ეს ახლა ნორმალური არის? 2000 და მეტითაც უნდა დაჯარიმდეს
პრემიემინისტრობა უნდა და ქვეყანაზე ზრუნვის ამბიცია აქვს არადა ტიპს
პიტალო . . .
დემონსტრაციულად ვარღვევ თვითიზოლაციის წესს” – გიორგი ვაშაძე
https://netgazeti.ge/news/513883/ 24.01.2021
“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის გიორგი ვაშაძის თქმით, მან დემონსტრაციულად დაარღვია თვითიზოლაციის წესი და აშშ-დან დაბრუნების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციაზე მივიდა.
“ბატონო გახარია, პერსონალურად, სიმბოლურად და დემონსტრაციულად ვარღვევ თქვენ მიერ დაწესებულ წესს – არა ვარ სახლში, ვარ გარეთ. ხელში მიჭირავს ტესტის პასუხი, რომლითაც ჯანმრთელი ვარ და მითხრარით, რატომ უნდა ვიჯდე სახლში?” – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ვაშაძის თქმით, გონივრული წესები და შეზღუდვები უნდა დარჩეს, თუმცა არა ისეთი ტოტალური, როგორც ახლაა.
ეს გ ანცხადება ვაშაძემ მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართულ აქციაზე გააკეთა, რომელსაც სამოქალაქო აქტივისტები, ბიზნესის სფეროს წარმომადგენლები და პოლიტიკოსები ესწრებოდნენ.
აქციის ორგანიზატორების თქმით, მთავრობას სამთო-სათხილამურო კურორტებზე შეზღუდვის მოსახსნელად 48 საათს აძლევენ.
“ჩვენი მოთხოვნაა სამთო-სათხილამურო კურორტების გახსნა, იმ უტოპიური შეზღუდვების მოხსნა, რომელიც ყველას აზარალებს. ახლა ვმუშაობთ იმ საკითხზე, თუ რა იქნება ჩვენი შემდგომი ნაბიჯები, თუ ხელისუფლებამ არ შეისმინა ეს ყველაფერი. პიკეტირება ერთ-ერთ ვერსიად განიხილება და 48 საათში დაანონსდება ყველაფერი”, – აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გეგა სალუქვაძემ.
This post has been edited by მაწო:-) on 24 Jan 2021, 20:00