არის კიდევ რაღაც საინტერესო რჩევები
და რაც მთავარია "ბრძნული აზრები"; გოეთე, თალესი, ლაროშფუკო, ფეიერბახი, შოუ, პლატონი, მარატი, ვოვენარგი, დემაი, ბუალო, დემოკრიტე, ლაფატერი, კლუჩევსკი, პრიშკინი....
დღეს ჩამივარდა ხელში ჟურნალი "თბილისელები", რამდენიმე ფურცელი აკლია, ხვდებით რატომ
სასურველია, ცოტა ნაზი ფურცლებით გამოდიოდეს. გაჭირვების ჟამს ამას დიდი მნიშვნელობა აქვს კომფორტისთვის.
სათაურები: (თუმცა, არც სხვა ჟურნალები ჩამოუვარდებიან გონებამახვილური სათაურებით):
როგორ დაავიწყა მეუღლემ ღამის ოთხ საათზე თამთა ძლიერიშვილს ყველაფერი... ( იმედია თამთა ჯურნალისტს ინტიმურ საიდუმლოებებს არ გაუმხელდა, თორემ დაინგრა ოჯახი)...
როგორ ცდილობს საყვარელი ადამიანისთვის სიამოვნების მინიჭებას სოფო ხალვაში...(იგივე სიტუაცია...) თუმცა ყველა ხვდება, რომ აქ კამასუტრაზე არ იქნება საუბარი, იაფფასიანი ჟურნალისტური ტრიუკი. როგორ ფიქრობთ, ამ სათაურების გამო ყიდულობს ხალხი? თუმცა, რადგან იყიდება, გამოდის, რომ ყიდულობს ვიღაცა...რას ვერჩი, ამის მთქმელს, გამგონიც უშოვია...
ვისი გაკეთებული მასაჟები უყვარს ეკა კვალიაშვილს...(ნეტავ ვისი?....სანამ ვიყიდით და გადავშლით, ალბათ გულიც წაგვივა ცნობისმოყვარეობისაგან - ასე აზროვნებს ეს ჟურნალისტი, თუ რედაქტორი, არც კი ვიცი რომელი მათგანია ასეთი გონებამახვილი...)
ვინ არის ბესო ჯუღელის "პალოჩკა-ვირუჩალოჩკა"...(ალბათ თვით ბესო, არა? ვინ იცის, ვინ იცის, იყიდეთ და გაიგებთ...)
რა უნდება სიმთვრალეში ეკა ჭუმბურიძეს...
რატომ არის რევზინი მაკა ზამბახიძეზე შეყვარებული და რას ითხოვს ის მისგან...
რა საფრთხის წინაშე დააყენა მაგდა ანიკაშვილმა ოჯახი და ეშინია თუ არა გიორგი ახვლედიანს ლამაზი ქალების...
რა შესთავაზა ვიტასმა ანი ხუციშვილს და როგორ გახდა ის "მისს აზია"...
მოკლედ, ვასო ფხაკაძის არ იყოს: "ინტრიგა დამანახე, ინტრიგა"...
კიდევ, რაღაცა "გონებამახვილობებს" მოვკარი თვალი, მაგრამ ამოხეული დამხვდა და თქვენამდე ვერ მოვიტანე,
თუ ძალიან დაინტერესდით, იხილეთ: "თბილისელები" N 30, 2008, 21-27 ივლისი. ალბათ ბიბლიოთეკებში იშოვება.
This post has been edited by Amores perros on 23 Nov 2008, 15:57