მოგესალმებით, ამასობაში ამოიწურა ემიგრაციის თემის მესამე ნაწილიც და გადმოვინაცვლოთ ახალ თემაში, გავაგრძელოთ საუბარი ემიგრაციის შესახებ სხვადასხვა მიზეზების და მიზნების გამო წასვლაზე, საკმაოდ ნაყოფიერი და ინფორმირებული გამოდგა წინა სამივე ნაწილი, და იმედი ვიქონიოთ რომ არ შევწყვიტავთ და პირიქით მოვუმატებთ ერთმანეთის რჩევა/დარიგებას, შემართების მოცემას, და განმხნევებას იმისთვის რომ გავაძლიეროთ ერთმანეთი რათა გამოვადგეთ და მივაქციოთ ყურადღება ყველანაირ აქ დასმულ კითხვას თუ გაცემულ პასუხს, იმიტორო მან შეიძლება მომოვალი შეგვიცვალოს ჩვენც და ჩვენს ოჯახებსაც, გაუფრთხილდეთ ერთმანეთს და ვიზრუნოთ მომოვალზე, წარმატებებს გისურვებთ ყველა წამსვლელს და ამჟამად ემიგრაციაში მყოფ ხალხს.
დავამატებ რამოდენიმე სასარგებლო და ემიგრანტებისთვის საინტერესო პოსტს:
ამერიკაში თავშესაფრის თემები ვისაც აინტერესებს ვურჩევ უყურონ Well Founded Fear-ს (დოკუმენტური ფილმია თუ როგორ და რა ვითარებაში მიმდინარეობს ინტერვიუ. ინტერვიუს სწორად წარმართვა არის ერთ-ერთი უმთავრესი, რადგან აქ ირკვევა თვენი ბედი და მომავალი. თუ ინტერვიუზე "ჩაიჭერით", მაინც გაქვთ მეორე შანსი საემიგრაციო სასამართლოზე, მაგრამ თქვენი შეუსაბამო პასუხები აუცილებლად გადაეგზავნება ბრალმდებელს და იქ მოგიწევთ დამატებით ამის დასაბუთებაც, რაც ბუნებრივია, გიმცირებთ წარმატების შანსებს.
http://www.uscis.gov/sites/default/files/f.../form/i-589.pdfhttp://www.uscis.gov/sites/default/files/f.../i-589instr.pdfესეც თავშესაფრის მოთხოვნის აპლიკაცია და თანდართული ინსტრუქცია (ინსტრუქციაში კარგად არის ახსნილი არა მარტო თუ როგორ უნდა შეავსოთ აპლიკაცია არამედ რა მამტკიცებელი საბუთების წარმოდგენაა საჭირო თქვენი დევნის და შევიწროების დასამტკიცებლად (იქნება ეს დევნა რელიგიურ, პოლიტიკურ, რასობრივ თუ სექსუალურ ნიადაგზე).
ასევე ეს არის თავშესაფრის საკითხებზე მომუშავე ერთ-ერთი ყველაზე კარგი და ძლიერი ადვოკატის ბლოგი. ბევრი საინტერესო თემაა, რაც გამოადგება ვინც ფიქრობს თავის დასამკვიდრებლად ამ გზის არჩევას.
http://www.asylumist.com/ ; ამ კაცის სერვისი ჯდება $2400 (თქვენი საქმის მომზადება, ინტერვიუსთვის დატრეინინგება და საემიგრაციო სამსახურთან თქვენი წარმოდგენა. სასამართლოს შემთხვევაში უფრო ძვირია მომსახურება).
ხო კიდევ იმდენი განაცხადია ამჟამად მთავრობაში შესული, რომ ძალიან დიდი რიგებია. წელიწადზე მეტის მოცდაც კი შეიძლება მოგიწიოთ....
