Huawei-მ ახალი ფლაგმანური სმარტფონი Mate 20 Pro ოფიციალურად წარმოგვიდგინა და მისი ტექნიკური მახასიათებლები ნამდვილად შთამბეჭდავია. Mate 20 Pro-სთან ერთად კიდევ სამი ვარიანტი Mate 20 X, Mate 20 და Mate 20 RS ვიხილეთ, თუმცა რადგან ამ ოჯახში Mate 20 Pro საუკეთესოა, შესაბამისად მის ტექნოლოგიურ ინოვაციებზე მოგიყვებით.
დიზაინისმარტფონის დოზიანის ორივე პანელი 3D შუშისგან და გვერდები მეტალის მასალისგან არის შესრულებული, რომელიც IP68 სერთიფიკატის სტანდარტებით არის დამზადებული, რაც გულისხმობს 2 მეტრის სიღრმის წყალში 30 წუთი გამძლეოას და მტვრისგან დაცვას. წინა პანელზე 6.39 დიუმიანი HDR10 სტანდარტის OLED ტიპის ეკრანი გვხდება შეჭრილი კამერის და დინამიკის დიზიანით, ხოლო უკანა პანელზე სამმაგი კამერა არის განთავსებული ნათებასთან ერთად სიმეტრიულად შესრულებული დიზაინით, რომელიც მოთავსებულია კუთხეებ მომრგვალებულ ჩარჩოში და მას ეს დიზაინი განსხვავებულს ხდის. სასიხარულია ის ფაქტიც, რომ თითის ანაბეჭდის ბიომეტრიული სკანერიც ეკრანში გვხდება მოთავსებული.
ჩიფსეტიMate 20 Pro-ში მსოფლიოში პირველი 7 ნანომეტრიული არქიტექტურით შესრულებული ჩიფსეტი Kirin 980 გვდება, რომელშიც მსოფლიოში პირველად გვხდება ორმაგი ხელოვნური ინტელექტისთვის განკუთვნილი NPU პროცესორი, რომელიც წამში 6.9 მილიონ ინფორმაციას ამუშავებს.
ხელოვნური ინტელექტიHuawei-ს კონკურენტებში NPU პროცესორზე ნაკლებად არის აქცენტი გაკეთებული, ხოლო Mate 20 Pro-ს შემთხვევაში ძირითადი აქცენტი მომავლის ტექნოლოგიებზე არის, მათ შორის შედის ხელოვნური ინტელექტიც. Huawei პირველი იყო, რომელმაც AI ტექნოლოგიის დანერგვა დაიწყო სმარტფონში აპარატურულად და მისი ორმაგი NPU პროცესორის დახმარებით Mate 20 Pro ყველაზე ინტელექტუალური სმარტფონია.
კამერაშეუძლებელია Huawei-ს კამერა მის ერთ-ერთ დადებით მხარედ არ ჩავთვალოთ. სამმაგი მთავარი კამერის სისტემა, საიდანაც ერთი გიგანტური 40 მეგაპიქსელიანი 1/1.7 დიუმის ზომის Sony IMX600-ის სენსორი არის პიქსელების შეკუმშვის ტექნოლოგიით, რომელიც საშუალებას გვაძლევს ღამით გადავიღოთ 10 მეგაპიქსელის ზომის ფოტო, რომლის პიქსელების ზომა 2 მიკრონია, რაც ღამით გადაღების ხარისხიანი გამოსახულების მიღებაში გვეხმარება. მეორე კამერად 20 მეგაპიქსელიანი სენსორი გვხდება 16 მილიმეტრიანი ფართო ხედვის კუთხის ლინზებით, ხოლო მესამე კამერა 3X ოპტიკური ზუმისთვის არის განკუთვნილი.
ახალი ტიპის მეხსიერების ბარათის სლოტიHuawei-მ მსოფლიოში პირველად წარმოგვიდგინა ნანო მეხსიერების ბარათის სლოთი, რომელიც ნანო სიმ-ბარათის ნაცვლად შეგვიძლია მოვათავსოთ სმარტფონში. ნანო მეხსიერების ბარათილს მაქსიმალური ზომა 256 გიგაბაიტს შეადგენს.
გიგანტური ბატარეამოდურ და ტრენდულ სმარტფონში Huawei პირველი აღმოჩნდა, რომელმაც გიგანტური ზომის ბატარეა შემოგვთავაზა სიმძლავრით 4200 მილიამპერი საათში, რაც იძლევა გარანტიას, რომ ის ერთ სრულ დღეს გაძლებს.
სწრაფი დამუხტვამსოფლიოში ყველაზე სწრაფად Mate 20 Pro იმუხტება, 4200 მილიამპერიან ბატარეას 30 წუთში 70 პროცენტამდე მუხტავს, რაც მნიშვნელოვანი დროის დანაზოგია.
სწრაფი უკაბელო დამუხტვაფაქტობრივად, რასაც სხვა ბრენდები ანდომებენ სმარტფონის დამუხტვას კაბელის დახმერებით, Huawei-მ იგივე შედეგი უკაბელო დამუხტვით მიიღო და ახლა 30 წუთში 30 პროცენტამდე იმუხტება.
ახალი ოპერაციული სისტემაიშვიათად თუ მოგვეპოვება ბრენდში სმარტფონი უახლესი ოპერაციული სისტემით, მეორე წელია Huawei აღნიშნული სიახლით გვანებივრებს და ამჯერად Android 9 Pie ოპერაციული სისტემა არის შემოთავაზებული.
ბიომეტრიული სკანერი ეკრანშიპრემიუმ ბრენდებს შორის Huawei პირველი აღმოჩნდა, რომელმაც ფლაგმანურ სმარტფონზე ეკრანში შემოგვთავაზა თითის ანაბეჭდის ბიომეტრიული სკანერი, რომელიც საკმაოდ სწრაფად მუშაობს.
წყარო: Vortex.ge
წამიშალა გიორგიმ რაც დავუწერე პასუხები, თემა დახურა, ახალი თემა გავხსენი,წაშალა და ბანი დამადო.ასე რომ მოვრჩი, ნახვამდის, ყველაფერი ნათქვამია :) არ მოეწონა პასუხები ბიჭს :)