Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > დასაქმება საქართველოში > თარჯიმანცი...


Posted by: Mamu72 9 Jan 2024, 01:41
ვინმე თუ გაიგებთ, იქნება გადამითარგმნოთ...

რა უნდათ?

https://www.myjobs.ge/ka/vacancy?vac_id=121657

მოთხოვნები:

უმაღლესი ან პროფესიული განათლება ტექნიკური მიმართულებით.
საინჟინრო სისტემებთან მუშაობის ცოდნა/გამოცდილება
გათვითცნობიერებული სანტექნიკის მიმართულებით (საჭიროების შემთხვევაში პრობლემის პირველადი აღმოფხვრა)
რუსული ენა (სალაპარაკო დონეზე)
ინგლისური ენა (სასურველია)
კომპიუტერული პროგრამები: WORD, EXCEL


პირადი მახასიათებელი: პასუხისმგებლობის გრძნობა, პუნქტუალურობა, კომუნიკაბელურობა.

მოვალეობები:

შენობში არსებული ყველა საინჟინრო სისტემის კონტროლი, მომსახურება და მათი მუშა მდგომარეობის შენარჩუნება.
თანამესაკუთრეების და მოიჯარეების უზრუნველყოფა ყველა საჭირო კომუნალური მომსახურებით (ვენტილაცია, ბუნებრივი აირი, გათბობა, გაგრილება, წყალმომარაგება, ელექტროენერგია და სხვა).
მრიცხველების კონტროლი, მონაცემების ამოწერა, მრიცხველის გაუმართაობის დადგენა (წყალი, დენი, ბუნებრივი აირი).
სარემონტო სამუშაოების შესრულება.


სამუშაო გამოცდილება: მინიმუმ 2 წელი.

სამუშაო გრაფიკი: სრული სამუშაო განაკვეთი, კვირაში 5 დღე.

ანაზღაურება: განისაზღვრება ინდივიდუალურად გასაუბრების საფუძველზე.



დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი მონაცემები (ფოტოსურათთან ერთად) შემდეგ მისამართზე office@pixelcenter.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება ტექნიკური თანამშრომლი.



განცხადების მიღების ბოლო ვადა 2024 წლის 01 თებერვალი



გისურვებთ წარმატებას!

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)