forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (2) [1] 2   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ქართული პოეზია, ვაჟა - მთვრალ მაესტროს
indianag
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2869
წევრი No.: 676
რეგისტრ.: 17-February 02

გამოგზავნილია: 6 Mar 2004, 02:44  #391544      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · aim
მწყემსი ქალი

დაგძინებია, ქალაო,
ლამაზო, ხუჭუჭთმიანო,
ნეტავი გამაგებინა,
რა გესიზმრება,ღვთიანო?!
მოფრენა უდაბურს ტყეში
ღამით რისაგან გრგენია?
ვაჰმე, რო საით შემოგხვდეს
ვეფხვი, დათვი, ან მგელია!
ფეხთ ქალამნები აცვია,
ტანთ კაბა გაცვეთილიო;
თავი უდვია მკლავზედა,
უჩანს თითები თლილიო.
თუმც დაღლილს დასძინებია,
მითც სუნთქვა მესმის ბთხილიო.
ზურგზედა გუდა ჰკიდია,
თავით კობალი უძევსო.
ამ ტყის ანგელოზს გოგონას
ტკბილს ძილს არა-რა ურღვევსო.
საბთხილო კია, ზეცაო,
შენ გევედრები ბეჩავი,
იმ დღიდან ამ დღემდისინა
მუდამ ვყოფილვარ ბედშავი;
მა გოგოს კალთა აფარო,
არიდო ყველა მას ავი.
თუ მის თვალები გაჰქრება
და სხივს არ მამაყრიანო,
გულის წყლულს არ მომირჩენენ,
ნისლებს არ გადმიყრიანო,
რაც ქვეყანაზე მიწაა,
სულამს მე მომაყრიანო.
თქვენც გეხვეწებით, ხეებო,
და შენც, მდინარევ ხმიანო,
ე გოგო - ჩემი სიცოცხლე -
არაფრით დამიზიანო!


გამამერია ჭაღარა
სიმღერა

გამამერია ჭაღარა,
სევდამაც გულში იმატა,
ნუგეშმა ზურგი მაქცია
და პირი მოიკვიმატა.
სიყრმისა დღენი წავიდნენ-
სხივები დილის მზისაო,
თან-თან ბინდდება ნათელი
ჩემის სიცოცხლის გზისაო.
მე წავალ, აქვე დარჩება
ქედი მაღლისა მთისაო;
სხვა ყველა ცვალებადია,
უცვალებია ისაო.
ცოცხალ თვალთ სალაღობელი
როგორ ამაყად ზისაო!
ვაჰ, რომ წესია: არ ესმის
სხვასა ტკივილი სხვისაო!
იქ მუდამ ქარი უბერავს
და დაძრწის ჯოგი მგლისაო.
გავიგე, მთაო, გავიგე
გულის პასუხი შენია:
კაცი ის არის,ვისც ჭირში
ერთხელ არ დაუქშენია;
იმას სხვა გასთიბს, სხვა მოსძოვს,
ჭმუნვა არ დაუჩენია;
უფლისა მსგავსად იქცევა ,
მით უფალს გაუჩენია.
ამას დაძახის მუდამ ჟამს
ეგ შენი სახე მჭმუნვარე;
მეც შენსა შემაცქერალსა;
თვალთაგან მომდის მდუღარე.
ცა მახურია თავზედა,
მეხის მსროლელი მჭეხარე,
მომლოდინე ვარ ბედისა,
გულდაკოდილი მწუხარე.




