forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (22) « პირველი ... 20 21 [22]   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ქუთაისის "აია", პატარა ქალაქის დიდი გუნდი
dc120mm
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9213
წევრი No.: 90876
რეგისტრ.: 8-May 09

გამოგზავნილია: 31 Oct 2017, 00:31  #51590492      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Gio_G83
მესამე ხაზში უფრო თამაშობდა ხოლმე ადრე მახსოვს!
Lotkinski
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3419
წევრი No.: 162043
რეგისტრ.: 19-February 13

გამოგზავნილია: 30 Dec 2017, 19:06  #51919351      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim
ქუთაისის ‘აიასა’ და საქართველოს რაგბის ეროვნული აკადემიის დასავლეთ ფილიალის ოთხი მწვრთნელი დეკემბრის შუა რიცხვებში ერთკვირიანი ვიზიტით დამეგობრებული (პარტნიორი) კლუბის, ტოპ 14-ის ლიდერ ‘მონპელიეს’ ბაზაზე იმყოფებოდა.

საქართველოს რაგბის კავშირის, ‘აიასა’ და ‘მონპელიეს’ მფლობელ მოედ ალტრადს შორის თანამშრომლობა შარშან დაიწყო. მაშინ ფრანგული გრანდის მფლობელი საქართველოს ეწვია და სამმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა; წელს სრკ-ს პრეზიდენტი გოჩა სვანიძე და ‘აიას’ პრეზიდენტი გიორგი გორგასლიძე საფრანგეთში საპასუხო ვიზიტით იმყოფებოდნენ და სრკ-ს, ‘აიასა’ და ‘ალტრად ჯგუფს’ შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა.

მის ფარგლებში უმცროსმა ბორჯღალოსნებმა (18-წლამდე) ევროპის ჩემპიონატის წინ ‘მონპელიეს’ ბაზაზე 10-დღიანი შეკრება გაიარეს, ხოლო ივნისში ქუთაისს ‘ალტრად ჯგუფისა’ და ‘მონპელიეს’ ფორმაციის ცენტრის (აკადემია) წარმომადგენლები ეწვივნენ. მისმა დირექტორმა ჟან-ფილიპ ლაკოსტმა და ‘მონპელიეს’ განვითარების დირექტორმა ჟან-პოლ გალტიემ ქუთაისში 5 დღე გაატარეს. მაშინ შეთანხმდა, რომ 2017 წლის მიწურულს ‘აიას’ მთავარი მწვრთნელი ბექა ყურაშვილი, ‘აიასა’ და აკადემიის ფიზმომზადების მწვრთნელი დავით ნემსაძე, ვიდეო-ანალიტიკოსი კობა გიორგაძე და აკადემიის მწვრთნელი სერგო ფრუიძე მონპელიეში საპასუხო ვიზიტით ჩავიდოდნენ და დეკემბრის შუა რიცხვებში ზემოთნახსენებმა ოთხმა სპეციალისტმა ერთი კვირა ‘მონპელიეს’ ბაზაზე გაატარა.

ამ პერიოდში გუნდი ჩემპიონთა თასზე ‘გლაზგოსთან’ მატჩისთვის ემზადებოდა და ქუთაისელთა სტუმრობა ფრანგებისთვის ფეხბედნიერი აღმოჩნდა - ‘მონპელიემ’ მეტოქე 36:26 დაამარცხა, 4 ლელოს გატანისთვის ბონუსიც აიღო და ფლეი ოფში გასვლის შანსი დაიბრუნა.

„მწვრთნელის რანგში მონპელიეში პირველად ვიყავი და ამ ვიზიტით უაღრესად კმაყოფილი ვარ. მასპინძლებისგან უზარმაზარ ყურადღებას ვგრძნობდით, ჩვენი სტუმრობის ყოველი წუთი გაწერილი იყო და შინ ინფორმაციულად დახუნძლული დავბრუნდით. ‘მონპელიე’ ‘გლაზგოსთან’ მატჩისთვის ემზადებოდა და ჩვენ ამ პროცესში სრულად ვიყავით ჩართული. ხელი მიგვიწვდებოდა ყველა მონაცემზე, მასპინძლები თავად გამოთქვამდნენ სურვილს, რომ ჩვენთვის ამომწურავი ინფორმაცია მოეწოდებინათ, ვესწრებოდით ყველა კრებას, ვიდეო-ანალიზს და ვარჯიშებისას მინდორზე ვიყავით! როგორც წესი, კლუბები ცდილობენ, რომ გარეშე პირებები შიდა-სამზარეულოში არ ჩაახედონ, აქ კი ყველაფერი პირიქით ხდებოდა“ - კმაყოფილია ბექა ყურაშვილი, რომელმაც მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი მწვრთნელისგან, ახალ ზელანდიელ ვერნ კოტერისგან უამრავი სასარგებლო ინფორმაცია მიიღო:

