Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > მასმედია > ქართული FM რადიოების რეიტინგი!


Posted by: UnknownGeorgianArtist 28 Jan 2011, 13:39
მოკლედ, ყველა ტელევიზიას მიაშტერდა და სულ არ აინტერესებს რა ხდება მედიის ამ სპექტრში. თუ ვიღაცას ერთ დღეს მოუნდოება ჩართავს და ილანძღება. არა და რა გაიგოს რადიოებმა რა უნდა მსმენელს, როცა იმათგან ბექაფი არ არის. smile.gif

ასეთ რეიტინგს წავაწყდი გამოკითხვა ჯიზე. smile.gif


რადიოების რეიტინგი:
რადიო უცნობი
37.68%
ივერია - საქართველოს საპატრიარქოს რადიო
15.47%
არ დაიდარდო
8.51%
რადიო პალიტრა
6.99%
რადიო ნაცნობი
4.75%
მწვანე ტალღა
3.73%
Beat fm 100.3
3.08%
ფორტუნა+
2.87%
ავტო რადიო
2.09%
რადიო თავისუფლება
1.67%
რადიო სინდიკატი
1.55%
რადიო იმედი
1.46%
ფორტუნა
1.37%
საქართველოს ხმა
1.19%
ჯა-კო
0.96%
აფხაზეთის ხმა
0.84%
პირველი რადიო
0.75%
რადიო ქალაქი 101.9
0.72%
მუზა
0.54%
ევროპა
0.51%
რადიო კომერსანტი
0.48%
საზოგადოებრივი რადიო
0.39%
5 ლაინს რადიო
0.36%
რადიო-2 - ქართული რადიო
0.36%
რადიო ნისტალგია
0.36%
რადიო უნივერსი
0.36%
ჰიტ ეფ ემ
0.33%
ახალი ტალღა
0.33%
კორტესი გიდაგო
0.33%

Posted by: Old City 28 Jan 2011, 19:32
QUOTE
ასეთ რეიტინგს წავაწყდი გამოკითხვა ჯიზე. smile.gif


რადიო უცნობის ფანების გამოკითხვაა?biggrin.gif

Posted by: WOMAN IN LOVE 29 Jan 2011, 12:26
UnknownGeorgianArtist
QUOTE
ასეთ რეიტინგს წავაწყდი გამოკითხვა ჯიზე.

სხვა რეიტინგი არც იყო მოსალოდნელი მაგათგან biggrin.gif
რაც არ უნდა ვთქვათ, ყველამ და პირველ რიგში რადიოებმა ძალიან კარგად იციან, რომ რეიტინგებში ,,არ დაიდარდო" ლიდერობს.
ასევე ძალიან პოპულარული რადიოებია: ,,იმედი", ,,ფორტუნა" , ,,ფორტუნა+", ,,რადიო პალიტრა", ,,ავტორადიო"

Posted by: დათკა 29 Jan 2011, 12:41
WOMAN IN LOVE
QUOTE
,,იმედი", ,,ფორტუნა" , ,,ფორტუნა+", ,,რადიო პალიტრა", ,,ავტორადიო"


არადა ვისაც არ უნდა ვკითხო ან 99.7 - ი აქვს ჩAრთული მანქანაში ან 100.3 boli.gif

მალე 97.5-ზე გადართავენ bis.gif

Posted by: WOMAN IN LOVE 29 Jan 2011, 12:57
დათკა
სიხშირეებით ვერ ცნობ და იქნებ სახელები დაგეწერა მაგ რადიოების?
ჩემი პოსტი ეფუძნება სხვადასხვა რეიტინგებს. მაგ სფეროსთან შეხება მაქვს და ვიცი, რაც ხდება.

Posted by: დათკა 29 Jan 2011, 13:14
WOMAN IN LOVE
QUOTE
ჩემი პოსტი ეფუძნება სხვადასხვა რეიტინგებს. მაგ სფეროსთან შეხება მაქვს და ვიცი, რაც ხდება.


მეც შეხება მაქვს და ვიცი რა ხდება ... საუბარია ეუროპ ფმ-ზე 99.7 ზე და ბიტ ფმ-ზე 100.3- ზე ... მასიურად უსმენენ ავტომობილებში სწორედ ამ ორ რადიოს ...

რეიტინგებს კიდე ვინ ან როგორ ადგენს მაგრად მაინტერესებს ... biggrin.gif

ავტო რადიოს ვიცი რომ მაღალი რეიტინგი აქვს , მაგრამ რო გააჩეროთ ყოველი მეორე ავტო მანქანა თბილისში , რაც ვთქვი ის სურათი იქნება საბოლოოდ

Posted by: WOMAN IN LOVE 29 Jan 2011, 13:50
დათკა
საქართველო მარტო თბილისი არ არის smile.gif რეგიონებში რომელ რადიოებს უსმენენ, იმედია, ხვდები wink.gif

Posted by: დათკა 29 Jan 2011, 13:55
WOMAN IN LOVE
QUOTE
საქართველო მარტო თბილისი არ არის smile.gif რეგიონებში რომელ რადიოებს უსმენენ, იმედია, ხვდები wink.gif

up.gif ნუ ეგ როგორი მომენტია იცი ... ალტერნატივა არ არის მეტი . იძულებული ხარ მოუსმინო იმედს , ან ფორტუნას ბრენდებს რადგან მაუწყებლობა აქვთ მთელს საქართველში , თუმცა მაგითი არ განისაზღვრება ის , რომ ჯობია თუ არა ეგ ტალღები სხვა ჩამოთვლილებს ... მონოპოლიური პონტია biggrin.gif

თბილისში კიდე საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი ცხოვრობს მემგონი

Posted by: giga_1_9_9_4 29 Jan 2011, 21:50
ჩემი აზრით საქართველოში რაც კი რადიოები არსებობს არც ერთი არ ვარგა. ერთი რადიო უცნობს არაუშავს ისიც მხოლოდ ჭიჭიკო და ბიჭიკოთი და არა მუსიკალური ფორმატით დანარჩენი არვიცი როგორ უნდა მოუსმინო? ესეც ჩემი აზრით: ყველაზე მოსასმენი რადიო იყო და იქნება მამაჩემის რადიო რადიო 105 ყველაზე მაგარი რადიო.

