Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > Apple > eSiM სერვისი


Posted by: ლაშა117 1 Aug 2019, 13:47
მოკლედ ახლა დამირეკეს და eSIM სერვისი დავნერგეთო, თქვენს ნომერს გადაგიყვანთ ელექტრონულშიო და დამატებით კიდე 6 ნომერი შეგიძლიათ ჩატვირთოთო. კორპორაციულ მომხმარებლებზე უფასოა

https://www.magticom.ge/ka/esim

Posted by: Alameda 1 Aug 2019, 14:12
ლაშა117

ვა, ძალიან კარგი სიახლეა.

არადა X-დან გადასვლას არ ვგეგმავდი ჯერ biggrin.gif

Posted by: ლაშა117 1 Aug 2019, 15:32
Alameda
eSIM-ის მხარდაჭერა შესაძლოა, ჰქონდეს სხვა მოდელებსაც. პოლიტკოვსკაიაზე მიდი შეიძლება ჰქონდეს აიფონ ათსაც მხარდაჭერა

Posted by: Alameda 1 Aug 2019, 16:19
ლაშა117

სავარაუდოდ ანდროიდ მოწყობილობები იგულისხმება.

X-ს ზუსტად ვიცი რომ არ აქვს.

Posted by: sevastopol 1 Aug 2019, 20:20
ლაშა117
X-ს არ აქვს მხარდაჭერა.

Posted by: J4st5 1 Aug 2019, 22:12
ცოტა მოკლედ და გლეხურად - რა ბაზარია ეს eSIM-ი, შეგიძლიათ ამიხსნათ?

Posted by: david999 1 Aug 2019, 22:52
ანუ Apple Watchზე Cellular-ის გამოყენებაც იქნება შესაძლებელი?

J4st5
ტელეფონში "ჩაშენებული" SIM ბარათია.

Posted by: Alameda 2 Aug 2019, 00:01
david999
QUOTE
ანუ Apple Watchზე Cellular-ის გამოყენებაც იქნება შესაძლებელი?

yes.gif

Posted by: ლაშა117 2 Aug 2019, 11:07
QUOTE (Alameda @ 2 Aug 2019, 00:01 )
david999
QUOTE
ანუ Apple Watchზე Cellular-ის გამოყენებაც იქნება შესაძლებელი?

yes.gif

ისე ამაზე არ მიფიქრია... ეგ ტექნოლოგია როგორ მუშაობს? ლოგიკურია Bluetooth კავშირი არ ექნება მაგხელა მანძილზე და რითი უკავშირდება ტელეფონს?

სამწუხაროდ კორპორატიული კლიენტებისათვის არაა ჯერ ხელმისაწვდომი sad.gif

Posted by: million 2 Aug 2019, 11:45
eSIM და LTE ანტენები აქვს ეფლის საათებს, Bluetooth-ი არ უნდა. Wi-Fi-ის და Bluetooth-ს მარტო ზარებისთვის და მესიჯებისთვის იყენებს. Wi-Fi-ს მაშინ როცა ტელეფონი მოშორებით არის და თუ ახლოს იქნება ავტომატურად Bluetooth-ზე გადართავს, რათა აკუმულატორი დაზოგოს

Posted by: ლაშა117 3 Aug 2019, 15:41
million
როგორ გავიგო აქვს თუ არა ჩემ საათს ეგფ ფუნქცია apple watch 3 მაქვს

Posted by: Ladiesman 4 Aug 2019, 10:32
ლაშა117
QUOTE
როგორ გავიგო აქვს თუ არა ჩემ საათს ეგფ ფუნქცია apple watch 3 მაქვს



მრგვალზე რაც ტრიალებს წითელი ზოლი უნდა ქონდეს )

Posted by: gio3870X2 4 Aug 2019, 17:12
აუ, რა მაინტერესებს იცით? არ ვარ საქართველოში და მინდობილი პირი რომ მივიდეს მაგ QR კოდს არ მისცემენ ნეტა? ქართული ნომერი რომ eSIM-ზე ვამუშავო და აქ ლოკალური ჩვეულებრივი SIM-ით ჩავრთო.

Posted by: sevastopol 4 Aug 2019, 18:43
gio3870X2
და ისე აიღოს შენმა მეგობარმა თავისთვის ცალკე ნომერი და მაგით გაიაქტიურე მერე. მაგთი მინდობილობით არ აკეთებს მგონი.

Posted by: gio3870X2 4 Aug 2019, 19:14
sevastopol
ჩემი ნომერი მინდა, რომელიც წაღებული მაქვს, თორემ მასე სხვა ნომერი რომ მინდოდეს, გაფორმება რაღად მინდა... ისეც ავაღებინებდი ვინმეს.

Posted by: SerLom1 5 Aug 2019, 23:49
ვააა... ეს რა გავიგე! ანდროიდზე გადასვლას ვფიქრობდი ორი SIM-ის გამო, ან ჰონკონგიდან უნდა ჩამომეტანა ორ-SIM-ანი XR. აბა აწი ღირს აიფონის დააფგრეიდება!

Posted by: Alameda 5 Aug 2019, 23:52
QUOTE
აუ რა მაინტერესებს იცით? არ ვარ საქართველოში და მინდობილი პირი რომ მივიდეს მაგ QR კოდს არ მისცემენ ნეტა? ქართული ნომერი რომ eSIM-ზე ვამუშაო და აქ ლოკალური ჩვეულებრივი SIM-ით ჩავრთო.

დაიცა, ეს როგორ? როუმინგის გარეშე ხომ არ იმუშავებს მაინც..

Posted by: sevastopol 6 Aug 2019, 01:55
Alameda
იმუშაოს როუმინგით და რა უჭირს?

Posted by: ჰეისან 6 Aug 2019, 03:11
gio3870X2
QUOTE
არ ვარ საქართველოში და მინდობილი პირი რომ მივიდეს მაგ შტრიხ კოდს არ მიცემენ ნეტა?

შტრიხ-კოდს თუ QR კოდს?

Posted by: gio3870X2 6 Aug 2019, 17:55
QUOTE (Alameda @ 5 Aug 2019, 23:52 )
QUOTE
აუ რა მაინტერესებს იცით? არ ვარ საქართველოში და მინდობილი პირი რომ მივიდეს მაგ QR კოდს არ მისცემენ ნეტა? ქართული ნომერი რომ eSIM-ზე ვამუშაო და აქ ლოკალური ჩვეულებრივი SIM-ით ჩავრთო.

დაიცა, ეს როგორ?
როუმინგის გარეშე ხომ არ იმუშავებს მაინც..

როუმინგზე იმუშავებს, აბა რას იზამს... ახლა მასე ვამუშავებ. უბრალოდ, eSIM იმიტომ მინდა, რომ მეორე ბარათიც ჩავდო და ვამუშავო ადგილობრივიც და ქართულიც.

Posted by: 123omari123 6 Aug 2019, 23:50
სამსუნგის მოწყობილობებიდან მემგონი მარტო Samsung Gear S3 (მხოლოდ LTE ვერსიას) აქვს eSIM-ის მხარდაჭერა. ეს ვერსია საქართველოში არ იყიდება.

Posted by: ჩეკო 7 Aug 2019, 00:44
ორ-SIM-იანი iPhone XR მაქვს, ჰონკონგის მოდელი, eSIM-ს ერთი პრობლემა აქვს - როდესაც მიიღებ QR კოდს ოპერატორისგან, ვეღარ ცვლი SIM-ს, სანამ ისევ არ გამოგიგზავნიან ახალ QR კოდს. მაგრად ტეხავს... SIM ბარათების გამოცვლა თუ გინდა, დამოკიდებული ხარ ოპერატორზე მაინც.

