ევროკავშირმა საკვებში მწერების გამოყენება დაუშვა. 2023 წლიდან ჭრიჭინას და ფქვილის ხოჭოს ჭუპრისგან დამზადებული ფქვილი შეიძლება გამოყენებულ იქნას კვების საწარმოებში, საცხობებში და სასურსათო პროდუქტებში.
2021-2022 წლებში მწერებისგან დამზადებული პროდუქტების გლობალური ბაზარი, FAO-ს შეფასებით, დაახლოებით 1 მლრდ დოლარი იყო, 2023 წელს, ევროპასა და ლათინურ ამერიკაში ახალი ბაზრების გახსნის გამო, FAO უმნიშვნელო ზრდას ელის - 1,2 მლრდ დოლარამდე.
ევროკომისიამ მწერებისგან ფქვილის წარმოების და ევროკავშირში გაყიდვის უფლება ორ კომპანიას - ვიეტნამურ Cricket One Co.-ს და ფრანგულ Ynsect NL B.V.-ს მისცა. ნებართვები ხუთი წლის ვადით გაიცემა და ძალაში უკვე შევიდა.
ჭრიჭინას ფხვნილი შეიძლება გამოიყენონ პურში, ნამცხვრებში, მაკარონში, წვნიან კერძებში, ხორცისა და რძის შემცვლელებში, კარტოფილის პროდუქტებსა და შოკოლადში. მისი გამოყენებით დამზადებულ პროდუქტს არ შეიძლება ჰქონდეს ვეგანური ან ვეგეტარიანული ეტიკეტი.
მწერებისგან საკვების მწარმოებლები აღნიშნავენ, რომ ნედლეული იაფია და ეკოლოგიურად სუფთა. ამავდროულად, მყიდველების მნიშვნელოვანი ნაწილი კატეგორიულად აპროტესტებს საკვებში მწერების გამოყენებას. მაგალითად, იტალიელთა 51%-ი ამის წინააღმდეგია.
ექსპერტების აზრით, სხვადასხვა მწერები 7%-დან 48%-მდე პროტეინს შეიცავს, საქონლის ხორცში კი ცილის შემცველობა 19-26%-მდეა, კრევეტებში - 13-27%-მდე. მწერები შედარებულია სოიასთან, მაშინ ისინი კიდევ უფრო სასარგებლო ამინომჟავებს შეიცავს. FAO-მ ფქვილის ხოჭოს „განსაკუთრებით სასარგებლო და მკვებავი პროდუქტი“ უწოდა.
მომხმარებელთა კონსულტაციის ჰამბურგის ცენტრში მიიჩნევენ, რომ შეფუთვაზე წარწერა ყველასათვის ადვილად გასაგები უნდა იყოს, მაგალითად - „ნამცხვარი მწერებისგან ან „მაკარონი მწერებისგან.
ევროპაში მწერებისგან დამზადებული პროდუქტების გავრცელება 2012 წლიდან დაიწყო, როდესაც არაკომერციული ორგანიზაცია „მწერების, როგორც საკვებისა და საკვების ხელშეწყობის საერთაშორისო პლატფორმა“ (IPIFF) შეიქმნა; 2018 წლიდან ევროკავშირმა მწერების პროდუქტების რეალიზაცია კანონმდებლობაში „ინოვაციური საკვების“ ცნების დამატებით დაუშვა; 2021 წელს ევროპის ბაზრებზე კალიებისგან დამზადებული პირველი პროდუქტები გამოჩნდა, 2022 წელს კი - ფქვილის ჭიებისგან.
https://commersant.ge/ge/post/evrokavshirsh...oyeneba-daushvaგვწამლავენ ეს დედა #####ული კაპიტალისტები
ჯერ ხო ინგლისურად არ აწერენ ეტიკეტებს და მერე რამდენს შეატყუებენ მწერის ფქვილისგან დამზადებულ პიცას ან ბაგეტს
This post has been edited by sanfol on 31 Jan 2023, 16:07
მოკლედ ძალიან მიზერული თანამდებობაა მაგრამ გამისწორდა მაინც , ტყუილად არ მოუციათ ის 12 რეკომენდაცია Ⓒ White_Shark