Posted by: Coldplayer 29 Jan 2011, 22:10
აქედან რომელია მოსმენადი რადიო?

ჩვენს რადიოს არასოდეს დიდად არ ვწყალობდი და ვიფიქრე საკუთარს რატომ არ უნდა უსმენდეთქო.....ხოდა პაწა ხანს სამსახურის დილის 30 წუთს ქართულ რადიოს დავუთმობ biggrin.gif

რომელიმეს ინტერნეტ რადიო ან საკუთარი ფლეიერე აქვენ?

Posted by: დათკა 29 Jan 2011, 22:16
97.5 იქნება მალე ყველაზე სმენადი biggrin.gif ყველაზე გემოვნებიანი ....


Posted by: WOMAN IN LOVE 29 Jan 2011, 23:59
დათკა
QUOTE
97.5 იქნება მალე ყველაზე სმენადი  ყველაზე გემოვნებიანი ..

აქ უნდა ვივარაუდოთ, რომ მანდ მუშაობ და თანაც ძალიან მონდომებულად smile.gif

Posted by: დათკა 30 Jan 2011, 01:15
WOMAN IN LOVE
QUOTE
აქ უნდა ვივარაუდოთ, რომ მანდ მუშაობ და თანაც ძალიან მონდომებულად smile.gif


ჯერ ჯერობით არ ვმუშაობ , თუმცა თუ მომეცა საშუალება მუსიკალური პროგრამის მხრივ რაც დავწერე ზემოთ ზუსტად ასე იქნება : ))

რომელ რადიოშიც კი მიმუშავია ყოველთვის ყველაფერს გემოვნებიანად და ხარისხიანად ვაკეთებდი და ეთერშიც შესაბამისი დონის პროდუქტი გადიოდა ))

Posted by: zuukkk 31 Jan 2011, 23:49
უცნობს ეხლა 3 კაცი უსმენს... smile.gif ეგ რეიტინგი ჩატარდა მგონი ჩვენს წელთააღრიცხვამდე... sad.gif(( სხვათა შორის ობიექტური რეიტინგი მე ძირითადად არ მინახია... sad.gif(

Posted by: roman2 1 Feb 2011, 02:44
რადიო ნაცნობი fm 94.7 უმაგრესია smile.gif

Posted by: imageexpress 23 Feb 2011, 15:03
მორჩით მკითხაობას.
IPR-მა რადიოარხების სმენადობის რეიტინგი გამოაქვეყნა
რეიტინგული რადიოების სიას უპირობოდ ლიდერობს ”არ დაიდარდო”, მეორე ადგილზე მინიმალური უპირატესობით რადიო ”პალიტრა” (FM 103.9) გავიდა. მესამე ადგილზე რადიო "იმედი" დასახელდა. როგორც შკალაზე ხედავთ, შედარებით მცირე ჩამორჩენა აქვთ რადიო "ფორტუნასა" და "აფხაზეთის ხმას". საერთოდ არ უსმენს რადიოს გამოკითხულთა 61.9%.

წყარო/Source: http://www.ambebi.ge/masmedia/32479-ipr-ma-radioarkhebis-smenadobis-reitingi-gamoaqveyna.html#ixzz1EmLUZDTM

Posted by: დათკა 23 Feb 2011, 19:17
QUOTE
რეიტინგული რადიოების სიას უპირობოდ ლიდერობს ”არ დაიდარდო”



drug.gif vis.gif

Posted by: Unknown 26 Feb 2011, 17:14
რადიო 95.7-ს რა ქვია სახელი?
არც ფმსკანის საიტზე არ წერია...
აა მივაგები ინეტში, რადიო "პროგრესი" ქვია ესე იგი

Posted by: დათკა 26 Feb 2011, 17:16
Unknown
QUOTE
რადიო 95.7-ს რა ქვია სახელი? არც ფმსკანის საიტზე არ წერია... აა მივაგები ინეტში, რადიო "პროგრესი" ქვია ესე იგი


97.5 ია ...

მალე საინტერესო გადაცემები გავა ეთერში ...

Posted by: ubneli71 28 Feb 2011, 17:29

გააჩნია, ვის რა მოსწონს რადიოში და ვინ რას მოელის.
მე, მაგალითად, ,,მწვანე ტალღას'' ვუსმენ და ისინი უპირობო ლიდერებად მიმაჩნია;
აქ სერიოზული მუსიკაც არის და ინფორმაციაც!

Posted by: Coldplayer 2 Mar 2011, 00:06
მოკლედ მე რადიოს ვუსმენ სამსახურში მისვლამდე და შემდეგ სამსახურში სანამ ხელებს დავიკაპიწებდე კიდევ 30 წუთი, დაახლოებით....
რამოდენიმეჯერ ჩავრთე ქართული რადიო ...და შემიძლია ვთქვა რომ დილის კარგი "ბრექფესტ" შოუ ვერ მოვიძიე.

ცაგარელის ასტრონომიული რეკომენდაციებით უფრო ვერთობი ვიდრე სხვა დანარჩენით biggrin.gif

Posted by: lurdes 3 Mar 2011, 19:37
რომელ რადიოებს აქვთ ლიტერატურული გადაცემები?
იქნებ დაწეროთ, თუ იცით

Posted by: _jamiroquai_ 29 Sep 2011, 21:06
imageexpress
QUOTE
მორჩით მკითხაობას.
IPR-მა რადიოარხების სმენადობის რეიტინგი გამოაქვეყნა
რეიტინგული რადიოების სიას უპირობოდ ლიდერობს ”არ დაიდარდო”, მეორე ადგილზე მინიმალური უპირატესობით რადიო ”პალიტრა” (FM 103.9) გავიდა. მესამე ადგილზე რადიო "იმედი" დასახელდა. როგორც შკალაზე ხედავთ, შედარებით მცირე ჩამორჩენა აქვთ რადიო "ფორტუნასა" და "აფხაზეთის ხმას". საერთოდ არ უსმენს რადიოს გამოკითხულთა 61.9%.

