გაუმარჯოს ყველას. როგორც ვხვდები ის ძველი თემა წაიშალა და ამიტომ ვხსნი ამ ახალს. აი ინფოც:
პოკერის ქეშ-გეიმის ფესტივალი პირველად თბილისში!!
16-19 მარტი 2017 წ
ძვირფასო მეგობრებო!
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება თბილისურ გაზაფხულზე. თბილისში პირველად ჩატარდება პოკერის ქეშ-გეიმის ფესტივალი (ხუთშაბათიდან კვირის ჩათვლით). ეს არის საუკეთესო საშუალება შეათავსოთ სასიამოვნო სასარგებლოსთან ერთად. თქვენ გეძლევათ შანსი დატკბეთ საქართველოს ბუნებით, შეიგრძნოთ ქვეყნის სტუმართმოყვარეობა და ითამაშოთ პოკერი!
5 მიზეზი თუ რატომ უნდა ეწვიოთ საქართველოს:
• ითამაშეთ პოკერის ქეშ-გეიმი ერთერთ საუკეთესო პოკერ-კლუბში.
• ეთამაშეთ პოკერი აზარტულ ქართველ პოკერის მოთამაშეებს, ასევე უცხოელებს.
• შეიგრძენით ქვეყნის არაჩვეულებრივი კულტურა და დაათვალიერეთ უამრავი საინტერესო ადგილი ქვეყნის დედაქალაქში.
• ეწვიეთ გოგირდის აბანოებს და დააგემოვნეთ საუკეთესო ქართული ღვინო!
ორგანიზატორები
• კაზინო „აჭარა“
• კომპანია „PokerTrest“;
• „Cash Game Tour“.
მონაწილეები
თქვენ საშუალება გექნებათ შეხვდეთ არა მხოლოდ ნაცნობ სახეებს, არამედ გაიცნოთ ბევრი ახალი მოთამაშე. ჩვენ ველოდებით უამრავ მოთამაშეს შემდეგი ქვეყნებიდან: თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი, უკრაინა, ბელორუსი..
ქეშ-თამაშები
ფესტივალი ოფიციალურად იხსნება 16 მარტს 20:00სთ-ზე. თუმცა მონაწილეებს, რომლებიც ადრე მობრძანდებიან, საშუალება ექნებათ უფრო ადრე მიუსხდნენ პოკერის მაგიდებს. თამაში უკვე დაწყებული იქნება!
ფესტივალის ოფიციალური ვალუტა იქნება ა.შ.შ. დოლარი. ყოველდღიურად გაიმართება ტეხასური პოკერის და ომაჰას თამაშები შემდეგი ბლაინდებით: $1/3, $2/5, $5/5, $5/10.
განთავსება და საცხოვრებელი პაკეტები
ფესტივალის ორგანიზატორები გთავაზობთ საუკეთესო ფასებს თბილისის სტუმრებს განთავსებისთვის და ტრანსფერისთვის.
ფესტივალის მონაწილეებს საშუალება აქვთ განთავსდნენ სასტუმრო Holiday Inn-ში 4* (კაზინო „აჭარა“), ასევე ახლოს მდებარე სასტუმრო– Levili 3*-ში.
ასევე არის პაკეტები(განთავსება +ტრანსფერი) სპეციალურ ფასად.
<არსებული პაკეტების სია>
სურვილის შემთხვევაში ორგანიზატორები დაგეხმარებიან განთავსდეთ ნებისმიერ სასტუმროში ან აპარტამენტებში ქალაქის მასშტაბით. კონსიერჟ-სერვისი მოგცემთ რჩევებს ნებისმიერ საკითხზე, რაც მგზავრობასთან არის დაკავშირებული.
ინფორმაცია კაზინო აჭარის პოკერ-რუმის შესახებ
პოკერ-რუმი განთავსებულია კაზინო „აჭარის“ პირველ სართულზე. თვითონ კაზინო სასტუმრო Holiday Inn-ის შენობის გვერდითაა. თქვენ საკმაოდ მისაღებ ფასებში შეგიძლიათ ისაუზმოთ კაზინოში, გარეთ გაუსვლელად. გურმანებისთვის ყოველთვის არსებობს Concierge Service, რომელიც დაგეხმარებათ ქალაქის საუკეთესო რესტორნების შერჩევაში.
