forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (2) 1 [2]   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ქართული პოეზია, ვაჟა - მთვრალ მაესტროს
GT.ge
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11397
წევრი No.: 1088
რეგისტრ.: 10-July 02

გამოგზავნილია: 25 Mar 2004, 14:16  #411183      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
tikusha
QUOTE
აკაკიც გამოურიე? 

მთვრალ მაესტროს მივუძღვენი. ვაჟა ხომ სულ იქნება? wink.gif


--------------------
user posted image
საქართველო ბეჭედია ბაჯაღლო და თბილისი შიგ ჩასმული ბადახში.
tikusha
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11703
წევრი No.: 1117
რეგისტრ.: 21-July 02

გამოგზავნილია: 25 Mar 2004, 22:47  #411841      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ხორცო, დაჰნელდი, დამჭლევდი,
სულო, იხარე, ჰლაღობდე,
ღმერთმა დამკარგოს, თუ ამას
სიტყვის შნოსათვის ვამბობდე.
ხორცი რას მიშველს მარტოკა,
და სულით არა ვგალობდე.
სულო, აჰყვავდი, ამაღლდი,
დაე ლეშითა ვწვალობდე!
დაგვალულს მიწას უხდება,
როს დასწვიმს, დასდის ღვარია;
ეგრევ ნაავდრალს მდელოსა -
მზის დახედნება, დარია.
სულო, აჰყვავდი, ამაღლდი,
ვარდებით დაიფარია.
ცრემლი, ჩემ თვალთა ნაწური,
ზედ ნამად დაიყარია,
საჭირვარამო ქვეყნისა
გულს ლახვრად გამიყარია.
მაშინ ცა მიწას ეწევა,
მთაზე შეჯდება ბარია.
იქ ძოვდეს ჯოგი ირმისა,
დაბუბუნებდეს ხარია,
თავს ევლებოდეს ქვეყანას
სხივ-უვნებელი მთვარია.
1896წ.
ALEXA
ბაცაცო


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 14269
წევრი No.: 1338
რეგისტრ.: 18-October 02

გამოგზავნილია: 6 Jun 2004, 09:37  #498746      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · im · icq · aim · yim · msn
სიყრმიდან საიქიოსთან
დამკვებებია კავშირი,
მიტომ მდის ცრემლი უშრობი,
გულზე წამესო ნახშირი.
წარსულნი ამა სოფლითა
დღესაც მოდიან, მხედავენ,
სწირავენ მყუდრო სადგურსა,
ცოდვილთან მოსვლას ჰბედავენ.
მოდიან ბრაზმორეულნი,
კბილით რკინასა ჰკვნეტავენ, -
ვაჟკაცნი, ღვაწლით მოსილნი,
შარავანდედით მკობილნი,
მკერდსისხლიანი გურჯები,
თავდადებულად ცნობილნი,
ცოცხლების მოსაშველებლად
მკვდრებიდან გამოყოფილნი.

თვალცრემლიანებს რომ ვხედავ
ამ ფაფარაშლილს ლომებსა,
სიცოცხლე მიჩანს ჩალადა,
ალმური ამდის ლოყებსა.
განცხრომა, დიდი ქონება
ქცეულიმცაა მტვერადა!
ოცნების მორევში ვცურავ,
ვდგევარ, ვუყურებ შტერადა.
თურმე ღმერთს კარზე მიუხდნენ,
გაგვაცოცხლეო - ჰყვირიან, -
გვაჩვენე საქართველოვო, -
უფლის წინ თურმე ჩივიან.
ღვთისგან უარის მიმღებნი
მოვლენ, მე შემომტირიან:
"გვწადს ბრძოლა, გვწადსო სიკვდილი
მეორედ - ბრძოლის ველადა!
მე ბეჩავს, იმათ მნახველსა,
ცეცხლი მედება მწველადა.
როცა იმათი გულ-მკერდი,
სახე პირქუშად მჩინარი,
ამეყუდება თვალწინა
მრისხანე , გაუცინარი
და ტანი ტურფად ნეჭედი,
აწვდილი, როგორც ჩინარი,-
მინდა მეც თავი მოვიკლა,
ცრემლები მახრჩობს მდინარი.

მინდა, რომ იმათ ვუცქირო
და ზედ დავადნო თვალები.
მიყვარს მე გრძნობა მაღალი
და მოამაგე მკლავები.
მიყვარს, ვინც მოკლა სიკვდილი,
მადლის ქმნით ხვეჭა სახელი.
გაუქრობელი ყოფილა
ქვეყნად იმისი სანთელი.

