George Best ბევრი კარგი წიგნი მახსენდება, რომელიც ქართულად საზიზღრადაა თარგმნილი,
ამიტომ თარგმანით (თან შესაძლოა არცთუისე კარგით) რულფოს შეფასება, ვფიქრობ, არ არის სამართლიანი
senpai,,კლასობანს" რომ ვკითხულობდი ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა თითქოს ძალიან ბევრს წერდა არაფერზე.
უფრო სწორედ, არაფრისგან უნდოდა რაღაც ღირებული შეექმნა.
კი, თხრობის სტილი კარგია, მაგრამ ისეთი განცდა დამრჩა თითქოს ფორმაზე უფრო მეტად ზრუნავდა, ვიდრე შინაარსზე.
პოსტმოდერნული ხერხები მომწონს ლიტერატურაში, მაგრამ კორტასართან სულ მგონია, რომ ამ ხერხებს ,,ნაძალადევად" მიმართავს, თავის ორიგინალურობა რომ დაამტკიცოს.