forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (6) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> სად მიდის სული?, ქრისტიანებთან შეკითხვები
alikantura
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6454
წევრი No.: 109238
რეგისტრ.: 14-January 10

გამოგზავნილია: 1 Jun 2019, 11:44  #54744379      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
წინსაწარ ბოდიშს მოვიხდი, თუ მსგავსი თემა უკვე არსებობს.

როგორც ქრისტიანული რელიგია გვასწავლის ღმერთმა შათაბერა ადამიანს საკუთარი სული, რომელიც ყველა ცოცხალ ადამიანს აქვს და სიკვდილის მერე ტოვებს სხეულს და აგრძელებს არსებობას, რადგანაც ვიცით, რომ ის უკვდავია.

მორწმუნეებისგან გამიგია, რომ ჯოჯოხეთის შესახებ შეხედულებები არ არის რელიგიური სწავლების ნაწილი. ის მოგონილია.
ამიტომ მიჩნდება კითხვები.

ა) სად მიდის სული ადამიანის გარდაცვალების შემდეეგ?

ბ) არსებობს თუ არა გარკვეული სამჯავრო, სადაც ადამიანს მოეკითხება საკუთარ ქმედებებზე პასუხი?

გ) სამოთხე არსებობს, ანუ რომ იძიახიან იესოს აღდგომის მერე სამოთხის კარი გაიღო, ესეც მცდარი შეხედულება ხომ არაა, როგორც ჯოჯოხეთზე?

ე) თუ სამოთხე არსებობს, მაშინ როგორია ის, ვინ არიან იქ და ვინ არ არიან, და თუ გარკეული სულები იქ არ მიდიან მაშინ სად მიდიან?

ვ) თუ აღგომის შემდეგ გაიღო სამოთხის კარი, მაშინ სად იყვნენ სულები აღდგომამდე?

მადლობა წინასწარ. ჩემი თხოვნაა, წყაროებზე დაყრდნობით გავცეთ კითხხვებს პასუხები და არა ჩვენი შეხედულებებით. ვინაიდან ამ თემის მიზანია გავარკვიოთ ქრისტიანული წყაროების მიხედვით როგორ არის ეს საკითხი და არა ხალხის მითიური შეხედულებებით.

dylan
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 17963
წევრი No.: 86401
რეგისტრ.: 11-March 09

გამოგზავნილია: 1 Jun 2019, 19:21  #54746177      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
alikantura
QUOTE
სად მიდის სული?, ქრისტიანებთან შეკითხვები


საიდანაც მოვიდა.


--------------------
ღმერთო, დაიფარე ჩვენი ქვეყანა ღვთისმსახურებისაგან!...
...
ღარიბ მამაოს ვერ მაშოვნინებთ?
...
ვინც ნაცების გაკეთებულ კარგ საქმეებს ვერ ხედავს, - ის არის ბრმა.
ვისაც ნაცების დაწიოკებულთა გოდების ხმა არ ესმის, - ის არის ყრუ.
dzvelzeparolidavkarge
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 120
წევრი No.: 249368
რეგისტრ.: 16-March 19

გამოგზავნილია: 1 Jun 2019, 21:26  #54746705      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ზოგადად სამოთხის და ჯოჯოხეთის ადგილების განხილვა არის პრიმიტიული. მიღმიერ სამყაროში ჩვენი ცნობით დრო და სივრცე არ არსებობს. სამოთხე და ჯოჯოხეთი არის სულის მდგომარეობა დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ პასუხობს ადამიანი ღმერთს და ღვთის სიყვარულს. ამის ანალოგიად წმინდა მამებს მოჰყავთ მაგალითი, რომ როგორც მზის სინათლე განადნობს ცვილს და გაამყარებს თიხას და ეს განსხვავება არის ამ მატერიათა განსხვავებული მონაცემების გამო და არა იმის გამო რომ მზის სინათლე სხვაგვარად მოეფინება ორივეს, ასევე წმინდანებს განახარებს და წარწყმედილთ განარისხებთ ღვთის სიყვარული, რომელიც ცეცხლს არის შედარებული და განანათლებს წმინდანებს და გაამწარებს წარწყმედილებს. ეს სიყვარული ერთიდაიმავე ნაირად მოეფინება ყველა ადამიანს მაგრამ ყოველი ადამიანი მას თავის სულიერი მდგომარეობისდა მიხედვით აღიქვამს მას. ამაზე მშვენივრად აქვს დაწერილი ალექსანდრე კალომიროსს.
http://library.church.ge/index.php?option=...-10-13-06-30-24
და ზოგადად სულის ადგილსამყოფელი და მსგავსი საკითხები ნაკლებსაინტერესოა იმ კუთხით, რომ ეკლესია ყურადღებას აქცევს არა სულის განცალკევებულად ყოფას, რაც დროებითია, არამედ კაცობრიობის მომავალ საყოველთაო აღდგომას.

