კი ბატონო, მაგრამ კონკრეტული დანიშნულება რა ექნება, ეგაა მთავარი. 3დ მოდელინგი, რენდერი, ჩვეულებრივი ბრაუზინგი, სტანდარტული ყოველდღღიური გამოყენება თუ სხვა.
ზოგადად, future proofing ხშირად ცოტა მატყუარაა ტერმინია ხოლმე, რომელიც იმაზე მეტ ხარჯს ამართლებს, ვიდრე საჭიროა.
ადრე უფრო მუშაობდა ეგ ტერმინი, როცა i7-ს i5-ისგან ჰაიპერსრედინგის ტექნოლოგია გამოარჩევდა, რაც მეტ სიმძლავრეს აძლევდა, მძიმე თამაშები ნაკლებად ლაგავდა და ა.შ. ამიტომ იყო, რომ i5 6400 ცუდად დაძველდა, მაგრამ i7 6700K დღესაც კი აკეთებს თავის საქმეს. აი, დღეს ეგ სხვაობა მოხსნილია, თითქმის ყველა პროცესორს აქვს ჰაიპერსრედინგი/მულტისრედინგი. შესაბამისად, თუ პროცესორი ძველდება, ძველდება არა კონკრეტულად ი5, არამედ მთლიანად თაობა. უმეტეს საქმიანობაში სრედრიპერი ოდნავ სხვაობასაც არ იძლევა რაიზენ 5-სგან. ისევე როგორც i9 არ იძლევა დიდ სხვაობას ახალ i5-თან. (ცხადია, ეს არ ეხება cpu heavy აპლიკაციებს).
მაგალითად, თუ რაიმე სასწაული საქმეები არ უნდა დაავალო მაგ პროცესორს, აბსოლუტურად არანაირი საჭიროება არ იქნება მაგის აფგრეიდის უახლოესი წლების განმავლობაში.
იმიტომ, რომ ძალიან ძლიერი გამოგდა მე-12 თაობის ინტელი. სწრაფი სინგლ ქორით და ძლიერი მულტი-ქორ პერფორმანსით (e-core-ების ხარჯზე).
(ისე, მე-13 თაობა საკმაოდ მალე გამოდის და თუ ძაან არ გეჩქარება, მოცდაც შეიძლება. მე შეიძლება ახალ რაიზენებზეც გავწეულიყავი
)
იგივე ეხება DDR5-ებსაც, ახლა ბევრად ძვირი ღირს, ვიდრე დდრ4-ები, მაგრამ ფასის სხვაობა საერთოდ ვერ ამართლებს პერფორმანსს შორის სხვაობებს, რომელიც უმნიშვნელოა.
რაღაც დროს ალბათ იქნება საკმარისი სხვაობა, მაგრამ ჯერ არ დამდგარა ეგ დრო. როცა დადგება, უფრო პოპულარული მოხმარების საგანიც იქნება და ფასიც დაიკლებს (თუ დეფიციტური არ გახდა, რაც მეეჭვება
)
500 გბ-იანი SSD გაქვს დამატებული 355 ლარად.
მაგას სჯობს 1 ტბ-იანი Samsung 970 EVO Plus SSD 1TB NVMe M.2 გამოიწერო ამაზონიდან.
https://www.amazon.com/Samsung-970-EVO-Plus...7f-a2c47c48c32fახლანდელი კურსით წესით განბაჟებაც არ მოუწევს, საკმაოდ წკიპზეა
მაგრამ, განბაჟება რომც მოგიწიოს, დოლარის ახლანდელი კურსით 355 ლარს მაინც არ გადაცდება
მოკლედ, ფასების ოპტიმიზაცია შეიძლება თავისუფლად რა
This post has been edited by Manuelo Costa on 30 Sep 2022, 19:06