წითელი ფერი არც ისე ხშირად აქვს გამოყენებული, როგორც ვან გოგს-ყვითელი
.
მე მაინც ვფიქრობ რომ კუბიზმი იყო გარდამავალი საფეხური, რაც როტკოს "მიღებადობას" განაპირობებს. დადაიზმი, ლიტერატურული, კინემატოგრაფიული ავანგარდიც ერთგვარ წინაპირობად იქცა და როტკო პოპულარული გახადა, (მდიდარი სნობები წიტელი ღვინის ლაქებივით არიან; მაგათ ერთხელ თუ დაევასე ვეღარ მოიშორებ და სულ პოპულარული ხარ). მე-20 საუკუნის დასაწყისიდან მოყოლებული მასობრივად სახელოვნებო წრეებში პარადოქსისადმი ინტერესი იკვეთება, რაც განპირობებულია რენესანსის ინერციით 3-4 საუკუნის შემდეგ. პროტესტიც გამოფიტვის მერე ჩნდება. აბა წარმოიდგინეთ შუასაუკუნეებში ვინ იყიდდა ესეთ ნამუშევარს?-არავინ. როტკომ სწორ დროს სწორი იდეა შესთავაზა და ეგ არი რა. იყენებდა ფიბონაჩის "ოქროს კვეთას", რაც ბუნებრივია გამოიწვევდა მასიურ ატრაქციას, მაგრამ ნამუშევრების 70-75%-ში ეს პროპორციები არ იკვეთება. ჩემთვის მაინც გამოცანად რჩება რატომ გახდა ესეთი პოპულარული, თუმცა სიამოვნებით ვათვალიერებ ყოველტვის მის ნახატებს.