკამ ყვავილი გამოიტანა. თუ იცი ზამთარში უნდა შევფუთო ? |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 22 Sep 2019, 19:25 | ||
Master_Nick
წესით ეგ 2 წლიანიახოლმე მაგრამ თქვენს კლიმატში როგორ გაძლებს ვერ გეტყვი ყვავილი დაგვიანებულია ნაყოფს აღარ გაიკეთებს მაინც |
Posted by: ilia132 29 Oct 2019, 10:38 |
შეფლერას ფოთლები უყვითლდება და სცვივა. გარეთ იდგა და 1 კვირაა რაც სახლში გადაიტანეს. რისი ბრალია სიცივის თუ შეიძლება რამე დაავადება ჰქონდეს? ამ პროცესს რა უშველოს კაცმა? არის რამე პრეპარატი ან საშუალება? |
Posted by: Master_Nick 29 Oct 2019, 12:43 | ||||
ამან ესე თუ გააგრძელა მე მგონი ნაყოფსაც მომცენს, სიმაღლეშიც გამასწრო. |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 2 Nov 2019, 16:32 | ||
Master_Nick
არი კიდე ეგეთი მწვანეც ნუ ნაკლებად ეფექტურია ვიზუალურად მარა მწვანე და წითელი ერთად ძაან ლამაზია თუ გადაეყარო სადმე შეიძინე, საინტერესოა როგორ გაუძლებს ზამთარს |
Posted by: shemoreva 12 Nov 2019, 16:23 |
სალამი. Pothos vine ამ ძვირფას მცენარე ვეძებ და იქნებ დამეხმაროთ. |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 12 Nov 2019, 18:50 | ||
shemoreva
დომინო, ისნის შაბათის ბაზრობა, ისანში გრინგარდენი და მგონი ყველგან სადაც ყვავილებს ყიდიან და არც ისე ძვირფასია |
Posted by: shemoreva 13 Nov 2019, 14:03 |
გამარჯობა. ძალიან დიდი მადლობა. დომინოში არ ჰქონდათ. ისანს დავზვერავ ახლა |
Posted by: ჰერმიონაა 26 Nov 2019, 15:32 |
გამარჯობა, თბილისში კარგი სახლის მცენარეები სად იყიდება? საჩუქრად მინდა |
Posted by: quchi 2 Dec 2019, 13:37 |
გამარჯობათ მეგობრებო, თქვენი რჩევა მჭირდება მჭირდება სასაფლაოს კუთხეზე დასარგავად მარადმწვანე ბუჩქის ტიპის მცენარე რომელიც უძლებს ყინვას და რაც მირჩევთ? |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 3 Dec 2019, 13:05 | ||
quchi
Fatsia თუ ძალიან ძალიან მზე არაა თუარადა რომელიმე კეპარისი |
Posted by: quchi 3 Dec 2019, 15:34 |
M-A-S-E-R-A-T-I |
Posted by: murzayani 21 Dec 2019, 18:16 |
პუანსეტიაა შობის ყვავილს ფოთლები უშავდება რისი ბრალია რა ვუშველო? |
Posted by: Librarian 21 Dec 2019, 22:55 |
პიტნა ძნელი გასახარებელია? აკჯაჯაჯს |
Posted by: (იგი) 22 Dec 2019, 15:06 |
Librarian მარტივია. კონაში ფესვიანი ღეროც ურევია. ისედაც აარჩევ რამდენიმეს, ჩადებ წყლიან ჭიქაში და როცა კარგად დაფესვიანდება გადაიტან ქოთანში. |
Posted by: ლეოპარდი 27 Dec 2019, 16:15 |
ოთახის პირობებში რომელი მცენარე ითვლება ჰაერის კარგ გამწმენდად? |
Posted by: <<ეგოისტკა>> 13 Jan 2020, 11:26 |
ლეოპარდი http://intermedia.ge/სტატია/82... |
Posted by: sophka 1 Mar 2020, 22:23 |
დავთესე დეკორატიული წიწაკები და ამოყეს წვერი :დ პორტულაკებიც ამოსულან, რაცვდავტოვე თავისით ქოთანში და ჩემმა ორეგანომაც ამოყვეს თავები შემოდგომას დავჭერი ტოტები და გავაშრე ფოთლები მარტის შუა რიცხვებიდან დავიწყებ აქტიურ თესვას:-რგვას და ა.შ. რატო მიივიწყეთ ეს თემა? კალანჰოეს ტოტმა დაფესვიანებასთან ერთად იყვავილა :დ და ასე აყვავებული ჩავრგე ქოთანში |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 2 Mar 2020, 16:00 | ||||
sophka
ვაა პირველად ვხედავ ცოცხალი სახით და ტოტები საიდან?
იმიტომ რომ ფეისბუქმა დაჩაგრა ფორუმი |
Posted by: sophka 2 Mar 2020, 20:37 |
M-A-S-E-R-A-T-I გარდენიაში ვიყიდე ადრე, ბაზილიკიც, თესლი ავიღე დავთესავ მარტის ბოლოს, იმედია ამოვა. ცუდი ფეისბუქი სედუმი მორგანა გამეყინა, არ მეგონა თუ ვერ გაუძლებდა თებწრვლის ყინვებს, იმდენი წელი გარეთ მედგა. |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 3 Mar 2020, 13:34 | ||||
sophka
აუცილებლად ამოვა
ეგ ცუდია თან საკმაოდ ნელა იზრდება მე აივანზე მყავდა და მხოლოდ ცელოფნით შევფუთე მარტივად გაუძლეს -7 ს და თოვლს |
Posted by: sophka 3 Mar 2020, 16:42 |
M-A-S-E-R-A-T-I აი, ვერ მოვიფიქრე შეფუთვა, არადა რა გრძელები მყავდნენ გამოვაცოცხლო იქნებ. მადლობაა, აწი შევფუთავ ხოლმე მეც, მომავალი ზამთრისთვის გავითვალისწინებ. სახლიდან თუ არ გამაგდეს, ჯუჯა ხეებიც უნდა მოვიყვანო, აივანზე მივასკუპო ქოთნით. ვაშლატამა და ატამი ძაან მომწონს |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 3 Mar 2020, 17:41 | ||
sophka
ვერ გეტყვი რომ ეს კარგი იდეაა, ასეთი ხეები ბევრ ტენს საჭიროებს და თუ აივანი აღმოსავლეთ მხარესაა საკმაოდ შრომატევადი იქნება მათი მოვლა, ამასთან კვება, ხშირი გადარგვა და სწორი გასხვლა |
Posted by: sophka 3 Mar 2020, 21:47 |
M-A-S-E-R-A-T-I აუ, 1 მაინც რომ ვცადო? თუ რამე გადავიტან ღია გრუნტში, ბოლო-ბოლო. წავიყვან ქალაქგარეთ. შრომატევადი იქნება კი, მართალია. გასხვლასაც ვისწავლი. არ მეზარება... ლავანდის გაკრეჭა ადრეა იქნება? სადღაც მარტის შუა რიცხვებში ან ბოლოსკენ რო ვქნა? |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 3 Mar 2020, 21:52 | ||||
sophka
საკუთარი შეხედულებით როგორც ჩათვლი, მე გლიცინია მყავს დადღეში ალბათ ორჯერ სჭირდება მორწყვა ზაფხულში ჩრდილში გადამყავს რომ არ გაამოხმეს და მაგრად დამღალა
ყვავილობის შემდეგ კრეჭენ როგორც ვიცი შემოდგომით |
Posted by: ASIA 3 Mar 2020, 22:43 | ||
M-A-S-E-R-A-T-I
ლავანდა მინდა ... თესლით ხარობს? თუ ხარობს - იყიდება სადმე? |
Posted by: Master_Nick 3 Mar 2020, 22:47 |
ASIA თესლიდან სანამ ლავანდა გაიზრდება დიდი დრო უნდა, მე მოგცემ ლავანდას ვამრავლებ ჩემთან ეზოში, |
