#57352162 · 28 Dec 2020, 23:20 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE | რა შეიძლება ადამიანმა საკუთარ სიცოცხლეს მოუხერხოს? |
სიცოცხლე ღმერთის საჩუქარია, დიდი ალბათობაა რომ არც დავბადებულიყავით - ჩასახვის დროს ხომ მილიონობით ვარიანტიდან მხოლოდ ერთი "ხორციელდება".
რა უნდა მოუხერხო საჩუქარს? გამოიყენო, იცხოვრო აქ და ამ დროს - წარსული აღარ არსებობს და მომავალში რა იქნება, არავინ უწყის. კარგი დაინახო ცხოვრებაში, აკეთო სიკეთე, გაახარო და გაიხარო, გქონდეს ჰობი, იყო ბედნიერი. ბედნიერება ხომ ინდივიდუალური განცდაა და არა ობიექტური რეალობა. ეს აბსოლუტურად ზუსტად აქვს ნათქვამი მუხრან მაჭავარიანს - "არაფრის გამო ვით გავიხარე".
კიდევ ერთი იგავი მახსენდება: ერთ საკანში იყო ორი პატიმარი. საკანს პატარა, გისოსებიანი ფანჯარა ჰქონდა. ერთმა გაიხედა ფანჯარაში და ჭუჭყიანი გისოსები დაინახა, მეორემ გაიხედა და გისოსებს მიღმა ულამაზესი ვარსკვლავებით მოჭედილი ცა დაინახა.
--------------------
რატომ? რატომ? რატომ?
|