„კოტერის საუკეთესო თვისება თავმდაბლობაა. მისგან უდიდეს ყურადღებას ვგრძნობდი. მარტივად შემოვიდა ურთიერთობაში და ყოველი ვარჯიშის შემდეგ გვიხსნიდა დეტალებს, გვეკითხებოდა კიდევ რა გვაინტერესებდა და ძალიან ბევრ დროს გვითმობდა. ასეთი მიდგომა ჩემთვის მოულოდნელი იყო და მისი მადლიერი ვარ. ანალოგიური ხდებოდა ყველა სხვა სპეციალისტის მხრიდან და ფაქტობრივად არ დარჩენილა კითხვა, რომელზეც ამომწურავი ინფორმაცია არ მიგვიღია“.

მეტი მწვრთნელი და სწორი დაგეგმვა

‘მონპელიეს’ მორაგბეები ბაზაზე ყოველ დილით, 8 საათზე იკრიბებიან და 15 საათამდე იქ რჩებიან. ამ პერიოდში მათ უტარდებათ სამედიცინო შემოწმება, ვარჯიშები როგორც მოედანზე, ასევე ძალოსნობის დარბაზში, კრებები და ვიდეო-ანალიზები. რა თქმა უნდა მოთამაშეები იქვე სადილობენ და ისვენებენ.

ბაზაზე გამოკრულია როგორც მთელი კვირის, ასევე დღის განრიგი და ყველა ნაბიჯი დროში ზუსტადაა გაწერილი:

„ის, რაც ‘მონპელიეში’ ვნახეთ, ამ ეტაპზე ჩვენთვის ფუფუნებაა, თუმცა არის რაღაცეები, რისი გამოყენება ახლაც შეგვიძლია. იქ ძალიან დიდი ყურადღება ექცევა დაგეგმვას. ყველაფერი წუთობრივადაა გაწერილი. ასევე დიდი ყურადღება ექცევა შემეცნებით მხარეს. მთელი კვირის განმავლობაში მოთამაშეებს ჰქონდათ უამრავი ვიდეო-განხილვა - მოკლე-მოკლე ეპიზოდების, ოღონდ მაღალი სიხშირით. შესაძლოა ამ ყველაფრის გადმოღება ამ ეტაპზე ვერ მოხერხდეს და გუნდი მთელი დღით ბაზაზე ვერ შევკრიბოთ, თუმცა დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში ჩვენც მივუახლოვდებით მათ დონეს, რაღაცეებს კი გუნდში ახლაც დავნერგავთ.

„სასიამოვნო იყო იმის ხილვა, რომ ისევე, როგორც ‘აიაში’, ‘მონპელიეშიც’ ვარჯიშების უმეტესობა ბურთით სრულდებოდა. რა თქმა უნდა მათ ტექნიკურ მონაცემებს ვერ შევედრებით, თუმცა ჩვენთან ინფორმაციის ნაკლებობაცაა და ეს ინფორმაცია ამ ერთი კვირის განმავლობაში მივიღეთ. იქ ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ მცირე დეტალებს და ერთი შეხედვით წვრილმან ეპიზოდებს, რასაც აუცილებლად გავითვალისწინებთ“.

აიელებს მონპელიეში მარტო პირველ გუნდთან არ უმუშავია. ისინი აქტიურად იყვნენ ჩართული ესპუარების და მომზადების ცენტრის გუნდის მზადების პროცესშიც. გაეცნენ კლუბის სტრუქტურასაც.

