http://burusi.wordpress.com/2010/01/07/russia-empire/კერეკები: ხალხის გენოციდი პრაქტიკულად დასრულებულია
კერეკები – ჩრდილოეთის ყველაზე მცირერიცხოვანი ხალხი. 2002 წლის აღწერით კერეკად დაასახელა თავისი თავი მხოლოდ 8 ადამიანმა.
კერეკები თავიანთ თავს უწოდებენ ანკალგაკკუს. ჩუკჩები მათ უწოდებენ კერეკიტს, აქედან წარმოსდგა დღეს მიღებული სახელწოდება. კერეკები ცხოვრობენ ჩუკჩების გარემოცვაში და მათი მხრიდან განიცდიდნენ უძლიერეს ასიმილაციას.
კერეკები ძველთაგანვე განსახლებულნი იქნენ ბერინგის ზღვის ჩუკოტკის სანაპიროზე, ანადირის ლიმანიდან მდინარე ოპუკის შესართავამდის (კამჩატკის გეოგრაფიული საზღვრის ჩრდილოეთამდის). არქეოლოგიური მონაცემები მოწმობენ, რომ ძველი კერეკების დასახლებების კვალი აღინიშნება სამხრეთითაც, კამჩატკაზე ოლიუტორის კონცხამდის. კერეკები აწარმოებდნენ დამდგარი ცხოვრების წესს, საქმიანობდენ თევზჭერით, ფრინველებზე, ზღვის და ბეწვიან ცხოველებზე ნადირობით.
ტერმინი სამეცნიერო ლიტერატურაში შემოვიდა XIX საუკუნის ბოლოს, მაგრამ ამის შემდეგაც კერეკებს არ განიხილავდნენ როგორც თვითმყოფად ხალხს, არ გამოჰყოფდნენ მათს პრიმორიელი აბორიგენი ჩუკჩებისაგან და მათი ენა მიაჩნდათ ჩუკოტკურის ან კორიაკულის დიალექტად. ამიტომ მათი რაოდენობის მონაცემები მთელი XX საუკუნის განმავლობაში წინააღმდეგობრივია. XX საუკუნის 60-80-იან წლებში კერეკების ეთნოგრაფიით სპეციალურად ინტერესდებოდა მწერალი ვ. ვ. ლეონტიევი, ის პირადად იცნობდა ყველას და მათ რიცხვა განსაზღვრავდა 100-ზე მეტი კაცით. უკანასკნელი მონაცემებით კერეკულად მოლაპარაკე არის სამი ადამიანი ეკატერინა ხატკანა, ნიკოლაი ეტინკუე (მეინიპილგინური დიალექტი) და ივან უვარგირგინი (ხატირული დიალექტი). ყველა ესენი სამენოვანი არიან, მშობლიურთან ერთად ფლობენ ჩუკოტკურსა და რუსულ ენებს.
კერეკული ენის შესწავლა დაიწყო მაშინ, როდესაც ის გადაშენების ზღვარზე აღმოჩნდა. ლიტერატურის სია ძალზედ მცირეა. 1991 დასრულდა ს. ასინოვსკისა და ვოლოდინის ნაშრომი „ნარკვევები კერეკულ ენაზე“, მაგრამ ის არის ხელნაწერის სახით. ვ. ვ. ლეონტიევის ფოლკლორული ჩანაწერები არ გამოქვეყნებულა. 1988-89 წლის ექსპედიციის დროს ჩაწერილ იქნა ახალი ტექსტები, სიტყვარი 4-5 ათასი სიტყვით, პარადიგმატური მონაცემები შეტანილია კომპიუტერულ სისტემაში.
კერეკების ბედის შესახებ ძალზედ საინტერესოდაა მოთხრობილი ანდრეი ბელკოვსკის ნარკვევში, რომელსაც ეწოდება „ჩუკოტკა კერეკების გარეშე“. რაც განსაკუთრებულად მთავარია, ავტორმა მართებულად მიუთითა, რომ კერეკების გადაშენება არ შეიძლება მივაწეროთ მათ შეტაკებებს ჩუკჩებთან და კორიაკებთან. დიახ, ასეთ შეჯახებებს ადგილი ჰქონდათ, მაგრამ მათი რიცხვი გამიზნულად არის გაზრდილი, რათა საკუთარი ბრალი სხვაზე გადაიტანონ. საჭიროებს ავღნიშნოთ, რომ ამგვარი შეტაკებების შედეგად არცერთი ხალხი არ გადაშენებულა, აი რუსების მოსვლით კი მრავალი ხალხი შემდგარა გადაშენების ზღვარზე. ამის ნათელი მაგალითია კერეკები. ოქტომბრის გადატრიალების შემდეგ არსებობდა კერეკთა 20 დასახლებაზე მეტი, მაგრამ რუსმა ოკუპანტებმა, რომლებმაც გამოიჩნინეს განსაკუთრებულად სატანური აქტივობა რუსული იმპერიალიზმის ახალი ფაზის განვითარებაში – საბჭოთა ხელისუფლებაში – აყარეს კერეკები დასახლებული ადგილებიდან და გააერთიანეს ისინი ოროიდე დასახლებაში, საკუთვრივ ეს გახდა მრავალტანჯული კერეკი ხალხის დრამისა და ტრაგედიის ფინალური აკორდი. ამ ნარკვევის მიხედვით 1887 წელს კერეკები იყვნენ 600 კაცამდის. 1901 წლისათვის 644, 1926-27 წლებისათვის 315.
ასეთია კერეკი ხალხის ტრაგედია, რომელიც გახდა რუსული იმპერიალიზმის მსხვერპლი და განწირულია მოკვდინებისათვის, როგორც რუსული უღლის ქვეშ გატანჯული სხვა ხალხები.