#57587652 · 2 Mar 2021, 20:12 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გილოცავ, მირზა!
* * * ქართლის მიწავ უტკბილესო, საყვარელო ქართლის მიწავ, ჩვენს ცხრათვალა დიად მზეს და ჩვენს ალისფერ დროშას ვფიცავ! ამ მწვანე ხეს, ძვლებზე გაზრდილს, ამ ლოდების ხავსს და ნაჟურს, კავკასიონს, ცამდე აწვდილს, ამ ბუჩქებს და იმ ქერა ნისლს, დილაობით შენ რომ იცვამ, დაცემულთა დაქცეულ სისხლს, დაღუპულთა ხსოვნას ვფიცავ, ქარსა ვფიცავ, ხეს რომ არხევს, სანამ ნისლებს შემოახევს, სააკაძის ხმალის ნატეხს, უკვდავებით ნათილისმარს, ნარიყალას წარსულ სახეს, აწ დარჩენილ ლიბოს ვფიცავ! ვფიცავ სვანის ნათქვამ ლილეს, ვფიცავ ჩემი ლექსის ნინევს!- თუ ოდესმე, როგორც ძველად, ამ ცას ვინმე შეგეცილოს... წმინდა ვალის მოსახდელად, უყოყმანოდ შეგეწირო. მოვკვდე ისე ღიმილმჩენი, ვით კვდებოდნენ გმირნი ძველად, რომ, სამშობლოვ, საქმე ჩემი დარჩეს შენდა სადღეგრძელოდ.
--------------------
הערשעל שמױקל פּינחס ירוחם קרוסטאַפֿסקי
|