This post has been edited by dzvelzeparolidavkarge on 1 Jun 2019, 21:27
gugaGve
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 384
წევრი No.: 188060
რეგისტრ.: 27-June 14

გამოგზავნილია: 2 Jun 2019, 04:58  #54748414      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE

ა) სად მიდის სული ადამიანის გარდაცვალების შემდეეგ?

გარდაცვალების შემდეგ მიდის სამოთხეში ან ჯოჯოხეთში ხოლო სად მოხვდები დამოკიდებულია შენს განვლილ ცხოვრებაზე

QUOTE
ბ) არსებობს თუ არა გარკვეული სამჯავრო, სადაც ადამიანს მოეკითხება საკუთარ ქმედებებზე პასუხი?


სამსჯავრო არსებობს მაგრამ არა ისეთი როგორიც შენ წარმოგიდგენია ღმერთი არ თამაშობს მოსამართლის როლს და ასე შემდეგ..


QUOTE
გ) სამოთხე არსებობს, ანუ რომ იძიახიან იესოს აღდგომის მერე სამოთხის კარი გაიღო, ესეც მცდარი შეხედულება ხომ არაა, როგორც ჯოჯოხეთზე?

ვერ მიხვდვდი რას გულისხმობ

QUOTE
თუ სამოთხე არსებობს, მაშინ როგორია ის, ვინ არიან იქ და ვინ არ არიან, და თუ გარკეული სულები იქ არ მიდიან მაშინ სად მიდიან?


ადრე სამოთხე დედამიწაზე იყო ანუ ადამი და ევა გაჩნდნენ დედამიწაზე ხოლო სასუფეველი ნიშნავს ღმერთთან ყოფობას ღმერთთან ურთიერთობას პიროვნულ ურთიერთობას ანუ ღმერთის თვალით დაინახავ ყველაფერს განიღმრთები.


QUOTE
ვ) თუ აღგომის შემდეგ გაიღო სამოთხის კარი, მაშინ სად იყვნენ სულები აღდგომამდე?

ჯოჯოხეთში
alikantura
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6454
წევრი No.: 109238
რეგისტრ.: 14-January 10

გამოგზავნილია: 2 Jun 2019, 09:33  #54748660      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
dylan
QUOTE
საიდანაც მოვიდა.

ანუ ღმერთს უერთდება?
გამოდის განურჩევლად სიცოცხლეში ჩადენილი ქმედებებისა, მაინც საწყის უერთდება.
მაშინ რა აზრი აქ, კაარგად მოიქცევი თუ ცუდად.

dzvelzeparolidavkarge
შენი ნიკი ძალიან ორიგინალურია

გავეცანი ლინკზე მითითებულ ინფორმაციას, საინტერესო იყო.
ოღონდ როგორც მივხვდი ავტორი არ ცდილობს ზუსტად ახსნას რა ბედი ეწევა სულს სიკვდილის შემდეგ. უბრალოდ განსხვავებული თვალით გვაწვდის ინფორმაციას ადამიანის სულის ტანჯვის მიზეზბზე. რაც ცალსახად საინერესოა. ასევე საინერესოა სამჯავროსა და მსაჯულის საკითხები.
თუმცა, მე მჭირდება წმინდა წერილიდან ლინკის მითითება, სადაც ეწერება რა ბედი ეწევა სულს სიკვდილის შემდეგ. რა გზას გადის, სად მიდის, რატომ და ა.შ.
სამწუხაროდ ეს ამ ლინკში ვერ დავინახე.

gugaGve
QUOTE
გარდაცვალების შემდეგ მიდის სამოთხეში ან ჯოჯოხეთში ხოლო სად მოხვდები დამოკიდებულია შენს განვლილ ცხოვრებაზე

აი სწორედ ამის დამადასტურებელი წყარო მჭირდება წმინდა წერილიდან.

