შენ რომ დაიბადე,მე გავიზარდე
თუ ვინმე მეტყვის რატომ მიყვარდი მხრებს ავიჩეჩავ და სიგარეტს გავაბოლებ
მე რომ შენთან მოვდიოდი წვიმაში მოვხვდი,რომელიც შენ გამოიწვიე.
მოვედი და კარები ჩამიკეტე. შემოვამტვრიე და დამემალე. გეძებდი და ვერ გიპოვე.
რაო რა მინდაო?
შენც არ იცი ხომ
ახლა კოპიტნარის გზას ვადგანვარ და რაღაცნაირი სევდა დამეუფლა. მალე მივალ სახლში და ჩემს ლოგინზე წამოვგორდები.
ჩავრთავ რამე ფილმს და ყავას მივირთმევ. ასე იქნება ყოველი დღე ახალ წლამდე. ახალი წლის ღამეს მაგრად დავთვრები,გავძღები,ძველ მეგობრებს ვნახავ და იმედის თვალით
შევხვდები ახალ წელს
არა,რთული დიდი რომ ხარ! ბავშვობაში როგორ ასწორებდა დილას თოვლის დანახვა,ხლაპუშკების გასროლა და გოზინაყის
დაგემოვნება,თითქოს ეს ყველფერი გაქრა ბავშვობასთნა ერთად.
დიდი ხანია უკვე აღარ მიხარია არაფერი და ავოტმატურად ვაკეთებ ყველაფერს...
ჰმ..არადა როგორი იმედებით ვიყავი წლების წინ და როგორ მჯეროდა რომ რაიმე ღირებულს გავაკეთებდი,თუმცა ისევ იმედიებით ვარ აღვსილი რეალობას თანდათან ვუწორებ თვალს.
ჰეი,რამდენი წელია დავკარგე უაზროდ და ვეღარავინ დამიბურნებს იმ წლებს,ხოდა თუ ასე გავაგრძელებ-ისევ დავკარგავ იმას რაც ყველა ეპოქაში ფასეული და ძვირფასი იყო-ანუ დროს!
თოვლის ბაბუა თავისთვის ზის ბუხართან და კითხულობს წერილებს და საინტერესოა ფიქრობს რამეს ?
იქნება მისი გონება შემდეგი აზრებით არის დაკავებული:ოხ,ეს ადამიანები-ღმერთის გამოგონება არ იკმარენ და მეც მომიჩინეს ადგილი. ხელის განძრევა არ უნდათ და ჩემს
იმედზე არიან. ჰეი,ბაბუ შეკაზმე შენი ირმები,ჩამოხტი ბუხარში და გაგვახარე...
აბა ბიჯო,თქვენ როგორც იტყვით. ამ ირმებს შენაახვა არ უნდათ ? არა ნაფთობი და ეკონომიკური კრიზისი არ მოქმედებს ამათზე,მაგრამ ჭამა ხომ უნდათ ?
ან ის დებილი ელფები რომ დამყვებინა მაგათ როგორ ფიქრობ შენახვა არ სჭირდებათ ? ამ ყველფერს თავი გავნაებოთ და ბუხარში ჩამოხტომა რა ვალია?!
ვინც ეგ მოიფიქრა იმის ოჯახში მენახოს ემზარ კვიციანი მეკვლედ.
რა ბუხარი,ბიჯო აი რა ბუხარ ?
ყოველ წლის ბოლოს დიეტაზე ვდგები რომ მაგ დედააფეთქებულ ბუხარში ჩავეტიო ამხე თოვლის ბაბუა კაცი.
ამ ბოლო დროს დუნკანის დიეტა თუ რაცა ეგ დავიწყე და ლამის წევიღე წერილი და მერე ვინ ჩემი გრინჩი მოვიდოდა თქვენთან მაგასაც ვნახავდი.
არ,შემჭამეთ ბიჯო! მეც მინდა ახალ წელს დასვენება და საჩუქრები
მე არ მიდნა განა მოფერება უანგაროდ და მაროტობის გაქარვება ?
არა რა,ოხ ეს ზარმაცი ადამიანები! ყოველთვის სხვას რომ აკისრებთ პასუხისმგებლობას და ზღაპრებით ცხოვრობთ. ზღაპარი ყოვეთვის სასტიკია ისევე როგორც ცხოვრება უბრალოდ
ლამაზი დასასრულის გამო გიყვართ...ცხოვრება ისე არასოდეს სრულდება რომ უკნაყოფილობის გრძნობა არ დაგიტოვოს.
ჰო ჰო თუ როგორც არის
მოვალ ისევ ამ ახალწელს და მოგილოცავთ თქვენ მუქთახორებო