ჩვენი საიტი:
http://strikeball.gol.geრა არის სტრაიკბოლი?სტრაიკბოლი არ მიეკუთვნება გართობის არც ერთ ცნობილ ფორმას, ის არც სპორტია და არც უბრალოდ თამაში. სტრაიკბოლის არის რეალური ომის მაქსიმალურად რეალისტური სიმულაცია, 6მმ-იანი პლასტმასის პნეუმატური შეიაღებით.
როგორ შემიძლია მივიღო მონაწილეობა?მარტივად - უნდა იყო 17 წელს გადაცილებული და კარგად გქონდეს გააზრებული სტრაიკბოლის ძირითადი და რეალურად ერთადერთი წესი: ტყვიის მოხვედრას აფიქსირებს და აღიარებს თვითონ მსხვერპლი. ეს არის სტრაიკის მთავარი პირობა - პატიოსნება მიუხედავად ყველაფრისა!
დანარარჩენი ტექნიკური საკითხები - უნდა დამიკავშირდეთ PM-ში და მითხრათ რო მოდიხართ. მერე ამავე ფორუმზე გამოქვეყნდება სტრაიბოლის შემდეგი შეხვედრის ადგილი და დრო - მოხვალ და ჩვენთან ხარ.
რა ღირს მონაწილეობა?უფასოა. შესაბამისად ჩვენთან წევრობა დაგიჯდება ზუსტად იმდენი რამდენიც იარაღი, სათვალე და ტყვიები.
რა მჭირდება თქვენთან საომრად?მინიმუმ - იარაღი და სათვალე. ასევე მომავალში სასურველია ფორმაზე და საერთოდ ანტურაჟზე იზრუნო(ფორმა, ფანარი, გრანატები, დამატებითი შეიარაღება და ა.შ.)
რა წესები არსებობს?სულ ორი წესია ძირითადი:
1. თუ ტყვია მოგხვდა მკვდარი ხარ და ეს შენითვე უნდა აღიარო. რაც მთავარია სიკვდილად ითვლება ტყვიის სხეულის ნებისმიერ ნაწილში მოხვდრა.
2. სათვალის გარეშე ბრძოლა აკრძალულია. უსათვალო(აწეული სათვალით მოძრავი) მებრძოლი ავტომატურად ითვლება მკვდარად და შესაბამისად მისი სროლა არ ითვლება მომაკვდინებლად.
ვინ ომობს თქვენთან?ყველანაირი ხალხი - მასწავლებლები, მეცნიერები, სამხედროები, სპეცნაზის თანამშორმლები, პატრულის თანამშრომლები, ძველი ბიჭები, სტუდენტები, მრავალშვილიანი მამები. ასევე რამდენიმე სუსტი სქესის წარმომადგენელიც ცდილობს დაამტკიცოს რომ არ არის სუსტი... მებრძოლებისადმი მთავარი პირობაა კეთილგანწყობა სხვა მებრძოლებისადმი - ეს უბრალოდ გართობაა, ჩვენთან არ თამაშდება ოქროს თასები და არ ტრიალებს მილიონები - ჩვენ ყველა მოგებულები ვართ მხოლოდ იმიტო რო ჩვენსას ვისწორებთ.
საერთოდ სტრაიკბოლი საიდან გაიჩითა?სტრაიკბოლი, როგორც ასეთი, ჩამოყალიბდა იაპონიაში. მეორე მსოფლიო ომის მერე იაპონიას დაუწესეს ძალიან მკაცრი სამხედრო სანქციები. შეუზღუდეს სამხედრო წვრთნების ჩატარებები და ა.შ. ზუსტად არ ვარ გარკვეული მაგრამ ვიცი რომ იაპონელმა სამხედროებმა პლასტმასის პნეუმატიკასი მოძებნეს კანონებში ლაზეიკა თავის დროზე - იქიდან დაიწყო ყველაფერი.
დღეს დღეობით სტრაიკბოლს ყველა განვითარებულ და განვითარებად ქვეყანაში ომობენ და განსაკუთრებით განვითარებულ ქვეყნებში ძალიან არის გავრცელებული. ხოლო სტრაიკბოლის იარაღის წარმოება ძირითადად ისევ იაპონიაშია კონცენტრირებული.
რა ღირს იარაღები და სად ვიშოვო?სტრაიკბოლში იარაღების უზარმაზარი მრავალფეროვნებაა.
საქართველოს პირობებში არსებობს ორი ძირითადი მიმართულება:
1. ბაზრობაზე ბავშვების სათამაშო იარაღები. ყიდულობ, შლი, აუმჯობესებ - უცხოური სტრაიკის იარაღების ნახევარი/მესამედი სიმძლავრით მაინც ისვრი. დიდი მინუსი: თითქმის ყველა ბავშვების სათამაშო თოფები ხელით უნდა გადატენო ყოველი გასროლის შემდეგ. ბაზრობის თოფების ფასი მერყეობს 8 ლარიდან 50-60 ლარამდე.
2. გამოიწერო უცხოეთიდან ნამდვილი სტრაიკბოლის თოფები. თოფების ფასი იწყება 200$-დან და უკაკუნებს 2000$-ს(და მეტს). გარდა იმისა რო სტრაიკის იარაღების სპექტრი(მოდელების მიხედვით) უზარმაზარია(და მოიცავს რეალურად ყველა არსებულ იარაღს, კომპიუტერული თამაშებიდან ამოღებული იარაღებიც კი არის ზოგ ინტერნეტ მაღაზიაში), ასევე არსებობს მათთვის გასაუმჯობესებელი დეტალების დიდი რაოდენობა. საუბარია როგორც შიდა დეტალებზე(კბილანები, პნეუმატიკა) ასევე გარეთა კორპუსის გაუმჯობესებებზე ან ე.წ. რემეიქ კიტებზე, ანუ როცა ერთი მოდელის იარაღი იმავე იარაღის სხვა მოდელად გადაკეთდება(მაგალითად AK-74 -ის AK-101-ად გადასაკეთებელი ნაბორი). დიდი პლიუსი: ყველა ეს იარაღები აუტმატური ან პოლუ აუტომატურია(აუტომატიკა ელექტრონიკაზე მუშაობს, ნახევრად აუტომატიკა გაზის ბალონჩიკებზე(ძირითადად პისტოლეტები)) და მათი სროლის სიხშირე და წონა რეალური იარაღების ანალოგიურია.
რა ტიპის იარაღები არსებობს საერთოდ?რაც არსებობს რეალში - ყველაფერი)პლიუს გამოგონილი, კოსმოსური იარაღები). ნუ არასრული ჩამონათვალი ასეთია:
ხელყუმბარები(ჩვენც ვამზადებთ - კუსტარულად, საერთოდ ხელყუმბარები უმეტესად კუსტარულად მზადდება - უბრალოდ ხლაპუშკებისგან და ქაღალდისგან გაკეთებული ცილინდრისგან), პისტოლეტები, ვინჩესტერები, აუტომატები, სნაიპერის შაშხანები, ტყვიამფრქვევები, გრაანტამიოტები(თავისი 6მმ-იანი ტყვიებით გატენილი სპეციალური რაკეტებით), პადსტვოლნი გრანატამიოტები(სპეციალური 6მმ-იანი ტყვიების დიდი რაოდენობით გამტყორცნი გრანატებით), მინამიოტები(ტყვიებიცს წვიმას ისვრის) და ა.შ.