QUOTE
სამსჯავრო არსებობს მაგრამ არა ისეთი როგორიც შენ წარმოგიდგენია ღმერთი არ თამაშობს მოსამართლის როლს და ასე შემდეგ..

ან ამის წყარო

gugaGve
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 384
წევრი No.: 188060
რეგისტრ.: 27-June 14

გამოგზავნილია: 2 Jun 2019, 10:39  #54748828      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
აი სწორედ ამის დამადასტურებელი წყარო მჭირდება წმინდა წერილიდან


ლუკას 23:43
და უთხრა მას: „ჭეშმარიტად გეუბნები შენ: დღესვე ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში.

QUOTE
ან ამის წყარო

იოანეს 5:24
შენი თავის მოსამართლე აბსოლუტურად შენ ხარ თუ გინდა ღმერთთან ღმერთთან იქნები არანაირი ბიბლიური მუხლი არ ჭირდება ამას
Parabola
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2427
წევრი No.: 11696
რეგისტრ.: 22-July 05

გამოგზავნილია: 2 Jun 2019, 11:17  #54748930      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი


ერთი კითხვა მაქვს მორწმუნენო
რა არის სული ?
alikantura
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6454
წევრი No.: 109238
რეგისტრ.: 14-January 10

გამოგზავნილია: 2 Jun 2019, 11:29  #54748971      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
gugaGve
QUOTE
ლუკას 23:43

მადლობა

თუმცა ყველა კითხვას მაინც ვერ გასცა პასუხი წყარომ.წყარო გვეუბენბა,რომ:
1. არსებობს სამოთხე, სადაც შეიძლება წავიდეს სიკვდილის შემდეგ სული;
2. ვინაიდან მხოლოდ ერთერთ ავაზაკს აღუთქვა ქრისტემ სამოთხეში წასვლა, ესე იგი ყველა სული არ მიდის სამოთხეში.წინააღმდეგ შემთხვევაში თუ ყველა სული მიდის სამოთხეში, რა აზრი ექნებოდა ამ დაპირებას. რეალურად ავაზაკმა საკუთარი არჩევანიდან გამომდინარე მიიღო ეს ჯილდო ქრისტესგან

წყაარო არ გვეუბენბა:
- რა ბედი ეწევათ სულებს, რომლებიც არ დაიმსახურებენ ამ ჯილდოს ქრისტესგან.
- ზუსტად რა ქმედებებია საჭირო იმისთვის რომ განგსაჯონ დადებითად და მოიპოვო სამოთხეში შესვლის უფლება. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩანს რომ ავაზაკმა დაადასტურა საკუთარი ცოდვილობა და სასჯელის სამართლიანობა, ხოლო უსამართლოდ მიიჩნია ქრისტეს სასჯელი, ასევე ხმამაღლა ამხილა მეორე ავაზაკის უსამართლობა, ამით მოიპოვა სამოთხის გასაღები. როგორც ჩანს ამ ქმედებების ერთობლიობა იძლევა ჯილდოს სამოთხის სახით, მაგრამ არ ვიცით ეს ქმედებების ერთადერთი თუ კიდევ არის სხვა გზებიც.

QUOTE
იოანეს 5:24

ანუ ღვთის სიტყვის მოსმენა საკმარისია სამოთხეში მოსახვედრად?
თუ მოსმენაში იგულისხმება გაგებაც?
მე ჩემებურად რომ გავიგო, ეს საკმარისი იქნება?
თუ მაინცდამაინც მღვდელი როგორც მეტყვის ისე უნდა გავიგო?
და იქნებ იმ მღვდელს ესმის არსწორედ და მე რატომ უნდა ვენდო?
მოკლედ ამ კუთხით ბევრი კითხვაა და ეტაპ ეტაპ გავცეთ პასუხები
* * *
Parabola
QUOTE
ერთი კითხვა მაქვს მორწმუნენო
რა არის სული ?

ამ თემის მიზანი არაა სულის კატეგორია განვსაზღვროთ.
თემა აგებულია დაშვებაზე, რომ ადამიანს აქვს არამატერიალური სული, რომელიც სიკვდილის მერე აგრძელებს არსებობას.
თემის მიზანია გაარკვიოს რას გვეუბნება წმინდა წერილი სულის შემგომი ადგილსამყოფელის შესახებ. რა არის წყაროებით განმარტებული და რა მოგონილი.