Posted by: sophka 3 Mar 2020, 23:08 |
M-A-S-E-R-A-T-I გაზაფხულზე გაკრეჭვა აუცილებელიაა, სანამ იყვავილებსო... შემოდგომაზეც იახვლება ყვავილობის მერეც კი. Master_Nick ნიკაა, ლავანდების ექსპერტო, გავკრიჭო მარტში? თუ ადრეა? ASIA ძალიან ბევრგანაა უკვე, ნუკრიანს აქვს ნერგები, გამოფენაზეც გამოაქვს ხოლმე წერეთელზე, გეობოტანიკშიცაა, გარდენია შევარდნაძესაც აქვს და ა.შ. |
Posted by: Master_Nick 3 Mar 2020, 23:11 |
sophka როგორ არის შენი ლავანდა, გადარგე მიწაში თუ ქოთანშია ისევ? უნდა გაკრიჭო აბა რა, ჯობდა შემოდგომაზე გაგეკრიჭა. |
Posted by: sophka 3 Mar 2020, 23:18 |
Master_Nick შენი გავკრიჭე შემოდგომას, ჩემები ხო პატარები იყვნენ და არ გამიკრიჭავს, ახლა აშკარად გაიზარდნენ და ისინიც მინდა გავკრიჭო. არაა, ქოთანშია ჯერ, ვერ ველევი აივნიდან |
Posted by: Master_Nick 3 Mar 2020, 23:50 |
sophka გაკრიჭე თამამად, ცოტა გვიან იყვავილებს, შემოდგომაზე გექნება ლავანდის ყვავილი |
Posted by: ASIA 4 Mar 2020, 00:05 | ||
sophka
მადლობა |
Posted by: aabbaa 7 Mar 2020, 13:02 |
პიპლ, ვინმეს გაქვთ ჯუჯა ნაძვები რომაა, მასეთი მინდა ვცადო აივანზე. როგორი მოსავლელია და ჩემი აივანი მზიანია და მასეთი რა შეიძლება გავახარო მზე რომ არ წწყენდეს. უეკლო მაყვალი მაქვს და კი იხარებს და ისხამს კიდევაც მარა მაინც ხმებასავით |
Posted by: cosmia 9 Mar 2020, 20:28 |
კორნევინს დასაფესვიანებლად ვინ იყენებთ? ვარდის კალმები მოვაქუჩე და ჩავაწვინე კორნევინში ორი კვირით, ნამეტანი დიდი დრო ხომ არაა ორი კვირა ამისთვის? |
Posted by: playstation 9 Mar 2020, 21:05 |
მოკლედ მოვიდა დრო განვაახლო მწვანე საფარი. შარშან და შარშან წინ ავურიე და სხვადასხვა ჯიშის ბალახი დავთესე. წელს ვაპირებ ეს რაც არის ამოვყარო და ახლიდან დავთესო. რომელი ჯიშის ბალახია საუკეთესო გაზონისთვის, მზეც ხვდება და ნაწილი ჩრდილშიც ხვდება. სატესტოდ ვიყიდე ჩრდილის ვერსია არისო და დავთესე დავაკვირდები როგორი იქნება. უპირატესობა ენიჭება ვიწრო და ხასხასა მწვანე ფერის ღერი რომელსაც აქვს იმ ჯიშს. თუ გატესტილი გაქვთ პლზ შეგიძლიათ მირჩიოთ რომელი ბალახია საუკეთესო გაზონისთვის? აქ რამენიმე მაღაზიაში რომ ვიკითხე ისეთი იპოთეკა სახეებით მიყურებდნენ და მიპასუხეს ყიდვის სურვილი დამაკარგინეს. მეთქი სანიმუშოდ მინდა წავიღო ჯერ ცოტა რომ ვნახო როგორიათქო, და მასე ცოტას არ ვყიდით მინ 1 კილოო. პლზ ჰელპ ამ საქმეში ვინც არკვევით |
Posted by: ASIA 9 Mar 2020, 22:25 | ||
Master_Nick
მადლობა მარაააა, რაფერ ..... მე ზესტაფონში ვარ, უფრო სწორად ერთერთ სოფელში და .... |
Posted by: Master_Nick 9 Mar 2020, 22:46 |
ASIA მერე რა პრობლემაა, მანქანას რომ გამოვატანო ვერ მიიღებ? რომელ სოფელში ხარ? |
Posted by: ASIA 9 Mar 2020, 23:01 | ||
Master_Nick
მოვიფიქრებ გამოსავალს . მადლობა |
Posted by: quchi 10 Mar 2020, 15:02 |
გამარჯობა მეგობრებო ტუიას ფასი დაახლოებით 50სმ სიმაღლის რა უნდა იყო, ძალიან ძვირი რომ არ გადავიხადო იქნებ შედარებით დაბალ ფასებში სად ვიყიდი ისიც მირჩიოდ მადლობა წინასწარ |
Posted by: sophka 12 Mar 2020, 09:18 |
quchi https://www.facebook.com/groups/956993944385263/permalink/2844417558976216/ ტუიები, დილით შემხვდა პოსტი ფბზე, ნახეთ |
Posted by: Hitzor 19 Mar 2020, 17:17 |
20კგ მიწა მინდა ყვავილებისთვის და ონლაინ მაღაზია არ არსებობს რო შეკვეთით სახლში მოიტანონ? |
Posted by: Evo_PoWeR 20 Mar 2020, 19:13 |
მეგობრებო, ვინმეს როზმარინი გააქვთ სახლში ? ეს ბოლო 10 დღეა, 2 ღერო გაუფუჭდა და ფოთლები რაც აქვს გაუხმა ალაგ-ალაგ ვინმემ რამე თუ იცით, იქნებ დამეხმაროთ რა ვუშველო |
Posted by: ASIA 20 Mar 2020, 23:34 |
Evo_PoWeR ჩემიც ცუდ დღეშია. კონფიდორით შევწამლე და ერთი ძირი კარგადაა, მეორე არ ვიცი, მგონი გადარჩეს... შარშანაც გაზაფხულზე ძლივს მივუსწარი და მერე ორ კვირაში ერთხელ ვწამლავდი... დამღალეს მარადმწვანეებმა.. ბი58-ით შევწამლე შარშან პირველად და უშველა ამანაც ხო, მე ეზოში მაქვს! |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 21 Mar 2020, 17:42 | ||
Evo_PoWeR
ფხუკიანი მცენარეა საკმაოდ ვიცი რომ ზედმეტი ტენიანობა არ უყვარს მსუბუქი მიწა და ბევრი სინათლეა საჭირო |
Posted by: ASIA 21 Mar 2020, 20:39 |
M-A-S-E-R-A-T-I ძვირფასო მოდერო! გილოცავთ ტყის საერთაშორისო დღეს! დაესწარით მრავალს, გისურვებთ ჯანმრთელობას ყველაზე მაგარი განყის ყველა მპოსტავთან ერთად! |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 21 Mar 2020, 21:07 | ||
ASIA
ვაჰ, მადლობა და ვუერთდები თქვენს მოლოცვას და სურვილებს ჯანმრთელი იყავით ! |
Posted by: sophka 21 Mar 2020, 21:31 |
გილოცავთ მეც უი, მე მაქვს როზმარინი ქოთნებში მეორე წელია და კარგად არიან, არც არაფრით ვწამლავ. იმედია არ იფხუკიანებს და კარგად იქნებიან. ჯერ პატარები არიან და... |
Posted by: Evo_PoWeR 21 Mar 2020, 21:48 |
ASIA მე სახლში მაქვს სამზარეულოში. შეწამლა ბოლო ვარიანტია, რადგან ნედლ როზმარინს ვხმარობ ხოლმე საჭმელში და არ ვიცი შეწამლულის გამოყენება მერე რამდენად კარგი აზრია. M-A-S-E-R-A-T-I რა სიხშირით უსხამ წყალს ? მე მითხრეს რომ წყალი უყვარსო, ერთხელ 5 დღე არ ვიყავი სახლში და რომ მოვედი ყურებჩამოყრილი დამხვდა. არ ვიცი რა ვუშველო |
Posted by: cosmia 22 Mar 2020, 13:36 |
