ნუ, "სამართლებრივი კავშირი" არა თუ "გურიამ" "კიმთან",
არამედ, ფოთის "კოლხეთმა" იმ "1913 წლის გუნდთან" ან გინდაც თბილისის "დინამომ" იმ 1925 წლის გუნდთან შეიძლება ვერ ნახოს..
ის "დინამო" სულ მცირე ორჯერ გაკოტრდა და ახალმა კლუბმა გააგრძელა არსებობა...
კიმზე მამაჩემს ვკითხე და ბაბუა პანტელეიმონი ამბობთა თურმე "ჟორდანიეს მინდორზე თამაშობენ ყაზარლებიო"..ეგ არის ახლანდელი ტერიტორია, სადაც ლანჩხუთის თეატრია სავარაუდოდ...
მარტო კიმ-ი არ იქნებოდა ბუნებრივია, ამათი ფოტო გადარჩა და მაგიტო შემორჩა ისტორიას, თორე სოფელ ლანჩხუთის უბნებს ჰყოლიათ თავისი გუნდები, ძველებს ახსოვთ "გამოჩინებული" ყოფილა, აგარაკს ჰყოლია კარგი გუნდი, სუფსას, მერე თეატრსაც და ა.შ
აი ეს ინფოა 1987 წლის ცნობარში, როცა "გურია" პირველად გადავიდა სსრკ-ს უმაღლეს ლიგაში
მანამდეც დაბეჭდილა ეს ფოტო რაიონის გაზეთში, მაგრამ ეგ ნომერი ვერ ვიპოვე, მაინტერესებდა მეტი ეწერა რამე თუ არა,
კიმ-ის ფოტო დღესაც ინახება ცინცაძეების ოჯახში რამდენადაც ვიცი
ნუ აქ წერია რო 1924 წელს ჩამოაყალიბა ანდრო ჟორდანიამ და 1926 წელს ბახმაროს ტურნირი მოიგო კიმ-მმაო
ნუ ერთი აშკარა შეცდომაა, რომ ჟორდანია 1924 წელს თბილისის "დინამოს" მწვრთნელი არ იყო, 20 წლის იყო და თსუ-ში თამაშობდა, 1925 წლიდან გადავიდა "დინამოში"..
This post has been edited by guriaaa on 12 Apr 2024, 14:36