#55254359 · 16 Sep 2019, 18:28 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოდერს ვთხოვ, არ დახუროს თემა, გოდერძის თემაში დავწერე, მაგრამ გამოხმაურება არ მოჰყოლია, სავარაუდოდ აღარც იხედება ვინმე იქ. ძალიან რომ არ მჭირდებოდეს, არ გავხსნიდი, თუ მოდერი ნებას დამრთავს, ხანდახან ამოვწევ ხოლმე. მოკლედ რაშია საქმე, გოდერძის თემიდან ჩემს პოსტს დავაკოპირებ:
მეგობრებო, ვეძებ გოდერძის კრებულს "ბინდისფერი ხეობიდან ცამდე", არსად არ იშოვება, რომელ წიგნის მაღაზიაში არ ვიყავი, რომელ გამომცემლობაში არ დავრეკე, მაგრამ ამაოდ. თუ ვინმეს გაქვთ და გაყიდით, ხომ ღირდა 30 თუ 35 ლარი და ორმაგს გადავიხდი, ოღონდ ვინმემ მომყიდეთ, ერთი ადამიანისთვის მინდა. დაბადების დღეზე ვაპირებ ჩუქებას და წიგნი ახალივით უნდა იყოს ოღონდ, ისეთ მდგომარეობაში, რომ არ ეტყობოდეს ნახმარი თუა. ველი გამოხმაურებებს, ამ წიგნის სხვა გზით შოვნის ყოველგვარი იმედი დავკარგე და უდიდესი მადლობა მას, ვინც დამეხმარება.
--------------------
„ეს არის მადრიდის რეალი და ამიტომ იყო, რომ ჩემთვის სიტყვა დამარცხება არ არსებობდა.“
RAUL MADRID.
|