ისევ შენ, ისევ, ქალაო

ისევ შენ, ისევ,, ქალაო,
მომხედე, გამიცინია.
შენ მაინც ნუ მიღალატებ,
მოვკვდები-დამიტირია.
მაღლისა მთისა წვერზედა
საფლავი გაამითხაროდი,
ჩემის სამშობლოს ქვიშანი
ხშირ-ხშირად მომაყაროდი.
სოფლისგან დავიწყებულსა
შენც დამივიწყებ მალეო,
მალე იშოვი საქმროსა,
უკან გაჰყვები ხვალეო.
ემ კლდეებს მაინც შესტირე
დანაბარები ჩემია:
იდგნენ გულსალნი ამაყად,
არ შამაუშვან მტერია!
ნუ დაიწყებენ ჩამოშლას…
არწივთ მოზარდონ წიწილნი,
დაჰბრუნონ ჩემსა სამარეს,
მალ- მალ მაიღონ ბიბინი;
მთებმა ახარონ ყვავილნი,
კისრით ატარონ ნისლები,
მკვდარს გულზედ ნამი მანამონ,-
ისევ ცოცხალი ვიქნები.



ერთხელც იქნება, მოვკბდები
სიმღერა

ერთხელც იქნება,მოვკვდები,
მივებარები მიწასა,
გულსა და გრძნობას შაურევ
ცივის სამარის ქვიშასა...
ჩემს გულსა დაეხვევიან
გაშმაგებულნი ჭიანი,
ვეღარას მიშველს ქვითინით
ჩემი ლამაზი თმიანი,
ტყუილად აშფოთდებიან
ჩემნი წაწალნი იანნი.
ამაოდ ჩამოხდებიან
ციდამ ვარსკვლავნი ბარადა,
ასტეხს გლოვა-ზარს მდინარე,
მაღლით მომხტომი ჩქარადა,
მოსქდება კლდისა ნაპრალი,
ჩაიჭედება ჭალადა…
ვაჰმე, მათ ვეღარა ვნახავ
გადაქცეული მკვდარადა.




ქ ე ბ ა თ ა - ქ ე ბ ა

დაუკარ, სტვირო, დაუკარ,
აჟღერდი, გამახარეო.
მეყო, რაც ვიმგლოვიარე
და რაც ცრემლები ვღვარეო,
ვახსენოთ ერთხელ კიდევა
ჩვენი ლამაზი მხარეო.
ღმერთო, უშველე ტურფასა,
გზა გაუნათე, მთვარეო!
ბევრჯელ სდენია ზღვად სისხლი,
დღე დასდგომია მწარეო.
შენ, ბედო ჩემის ქვეყნისა,
გამომიბრწყინდი ბარეო!
რად მიჰრბი, რად მემალები,
ღრუბელს რად მოეფარეო?!
რატომ არ დამენახვები
სხივ-მომფენელი გარეო?!
დღეს თუ არაფრად ვარგივართ,
იქნებ გამოვდგეთ ხვალეო.
რადა ხარ წელში მოხრილი?
აიწი, აიხარეო!...
შვილები წამოგეზარდნენ,
სამშობლოვ, გაიხარეო!

ვაჟა-ფშაველა




პ.ს. ზოგიერთი უხვად მპოსტველის საყურადღებოდ: "ჩემი გული შენი ჯაჭვით არის გადაბმული" ლექსები სხვაგან წაიღეთ, გეთაყვა!
ALEXA
ბაცაცო


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 14269
წევრი No.: 1338
რეგისტრ.: 18-October 02

გამოგზავნილია: 6 Mar 2004, 06:10  #391592      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · im · icq · aim · yim · msn
indianag
მადლობა ინდი smile.gif 2kiss.gif
QUOTE
პ.ს. ზოგიერთი უხვად მპოსტველის საყურადღებოდ: "ჩემი გული შენი ჯაჭვით არის გადაბმული" ლექსები სხვაგან წაიღეთ, გეთაყვა!

biggrin.gif yes.gif
ამ დღეებში მეც გავაგრძელებ (მაგრამ ჯერ პასუხი მინდა სად წავიდა ფორუმის თემების 80% ?)