სულის რაობისა და არსებობა/არარსებობის გარკვევისთვის თემა არსებობს უკვე ამ განყოფილებაში.

ანუ შენი კითხვა და იმაზე მსჯელობა რა არის სული, როგორი ან არსებობს თუ არა სსაერთოდ, ამ თემის მსჯელობის საგანს ვერ შეცვლის.
gugaGve
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 384
წევრი No.: 188060
რეგისტრ.: 27-June 14

გამოგზავნილია: 2 Jun 2019, 15:42  #54749995      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
მადლობა

არაფრის მეგობარო

QUOTE
რა ბედი ეწევათ სულებს, რომლებიც არ დაიმსახურებენ ამ ჯილდოს ქრისტესგან

სამუდამო გეენაში იქნებიან ანუ ჯოჯოხეთში


QUOTE
ზუსტად რა ქმედებებია საჭირო იმისთვის რომ განგსაჯონ დადებითად და მოიპოვო სამოთხეში შესვლის უფლება


მგონი შენ მეგობარო ია ვარდით მოფენილი კომფორტული ზონა გგონია სამოთხე სადაც ყველაფერი გექნება რასაც მოისურვებ რაც არასწორია ეგ ყველაფერი ხორციელი სურვილებია რაც უკვე დაცემულ ბუნებაზე მიანიშნებს სამოთხეში რო მოხვდე ღმერთი უნდა გიყვარდეს სხვა ფასეულობებზე მეტად ცხონება მაშინ იქნება ადამიანისთვის როცა თავად მოისურვებს თუ ადამიანი დამონებულია მიწიერ სიამოვნებას მაშინ ავტომატურად მას არ სურს ღმერთთან ყოფნა

QUOTE

ანუ ღვთის სიტყვის მოსმენა საკმარისია სამოთხეში მოსახვედრად?


უნდა გვახსოვდეს რომ ადამიანი ცოდვილია თუ სინანული გვექნება და ვაღიარებთ ჩვენს ცოდვებს ღვთის წინაშე მაშინ ის შეგვიწყალებს ოღონდ აღარ უნდა შევცოდოთ უნდა გავიაზროთ ჩვენი ცოდვა თუ ბევრჯერ ჩავდივართ ერთი და იგივე ცოდვას მაშინ არც გვინანია სამოთხეში მოსახვედრად ღვთის სიტყვის შესრულებაა მთავარი.

QUOTE
თუ მაინცდამაინც მღვდელი როგორც მეტყვის ისე უნდა გავიგო?
და იქნებ იმ მღვდელს ესმის არსწორედ და მე რატომ უნდა ვენდო?


მღვდელი არის სასულიერო პირი რომელიც არის შუამავალი ღმერთთან ყველა მღვდელი არ არის მღვდელი ისიც ჩვეულებრივი ცოდვილი ადიანია დიდი ალბათობით სწორს გირჩევს უბრალოდ არსებობენ არაკომპეტენტური მღვდლებიც რომლებიც არიან ფანატიკოსები მაგათ არ უნდა უსმინო რა თქმა უნდა

QUOTE
ერთი კითხვა მაქვს მორწმუნენო
რა არის სული ?

რაც შენ გამოძრავებს და გხდის ცოცხალს ეგ არის სული

masai11
ფანტომასის სიძე


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8314
წევრი No.: 22395
რეგისტრ.: 11-August 06

გამოგზავნილია: 2 Jun 2019, 17:08  #54750383      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
alikantura
რატომ დაინტერესდი ამ საკითხით, რამე ისეთი მოხდა, თუ ახლა ხდება?
შენს ასაკში, ადამიანს უკვე აქვს ასე თუ ისე სრული მსოფლმხედველობრივი სურათი და სასხვათაშორისოთ არ სვამს ასეთ კითხვებს.
რამ განაპირობა შეხედულებების გადახედვის, გადამოწმების აუცილებლობა?

მოკლედ, ხო მშიდობაა შენსკენ?

This post has been edited by masai11 on 2 Jun 2019, 18:40


--------------------
www.karavi.ge
La_La_Land
Super Member


****
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 428
წევრი No.: 249050
რეგისტრ.: 1-March 19

გამოგზავნილია: 2 Jun 2019, 18:08  #54750636      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა


This post has been edited by La_La_Land on 2 Jun 2019, 18:12
alikantura
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6454
წევრი No.: 109238
რეგისტრ.: 14-January 10

გამოგზავნილია: 2 Jun 2019, 19:38  #54750961      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
gugaGve
QUOTE
სამუდამო გეენაში იქნებიან ანუ ჯოჯოხეთში

ამის წყარო გვაქვს?