წყარო/Source: http://www.ambebi.ge/masmedia/32479-ipr-ma...l#ixzz1EmLUZDTM


ეგ რეიტინგი რაც შენ აქ მოგვაწოდე ძალიან სასაცილოა და სწორედ, რომ მკითხაობაზეა დაფუძნებული. რაც შეეხება რეალურ რეიტინგებს ის ნამდვილად არ არსებობს. ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა არის ის, რომ ამ სისულელესთან შედარებით მე პირადად ყოველთვის პირველ რიგში მსოფლიოში დიდი პრაქტიკის მქონე "ეი სი თი" - ს და "თი ენ ეს" - ის გაყიდულ, მაგრამ მეტნაკლებად მაინც პროფესიონალურ დონეზე შესრულებულ კვლევებს დავეყრდნობი. ამ კვლევების მიხედვით კი რადიო პალიტრა საერთოდ ათეულშიც არაა ბოლო 1 წლის მანძილზე. smile.gif ნუ ჩემი ფავორიტი რადიოსადგურიც ვერ დაიკვეხნის თავისი პოზიციებით, მაგრამ ათეულში ნამდვილად არის. რასაც შენს მიერ შემოთავაზებულ კვლევებში ნამდვილად ვერ ვხედავ.

Posted by: giga_1_9_9_4 29 Sep 2011, 21:38
QUOTE (imageexpress @ 23 Feb 2011, 15:03 )
მორჩით მკითხაობას.
IPR-მა რადიოარხების სმენადობის რეიტინგი გამოაქვეყნა
რეიტინგული რადიოების სიას უპირობოდ ლიდერობს ”არ დაიდარდო”, მეორე ადგილზე მინიმალური უპირატესობით რადიო ”პალიტრა” (FM 103.9) გავიდა. მესამე ადგილზე რადიო "იმედი" დასახელდა. როგორც შკალაზე ხედავთ, შედარებით მცირე ჩამორჩენა აქვთ რადიო "ფორტუნასა" და "აფხაზეთის ხმას". საერთოდ არ უსმენს რადიოს გამოკითხულთა 61.9%.

წყარო/Source: http://www.ambebi.ge/masmedia/32479-ipr-ma-radioarkhebis-smenadobis-reitingi-gamoaqveyna.html#ixzz1EmLUZDTM

ჩემი აზრით ეს გამოკვლევა არის ზღაპარი, იმიტომ რომ ეს ყველა რადიო ტალღები რომლებიც საქართველოში არი როგორ უნდა იყვნენ რეინტუგული? ჯერ რა სიმღერები გადის და რეებს ითხოვენ. ვერც ერთ ტალღას ვერ ნახავ რომელსაც მოუსმენ.

Posted by: _jamiroquai_ 29 Sep 2011, 21:58
giga_1_9_9_4

მაგას ზღაპარი კი არ ქვია ჩემო გიგა, მაგას ფულის კეთების მეთოდი ქვია

Posted by: giga_1_9_9_4 29 Sep 2011, 22:06
QUOTE (_jamiroquai_ @ 29 Sep 2011, 21:58 )


მაგას ზღაპარი კი არ ქვია ჩემო გიგა, მაგას ფულის კეთების მეთოდი ქვია

მართალი ხარ. 105-ში წამყვანები მესიჯებს იხვეწებოდნენ და ამ რადიო ტალღებზე რა დროსაც არ უნდა იყოს თხოვნები დაჟე არ დაიდარდოში სმ-ბი ბლომათ მიდის.

Posted by: დათკა 29 Sep 2011, 23:51
giga_1_9_9_4
QUOTE
ამ რადიო ტალღებზე რა დროსაც არ უნდა იყოს თხოვნები დაჟე არ დაიდარდოში სმ-ბი ბლომათ მიდის.


ხოდა რაღა პრეტენზია გვაქვს საერთოდ რამის ))

პროფილი , არ დაიდარო და ნანუკას შოუ
ეს არის ქართული გემოვნება

თფუ ბლინ

Posted by: _jamiroquai_ 30 Sep 2011, 01:38
იბერია გაბრწყინდება bis.gif bis.gif bis.gif


lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: progresi 5 Oct 2011, 21:28
პალიტრა კარგია და მერე კომერსანტი. ხო ჯიპა სუფთა პრაქტიკული მოსაზრებებით თუ მოუსმენ ინგლისურენოვანი გადაცემების ხათრით

Posted by: ATJAZZ 10 Oct 2011, 19:09
Beat FM ახლა უკვე მთელი საქართველოს მასშტაბით. აი რადიო yes.gif

Posted by: giga_1_9_9_4 10 Oct 2011, 21:00
QUOTE (ATJAZZ @ 10 Oct 2011, 19:09 )
Beat FM ახლა უკვე მთელი საქართველოს მასშტაბით. აი რადიო yes.gif

ამ რადიოში რა სტილის მუსიკა გადის ვერ გავიგე.

Posted by: sxvaveli 10 Oct 2011, 23:26
giga_1_9_9_4
ელექტრონული მუსიკა smile.gif მნიშვნელობა არ აქვს ჟანრს biggrin.gif

Posted by: _jamiroquai_ 11 Oct 2011, 01:27
მაგი ჩქარების რადიოა? lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: giga_1_9_9_4 11 Oct 2011, 13:25
QUOTE (sxvaveli @ 10 Oct 2011, 23:26 )
giga_1_9_9_4
ელექტრონული მუსიკა smile.gif მნიშვნელობა არ აქვს ჟანრს biggrin.gif

ჩემი აზრით მაგარი გაუგებარი რადიოა. გაუგებარი კოპოზიციები გადის. ზოგს მოსწონს ეს რადიო.

Posted by: Real Politics 11 Oct 2011, 15:00
საბავშვო რადიო აკლია ჩვენს რადიო სივრცეს

Posted by: iphone_21 30 Oct 2011, 01:32
რადიოს "ჭიჭიკო და ბიჭიკოს" გამო თუ მოვინატრებ....


Posted by: paata-orbeli 2 Nov 2011, 13:07
რადიო მონტეკარლო უმაგრესია .