--------------------
პяნი მასტეrი
sharlot
ბი-ბი-ლო


*******
ჯგუფი: Honorary Member
წერილები: 12833
წევრი No.: 1960
რეგისტრ.: 21-March 03

გამოგზავნილია: 6 Mar 2004, 12:13  #391660      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი · icq
რამ შემქმნა ადმიანად?
რატომ არ მოვედ წვიმადა,
რომ ვყოფილიყავ მუდამა
ღრუბელთ გულ-მკერდის მძივადა,
მიწაზე გადმოსაგდებად
ცვარად ან თოვლად ცივადა?
არ გამწირავდა პატრონი
ასე ოხრად და ტვილადა!
ცაშივე ამიტაცებდა
თან მატარებდა შვილადა.
ასე არ დამჭირდებოდა
სულ მუდამ ყოფნა ფრთხილადა.
მზის მოტრფიალე ვივლიდი
სიკვდილის გამაწბილადა;
მაღლა ცა, დაბლა ხმელეთი
მე მექნებოდა წილადა.
გავიხარებდი, მთა-ბარსა
ოდეს ვნახავდი მწვანედა,
მორწყულსა ჩემის ოფლითა,
ყვავილებს შიგნით, გარეთა,
გადავუშლიდი გულ-მკერდსა
დღისით მზეს, ღამით მთვარესა.
სიცოცხლეს ვაგრძნობინებდი
მომაკვდავ არემარესა.
თოვლად ქცეულსა გულშია
ცეცხლად იმედი მრჩებოდა,
რომ ისევ ჩემი სიკვდილი
სიცოცხლედ გადიქცეოდა
და განახლებულ ბუნებას
ყელ-ყურზე მოეხვეოდა.
* * *
არც-რა ტანთ მცვია, არც ფეხთა,
დავდივარ დედიშობილა,
მეც იმათ ჯოგიდამა ვარ,
ვინც სიღარიბით ცნობილა.
ამ წუთისოფლის თორნეში
ბევრი სხვა გამოცხობილა.
ჩემს გარდა ასეთს ყოფაში
მრავალი სხვაცა ყოფილა.
ყველას სამარე მიგველის,
ვინც დედის მუცლით შობილა.
საგმობიც ვიყო, ქედს არ ვხრი,
თავი მდიდარი მგონია,
ისეთი, თქვენმა ძმობამა,
ჯერ არვის გაუგონია.
მთლად მე მეკუთვნის ქვეყანა:
მთაში - მთა, ბარად - ბარია,
ზღვა და ხმელეთი ერთიან,
ცას - ვარსკვლავების ჯარია,
დილით მზე მანათობელი,
ღამის გუშაგი მთვარია,
მდიდართ სიმდიდრით ღიღინი,
ბეჩავთ ქვითინი მწარია,
ავდარი, ჟინჟლი, ცის ქცევა,
ცა მოწმენდილი, დარია;
დილით გაფურჩნა ვარდისა,
მთელი იმისი გვარია:
ია, უღრანს ტყეს მოსული,
თალხ-კაბა, ენა-მტკბარია,
კლდის თავს გაშლილი პირიმზე, -
მთის სასახელო ქალია;
მარგალიტივით მდელოზედ
ბრჭყვიალა დილის ცვარია.
ზამთრის ზვავების ქუხილი,
გაზაფხულს წვიმის ღვარია,
იქ ჯოჯოხეთი, სამოთხის
თუ დამიკეტეს კარია.
ხარს ვგევარ ნაიალაღარს,
რქით მიწასა ვჩხვერ, ვბუბუნებ;
ღმერთო, სამშობლო მიცოცხლე! –
მძინარიც იმას ვდუდუნებ;
საწყალთ საწყლობა რომ მესმის,
იმათ ვარამზე ვწუწუნებ;
არცროს უსაქმო არა ვარ,
მუდამ ვკოწიწობ, ვჩუჩუნებ.
ცოტა მაქვს, ცოტას ვჯერდები,
ბეჩავთაც გავუზიარებ.
სიკეთისათვის სიკეთეს
არავის დავუგვიანებ.
ავის თქმით, ავის ქცევითა
გულს არვის დავუზიანებ.
ხარს ვგავარ ნაიალაღარს,
რქით მიწასა ვჩხვერ, ვბუბუნებ:
ღმერთო, სამშობლო მიცოცხლე! –
მძინარიც იმას ვდუდუნებ;
საწყალთ საწყლობა რომ მესმის,
იმათ მაგივრად ვწუწუნებ;
ხანდახან ჟინი ამიღებს,
სიმღერას დავაგუგუნებ.


