METEORAმე გეტყვი რა მომეთხოვებოდა 106-ში რომ ვმუშაობდი, დანარჩენი შენ განსაზღვრე
გამართული მეტყველება თავისთავად.
ინგლისურის ცოდნა თავისთავად, თორემ ვერაფერი სასიამოვნოა Mountain Dance რომ გაქვს გამოსაცხადებელი და მოუნტაინ დანცე-ს მოვუსმენთო რომ იტყვი...
ენის გასატეხები ნამდვილად არავის მოუთხოვია, უბრალოდ გამესაუბრნენ რამოდენიმეჯერ და ეგ იყო
+ ყველაფერს ასე თუ ისე გაერკვნენ რას ვუსმენდი, რა სტილის მუსიკას ვანიჭებდი უპირატესობას და ვისაუბრეთ მუსიკოსებზე ვისაც ვუსმენდი. ამით შეამოწმეს ჩემი გემოვნება/ცოდნა ამ სფეროში.
ამის მერე ერთი ორჯერ დამსვეს და მაყურებინეს როგორ მუშაობდნენ სხვები, მერე დამსვეს და გამამიქსინეს, მერე ერთი კვირა უბრალოდ ვმიქსავდი საღამოობით, მერე ხმაც ამოვიღე და მერე წავიდა და წავიდა
დღეს რადიოების დიდი უმრავლესობა კომპიუტერით მუშაობს, ანუ Winamp და მისი ჯანი. კიდევ ამ უმრავლესობის დიდი ნაწილი საერთოდ მზა Playlist-ებით მუშაობს და მუსიკალური წამყვანის ამოცანა 15 წუთში ერთხელ ეთერში გასვლა და რაღაც ტექსტის თქმა ან რომელიმე გადაცემის წაყვანაა. 106-ში ძირითადად დისკებიდან ხდებოდა მუსიკის გაშვება, ცხადია კომპიუტერიც იყო, მაგრამ დისკებს სხვა მუღამი აქვს
+ ტიხარი, რეკლამა, მოკლედ ყველაფერს ხელით ვაკეთებდით, პლეილისტები ღამით გადიოდა მარტო ან როცა არავინ არ იყო სტუდიაში. რეალურად წამყვანისთვის მთელი კაიფი ეგაა რომ თვითონ მიქსავს, დისკებში იქექება....
რამანწიკა ბლინ!
ეგ თუ წაართვი წამყვანს და 15 წუთში ერთხელ ამინდის პროგნოზის გამომცხადებლად აქცია უკვე არ ვიცი რატომ უნდა უნდოდეს ვინმეს რადიოში მუშაობა
ასე რომ ეგეც გაითვალისწინე
335689 პირველი რადიოს ნომერი, თუ არ შეიცვალეს. ადმინისტრაციის ნომერია.