QUOTE

მგონი შენ მეგობარო ია ვარდით მოფენილი კომფორტული ზონა გგონია სამოთხე სადაც ყველაფერი გექნება რასაც მოისურვებ რაც არასწორია


აბა სწორი როგორაა? როგორ უნდა მეგონოს?
იმ ავაზაკის ეპიზოდიდან გამოვიტანე ეს დასკვნა.

QUOTE
სამოთხეში რო მოხვდე ღმერთი უნდა გიყვარდეს სხვა ფასეულობებზე მეტად ცხონება მაშინ იქნება ადამიანისთვის როცა თავად მოისურვებს თუ ადამიანი დამონებულია მიწიერ სიამოვნებას მაშინ ავტომატურად მას არ სურს ღმერთთან ყოფნ

ანუ ეს აუცილებელია პირობაა როგორც გავიგე, მაგრამ საკმარისია?

QUOTE
უნდა გვახსოვდეს რომ ადამიანი ცოდვილია თუ სინანული გვექნება და ვაღიარებთ ჩვენს ცოდვებს ღვთის წინაშე მაშინ ის შეგვიწყალებს ოღონდ აღარ უნდა შევცოდოთ უნდა გავიაზროთ ჩვენი ცოდვა თუ ბევრჯერ ჩავდივართ ერთი და იგივე ცოდვას მაშინ არც გვინანია სამოთხეში მოსახვედრად ღვთის სიტყვის შესრულებაა მთავარი.

ანუ ავაზაკივით სიცოცხლის ბოლო წუთას უნდა მოვინანიოთ მაშინ, ვინაიდან მაინც ცოდვილები ვართ და ცოდვას ვერ დავექცევით.
ვინაიდან ცოდვას თუ არ ჩავიდენთ, ვიფიქრებთ მაინც ამ თემაზე და როგორვ ვიცით ესეც ცოდცვაა.
და კიდევ, ვინაიდან შეუძლებელია რომ ცოდვა არ მქონდეს, რაიმე დასაშვები ცოდვების ზღვარი ხომ უნდა არსებობდეს, წინაღმდეგ შემთხვევაში ვერავინ ვერ გადალახავს ამას, იმ ავაზაკის გარდა (ვინც ნამდვილად ვიცით რომ შევიდა სამოთხეში) ვერავინ ვერ შევა სამოთხეში, მათ შორის ღვრთისმსახურებიც, რომლებიც ჩემზე მეტად ცდილობენ დაძლიონ ხორციელი სურვილები და ვინაიდან ერთნაირი ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები გვაქვს ისინიც ვერ დაძლევენ, თუ თავად ღმერთმა არ მოუვლინა სასწაული და სხვა ფიზიოლოგიურ მდგომარეობაში არ გადაიყვანა.

QUOTE
მღვდელი არის სასულიერო პირი რომელიც არის შუამავალი ღმერთთან ყველა მღვდელი არ არის მღვდელი ისიც ჩვეულებრივი ცოდვილი ადიანია დიდი ალბათობით სწორს გირჩევს უბრალოდ არსებობენ არაკომპეტენტური მღვდლებიც რომლებიც არიან ფანატიკოსები მაგათ არ უნდა უსმინო რა თქმა უნდა

ანუ უნდა გავიგო ისე როგორც კომპენტენტური მღვდელი მირჩევს.
და მე თუ სხვანაირი აღქმა მაქვს იმის რასაც ვისმენ, ესეთ დროს რა ვქნა, საკუთარი შეხედულება უკუვაგდო და თავი მოვიტყუო ვითომ მჯერა და თავი დავუქნიო მღვდელს?


masai11
QUOTE
რატომ დაინტერესდი ამ საკითხით, რამე ისეთი მოხდა, თუ ახლა ხდება?

სულ მაინტერესებდა ამაზე საუბარი, სხვა დროს არ იქნებოდა შესაბამისი სიტუაცია

QUOTE
შენს ასაკში, ადამიანს უკვე აქვს ასე თუ ისე სრული მსოფლმხედველობრივი სურათი და სასხვათაშორისოთ არ სვამს ასეთ კითხვებს.