ესეც სტატისტიკა
http://www.justice.gov/sites/default/files...ZZZ104337.E.pdf რომ წარმოდგენა შეგექმნათ რამდენად რთულია ან მარტივი ამ გზის არჩევა....
postis avtori: canadian1988
პოლიტიკური თავშესაფარის მოთხოვნა საფრანგეთში - (Asile Politique ფრ. )
დავიწყებ იმით რომ საფრანგეთში თუ გადაწყვეტთ პოლიტიკური თავშესაფარის მოთხოვნას იდეალურ შემთხვევაში სასურველია ჩახვიდეთ პირდაპირ საფრანგეთში და აეროპორტშივე ან აეროპორტიდან გასვლის შემდეგ, სასურველ ქალაქში მოითხოვოთ პოლიტიკური თავშესაფარი და წარადგინოთ თქვენი პასპორტი. ამ გზით თქვენ მეტი შანსი გექნებათ მიიღოთ დადებითი პასუხი, რადგან თქვენი პირველი ნაბიჯი იქნება სწორი და კანონიერი;
თუ თქვენ გადაწყვეტთ მოითხოვოთ საფრანგეთში პოლიტიკური თავშესაფარი, მაგრამ საფრანგეთში მოხვდებით ევროპის სხვა ქვეყნიდან - გაითვალისწინეთ რომ თუ პოლიტიკური თავშესაფარის მოთხოვნისას წარადგენთ პასპორტს, იქ დაფიქსირებული იქნება რომელი ქვეყნიდან შეხვედით საფრანგეთში - ასეთ შემთხვევაში, საფრანგეთის სახელმწიფო უარს გეტყვით თავშესაფრის მოთხოვნაზე და გეტყვით რომ დაბრუნდეთ ევროპის იმ ქვეყანაში, რომელშიც პირველად შეხვედით, მაგ: თუ თქვენ საფრანგეთში წახვალთ საბერძნეთის ან იტალიის გავლით და პასპორტში დაფიქსირდება ამ ქვეყნების გადაკვეთა - თქვენ გეტყვიან რომ დაბრუნდეთ საბერძნეთში ან იტალიაში და სწორედ იქ მოითხოვოთ თავშესაფარი;
თუ თქვენ გადაწყვეტთ მოითხოვოთ საფრანგეთში თავშესაფარი პასპორტის წარდგენის გარეშე, ასეთ შემთხვევაში გიწევთ იმის თქმა თუ როგორ მოხვდით საფრანგეთში; ამიტომ - ტრაილერში ჩაგსვეს და ისე გადმოგიყვანეს საფრანგეთის საზღვრამდე - ეს ზღაპარი აღარ ჭრის; უფრო სწორედ მე ასე ვიტყოდი, რაც გსურთ ის მოყევით, გნებავთ ზღაპარი, გნებავთ ტყუილი, გნებავთ სიმართლე - ყველაფერს გულდასმით მოგისმენენ და ჩაიწერენ, მაგრამ აუცილებლად იმოქმედებს შედეგზე რომელიც იქნება - ნეგატიური;
პოლიტიკური თავშესაფარის მოთხოვნის პროცედურა:
მე კონკრეტულად ვისაუბრებ საფრანგეთის ერთ-ერთი რეგიონის, ბრეტანის დედაქალაქის - რენის პრეფექტურის შესახებ, რადგან ყველაზე კარგად ამ პრეფექტურას ვიცნობ; გაითვალისწინეთ რომ ყველა რეგიონის პრეფექტურაში განსხვავებული პროცედურაა;
ქალაქ რენში ჩასვლისას, პირველ რიგში გიწევთ მისვლა ორგანიზაციაში რომელსაც ქვია Aftam Pada Sao (მისამართი: 33 Rue Auguste Pavie, 35000 RENNES); ამ ორგანიზაციაში თქვენ გადიხართ პოლიტიკური თავშესაფარის მოთხოვნის პირველ ნაბიჯებს, სადაც გამოგკითხავენ საქართველოდან წამოსვლის მიზეზს და გზას - თუ როგორ ჩახვედით საფრანგეთამდე;
ამის შემდეგ დაგინიშნავენ შეხვედრას რენის პრეფექტურაში (Préfecture d'Ille et Vilaine მისამართი: 3 avenue de la Préfecture 35026 RENNES);
მოგცემენ მისამართს - წითელ ჯვარში (Croix Rouge Française მისამართი: 66-68 rue Dupont des Loges 35000 RENNES);
მოგცემენ ჯანმრთელობის დაზღვევას (Sécurité Sociale მისამართი: Cours des Alliés 35000 RENNES);