Posted by: sofo natroshvili 2 Nov 2011, 21:02
QUOTE
giga_1_9_9_4
ელექტრონული მუსიკამნიშვნელობა არ აქვს ჟანრს


აი ეს კი ნამდვილად კარგია!!!!!!

Posted by: G Irubakidze 3 Nov 2011, 11:20
QUOTE (iphone_21 @ 30 Oct 2011, 01:32 )
რადიოს "ჭიჭიკო და ბიჭიკოს" გამო თუ მოვინატრებ....

yes.gif yes.gif yes.gif

Posted by: prokofi1 4 Nov 2011, 18:51
არ დაიდარდო არ მევასება, sad.gif არავის ეწყინოსwink.gif

Posted by: M43DL0 5 Nov 2011, 00:49
1. არ დაიდარდო სადღაც 42%
2. ფორტუნა 22% (მიახლოებით)
3. ფორტუნა+ 22%(მიახლოებით)
4. იმედი
5. საქ. ხმა
6. ავტო რადიო

აი ესაა რეალური რეიტინგი

Posted by: prokofi1 5 Nov 2011, 12:29
ვისთვის როგორ , მე პირადად ეგრე არ მიმაჩნია,

Posted by: Oliver 6 Nov 2011, 13:59
QUOTE
"ჭიჭიკო და ბიჭიკო"

იმ იშვიათთა რიცხვში შევდივარ, ვისაც მაგათი გადაცემებისთვის ერთხელაც არ უსმენია ცხოვრებაში smile.gif

Posted by: deme_tre 6 Nov 2011, 14:22
102.4
ყველაზე ყველაზე რადიო smile.gif

Posted by: solomoni84 8 Nov 2011, 17:45
არ დაიდარდოს ასეთი მოძულე არ მინახავსsmile.gif

Posted by: _jamiroquai_ 12 Nov 2011, 00:54
მედია გრუპმა გასული წლის ბოლოს რადიო ბაზრის კვლევები ჩაატარა. შესწავლილი იქნა სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიასა და სეგმენტზე გათვლილი რადიოსადგურების რეიტინგი და ამ ადამიანების დამოკიდებულება ზოგადად რადიოსადგურებთან მუსიკასთან და მათ მიერ წარმოებულ პროდუქციასთან დაკავშირებით. გამოკითხვების მიმდინარეობისას გამოკითხული იქნა სულ 2456 ადამიანი. გამოკითხვის შედეგების მიხედვით დღეს FM სიხშირეზე არსებული რადიოსადგურების რეიტინგები ასე გამოიყურება;

რადიო იმედი 21.43%

აფხაზეთის ხმა 20.86%

beat fm 100.3 14.05%

რადიო უცნობი 20.72%

რადიო სინდიკატი 12.97%

რადიო თავისუფლება 3.02%

რადიო პალიტრა 7.02%

არ დაიდარდო 18.59%

რადიო ნაცნობი 2.59%

ჰიტ ეფ ემ 1.72%

რადიო კომერსანტი 1.29%

ივერია – საქართველოს საპატრიარქოს რადიო 0.86%

ავტო რადიო 0.86%

სტარ ფმ 93.9 0.86%

რადიო ქალაქი 101.9 1.86%

მწვანე ტალღა 2.43%

ევროპა 0.43%

საქართველოს ხმა 0.43%

ფორტუნა+ 12.43%

ფორტუნა 9.43%

მუზა 0.9%

ჯა-კო 0.8%

რადიო-2 – ქართული რადიო 2.86%

საზოგადოებრივი რადიო 0%

პირველი რადიო 1.89%

ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე ჩატარებული კვლვები ცხადჰყოფს რომ დღესდღეობით ყველაზე პოპულარულ (მასობრივ) ფორმატს წარმოადგენს ე.წ Hot AC, რომელიც ყველაზე წარმატებული ფორმატია 80-იანი წლებიდან მოყოლებული ევროპასა და აშშ-ში, ამასთან ერთად ყველაზე პოპულარული და განვითარებადი..კონკრეტულად კი, ძირითადი დატვირთვა თანამედროვე, რიტმულ, ენერგიულ მუსიკაზეა. დღეისათვის ქართულ ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადია Hot AC – პროგრესული AC და კონსერვატიული CHR მელოდიები:
RM Hot AC+ ამიერკავკასიის ჰიტები, ე.ი. Ritm Mix (უცხოური, ქართული და რუსული თანამედროვე რითმული მელოდიები) + ამიერკავკასიის ჰიტები (სომხური და აზერბაიჯანული თანამედროვე რითმული მელოდიები).


წყარო - http://mediagroupnew.wordpress.com/

Posted by: its 5 o clock in the morning 12 Nov 2011, 03:58
ჩემს დროს (5 წლის წინ) ფორტუნა + იყო პირველი. რას "ატრიალებენ" ესეთს რადიო უცნობზე ამხელა რეიტინგი რომ უჭირავს?

Posted by: _jamiroquai_ 12 Nov 2011, 11:31
its 5 o clock in the morning
QUOTE
ჩემს დროს (5 წლის წინ) ფორტუნა + იყო პირველი. რას "ატრიალებენ" ესეთს რადიო უცნობზე ამხელა რეიტინგი რომ უჭირავს?


ფორტუნა + - ს დღეს რეიტინგი ნამდვილად აღარ აქვს, მაგრამ აი რაც შეეხება უცნობს მართლა ვერ ვხვდები რატომ აქვს ამხელა რეიტინგი

Posted by: giga_1_9_9_4 12 Nov 2011, 12:57
რადიო უცნობს იმიტომ აქვს რეიტინგი, რომ არ გადის კარგი სიმღერები გაუგებარი სიმღერები გადის, მაგრამ ზოგმა მუსიკის გამო თქვა რომ უსმენს ამ რადიოს ესეთები ცოტაა, მაგრამ ამ რადიოში კარგი გადაცემებია, როგორც გასართობი ისე საინფორმაციო და პოლიტიკური შოუები და იმიტომ ჩემი აზრით
.