Evo_PoWeR ჩემი უზარმაზარი როზმარინი გამიხმა ეგრე, ვერ გავარკვიე რატომ, რა ეწყინა, გადავრგე ქოთანი გამოვუცვალე მარა არაა, იმენა თავი მოიკლა ტიპმა, მარა გავახარე ანასხლავებისგან და ისევ მაქვს როზმარინის ბუჩქები. წყალი უყვარს ზაფხულში, ზამთარში ხო მორწყვას ისედაც ვამცირებთ ხოლმე? რომ შეაკრიჭო ის ორი ტოტი? გააქანე და პერლიტში დააფესვიანე ტოტები დაიზღვიე თავი შეწამლით არ შემიწამლავს არასდროს ისე. ერთი ქოთანი სამზარეულოში მაქვს და ორი ეზოში მიდგას, ვფიქრობ რომ ერთ ძირს გადავიტან ეზოში, დავტესტავ აბა როგორ გაუძლებს ზამთარს. თბილისში ღია გრუნტში ქაჩავენ ანუ როზმარინები? სალბი როგორი ჯიგარი ყინვაგამძლე ტიპია ბარამბო ახლა იწვერება, პიტნამაც ახლები წამოიღო, უჰ მიყვარს ცოცხალი პიტნის სურნელი მაგიჟებს. ჩემი ლიმონგრასები წამოიჩითნენ ჭკუაზე არ ვარ სიხარულით, ბაზილიკებიც ბიბინებენ, ჩერი დავაჩითილე კიდევ ჩემმა დაქალებმა დავრგოთ რა ეზოშიო და მეთქი მობრძანდებით და თავად მოუვლით ხოლმე და აჟივილდნენ კიო, არ მიყვარს პომიდორის მოვლა |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 22 Mar 2020, 21:23 |
+++++++ |
Posted by: Evo_PoWeR 23 Mar 2020, 18:52 |
cosmia მე ვფიქრობ რომ ერთი ოჯერ ცოტა ბევრი წყალი მომივიდა, რაც ფესვებს უფუჭებს მარტივად. გუშინ კარგად გავუფხვიერე მიწა, მოვაცილე გაფუჭებული ტოტებიც და ფოთლებიც, გავიტანე აივანზე და დავდგი იქ. ვნახოთ აბა რას იზამს, იმედია მომჯობინდება ცოტა. ვიფიქრე ეგეც რომ ერთი ორი ტოტი ჩავდო წყალში და იქნებ დავაფესვიანოთქო |
Posted by: Анюта 1 Apr 2020, 18:55 | ||
შემოდგომაზე (10 ნოემბრამდე) გასხლული ვარდის ტოტებს ჩარგავთ კარგად გაფხვიერებულ და განოყიერებულ მიწაში(ბოსტანში)..ტოტები უნდა იყოს 20-30 სმ სიგრძის და მთლიანად დაფარეთ მიწით (თავზე 2 სანთიმეტრი ფხვიერი მიწით) და შემოსაზღვრეთ ან მონიშნეთ ადგილი სადაც ამ კალმებს ჩააწყობთ. ადრე გაზაფხულზე, დაახლოებით მარტის ბოლოს წამოიღებს რტოებს, დატოვეთ კიდევ ერთი ზამთარი და მომდევნო გაზაფხულზე გადარგეთ უკვე დაფესვიანებული იქნება.. |
Posted by: kotcio 1 Apr 2020, 23:04 |
Анюта რტოს ფოთლები მოვაცალოთ? ვერტიკალურად უნდა ჩავფლათ თუ დახრილი? |
Posted by: Анюта 4 Apr 2020, 17:30 |
დიახ, ფოთლები უნდა მოავაცალოთ და ვერტიკალურად ჩავაწყოთ მიწაში. |
Posted by: kotcio 4 Apr 2020, 22:41 |
Анюта მადლობა, ვცდი ამ შემოდგომაზე |
Posted by: sophka 4 Apr 2020, 22:42 |
Evo_PoWeR დააფესვიანე როზმარინი? პოსტი რომ ვნახე, მეც ჩავდე წყალში ტოტები და დაფესვიანდა ძალიან მარტივად. |
Posted by: Evo_PoWeR 5 Apr 2020, 12:28 | ||
sophka
ერთი 5 დღეა მიდევს წყალში, ჯერ არ გამოუღია ფესვები, ველოდები და იმედი მაქვს რომ მალე დაფესვიანდება |
Posted by: sophka 5 Apr 2020, 14:05 |
Evo_PoWeR დაფესვიანდება კი... წარმატებებიი. |
Posted by: Evo_PoWeR 5 Apr 2020, 17:13 |
sophka გაიხარეეეე |
Posted by: kotcio 5 Apr 2020, 23:01 |
3 ბუჩქი მქონდა მეც როზმარინი და ერთი გამიხმა, ჯერ გაყავისფრდა და ერტ კვირაში გახმა |
Posted by: sophka 7 Apr 2020, 16:01 |
ჩემთან დევისპირები ყვავის)) კოლეუსიც აყვავდა, აქამდე არ დავკვირვებივარ თუ არ უყვავილია. სასაცილო ვინმე კია, არადა წყალში მიდევს, ტოტები დატყდა. დავაფესვიანე და ის აყვავდა. ძალიან ადრე იწყებს ყვავილობას ყველაფერი, უჩვეულოდ. |
Posted by: Solivagant 10 Apr 2020, 15:45 |
უსაყვარლესი აზალია მაქვს და ჭკნება ნელ-ნელა, დამენანა ისეთი ლამაზია ისევ აყვავილდება ხომ? ცოტა ნუბი ვარ მცენარეებში და იქნებ რამე მირჩიოთ, როგორ მოვუარო სწორად |
Posted by: Pero 11 Apr 2020, 16:03 |
მეგობრებო გამარჯობა, სასწრაფოდ მესაჭიროება თქვენი დახმარება ! მოკლედ სახლში მაქვს ეპიპრემნუმი მცენარე რომელიც დაახლოებით 3 წლის წინ შევიზინე Fabrika Pland Shop ში , რომელიც იყო ამ კონკრეტულ ქოთანში მოთავსებული მოკლედ რადგან კარგად არ ვიცოდი და ვიცი მცენარეების მოვლა და ა.შ შესაბამისად ამ მცენარეზე მიწა არ გამომიცვლია თურმე ყოველ 1 წელიწადში უნდა ცვალო და ასე შემდეგ , დაახლოებით 1 თვე თვე ნახევრის წინ დედაჩემმა თავისდანებით დააბლენდერა ბანანი კივი და რაღაც სხვა დანარჩენი ხილი არ ვიცი სადღაც ნახა სტატია რო თურმე მცენარეს შველის ეს ტექნიკა გაზრდაში და ა.შ. შემდეგ როდესაც ეს ჩაასხა მცენარეს ფოთლებმა დაიწყეს გაყვითლება საშინლად იხილეთ ფოტო მოკლედ ძაან ძაან ბევრმა ფოთოლმა დაიწყო გაყვითლება და წავედი ისევ ფაბრიკაში და მირჩიეს რომ მიწა გამომეცვალა. გამოვცალე მიწა და შევიძინე ახალი ქოთანი რომელიც გამოიყურება ესე დავამატე + სასუქი რაღაც პატარა მარცვლები მანდვე მირჩიეს. მოკლედ მიწის გამოცვალზე მირჩიეს რომ ძველი ქოთნისთვის უნდა მეცადა სანამ მიწა არ გახმებოდა კარგად და შემდეგ რო გახმებოდა ახალ ქოთანაში უნდა გადამერგო მაგრამ მე არ ვაცადე და 2 დღესში დავიწყე მიწის გამოცვლა იმიტომ რომ ძველ ქოთანში საშინლად სწრაფი ტემპით უხმებოდა ფოთლები . მოკლედ მიწის ცვლის პერიოდში მიწა საკმაოდ სველი იყო და შესაბამისად ფესვებიც და გადავრგე ახალ ქოთანში . ესეიგი ისევ განაგრძობს ჩემი მცენარე ფოთლების გაყვითლებას და რა უნდა გავაკეთო როგორ მოვიქცე არ ვიცი , იქნებ რომელიმემ შეძლოთ ჩემი დახმარება ? დიდი მადლობა წინასწარ |
Posted by: Master_Nick 12 Apr 2020, 19:05 |
Pero სასუქი არ უნდა მიგეცა მაგ დროს არ შეიძლება. დიდი ალბათობით მაგ სასუქმა დამატებით დაწვა ფესვები და უფრო გააფუჭა საქმე გაკეთების ნაცვლად. ყოველგვარი სასუქის გარეშე ტორფიან შავ მიწაში გადაიტანეთ მცენარე და დააკვირდით. კივი, ბანანი, ვაშლი და ხილი მცენარეს აღარ მისცეთ. ბევრი წყალიც არ სჭირდება ქოთანში. თითს რომ ჩაყოფთ მიწაში ოდნავ ტენიანი უნდა იყოს მიწა. იმედია გადარჩება |
