Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > Games > ქილაბაზა Killbase


Posted by: badaboum 3 Feb 2019, 01:19
მრავალი წლის განმავლობაში, ბეისბოლისა და თავისუფალი ორთაბრძოლის ეს ნარევი იატაკქვეშ ვითარდებოდა ბევრ ქვეყანაში. რიოს ფაველებიდან, მედელინის საშიში უბნებისა და ჰარლემის ტროტუარების გავლით, იოჰანესბურგის გეტოებამდე, გაუთავებლად იდებოდა სანაძლეოები სისხლისმღვრელ მატჩებზე. კორუმპირებულ სპორტად მიჩნეული ფეხბურთით მოწყენილი პუბლიკა უფრო და უფრო ეტანებოდა ამ ახალ, დამაინტრიგებელ სპორტს და ივსებოდა მოედნები თუ მანქანის სადგომები. ამგვარად, ამ სპორტის მასშტაბებმა ისეთ დონეს მიაღწია, რომ შეუძლებელი გახდა სახელმწიფოსგან მისი იგნორირება.

სწორედ ამ დროს შეიქმნა ოფიციალურად ქ დ გ (ქილბაზის დამფუძნებელი გაერთიანება). იდეის ავტორები, როგორც ჩანს, შორსმჭვრეტელი ადამიანები იყვნენ.

ქ დ გ-მ მოქმედება თამაშის საყოველთაო წესების დადგენით დაიწყო. შემდეგ გამოუშვა მსაჯები, რომლებიც დღეს, მსოფლიოს მასშტაბით ატარებენ მატჩებს. ქ დ გ-ს შექმნამდე, არსებობდა ქილბაზის მრავალი ვერსია. ამიერიდან, მხოლოდ ქ დ გ-ს აქვს წესების შეცვლის უფლება მთელი პლანეტის მასშტაბით. ქ დ გ-მ ასევე დაისაკუთრა აღჭურვის უნივერსალური უფლება, და ბოლოს, შექმნა საკუთარი მონეტა – Ed (ევროდოლარი), ფინანსური მარცხის თავიდან აცილების მიზნით, რაც არაერთმა კეთილშობილმა სპორტმა იწვნია.

დღეისთვის, მსოფლიო ქილბაზის ასეულობით კლუბს ითვლის.

http://ge.killbase.net/

ფეისბუკ გვერდი: https://www.facebook.com/Killbasege/

user posted image
* * *
თამაშში შეტანილია 13 ათასზე მეტი ქართული გვარი, ათასზე მეტი სახელი და 5 ათასამდე ადგილის (ქალაქებისა და სოფლების) დასახელება.

ერთ-ერთი სტოპერის ბარათი, მოთამაშის პირადი მონაცემებით:

user posted image
* * *
სტოპერის ერთ-ერთი ბლაგვი იარაღი, "მორგენშტერნი":

user posted image

Posted by: Lаki 3 Feb 2019, 09:44
QUOTE
თამაშში შეტანილია 13 ათასზე მეტი ქართული გვარი, ათასზე მეტი სახელი და 5 ათასამდე ადგილის (ქალაქებისა და სოფლების) დასახელება.


საინტერესო რამე ჩანს.
წარმატებები! smile.gif

badaboum

Posted by: badaboum 3 Feb 2019, 12:14
QUOTE (Lаki @ 3 Feb 2019, 09:44 )
QUOTE
თამაშში შეტანილია 13 ათასზე მეტი ქართული გვარი, ათასზე მეტი სახელი და 5 ათასამდე ადგილის (ქალაქებისა და სოფლების) დასახელება.


საინტერესო რამე ჩანს.
წარმატებები! smile.gif

badaboum

მადლობა, Lаk i! smile.gif
დარეგისტრირებაც იოლია, არც ინსტალაცია სჭირდება smile.gif
* * *
წინათ, 2 მილიარდამდე ადამიანი თვალს ადევნებდა ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატს. დრო გავიდა. მმართველთა მეთოდები არ შეცვლილა: ისინი ძველებურად აწვდიან ხალხს “პურს და სანახაობას”. თუმცა, ფეხბურთი, ნელი, მოსაწყენი და კორუმპირებული სპორტი აღარ იზიდავს მასებს. ამიერიდან, ხალხს გული უცემს ახალ გმირთათვის, რომელთა უმრავლესობა, თითოეულ მატჩში, სიკვდილის რისკზე მიდის. მათი სპორტი? – ქილბაზა!

ქილბაზის მატჩის რეპორტაჟი, მატჩის ტექსტის ნაწყვეტითა და გუნდის შემადგენლობით:

user posted image
* * *
ერთ-ერთი სტოპერის ბარათი, მოთამაშის პირადი მონაცემებით:

user posted image
* * *
დახმარების გვერდი: http://ge.killbase.net/help/

Posted by: badaboum 11 Feb 2019, 20:47
დღეს ჩემპიონატის მორიგი მატჩები გაიმართება!
მატჩები იწყება თბილისის დროით 23 საათზე.

მნიშვნელოვანია კაძების აღჭურვა და სავალდებულოა მატჩის ფურცლის შევსება, ყველაზე გვიან, მატჩამდე ნახევარი საათით ადრე. 24 საათზე ქვეყნდება გუნდების პერფორმანსი და თითოეული კაძის მიერ ნაცადი ბაზების რაოდენობა.

არ გაუშვათ თქვენი კაძები მოედანზე აღუჭურველად. აღჭურვილობის გარეშე, ისინი ძალიან იოლად ხდებიან სტოპერების მსხვერპლნი. თქვენს სტოპერებს კი, მეორე ბაზისას - ბლაგვი, ხოლო მესამისას - ბასრი იარაღი შეურჩიეთ.

თოთოეულ ჯგუფს გააჩნია თავისი "სასაუბრო", სადაც შეგიძლიათ მოწინააღმდეგე კლუბების მენეჯერებთან საუბარი.

დახმარების გვერდის გახსნა შეგიძლიათ ყოველთვის, ინტერფეისის მაღლა და მარჯვნივ განთავსებულ "დახმარების" ბმულზე დაწკაპებით: http://ge.killbase.net/help/

Posted by: badaboum 16 Feb 2019, 15:07
ერთ-ერთი გუშინდელი მატჩის კომენტარის ფრაგმენტი, მოთამაშეების მონაცემებით:

user posted image

Posted by: badaboum 19 Jun 2019, 17:29
როგორც ჩანს, ფინანსურად გაუჭირდა ნიკიფორე ქონდარაძის კლუბს. ტრანსფერების ბაზარზე ასეთი სტოპერის გამოჩენის ახსნა სხვანაირად ძნელია. ურყევი ფსიქოპროფილითა და გაცისკროვნებული განწყობით, ქონდარაძე სეზონიდან სეზონზე იმატებს რაციოში. მას ამაში უთუოდ თავისი მზაკვარი ბუნებაც ეხმარება. მისი 106 კგ და 1,95 მ ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ფიზიკური მონაცემია ჩემპიონატში. არ გვგონია, ქონდარაძე დიდხანს დარჩეს ბაზარზე. შეგახსენებთ, რომ მოთამაშე ტრანსფერზე რჩება მაქსიმუმ 48 საათის განმავლობაში და ამ დროის მანძილზე არ შეუძლია მატჩებში მონაწილეობის მიღება.

http://ge.killbase.net/index/background/

user posted image

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)