Posted by: _jamiroquai_ 12 Nov 2011, 15:26
giga_1_9_9_4
QUOTE
რადიო უცნობს იმიტომ აქვს რეიტინგი, რომ არ გადის კარგი სიმღერები გაუგებარი სიმღერები გადის, მაგრამ ზოგმა მუსიკის გამო თქვა რომ უსმენს ამ რადიოს ესეთები ცოტაა, მაგრამ ამ რადიოში კარგი გადაცემებია, როგორც გასართობი ისე საინფორმაციო და პოლიტიკური შოუები და იმიტომ ჩემი აზრით


მაგალითად რომელი გადაცემა?

Posted by: giga_1_9_9_4 12 Nov 2011, 15:44
QUOTE (_jamiroquai_ @ 12 Nov 2011, 15:26 )
მაგალითად რომელი გადაცემა?

გასართობი ჭიჭიკო და ბიჭიკო, პოლიტიკური რაც არი, საინფორმაციო გამოშვებები და პოლიტიკური თუ არა პოლიტიკური გააცემები.

Posted by: nikolozi35 12 Nov 2011, 15:48
გამარჯობააააააააააააააააააააააააააააააააააააა

Posted by: tornike74 14 Nov 2011, 16:16
ვინმემ ხომ არ იცით რადიოში გასული გადაცემების ჩანაწერები სად შეიძლება მოვიძიო? როგორც myvideo.ge_ზე არის ტელევიზიების 24 საათიანი ჩანაწერები ისეთი რადიოზე არ არის?

Posted by: _jamiroquai_ 14 Nov 2011, 17:12
tornike74

არა სამწუხაროდ რადიოებს არ აქვს.

Posted by: giorgi_ 14 Nov 2011, 17:29
რადიო ფორტუნა + -ზე ყველაზე თანამდეროვე, ახალი უცხოური მუსიკა გადის, ქართულები ისე რა, მაგრამ რაც გადის უცხოურ თანამედროვე ტელევიზიებში ის გადის ფორტუნა + ზე და მართლა მაინტერესებს რატომ არ აქვს კარგი რეიტინი?

Posted by: _jamiroquai_ 14 Nov 2011, 18:33
giorgi_
QUOTE
რადიო ფორტუნა + -ზე ყველაზე თანამდეროვე, ახალი უცხოური მუსიკა გადის, ქართულები ისე რა, მაგრამ რაც გადის უცხოურ თანამედროვე ტელევიზიებში ის გადის ფორტუნა + ზე და მართლა მაინტერესებს რატომ არ აქვს კარგი რეიტინი?


ეს მედია გრუპს კითხე და საზოგადოებას. მე პირადად ვერ დაგეთანხმები. ყველაზე თანამედროვე ჰიტების ტრიალი იმას არ ნიშნავს რომ პოპულარული იქნები. სანაცვლოდ საკმაოდ უხარისხო მუსიკას ატრიალებენ. wink.gif

Posted by: დათკა 14 Nov 2011, 19:26
QUOTE
რადიო ფორტუნა +

vis.gif

Posted by: ltdswarowski 14 Nov 2011, 20:47
რადიო უცნობზე ჩემთვის ყველაზე საინტერესო გადაცემები გადის და მუსიკალურ პროგრამსაც არაუშავს!!!!!!!!!უცნობის მერე მუსიკალურ ფორმატში რა თქმა უნდა ბით ეფემია.......

Posted by: ვერონიკა 14 Nov 2011, 23:00
_jamiroquai_
QUOTE
giga_1_9_9_4
QUOTE
რადიო უცნობს იმიტომ აქვს რეიტინგი, რომ არ გადის კარგი სიმღერები გაუგებარი სიმღერები გადის, მაგრამ ზოგმა მუსიკის გამო თქვა რომ უსმენს ამ რადიოს ესეთები ცოტაა, მაგრამ ამ რადიოში კარგი გადაცემებია, როგორც გასართობი ისე საინფორმაციო და პოლიტიკური შოუები და იმიტომ ჩემი აზრით


მაგალითად რომელი გადაცემა?

მეც თითქმის ყოველდღე ვუსმენ ჭიჭიკოს და ბიჭიკოს მაგ დროს სამსახურიდან ვბრუნდები. მომწონს ასევე ის მუსიკა რაც ამ რადიოდან ისმის, ყოველთვის გემოვნებითაა შერჩეული...

Posted by: Street King Energy 15 Nov 2011, 01:28
radiosTvis a rmomismeniaaa 90 ianebis mere memgoni )))))

Posted by: _jamiroquai_ 16 Nov 2011, 17:30
Street King Energy
QUOTE
radiosTvis a rmomismeniaaa 90 ianebis mere memgoni )))))


ეხლა აქტუალური აღარ არის შენთვის რადიო? smile.gif

Posted by: R-26 11 Dec 2011, 21:11
ჩემის აზრით, ზოგადად რადიოს რეიტინგია დაცემული.. აი რადიომანია მაშინ ჭირდათ (მათ შორის მეც) როცა სრულიად საქართველო ბნელით და უკუნით იყო მოცული (უშუქობის პერიოდს ვგულისხმობ), მაშინ სხვა ალტერნატივა არც გვქონდა (უშუქობას + უინტერნეტობა + უკომპ-ობა და ა.შ.) რადიომიმღებთან ერთად ვიძინებდი და ვიღვიძებდი, მთელი დღე ვუსმენდი, ყველა გადაცემის და წამყვანის განრიგი ვიცოდი და ა.შ. მახსოვს მაგ პერიოდში ერთ-ერთი ორგანიზაცია ატარებდა გამოკითხვას და მეც გამომკითხეს თუ რომელ რადიოს ვუსმენდი, რა სიხშირით და ა.შ. ეხლა რომ მოვხვდე გამოკითხულთა შორის ალბათ არაობიექტურად შემოვხაზავ "ჩემს საყვარელ რადიოებს" (ალბათ ამიტომაც არის, რომ შედეგად გაუგებარ რეიტინგებს ღებულობენ) ... საერთოდ აღარ ვუსმენ, არც მანქანაში და სახლში ხომ საერთოდ .. ერთი დანამდვილებით ვიცი, რომ რეგიონებში (განსაკუთრებით სამარშრუტო ტაქსებში) "არ დაიდარდო"_ს და "ავტო-რადიო"_ს გარდა, სხვა რადიო-ტალღებს არ აღიარებენ ... : )

Posted by: დათკა 12 Dec 2011, 00:00
ძაან არის დაცემული მართლაც რეიტინგი , არადა რეალურად მაგრად მწყდება გული . რადიო ძალიან მაგარი რამეა ) უბრალოდ ამ ქვეყანაში ...

