AK-47 პატარა ფოტორევიუ. ჩემთან სახლში ინტიმური სიბნელეა ყოველთვის და წინასწარ ბოდიშს გიხდით ცუდი სურათებისთვის.
აი ასეთ ლამაზ ყუთში იყიდება ეს ავტომატი (ფასი 220 ლარი?)
კომპლექტაცია შთამბეჭდავია: ავტომატი, ერთი ბუნკერი (არ ვიცი რამდენ ტყვიაზეა გათვლილი მაგრამ რაც სახში შარიკები მქონდა ვერ გავავსე), დამტენი!, "რემენი" (საკმაოდ სათამაშო), ბატარეია (არ ვიცი რამხელა მოცულობის), საეჭვო ხარისხის ბურთები, ტიპა - Что за дерьмо и почему так мало?, სტანდარტული მარუის "შომპოლი" და გაუგებარი დანიშნულების ჭანჭიკი.
ავტომატი საკმაოდ სოლიდურია და მძიმე (3 კგ?) ხის ნაწილები სავარაუდოთ მართლა ხისაა ან რაღაც კარგი ხარისხის პლასმასის. ქვედა Reciever-ი პლასმასა, ზედა Reciever-ი ჟეშტია. სამაგიეროდ გარე ლულა კარგი სილუმინის შთაბეჭდილებას ტოვებს. მოსაკეცი კონდახი მეტალი
სამიზნე საშინელებაა, არამგონია მაგაში ვინმემ დააპიროს გახედვა. "ზატვორი" სასაცილო ფერის, მაგრამ ამ ფასის კატეგორიას მეტი არ მოეთხოვება
ამაზე მეტი შიგნით ვერ ჩავიხედე, ჰოპაპი არ მიწვალებია. შიგნეულობაზე ალბათ აკნოტა იტყვის რამეს
ავტომატი ხელში ზის ისე როგორც ნამდვილი კალაშა - ანუ საშინლად. უფრო მძიმე M-15 გაცილებით უფრო ერგონომიულია. მოსაკეცი კონდახი ყანყალებს როგორც გახსნილ ასევე დაკეცილ მდგომარეობაში, მაგრამ who cares?
CQB ვარიანტი. უნდა ითქვას საკმაოდ მოუხერხებელია სროლის რეჟიმების გადართვა
Вопрос на засыпку - Размер имеет значение?
ძალიან სასიამოვნო სროლის ხმა აქ. სროლის ტემპი დაბალი იყო, შეიძლება აკუმულატორი დამჯდარი იყო, არ გავრისკე ჩემი მონსტრი ბატარეის შეერთება. გასროლა ჩემზე გამოვცადე და 8 მეტრში საკმაოდ მაგრად დამარტყა, მოსბერგს ნამდვილად ჯობია. აი სროლის პატარა ვიდეო.
http://aqache.ge/files/download.php?file=5...e980a341c299e57საბოლოო დასკვნას რათქმაუნდა გააკეთებს აკნოტა. მაგრამ მე რაც ვნახე ძალიან კარგი Bargain არის ეს ავტომატი. ამ ფასში მისწრებაა ნამდვილად.
This post has been edited by HAV on 13 Nov 2007, 22:32