ირკვევა, რომ ‘მონპელიეში’ დასაქმებულ ადამიანთა რაოდენობა 1200-ზე მეტია, რომელთაგან მოთამაშე მხოლოდ 150 კაცია (სამ გუნდში - კაცთა, ესპუარების და მომზადების ცენტრის). კაცთა გუნდს ყავს 12 სპორტული მიმართულების მწვრთნელი, რომელთაგან 4 ფიზმომზადებაზე ზრუნავს. 3-3 ფიზმომზადების მწვრთნელია ესპუართა და მომზადების ცენტრის გუნდში. პირველ გუნდს არასპორტული მიმართულებით ემსახურება 35 სპეციალისტი. გარდა ამისა, არიან სპეციალისტები, რომლებიც გუნდში მხოლოდ კონკრეტული საჭიროების შემთხვევაში მიდიან.

„მთელი კვირის განმავლობაში არა მხოლოდ კაცთა, არამედ ესპუართა და მომზადების ცენტრის გუნდების ყველა მიმართულების სპეციალისტისგან უდიდესი ინფორმაცია მივიღეთ. გვქონდა საუბრები ვერნ კოტერთან, ფიზმომზადების და ვიდეო-ანალიტიკოსების ჯგუფებთან ყველა დონეზე, ესპუარებისა და მომზადების ცენტრის ხელმძღვანელებთან. ყველა მათგანს სპეციალურად ჩვენთვის მომზადებული ქონდა პრეზენტაციები. მოგვაწოდეს პროგრამები, რომლის მიხედვითაც მიმდინარეობს მზადება სხვადასხვა დონეზე“ - ამბობს დავით ნემსაძე, რომელიც მასპინძლის, ჟან-პოლ გალტიეს განსაკუთრებით ემადლიერება:

„ჩვენი უშუალო მასპინძელი განვითარების ჯგუფის ხელმძღვასნელი ჟან-პოლ გალტიე იყო, რომელსაც ყველაფერი ძალიან კარგად ჰქონდა დაგეგმილი. უშუალოდ სპორტული მხარის გარდა, მან წაგვიყვანა სამხრეთ საფრანგეთში, სადაც ტარდება სხვადასხვა დივიზიონის ჩემპიონატები კორიდაში. აქ ხარებს არ კლავენ და მათზე დამაგრებულ ნიშნებს იღებენ. ტურისტული თვალსაზრისით ეს ერთ-ერთი ღირშესანიშნაობაა. გარდა ამისა, ვიყავით ხმელთაშუა ზღვაზე, სადაც გავეცანით ხამანწკების გამოყვანის პროცესს“.

ძველი მეგობარი და განსაკუთრებული პატივი

ჟან-პოლ გალტიემ ქართველ სტუმრებს ერთი სიურპრიზი მოუმზადა - ბორჯღალოსნების ყოფილი თავკაცი, ქართული რაგბის მეგობარი კლოდ სორელი დაახვედრა. კლოდი ადრე გალტიეს მწვრთნელიც ყოფილა და ერთ-ერთ ვახშამზე, სადაც ოთხი ქართველი, ჟან-პოლი და სორელი იმყოფებოდნენ გალტიესთვის უთქვამს - აქ ხუთი ქართველი ვართ და მხოლოდ შენ ხარ ფრანგიო.

„კლოდი მონპელიესთან ახლოს ცხოვრობს და გალტიემ სპეციალურად ჩვენთან შესახვედრად მოიწვია. ის თბილად იხსენებს საქართველოს, ქართულ რაგბს და ამბობს, რომ მას დიდი მომავალი აქვს. ჩვენ გაწეული ღვაწლისთვის და ასეთი დამოკიდებულებისთვის კლოდს მადლობა გადავუხადეთ“ - გვიყვება ნემსაძე.

სამადლობელი სიტყვები არ დაკლებია და ამ ურთიერთობის მთავარ ინიციატორს მოედ ალტრადს, რომელსაც ქართველები რამდენჯერმე შეხვდნენ. ის ‘მონპელიეს’ ვარჯიშებს ხშირად ესწრება, ქართველ სპეციალისტებთან წინასწარ დაგეგმილი შეხვედრაც გამართა და იმედი გამოთქვა, რომ სრკ-ს, ‘აიასა’ და ‘ალტრად ჯგუფს’ შორის დაწყებული ურთიერთობა კიდევ დიდხანს გაგრძელდება.

