Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format |
თბილისის ფორუმი > მშენებლობა და რემონტი > მიწის ყიდვა |
Posted by: REZiKA87 13 Feb 2013, 12:48 |
მოკლედ ვაპირებ მიწის შესყიდვას პატარა სახლის ასაშენებლად. მოდერს ბოდიშს მოვუხდი თუ უადგილოდ გავხსენი თემა და ვთხოვ რომ არ დახუროს, მე თვითონ ვიზამ.. მოკლედ მინდა მიწის ყიდვა 350-400-500 კვადრატულის, რომ ავაშენო პატარა სახლი 60-70 კვადრატული, 1 სართულიანი.. თითქმის ყველა უბანი დავათვალიერე და ბოლოს შევჯერდი ლისის ტბის ტეროტირიაზე, კერძოდ კი ახალი იპოდრომის მიმდებარედ საუბარია ამ ტერიტორიაზე დენი, გაზი არის.. წყალი ზოგგან არა, ზოგგან კი.. ფასები ცუდი ადგილი 25$, უკეთესი 27, კარგი 30-35 (მხატვრების დასახლება/ფერმწერთა ქუჩა უფრო ძვირი) ხოდა რას მირჩევთ? მაქვს რამოდენიმე ვარიანტი, უბრალოდ სანამ გადაწყვეტილებას მივიღებ სხვისი აზრიც მაინტერესებს.. ეს უბანი იმიტომ მომეწონა, რომ საბურთალოსთან და ცენტრთან ახლოსაა, ავტობუსები დადის, ადვილად მისადგომია (ლისის ტბიდანაც და ნუცუბიძის მეოთხე პლატოდანაც) ნუ მინუსები აქვს რო ბუნება არაა და ქარი იცის ძალიან |
Posted by: CityDesign 13 Feb 2013, 23:01 |
REZiKA87 საცხოვრებელი ზონაა? მანდ საკმაოდ რთულადაა მაგ მხრივ საქმე, კარგად გაარკვიეთ |
Posted by: REZiKA87 13 Feb 2013, 23:15 | ||
CityDesign
რას გულისხმობ? ანუ შეიძლება იყიდო მიწა და ვერ ააშენო სახლი? |
Posted by: kote-- 14 Feb 2013, 00:23 |
საცხოვრებელი ზონაა და შენდება სახლები, იპოდრომისკენ ცოტა ჭაობიანია , მისასვლელი გზაა გაფუჭებული პატარა მონაკვეთი, ზოგადად კარგი ადგილია ვაკე-საბურთალოს რაიონია |
Posted by: CityDesign 17 Feb 2013, 18:10 |
REZiKA87 კი, ანუ თუ სარეკრეაციო ზონაა ვერ ააშენებ, საცხოვრებელი თუ არის ზონა 1 და 6 მდეა სხვადასხვა მონაცემებით, კერძო სახლისთვის 1 იც საკმარისია, კომუნიკაციები რამდენად ახლოსაა ეგეც საინტერესოა, შეიძლება ეგ უფრო ძვირი დაჯდეს ვიდრე სახლის აშენება |
Posted by: 088 17 Feb 2013, 21:39 | ||
დენი იმდენად არა და აი წყალი, კანალიზაცია და გაზი კი გაწეწავს |
Posted by: CityDesign 17 Feb 2013, 22:23 |
088 მართალია, თან დენი მგონი უფასოა ეხლა |
Posted by: 088 18 Feb 2013, 00:31 |
CityDesign უფასო არა მაგრამ 400 ლარია 800 მეტრ რადიუსში |
Posted by: LEGEN_wait for it_DARY 22 Feb 2013, 00:53 |
REZiKA87 კარგი არჩევანია მე მაქვს მანდ ნაკვეთი 750 კვ.მ და ვაპირებ სახლის აშენებას. ყველაფერი მანდაა დენი, წყალი, გაზი და რაც ყველაზე დიდი პლიუსია თბილი წყლები გაედინება ქვემოთ |
Posted by: REZiKA87 22 Feb 2013, 01:22 |
