ნამუსიც კაი საქონელია
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების მიწოდების შეფერხებაში ევროკავშირი დაადანაშაულა.
უნგრეთის მთავრობის მეთაური აცხადებს, რომ „ევროკავშირი ვერ გაუმკლავდა „ევროპელებისთვის ვაქცინების სწრაფად და ეფექტურად დარიგების ამოცანას“.
„უნგრეთი იძულებულია ვაქცინები ეძებოს იქ, სადაც ისინი მოიპოვება - ჩინეთსა და რუსეთში. დასავლური და აღმოსავლური ვაქცინა არ არსებობს, არსებობს მხოლოდ კარგი ან ცუდი ვაქცინა“, - განაცხადა ორბანმა.
უნგრეთში COVID19-ის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის გამოყენება უკვე დაიწყეს.
ქვეყნის პრემიერ -მინისტრმა ჩინური „სინოფარმას“ მიერ წარმოებული ვაქცინა გაიკეთა. უნგრეთმა ჩინური ვაქცინის 5 მილიონი და რუსული ვაქცინის 2 მილიონი დოზა შეისყიდა.
https://imedinews.ge/ge/covid19/189702/ungr...i-daadanashaulaდარწმუნებული ვარ
მიხუილო ამ ვითარებაში იყიდიდა რუსულ ვაქცინას
და მართალიც იქნებოდა
ამათ კი ქნაცების და ქნაცულიკების „ლიდერების“
წკავწკავის ეშინიათ
თბილისში ათასი კაცი რომ ვერ გამოუყვანიათ