Posted by: 40dz 12 Apr 2020, 19:37 |
მეგობრებო ამ ყვავილს მინდა მოვუარო, არვიცი რა ყვავილია, ვერაფერი ვნახე და იქნებ დამეხმაროთ, რა ჭირდება როგორ ჭირდება სად წერია რომ ვნახო |
Posted by: gramatikikina 13 Apr 2020, 03:19 |
ამას რა ვუყო, ვერ მეტყვით? ახალ ყლორტებზე გამოსდის ეს მწერები აქამდე ვაცლიდი და მომბეზრდა რა თან წელს ძალიან ბევრი აქვს |
Posted by: JORJ1 13 Apr 2020, 10:10 | ||
მონსტერაა, მოკლედ სინათლე უყვარს, მაგრამ მზის სხივი არა, ყოველ მეორე დღეს ვუსხამ წყალს, მიწა არ გამოუშრეს მთავარია და იზრდება თავისით ლამაზად, ძალიან კარგია დიდი რომ გახდება |
Posted by: LaBohemia 13 Apr 2020, 11:43 |
გამარჯობათ, რამე მცენარე მინდა მირჩიოთ ისეთი, რომელიც ზაფხულის სიცხეებს კარგად გაუძლებს. ეზო მაქვს, მაგრამ ცოტა მოხრიოკებულია ჯერჯერობით და ზაფხულში მზე დაჰყურებს... სუკულენტები ვიფიქრე, იქნებ მირჩიოთ სად ვიშოვო? ან სხვა გამძლე ბუჩქებზეც იქნებ დამაკვალიანოთ? |
Posted by: 40dz 13 Apr 2020, 22:29 | ||
დიდი მადლობა |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 13 Apr 2020, 23:11 | ||
LaBohemia
გამარჯობა ეზოს მოწყობა აჯობებს დაგეგმვით დაიწყო ეტაპობრივი და სპინტანური იდეებით ქაოსი გამოვა, ბუჩქები სუკულენტები ან ორივე ერთად თავსებადია მხოლოდ სივრცის სწორად დაგეგმვის ხარჯზე |
Posted by: LaBohemia 14 Apr 2020, 21:42 |
M-A-S-E-R-A-T-I ანუ რას მირჩევთ? გამწვანების სერვისი რომ დავიქირავო უამრავ თანხას გამომართმევენ |
Posted by: sweetAppletree 22 Apr 2020, 18:05 |
M-A-S-E-R-A-T-I შეგიძლია დამეხმარო, რა სჭირს, რატომ ხმება ეს ყვავილი? ყოველ წელს თავიდან ამოიყრის და ისევ ხმობას იწყებს. გვერდითა ქოთნიდან სხვა ყვავილი ჩაუცვივა, სახელი არ ვიცი, სქელ ფოთლებზე კბილანებივით იკეთებს პატარა ფოთლებს და კი ამოვიდა, გაიხარა. ამიტომ ალბათ მიწა კარგია... რა შეიძლება ახმობდეს? ვრწყავ ზომიერად, როცა შრება » სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ « |
Posted by: kotcio 22 Apr 2020, 18:46 |
sweetAppletree ის გვერდითა კალანჰოეა. არმამ ასე იცის, რამდენიმე ახალი ფოთოლი რომ ამოვა ძველი ხმება. |
Posted by: sweetAppletree 22 Apr 2020, 19:01 | ||
მადლობა კალანჰოე სხვა ქოთანშია და კარგადაა რამდენი წელია, არასდროს გახმობია ფოთლები. ამ ქოთანშიც რომ ჩაიბნა ამოვიდა ჩვეულებრივ მეორეს კიდე რა უნდა ვერ ვიგებ ფესვი წესით კარგი აქვს, რაგდან ამონაყარს იკეთებს. სულ რომ მოხმეს მაინც ამოდის მერე. რატომ ვერ იზრდება? |
Posted by: aabbaa 22 Apr 2020, 20:48 |
ალოეზე მირჩიეთ ფლზ.აივანი ცხელია ძალიან.ზაფხულობით და წავა? წყალი როგორ უნდა? გამიყვითლდა და იმედია არ მოკვდება,წესიერი მიწა ვერ ვიშოვე ამ საგიჟეში |
Posted by: T-mademoiselle 25 Apr 2020, 18:42 |
გამარჯობა, ეს მცენარე მაწვს, თავიდან ხშირად ამოსდიოდა ახლები, ახლა პიროქით რაც ქონდა ყველა მოუკვდა და ეს ერთი დარჩა, ვიცი რო წყალი,უყვარს და ვასხავ როცა მიწა უშრება. რამე განსაკუთრებული მოვლა უნდა? |
Posted by: cosmia 25 Apr 2020, 20:08 |
T-mademoiselle ოქსალისია ეგ. მიწა არ უვარგა მგონი რასაც ვაკვირდები. წყალი და მზე უყვარს ბიოჰუმუსი თუ გაქვს დაუსხი გააზავე წყალში და ისე. მარა მგონი მიწა მაინც შესაცვლელი აქვს. როდის გადარგე ბოლოს? |
Posted by: T-mademoiselle 25 Apr 2020, 22:15 |
cosmia მზის მხარეს რო დავდგი, ეგრევე დახურა ფოთლები, თუ რაც ქვია, არ ვიცი.. ბიუჰუმუსი არ ვიცი რა არის.. ((( ვუყიდი რამე სასუქიან მიწას. დედამ მომიტანა, იმას არაფერი განსაკუთრებული მიწა არ აქვს მარა ისე ამოდის რო რავი.. დიდად არ,ვარ ჩახედული მცენარეების მოვლაში,მაგრამ მიყვარს და მინდა რომ მქონდეს. ფიკუსი მაქვს და მთელი ზამთარი გაჩერებული იყო, ეხლა გამოუვიდა მეოთხე ფოთოლი მარა სიმაღლეში არ მიდის, ალბათ მიწის ბრალია ისიც.. |
Posted by: holden kolpildi 25 Apr 2020, 22:29 |
ამ ბეგონიას მოვლა ფერებამ სიცოოცხლე გამიმწარა ყოველ წელს ტვინს იმასმიშვება მაგის ხელხლა გახარება ერთ დღესაც გავისვრი ფანჯიდან და ეს რომ არ მოხდეს თუ რამე იცით მასწავლეთ |
Posted by: Strangelove 25 Apr 2020, 22:32 | ||||
ესეთიც მაქვს, პროსტა თითქმისფარნიანინოკითი გადაღებულს გავს მე რომ ვიღებ და ვერ გაკადრებთ :/ |
Posted by: cosmia 25 Apr 2020, 22:40 |
T-mademoiselle მე სადაც მიდევს იმაზე მეტო სიცხე რა ვიცი სად შეიძლება იყოს მზეზე ალბათ მაგრამ, ქოთნის მიწა მაქვს ნორმ, წყალი ლამის ყოველ მეორე დღეს ჭირდება. მუდმივად ყვავილობს ჩემთან. გამოუცვალე მიწა, ნელა გადაიტანე ფაქიზად ახალ მიწაში. მორწყე და ბიოჰომუსი იყიდება ყველგან გააზავე წყალში და მორწყე იმით. ორი ლარი ღირს თუ რაღაც ასე ეს ბიოჰომუსი. * * * holden kolpildi აუ მაგ ბეგონიას ყვავილის ფერის პომადა მაქვს, უმაგრესი ფერის ყვავილი აქვს. ვერ დავუმუღამე მეც |
Posted by: Pickering 5 May 2020, 21:01 | ||
ეს ისეთივე მონსტერაა,როგორიც მე იაპონიის უკანასკნელი იმპერატორის შთამომავალი |
Posted by: gio0909 8 May 2020, 22:51 |
გამარჯობათ, ხომ ვერ მირჩევთ სად შეიძლება ვიყიდო უსასუქო კარგი მიწა ესე ქუჩაში რამდენი ვიყიდე ან მწერები გაუჩდნენ მცენარეებს ან გამიყვითლდა ყველა მადლობა წინასწარ |
Posted by: 40dz 10 May 2020, 20:15 |
ოქსალისია არ ვიცი რა ჭირს. ლპება მისით, წყალი დავუსხი მაგრამ მივხვდი რომ არუნდა მგონი. თვეები იყო წყლის გარეშე და იმდენი იყო, ახლა იშლება ნელ-ნელა ვერ გავუგე რა ვუყო |
Posted by: Harrison Stafford 10 May 2020, 20:18 |