LEGEN_wait for it_DARY სად გაქვს ნაყიდი შეგიძლია მანახო რუკაზე? |
Posted by: jacker 3 May 2013, 11:20 |
მეც მაინტერესებს ეს მიდამოები, ჭაოებები არის მანდ და როგორი იქნება საცხოვრებლად ეგ მაინტერებს. ნესტი ხო არ არის |
Posted by: 門真市 5 May 2013, 10:52 | ||
REZiKA87 დადებულ სურათი რაც არის მაგის ნახევარში გაზაფხულის წვიმების დროს სულ წყალშია წელს უბრალოდ წვიმები არ იყო სამაგიეროთ ბრინჯს მოიყვანთ + სათევზაოდ არ მოგიწევთ სიარული ეს სურათი სექტემბერშია გადაღებული ... როცა ზაფხულის გვალვების შემდეგ ეგ ტერიტორია გაშრება ხოლმე ... თორემ ეგ ანძაც კი წყალშია ხოლმე * * * აი უფრო კარგი სურათი ვიპოვე მაგ ადგილის |
Posted by: REZiKA87 5 May 2013, 12:47 |
門真市 მე ვიყიდე უკვე მიწა მარა გასწვრივ სახლებია და ეჭვი მეპარება მანდ ესეთი ტბები დგებოდეს :დ ისე რა ადგილია ეგ რუკაზე? |
Posted by: 門真市 5 May 2013, 13:24 |
ეს სურათები აქაა გადაღებული ... |
Posted by: kote-- 6 May 2013, 00:29 | ||
სახლებთანაც იცის მანდ წყლის მოვარდნა გაზაფხულზე, გააჩნია ადგილს,ძალიან ჩავარდნილი ადგილი არ უნდა იყიდო მანდ ხევის წყლის კალაპოტი იყო ამოავსეს მიწით და სახლები ააშენეს, შარშან გადაანგრია ღობეები გაზაფხულზე , |
Posted by: ივანიჩ 6 May 2013, 11:50 |
ვერ აგირჩევიათ კარგი ადგილი ------------------------- |
Posted by: 365 6 May 2013, 13:20 |
REZiKA87 ივერთუბანი არ გირჩევნია? თბილისის ზღვაზე, პლეხანოვთანაა ახლოს, ჩუღურეთის რაიონია |
Posted by: REZiKA87 6 May 2013, 22:54 |
門真市 აი მე სადღაც აქ ვიყიდე.. ოდნავ შემაღლებული ადგილია გზის პირას http://www.picz.ge/img/s4/1305/6/c/c03768c00329.jpg IVANICHA რატომ კი მარა? 365 ვიყიდე უკვე |
Posted by: 365 7 May 2013, 07:39 |
REZiKA87 გილოცავ! ............................. |
Posted by: vid 7 May 2013, 07:50 |
ეგრე მიწა რო იყიდო და სახლი ააშენო, მერე იმის შენახვა არაა დიდ ხარჯებთან დაკავშირებული? |
Posted by: REZiKA87 7 May 2013, 13:16 | ||
vid
რისი შენახვა? |
Posted by: vid 7 May 2013, 14:11 |
REZiKA87 სახლის. ანუ ვთქვათ გათბობა უფრო ძვირი არ ჯდება ჩვეულებრივ ბინასთან შედარებით? ან რამე სხვა ხარჯებთან არაა დაკავშირებული? |
Posted by: ივანიჩ 8 May 2013, 00:47 |
REZiKA87 და გარკვეული გაქვს მანდ სახლის აშენება საერთოდ შეიძლება თუ არა? ლისის ტბის მიმდებარედ და იპოდრომთანაც სულ შეზღუდვებია..... მერე წყლის პრობლემებია, გზაც მაინცდამაინც სახარბიელო არ იყო ადრე ეხლა შეიძლება დააგეს |
Posted by: kote-- 15 May 2013, 22:32 |
კარგი ადგილია, არაფერი პრობლემა არ არის წყალიც არის გაზიც და დენიც, სახლებიც შენდება |