ჩინურ მოდელს ფიზიკურად 2 SIM ბარათი აქვს და არ ხარ დამოკიდებული eSIM-ზე.


Posted by: gio3870X2 8 Aug 2019, 21:15
ჩეკო
რა ფერი გაქ ხომ არ გინდა გაყიდო?

Posted by: ჩეკო 8 Aug 2019, 23:01
ახლა დავითრიე და ისიც დიდი ჩალიჩით, შავია. ლინკებს დაგიყრი და გადაავლე თვალი, ეგებ გაგიმართლოს...

https://www.tecobuy.de/de_DE/catalog/product/view/_ignore_category/1/id/35582/s/apple-iphone-xr-64gb-daul-nano-sim-a2108-ohne-sim-lock-schwarz/

https://www.tegcom.eu/de_DE/a-51786848-5875277/apple-dual-sim/apple-iphone-xr-a2108-dual-sim/

https://www.ebay.com/sch/i.html?_from=R40&_trksid=p2047675.m570.l1313.TR1.TRC0.A0.H0.TRS0&_nkw=Apple+iPhone+XR+A2108+Dual+Sim&_sacat=0

https://www.expansys.com.hk/apple-iphone-xr-a2108-64gb-blue-312976/

https://www.mydealz.de/visit/threaddesc/1337211/8812630

https://www.wondamobile.com/apple-iphone-xr-128-gb-a2108-sim-free-unlocked.html

€ 700 დამიჯდა თავის განბაჟებით ჩამოვატანინე ერთს, განბაჟება პრობლემატურია აქ.

Posted by: SerLom1 15 Sep 2019, 21:35
ვინმემ ხო არ დატესტეთ Apple Watch gsm მოდელებზე მუშაობს ეს esim?

Posted by: Nick_Halden 16 Sep 2019, 10:25
XS MAX მაქვს და ელექტრონულ სიმს ვერ ვჩალიჩობ არ აქვს გამოტანილიი დასამატებელი . და რატო? ის ADD CELULAR Plan როა მაგას არ მიჩვენებს

Posted by: Andy_Kaufman 17 Sep 2019, 17:49
მეორე კარტა უეჭველი მაგთი უნდა იყოს ხო?

Posted by: sevastopol 17 Sep 2019, 18:17
Andy_Kaufman
სხვას არ აქვს ესიმ არცერთ ოპერატორს და ისე როგორნგინდა აბა? smile.gif)

Posted by: SerLom1 18 Sep 2019, 00:18
Andy_Kaufman
eSIM იქნება მაგთი და პლასტიკური სიმი რომელიც გინდა

Posted by: Andy_Kaufman 18 Sep 2019, 14:02
sevastopol
SerLom1
აჰა გასაგებია მადლობა


Posted by: რცხიკვე 22 Sep 2019, 07:56
აიფონი რომ ვიყიდო ესიმის მხარდაჭერით და მაგთით ესიმზე ვამუშაო, apple watch callular version-ს ვამუშავებ ტელეფონი რომ სახლში დავტოვო??? ანუ დღესვეა შესაძლებელი უკვე ეგ რომ გავაკეთო? და თვიურად უნდა ვუხადო მაგთის თუ ერთჯერადად ვიხდი ესიმის ჩასმისას და მორჩა?

Posted by: SerLom1 24 Sep 2019, 17:27
რცხიკვე
ჯერ ვერ მუშაობს ი-სიმი საათზე. თითონ ეფლს აქვს ჩვენი რეგიონი შეზღუდული. როგორც კი დართავს ნებას, მაგთის ი-სიმი იმ წამს ამუშავდება ერდჯერადი გადასახადით. აი ეგ დღე კი როდის დადგება არავინ იცის ))))

Posted by: zet2000 31 Jan 2020, 14:32
გამარჯობათ, სამსუნგის საათში თუ იცით როგორ გავააქტიურო eSIM, რომ მაგთის ქსელით ვისარგებლო

Posted by: no_one 31 Jan 2020, 15:00
ჩეკო
QUOTE
ორ-SIM-იანი iPhone XR მაქვს, ჰონკონგის მოდელი, eSIM-ს ერთი პრობლემა აქვს - როდესაც მიიღებ QR კოდს ოპერატორისგან, ვეღარ ცვლი SIM-ს, სანამ ისევ არ გამოგიგზავნიან ახალ QR კოდს. მაგრად ტეხავს... SIM ბარათების გამოცვლა თუ გინდა, დამოკიდებული ხარ ოპერატორზე მაინც.

გამოცვლაში რას გულისხმობ? ჩატვირთული სიმების აქტივაცია-დეაქტივაცია მენიუდან შეიძლება. QR მაგთის პერსონალურ ექანთშიც არის საიდანაც უპრობლემოდ აღადგენ და ფურცელსაც გიბეჭდავენ საიდანაც ასევე შეიძლება აღდგენა. სქრინზე პირველი ფიზიკური სიმია, მეორე და მესამე eSIM


zet2000
QUOTE
გამარჯობათ, სამსუნგის საათში თუ იცით როგორ გავააქტიურო eSIM, რომ მაგთის ქსელით ვისარგებლო

მაგთი მხოლოდ აიფონებთან მუშაობს - Xr, Xs, 11. სხვა ბრენდების მოდელების მხარდაჭერა არ გვაქვსო - წინა ხუთშაბათს ვესაუბრე

Posted by: Soundgarden 1 Feb 2020, 21:26
A-2111 eSiM-ის მხარდაჭერით იმუშავებს ჩვენთან?

Posted by: sevastopol 2 Feb 2020, 16:12
Soundgarden
თუ Unlocked იქნება წესით კი.

Posted by: SiBNELE 2 Feb 2020, 18:43
QUOTE
eSIM-ის ღირებულება
არსებული აბონენტისთვის სიმ ბარათის eSIM-ით შეცვლის ღირებულება - 10 ლარი;
eSIM-ის დაზიანების/წაშლის შემთხვევაში, eSIM-ის შეცვლის ღირებულება - 5 ლარი.

აი ეს რა აფსურდია, ამაში ფულის ახევა როგორ შეიძლება? biggrin.gif


* * *
ჩეკო
QUOTE
ორ-SIM-იანი iPhone XR მაქვს, ჰონკონგის მოდელი, eSIM-ს ერთი პრობლემა აქვს - როდესაც მიიღებ QR კოდს ოპერატორისგან, ვეღარ ცვლი SIM-ს, სანამ ისევ არ გამოგიგზავნიან ახალ QR კოდს. მაგრად ტეხავს... SIM ბარათების გამოცვლა თუ გინდა, დამოკიდებული ხარ ოპერატორზე მაინც.

დარწმუნებული ხარ? მე მაგალითად გადავიყვანე ახლა თიმობაილი ესიმზე ისე რო ფიზიკური სიმ კარტა საერთოდ არ მიდევს, და მითხრეს როცა მინდა რასაც მინდა მაშინ ჩავდებ, არაფერი უხსენებიათ ესიმის ახლიდან აღებაზე. ახლა ფიზიკური სიმი საერთოდ არ მაქვს და მაგ ლოგიკით რასაც შენ ამბობ, პირველივე ჩადებაზე უნდა ახლიდან ავიღო ესიმი.

Posted by: MrPhoenix 2 Feb 2020, 23:48
SiBNELE
QUOTE
აი ეს რა აფსურდია, ამაში ფულის ახევა როგორ შეიძლება?

მაგთია რა გიკვირს)) ფულის ჭამის გარდა მეტს არაფერს აკეთებენ.