გამარჯობა ჩემს ოთახის ბროწეულს ძაან ცოტა ფოთოლი გამოუვიდა გამოზამთრების შემდეგ თან პატარა ფოთლები აქვს რაში შეიძლება იყოს საქმე ?? |
Posted by: kotcio 10 May 2020, 23:14 |
40dz აივანზე გაიტანეთ და გამოყოჩაღდება |
Posted by: cosmia 11 May 2020, 13:09 |
Harrison Stafford ნელ-ნელა იფოთლება და გვიან ბროწეული, გააგრძელე მოვლა თუ მაგ ადგილას იმ მოვლის სპეციფიკით მანამდე თავს კარგად გრძნობდა და არაფერი შეცვლილა არ მგონია რამე ჭირდეს, დაუსხი სასუქი რამე თუ გაქვს და უფრო სწრაფად მოძლიერდება |
Posted by: Harrison Stafford 11 May 2020, 22:06 |
cosmia ამ ადგილზე მიდევს უკვე წლებია გისოსზე გარეთ . ფანჯარაზე პროსტა ზამთარში -10ები რო იყო 2 კვირა სახლში შემოვდგი ნაყოფი გამოიტანა ეხლა 3-4 ცალი და კარგად არის პროსტა რო არ დათბა ალბათ მაგიტო იგვიანებს გაღვიძებას ზუსტად ჩემი ფანჯრის წინ არის დარგული დიდი ბროწეულის ხე და იმან საკაიფოდ გამოიტანა უკვე ფოთლები , მაგიტომ ვიკითხე მადლობა რჩევისთვის |
Posted by: itona 18 May 2020, 00:07 |
გამარჯობათ..აუ,გთხოვთ,იქნებ დამაკ ვალიანოთ ამ ყვავილებს რა ჰქვიათ,მე არ ვიცი და ვერც ვნახე * * * რამდენიმეს ერთად ვერ ვტვირთავ და ბოდიში * * * ეს მეორე * * * ესეც მესამე .დიდი მადლობა |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 18 May 2020, 11:45 |
itona უსინათლობის გამო ისეა გაწელილი რომ ვერ ვცნობ რომელია მაგრამ სუკულენტია და ყველა სუკულენტი და კაქტუსი საჭიროებს სინათლეს დღის განმავლობაში არანაკლებ 5 საათისა პირდაპირი მზის სხივები და ცოტა წყალი |
Posted by: itona 18 May 2020, 18:24 |
რომელი????სამივე სუკულენტია?????ბოლო კაკტუსი თავიდანვე ეგრე წაგრძელებული და ქოთნიდან გადმოსული იყო |
Posted by: FixYou 24 May 2020, 01:20 |
M-A-S-E-R-A-T-I გამარჯობა..... ყვითლად რომ მაქვს შემოხაზული აი ეგენი მომპარეს აივნიდან დღეს.... გაოგნებული და საშინლად დასევდიანებული ვარ.... პოლიციაც კი გამოვიძახე შეგიძლია მითხრა ამ მცენარის ზუსტი სახელი ქართულად?? და ინგლისურად.... Succulent -ია... echeveria ... მარა ეს რომელია ზუსტად არ ვიცი.... და თუ იცი სად შეიძლება შევიძინო... ცრემლები მომდის... ისეთი ლამაზი იყო და ისე მიყვარდა.... გადარგვას ვაპირებდი... ქოთანში აღარ ეტეოდა... არაფერი დატოვეს, ერთი ფოთოლიც კი, რო თავიდან გავახარო |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 25 May 2020, 14:55 | ||
FixYou
ზუსტად ამას შეძლებ შეიძინო ისანში შაბათობით თუ კიდევ იმართება ყვავილების ბაზარი მეტროსთან აქვთხოლმე და შეგიძლია ნახო, ზოგადად სუკულენტების ოჯახი ეხლა პოპულარულია და ნებისმიერ მაღაზიაში და სანერგე მეურნეობაში იყიდება, კონკრეტულად ამ ეჩევერიას ზუსტი სახელი არ ვიცი სამწუხაროდ |
Posted by: Alfred Shnobel 25 May 2020, 17:41 |
ამ მცენარის მოვლის პირობები როგორია? სიცივე არ უყვარს როგორც მივხვდი, წყალი ალბათ კვირაში ერთხელ უნდა ? ქოთანი შესაცვლელია სასწრაფოდ უფრო დიდი ზომის ქოთანზე. სახელიც ხომ არ იცით? |
Posted by: FixYou 25 May 2020, 18:40 |
M-A-S-E-R-A-T-I მადლობა... და თქვენგან შემიძლია შევიძინო ერთი სიმრგვალე ან 10 ფოთოლი?? მინდა რომ მე გავზარდო.. და ზუსტად მეცოდინება რომ იგივე გაიზრდება..... |
Posted by: Ronaldo9 31 May 2020, 10:36 |
https://c.radikal.ru/c07/2005/a3/429cb064051c.jpg ეს რა ნაძვია? |
Posted by: ლეოპარდი 5 Jun 2020, 14:58 |
ეზოში დამატებით მიწა დავყარე მოსასწორებლად და ვფიქრობ რომელი ყვავილები მოუხდება. ერთწლიანებიდან ცინიები მახსენდება, ადრე კარგად ხარობდა ეზოში (საუბარია ბეთანიის დასახლებაზე. 1200 მ. ზღვის დონიდან, მშრალი კლიმატი) კიდევ რომელ დეკორატიულ ყვავილებსა და მცენარეებს მირჩევდით? |
Posted by: Pickering 6 Jun 2020, 08:46 |
ლეოპარდი მიხაკები,პეტუნიები... |
Posted by: guriaaa 14 Jun 2020, 09:35 |
ამას რა ვუშველო ? გადავრგე უფრო დიდში მიწაც გამოვუცვალე და ასე გაყვითლდა და მოიკუჭა |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 14 Jun 2020, 20:56 | ||
guriaaa
შეიძლება მზეზე დაიწვა? |
Posted by: sophka 16 Jun 2020, 14:27 |
Master_Nick ნიკაა, შენი ლავანდა აყვავდა, ქოთანში, აივანზე ვერ გავიმეტე წელსაც ღია გრუნტში გადასარგავად)) არანაირი სასუქი არ მიმიცია. |
Posted by: Master_Nick 16 Jun 2020, 17:38 |
sophka გილოცავ! მაგარია მიწაში გადაიტანე და ბევრად უფრო ეფექტური გახდება. |
Posted by: sophka 16 Jun 2020, 19:25 |
Master_Nick კიი, გადავიტან აუცილებლად. ცოტა გასხვლა და გაკრეჭა უნდა ვისწავლო კარგად:დ დავხვეწ ამ შემოდგომით. და ეს კიდევ დავაკალმე შემოდგომას და გაიხარა გაიზარდა, შემოდგომას ამასაც გადავრგავ ღია გრუნტში. |
Posted by: E madame 18 Jun 2020, 09:33 |
T-mademoiselle გადამხმარი იყო ჩემი მაგრამ ეხლა ესეა. პირდაპირი მზის სხივები არ სიამოვნებს აივნიდან ოთახში შემოვიტანე და გადაიფურჩქნა ეგრევე ოღონდ ფანჯრიდან შემოსული სინათლე პირდაპირ ხვდება და ძალიან ნათელი ოთახია. წვიმის წყალზე გიჟდება როცა წვიმს აივანზე გამაქვს და მეორე დღეს გიჟივით ამოაქვს ახალი ფოთლები ულამაზესი ვინმეა ვგიოჟდები ისე მიყვარს. იყიდება მიწა ბევრგან და შეურჩიე. ყოველ მეორე დღეს საღამოს ან დილით ძალიან ადრე ვუსხამ მე წყალს არ ვუყურებ გაუშრა თუ არა მოწა. |
Posted by: T-mademoiselle 18 Jun 2020, 14:04 |
