Europa Universalis IV მრავალმხრივი სტრატეგიული თამაშია, რომელიც 2013 წელს Paradox Interactive-მა გამოსცა. თამაშის ძირითადი ისტორიული ჩარჩო ახალი სამყაროს აღმოჩენასა და კოლონიზაციის ეპოქას ემთხვევა. სათამაშო პროცესი 100-წლიანი ომის უკანასკნელ ფაზაში იწყება, შეერთებული შტატებისა და საფრანგეთის რევოლუციურ პერიოდს გასდევს თან და ნაპოლეონის ომების დასრულებიდან რამდენიმე წელში მთავრდება. მოთამაშეებს სასურველი სახელმწიფოს არჩევის შემდეგ შესაძლებლობა ეძლევათ ვაჭრობის, ომის, დიპლომატიისა და სხვა მრავალი მნიშვნელოვანი სტრატეგიული ფაქტორის განვითარებით სათავისოდ გადაწერონ კაცობრიობის ისტორია.
რაც ყველაზე მთავარია ყველა ქვეყნით შეიძლება თამაში
ქვეყნები განლაგება და დასახელებები დაახლოებით 99% სიზუსტით (საქართველოც მათ შორის, თუმცა მეზობლების და ჩაჯმული იდეების გამო არაა რეკომენდირებული დამწყებებისთვის)
4X ჟანრი (თუმცა შეიძლება მეტიც მოახერხოთ
)
- Exploration (ტერიტორიული გამოკვლევა) - თამაშის დასაწყისში ტერიტორიის დიდი ნაწილი ე.წ. terra incognito ანუ უცნობი მიწაა. იმისთვის, რომ ეს უკანასკნელი გამოიკვლიონ, მოთამაშეებმა დედამიწის დაფარულ მხარეებში დაქირავებული კონკისტადორები და საზღვაო მკვლევარები უნდა გაგზავნონ.
- Expansion (გაფართოება) - გაფართოება რამდენიმე განსხვავებული ხერხით მიიღწევა. მოთამაშეებს შეუძლიათ ტერიტორიის დიპლომატიურად მიერთება ისეთ შემთხვევებში, როდესაც ობიექტი მზადაა მათი ვასალი გახდეს ან მემკვიდრეობითი მოთხოვნის საფუძველზე გადავიდეს მათი გავლენის სფეროში. გარდა ამისა, ტერიტორიის გაფართოება შესაძლებელია ომის საშუალებით, უცხო ქვეყანაში თქვენი მხარდამჭერი აჯანყებულების გამარჯვებით ან კოლონიზაციით.
- Exploitation (ექსპლუატაცია) - მსოფლიო რესურსებისა და ფინანსების თქვენი სურვილისამებრ გამოყენება, როგორც წესი, ეროვნული ეკონომიკისა და საერთაშორისო ვაჭრობის გაძლიერების შედეგად ხდება. მოთამაშეს ამავე მიზნების მისაღწევად სადაზვერვო ინსტიტუტის დახვეწაც შეუძლია.
- Extermination (განადგურება) - საომარი პროცესი მიმდინარეობს როგორც ხმელეთზე, ისე - ზღვაში. მხარეთა მიერ წარმოებული ქმედებები ფასდება ე.წ. war score-ის მიხედვით, რომელიც ომის მიმდინარეობისას ორ პოლუსს შორის მერყეობს. დაპირისპირება მას შემდეგ სრულდება, რაც მხარეები ზავის პირობებზე ან სულაც ერთი მხარის სრულ ანექსიაზე შეჯერდებიან.
სისტემური მოთხოვნილებები
ოპერაციული სისტემა: XP/Vista/Windows 7/Windows 8
პროცესორი: Intel® Pentium® IV 2.4 GHz ან AMD 3500+
მეხსიერება: 2 GB RAM
ადგილი მყარ დისკზე: 2 GB
გრაფიკა: NVIDIA® GeForce 8800 ან ATI Radeon® X1900
თამაშის ამჟამინდელი ვერსია:
https://www.strategium.ru/forum/topic/46443...-universalis-4/მულთიფლეიერის სათამაშოდ აუცილებელია STEAM
წინა თემა
EUROPA UNIVERSALIS IVMathias Corvinvs, Rex Hvngariae
"I couldn't imagine somebody like Osama bin Laden understanding the joy of Hanukkah."© George Bush
"You know, one of the hardest parts of my job is to connect Iraq to the war on terror."© George Bush
"გონებრივი განვითარებით ზანგები ადამიანებს ბევრად ჩამორჩებიან"© giorgi1104
"...ღვაწლი!..."© დაისი