„ალტრადი ურთიერთობაში უბრალო ადამიანია და ჩვენს მიმართ განსაკუთრებული სითბო გამოხატა. ‘გლაზგოსთან’ მატჩზე VIP სტუმრებისთვის განკუთვნილი სპეციალური ლოჟა გამოგვიყო, სადავ ეწერა, რომ იმ დღეს ის ‘აიას’ ეკუთვნოდა. თამაშს კლოდმაც ჩვენთან ერთად უყურა. ფრანგები საუკეთესო ღვინით გაგვიმასპინძლდნენ და თამაშის შემდეგ მოთამაშეებსაც შევხვდით“ - ემოციებს ვერ მალავს ნემსაძე.

ურთიერთობების გაგრძელების შემდეგი ნაბიჯი ზაფხულში იგეგმება. საქართველოში, კერძოდ ‘აიას’ ბაზაზე წინასასეზონო ბაზაზე ‘მონპელიეს’ რომელიმე გუნდი გაივლის. ვარიანტი სამია - ესპუარების, მომზადების ცენტრის და ქალთა გუნდი, რომელიც საფრანგეთის ჩემპიონია.

ქართული ლეგიონი

‘მონპელიეს’ პირველ გუნდში სამი ბორჯღალოსანი თამაშობს - მიხეილ ნარიაშვილი, კოტე მიქაუტაძე და დუდუ ქუბრიაშვილი; კიდევ ორი ესპუარებში ირიცხება - გელა აფრასიძე და უმცროსი ბორჯღალოსანი უჩა ჭეიშვილი, ხოლო მომზადების ცენტრში ლუკა აზარიაშვილი, რომელიც ნემსაძის თქმით ესპუარებში დაწინაურდა და მათთან ერთად ვარჯიშობს. პირველ გუნდთან ერთად ვარჯიშობს აფრასიძე, თუმცა ენის ბარიერის გამო ჯერჯერობით თამაში არ უწევს.

„ნარიაშვილმა, ქუბრიაშვილმა და მიქაუტაძემ სათითაოდ გვიმასპინძლეს და დიდი პატივი გვცეს. მათ მონპელიეში ყველა ცნობს და ძალიან უყვართ. ქუბრიაშვილმა ტრავმა მოიშუშა, უკვე ვარჯიშობს და იანვრიდან მოედანს დაუბრუნდება. აფრასიძე ესპუარებში ირიცხება, თუმცა ყველა ვარჯიშს პირველ გუნდთან ერთად ატარებს. მისი ერთადერთი პრობლემა ენობრივი ბარიერია, თუმცა სწავლობს და იმედია ამ პრობლემას მალე მოაგვარებს. ‘მონპელიეში’ მასზე დიდ იმედებს ამყარებენ და 9 ნომრის გარდა მგეზავადაც მოიაზრებენ“ - ლეგიონერების შესახებ გვიყვება ყურაშვილი.


--------------------
ძიუდოს საფუძვლად ორი ძირითადი ფილოსოფიური პრინციპი უდევს:

-ურთიერთდახმარება და ურთიერთგაგება უდიდესი პროგრესის მისაღწევად;
-სხეულისა და სულის ოპტიმალური გამოყენება.

"ძიუდოისტს ტატამზედა მოუგია ესრეთ განა?! თუ ილეთი არ იხმარა, უჩიმატა, სხვა მისთანა"
Gio_G83
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1852
წევრი No.: 230352
რეგისტრ.: 22-March 17

გამოგზავნილია: 2 May 2018, 14:28  #52635939      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
წელს აქ პირველი "პოსტით"...

სანამ აია მეტოქეს ელოდება...