--------------------
[IMG]http://raichu.de/avatare/animiert/0077.gif[/IMG] მძლავრად დიაგონალზე !
ALEXA
ბაცაცო


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 14269
წევრი No.: 1338
რეგისტრ.: 18-October 02

გამოგზავნილია: 6 Mar 2004, 19:32  #391940      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · im · icq · aim · yim · msn
სვინდისის სიმღერა

არ ვიცი, საით წავიდე,
ვის ვუთხრა ჩემი წვალება,
ცეცხლში დამწვარი სვინდისი
ნეტავ ვის შაებრალება?!

რა დავაშავე, უფალო,
რომ კაცს ამკიდე ბარგადა
და დაჟინებით ჩურჩული
ჩემ გულს დასდევ ხარკადა?

კაცი იტანჯვის, ვერ მთავსობს,
ცდილობს, გამაგდოს ჩქარაო....
მაგრამ უჩემოდ სახელი
ბევრმა კი გაიშავაო.

არ დავეხსნები კაცის გულს,
ეს მიწყივ ჩემი ვალია,
სუყველას გამოვამჟღავნებ,
რაც კაცის გულში ბრალია.

ერთსა მოხელეს ვესტუმრე,
მექრთამეს, ქვეყნის მცრცველსაო,
მითხრა: "სად მოხვალ, მურდალო,
არა მცალია დღესაო!... "

მე ვუპასუხე: "გაჩუმდი,
გრცხვენოდეს საწყლის ღლეტაო,
ულუკმაპუროდ გასწირე
ოთხი წვრილშვილის დედაო!"

ადგა, წამიგდო წიხლს ქვეშა,
ჩამარტყა ზედიზედაო:
"ჩემთან მაგგვარად საუბარს,
შე წუწკო, როგორ ბედავო?!"

რამდენს სხვას ვუთხარ: ვინ მოსთვლის:
"როგორ გაყიდეთ დედაო?!"
სუყველამ წიხლით გამთელა:
"მაგას როგორა ჰბედაო?!"

გთხოვ, მამაშორო ქვეყანას,
შენ უპატრონო, ზეცაო !
ვაჟა 1886
GT.ge
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11397
წევრი No.: 1088
რეგისტრ.: 10-July 02

გამოგზავნილია: 9 Mar 2004, 13:53  #394318      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
პაპიჩემის ანდერძი

შვილო, რად სტირი ნეტარა,
რა უბედობა გეწვია?
ჭირში ყოფნის დროს გაძლება
მუდამ ვაჟკაცის წესია!

ვაჟკაცს არ შვენის ცრემლის ღვრა,
ქვითინი დიაცურადა.
მტერს ხმალი უნდა საფთხულად,
კვალზედ მიყოლა მგლურადა.

აგრემც ექმნები პაპაშენს
დღეგრძელიო და სრულიო,
ნუ დაისვენებ, ებრძოლე
მტერს, სანამ გიდგა სულიო.
შვილო, მეც ეგრე ვიყავი,
ეგ არის ჩვენი რჯულიო.

პ.ს. indianag 2kiss.gif


--------------------
user posted image
საქართველო ბეჭედია ბაჯაღლო და თბილისი შიგ ჩასმული ბადახში.
forever`s_NEVER
sherpa


******
ჯგუფი: Honorary Member
წერილები: 6996
წევრი No.: 359
რეგისტრ.: 1-October 01

გამოგზავნილია: 9 Mar 2004, 16:05  #394461      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი
ერთი ფრაზა მახსოვს ლექსიდან ვაჟაზე, ავტორიც კი არ ვიცი ვინაა. თქვენ ხომ არ?...

