საგანმანათლებლო ტრეინინგ ცენტრი
HighEnd (ჰაიენდ)-ის მიზანია, ხელი შეუწყოს და უზრუნველყოს ხარისხიანი და პრაქტიკაზე დაფუძნებული განათლების მიღება, რათა სტუდენტები იყვნენ კონკურენტუნარიანები, შესძლონ საკუთარი ცოდნის რეალიზაცია, პრაქტიკაში გამოყენება და დასაქმება.
საგანმანათლებლო ტრეინინგ ცენტრი
HighEnd არის ხარისხზე და შედეგზე ორიენტირებული პროფესიონალი გუნდისგან დაკომპლექტებული. აქ მოწვეული ინსტრუქტორებისთვის (პედაგოგებისთვის) შექმნილია კომფორტული სამუშაო გარემო - მაღალი ანაზღაურებით. სწორედ ხარისხი და კომპეტენციის მაღალი დონე არის წარმატების მიღწევის საწინდარი.
ინფორმაციული ტექნოლოგიების (
IT) მიმართულებით ცენტრი ხელმძღვანელობს მსოფლიოში აღიარებული სტანდარტებითა და ისეთ საერთაშორისო კომპანიების პროგრამებით როგორიც არის:
Microsoft; CISCO; CompTIA; VMware; ADOBE და სხვა.
ინგლისური ენის სწავლების მიმართულებით გამოყენებულ იქნება ბრიტანული და ამერიკული საერთაშორისო სასწავლო პროგრამები.
გამომდინარე იქიდან, რომ თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ინგლისური ენის შესწავლის სფეროში მუდმივად ხდება ახალი ტექნოლოგიებისა და მეთოდების დანერგვა, ჩვენ აქტიურად ვადევნებთ თვალყურს აღნიშნულ სიახლეებს და ვვითარდებით. შესაბამისად, ჩვენს მომხმარებლებს ჩვენთან ურთიერთობით საშუალება ეძლევათ იყვნენ აღნიშნული სიახლეების ეპიცენტრში და სიღრმისეულად შეისწავლონ უახლოესი ტექნოლოგიების მართვა.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ წარმატებულ სტუდენტებს საშუალება მიეცემათ სტაჟირება გაიარონ ჩვენს კომპანიაში - დასაქმების პერსპექტივით.
ჩვენი მისამართია: ბარნოვის ქუჩა № 3 (რუსთაველის მეტროს უკან)
საკონტაქტო ტელეფონი: 2 10 37 47
ეწვიეთ ჩვენი
facebook-ის გვერდს და გაიგეთ მეტი ჩვენს შესახებ, გაეცანით სასწავლო პროგრამას და დარეგისტრირდით კურსებზე:
ჩვენი facebook–ია:>
სასწავლო პროგრამა>
ტექნიკურ ტერმინთა განმარტებების ი ა ხ ლ ეHighEnd წარმოგიდგენთ TBC ბანკის ვიდეო სემინარებსიხილეთ ჩვენი კომპანიის ვიდეო პრომოჩვენი კომპანია ასევე გთავაზობთITმომსახურება როგორც ერთჯერადად ასევე მუდმივად.
გთავაზობთ სრულ კომპიუტერულ მომსახურებას ადგილზე გამოძახებით. ნებისმიერი სახის მომსახურება, იქნება ეს აპარატურული, პროგრამული თუ ქსელური (კაბელური და უკაბელო კავშირი):
* ნებისმიერი
Windows-ის გადაყენებას (ინსტალაციას) ოფიციალური, ორიგინალი, Microsoft-ის MSDN–ის იმიჯებიდან სრულყოფილი გააქტიურებით;
*
Linux–ის ნებისმიერი ოფიციალური დისტრიბუტივის ინსტალაციას;
*
Microsoft Office–ის ინსტალაციას (ესეც ოფიციალური იმიჯებიდან) – ნებისმიერი წლის ვერსია;
* ყველა თქვენთვის საჭირო პროგრამის ჩაწერას (ინსტალაციას) თავისი კონფიგურაციით რათა ნებისმიერმა მათგანმა იმუშაოს სრულყოფილად და გამართულად – ასევე ვირუსებისგან გაწმენდვას, საუკეთესო ანტივირუსების დაყენებას და მათ სრულყოფილ გამართვას;
– მოგახსენებთ, რომ მხოლოდ სისტემის გადაყენაბა არ არის საკმარისი იმისათვის, რომ კომპიუტერმა იმუშაოს სრულყოფილად, არამედ სისტემის ინსტალაციის შემდგომ საჭიროა ამ სისტემის გამართვა–კონფიგურაცია სათანადო დონეზე რათა სისტემამ იმუშაოს სრულყოფილად და ინტერგირება მოახდინოს როგორც ინტერნეტ სამყაროსთან ასევე ნებისმიერი სახის აპარატურასთან –
* კომპიუტერის ნაწილების გამოცვლა–განახლებას (ე.წ. კომპიუტერის გაძლიერებას), ასევე კომპიუტერის მტვრისაგან გასუფთავებას (კომპიუტერის მტვრისგან გასუფთავება ძალიან მნიშვნელოვანია რადგან მტვერი წარმოშობს მეტ სითბოს, ხოლო სითბო კი კომპიუტერის პირდაპირი ფიზიკური მტერი გახლავთ, გადახურება აზიანებს კომპიუტერს და ნებისმიერ ელექტრო ტექნიკას);
* კომპიუტერული ქსელის დაგეგმვას, მოწყობასა და გამართვას როგორც კაბელური (
LAN) ასევე უკაბელო (
WiFi) კავშირის დამყარებას, კომპიუტერების ერთმანეთთან და გარე პერიფერიულ მოწყობილობებთან კავშირის დამყარებას (
Printer, Scanner და ა.შ.) – როუტერების, მოდემების, სვიჩების (გამანაწილებლების) კონფიგურაციას;
აგიწობთ მთლიან კომპიუტერულ ქსელს და თქვენი სურვილისამებრ მოვახდენ მათ ადმინისტრირებას როგორც ადგილიდან ასევე დისტანციურად.ასევე გთავაზობთკონტრაქტის საფუძველზე ფასდაკლების პროგრამაში ჩართვას, თქვენი თანამშრომლებისთვის ტრენინგებს და გადამზადებას სხვადასხვა მიმართულებით.
დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 2 10 37 47
ან მოგვწერეთ
facebook-ის ოფიციალურ გვერდზე:
https://www.facebook.com/highend.geსაიტი: www.highend.ge
ელექტრონული ფოსტა: highend.ge@gmail.com
მადლობას გიხდით დათმობილი დროისა და ყურადღებისათვის.
ინტერიერის ფოტოები * * *
* * * * * * * * * * * * * დაიწყო მიღება კომპიუტერული სისტემებისა და ქსელების სპეციალისტის კურსებზე.
CompTIA არის ერთ-ერთი წამყვანი საერთაშორისო კომპანია ინფორმაციულ ტექნოლოგიებში, რომლის სტანდარტებზეც დამოკიდებულია მსოფლიოს ათასობით კომპანია. შტაბბინა მდებარეობს ჩიკაგოს მახლობლად, ხოლო ოფისები - ამერიკა, ინდოეთი, იაპონია, სამხრეთ-აფრიკასა და გაერთიანებულ სამეფოში. CompTIA (Computing Technology Industry Association) არის დიდი ჯგუფი, რომელიც ჩამოყალიბდა 1982 წელს.
კურსის აღწერა აღნიშნული კურსის პროგრამა წარმოადგენს საერთაშორისო სტანდარტად აღიარებულ CompTIA A+-ის პროგრამას, რომელიც განკუთვნილია მათთვის ვინც სიღრმისეულად აპირებს საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით საქმიანობის წარმართვას.
კურსი საშუალებას გაძლევთ შეიძინოთ კომპიუტერული არქიტექტურისა და პროგრამულ უზრუნველყოფასთან მუშაობის უნარჩვევები. სტუდენტები შეისწავლიან სამაგიდო და პორტატული კომპიუტერების, ოპერაციული სისტემების, ქსელების, საბეჭდი მოწყობილობების ფუნდამენტურ პრინციპებს და პროგრამების მართვას.
სტუდენტები რომლებიც გაივლიან აღნიშნულ კურსს შეეძლებათ კომპიუტერის შიდა და გარე მოწყობილობებისა და მათი თავსებადობის განსაზღვრა.
კურსდამთავრებულები შეძენილ უნარჩვევებს წარმატებით გამოიყენებენ კომპიუტერული მოწყობილობების სადიაგნოსტიკო, საინსტალაციო და სარემონტო სამუშაოებისთვის.
კურსის შინაარსი სტანდარტული მოდულები:
> კომპიუტერის არქიტექტურა;
> იარაღების გამოყენება;
> კომპიუტერის ნაწილების თანმიმდევრული განხილვა;
> დაშლა, აწყობა;
> ოპერაციული სისტემების ინსტალაცია;
> სარემონტო სამუშაოების და საბაზისო პრევენციული ღონისძიებების გაცნობა;
> დრაივერების მოძიება, მათი ინსტალაცია. სისტემის დიაგნოსტიკა;
> კომპიუტერული მოწყობილობების აპარატურული და პროგრამული უზრუნველყოფა, ინსტალაცია და ტექნიკური მხარდაჭერა;
> ლეპტოპები და პორტატული მოწყობილობები;
> პრინტერები და სკანერები;
> ქსელების ფუნდამენტური საფუძვლები;
> უსაფრთხოების ფუნდამენტური საკითხები;
> პერსონალური კომპიუტერები სირღმისეულად;
> დაკარგული და ახლადწაშლილი ინფორმაციის აღდგენა;
> გარე მოწყობილობების მიერთება;
> სისტემის უსაფრთხოება;
> კომუნიკაციის უნარი.
მაღალი დონის მოდულები:
> პერსონალური კომპიუტერები სირღმისეულად;
> ოპერაციული სისტემები სიღრმისეულად;
> ლეპტოპები და პორტატული მოწყობილობები სიღრმისეულად;
> პრინტერები და სკანერები სიღრმისეულად;
> ქსელები სიღრმისეულად;
> უსაფრთხოება სიღრმისეულად.
საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში
A+ კურსი წარმოადგენს ძირითად პროგრამას, რომლის გარეშეც შეუძლებელია ციფრულ სამყაროში არსებობა და წარმატების მიღწევა.
ინფორმაციულ ტექნოლოგიებში
CompTIA A+ წარმოადგენს ძირეულ და საწყის ეტაპს. აღნიშნული სასწავლო კურსი დაეხმარება სტუდენტებს მოემზადონ საერთაშორისო სერთიფიკატისთვის.