იმედი მაქვს ერთ მშვენიერ დღეს ყველაფერი შეიცვლება . შეიძლება მაშინ დავუბრუნდე კიდევაც ამ სფეროს ..

Posted by: giorgi4 8 Mar 2012, 14:47
http://radioreitingebi.wordpress.com/

http://allanswerx.wordpress.com

Posted by: _jamiroquai_ 8 Mar 2012, 15:18
ძალიან ძალიან გთხოვთ მოდერატორებო. გადახედოთ ერთი და იგივე აი პი მისამართიდან დაწერილ პოსტებს და ალტერნიკები წაშალოთ, თორემ აქ საქმე ეხება ორგანიზაციის რეპუტაციას. საუბარია რადიო Beat FM 100.3 - ზე, რომლის მიზანმიმართული დისკრედიტაციის კამპანია დაიწყო გუშინ. შესაბამისად უცებ გაჩნდა ახალი შეთითხნილი კვლევები სხვადასხვა ბლოგებზე და ამ რადიოსადგურთან დაკავშირებულ ყველა თემაში დაიწერა მსგავსი შნაარსის პოსტები: "რა ბანძი რადიოა", "ამ რადიოს არავინ უსმენს" და ასე შემდეგ.

მოდერატორებო გთხოვთ აღკვეთოთ მსგავსი თავდასხმები და შესაბამისი ზომები მიიღოთ აღნიშნულ იუზერებთან დაკავშრებით.

დიდი მადლობა წინასწარ

Posted by: giorgi4 8 Mar 2012, 17:32
_jamiroquai_
თქვენ ამდენს რატომ აქტიურობთ ჩემთვის გაუგებარია, ესაა კვლევები არა ჩემს მიერ არამედ შესაბამისი კომპანიების მიერ ჩატარებული.

Posted by: samodelo saagento 8 Mar 2012, 19:31
დათკა

გეთანხმები მაგრამ მე იშვიათად მაინც ვუსმენ ))

_jamiroquai_

ისე არ გაწყინოს მაგრამ Beat FM 100.3–ზე წარმოდგენა დამეკარგა მას შემდეგ რაც სხვა თემა გადავხედე, რაში გჭირდებათ ეს რეიტინგების გაყალბება მაინც ვერ გამიგია, თუ რეალურია თქვენი კვლევები მაშინ ამდენ საუბარს გირჩევდით რომ ოფიციალური წყარო მოიძიოთ და დადოთ მათი რეალური მონაცემები, ამის შემდეგ კი მოდერატორებზე ხვერწნაც აღარ დაგჭირდებათ.

ბოდიშით მაგრამ ეს ერთადერთი გამოსავალია თქვენთვის

Posted by: giga_1_9_9_4 9 Mar 2012, 12:45
QUOTE (R-26 @ 11 Dec 2011, 21:11 )
ერთი დანამდვილებით ვიცი, რომ რეგიონებში (განსაკუთრებით სამარშრუტო ტაქსებში) "არ დაიდარდო"_ს და "ავტო-რადიო"_ს გარდა, სხვა რადიო-ტალღებს არ აღიარებენ ... : )

ვერ გავიგე, თუ რადიოს საერთოდ დაბალი რეიტინგი აქვს არ დაიდარდოს და მის ნაირ რადიოებს რატომ აქვთ ამხელა რეიტინგი? მარტო არ დაიდარდოა საქართველოში რადიო? სხვა რადიობსაც უსმენენ მაგრამ იმათ არ აქვთ ამ ხელა რეიტინგი როგორიც არ დაიდარდოს. ჩემი აზრით საქართველოში კარგი რადიოები არ არი. დღევანდელ რადიოებში მარტო გადის რეკლამები, თუ სიმღერები გადის საშინელება. მერე წამყვანები ეს ვაბშე საშინელებაა, ჯერ რა ლაპარაკი აქვთ ჯორის წიხლებივით მიაყრიან მოსწრებაზე არიან ოღონდ რაღაცა თქვან.

Posted by: UnknownGeorgianArtist 9 Mar 2012, 17:54
giorgi4

თქვენი მონაცემები არის მცდარი და საზოგადოება შეგყავთ შეცდომაში.

samodelo saagento

QUOTE
ისე არ გაწყინოს მაგრამ Beat FM 100.3–ზე წარმოდგენა დამეკარგა მას შემდეგ რაც სხვა თემა გადავხედე, რაში გჭირდებათ ეს რეიტინგების გაყალბება მაინც ვერ გამიგია, თუ რეალურია თქვენი კვლევები მაშინ ამდენ საუბარს გირჩევდით რომ ოფიციალური წყარო მოიძიოთ და დადოთ მათი რეალური მონაცემები, ამის შემდეგ კი მოდერატორებზე ხვერწნაც აღარ დაგჭირდებათ.

ბოდიშით მაგრამ ეს ერთადერთი გამოსავალია თქვენთვის


გადავიკითხე ყველა თემა და ნათელი გახდა ჩემთვის ის რომ მაგ კაცს ეს რეიტინგები არ გაუკეთებია, იძახის გულახდილად რომ მე ვიყენებ ამ გამოქვეყნებულ ინფორმაციასო და რატომ თხოვთ მაგ ადამიანს რაიმე დოკუმენტაცია დაგიდოთ ვერ გავიგე. თუ ვინმეს გული ტკივა მოთხოვეთ იმ ტიპებს ვინც ეს კვლევა გააკეთა.

რა ვიცი რა ვიცი.