...მთვარისოდენა ხინკალს მიირთმევდა
ეს ჩვენი ბერმუხა და მყინვარმთა
...

This post has been edited by forever`s_NEVER on 9 Mar 2004, 16:05


--------------------
- fit in off area
indianag
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2869
წევრი No.: 676
რეგისტრ.: 17-February 02

გამოგზავნილია: 9 Mar 2004, 16:13  #394468      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · aim
QUOTE
...მთვარისოდენა ხინკალს მიირთმევდა
ეს ჩვენი ბერმუხა და მყინვარმთა...


შატილით მოდიოდა, დიდი მთებით,
მთვარეს შეხვდებოდა მუხნართან,
მთვარისოდენა ხინკალს მიირთმევდა
ის დიდი ბემუხა და მყინვარმთა.

ხელები ჰქონდა - წყაროს ამოცლიდა,
ქვეყნის მაჯისცემას უგდებდა ყურს,
მერე წავიდოდა, ყვავილებს დაჰკოცნიდა,
............................


მეც არ მახსოვს...
forever`s_NEVER
sherpa


******
ჯგუფი: Honorary Member
წერილები: 6996
წევრი No.: 359
რეგისტრ.: 1-October 01

გამოგზავნილია: 9 Mar 2004, 16:14  #394469      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი
indianag
2kiss.gif yes.gif
იქნებ ვინმემ გააგრძელოს...
indianag
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2869
წევრი No.: 676
რეგისტრ.: 17-February 02

გამოგზავნილია: 9 Mar 2004, 16:16  #394474      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · aim
ავტორი: ან ჩარკვიანი ან მაჭავარიანი.
* * *
forever`s_NEVER
2kiss.gif smile.gif
ჩიტუციო
თავი დამანებე, გიკბენ


******
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 7345
წევრი No.: 4290
რეგისტრ.: 8-February 04

გამოგზავნილია: 16 Mar 2004, 20:19  #402389      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ღმერთო მიიღე ვედრება,
ეს ჩემი სათხოვარია:
არ დამეკარგოს გულიდამ
მე შენი სახსოვარია!
გულს ნუ გამიტეხ ტანჯვაში,
მამყოფე შეუდრკელადა:
ვფხიზლობდე, მუდამ მზად ვიყო
დაჩაგრულების მცველადა.
ბალახი ვიყო სათიბი,
არა მწადიან ცელობა;
ცხვრადვე მამყოფე ისევა,
ოღონდ ამშორდეს მგელობა;
არ წამიხდინო, მეუფევ,
ეს ჩემი წმინდა ხელობა!
მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი,
შვილთ საგმოდ არ გამიხადო
ჩემი მუდმივი სამყოფი.
გულს ნუ გამიქრობ ლამპარსა,
მნათობს ტრფობისა შეშითა,
ნუ მავლევ ქვეყანაზედა
გაცივებულის ლეშითა,-
თვალებში მადლდკარგულსა,
შუბლზე გაკრულის მეშითა.
ნუ დაუკარგავ ჩემს სატრფოს
მადლს, გულზე ცეცხლის მდებელსა,
ნუ დაუძვირებ ოცნებას,
შენს ხმას, სხივგამომღებელსა,-
სიცოცხლედ უღირს ბეჩავსა,
ეძახის თავის მხლებელსა.
გულს დარდი გამიდიადე
იმ სანეტარო საგანზე,
დაწერე ფიქრი, ღრმა, მწვავე
ჩემის გონების საბანზე!..
გონებას ფიქრი სტანჯავდეს,
გულს ცეცხლი სწვავდეს ძლიერი,
მშიოდ-მწყუროდეს კეთილი,
ვერ გავძღე, მოვკვდე მშიერი...
ნუ დამასვენებ ნურადროს,
მამყოფე შეძრწუნებული,
მხოლოდ მაშინ ვარ ბედნიერ
როცა ვარ შეწუხებული;
როცა გულს ცეცხლი მედება,
გონება მსჯელობს საღადა,
მაშინ ვარ თავისუფალი,
თავს მაშინა ვგრძნობ ლაღადა.
მფარავდეს შენი მარჯვენა,
კალთა სამოსლის შენისა,
სანამ არ მოვა დრო-ჟამი
სულ ბოლოს ამოქშენისა.
სული-შენ, ლეში-მიწასა,
აღარა ვგლოვობ ამასა;
თევზი-წყალს, ცასა-ვარსკვლავი,
შვილი-დედას და მამასა.