Posted by: no_one 3 Feb 2020, 15:05
SiBNELE
QUOTE
პირველივე ჩადებაზე უნდა ახლიდან ავიღო ესიმი.

სისულელეა ეგ - ჩემ დადებულ სქრი\ზე ერთი სიმის, ორი ესიმი და მშვენივრად მუშაობს ნებისმიერ კომბინაციაში. ორსიმიან აიფონს აზრი აღარ აქვს საქართველოში smile.gif

Posted by: ჩეკო 4 Feb 2020, 21:27
no_one

ამიხსენი რა ძმურად, რაღაც ვერ გავერკვიე ამ ე-სიმებში ეტყობა, სპეციალურად შევუკვეთე ორსიმიანი აიფონი და შენთან 3 სიმი როგორ ჩანს მენიუში?


Posted by: MrPhoenix 4 Feb 2020, 23:39
ჩეკო
eSim-ის 5 ნომერის დამატება შეგიძლია. ოღონდ იმუშავებს მხოლოდ 1 ვიზიკური სიმი და 1 eSim. მაგარი რამეა როცა მოგზაურობ..

Posted by: no_one 5 Feb 2020, 02:12
ჩეკო
3 რა არის, 6 შემიძლია მქონდეს. ორი აქტიური, 4 ბექაფში ისე რომ სიმების შორის გადასვლა გადმოსვლა შეიძლება - ძალიან მოსახერხებელია

შენ რომ სიმიანს ესიმის ფუნქცია არ აქვს. იმ ორსიმიანობის გამო?!

Posted by: ჩეკო 6 Feb 2020, 00:27
მე როგორც ამიხსნეს ყოველ სიმკარტის ამოღებაზე ოპერატორს თავიდან უნდა დაარეგისტრირებინო QR-კოდითო და მაგიტომ ვიყიდე ფიზიკურიანები, მჭირდება მამენტ 3 ნომერი ახლა.

Posted by: MrPhoenix 6 Feb 2020, 00:48
ჩეკო
სისულელეა ეგ)

3 ნომერს მაინც ვერ აამუშავებდი. 2 ნომერის ჩართვა შეგიძლია როგორც უკვე ზემოთ დავწერე

Posted by: SiBNELE 7 Feb 2020, 00:33
ჩეკო
QUOTE
მე როგორც ამიხსნეს ყოველ სიმკარტის ამოღებაზე ოპერატორს თავიდან უნდა დაარეგისტრირებინო QR-კოდითო და მაგიტომ ვიყიდე ფიზიკურიანები, მჭირდება მამენტ 3 ნომერი ახლა.

რაღაც არასწორად აგიხსნეს. გუშინ გავტესტე ორი სხა და სხვა სიმის ჩადებით, ორივემ იმუშავა და eSIM-იც დარჩა მუშა მდგომარეობაში როგორც იყო, არაფერი ახლიდან აღება არ დამჭირვებია eSIM-ის.

Posted by: no_one 17 Feb 2020, 20:48
კიდევ ერთი დიდი პლიუსი ესიმს რაც აქვს არის საერთაშორისო როუმინგი - საზღვარგარეთ სიმებზის და ტარიფების დევნა აღარ არის საჭირო - შესაბამისი აპლიკაციიდან ირჩევ ტარიფს, იაქტიურებ ესიმს და ეგ არის. ვინც ბევრს მოგზაურობს - მისწრებაა

Posted by: donvaso 27 Apr 2020, 15:01
no_one
კონკრეტულად შეგიძლია ამისხნა როუმინგის დეტალებზე?
..................................................................................

Posted by: MrPhoenix 27 Apr 2020, 15:22
donvaso
აპლიკაციით ყიდულობ პაკეტს, კონკრეტულ ქვეყნის და აქტივაციას აკეთებ. მაგალითად ერთერთი სერვისი არის https://www.airalo.com/

Posted by: donvaso 27 Apr 2020, 22:19
MrPhoenix
ანუ აქ ვარეგისტრირებ/ვყიდულობ მაგთის ე-სიმს, და მერე ვაპორტირებ მაგ: თურქულზე და იმ ტარიფებით ვრეკავ თურქეთში და სხვაგანაც?
სწორად მივხვდი?

Posted by: sevastopol 27 Apr 2020, 22:40
donvaso
მანდ მაგთისას კი არ იყიდი, არამედ იმ ლოკალური ოპერატორისას და იმით დარეკავ თურქეთში.

მე ეგრე მესმის. მარა აქედან თურქული ნომრით თურქეთში დარეკვას სავარაუდოდ მაინც როუმინგში ჩაგითვლის ის ოპერატორი (ალბათ).

Posted by: MrPhoenix 28 Apr 2020, 00:23
donvaso
sevastopol
არა. ეს არის სამოგზაუროდ. მხოლოდ ინტერნეტია. მაგალითად ყიდულობ ინგლისის პაკეტს, ჩადიხარ და იყენებ მანდ მაგ პაკეტს, 1გბ იქნება, 10 თუ 100.. მაგთი არ გჭირდება, როგორც მაგთი გაძლევს პარამეტრებს რო გააქტიურო ე-სიმი, იგივე ნაირად აქტიურდება ეგეც.

Posted by: ilia1987 28 Apr 2020, 14:57
მაგთის eSiM რო მქონდეს და ფიზიურად მეორე კარტა ჩავდო სხვა ოპერატორის ესეგი ომუშავებს ორივე?

Posted by: MrPhoenix 28 Apr 2020, 15:11
ilia1987
კი

user posted image

Posted by: ჰეისან 6 Nov 2020, 02:07
GeoCell-ს ცოცხალი თავით არ სურს eSiM-ის დამატება თავისი სერვისების ჩამონათვალში. ასეთი ბანძები არიან, თუ რაიმე სხვა პრობლემა აქვთ?

Posted by: sevastopol 6 Nov 2020, 02:36
ჰეისან
შეიძლება რაიმე ლიცენზიის თანხა არის საჭირო ესიმის ჩართვისთვის და ამიტომ არ ფიქრობენ რომ ბაზარი მასეთი დიდია რომ უღირდეთ.

მაგთი 5გ-ს ტესტავს უკვე.

Posted by: ლაშა117 6 Nov 2020, 09:57
QUOTE
მაგთი 5გ-ს ტესტავს უკვე

მხოლოდ კომერციული პაკეტები იქნებაო 5G-ზე


ერთი public ანძა მაინც ჩართონ ხანდახან გულს გავიხარებ ხოლმე biggrin.gif

Posted by: ჰეისან 7 Nov 2020, 03:13
sevastopol
მაგთის გადასაყრელი აქვს ფული?! biggrin.gif არა მგონია, ასეთი ძვირი იყოს ეგ ლიცენზია. სადაც მაგთი მოერია მაგ საქმეს, GeoCell-საც არ გაუჭირდება. არადა, მეორე ნომერიც მაქვს და ცვეტში არ მინდა მაგთის ხმარება eSiM-ის პონტში. მინდა, რომ ჩემი მთავარი ნომერი (მაგთი) ფიზიკური SiM ბარათი მქონდეს და სხვა დანარჩენები eSiM-ებად მოვიბა

Posted by: sevastopol 8 Nov 2020, 02:05
ჰეისან
და რატო, მაგთი თუ გაქვს უკვე დააყენე მერე ესიმზე და ჯეოსელი ჩადე ფიზიკურზე...