ქართული რაგბის ფლაგმანი და ქართული რაგბის ოქროს წლების უდავოდ გამორჩეული წარმომადგენელი... საკუთარი ხელწერის, სტილის, მდიდარი ტრადიციების და არამხოლოდ კონკრეტული, დიდი მორაგბეების, არამედ მთელი თაობების აღმზრდელი...
ქუთაისის აიას ამგვარად მოხსენიება, შეიძლება მოკრძალებულიც კი გახლდეთ...
კლუბი შორეულ 1967 წელს დაარსდა და დაარსების დღიდან ორიოდ ათეული წელი დასჭირდა საკავშირო პირველობის ისტორიაში სრული ჰეგემონია მოეპოვებინა: 1987, 1988 და 1989 წლებში ოქრო არავისთვის დაუთმია. აიას ტრიუმფალური სვლის დასაწყისის ნიშნები კი ოდნავ ადრე გამოჩნდა, როდესაც ჯერ კიდევ 1984 წელს ვერცხლი და 1985 წელს ბრინჯაო მოიპოვა. ამ მედლებს ქუთათურებმა ორჯერ საკავშირო პირველობის თასიც შემატეს - 1987 და 1990 წელს.
90_იანი წლების გარიჟრაჟზე, უკვე დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, კვლავაც გაგრძელდა რიონისპირელთა დომინირება: 1990 და 1991 წლებში ქართული ოქროს არავის დაუთმეს, თუმცა შემდგომ იყო ძნელბედობის ხანა, არამხოლოდ აიასთვის ან სპორტისთვის... დღემდე უკანასკნელად და მესამედ აია საქართველოს ჩემპიონი შორეულ 1995 წელს გახდა (ქუთაისელთა აქტივში სამი ბრინჯაო - 1993, 1994, 2013 და სამიც ვერცხლია - 1992, 1997 და 2011).
წლეულს კი რეგულარული გათამაშებისა მოსაგებად მხოლოდ ერთი ლელო დააკლდა. შესარჩევ ფინალშიც სწორედ ის გუნდი დაამარცხა, რომელთან დუელშიც პირველი ადგილი დათმო.
სტატისტიკური მაჩვენებლებიც შთამბეჭდავია: 18_დან 16 მოგებული მატჩი და მხოლოდ ორი მარცხი (ჩემპიონ ჯიქთან და გათამაშების მომგებ ლოკომოტივთან), აღსანიშნავია, რომ გათამაშების პირველ წრეში ქუთაისელებმა ყველა მეტოქე დაამარცხეს. 82 ჯერ დაალელოვეს მეტოქეები და მხოლოდ 39_ი მიიღეს თავად. 535 გატანილი ქულის სანაცვლოდ კი 248 მიიღეს და კონკურენტებთან შედარებით საუკეთესო ბალანსი + 296 დააფიქსირეს.
რიონისპირელთა 82 ლელოდან ყველაზე მეტი მთამა უნივერსალურმა ბექმა, შუამარბმა ზურაბ ძნელაძემ დადო - 17, რომელიც ამ მაჩვენებლით ჩემპიონატში მეორეა. საინტერესო მოვლენა მოხდა 6 ოქტომბერს, მე-6 ტურში, როდესაც აიამ თანაქალაქელ ბაგრატს უმასპინძლა და 67:5 დაამარცხა. ამ მატჩში, სანაკრებო დებიუტამდე ე.წ. „პოკერი“ მიითვალა ფულბექმა მირიან მოდებაძემ. ამ მომენტამდე შიდა ასპარეზზე მოწინააღმდეგისთვის ხუთი ლელოს დადება მხოლოდ ერთხელ გახერხებულა (ეს „რეკორდი“ ლოკომოტივის გარემარბმა გიორგი შკინინმა გააუმჯობესა დადო რა მატჩში ექვსი ლელო).
ტრავმის მიღებამდე დიდი ხანი ლიდერობდა დამრტყმელთა შორის ჩათვლას აიას მგეზავი გიორგი ბაბუნაშვილი. იგი გახლდათ პირველი ვინც 100 ქულიან ზღვარს გადაცდა და დღემდეც მხოლო ორი დამრტყმელი ასწრებს (მამუკა ნინიძე - ჯიქი/მგეზავი და ირაკლი ყიასაშვილი - ლელო/ფულბექი).
ცალკე აღნიშვნის ღირსია აიას შემადგენლობის საშუალო ასაკი და შეცვლების სიღრმეები. იგივე დამრტყმელის მხრივ მეორე მგეზავად სეზონის პირველ ნაწილში U20 ნაკრების წევრი თედო აბჟანდაძე ირჯებოდა, მისი ირლანდიაში ასვლის შემდეგ კი ხან დავით გობეჯიშვილი, ხანაც 18 წლის ლაშა ლომიძე და ხან ნიკოლოზ ცირეკიძე, თუმცა დამრტყმელთა შორის ბაბუნაშვილის შემდეგ საუკეთესო მაჩვენებლი ძნელაძეს მოუგროვდა - 95 ქულის სახით.
ლელოც არაერთ მორაგბეს აღუნიშნავს:
მანაგაძე - 6, აბრამიძე, ირემაძე, მოდებაძე - 5, არეშიძე, ტორაძე - 4, აბჟანდაძე, მ.ბაბუბაშვილი, ერემეიშვილი - 3, ლომიძე, ლოსაბერიძე, წივწივაძე - 2, კიდევ ათამდე მორაგბეა ვინც მოწინააღმდეგის ლელოში მინიმუმ თითოჯერ მაინც შეაღწიეს.
არ შეიძლება არ აღინიშნოს აიას მორაგბეები, მივლენილნი სხვადასხვა ნაკრებში:
ეროვნულში - მირიან მოდებაძე
20 წლამდელებში - გიორგი ახალაძე, ოთარ ძაგნიძე, არსენ მაჩალაძე, თედო აბჟანდაძე
18 წლამდელებში - ვანო კარკაძე, გიორგი თევდორაძე, დავით გობეჯიშვილი, ლაშა ლომიძე, ირაკლი სიმსივე, დავით გასვიანი
7_კაცა ნაკრებში - ზურაბ ძნელაძე, დავით ლოსაბერიძე, ოთარ ძაგნიძე, ხოლო 7_კაცა ასაკობრივ ნაკრებში: თედო აბჟანდაძე, დავით გობეჯიშვილი, ლაშა ლომიძე.
ცალკე აღნიშვნის ღირსია, თუმცა შორს წაგვიყვანს საუბარი აიას აღზრდილ მორაგბეებზე, რომლებსაც სხვადასხვა ფორმაციის ნაკრებში უთამაშიათ.