ბინა და საკვები:
ბინით უზრუნველყოფა ძალიან ჭირს; განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში, როცა ცხელა - რადგან ქუჩაშიც შესაძლებელია ღამის გათენება; ზამთარში - როცა ცივა, შედარებით ყურადღებიანები არიან, მაგრამ ადგილების მიხედვით; როგორც წესი, ბავშვიან ქალს ქუჩაში არ ტოვებენ, მაგრამ მარტოხელა კაცს ან ქალს - კი; ასეთი შემთხვევები დღესაც ბევრია, როცა ქართველებს, როგორც კაცებს ისევე ქალებს ქუჩაში უწევთ ღამის გათენება;
საკვებით გეხმარებიან, კვირაში ორჯერ;
შეხვედრა პრეფექტურაში:
პრეფექტურაში საფუძვლიანად გამოგკითხავენ თქვენი ვინაობის შესახებ, ასევე გზის შესახებ თუ რა გზით ჩახვედით საფრანგეთში და მიზეზი - თუ რატომ ითხოვთ პოლიტიკურ თავშესაფარს;
აგიღებენ თითის ანაბეჭდებს;
მოგცემენ სამ თვიან საბუთს, რომელიც არ გაძლევთ არც მუშაობის უფლებას და არც საფრანგეთის დატოვების უფლებას;
დაგინიშნავენ ფინანსურ დახმარებას, რომელიც შეადგენს 300 ევროს;
21 დღის განმავლობაში უნდა გააგზავნოთ თქვენი დოსიე, სადაც აღწერთ დეტალურად თქვენს პრობლემებს, რის გამოც დატოვეთ საქართველო;
სამი თვემდე ან სამი თვის შემდეგ მოგივათ პირველი პასუხი:
თუ თქვენი პირველი პასუხი იქნება ნეგატიური, გაქვთ უფლება გაასაჩივროთ, მაგრამ თუ თქვენ გასაჩივრების დროს არ წარადგენთ დამატებით დამამტკიცებელ დოკუმენტებს - გასაჩივრების შემდეგ მიიღებთ მეორე ნეგატიურ პასუხს და წერილი, რომელიც მოგთხოვთ ორი თვის მანძილზე დატოვოთ საფრანგეთის ტერიტორია - წინააღმდეგ შემთხვევაში იქნებით დეპორტირებული საქართველოში;
დოსიეს გაგზავნის შემდეგ თუ თქვენ გამოგიძახეს - დაგკითხავენ, თარჯიმანის დახმარებით;
(თუ თქვენ გყავთ თქვენთვის სასურველი თარჯიმანი - შეგიძლიათ მასთან ერთად წახვიდეთ, რადგან OFPRA-ს სამსახურში ზოგიეთი თარჯიმანი მოსყიდულია, რომელიც ცდილობს რაც შეიძლება ცუდად წაიყვანოს თქვენი საქმე)
პოზიტიური პასუხის შემთხვევაში, თქვენ მიიღებთ მუშაობის უფლებას და ათ წლიან რეზიდენტის კარტას, რომელიც უფლებას მოგცემთ თქვენი ქართული სამოგზაურო პასპორტის თანხლებით იმოგზაუროთ მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში - გარდა საქართველოსი; საფრანგეთში 5 წლიანი ცხოვრების შემდეგ გექნებათ უფლება შეიტანოთ საფრანგეთის მოქალაქეობის მოთხოვნა; ამისთვის აუცილებელია ფლობდეთ ფრანგულ ენას, ისე როგორც მესამე კლასის მოსწავლე ფლობს ფრანგულ ენას; უნდა გქონდეთ მისამართი; სამსახური და რაც მთავარია, არანაირი კრიმინალური დანაშაული; არც ქურდობა და არც ჩხუბი;
რჩევები:
თუ გადაწყვეტთ საფრანგეთში წასვლას და პოლიტიკური თავშესაფარის მოთხოვნას, პირველ რიგში ისწავლეთ ფრანგული ენა (და არა ინგლისური); გაეცანით საფრანგეთის კანონებს თუ რისი უფლებები გაქვთ; ნუ ენდობით სხვა ქართველებს და მეტიც, უკეთესი იქნება თუ საერთოდ არ დაიჭერთ მათთან ურთიერთობას;