Posted by: ჰეისან 13 Nov 2020, 04:59
sevastopol
კაცო, ამდენი ტყუილად ვწერე?! biggrin.gif ფიზიკური სიმი სწორედ რომ მაგთი მინდა მქონდეს. დანარჩენი პუჭურ ცანცარატ-პეტ ოპერატორები eSiM-ად მქონდეს, ასე მირჩევნია

Posted by: NinjaRacer 30 Nov 2020, 01:45
ვინმე apple watch se ზე შეძელით გააქტიურება?
მასწავლეთ როგორ.

აიფონი 6ს გამოვართვი ვიღაცას და განვაახლე 14 IOსამდე.
მოკლედ watch-ში რომ შევდივარ cellular ეგეთი ოფცია საერთოდ არ მაქვს data plan მაქვს და იქ რო შევდივარ შენი პროვაიდერი ანსაფორთიდიაო.

ის ბარათი რომლის ესიმში გადაყვანაც მინდა ამ დროს მიდევ ამ ტელეფონში და ამის ბრალი ხომ არაა?

აქ არაა ესიმზე მოთხოვნა. მაღაზიაში რო ვკითხე ესიმის მხარდაჭერა თუ აქვს მეთქი. გამიყიდველმა ეგ რარისო. რო ავუხსენი არ ვიცი ძმაო ჯერ არავის მოუთხოვიაო. ეგ იყო პეკინზე ზუმერში მგონი :დ

ჰოდა თუ რამე ლიცენზიის თანხაა გადასახდელი არ გადაიხდის ჯეოსელი. არაა ბაზარი მაგისთვის. ტექნიკურად პირიქით უფრო მარტივია ოპერატორისთვის ესიმებზე გადასვლა და უფრო მომგებიანიც.

Posted by: sevastopol 30 Nov 2020, 22:52
NinjaRacer
ესიმი არ მუშაობს ვოჩზე მეგობარო.

Posted by: NinjaRacer 1 Dec 2020, 07:19
QUOTE
ესიმი არ მუშაობს ვოჩზე მეგობარო.


http://gbc.ge/index.php?m=home&newsid=110020&lang=geo

აგერ წავიკითხე და წავედი გოიმივით ვიყიდე.
sevastopol
არც მომავალში იმუშავებს? ცელულარ ვერსია ტყუილად ვიყიდე აბა? sad.gif

Posted by: sevastopol 1 Dec 2020, 12:57
NinjaRacer
ჯერჯერობით არ მუშაობს და არც მაგთის აქვს რაიმე პასუხი.

Posted by: kaxelooo 4 Dec 2020, 16:03
უკვე როცა გაიაქტიურებ eSiM-ს ტელეფონზე, კიდევ სჭირდება სამუშაოდ ინტერნეტი?

Posted by: NinjaRacer 5 Dec 2020, 03:44
kaxelooo
QUOTE
უკვე როცა გაიაქტიურებ eSiM-ს ტელეფონზე, კიდევ სჭირდება სამუშაოდ ინტერნეტი?

არა აღარ სჭირდება.

საინტერესოა საათზე როცა სულ ჩართული გაქვს LTE, რამდენ ხანს გაძლებს. 1 სრული დღე რომ გაძლოს და მაგთიმაც რომ ჩართოს watch-ის მხარდაჭერა, საუკეთესო სმარტ საათია.

Posted by: miriani777 6 Feb 2021, 23:14
ძალიან საინტერესოა ესიმი გავააქტიურე და სიმს როცა ვიღებ ნო სერვისს მიწერს... მდა.. ხვალ მივალ ოფისში

Posted by: Nescafe13 13 Apr 2021, 12:11
e sim ს enable/disable არ აქ ? სულ არ მინდა ჩართული რომ იყოს

Posted by: Lukkky 13 Apr 2021, 17:43
Nescafe13
აქვს ჩვეულებრივად თიშავ.

Posted by: Nescafe13 13 Apr 2021, 18:17
Lukkky

მასწავლე რა user.gif

Posted by: No_LiMiT^ 30 May 2021, 02:36
გამარჯობა, თუ არის შესაძლებელი ელექტრონულ კარტაზე და ძირითადზე სხვადასხვა ზარი დაყენდეს?

Posted by: sevastopol 30 May 2021, 17:02
No_LiMiT^
ვერ დააყენებ, მაგრამ შეგიძლია კონტაქტზე დააყენო სხვა ზარი.

Posted by: Gianni 14 Jun 2021, 11:43
კაროჩე ე სიმი წამეშალა sad.gif პარამეტრებს ვეძებდი რაღაცას და 2 საათიანი წვალების მერე ოფისიდან ვერ აღმიდგინეს sad.gif

Posted by: Nescafe13 14 Jun 2021, 14:12
Gianni

მაგთი ?

ახალი გამოაგზავნინე და ეგაა
მე კომპიუტერით ჩავწერე ჩემით , ოპერატორს მივწერე და შტრიხ კოდი გამოგზავნა

Posted by: Gianni 15 Jun 2021, 17:14
Nescafe13
QUOTE
Gianni

მაგთი ?

ახალი გამოაგზავნინე და ეგაა
მე კომპიუტერით ჩავწერე ჩემით , ოპერატორს მივწერე და შტრიხ კოდი გამოგზავნა


კი მაგთი. 2 საათი იწვალა და იმენა ვერ გაიგო რა უნდა ექნა. ხან ვინ ჩარია ხან ვინ. ბოლოს ახალი ვიყიდე და ჩემით გავააქტიურე.

sad.gif

Posted by: Nescafe13 15 Jun 2021, 18:54
Gianni

ზუსტად იგივე დამემართა მეც და ახალი ვიყიდე , მარა შტრიხ კოდი რაც გამომიგზავნა მეორედ მოვჭერი და გუგლ დრაივზე ავტვირთე იქნებ გამომადგეს მომავალში biggrin.gif

იჩალიჩეს და ვერ აღადგინეს ჩემიც , 5 ლარი ხო არ წყვეტდა და მეთქი ახალი გამოუშვი
ან ფასიანი რატომაა ეს ე სიმ ი , mymagti.com ში რომ მქონდეს ჩემი შტრიხ კოდი არ შეიძლება ასე მარტივად რომ გააკეთონ ?

იმენა უსაზიზღრესი მომსახურებაა ყველა ქსელის ოფისშიც და ონლაიშიც
აპლიკაციებზე არაფერს ვიტყვი იტირებ

მაგთიზე 1 დღიანი მქონდა ულიმიტო , დროს არ წერს აპში როდის გადის ვადა , გაუვიდა და სმს რომ მოვიდა 5 ლარი ჩამოჭრილი ქონდა biggrin.gif

Posted by: Fennec 25 Jun 2021, 13:29
eSIM-ის მხარდაჭერა Macbook-ს რომ ქონდეს ძალიან კარგი იქნებოდა sad.gif

Posted by: ლაშა117 25 Jun 2021, 14:13
QUOTE (Nescafe13 @ 15 Jun 2021, 18:54 )
Gianni

ზუსტად იგივე დამემართა მეც და ახალი ვიყიდე , მარა შტრიხ კოდი რაც გამომიგზავნა მეორედ მოვჭერი და გუგლ დრაივზე ავტვირთე იქნებ გამომადგეს მომავალში biggrin.gif

იჩალიჩეს და ვერ აღადგინეს ჩემიც , 5 ლარი ხო არ წყვეტდა და მეთქი ახალი გამოუშვი
ან ფასიანი რატომაა ეს ე სიმ ი , mymagti.com ში რომ მქონდეს ჩემი შტრიხ კოდი არ შეიძლება ასე მარტივად რომ გააკეთონ ?