--------------------
если туп, как дерево родишься баобабом
и будешь баобабом тыщу лет, пока помрешь.
ALEXA
ბაცაცო


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 14269
წევრი No.: 1338
რეგისტრ.: 18-October 02

გამოგზავნილია: 16 Mar 2004, 23:44  #402577      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · im · icq · aim · yim · msn
მოგონება

ნუ მიწყენთ, მამაგონდება
ქალის ვაჟისთვის ნათქომი:
"თუ შენ არ გხედავ ცოცხალსა,
არც მე ვარ ცოცხლად დამრჩომი!
ცოცხალი თან ჩამოგყვები,
საფლავში დაგეტანები;
შენ მკვდარს, შენთან მე ცოცხალსა
დაე, დაგვიხშონ კარები!
მოვკვდები შენსა გულზედა,
ზევიდამ დაგეფარები:
მე შავსჭამ - მიწას არ ძალუძს,
რომ შეგიჭამოს თვალები.
მწადს, ერთად შაზელილიყოს
ჩემი და შენი ძვლები!"
ორმა დღემ ჩამაიარა,
ზარი აჩქამდა გლოვისა.
კუბოს ასველებს ცრემლები
მანდილოსანთა გლოვისა.
სატრფო დასტირის ჭაბუკსა,
ცრემლი სდიოდა ღვარადა,
გულიც ხომ უწუხდებოდა,
წყალსაც ასხამდნენ კვალადა.
გულდაბნედილსა დიაცსა
აბრუნებდიან ძალადა.
მოზარეები კუბოთი
მიდგნენ სამარის კარადა.
უცვლელი ბინა ყველასი
უცდის მკვდარს დასაფარადა.
კუბო ჩაუშვეს საფლავში,
ცვივა ქვიშა და ლოდები.
- რა უყავ ფიცი, გოგონავ,
ჩაჰყევ , ვის მეელოდები?!
- სად გავყვე ძმაო, რას ვარგებ,
მკვდარს რა უშველო იმითა?!
არა, მე სიცოცხლე მინდა,
უნდა ვიცოცხლო ჭირითა,
ვიგონო ვარდი გულისა,
ვიტანჯო მოგონებითა!
დაე, ვიცოცხლო ტანჯვითა,
ნაღვლით დავიწვა გულია,
დავიწვა ვით კელაპტარი,
ხატის წინ ანთებულია...
ვიცოცხლო იმის მამგონედ,
ვინც გულს მაჩნივა წყლულია...
ერთ წელს გოგონა მიჯნურის
საფლავზე იარებოდა,
უნთებდა წმინდა სანთელსა,
შინავე ტრიალდებოდა.
საფლავის პირზე დაერგო
ყვავილნი ტურფა ფერისა,
ცრემლით მოერწყო ვარდები,
თვალთაგან მონაწურისა.
ეს ერთი წელიც გავიდა,
იცვლება დრო და ჟამია:
გოგოს სწადია იპოვნოს
პირველის მსგავსი გვამია;
მსგავსი პირველის მიჯნურის
თვალითა , ტანადობითა,
მოკეთეს ჰმოკეთეობდეს,
მტერს ექმნას ჯალათობითა.
ღმერთმა გიშველოს , სიკვდილო,
სიცოცხლე შვენობს შენითა
და შენც, სიკვდილო, ფასი გძე
სიცოცხლის ნაწყენობითა.
სიცოცხლე სიყვარულითა
და სიყვარული სიცოცხლით,
უერთურთისოდ ვერც ერთსა
ვერ ვიცნობთ , ვერც როს ვიცნობდით.
ერთურთი სწყურან ორთავე,
ერთურთთან დაილევიან;
უერთურთისოდ ვერ სძლებენ,
მალედვე დაილევიან!
tikusha
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11703
წევრი No.: 1117
რეგისტრ.: 21-July 02