E madame დედაა როგორ ხარობს! საერთოდ მოკვდა ჩემი და მიწა შევინახე, მერე სხვა ყვავილი ჩავრგე ამის მიწაში ნახე )) ხშირად ვუსხამ წყალს მეც და ადგილის შეცვლას არ,ვუპირებ. გავგიჟდი რო დავინახე * * * ბზა მოვიტანე ბზობას ეკლესიიდან, ინტერნეტში რო ვნახე წყალი არ უყვარსო და მზის სხივებზე გიჟდებაო და სახე აეხა ბზას ისე დაჭკნა, ეხლა ჩრდილში გადავდგი და ვცდილობ გავაცოცხლო (((( |
Posted by: E madame 18 Jun 2020, 19:21 |
T-mademoiselle მე კვიპაროსზე მჭირს ეგრე ვერ გავიგე სად წავიღო ცალკე კატა ერჩის და პუტავს და გაუბედურდა არადა მომწონს ძალიან და მინდა რომ გაიხაროს. მზეზე დაჭკნა ჩრდილში არ იზრდება დაპაუზდა. ხალხო იაპონური ნეკერჩხალი მინდა სამერგოლდი ჰქვია მგონი და როგორც ვიცი ეგ გარეთ აქვთ ხოლმე და სახლში ან აივანზე რომ მქონდეს დიდ ქოთანში იცოცხლებს? ძალიან მომწონს. |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 18 Jun 2020, 22:23 | ||
E madame
არ გირჩევდით ნეკერჩხალს ქოთანში * * * |
Posted by: kotcio 19 Jun 2020, 10:24 |
M-A-S-E-R-A-T-I უმაგრესი კომპოზიციაა |
Posted by: aabbaa 21 Jun 2020, 21:16 |
აბა ეგებ დამეხმაროთ, ჩემს მცენარეს თესლით ამოყვანილს, რასაც ქვია შვილივით ვუვლიდი.ამოვიდა 4 ცალი, ჯერ არ ყვავლობს, და ეს დღეებია შავი რაღაცეები შეესია,რით მოვაშორო სახლის პირობებში? სადღაც წავიკითხე ნივრის წყალი შეაშხურეთო, ამპულებია რაღაც და ვერ გავაღწიე,რო მეპოვა სადმე. გქონიათ შემთხვევა? |
Posted by: ლეოპარდი 22 Jun 2020, 12:18 |
M-A-S-E-R-A-T-I მაგ ულამაზეს კომპოზიციაში რა მცენარეებია? |
Posted by: E madame 10 Jul 2020, 09:54 |
ჰაიმეეეეე რამდენი ხანია ამას ველოდები იმდენი ხანია მაქვს და მხოლოდ ფოთლები გამოაქვს. იმედი გადამეწურა რომ ოდესმე იყვავილებდა ჩემმა კატამ ისეთ დღეში ჩააგდო მაგრამ ჩემ ოთახში შევიფარე და იქ მოცოცხლდა და ყვავილიც გამოაქვს . ჩემ ოთახს ვეძახი ყვავილთა თავშესაფარს ყველაფერი "იფურჩქნბა" და ცოცხლდება აქ რომ გადმოვიტან |
Posted by: SkY_NeT 10 Jul 2020, 10:36 | ||
გამარჯობა.პირველ ფოტოზე რომ მცენარეა, მეც მაქვს და რა ქვია ხომ არიცი? |
Posted by: aabbaa 11 Jul 2020, 15:23 |
|
Posted by: E madame 30 Jul 2020, 12:08 |
ახალი წევრი მიემატა ჩემს ოჯახს. ხოდა რა ქვია ხომ არ იცით შემთხვევით? |
Posted by: Pickering 30 Jul 2020, 20:30 |
E madame სუროა,ვინკა. ეზოს მცენრეა,მაგრამ მცოცავი სურო არაა. ნიადაგმფარავი მცენარეა |
Posted by: 死海. 30 Jul 2020, 20:33 |
ქოთნის მცენარეები როგორ უნდა გავსხლა, რომ არ დავაზიანო და ფორმაც მივცე, ზრდა ვაკონტროლო? |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 31 Jul 2020, 13:04 | ||
死海.
გააჩნია რომელ მცენარეს სხლავთ |
Posted by: 死海. 31 Jul 2020, 13:27 |
M-A-S-E-R-A-T-I სახელი არ ვიცი » სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ « 2 წლისაა ჯერ და ოთხი ამხელაა. გაიბუჩქა ზემოთ და სიმაღლეში წავიდა, ქვემოთ მოუშიშვლდა ღეროები. ისედაც დიდ ქოთანშია და ასე თუ გააგრძელა გადარგვა მოუწევს, ჰოდა მინდა ნორმალურ ზომაზე დავაყენო კიდე კაქტუსი, დიდი ბრტყელი ფოთლები რომ აქვს, დიდი ეკლებით, მერე გადავუღებ ფოტოს. მთავარი ღერო დაუბერდა უკვე, ბევრი ახალი ამონაყარი აქვს, რომელიც ალამაზებს, რომ მოვაცალო ძველი ღერო უშნოდ დარჩება.. არადა 1,5მეტრია უკვე. აივანზე გატანა შემოტანაც ჭირს სეზონის მიხედვით,ეკლების გამო |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 31 Jul 2020, 13:32 | ||||
კოლეიუსი შეიგიძლია გადაჭრა რათქმაუნდა დაამოკლო უპრობლემოდ
აი ეს უკვე ვერ გეტყვი კაქტუსის გადაჭრა რთული თემაა გააჩნია რომელზეა საუბარი |
Posted by: 死海. 31 Jul 2020, 14:10 | ||||
M-A-S-E-R-A-T-I
მადლობა, მოვძებნი როგორ ხდება
ძველი ფოტო ვნახე (წელს არ უყვავილია, წინა წლებისგან განსხვავებით) » სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ « |
Posted by: QISA 7 Aug 2020, 09:19 |
სანსევიერიას ფოთლები უფუჭდება, შავდება და რა ვუშველო, მოვაჭრა? სადამდეც დაზიანებულია იქამდე? და რატო ემართება? მადლობა. |
Posted by: E madame 8 Aug 2020, 12:41 |
პილეა მაქვს ოთახში საძიებელში ბევრ სხვა ყვავილთან ერთად. ფოთლების უკანა მხარეს აქვს თეთრი წინწკლებივით მტელ ფოთოლზე ვფიქრობ რომ ბუზის ან რამე მწერის კვერცხებია ყოველ ჯერზე ვაშორებ ვასუფთავებ მაგრამ მეორე დღეს ისევ აქვს. არ აქვს არცერთ სხვა ყვავილს ... როგორ ვუშველო ანუ პარაზიტების საწინააღმდეგო არასდროს არაფერი დამჭირვებია და არ მიხმარია და წარმოდგენა არ მაქვს რა ჯობია და როგორ. გქონიათ ესეთი შემთხვევა? რას მირჩევთ. |
Posted by: 死海. 8 Aug 2020, 13:08 |
E madame ახალი ყვავილია? მიწაში ეყოლება რამე ბეგონია ვიყიდეთ და მასე ჰქონდა ამასაც, მაღაზიიდან მოყვა. გავასუფთავეთ და ჯერ აღარ ჩანს ახალი წინწკლები. ცალკე დავდგი, სხვებს რომ არ გადასდოს, დავაკვირდები. |
Posted by: E madame 8 Aug 2020, 13:25 |
死海. ხო ანუ სხვებს არ აქვს არაფერი ამას აქვს მხოლოდ უნდა გადავრგო სხვა ქოთანში და მიწაც გამოვუცვალო. ხო ახალია სხვებთან შედარებით. |
Posted by: Pickering 8 Aug 2020, 20:46 |
QISA ლპება ალბათ. წყალი შეუმცირეთ. E madame ეჭვი მაქვს,რომ სოკოვანი დაავადებაა ხშირი მორწყვით და მუდმივი ტენით გამოწვეული. |
Posted by: 死海. 9 Aug 2020, 20:12 |
შევკრიჭე დღეს კაქტუსები იმედი მაქვს არ დახმებიან! ვეცადე ცუდი ტოტები მომეჭრა, ძველი და ქვემოთ დაშვებული |
Posted by: E madame 11 Aug 2020, 09:27 |
Pickering გადავრგე გადავყარე ის მიწა საერთოდ მთლიანი ყვავილი გავრეცხე ფესვებიც კი გავურეცხე და ახალ მიწაში ჩავრგე აღარაფერი აქვს ეხლა. მშვენივრადაა ყოჩაღად. |
Posted by: george_chyo 20 Aug 2020, 12:51 |