იმენა უსაზიზღრესი მომსახურებაა ყველა ქსელის ოფისშიც და ონლაიშიც
აპლიკაციებზე არაფერს ვიტყვი იტირებ

მაგთიზე 1 დღიანი მქონდა ულიმიტო , დროს არ წერს აპში როდის გადის ვადა , გაუვიდა და სმს რომ მოვიდა 5 ლარი ჩამოჭრილი ქონდა biggrin.gif

აპში პაკეტს დააჭირე და დარჩენილ დღეებს გიწერს


კომპზეც გიჩვენებს

Posted by: Nescafe13 26 Jun 2021, 09:51
ლაშა117

user posted image

ასეა ჩემთან
დროს არ აჩვენებს რომელ საათამდეა თორე ისე არაფერს ვერჩი სხვას :დ
დღეს კიდე ჩავრთე , ვე გავიგე გათიშვა და ჩამომაჭრა რაც მქონდა :დ

Posted by: miriani777 16 Jul 2021, 19:42
ლაშა117
გამაწამა ე სიმმა საქართველოში უბანძესად მუშაობს უხარისხო ნეტი და არასტაბილური მიღება sad.gif.........

Posted by: NinjaRacer 16 Jul 2021, 19:57
ეს ესიმი ვიყიდე და რო ვასკანერებ ერორს მიწერს.

დავრეკე მაგთიში მალოდინეს ნახევარი საათი და გამითიშეს down1.gif

Posted by: miriani777 16 Jul 2021, 20:42
NinjaRacer
QUOTE
ეს ესიმი ვიყიდე და რო ვასკანერებ ერორს მიწერს.

დავრეკე მაგთიში მალოდინეს ნახევარი საათი და გამითიშეს

პორტალიდან ნაყიდს უმრავლესობას პრობლემა ააქვს:O გენერირებას არ ახდენს ნორმალურს, ოფისში უნდა მიხვიდე

Posted by: NinjaRacer 16 Jul 2021, 21:41
QUOTE (miriani777 @ 16 Jul 2021, 20:42 )
NinjaRacer
QUOTE
ეს ესიმი ვიყიდე და რო ვასკანერებ ერორს მიწერს.

დავრეკე მაგთიში მალოდინეს ნახევარი საათი და გამითიშეს

პორტალიდან ნაყიდს უმრავლესობას პრობლემა ააქვს:O გენერირებას არ ახდენს ნორმალურს, ოფისში უნდა მიხვიდე

ეხლა მობილური ინტერნეტი ჩავრთე და ეგრევე დასკანერდა.

მიღებაც კარგი აქვს და ინტერნეტიც მუშაობს.

ეხლა რა მაინტერესებს. ენერგიას იგვენაირად მოიხმარს თუ უფრო მეტს? ან უფრო მალე დამისვამს ტელეფონს?

Posted by: miriani777 16 Jul 2021, 21:52
NinjaRacer
რავიცი ვერ შევატყვე ეგ მაგას smile.gif მე პირიქით უარყოფითად შევაფასებდი მაგთის ე სიმის სერვის smile.gif

Posted by: Nescafe13 16 Jul 2021, 23:56
NinjaRacer
QUOTE
ეხლა რა მაინტერესებს. ენერგიას იგვენაირად მოიხმარს თუ უფრო მეტს? ან უფრო მალე დამისვამს ტელეფონს?


თუ არ დაგჭირდება ე სიმი , გათიშე ხოლმე
აშკარად მაგრად ჭამს ელემენტს როცა 2 ბარათია ჩართული

მოხმარების მხრივ ანდროიდზე კარტა მქონდა მაგთის და ახლა აიფონზე ე სიმი ჩავწერე ერთნაირად მუშაობს ორივე

Posted by: NinjaRacer 17 Jul 2021, 00:32
Nescafe13
ორივე მჭირდება ერთზე LTE. მაქვს მეორეზე სალაპარაკო.

ისედაც ნახევარ დღეში კვდებოდა ეს SE და ახლა საერთოდ წამში დაჯდება სულ შეერთებული უნდა მქონდეს ე.ი. სახლი სამსახური მანქანა + ფაუერ ბანკი.

რა ვერ ისწავლეს ნორმალური ზომის ელემენტების ჩადება რა :/

მადლობა.

Posted by: miriani777 17 Jul 2021, 09:09
NinjaRacer
მართალი ხარ......

Posted by: Nescafe13 17 Jul 2021, 10:49
NinjaRacer
QUOTE
ორივე მჭირდება ერთზე LTE. მაქვს მეორეზე სალაპარაკო.

ისედაც ნახევარ დღეში კვდებოდა ეს SE და ახლა საერთოდ წამში დაჯდება სულ შეერთებული უნდა მქონდეს ე.ი. სახლი სამსახური მანქანა + ფაუერ ბანკი.

რა ვერ ისწავლეს ნორმალური ზომის ელემენტების ჩადება რა :/


სე ხო სუსტია ელემენტის მხრივ

თუ ეგრეა საქმე , ჯობია 11 მაინც იყიდო
მე ხს მაქსი მაქ და ბოლომდე ვერ მიძლებს მაინც დუალ სიმზე
დილიდან - საღამომდე კი და მერე ვაერთებ უკვე
უკვე კაი ელემენტი 11 ის ზემოთ ყველა აიფონს აქ

Posted by: NinjaRacer 17 Jul 2021, 13:19
Nescafe13
ხო პირველი ახალი აიფონია აქამდე 1 მქონდა მაჩუქეს.
უცებ დამჭირდა ტელეფონი გამიფუჭდა და წავედი მოვაგდე ყველაზე იაფიანი აიფონი მაშინ რაც იყო. დავარესერჩე მაშინ და ისე დიდი სხვაობა არ არის 11-12 ელემენტებიც სუსტებია (შედარებით) ჰოდა დავიკიდე.

აწი ან საერთოდ არ ვიყიდი აიფონს ელემენტის გამო, არც apple watch-ს. ან ნორმალური ელემენტი რო ქონდეს.
1დღე მაინც რო გამიძლოს. ნახევარი წელიც არაა რაც მაქვს და health 96--ზე აქვს უკვე. 4 საათი screen on. საათის ელემენტსაც ჩამოაკლდა %-ები.

ელემენტი არის ერთერთ ყველაზე მნიშნველოვანი კომპონენტი ალბათ და ამ ბიუჯეტურ მოდელში ჩადეს ტელეზივიროის პულტის ელემენტები მგონი. down1.gif
აი მაკბუქზე ვერაფერს ვიტყვი. ჩემპიონია.

Posted by: Nescafe13 18 Jul 2021, 12:25
NinjaRacer
QUOTE
აწი ან საერთოდ არ ვიყიდი აიფონს ელემენტის გამო


პირიქით ანდროიდს ვეღაც იგუებ , ნოთიფიქეიშნები და 1000 ნაგავი რომ იყრება ზემოთ ბარში დავისვენე მაგისგან
კაი ანდროიდი 3 კ ლარი ღირს
სნეპ 855 მაინც უნდა აიღო მეორადებში 2 წელი რომ იმუშაოს კიდე
აი 11 პრო ზე იდელაური სმარტია , ელემენტი ხო საერთოდ
იყიდე ეგ და დაისვენე
მე ერთი ნოუთ 20 ულტრას მუღამი მაქ თორე ანდროიდს აღარ დავუბრუნდები შანსი არაა , მეყო რაც მქონდა აქამდე
სულ ფლაგმანები მქონდა და როცა 2 წლის გახდებოდა უკვე ჭედავდა სიატემა biggrin.gif

Posted by: NinjaRacer 18 Jul 2021, 17:04
Nescafe13
კი კარგი რჩევაა.

