https://militarium.org/mfrinavi-disko/vs-portrait_small/ https://droni.ge/?m=3&AID=5088 https://koleco.ru/ka/motory-dlya-lodok/vort...ies-inventions/http://www.opentext.org.ge/index.php?m=12&y=2011&art=6154მოტივტივე ქვების საიდუმლო
თითქმის საუკუნენახევრის წინათ ავსტრიაში დაბადებული ვიქტორ შაუბერგერის სახელი ბევრისთვის სრულიად უცნობია, არადა სწორედ მისი გენიის წყალობით დაიწყო ახალი ერა კაცობრიობის ტექნიკურ ევოლუციაში.
შთამომავლობითმა მეტყევემ, ტყის ღელეებზე დაკვირვებისას აღმოაჩინა ის, რაც მანამდე ათასწლეულებით ადრე ძველმა ეგვიპტელებმა, ბერძნებმა და ინკებმა იცოდნენ: ბუნებრივი წყაროს ჭავლებში წყალი ბრუნვას იწყებს, რის შედეგად თავისით სუფთავდება, სამკურნალო ძალასა და დამატებით ენერგიას იძენს. სწორედ დატრიალებული ენერგიის მიღების შედეგად შეუძლია წყალს აღმა დინება, როგორც ამას მრავალ ღელეში ვხედავთ და როგორც ეს ძველ წყალსადენებში ხდებოდა.
ძველი ცივილიზაციების წარმომადგენლებმა საქაჩები არ იცოდნენ, მაგრამ, ამის მიუხედავად, კუნძულ კრიტოსზე კნოსის სასახლეში წყალი, დაქანების მიუხედავად, კერამიკული მილებით ქვევიდან ზევით ადიოდა. სპირალური წყალსადენების წყალობით, თანამედროვე წყლის მილებისგან განსხვავებით, კერამიკული მილების კედლებზე მარილები არასდროს ილექებოდა.
გარდა ამისა, მეტყევე შაუბერგერმა შეამჩნია, რომ წყაროს წყალს მზე არ უყვარს. ეს ძველმა რომაელებმაც იცოდნენ, ამიტომ წყაროს თავებს ქვის სახურავებს აფარებდნენ, რომელთა ჩამონგრევის შემთხვევაში წყარო მალევე შრებოდა. კიდევ იგი აკვირდებოდა, თუ როგორ დგას ადგილზე ძლიერ დინებაში კალმახი და ორაგული ისე, რომ არც ფარფლს, არც კუდს არ ატოკებს. ცნობილია, რომ კალმახი მთის მდინარეებს აღმა ისე მიუყვება, რომ 10-მეტრიან ჩანჩქერებსაც სძლევს. ბევრს რატომღაც ჰგონია, რომ ამ დროს თევზი ზევით ხტება, თუმცა მისი კუნთების ძალა ამ სიმაღლის მეხუთედი ნაწილის დასაძლევად თუ ეყოფოდა. სინამდვილეში კი კალმახი წყლის ჭავლში კაშკაშა სინათლის არხს იყენებს - იგი მასში ნაკადად, როგორც წყლის გრიგალში ისე შესრიალდება და ზევით ისე ადის.
ჰერ შაუბერგერს ბუნების კიდევ ერთი სასწაული უნახავს: მთვარიან ღამეებში მთის ნაკადულთა მორევებში 15 სანტიმეტრამდე ქვები ამოტივტივდებოდნენ ხოლმე წყალსაცავთა ფსკერიდან. თანაც წყლის ზედაპირზე ამოდიან მხოლოდ გაპრიალებული, კვერცხის ფორმის მქონე ქვები, დაკუთხულები კი ფსკერზე რჩებიან.
ვიქტორ შაუბერგერი პირველი მიხვდა: როცა მდინარეების გასწვრივ ტყეები იჩეხება, კალაპოტი სწორდება და მორევები ქრება, მაშინ ფსკერზე ლამი ილექება, წყალი უფრო თბილი და ტალახიანი ხდება, წყალდიდობებიც უფრო ხშირია. ტყეს შაუბერგერი "წყლის აკვანს" უწოდებდა: ხეთა ფოთლებიდან აორთქლების გამო ფესვებიდან სითბო გაიწოვება, რის შედეგად ტყე გრუნტის წყლებსა და ნიადაგს აგრილებს.
მრავალი წლის შემდეგ შტუტგარტისა და სტოკჰოლმის ტექნიკურ უნივერსიტეტებში ექსპერიმენტულად დაამტკიცეს: ცელსიუსის 4 გრადუსამდე გაგრილებული წყლის ჭავლის დატრიალებისას, იზრდება ვერტიკალურად დახვეულ წყლის ჭავლში მოთავსებულ სხეულზე მოქმედი ამწევი ძალა; წყალი იწმინდება ორგანული მინარევებისგან; მზის სხივები ამცირებენ, მთავრის სხივები კი აძლიერებენ წყლის ენერგიას.
1921 წელს ვიქტორ შაუბერგერმა შემწოვი ტურბინა შექმნა. დატრიალებული წყალი ზემოთ, ვიწრო სარქველისკენ ადიოდა, თან გზადაგზა ენერგიას იმატებდა. ამის ხარჯზე წყალი ძრავის საწვავს წარმოადგენდა, რომელსაც ენერგიის სხვა წყარო აღარ სჭირდებოდა. წყლის ენერგია უზარმაზარ სიდიდეს აღწევდა: თვითმხილველები ყვებოდნენ, რომ ტურბინიდან გამოტყორცნილი წყლის წვეთები 4 სანტიმეტრის სისქის ბეტონის ფილებს და 4 მილიმეტრის სიგანის ფოლადის ფირფიტებს ხვრეტდნენ!
გერმანიის მიერ ავსტრიის ანშლუსის შემდეგ ნაცისტებმა გამომგონებელი საკონცენტრაციო ბანაკ მაუტჰაუზენში ჩასვეს, სადაც ლაბორატორია ჩააბარეს. გადაუმოწმებელი ცნობებით, მეორე მსოფლიო ომის დროს შაუბერგერის შემწოვი ტურბინის საფუძველზე გერმანელებმა დისკომფრენი შექმნეს, რომელიც კურსკის რკალზე ბრძოლების დროს ორმა სანდო კაცმა, საბჭოთა კავშირის გმირმა მფრინავმა ნახა. დოკუმენტურად კი მხოლოდ შემდეგი ფაქტია დადგენილი: დისკომფრენის 135 კილოგრამი წონისა და 0,05 ცხენის ძალის მქონე საცდელმა ნიმუშმა აფრენისას ქარხნის გადახურვა გახვრიტა.
გერმანელების შემდეგ ვიქტორ შაუბერგერი ამერიკელებმა ჩაიგდეს ხელში, რომლებმაც ცდების მთელი დოკუმენტაციას გაანადგურეს. ამ დროს საბჭოთა სამხედოებმა ვენაში მეცნიერის ბინა გაჩხრიკეს და ააფეთქეს, რათა ლევიტაციის კვლევის შედეგები ხელში სხვას არ ჩავარდნოდა.
This post has been edited by Anna Ricci on 9 Dec 2019, 09:19