ჩინურ ვარდზე მაქვს შემდეგი პრობლემა: ფოთლები უყვითლდება უკვე 3-4 თვეა, ასევე ფოთლის ძირში იკეთებს წებოვან მასას, ორი დღეა რაც ფოთლებზე შავი ლაქები გაუჩნდა და ინტენსიურად ცვივა. შემდეგი პრეპარატები მირჩიეს, რომლებიც 10 დღის ინტერვალით დავასხი, მაგრამ შედეგი არ გამოიღო (პირველი დასხმიდან რამოდენიმე დღე ნაკლები ფოთოლი უყვითლდებოდა და ცვიოდა). იქნებ იცოდეთ რა ვუშველო. |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 20 Aug 2020, 20:42 |
george_chyo წყალი სად მიდის ამ ქოთანში? ვფიქრობ ზედმეტი ტენის თემაა ამავდროულად კარგია თუ კვებას დაიწყებ თხევადი სასუქებით |
Posted by: george_chyo 21 Aug 2020, 10:31 |
M-A-S-E-R-A-T-I დრენაჟი ყრია ძირში... წყალს 3 დღეში ერთხელ, მიახლოებით 1-1.5 ლიტრს ვუსხავ. შავი მარგალიტის მიცემაც ვცადე მაგრამ უშედეგოდ. |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 22 Aug 2020, 10:20 | ||
george_chyo
დრენაჟი არ შველის საქმეს თუ წყალი დგება არანაირი დრენაჟი არ შეცვლის სიტუაციას არ ვიცი ეს ქოთნები საერთოდ როგორ მუშაობს მაგრამ ვფიქრობ კონკრეტულად ამ მცენარეს არ გამოადგება უმჯობესია ღია ქოთანში იყოს თეფშით და აკონტროლო ფესვებში წყალის რაოდენობა |
Posted by: george_chyo 24 Aug 2020, 12:28 |
M-A-S-E-R-A-T-I ბევრ წყალს არ ვასხავ რო ჩადგეს... გუშინ მიწის 80% გამოვუცვალე და ფოთლები "ფენდონა" -თი შევწამლე (არ ეტყობა, მაგრამ იქნებ რამე ჭია აზიანებს). ვნახოთ რამეს თუ უშველის ეს პროცედურა. |
Posted by: Copula 21 Oct 2020, 01:55 |
ლამაზი ქოთნების არჩევანი სად არის თბლისში? ოთახის ყვავილისთვის მინდა. მადლობა. |
Posted by: ia-viola 20 Nov 2020, 15:30 |
ჩემს ეზოში ვარდები ისე ყვავიან, ვერ გაიგებ ნოემბერია თუ მაისი. სეზონის ბოლო გაფართხალება |
Posted by: aabbaa 28 Nov 2020, 20:14 |
რა მაინტერესებს ალოეს ფესვიდან,ძიეში ამოსული პატარები,როდის.უნდა მოვაცილო გაზაფხულზე? და წყალში ჩავდო მერე,თუ ეგრევე დავრგო ცალკე? |
Posted by: uqimerioni 9 Dec 2020, 16:40 |
;ლმესლკგვნსლკგვნსკლგვნსკგვნკსნკსნკსნკდნკნფ |
Posted by: sაlოmეa 10 Dec 2020, 14:23 |
შობის ყვავილს რაიმე განსაკუთრებული ტემპერატურა და მოვლა სჭირდება ? |
Posted by: Pickering 10 Dec 2020, 22:04 | ||
aabbaa
იდეაში ალბათ გაზაფხულზე ჯობია.თუმცა მე ახლა გავაკეთე,8 შვილი ამოვაცალე(აქედან ფესვით მხოლოდ 2 ამოვიდა) და ცალკე ჩავრგე. გაცნობებთ რას იზამენ,ჯერერობით კარგად არიან |
Posted by: Master_Nick 11 Dec 2020, 09:19 | ||
აბა ეგ რომელია? შობის ყვავილში რას გულისხმობ? |
Posted by: PAINKILLER 11 Dec 2020, 10:48 | ||||
მე რაც ინტერნეტში წავიკითხე, დაახლოებით ოქტომბრიდან უნდა სინათლის დრო შეუმცირო და ცოტა სიგრილეში ამყოფო რომ ფოთლები გაუწითლდეს |
Posted by: sაlოmეa 11 Dec 2020, 15:34 |
Master_Nick აი კი რაც დადო ის PAINKILLER აი ცოტა სიგრილე სად ვნახო სახლში ეგ აღარ ვიცი :/ |
Posted by: Pickering 11 Dec 2020, 20:02 |
sაlოmეa ეუფორბია იგივე პუანსეტია ქვია მაგას.ინტერნეტში იქნება ინფო. პრეტენზიულია. რამდენიმე დღით სულ სიბნელეშიც დებენ,რომ გაწითლდეს |
Posted by: Harrison Stafford 14 Dec 2020, 19:27 |
რა როჟაა ჩემი ბროწეული ვერ გავიგე რა, შარშან ამ დროს უკვე ტიტველი იყო რატო არ ყრის ფოთლებს ?? |
Posted by: Universe´ 29 Apr 2021, 13:35 |
ბზა მოიტანეს. გადავწყვიტე ქოთანში ჩამერგო, დაფესვიანების შემთხვევაში ეზოში გადასატანად. მივუდგი გვერდით ოთახის ყვავილს, რომელიც ტოქსინებს იწოვს, ასუფთავეს ჰაერს. მეორე დღეს გაყვითლებული დამხვდა მოვძებნე და მომწამვლელ ალკოლოიდებს შეიცავს თურმე ბზა მაგიტომაც თუ აქვს ის უსიამოვნო სუნი |
Posted by: სერაფიტი 14 May 2021, 19:23 |
ყავის ხეს როგორ უვლით? რაც ინტერნეტში წერია, ყველაფერი გავითვალისწინე და მაინც გახმა რამდენიმე ძირი. ქოთანში ბუჩქადაა ჩარგული 10-მდე ძირი და 3 გახმა |
Posted by: pamplona 16 May 2021, 07:42 |
ამას რა უნდა ? რაც მოვიძიე ინტერნეტში არაფერი არ დევს ამის შესახებ ქართულად, რაღაც არეულად წერია, ბორდო უშველის? |
Posted by: PAINKILLER 18 May 2021, 23:29 |
pamplona მგონი ჩემი ყვავილიც მაგ ჯიშისაა და ხომ არ გახსოვს რა ჰქვია? ადრეც მქონდა ასეთი ცოტა განსხვავებული ფორმის და ფერის, სახელიც ვიცოდი მაგრამ დამავიწყდა |
Posted by: webdesigner93 31 May 2021, 08:23 |
გამარჯობა , ჩრდილში დასარგავად რას მირჩევთ ? ნათელი ოთახია , მაგრამ მზის პირდაპირი სხივები არ ხვდება მაგ ადგილას , რომელი მცენარე გაიხარებს ? ბარაქის ხე მომწონს მაგალითად და ეგუება მსგავს პირობებს ? |
Posted by: kaxanoza 11 Jun 2021, 15:50 |
სალამი ჩემს ემონიუმს ახლახანს დაეტყო მოწყენილობა, შევამჩნიე, რომ თეთრი პარაზიტები ყავდა ღეროებზე უფრო, ფოთლებზე არა დავუწყე სოდიანი წყლით (1ლიტრაზე 1 ჩაის კოვზი) შესხურება თავიდან უშველა, უცბად მოღონივრდა, პარაზიტები ისევ ჩანს ღეროებზე, თუმცა მგონია, რომ მკვდარი ფორმით... 4-5 დღე დილა საღამოს ვასხურებდი სოდიანი წყლის ნაყენს. საკმარისია ვითომ? რას მირჩევთ სახლის პირობებში ხალხურ მეთოდს უფრო, ჯერ არ მინდა ქიმია ეს შეხურებული წყალი ვფიქორბ ნიადაგში ჩავიდა და ავნებს რამეს ვითომ?? |
Posted by: dishosdzisdze 12 Jun 2021, 16:14 |
kaxanoza სოდიანმა წყალმა შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს... " აქტარა" შეიძინეთ, გახსენით წყალში და შეასხურეთ!!! 10-14 დღეში გაუმეორეთ, რომ ახლადგამოჩეკილი პარაზიტებიც დაიხოცოს... პრევენციისთვის შეიძლება ორ კვირაში კკიდევ შეასხუროთ ... |
