#61068979 · 7 Mar 2024, 15:56 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
შეკითხვა მაქვს ასეთი:
2017 წლიანი TOYO-ს OBSERVE GSI-6 საბურავები მეყენა 4* 4 სუვზე. ფიფქები ახატია ზედ. ამბოლში ვიყიდე ახლები 2017-ში. (საერთოდ, მიუხედვად იმისა რომ მაღალი გამავლობისაა, 2014 წლიდან მყავს და სულ ორივე სეზონის საბურავებით ვსარგებლობ. ნოემბრიდან-მარტის ბოლომდე ზამთრის აცვია, ხოლო დანარჩენი-ზაფხულის). ახლა, ნოემბერში რომ გადავაცვი ეს ზამთრის ტოიო-ები(უკანები წინ გადმოდის, წინები კი უკან, ასეთი სქემითაა მიმართულებიანი საბურავების ცვლა ჩემს ავტოზე, მანუალის მიხედვით), ბალანსირების მიუხედავად, საჭეს აქანავებდა ოდნავ. მივიყვანე შესამოწმებლად და წინა ერთი ცალი საბურავი აღმოჩნდა გამრუდებული, თან ისე, რომ გადაგდება მირჩიეს. იქვე ჰქონდათ 2017 წლიანი BRIDGESTONE BLIZZAK REVO GZ საბურავები და იძულებული გავხდი ისინი დამეყენებინა წინა ღერძზე, ორივე. ღამე იყო უკვე, მეორე დღეს დასავლეთ საქართველოში უნდა წავსულიყავი დილით ადრე და საბურავების ძებნის დრო არ მქონდა. პროტექტორი უკეთესი იყო, ვიდრე ჩემს ტოიო-ებზე. თან დავგუგლე იქვე და ზამთრის რომაა, ეგრე უწერია საიტზე მწარმოებელს. ოღონდ ფიფქები არ ახატია. თეგეტასაც როგორც ზამთრის საბურავი, ასე აქვს საიტზე დადებული. გავტესტე კიდევაც და სადაც ტოიო ბუქსაობდა, ეს საერთოდ არ დაბუქსავდა, უკანა ხიდი არ ჩაირთო. ახლა, როგორც ზემოთ ვთქვი, ასეთი შეკითხვა- რომ გამაჩერონ სადმე(1 მარტამდე კი იყო ეს კანონი და აღარაა ახლა აქტუალური, მაგრამ მაინც!), ფიფქები რომ არ ახატია, მაინც მომედავებიან? დაგუგვლას ხომ არ დავიწყებ-აგერ შეხედეთ, ზამთრისებიაო?
|