მოკლედ პური უკვე გაძვირდა .
MONTYსწორია შედარება რაც ბოლო პოსტში წერია და სახელმწიფომ მაქეთ უნდა აიღოს გეზი რომ ქვეყანა განვითარდეს და არა აკრძალვებით.
პირიქით როცა ხედავენ ტვირთბრუნვები იზრდება და ქვეყანა ამით შემოსავალს იღებს , უფრო უნდა განავითაროს რო მეტი შემოსავალი მიიღოს და 21 საუკუნის გამოწვევებს ფეხი აუწყოს და ლამაზად გაკეთებული 3დმაქს ვიდეოები და ფოტო რენდერები რეალურად გაკეთდეს და ასეთი პროექტებით იხეირებს სახელმწიფო ხალხი. ხოლო იმ გზით რასაც უნდათ რო ხალხის გაჭირვების ხარჯზე და ჩუმად იჩალიჩონ იხეირებს
კონკრეტული ჯგუფი მინისტრის ჩათვლით.
ჩვენ გვინდა რო ბევრი ტურისტი ჩამოვიდეს და ფული დახარჯოს საქართველოში. მაგრამ მყისიერად 10 ჯერ რო გაიზარდოს ტურისტების შემოდინება გაჭირვებული ფენა უარეს დღეში აღმოჩნდება და ეხლა თუ ვინმე როგორმე ახერხებს ცოტა დაისვენოს თავის ქვეყანაში , ვეღარ შეძლებს. (კონკურენციას ვეღარ გაუწევს თავის შემოსავლებით უცხოელს
ჰაფარჩაკებული ლარის პირობებში. უცხოელს მგზავრობა 15$უჯდება და სადილი 3 პერსონაზე 30 $ რაც მისთვის იაფია და სასტუმროს ნომერი 100$ ნაკლები და ქართველს 45 ლარი და მინ 80 ლარი და ეგეთი ღირებულების ნომერში 1 კვირით ბევრი ვერ ისვენებს .
ზაფხულში მატარებელში 10 ადამიანიდან საშუალოდ 7-8 არის უცხოელი. ბილეთის ფასით კი არ უნდა ზღუდავდნენ ტრაფიკს ,პირიქით უნდა ანვითარებდნენ რკინიგზას იგივე შტალდერის მატარებლებით . ამ მატარებელს შეუძლია ბათუმში კარგი გზით 3.5 საათში თავისუფლად ჩავიდეს . ეხლა 5 საათი უნდა და რკინიგზაზე ტვირთები 10 ჯერ რო გაიზარდოს და სამგზავრო მატარებლებიც რო დაემატოს . ასევე შესაბამისად აზერბაიჯანს და სომხეთსაც გაეზრდება ტვირთბრუნვა , გონიერი მინისტრი ალბათ მაგასაც აკრძალავს . ჯერ რაც არის იმას მალე დედა აღარ ეყოლება ეგეთ დატვირთვაზე და გაქვს ინფორმაცია დაბალ საფეხურებზე თანამშრომლები რა პირობებში და რა ხელფასებზე ყავთ??
ნორმალურ კაფე რესტორნებში სტუმრების 80% არის უცხოელი სტუმარი . ელემენტარულ საბაზრო პრინციპზეა აწყობილი მოთხოვნა მიწოდება და მზარდი ფასი .