#55427228 · 31 Oct 2019, 10:36 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE (iko-iko @ 30 Oct 2019, 09:43 ) | დასაბეგრი ერთერთი ობიექტია: -საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად ზღვრულ ოდენობაზე მეტი ოდენობით გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯი. მაგალითისთვის ვინმემ მითხარით რა ეს რა არის პლიზ. |
მუხლი 98(4). წარმომადგენლობითი ხარჯების დაბეგვრა 1. ამ მუხლის მიზნებისათვის წარმომადგენლობითი ხარჯი განისაზღვრება ამ კოდექსის მე-8 მუხლის 33-ე ნაწილის შესაბამისად. მუხლი 8. ტერმინთა განმარტება 33. წარმომადგენლობითი ხარჯი – პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში გაწეული ხარჯი, რომელიც მოიცავს: ა) პირის სახელით გამართული ღონისძიებებისათვის (პრეზენტაციები, მიღებები) გათვალისწინებულ (წვენები, მინერალური წყლები, გამაგრილებელი სასმელები, ჩაი, ყავა, საუზმე, სადილი, ვახშამი, ბანკეტი) ხარჯებს; ბ) საექსკურსიო და კულტურულ-სანახაობითი ღონისძიებების ხარჯებს; გ) სუვენირების შეძენის ხარჯებს; დ) სტუმრების მომსახურების უზრუნველყოფის ხარჯებს, მათ შორის: დ.ა) საკონსულო მომსახურების (ვიზების გაფორმება, ვადის გაგრძელება) ხარჯებს; დ.ბ) აეროპორტში დახვედრისა და გაცილების (VIP-დარბაზის მომსახურება) ხარჯებს; დ.გ) სატრანსპორტო მომსახურების ხარჯებს; დ.დ) სასტუმრო მომსახურების (ადგილების დაჯავშნა, ცხოვრების ღირებულება) ხარჯებს; დ.ე) მიღებებისა და წვეულებებისათვის გათვალისწინებულ (წვენები, მინერალური წყლები, გამაგრილებელი სასმელები, ჩაი, ყავა, საუზმე, სადილი, ვახშამი, ბანკეტი) ხარჯებს.
|