მსგავსი პრობლემა მეც მქონდა. ადრეულ ასაკში, მოზარდობისას დამეწყო. გარეთ გასვლის შიში მქონდა, უფრო აშლილობის ბრალი იყო.
ობსესიურ კომპულსიური აშლილობა იყო ყველაფრის თავი, რაც დღემდე მაწუხებს ხანდახან და ბოლომდე ვერ დავძლიე.
სიბნელის და მარტო დარჩენის შიშიც დიდი ხანი გამომყვა, სანამ არ დამეხმარნენ ამ ყველაფრის დაძლევაში.
ბოლომდე მაინც ვერ დავძლიე, ხანდახან მიტანს ხოლმე პანიკა, მაგრამ ვაკონტროლებ ხოლმე ძირითადად. კოშმარები, გულის აჩქარება და მშფოთვარე ძილიც მაწუხებს ხანდახან.
ყველაზე კარგი ვარიანტია ფიზიკური აქტივობა, ძილის მოწესრიგებისთვის. რაც შეეხება ფსიქოლოგიურ მხარეს, ახლობელი ადამიანი გაიჩინე ვინმე, ვისაც ენდობი ყველაზე მეტად და ვინც გაგიგებს. ყველა ფსიქოლოგზე და ტაბლეტებზე უკეთესია
This post has been edited by Stormtrooper1 on 8 Dec 2020, 15:26