მეც პირადად შთაბეჭდილება მრჩება, რომ ებრძვით კონკრეტულად ერთს. 10-15 პოსტიანი ტიპებისთვის უცებ გახდა ეს თემა საინტერესო და შემოცვივდა ყველა აქ რომ გალანძღოთ ერთი.

მე უფრო მგონია, რომ აქ შურის მომენტია, ეტყობა მართლა მაგრა გაქაჩა მაგ რადიომ და საქართველოში როცა ვინმე ქაჩავს ყველა გიენებივით იმას ესხმის თავს.

Posted by: davita131 11 Mar 2012, 17:06

UnknownGeorgianArtist

კიდევ ერთი დამცველი გამოჩნდა smile.gif

ერთ გეტყვი, ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი მიხვდება რომ კონკრეტული კვლევები არის არა გაყალბებული არამედ არც კი ჩატარებულა და ვიღაცამ მიზანმიმართულად შექმნა ბლოგი და თავისითვე მიაწერა ვითომ რეიტინგები, რომელსაც არც დიაგრამები არააქვთ...

მეორეც როგორ შეიძლება ესეთი უნიჭოდ შესრულებულ მონაცემებს ენდოს რადიოს დამაარსებელი და დირექტორი და წამოიმხოს მთელი ინტერნეტი თავზე არიქა აი კვლევები, მე ხომარ ვამბობ ეს აგერ ბლოგზევე დევსო რომელიც შემთვხვევით მოვიძიეო? ეს ხომ ბლეფი და უნიჭობაა?

და შენ გინდა ეს დავუშვათ? არა ბატონო ყველას გავაგებინებთ რომ ეს არის მცდარი და უნიჭო სიცრუე, ხოლო ვინც რქებით გამოიწევს და შეეცდება დაიცვას და აღაზევოს ეს სიცრუე იმას კი რქები დაატყდება და გაცილებით მეტი ლაქა დააჩნდება ვიდრე წარმოუდგენია გინდა იყოს ბიტეფემი და გინდა ფორტუნდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ სხვა რადიოები ესეთ სისულელესის გავრცელებას არ დაიწყებდნენ იმიტომ რომ ამ დონეზე არ დაეცემოდნენ. ესე მხოლოდ დაბალი დონის რადიოები იქცევიან, ამ შემთხვევაში ეს beat fm 100.3–ია.

Posted by: BeatPort 11 Mar 2012, 17:23
davita131

შენ ეხლა გგონია ვინმეს მოატყუებ და დაარწმუნებ იმაში, რომ დაინტერესებული პირი არ ხარ? კივიხარ ყველგან ამხელა კაცი და ვინმეს აბრალებ რაიმეს გაყალბებას? ასეთი ისტერიჩკა კაცი პირველად ვნახე. ეხლა გადავხედე შენს ნაწერებს ყველგან და ისტერიულად ამტკიცებ და კივიხარ ყველგან. ვინ ხარ ვაბშე ტო? გოგო ხარ ძმა? lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: davita131 11 Mar 2012, 17:45
BeatPort

დიახ დაინტერესებული ვარ რომ ეს მცდარი რეიტინგები არ არსებობდეს და ამას არც ვმალავ და ფეხებზე მკიდა ყველა ვინც წინ გადამიდგება. შენ კიდე პირადი გადაამოწმე.

Posted by: pr-agenti 11 Mar 2012, 21:03
BeatPort

შენ რამდენს ჭიკშიკებ
აგერ სხვა რადიოებს შეურეცყოფებს აყენებ
http://www.radikal.ru

და ამ ბანძ ბიტეფემის რადიოს თემას კი აცოცხლებ და მოწინავე პოზიციებზე აგყავს, სადაც მარტო შენ აქტიურობ ვითომ ფანი ხარ, არადა თემა რომ ამოწიო მხოლოდ შენი კომენტარებია...

http://www.radikal.ru

საიდან მოდიხართ ან ვაფშე რა გინდათ ტო.... წადით აქდან თქვენი დრო დასრულდა გაიგეთ ვაააააა

Posted by: _jamiroquai_ 11 Mar 2012, 21:09
pr-agenti

უკაცრავად, თქვენი სქესი შეიძლება გავიგო? გულახდილად და სერიოზულად მაინტერესებს, ყოველგვარი სარკაზმის გარეშე.

Posted by: pr-agenti 11 Mar 2012, 21:26
_jamiroquai_
სქესი რა შუაშია თემას ნუ აოფებ. პირადული მე ვიცი პირადში smile.gif

Posted by: UZUL 14 Mar 2012, 10:14
http://pik.tv/ru/radio


.... boli.gif

Posted by: _jamiroquai_ 14 Mar 2012, 10:46
UZUL
QUOTE
http://pik.tv/ru/radio



ეგ მაგარი კარგი ინიციატივაა. ძალიან გამიხარდა რომ გავიგე. ანუ მთელი საქართველოს მასშტაბით "პიკია" უკვე?

Posted by: Phantome_of_Love 15 Mar 2012, 00:50
ეს ახალი კვლრვებიააა? არ დაიღალეეთ ????? ამ კვლევების არ მჯერაsmile.gif

Posted by: gixoni 20 Mar 2012, 18:57
გამარჯობათ, ძალიან მაინტერესებს რადიოსადგურების რეიტინგი საქართველოს მასშტაბით, კერძოდ ქუთაიში თუ არის ჩატარებული ასეთი კვლევა ან გამოკითხვა. წინასწარ მადლობა !

Posted by: lashuka 22 Mar 2012, 16:23
FM 99.3 უსმინეთ ფოლკ რადიოს რომელიც ემსახურება ფოლკლორს და კულტურას...

Posted by: BeatPort 3 Apr 2012, 19:54
davita131
QUOTE
BeatPort

დიახ დაინტერესებული ვარ რომ ეს მცდარი რეიტინგები არ არსებობდეს და ამას არც ვმალავ და ფეხებზე მკიდა ყველა ვინც წინ გადამიდგება. შენ კიდე პირადი გადაამოწმე.