გამოგზავნილია: 20 Mar 2004, 23:12  #406646      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ღამე მთაში

დაღამდა. . . წვრილნი ვარსკვლავნი
აყვავდენ, დასხდნენ ცაზედა;
მთვარე - კი ჯერ არსადა სჩანს,
არ დაგვნათოის თავზედა,
ჯერ თუ არ გაუღვიძნია
ისევ თუ სძინავს მკლავზედა!
ჯერ გამარჯვება არ უთქვამს
შემომჯდარს გორის ფხაზედა,
სხივნი არ დაუგზავნიან
პირის საბანად წყალზედა.
მგზავრს უჭირს ბნელით გამოსვლა,
დადგომა სწორეს გზაზედა.
მთებს ჩაუცვიათ შავები,
ჭმუნვით დასცქერენ ხევებსა;
ცივს ნიავს შესთავაზობენ
უფსკრულს მოარულს დევებსა;
ტყისთვისაც ძაძა ჩაუცვამს
სიბნელეს დანატევებსა.
გორით-გორს ბუვი გასძახის,
თრთიან ყვავილნი მთებისა,
ქოჩორს უვარცხნის ნიავი
დარაჯად დაადგებისა.
მითამ იციან ღავღუვი,
რად არ ჰყეფს ჯოგი მგლებისა?!
წყალი სჩქეფს, ხევი ჩატირის,
განა ერთი და ორის;
აქაც, იქ, იმას იქითაც,
ლამაზის მთების ასულთა
ხმა ხმისთვის შაუწონია.
მადლი შენ, ყველა ერთმანეთს,
უფალო, დაუმონია;
ამაზე ტურფა და კარგი
მე სხვა აღარა მგონია! . .
ხევი მთას ჰმონებს, მთა - ხევსა,
წყალნი - ტყეს, ტყვენი - მდინარეთ,
ყვავილნი - მიწას და მიწა -
თავის აღზრდილთა მცინარეთ.
და მე ხომ ყველას მონა ვარ,
პირზე ოფლ-გადამდინარედ!
ეხლა ცა წყნარობს. . .სოფელსაც
გულწყნარად დაეძინება.
უეცრად შუაღამისას
ცას ჯანღი დაეფინება,
შავი ზღვის შავი ვეშაპი
პირღია დაგვეღირება,
ჩვენ, მოსვენებით მძინარეთ,
საჭმელად დაგვეპირება.
მოჰსქდება ქარი და ღვარი,
სდგას ლეწვა-მტვრევა ბრძოლისა;
დროება ჩამოვარდნილა
დიდი შიშის და ძრწოლისა.
მთელი მთა-ბარი იქცევა,
მეორედ-მოსვლაა სწორედა!
მოჰკაწრავს ღვარი ტყე-კლდეებს,
მოაქვს და მოსდგამს ყორედა.
ბუნება მბრძანებელია,
იგივ მონაა თავისა,
ზოგჯერ სიკეთეს იხვეჭავს,
ზოგჯერ მქნელია ავისა,
ერთფერად მტვირთველი არის
საქმის თეთრის და შავისა;
საცა პირიმზეს ახარებს,
იქვე მთხრელია ზვავისა. . .
მაინც-კი ლამაზი არის,
მაინც სიტურფთ ჰყვავისა! . .

