#60823270 · 6 Nov 2023, 22:40 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE | დარწმუნებული ხარ რომ 25სმ აგურით ნაშენები კედელი უფრო თბოეფექტური იქნება ვიდრე 20იანი შლაკის ბლოკი + 2 გალესვა + 4სმ დამათბუნებელი?? |
public_enemy
უფრო მეტად არა მაგრამ საკმარისად იზოლირებული იქნება, 30-იან ბლოკის კედელს აჯობებს, დაახლოებით 40სმ ბლოკის თანაფარდი თბოიზოლაცია ექნება
სამაგიეროდ ბუნებრივი ვენტილაცია ექნება და შეიძლება გარედან გალესვაც არ დასჭირდეს თუ კარგად დააწყობს ხელოსანი აგურებს * * *
QUOTE | სიმყარეში თვითონ კედლის სიმყარე ვიგულისხმე, კოლონებით არის აშენებული და საყრდენი დატვირთვა არ მაინტერესებდა. |
მეც კედელის სიმყარეს ვგულისხმობ
და კოლონები რა სისქის არის? საერთოდ რათ უნდოდა 60კვ სახლს კოლონები?
QUOTE | 1 კვადრატული მეტრი კედლის ასაშენებლად 1 აგურის სისქეზე ანუ 25სმ საჭიროა 102 ცალი სტანდარტული 25x12x6.5 აგური პლუს ამის დალაგება ანუ ხელობა. როცა ბლოკი იგივე ფართს ჭირდება 12.5 ცალი. |
გალესვა, თბოიზოლაცია, წებოცემენტი, ბადე, შპაკლი, დაგრუნტვა, შეღებვა ეს ყველაფერი დათვლილი გაქვს?
საერთოდ სახლის ხარჯთაღრიცვა უნდა გააკეთო უკვე დასრულებული რემონტით
მარტო კედლის ამოყვანა არის მთლიანი ხარჯის 10%, ანუ ბლოკის კედლის მაგივრად რომ აგურის კედელი ამოიყვანო და 2-ჯერ ძვირიც დაგიჯდეს მაგ კედლის ამოყვანა, მთლიან ხარჯში მოგიმატებს მაქსიმუმ 10%-ს, სამაგიეროდ შემდგომში ეგ 10% ბევრ რამეში მოგცემს ეკონომიას
This post has been edited by PAINKILLER on 6 Nov 2023, 22:58
--------------------
SUBARU LEGACY 2.0 GT SI-Drive - Frameless Doors Forever !
|