ფილმებზე და ზღაპრებზე ლამაზი და საინტერესოა ხოლმე ცხოვრება, იმიტომ რომ ნამდვილია, უბრალოდ ამას დანახვა სჭირდება, რადგან არც ლამაზად წერია და არც ლამაზადაა გადაღებული მიჭრილ-მოჭრილი კადრებით, პირიქით არეულია ერთიან ჭრელ სურათში თავის ყოფა-ცხოვრებით და პრაგმატიზმით.
იგივე ჰეფიენდებზე, ჩემთვის ხმამაღალი განცხადებაა რომ ცხოვრებაში ჰეფიენდები არასდროს ხდება. თანაც საბოლოო ენდი სიკვდილია, მანამდე ყველაფერი იცლვება, მათ შორის ბედნიერებაც.
ურთიერთობაში ჩადებულ რესურსს და ამ რესურსის არ დაფასებას, კითხვას თუ განა რატომ, რისთვის? მე ვამჯობინებ დავინახო ჩემი მხარე, დეფექტი ამ საქმეში და ამაზე დავსვა მახვილი, ვიდრე ვიღაც სხვაზე ჩემს ცხოვრებაში. ჩემს ცხოვრებაში მთავარი განმაპირობებელი მე ვარ და სხვა ვერასდროს. მათ შორის ვერც შვილი.
პ.ს. თუ მესმოდეს რანაირად ეხმაურები პოსტებს და რატომ არ გაწუხებს, სად იწყება პოსტი და სად შენი გამოხმაურება, როიალსა და პიანინოში მერევა.