აიას წინ ფინალი ელოდება, დიდი_10_ის „დიდი ფინალი“, სადაც ოქროსთვის ბრძოლაში ლოკომოტივსა და ჯიქს შორის გამარჯვებულს უნდა ერკინოს.
რიონისპირელები რკინიგზელებს წელს სამჯერ შეხვდნენ:
პირველივე ტურში, ჯერ კიდევ 3 სექტემბერს აიამ შინ 20:17 დაამარცხა ლოკომოტივი. გუნდებმა 3-3 ლელო გაცვალეს, თუმცა ბაბუნაშვილის ზუსტად შესრულებულმა ჯარიმამ აიას გამარჯვება მოუტანა. განმეორებითი შეხვედრა მეორე წრეში უკვე 1 დეკემბერს თბილისში შედგა, სადაც მასპინძლებმა 26:23 იმარჯვეს. რკინიგზელთა სამ ლელოს აიამ ორით უპასუხა. ბოლოს, მესამედ მათი გზები ახლახან შესარჩევ ფინალში გადაიკვეთა, სადაც აიამ სტუმრად 20:15 იმარჯვა. ამჯერად აიამ მიითვალა სამი ლელო მეტოქის ორის სანაცვლოდ. არის შესაძლებლობა, რომ მათი გზები უკვე მეოთხედაც გადაიკვეთოს.
აიასა და ჯიქის დაპირისპირება წელს ორჯერ შედგა. რეგულარული გათამაშების მე-5 ტურში, 30 სექტემბერს, აიამ შინ 14:7 სძლია ჯიქს. მართალია გუნდებმა თითო ლელო გაცვალეს, მარგამ ბაბუნაშვილის ფეხჩუბინობამ მასპინძლებს გამარჯვება მოაპოვებინა. განმეორებით მატჩში უკვე მე-14 ტურში, 25 თებერვალს გორელებმა შინ 36:11 სძლიეს რიონისპირელებს. ჯიქთა ოთხ ლელოს აიამ მხოლოდ ერთით უპასუხა. უნდა აღინიშნოს, რომ ამ დროს აიას საკადრო პრობლემებიც საკამოდ ჰქონდა, რამაც გარკვეულწილად განსაზღვრა კიდეც აიას სეზონში ყველაზე დიდი ანგარიშით მარცხი.
ბოლო 13 წლის მანძილზე აიამ ქართულ ოქროს მესამედ შეუტია, თუმცა ახლა მიზანთან ალბათ ყველაზე ახლოსაა.
სულ მცირე ვერცხლი და ევროსარბიელი კონტინენტური ფარის სახით უკვე მოპოვებული აქვს.