სისტემაზე არ ვამახვილებ ყურადღებას. ელემენტზე გავამახვილე.
თორე სისტემა ios და mac osx რომ ჩემი საყვარელი სისტემებია ორივე ეგ უეჭველია.


მადლობა.
მეც გამიგია რო 11 პრო კარგია ძალიან. მაგრამ 12-ის დიაზაინი ძალიან მომწონს. ძალიან.

სისწრაფე არაა პრობლემა. თუ ეკრანის refresh rate-ს გულისხმობ. 13 ან 14-ს დაველოდები 120 ჰერცი მაინც ექნება.
ჩემი პრობლემა არის ელემენტი და არა გაჭედვა ან რამე.
თორე ისე ძალიან მოსახერხებელია. საათი ტელეფონი მაკი რომ გაქვს ბევრი რამე ერთმანეთთან არის გადაგაჟვული. მაგალითად copy/paste-ი მუშაობს მაკ/აიფონი/ვოჩს შორის.
მაგალითად საათით შეგიძლია ანლოქი გააკეთო მაკის და ა.შ. ამიტომ ეფლის დივაისები ზოგადად მირჩევნია სხვა რაღაცეებს. არ მევასება ეს ზედმეტი ნაგავი და სპამი რაღაცეები. უაზრო აფდეითების შემოტენვა და ა.შ. კარგი მადლობა. ზარები შემომდის მაკზე, სმსები, სიქრონიზაცია დოკუმენტების ფაილების და ა.შ ამიტომ რათქმაუნდა მირჩევნია აიფონზე დარჩენა მაგრამ არა იმის ხარჯზე რომ სულ იმაზე ვნერვიულობ სადმე არ დამიჯდეს რაიმე მნიშვნელოვან დროს.

Posted by: TROJAN 25 Sep 2021, 13:34
12 პრო მაქს აქვს ხო ამის მხარდაჭერა?

Posted by: Nescafe13 25 Sep 2021, 14:28
TROJAN

კიი


.,.,.,.,.,.,

Posted by: TROJAN 28 Sep 2021, 12:07
გავააქტიურე eSiM-ი. რაც შევატყე მაგის მერე, ისაა, რომ SMS-ს როცა ვაგზავნი, წამიერად წერს Failed-ო, მაგრამ მერე მიაქვს და მისდის ადრესატს.

რისი ბრალია?

Posted by: son 19 Oct 2021, 18:32
QUOTE (no_one @ 17 Feb 2020, 20:48 )
კიდევ ერთი დიდი პლიუსი ესიმს რაც აქვს არის საერთაშორისო როუმინგი - საზღვარგარეთ SiM-ების და ტარიფების დევნა აღარ არის საჭირო - შესაბამისი აპლიკაციიდან ირჩევ ტარიფს, იაქტიურებ eSiM-ს და ეგ არის. ვინც ბევრს მოგზაურობს - მისწრებაა

გამარჯობა! eSiM ბარათით შევცვალე, მაგრამ ფუნქციებში არსად არ მიჩვენებს არც QR კოდს და არც კოდის შეყვანას რავქნა დამეხმარეთ

Posted by: ჰეისან 19 Oct 2021, 20:24
TROJAN
QUOTE
გავააქტიურე eSiM-ი. რაც შევატყე მაგის მერე, ისაა, რომ SMS-ს როცა ვაგზავნი, წამიერად წერს Failed-ო, მაგრამ მერე მიაქვს და მისდის ადრესატს

უცნაურია. ჩემს მეგობარს უყენია მაგთიკომის ორი ნომერი iPhone XS Max-ში. ერთია ფიზიკური SiM ბარათი, ხოლო მეორე - eSiM. არც ერთ ბარათზე არ აქვს SMS-ის გაგზავნისას მასეთი პრობლემა... წეღან ვკითხე

Posted by: son 20 Oct 2021, 01:12
მოგესალმებით, როგორც გავიგე eSim ის შესახებ გადავწყვიტე შემეცვალა (ბილაინი), ამის შემდეგ ვერც eSim ზე გადავედი და არც ჩემი Simi მუშაობს, მაქვს iphone 11 , ფუნქცია სადაც უნდა ქონდეს eSim ს მხარდაჭერა საერთოდ ჩანს , ტელეფონი გადავტვირთე შემდეგ საერთოდ დავარესეტე და ისევ იგივე , ოფის როდესაც მივწერე ეს ტელეფონის პროგრამული პრობლემაო ეხლა რა გავაკეთო არ ვიცი იქნებ დამეხმაროთ.

user posted image

ფოტოში სადაც QR კოდით ვასკანერებ მხოლოდ ამ ეტაპზე ჩერდება.

Posted by: ჰეისან 21 Oct 2021, 01:51
son
გინდა თქვა, რომ ფიზიკური SiM ბარათი ვეღარ იცნო ტელეფონმა? მაგისი შანსი არაა, eSiM-ს რაც არ უნდა სჭირდეს, ფიზიკური SiM ბარათი მაინც უნდა დაინახოს, თუ Unlocked მოდელია (ან SiM Free)

Posted by: son 21 Oct 2021, 07:08
QUOTE (ჰეისან @ 21 Oct 2021, 01:51 )
son
გინდა თქვა, რომ ფიზიკური SiM ბარათი ვეღარ იცნო ტელეფონმა? მაგისი შანსი არაა, eSiM-ს რაც არ უნდა სჭირდეს, ფიზიკური SiM ბარათი მაინც უნდა დაინახოს, თუ Unlocked მოდელია (ან SiM Free)

მადლობა ყურადღებისთვის მაგრამ ფაქტია რომ არ წაიკითხა , დღეს აღვადგინე ბარათი , ვერც ოფისში გაიგეს ერთმანეთს ეკითხებოდნენ , ოფიციალურ apple-ს მივწერე სერიული ნომერი მომთხოვეს დააზუსტეს რომ ორიგინალი იყო და პასუხი შენს პროვაიდერს დაუკავშირდი და ახალი სიმი შეიძინე , ვერც youtube-ზე ვნახე ესეთი პრობლემა , სადღაც რუსულ ფორუმზე ერთს ეწერა მაგრამ ისიც უპასუხოდ იყო

Posted by: son 21 Oct 2021, 07:12
QUOTE (son @ 21 Oct 2021, 07:08 )
QUOTE (ჰეისან @ 21 Oct 2021, 01:51 )
son
გინდა თქვა, რომ ფიზიკური SiM ბარათი ვეღარ იცნო ტელეფონმა? მაგისი შანსი არაა, eSiM-ს რაც არ უნდა სჭირდეს, ფიზიკური SiM ბარათი მაინც უნდა დაინახოს, თუ Unlocked მოდელია (ან SiM Free)

მადლობა ყურადღებისთვის მაგრამ ფაქტია რომ არ წაიკითხა , დღეს აღვადგინე ბარათი , ვერც ოფისში გაიგეს ერთმანეთს ეკითხებოდნენ , ოფიციალურ apple-ს მივწერე სერიული ნომერი მომთხოვეს დააზუსტეს რომ ორიგინალი იყო და პასუხი შენს პროვაიდერს დაუკავშირდი და ახალი სიმი შეიძინე , ვერც youtube-ზე ვნახე ესეთი პრობლემა , სადღაც რუსულ ფორუმზე ერთს ეწერა მაგრამ ისიც უპასუხოდ იყო

ესეც ფოტო აქ საერთოდ არ ჩანს ის ფუნქცია 15.0.02 ios

Posted by: scarf 21 Oct 2021, 10:38
son
QUOTE
ესეც ფოტო აქ საერთოდ არ ჩანს ის ფუნქცია 15.0.02 ios