GT.ge
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11397
წევრი No.: 1088
რეგისტრ.: 10-July 02

გამოგზავნილია: 24 Mar 2004, 18:32  #410224      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
სულიკო

საყვარლის საფლავს ვეძებდი,
ვერ ვნახე!.. დაკარგულიყო!..
გულამოსკვნილი ვჩიოდი:
„სადა ხარ, ჩემო სულიკო?!“

ეკალში ვარდი შევნიშნე,
ობლად რომ ამოსულიყო,
გულის ფანცქალით ვკითხავდი:
„შენ ხომ არა ხარ სულიკო?!“

ნიშნად თანხმობის კოკობი
შეირხა... თავი დახარა,
ცვარ-მარგალიტი ციური
დაბლა ცრემლებად დაჰყარა.

სულგანაბული ბულბული
ფოთლებში მიმალულიყო,
მივეხმატკბილე ჩიტუნას:
„შენ ხომ არა ხარ სულიკო?!“

შეიფრთქიალა მგოსანმა,
ყვავილს ნისკარტი შეახო,
ჩაიკვნეს-ჩაიჭიკჭიკა,
თითქოს სთქვა: „დიახ, დიახო!“

დაგვქათქათებდა ვარსკვლავი,
სხივები გადმოსულიყო,
მას შევეკითხე შეფარვით:
„შენ ხომ არა ხარ სულიკო?!“

დასტური მომცა ციმციმით,
სხივები გადმომაყარა
და იმ დროს ყურში ჩურჩულით
ნიავმაც ასე მახარა:

„ეგ არის, რასაც ეძებდი,
მორჩი და მოისვენეო!
დღე დაიღამე აწ ტკბილად
და ღამე გაითენეო!

„სამად დაშლილა ის ერთი:
ვარსკვლავად, ბულბულ, ვარდადო,
თქვენ ერთმანეთი რადგანაც
ამ ქვეყნად შეგიყვარდათო“.

მენიშნა!.. აღარ დავეძებ
საყვარლის კუბო-სამარეს,
აღარც შევჩივი ქვეყანას,
აღარც ვღვრი ცრემლებს მდუღარეს!

ბულბულს ყურს ვუგდებ, ვარდს ვყნოსავ,
ვარსკვლავს შევყურებ ლხენითა
და, რასაცა ვგრძნობ მე იმ დროს,
ვერ გამომითქვამს ენითა!

ისევ გამეხსნა სიცოცხლე,
დღემდე რომ მწარედ კრულ იყო,
ახლა კი ვიცი, სადაც ხარ:
სამგან გაქვს ბინა, სულიკო!
tikusha
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11703
წევრი No.: 1117
რეგისტრ.: 21-July 02

გამოგზავნილია: 24 Mar 2004, 22:10  #410502      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
GT.ge
აკაკიც გამოურიე? wink.gif
Sharky
El Tiburon


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 41653
წევრი No.: 2110
რეგისტრ.: 25-April 03

გამოგზავნილია: 25 Mar 2004, 09:54  #410818      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ვაა, მაგრი თემაა, საღოლ ინდი smile.gif
(აუფ, 6 მარტს ყოფილა გახსნილი და გამომრჩა ამ პოლიტიკურ დაძაბულობაში biggrin.gif)

დამისხი, დამალევინე,
ე ღვინო ოხერ-ტიალი,
ეგება წაღმა ვიფიქრო
სოფლის უკუღმა ტრიალი!
ეგება გულის ვარამი
ჩავკლა მა ჯიხვის რქაშია.
თვალთ-წინ დამიდგეს ლამაზი,
ჟრჟოლა მამკიდოს ტანშია,
დეზი ვკრა ჩემსა ლურჯასა,
გადავეერიო ზღვაშია.
თქვენთან ძაღლურად სიცოცხლეს
სიკვდილი მიჯობს ცდაშია;
ვერ მააწონებთ კარგს ყმასა,
რაც არ უჯდება ჭკვაშია!



--------------------
მოგითყანთ დემოკრატია
Enter your Name

გამოხმაურება:


იმისთვის რომ ჩასვათ ციტატა ამ გვერდიდან, მონიშნეთ ტექსტი და აქ დაუწკაპუნეთ



ქართული კლავიატურა ( ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~" )
Post Options  Enable emoticons?
 
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (2) [1] 2  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0370 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]