მოვლენ და წავლენ, ამრიგად
ჰქრება ჩვენება-სიზმარი.
გავხედავ აღმოსავლეთსა,
არმოჩენილა ცისკარი.
სჩანს, რომ თენდება. რისთვისა?
ვუცქერ ხალხს, ვუცქერ ველებსა,
დავიქვითინებ, თვალებზე
მყის მივიფარებ ხელებსა.


შენ


--------------------
პяნი მასტეrი
საბუნია
Down Is The New Up


*********
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 31834
წევრი No.: 2692
რეგისტრ.: 14-September 03

გამოგზავნილია: 7 Jun 2004, 00:10  #499552      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · icq · yim · msn
აქ იმენნა ვაჟას ვწერთ?!


--------------------
Hello I am Simon, the smart one!
indianag
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2869
წევრი No.: 676
რეგისტრ.: 17-February 02

გამოგზავნილია: 17 Jun 2004, 18:35  #518491      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · aim
არა, sabunia, აქ იწერება ყველაფერი, რაც სათაურს შეესაბამება. ვაჟა კი მთვრალь მაესტrოს ეძღვნებ/ოდ/ა smile.gif
-mariami-
Newbie


*
ჯგუფი: Registered
წერილები: 1
წევრი No.: 5531
რეგისტრ.: 24-June 04

გამოგზავნილია: 24 Jun 2004, 08:35  #527851      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (forever`s_NEVER @ 9 Mar 2004, 17:05 )
ერთი ფრაზა მახსოვს ლექსიდან ვაჟაზე, ავტორიც კი არ ვიცი ვინაა. თქვენ ხომ არ?...

...მთვარისოდენა ხინკალს მიირთმევდა
ეს ჩვენი ბერმუხა და მყინვარმთა
...

ჯანსუღ ჩარკვიანი

ვაჟა

შატილით მოდიოდა -
დიდი მთებით,
მთვარეს შეხვდებოდა
ჟინვალთან,
მთვარისოდენა ხინკალს
მიირთმევდა -
ეს დიდი ბერმუხა და
მყინვარმთა.
ხელები ჰქონდა, -
წყაროს ამოსცლიდა,
ქვეყნის მაჯისცემას
უგდებდა ყურს,
მერე დაჰყვებოდა, ბალახებს
დაჰკოცნიდა
და შეუკურთხებდა
ციმბირის წყლულს.
ის იყო დიდი და
ის იყო სხვა,
მისი მართალი სულის ცხონებამ,
მერე ცხოვრებას მოუჭრა გზა
და შორს გაასწრო
თვითონ ცხოვრებას.

1959

literatura.iatp.ge
forever`s_NEVER
sherpa


******
ჯგუფი: Honorary Member
წერილები: 6996
წევრი No.: 359
რეგისტრ.: 1-October 01

გამოგზავნილია: 24 Jun 2004, 12:04  #528214      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი
QUOTE
literatura.iatp.ge

გმადლობთ და ბრავო up.gif


--------------------
- fit in off area
Re-hanna
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 970
წევრი No.: 222576
რეგისტრ.: 7-August 16

გამოგზავნილია: 8 May 2019, 01:33  #54624290      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გული გავგზავნე ქვეყნადა


გული გავგზავნე ქვეყნადა
სალაღოდ, სანავარდოდა.
სულ უტიფარი და ნორჩი,
ვინ იცის, საით დარბოდა!

დაბრუნდა, ჩემთან მოვიდა,
შევხედე, ვეღარ ვიცანი:
ათიათასი წყლული სჭირს -
ტანჯვა - ვაების ნიშანი.

დამდნარა, ნალევს მთვარეს ჰგავ,
სულს ჰლევდა, თითქოს კვდებოდა.
ვეკითხებოდი, ხმას არ მცემს,
ცრემლის მორევში დნებოდა.
ვაებად ქმნილსა მოლხენის

აღარაფერი სცხებოდა.
ვასუსუვ - ვანუგეშებდი,
არ მისმენს, არა სცხრებოდა.
თვითეულს შეკითხვაზედა
ცრემლი ზღვად გადმოჰსკდებოდა.
გავიგე, რადაც სტიროდა
და რისათვისაც ბნდებოდა:
ქვეყნის ავ - კარგის გაცნობას
თურმე თან ცრემლი ჰხლებოდა.


გენიოსი იყო ვაჟა. თითქოს მთელი სამყარო ეტეოდა მის გულში და გონებაში.



--------------------
აუწიე სიტყვებს და არა ხმას, რადგან წვიმა ზრდის მცენარეებს

და არა მეხი.
Enter your Name

გამოხმაურება:


იმისთვის რომ ჩასვათ ციტატა ამ გვერდიდან, მონიშნეთ ტექსტი და აქ დაუწკაპუნეთ



ქართული კლავიატურა ( ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~" )
Post Options  Enable emoticons?
 
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (2) 1 [2]  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0255 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]