სერიული ნომრით მოძებნე შენი ტელეფონი ჩინეთი/მაკაოს ბაზრისთვის თუ არის გამოშვებული (ალტა ყიდის ეგეთებს რაც ზუსტად ვიცი) მაგათ არ აქვთ ესიმის მხარდაჭერა, სამაგიეროდ აქვთ ორი ბარათის ფიზიკურად ჩადების საშუალება, შეზღუდულია პროგრამულად იქ ეგეთები

Posted by: no_one 21 Oct 2021, 19:36
son
11 პრო მაქსზე ასე გამოიყურება ქსელის მენიუ. ეგ რომელი აიფონია

Posted by: Nescafe13 21 Oct 2021, 22:18
no_one
QUOTE
11 პრო მაქსზე ასე გამოიყურება ქსელის მენიუ. ეგ რომელი აიფონია


ზუსტად ასეა ჩემთანაც yes.gif

არანაირი პრობლემა ე სიმზე , ადრეც ვიკითხე აქ მეგონა თუ ურევდა და ქსელის ბრალი ყოფილა , იდეალურად მუშაობს (მაგთი მაქ ე სიმზე )

პ.ს 1.3 ტერაბაიტი ინტერნეტი რაში დახარჯე sleep.gif

Posted by: son 24 Oct 2021, 07:23
QUOTE (scarf @ 21 Oct 2021, 10:38 )
son
QUOTE
ესეც ფოტო აქ საერთოდ არ ჩანს ის ფუნქცია 15.0.02 ios


სერიული ნომრით მოძებნე შენი ტელეფონი ჩინეთი/მაკაოს ბაზრისთვის თუ არის გამოშვებული (ალტა ყიდის ეგეთებს რაც ზუსტად ვიცი) მაგათ არ აქვთ ესიმის მხარდაჭერა, სამაგიეროდ აქვთ ორი ბარათის ფიზიკურად ჩადების საშუალება, შეზღუდულია პროგრამულად იქ ეგეთები

მაგ მოდელია ვნახე და ორი სიმი თავსდება ანუ ნაგავია ჰო ეს აიფონები?

Posted by: sevastopol 24 Oct 2021, 23:28
son
როგორ არის ნაგავი, ჩინეთში ესიმი არ იციან. პირიქით შენსას პლუსი ის აქვს რომ ქსელს ესიმის მხარდაჭერა რომ არ ჰქონდეს მეორე ფიზიკურ სიმ ბარათს ჩადებ და ორივე სიმს წაიკითხავს.

მერე ჩადე შენც შენი სიმის ჩასადების მეორე მხარეს მეორე სიმი და წაიკითხავს ჩვეულებრივად...

ჩინური რეგიონის მოდელი 100-200 ლარით უფრო ძვირი მოდელია ვიდრე ჩვეულებრივი ესიმიანი მოდელი რადგან 2 ფიზიკური სიმი ედება.

Posted by: LEOwish 14 Jan 2022, 13:38
ჯეოსელს არ აქვს ესიმი? მაგთის და ბილაინს აქვს და ჯეოსელის ვერ ვნახე საიტზე როგორ ვიყიდო ესიმ ნომერი.

Posted by: Nescafe13 14 Jan 2022, 21:51
LEOwish

ჯეოსელს არ აქ , ნეტა ვის ელოდებიან :დ

Posted by: poker_man 15 Jan 2022, 13:20
გამარჯობათ, eSiM სერვისი ინტერნეტის გარეში მუშაობს? თუ სულ WI-FI ან 4G ჭირდება?

Posted by: NinjaRacer 15 Jan 2022, 14:24
QUOTE (poker_man @ 15 Jan 2022, 13:20 )
გამარჯობათ, eSiM სერვისი ინტერნეტის გარეში მუშაობს? თუ სულ WI-FI ან 4G ჭირდება?

სიმბარათივით მუშაობს.

ანუ არ ჭირდება ინტერნეტი. როგორც ფიზიკური სიმი ისეა ზუსტად.

Posted by: poker_man 15 Jan 2022, 18:22
NinjaRacer
QUOTE
ანუ არ ჭირდება ინტერნეტი. როგორც ფიზიკური სიმი ისეა ზუსტად.

up.gif

Posted by: Nescafe13 9 May 2022, 22:31
ბილაინი მაქ e sim ად დამატებული , ბილაინთან ერთად მაგთიც რომ დავამატო თუა შესაძლებელი ?

Posted by: MrPhoenix 10 May 2022, 15:28
Nescafe13
არის შესაძლებელი, უბრალოდ ან ერთი გექნება ჩართული ან მეორე. იმიტო რო 1 ფიზიკური და 1 ესიმ მუშაობს მხოლოდ. დამატებით 5 ე-სიმის დამატება შეგიძლია თუ არ ვცდები

Posted by: Nescafe13 11 May 2022, 22:40
MrPhoenix

5 კარტის დამატება თუ შეიძლებოდა მართლა არ ვიცოდი , მაგთიც უნდა ავიღო და ბარემ ყველა ქსელი მექნება საქართველოსი biggrin.gif

Posted by: MrPhoenix 12 May 2022, 15:21
Nescafe13
მე მაქვს ეგრე biggrin.gif სამივე ქსელი მავს ეხლა და მშვენიერია

Posted by: მონაвь 13 May 2022, 05:42
ე-სიმი რო ჩავრთე თანამშრომლები დამადგნენ და რა ხდება არ ისმინება

Posted by: Ferry_m 28 May 2022, 10:34
QUOTE (Nescafe13 @ 14 Jan 2022, 21:51 )
LEOwish

ჯეოსელს არ აქ , ნეტა ვის ელოდებიან :დ

არ აქვს და ცოცხალი თავით არც ამატებენ , ბილაინს ეს სერვისი 2019 ში უკვე ქონდა popcorn.gif

...
2kiss.gif

Posted by: Nescafe13 28 May 2022, 20:17
Ferry_m
QUOTE
ბილაინს ეს სერვისი 2019 ში უკვე ქონდა


ჩვენთან ერთი წელიც არაა რაც შემოიტანეს , შარშან ე სიმად მახსოვს მაგთI ჩავწერე ბილაინს არ ქონდა
მგონი აგვისტოში დაამატეს თუ სწორად მახსოვს

Posted by: Danger77 19 Jun 2022, 23:55
გამარჯობა, თუ იცით სმარტ საათებზე მუშაობს ESim ჩვენთან?

Posted by: ბლანჩო 13 Aug 2022, 19:43
QUOTE (Danger77 @ 19 Jun 2022, 23:55 )
გამარჯობა, თუ იცით სმარტ საათებზე მუშაობს ESim ჩვენთან?

მეც მაინტერესებს ვინმეს სამსუნგზე ხო არ აქვს ესიმი? მგონი არავის არ აქვს სმარტ საათების მხარდაჭერა sad.gif

Posted by: GunsN 17 Aug 2022, 08:04
აიფონ 13 ზე ესიმი მაქვს ჩატვირთული და ერთი კარტით რო ვლაპარაკობ მაგ დროს მეორე ითიშება, შემომავალი ზარი არ შემოდის, თქვენთანაც ეგრეა თუ რამე სეტინგებიდანაა გასასწორებელი?

Posted by: Flasher 17 Aug 2022, 09:58
GunsN
QUOTE
აიფონ 13 ზე ესიმი მაქვს ჩატვირთული და ერთი კარტით რო ვლაპარაკობ მაგ დროს მეორე ითიშება, შემომავალი ზარი არ შემოდის, თქვენთანაც ეგრეა თუ რამე სეტინგებიდანაა გასასწორებელი?