რას გულისხმობ "სასხვათაშორისოდ კითხვის დასმაში"?

QUOTE
რამ განაპირობა შეხედულებების გადახედვის, გადამოწმების აუცილებლობა?

რატომ ფიქრობ, რომ შეხედულებების გადახედვით ვარ დაკავებული.
რაიმეს შემეცდნების სურვილი შეიძლება სულაც არ ატარებდეს შეხედულების შეცვლის საზრისს.

QUOTE
მოკლედ, ხო მშიდობაა შენსკენ?

მადლობა დაინტერესებისთვის.
მგონი მშვიდობაა.
თავად როგორ გიკითხო?
masai11
ფანტომასის სიძე


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8314
წევრი No.: 22395
რეგისტრ.: 11-August 06

გამოგზავნილია: 2 Jun 2019, 20:33  #54751172      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
alikantura
QUOTE
სულ მაინტერესებდა ამაზე საუბარი, სხვა დროს არ იქნებოდა შესაბამისი სიტუაცია

თემა, რომელსაც აქ განიხილავთ, ბაზისის კატეგორიაა მსოფლხოდველობრივ ტოპიკაში - ყველამ თავიდანვე ვიცით, რომ ადრე თუ გვიან წავალთ ამ ქვეყნიდან და გარდაცვალების შემდგომი არსებობა/არარსებობის საკითხები ის ძირითადი კონსტრუქციაა, რომელზეც ეწყობა ადამიანის მსოფლმხედველობა. და შენ ამბობ, რომ ამ საკითხებზე აქამდე არ გქონდა საკუთარი პოზცია და ახლა დადგა ამის დრო?
კარგი, ეგრე იყოს smile.gif

QUOTE
მადლობა დაინტერესებისთვის.
მგონი მშვიდობაა


ღმერთმა სულ მშივიდობით გატაროს.


პ.ს. ყველაფერი რასაც აქ წაიკითავ, ან აქაურების რეკომედაციებით წაიკითხავ, რომელი (ავტორიტეტული) ადამიანისგანაც არ გნდა მოისმენ - კითხვაზე პასუხი შეიძლება ფორმალურად მოგცეს, მაგრამ ეს ის არ იქნება რასაც ეძებ. წაკითხულ, მონაყოლ, ნასწავლები წამის მემილიონედში ორთქლდება უკვალოდ, როცა რეალობის (იმ რეალობის) წინაშე მარტო რჩები wink.gif
temart
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 21997
წევრი No.: 56317
რეგისტრ.: 21-March 08

გამოგზავნილია: 2 Jun 2019, 20:44  #54751223      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Parabola
QUOTE
ერთი კითხვა მაქვს მორწმუნენო
რა არის სული ?

,,დამკვირვებელი" -ის კვანტური ,ღვთებრივი საოცრება რომელიც დროებით სხეულს ტოვებს და გადადის მარადიულ სხეულში.



https://www.youtube.com/watch?v=kZJQeZpxhRE&t=206s

ვისაც გეჩქარებათ 30 წუთიდან.

smile.gif


HauntTheDemonAway
"Are You ok?" "No, fuck off "


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2759
წევრი No.: 87314
რეგისტრ.: 24-March 09

გამოგზავნილია: 2 Jun 2019, 21:27  #54751402      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი · aim
Parabola
QUOTE
ერთი კითხვა მაქვს მორწმუნენო
რა არის სული ?

up.gif

gugaGve
QUOTE
რაც შენ გამოძრავებს და გხდის ცოცხალს ეგ არის სული

ძალიან ზოგადი განმარტებაა.. იგივე პონტია ადამიანმა ვაშლი რომ გკითხოს რა არისო და შენ ასე აუხსნა: "ვაშლი ისაა ხეზე რომ იზრდება" biggrin.gif
რას წარმოადგენს? სად მდებარეობს? რა ფორმისაა? (თუ გააჩნია ფორმა) რა მექანიზმით ამოძრავებს ადამიანს და ხდის ცოცხალს?

temart
QUOTE
,,დამკვირვებელი" -ის კვანტური ,ღვთებრივი საოცრება რომელიც დროებით სხეულს ტოვებს და გადადის მარადიულ სხეულში.


user posted image

This post has been edited by HauntTheDemonAway on 2 Jun 2019, 21:42
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (6) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0333 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]