ხო ვნახე პირადი და მერე? ისეთივე ჰაერი ხარ როგორც შენი კვლევები lol.gif

Posted by: davita131 5 Apr 2012, 23:06
BeatPort
შენ ერთი ადგილი დააყენენე გირჩევ და ბევრ ტლიკინს მოეშვი

Posted by: BeatPort 6 Apr 2012, 18:07
davita131

თორე რა???? smile.gif)))))))))))

Posted by: UnknownGeorgianArtist 13 Apr 2012, 16:04
BeatPort
QUOTE
davita131

თორე რა???? )))))))))))


კარგი რა, ვის ელაპარაკები ტო lol.gif lol.gif lol.gif ძIშოვი საიტების რეკლამით დაკავებული მასტია და დაბოღმილი ინტერნეტ მარკეტოლოგი. მაგას კარგა ხანია აღარავინ აღარ ელაპარაკება და შეეშვი. თავისი გასჭირვებია lol.gif

მარშუტკებში რადიოების მოსმენას რომ კრძალავენ გაიგეთ? smile.gif

Posted by: pr-agenti 14 Apr 2012, 17:59
ყურადღება!

როგორც რამოდენიმე ხნის წინ აღვნიშნეთ და რადიო ბით FM დაჟინებული რწმუნება იყო, რომ მისი გავრცლეებეული რეიტინგები ვითომც და სიმართლეს შეესაბამებოდა, მათმა კვლავ ახალი თამაში წამოიწყეს, ამჟამად შეიქმნა კიდევ ახალი ყალბი ბლოგი
http://radioreitingi.wordpress.com/2012/03/14/%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%93%E1%83%98%E1%83%9D-%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%92%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/

ესაა ბავშური და არასერიოზული მიდგომა საკითხისადმი, ისინი ამ ბლოგით კვლავ ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას smile.gif

Posted by: davita131 14 Apr 2012, 18:08
pr-agenti
ასეც ვიცოდი, ერთი პერიოდი გაუჩინარდნენ და ეხლა ახალი ბლოგი ამოქოქეს? smile.gif საქმეც გამომჩენია smile.gif

UnknownGeorgianArtist
მომწონს როდესაც თქვენისთანა თაღლითებს, ან შელშემწყობებს არ ვახარებ smile.gif

Posted by: pr-agenti 16 Apr 2012, 19:01
davita131
გეთანხმები

აი სად მივყავათ ჩვენ გაუნათლებლობას და უზნეობას, სწორდაც რომ ღირსებას მოკლებულ ადამიანთა საზოგადოებას დაბალი ინტელექტი, განათლების დაბალი დონე ახასიათებს. ასეთი საზოგადოების ინდივიდი ვერ იაზრებს თავისი უსუსურობის სიღრმეს, თუნდაც თავზე გვირგვინი ედგას და ხელში კვერთხი ეჭიროს.

ყველამ ერთად ვებრძოლოთ სიცრუეს და თვალებში ნაცრის შეყრას, როგორც ამას _jamiroquai_ აკეთებს...
ეხლა გამოხტება და ლინკებს დაყრის აგერა ოფიციალური წყაროდანო, მე აზრზე არავარო facepalm.gif სირცხვილი თქვენ

Posted by: _jamiroquai_ 20 Apr 2012, 21:50
pr-agenti
QUOTE
davita131
გეთანხმები

აი სად მივყავათ ჩვენ გაუნათლებლობას და უზნეობას, სწორდაც რომ ღირსებას მოკლებულ ადამიანთა საზოგადოებას დაბალი ინტელექტი, განათლების დაბალი დონე ახასიათებს. ასეთი საზოგადოების ინდივიდი ვერ იაზრებს თავისი უსუსურობის სიღრმეს, თუნდაც თავზე გვირგვინი ედგას და ხელში კვერთხი ეჭიროს.

ყველამ ერთად ვებრძოლოთ სიცრუეს და თვალებში ნაცრის შეყრას, როგორც ამას _jamiroquai_ აკეთებს...
ეხლა გამოხტება და ლინკებს დაყრის აგერა ოფიციალური წყაროდანო, მე აზრზე არავარო  სირცხვილი თქვენ


ლოლ

Posted by: UZUL 23 Apr 2012, 11:23
http://pik.tv/ru/radio

მშვენიერი ლისტით

Posted by: shilaida 23 Apr 2012, 11:51
UZUL
QUOTE
http://pik.tv/ru/radio

მშვენიერი ლისტით

ეს ყოფილი"პირველი რადიოა"?smile.gif))

Posted by: _jamiroquai_ 23 Apr 2012, 11:56
shilaida

QUOTE
UZUL
QUOTE
http://pik.tv/ru/radio

მშვენიერი ლისტით

ეს ყოფილი"პირველი რადიოა"?))



yes.gif

Posted by: narmonana 27 Apr 2012, 08:51
104.3-ზე რო იყო სინდიკატი სად წავიდა რაღაც რადიო პოზიტივია,ყველაზე მეტად სინდიკატი მომწონდა,კარგი მუსიკა გადიოდა

Posted by: _jamiroquai_ 27 Apr 2012, 13:01
narmonana
QUOTE
104.3-ზე რო იყო სინდიკატი სად წავიდა რაღაც რადიო პოზიტივია,ყველაზე მეტად სინდიკატი მომწონდა,კარგი მუსიკა გადიოდა


სინდიკატი მარტო ინტერნეტში მაუწყებლობს უკვე სამწუხაროდ. გეთანხმები. ერთ-ერთი გამორჩეული რადიოსადგური იყო და ცუდია, რომ აღარ არსებობს.

Posted by: SUBABARULEGACY 23 Feb 2021, 12:49
QUOTE
არადა ვისაც არ უნდა ვკითხო ან 99.7 - ი აქვს ჩAრთული მანქანაში ან 100.3

მალე 97.5-ზე გადართავენ

თუ იცი მაგ რადიოებზე რა მუსიკები რო გადიოდა შეგიძლია გამომიგზავნო ? ან თუ იცი სახელი?

Posted by: dedistraki11 15 Jul 2021, 21:10
ფმ რადიოებს ისევ ჰყავს მსმენელი?

____________________________

Posted by: terfebisforosvelodebi 15 Jul 2021, 23:20
ტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტ

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)