Posted by: tomhardy 26 Jun 2021, 02:43 |
გამარჯობა ხამედორეას როგორ მოვუარო ? კვირაში ერთხელ ჯობია წყალი დავუსხა თუ ორჯერ ? ზოგი ამბობს ერთს ზოგი ორს და დანამვა თუა საჭირო ფოთლების და ასევე მაინტერესებს აივანზე ხო არ უნდა გავიტანო ხოლმე ... მოკლედ რაც იცით რო მითხრათ მადლობა წინასწარ |
Posted by: GIGABYTE77 1 Aug 2021, 05:11 |
გამარჯობა "Delosperma Cooperi" საქართველოს ფარგლებში სად შეიძლება ვიყიდო ხომ არ იცით ვინმემ? ან იქნებ ქართული დასახელება იცოდეთ, თორემ ლათინურით შორს ვერ მივდივარ; სადაც ვიკითხე არც იცოდნენ და სასაცილო სიტუაციაც შეიქმნა. მიდი და უხსენი. მოკლედ მადლობა ესეც ფოტო » სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ « |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 1 Aug 2021, 14:22 |
GIGABYTE77 სავაჭრო ცენტრი საბას ეზოშია ლამის ველურად ცოტას თუ "აიღებ" არავინ იქნება წინააღმდეგი ვფიქრობ |
Posted by: GIGABYTE77 2 Aug 2021, 02:40 | ||
მართლა? მაგარია! მივალ აუცილებლად. მადლობა დიდი. |
Posted by: ashley judd 23 Aug 2021, 23:55 |
Კედელზე ასაშვებად რამე ლამაზი და სწრაფადმზარდი ხვიარა მცენარე მირჩიეთ გთხოვთ |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 26 Aug 2021, 20:26 | ||
ashley judd
Parthenocíssus quinquefolia |
Posted by: perpetua2 27 Aug 2021, 08:36 |
მეგობრებო, ეს გვაჩუქეს და არ ვიცი რა მცენარეა. ვინ იცის რა ქვია და როგორ უნდა მოვუარო? მადლობა წინასწარ * * * ვერ დავადგინე რა მცენარეა |
Posted by: Trump 27 Aug 2021, 09:42 |
ყველაზე ნორმალური ფასები რომელ მაღაზიაშია? ოთახის მცენარები თუნდაც გარეთ დასარგავი. |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 28 Aug 2021, 11:55 | ||
Trump
არსად კერძოდ შეიძინო სჯობს |
Posted by: donkosta 3 Sep 2021, 11:42 |
სალამი https://www.ebay.com/itm/254872143120?hash=item3b57904510:g:XgAAAOSwa-Fc8A3I ეგეთს ვერ ვიყიდი თბილისში ვერსად? |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 3 Sep 2021, 14:15 |
donkosta ორქიდეების ჯგუფში გაწევრიანდი ფეისბუქზე იქ დაგაკვალიანებენ უფრო |
Posted by: NankA2203 21 Sep 2021, 20:20 |
გამარჯობა მეგორბებო. აზალიას დაუჭკნა და სცვივა ფოთლები. რა ვუშველო? |
Posted by: GIGABYTE77 24 Sep 2021, 05:28 |
ვიპოვე ეს სიკოხტავე |
Posted by: katrini 18 Oct 2021, 17:48 |
Trump მე ფლორატოში ვყიდულობ, ხშირად აქვთ ფასდაკლებები |
Posted by: Σοφία 21 Oct 2021, 14:09 |
დაასახელეთ ერთი ან რამდენიმე ყველაზე ელეგანტური ყვავილოვანი მცენარე ოთახისთვის |
Posted by: Universe´ 8 Nov 2022, 16:54 |
თეთრი გუნდა <3 |
Posted by: aabbaa 15 Dec 2022, 10:18 |
Universe´ რა მცენარეა? ულამაზესია |
Posted by: Universe´ 15 Dec 2022, 14:40 |
aabbaa ჰო, ლამაზია <3 ჰემანტუსი ჰქვია https://yvavilebismovla.ge/yvavilebi/392-hemantusi.html |
Posted by: SabaGEO 12 Jan 2023, 04:25 |
თესლიდან გავზარდე, შვილივით ვუვლი <3 |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 12 Jan 2023, 21:20 |
SabaGEO ავოკადო? _________________ |
Posted by: SabaGEO 13 Jan 2023, 17:26 |
M-A-S-E-R-A-T-I ბულგარული წიწაკაა, კიდე ორი მაქვს ასეთი, მეტი მქონდა, მაგრამ რამოდენიმე გავაჩუქე, რაც დავთესე მოულოდნელად ყველა გაიზარდა :დ რამოდენიმე პამიდორიც მაქვს |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 13 Jan 2023, 21:55 |
SabaGEO ყოჩაღ) ჩემთან აივანზე გაიზარდა მისით წიწაკა 17 ცალი მოისხა დიდები საკმაოდ. პომიდორი ჯერ არა მაგრამ მოგვიანებით შეგიძლია გადაიტანო მოზრდილ ქოთანში მთავარია ყვავილობისას არ შესცივდეს თორე დაყრის |
Posted by: SabaGEO 15 Jan 2023, 01:38 |
M-A-S-E-R-A-T-I მადლობა, ასევე ყოჩაღ, რამდენი ხანი დასჭირდა რომ გაზრდილიყო? რამდენად ხშირად რწყავდი? ბულგარული წიწაკა იყო ეგეც? სამწუხაროდ აივანი არ მაქვს და გარეთ ვერ გავიტან, ბულგარულ წიწაკაზე წავიკითხე რომ მზის სინათლის გარეშე ნაყოფს ვერ გამიოტანს, ამიტომ დეკორატიად დარჩება, თან აქ მარტის ბოლომდე ცივა და ფანჯრის რაფაზე დადებასაც აზრი არ აქვს. |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 17 Jan 2023, 13:49 | ||
SabaGEO
არა ეს ჩვეულებრივი წიწაკა იყო გაწითდა მერე ზედვე კაი ცხარე გამოდგა , მე აივანზე მქონდა მზე აუცილებელია ოთახში გაუჭირდება დამატებითი განათების გარეშე |
Posted by: SabaGEO 18 Jan 2023, 03:13 |
M-A-S-E-R-A-T-I ჰო მართალი ხარ, გაუჭირდება მაგრამ პატარა იმედი მაჯნც მაქვს რომ ნაყოფს გამოიღებენ. აი ასე მაქვს მოწყობილი, სპეციალური grow lights მაქვს ნაყიდი. |
Posted by: aabbaa 16 Feb 2023, 17:03 |
მეც მქონდა რა, მაქვს ჯერ კიდევ დეკორატიული წიწაკა, მაგრამ მოიწყინა. აივნიდან რაც Შემოვიტანე დაყარა ყურები. ვნახოᲗ გაზაფხულამდე Თუ გასტანს. ეგებ გამოცოცხლდეს. |
Posted by: Universe´ 20 Jul 2023, 22:48 |
დრაკონის ყვავილი მაჩუქა დრაკონების პატარა მომთვინიერებელმა ჰოდა, სამი დღე ვუყურე (თითქოს მიძინებულია და ამიტომაა ასეთი... სხვანაირი) სანამ ოთახში შემოვუშვი. |
Posted by: kaxanoza 15 Sep 2023, 13:07 |
სალამი. ირმის რქა ვიყიდე გაზაფხულზე. მალევე შევამჩნიე მსგავსი დაავადება ფოთლებზე, ზაფხულში შევაჭერი ყველა ტოტი, ამოვიდა ახალი და ისევ ეს ავადმყოფობა. ჭირს. ვერ მეტყვით რა ხდება და სახლის პირობებში თუ შეიძლება მკურნალობა? |
Posted by: Essiittaaa 8 Mar 2024, 00:19 |
გამარჯობა, კესანებს ვიყიდი სადმე? ვერსად ვნახე, აქ ხომ არ ყიდით ვინმე? |