ეგრეა და ეგრეც უნდა იყოს

Posted by: sevastopol 17 Aug 2022, 13:44
Danger77
არა, ეფლ ვოჩზე არ მუშაობს.
ბლანჩო
სამსუნგზე არ ვიცი მაგრამ არამგონია.

Posted by: TROJAN 19 Aug 2022, 11:51
აიფონი დავარესეტე და ისიმი დაიკარგა, ჩემით ვერ აღვანდგენ იგივე ნომერს?

Posted by: Nescafe13 19 Aug 2022, 12:11
TROJAN

თუ შენ სახელზეა კი აღადგენ ჩვეულებრივად

Posted by: TROJAN 19 Aug 2022, 12:12
Nescafe13

დისტანციურად ვერა? ჩემით?
...................

Posted by: Nescafe13 19 Aug 2022, 15:12
TROJAN

კი დისტანციურად
ბილაინზე რო ჩავწერე სახის სკანერი მოითხოვა იდენთიფიკაციისთვის

სხვის სახელზე თუა მარტო შენ ვერ გააქტიურებ მაგას

მეც დავარესეტე და წამეშალა , ოფისში გავაკეთე და ქრ კოდი მომცეს სულ ფული რომ არ მეხადა

Posted by: ANuB1S 12 Feb 2023, 09:47
არ აპირებენ Apple Watch-ის დამატებას? :/

Posted by: Firework 18 Feb 2023, 20:05
QUOTE (ANuB1S @ 12 Feb 2023, 09:47 )
არ აპირებენ Apple Watch-ის დამატებას? :/

უნდა მოვითხოვოთ რამენაირად smile.gif რაღაც ლიცენზია იქნება საყიდელი და არ უღირთ რაკი ძალიან დიდი მოთხოვნა არ არის

Posted by: ჰეისან 30 Mar 2023, 12:26
წეღან გავთხარე GeoCell-ის eSiM ბარათი. ფიზიკური SiM ბარათი Magticom-ის მაქვს და ინტერესის პონტში დავამატე GeoCell-ის eSiM ბარათი. ვნახოთ, რამდენ ხანს მეყოფა აკუმულატორი. მეორე ნომერს ჯერ არ გამოვიყენებ საქმეში. მხოლოდ ის მაინტერესებს, Standby რეჟიმი რამდენ პროცენტს ამახევს მუხტის

user posted image

Posted by: ჰეისან 16 Apr 2023, 13:51
მოკლედ, გამოვრთე eSiM... ანუ, Off-ზე მაქვს გადაყვანილი, თორემ როცა დამჭირდება, უცებ ჩავრთავ. იმედია, ხშირად არ დამჭირდება, რადგან აკუმულატორს მკვდარი და ცოცხალი მოუკითხა

Posted by: matemana 16 Apr 2023, 14:15
ჰეისან

Pixel 5-ზე მაქ 2 სიმი მასე და დიდად არ დატყობია. მეორე სიმი გადაიყვანე 2/3g-ზე, რომელზეც Mobile data გაქ ის დატოვე LTE-ზე. 5a-ზე მეორე სიმი 2g-ზე რომ გადავრთე გეგონება არც იდო მეორე სიმიო. ნუ 5a-ს ძალიან მაგარი ბატარეა აქვს ისედაც და გაქაჩა საკაიფოდ.

Posted by: ჰეისან 16 Apr 2023, 20:36
matemana
საერთოდ გათიშული მაქვს Data სერვისები eSiM-ზე. მხოლოდ შემომავალი ზარებისთვის და SMS-ებისთვის მაქვს ეს მეორე ნომერი. ჰოდა, როცა ვნახე, რომ აკუმულატორს თამადასავით ხვრეპდა, მივთიშე. მარტო მაშინ გავააქტიურებ, როცა მაგ ნომერზე რაიმე ზარის ან SMS-ის მოლოდინში ვიქნები. მასეთი მომენტები კიდევ, თვეში შეიძლება ორ-სამჯერ დადგეს.

Posted by: matemana 17 Apr 2023, 02:18
ჰეისან

DATA მეც გამორთული მაქვს მეორე ბარათზე. თვითონ კავშირი ვიგულისხმე რომ გადართო მხოლოდ 2g/3g-ზე. LTE-ზე თუ გაქვს და მაგის დაჭერას ცდილობს სულ, მაშინ ენერგიას შედარებით მეტს მოიხმარს, ვიდრე იგივე 2g-ზე, რომელსაც ისედაც უფრო იოლად დაიჭერს და ნაკლები ენერგიაც უნდა.

Posted by: ჰეისან 17 Apr 2023, 11:32
matemana
კი, 3G-ზე მაქვს SiM-იც და eSiM-იც, რადგან ჩემს სახლშიც და ოფისშიც LTE საშინლად ცუდად იჭერს. 3G-ზე თუ მიყენია, სიგნალს ბოლომდე აჩვენებს. რა უბედურებაა ეს LTE biggrin.gif TP-Link Archer MR6400 და MikroTik LtAP Mini LTE Kit დავითრიე. სახლის ფანჯრის რაფაზე დავდე და მივტესტე სამივე ოპერატორის SiM ბარათით. Beeline/Cellfie მკვდარია საერთოდ. მაგთი ჰა და ჰა მუშაობს (3 Mbps down / 5 Mbps up), ხოლო GeoCell/SilkNet შედარებით უკეთესია (8 Mbps down / 15 Mbps up). თუ ქუჩაში არ ვარ, ისე LTE-ს ჩართვას აზრი არ აქვს

Posted by: sandrika77 31 Jul 2023, 03:52
სალამი ყველას,
ამ ქეისზე, არცერთი ოპერატორი რატომ არ აქტიურობს ვერ ვიგებ?
შეიძლება კომერციულად არ იყოზ მომგებიანი ჩვენი პროვაიდერებისთვის? ყველა მეორეს სმარტ საათი უკეთია, თურქეთში ვიყავი და ისე კარგად გამოვიყენე საათი, მარტო ფოტოს გადასაღებად ვიღებდი მობილურს და ხშირად არც ვატარებდი ხოლმე

Posted by: Nescafe13 31 Jul 2023, 11:37
sandrika77
eSiM ყველა ოპერატორს აქვს საქართველოში

Posted by: sandrika77 31 Jul 2023, 19:45
QUOTE (Nescafe13 @ 31 Jul 2023, 11:37 )
sandrika77
eSiM ყველა ოპერატორს აქვს საქართველოში

eSiM გასაგებია რომ გვაქვს, ვიყენებ კიდეც მაგთიზე, თუმცა საათი რატომ არ მუშაობს eSiM-ზე - ეგაა საინტერესო. მხოლოდ Bluetooth კავშირით ვამუშავებ, არადა GPS/LTE ფუნქციონალითაა.

Posted by: MrPhoenix 3 Aug 2023, 12:44
QUOTE (sandrika77 @ 31 Jul 2023, 19:45 )
QUOTE (Nescafe13 @ 31 Jul 2023, 11:37 )
sandrika77

ე სიმ ყველა ოპერატორს აქ საქართველოში

eSiM გასაგებია რომ გვაქვს, ვიყენებ კიდეც მაგთიზე, თუმცა საათი რატომ არ მუშაობს eSiM-ზე - ეგაა საინტერესო. მხოლოდ Bluetooth კავშირით ვამუშავებ, არადა GPS/LTE ფუნქციონალითაა.

იმიტომ, რომ საათზე სხვანაირად არის eSiM. შენივე ნომერი კოპირდება საათზე და ჩვენთან ნომრის კოპირება აკრძალულია.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)