გართობა
მოთამაშეებს და ფესტივალის სტუმრებს საშუალება ექნებათ წავიდნენ ექსკურსიაში პროფესიონალ გიდთან ერთად. ბევრ სხვადსხვა გასვლით ტურთან ერთად, ორგანიზატორები გვთავაზობენ გასვლას ცნობილ გოგირდის აბანოებში. თქვენ გექნებათ საშუალება დააგემოვნოთ საუკეთესო ქართული კერძები და ქართული ღვინო.
გოგირდის აბანოების ნახვა აუცილებელია! ეს აბანოები განლაგებულია თბილისის აბანოთუბანში, ქალაქის ძველ ნაწილში. ლეგენდის თანახმად ზუსტად ამ ადგილას დაარსდა თბილისი. ეს არის ერთერთი ყველაზე ღირშესანიშნავი ადგილი. აბანოები უშუალოდ თბილ წყაროებზეა განლაგებული, რომელიც გაჯერებულია გოგირდწყალბადით. ეს არის საუკეთესო საშუალება რომ დაისვენოთ და გაერთოთ პოკერის თამაშებამდე ან მის შემდეგ.
ამ აბანოების შესახებ თვით ცნობილი პოეტები ალექსანდრე პუშკინი და ალექსანდრე დიუმაც წერდნენ. აქვე დაქორწინდა ცნობილი მომღერალი სტინგი.
დამატებით ორგანიზატორები წარმოგიდგენენ სხვადსხვა ტურებს მათთვის ვინც მეგობრებთან, ოჯახთან და მეუღლეებთან, ხალხთან რომელიც ნაკლებად დაინტერესებულია პოკერით, ერთად მოგზაურობს.
დამატებით- ჩვენი პარტნიორები დაასაჩუქრებენ თითოეულ მონაწილეს ქართული ღვინის ბოთლით
მათ ვინც პირველად იმყოფება საქართველოში ( ან ვისაც უბრალოდ მოსწონს ქვეყანა) შეუძლია დამატებით რამდენიმე დღით დარჩეს და ჩვენ მათ დავეხმარებით უკეთ დატკბეს ქვეყნის სილამაზით.
რითია ცნობილი თბილისი:
1. ძველი ქალაქი (ეკლესიები, ვიწრო ქუჩები, უამრავი ძეგლი)
2. საბაგირო ( ერთერთი პოპულარულია ტურისტებისთვის)
3. რეზო გაბრიაძის მარიონეტების თეატრი
4. ნარიყალას ციხესიმაგრე, ქალაქის გალავანი.
5. მშვიდობის ხიდი შესანიშნავი ხედით მდინარეზე და ქალაქზე.
6. ჟინვალის წყალსაცავი
7. უამრავი სხვა სანახაობა.
როგორ მოვხვდეთ თბილისში?
თბილისში დაფრინავს რეგულარული რეისები მოსკოვიდან, კიევიდან, მინსკიდან და სხვა ქალაქებიდან. ბილეთი ორი გზა დაახლოებით 200 $ ჯდება.
ასევე შესაძლებელია ქუთაისის აეროპორტში ჩამოსვლა ( დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიით WizzAir), სამოგზაურო პაკეტის შეძენის შემთხვევაში, ჩვენ მოვახდენთ მგზავრის დახვედრას და ტრანსფერს ქალაქის მიმართულებით.
უმეტესი ქვეყნების მოქალაქეებს არ ესაჭიროებათ ვიზა საქართველოში მგზავრობისთვის. თუმცა არის გამონაკლისებიც. შემდეგი ქვეყნის მოქალაქეებს სჭირდებათ ქართული ვიზა: სირია,იორდანია, ლიბანი, ეგვიპტე, ავღანეთი, ჩინეთი, ვიეტნამი ,ინდონეზია.
იმისათვის რომ გაეცნოთ დეტალურ ინფორმაციას ფესტივალის შესახებ დაგვიკავშირდით კომპანია PokerTrest-ის ნომერზე +995 597 740777 (ეს ნომერი ხელმისაწვდომია Viber -ზე და Whatsapp-ზე), ასევე საიტებზე
http://pokertrest.com,
http://cashgametour.com,
გელით საქართველოში!
[B]
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)