კითხვები თუ გაქვთ, შეგიძლიათ მომწეროთ პერსონალური შეტყობინების დახმარებით ან პირდაპირ თემაში;
პატივისცემით;
პოსტის ავტორი:დადა
--------------
ემიგრანტების კანონი (არაპირდაპირი გაგებით) ყველგან ერთნაირი იყო არის და იქნება
1. რომელ ქვეყანასაც აირჩევთ წასასვლელად ჩაბარების ან სამუშაოს მიზნით, პირველ რიგში უნდა ისწავლო იმ ქვეყნის ენა (შენი ინგლისური არავის არ ჭირდება)
2. უნდა შეისწავლო იმ ქვეყნის კანონმდებლობა (ზოგადად, ემიგრანტების) რა პრივილეგიები ექნება ამა თუ იმ შემთხვევაში და საერთოდ აზრზე რომ იყო რა ხდება იმ ქვეყანაში
3. თუ რამე ხელობა შეგიძლია, ევროპელი აგიყვანს 100% სამუშაოდ, მაგრამ იმაზე ნაკლებ თანხას უნდა დათანხმდე რა თანხასაც უხდის იმ მომენტში სამუშაოს მომცემი ესე 30-35% ნაკლები
4. აქედანვე უნდა მიეჩვიო იმ შემთხვევას რომ შენ თუ მუშა ხარ უმდა გაგრძნობინებს შენი უფროსი რომ შენ დაბალი დონის ხარ ჩემთან შედარებითო
5. თუ სამუშაოს იშოვი მუდამ იმუშავე 1 საათით მეტი ვიდრე უნდა გემუშავა, (ეს გამოგადგება პირველი 6 თვის განმავლობაში )
6. რეგულარულად ეცადე საბუთების ოფიციალურად რომ გააკეთო, კონტრაქტები და ა.შ (შეიძლება ფულის გადახდა მოგიწიოს მეკონტრაქტესთან კონტრაქტის გამო (ქრთამი))
7. და რაც ყველაზე მთავარია შეიძლება ყველაფერი ზედმიწევნით გააკეთოთ მაგრამ დღეს დღეობით ევროპაში სამუშაოს შოვნა ძალზედ ძნელია მიუხედავად იმისა გექნებათ საბუთი თუ არა (თუ მამაკაცი ხართ მით უარესი, მამაკაცების სამუშაო უფრო ძნელად შაშოვნელია)
მთავარია ხალხო იმედი არ დაკარგოთ და იბრძოლოთ უკეთესობისკენ, დანარჩენი დროთაგანმავლობაში თანდათან მოვა
წარმატებები ყველას
პოსტის ავტორი:CORDOBA
ემიგრაცია - I ნაწილი
ემიგრაცია - II ნაწილი
ემიგრაცია - III ნაწილი
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
Who posted in: ემიგრაცია
Poster Posts
CORDOBA 70
ushuaia 61
avto68 55
khvaramze 52
marilina 49
Solveig 49
sazageli iezuiti 45
bigmaster 43
Otten 42
ucxo777 39
Harry Green99 38
cros 35
niako89 34
Twisom 33
LATITUDE 31
ani433 31
Topiary 29
Jorik 26
Nanuka444 26
რუსთაველი 25
@-MARIE-@ 22
chamss 21
shuka-shara 19
Livorno 18
levancho_kanada 16
karlo_karlosi 16
BadbadGirl 16
BUFFALOBILL 15
Nalbo777 15
GEORGIA007 14
დადა 13
TheLegend 13
Yin&Yang 13
iverski 12
ქართლოსი 12
Neno_ 11
kashka 10
ragezone 10
kokha12 10
CortinaDAmpezzo 10
east 9
მაჰათმა განდი 9
LАTITUDE 9
popins 8
ABAHE 8
yellow -fresh 7
Undercover15 7
will smith 7
ratom86 7
cireka 7
CADRMN 7
kaligula5 7
tms 7
fqvili 7
theodous 7
kvaratskhelia 6
nika877 6
georgia2015 6
რრედ 6
ressive 6
ninuca 6
babe777 5
Harlequ1n 5
brdzolisunariani 5
GIORGI088 5
makarena 5
boo-oops 5
Flicflac 4
rainbow jeanne 4
MRlurch 4
NIXON 4
Guluuu 4
osuji 4
elen7 4
Herail 4
toka_jambaza 4
polar 3
tako44 3
vatokifiani 3
ნინა411 3
Castro-Urdiales 3
goochi 3
salome3010 3
tristeza 3
