ქვევით ვამბობ მაგაზე.
საღამოს 10 საათისთვის ასეთი ვითარებაა. ნაწილი მანქანების უხვევდა შადრევანთან თამარაშვილისკენ. ნუ ეს ცხადია იდეალური გამოსავალი არაა რადგან ავტობუსებს გზას უჭრიან 2 ადგილას შადრევანთან: როგორც ვაკის პარკის მხარეს კუთხეში ასევე თამარაშვილის მხარეს კუთხეში. ანუ ყველა ავტობუსებს ეფეთებიან. ეს ეწინააღმდეგება ამ სქემის მთავარ პრინციპს.
წერეთელზე ისევ ქაოსი იყო.
ჭავჭვაძის ვაკის პარკის მიმდებარე მხარეს ისეთივე სიცარიელე სუფევდა როგორც შუადღეს.
გამოსავალი შეიძლება ადვილად მოიძებნოს მხოლოდ ასფალტზე მცირეოდენი გადახაზვით, კოსმეტიკურად, რადიკალური ცვლილებების გარეშე. მაგრამ დარწმუნებული ვარ ეს იქნება ეფექტური.
ოღონდ ამას ახლავს 2 შეზღუდვა:
1. თამარაშვილიდან მარცხნივ წერეთელზე ამხვევი მანქანები გავლენ ჩოლოყაშვილზე მხოლოდ მარცხნივ; ვერ წავლენ მარჯვნივ ბაგები-წყნეთისკენ. (იმისათვის რომ ვაკიდან წყნეთისკენ წახვიდე შეძლებ მოატრიალო თამარაშვილზე ქვევით ყოფ. ამიერკავკასიის მოხატულ შენობასთან და ამოხვიდე თამარაშვილიდან) ჩადგები საბურთალოს ნაკადში, თუ არადა მაშინ ჩოლოყაშვილზე იქნება 3 ტაქტიანი შუქნიშანი.
მე-2 შეზღუდვა: სულ ბოლო შუქნიშანი თამარაშვილის (სკვერთან) უნდა აციმციმდეს, ანუ ქვეითი გზაზე უნდა გადავიდეს ახალი დამატებული შუქნიშანი რომაა თამარაშვილის 11 ნომერთან ცოტა ზევით (სადაც ავტობუსი დიაგონალზე ეწყობა). შემდეგ ეს ქვეითი გადავა წერეთლის მეორე მხარეს, როდესაც ავტობუსის გასატარებლად სამანქანო შუქნიშანი ჩაიკეტება. (იმედია შუქნიშნების ჩაკეტვა ამ განშტოებაზე მოხდება როცა მხოლოდ ავტობუსი მოდის. ჭკვიანმა შუქნიშანმა მინიმუმ ეს მაინც უნდა შეძლოს იმედია.)
სულ ეს არის.
მეორე მცირე პრობლემა არ ეხება თამარაშვილს: ჭავჭავაძის დასაწყისი გაძეძგილია შუქნიშნებით, ააციმციმეთ შემდეგი შუქნიშნები: ჭავჭავაძის 5 ნომერთან, ატენთან (?), პიქსელთან. ძაან ახლო ახლოსაა. იქვე ისედაცაა სხვა გადასასვლელები.
მირცხულავაზე მარცხნივ შეხვევამ თუ(?!) იმუშავა დარჩეს რა... ვნახოთ.
სხვა მხრივ პრობლემებს მე ვერ ვხედავ. რაც მთავარია ავტობუსები ძაან ასწრაფდა და რაც მთავარია მათმა მძღოლებმა იმ ჯოჯოხეთს დააღწიეს თავი. ეხლა იმედია მანქანების მძღოლები არ აღმოჩნდებიან ჯოჯოხეთში. ჭავჭავაძე საგონკაო არაა მაგრამ შაბათს როგორ ვერ უნდა გაიარო 25-30-ით მაინც?!
იმედია ამას გაითვალისწინებენ. თუ არადა აგერ მოვა ორშაბათი და დაიწყება საგიჟეთი. ხვალ აქვთ დღე რო ეს გადახაზონ.
პს წერეთელზე რეალურად არის 6 ზოლი დავთვალე. თუ მარცხნივ პარკინგს(?) მოაშორებენ არის 6 (ისე წერეთელზე ეგ მარცხენა უფუნქციო ზოლი რას ემსახურება საინტერესოა ერთი ძველი უნომრო მანქანა იდგა). 2 ზოლი დაეთმოს დაღმა დამშვებებს საბურთალოსკენ. 3 დაეთმოს საბურთალოდან მომავლებს. და 1 ვაკიდან მომავლებს(ყველაზე უკიდურესი მარცხენა--და არა როგორც ეხლაა გამოჩხერილი შუაში)