* * *
დღეს ქუთაისობა ყოვილა - ახლა გავიგე
სიმბოლურად კი გამამოივიდა
არის რაღაც ამაში კი არადა სამყაროში
smile.gif


--------------------
Rugby is a Hooligans Game Played by Gentlemen...
The Previous Nick_Name: GiorgiG83
giushki
super-xv member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3342
წევრი No.: 86686
რეგისტრ.: 15-March 09

გამოგზავნილია: 2 May 2018, 14:57  #52636122      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ქუთეისი, სიმონ ქალაქის დღეს გილოცავთ და წარმატებები დიდ 10-ში smile.gif


--------------------
მჯერა მე დილის ნიავის და ვენახების შრიალის,
მჯერა ცა-კავკასიონის და დედამიწის ტრიალის.
diazi
ჩვენ მოვიგებთ ომს!!


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8912
წევრი No.: 34453
რეგისტრ.: 7-May 07

გამოგზავნილია: 3 May 2018, 08:09  #52640609      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
giushki
მადლობა smile.gif)

Gio_G83
ევროსარბიელზე რას ვიზავთ ვნახოთ. ჯერ თანხებს თუ მოიძიებენ და მერე პირველ ხაზს თუ გააძლიერებენ?!


--------------------
ერს რომელსაც არ სურს შეინახოს თავისი არმია, მალე სხვისი არმიის შენახვა მოუწევს

რუსებს რა? რუსებს სად? რუსებს როდის?

ტკბილი სიტყვით და პისტოლეტით უფრო მეტს მიაღწევ, ვიდრე მარტო ტკბილი სიტყვით@ .....
ferrari1000
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 170
წევრი No.: 207906
რეგისტრ.: 21-September 15

გამოგზავნილია: 3 May 2018, 11:02  #52641149      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (diazi @ 3 May 2018, 08:09 )
giushki
მადლობა smile.gif)

Gio_G83
ევროსარბიელზე რას ვიზავთ ვნახოთ. ჯერ თანხებს თუ მოიძიებენ და მერე პირველ ხაზს თუ გააძლიერებენ?!

იმედია რომ მოიძიებენ თანხას და გაძლიერდება აია, თუ არა და გაუჭირდება შილდის თამაში. თუ ვერ მოიძიებს პირველი სამი გუნდი თანხას გავა ისევ ბათუმი ალბათ lol.gif
Lotkinski
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3419
წევრი No.: 162043
რეგისტრ.: 19-February 13

გამოგზავნილია: 3 May 2018, 11:04  #52641165      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim
მგონი ალტრადი უფეშქაშებს შილდის თანხას, აგერ მე და აგერ თქვენ. მთავარია სწორი ფორმა მოინახოს თხოვნის.
GioWEED
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1410
წევრი No.: 201708
რეგისტრ.: 30-April 15

გამოგზავნილია: 3 May 2018, 11:34  #52641359      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
აგერ დუდუ მოდის მონპელიედან და აიყვანოს აიამ, ვეფხვაძე მოდის ოიონადან, მამუკაშვილი ისედაც საქართველოშია.
1 - ვეფხვაძე
2 - შალვა
3 - დუდუ

როგორი 1 ხაზი გამოდის. გადაღუნავენ მთელ შილდს. ეჭვი მაქვს რუსულ კლუბებსაც გაუფამფალებენ 1ხელ მაინც. აიას 1 ხაზი ჭირდება. დიდი 10ის პირობებში აიას შეუძლია გაძლიერდეს და რამდენად გაძლიერდებიან ვნახავთ. წესით ქუთეისელები ივლიან აიას საშინაო თამაშებზე შილდზე.

აია ლოკო და ჯიქი 3ვე უპირობოდ საუკეთესო გუნდებია, იქვეა ბათუმი და ლელოც, ხარები კიდე ამოუცნობია ან ჯიქებს მოუგებენ ან ბაგრატთან წააგებენ. ვერ გაიგებ

This post has been edited by GioWEED on 3 May 2018, 11:39


--------------------
"მთელი ღამე ერთად ვიწექით და არ მომცა. მაგარი პატიოსანი გოგო იყო" © ეს ტიპი ანტიკვარია ნამდვილი

"ელაპარაკე რეგვენსა ყ#ე შამაარტყი კედელსა" © ხალხური

"სიფხიზლით უფრო ვკაიფობ" © pekineli
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (22) « პირველი ... 20 21 [22]  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0313 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]