Mrjokeri2012 3
გადადექი 3
nzaro 3
irmako55 3
Sony_Black 3
ani_10 3
Valentina001 3
SysOp 3
ni_ca 3
ikusha1994 3
3.14 2
Baiateo 2
GIO028 2
nikoliana 2
DINAMOFAN 2
keme-keme 2
gurami555 2
essen 2
nino877 2
mind_auger 2
RatiRati333 2
Mactavish* 2
teo111 2
Trumpet 2
foggyskogen 2
Andro_forza juve 2
mikron23 2
sims77 2
Me Elena 2
ig1988 2
irak888 2
manolis87 2
frajock 2
Philadelphia 2
Jonatahn_smith 2
mocekvave 2
utonega 2
webdesigner93 2
OFWGKTA 2
Huckleberry 2
ტერი 2
Kaiser 2
fermina 2
aprilschild 2
sokxrata 2
kaxa-masha 2
kaligula4 1
vano_tt 1
budzuna888 1
Primrose 1
mariolusi 1
celica 1
qiziyeli1987 1
Mateo Falcone 1
ალდე 1
krantika81 1
levani2014leo 1
DORO 1
nanikonanikooo 1
ZigZaglar_ 1
jackjack 1
Kebo 1
alexander21 1
bacho215 1
რაიკომის_მდივანი 1
titlikana qalebi 1
alamo 1
zura-bi 1
panorama8 1
Waters 1
gucci07 1
Venus_s 1
i-L-i-A-D-i-S-i 1
chipaa2 1
პიგიტო 1
wipoia 1
teo_charkviani 1
გიორგი XII 1
shshak 1
Domaci 1
Star_light 1
^Nos_ka 1
temo511temo 1
Pero 1
ზურა2011 1
Tikobucho 1
dato_sisauri 1
zviadi1990 1
Qutaiso 1
HarrisonHill 1
levani5445 1
garfilda1989 1
toro12 1
benito777 1
gia4147 1
amorzali 1
irakli1901 1
l30n 1
fixyou1 1
bgerto 1
მშვიდი 1
lasha-17 1
tikusha 1
mamukap 1
გღდ 1
Jack. 1
marikrusi 1
tami1987 1
VAMPIRE_W 1
Lockhead 1
justhappy 1
druides2000 1
limpompo 1
Cluviel_Dor 1
darlan 1
Excess2015 1
iPod 1
Werner Voss 1
iliko84 1
peoplez 1
Dolmena 1
რაც მე გავარკვიე ავსტრიაში არის დარჩენის 3 ვარიანტი პოზიტივის გარეშე
1.ინტეგრაცია რაც გულისხმობს სამუშაოს პოვნას და თავისი თავის შენახვას.
2. ხელობის სწავლა
3. ინტეგრაციის კურსებია და იქ სიარულს.
პოსტის ავტორი: khvaramze
--------------
(გერმანია) აქ ლეგალურად ჩამოსვლის და დამკვიდრების საშუალება ბევრი არა, მაგრამ მაინც არის.
1. უმაღლესი განათლება, ოღონდ სფეროებია შეზღუდული (ექიმი, ინჟინერი, IT)
2. სასწავლებლად ჩამოსვლა, დამთავრება და მერე 18 თვის მანძილზე სამსახურის მოძებნა და დამკვიდრება, ამ გზას ყველაზე დიდი მინუსი აქვს ის, რომ 8004 ევრო უნდა
გქონდეს გერმანიის ბანკში გაყინული. (1 წლის სახარჯო თანხა)
3. სხვადასხვა სასწავლო პროგრამებით წამოსვლა, მინუსი ის აქვს, რომ ძალზედ ძნელია მაგ პროგრამაში მოხვედრა და დამთავრების შემდეგ თუ არ ვცდები აუცილებელი
პირობა, სახლში დაბრუნებაა.
4. au pair - ოპერის პროგრამით ჩამოსვლა, მათთვის ვისთვისაც ზედა ჩამოთვლილი ხერხები მიუღწეველია, ეს არის იდეალური საშუალება აქ ჩამოსვლის და დამკვიდრების, აქ მეტს
5. ლტოლვილად ჩაბარება, რომლის დროსაც აქ დარჩენა პრაქტიკულად ნულის ტოლია.
ეს არის ის არასრული სია, რის საშუალებითაც შეიძლება გერმანიაში დარჩენა. დანარჩენს ალბათ დაამატებენ.
პოსტის ავტორი: avto68
This post has been edited by ჯიმი ლევი on 27 May 2015, 05:03