კანადა (ინგლ. Canada) — ქვეყანა ჩრდილოეთი ამერიკის ჩრდილოეთ ნაწილში. ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილს ესაზღვრება ატლანტის ოკეანე, დასავლეთ ნაწილს წყნარი ოკეანე, ხოლო ჩრდილოეთს ჩრდილო ყინულოვანი ოკეანე. კანადას მსოფლიოში ფართობის მიხედვით მეორე ადგილი უკავია რუსეთის შემდეგ. სახმელეთო მეზობლებიდან მხოლოდ ერთი ქვეყანა ესაზღვრება – აშშ, დასავლეთიდან ესაზღვრება აშშ-ს შტატი ალასკა.
კანადის ტერიტორიაზე უძველესი დროიდან სახლობდნენ მკვიდრი აბორიგენები. XV საუკუნიდან ბრიტანეთმა და საფრანგეთმა დაიწყეს კანადის ტერიტორიების დაკავება, თავდაპირველად ისინი მხოლოდ სანაპირო ზოლში სახლობდნენ. მოგვიანებით მათ ქვეყნის ძირითადი ტერიტორიები დაიკავეს და დაიწყეს ბრძოლაჰეგემონობისათვის. ამ მიზნით 1756 წელს ევროპაში დაწყებულმა შვიდწლიანმა ომმა მეტროპოლიების კოლონიებში გადაინაცვლა. დიდმა ბრიტანეთმა კანადის ტერიტორიაზე მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია, ბრიტანეთმა დაიკავა კვებეკი. ქვეყანაში შეიქმნა კანადის კონფედერცია. მოგვიანებით კანადის შემადგენლობაში შევიდა ჩრდილოური არქტიკული ტერიტორიები. 1931 წელს კანადამ დიდი ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა, ამის შემდეგ ქვეყნის შემადგენლობაში გარკვეული ტერიტორიები კვლავ შევიდა.
კანადა ფედერაციული სახემწიფოა, ქვეყანა შედგება ათი პროვინციისა და სამი ტერიტორიისაგან, კანადის მმართველია პრემიერ-მინისტრი, სომბოლურად ემორჩილება გაერთიანებული სამეფოს დედოფალს ელისაბედ II-ს და შესულია ერთა თანამეგობრობაში. ქვეყნის ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. კანადა გაერთიანებულია მრავალ საერთაშორისო ორგანიზაციაში, მათგან აღსანიშნავია: ნატო, დიდი რვიანი, დიდი ოციანი, OECD, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია, OAS, აზია-წყნარი ოკეანური ორგანიზაცია, და გაერო. ადამიანის განვითარების ინდექსის მაჩვენებლით კანადა მე-8 პოზიციაზეა მსოფლიოში.
ოფიციალური: კანადა.
ინგლისური / ფრანგული: Canada.
ეტიმოლოგია: სავარაუდოდ მომდინარეობს სიტყვისაგან „კანატა“, რაც ჰურონის ინდიელთა ენაზე „სოფელს“ ან „დასახლებას“ ნიშნავს.[1]
ქვეყნის კოდი: CA.
სახელმწიფო სისტემა: დემოკრატიული ფედერაციული კონსტიტუციური მონარქია.
სახელმწიფოს მეთაური: დიდი ბრიტანეთის დედოფალი (1952 წლიდან), რომლის წარმომადგენელია გენერალ-გუბერნატორი.
მთავრობის მეთაური: პრემიერ-მინისტრი სტივენ ჰარპერი.
საკანონმდებლო ორგანო: ორპალატიანი პარლამენტი (105+301 წევრი).
მოსახლეობა: 32.207 ათასი (2003), მათ შორის - ბრიტანული წარმოშობის - 28%, ფრანკოკანადელები - 23%, სხვა ევროპელები - 15%, აზიელი - 6%.
ენები: ინგლისური (59%) და ფრანგული (23%).
ქალაქები (ათ.) : ოტავა (852; აგლომ. 1.089), ტორონტო (4.492; აგლომ. 5.508), მონრეალი (3.248), ვანკუვერი (1.865), კალგარი (921; აგლომ. 998), ედმონტონი (810; აგლომ. 966), კვებეკი (641; აგლომ. 689).
ეროვნული პროდუქტი: მოცულობა - 595 მლრდ $ (მე-9 ადგილი); 1 სულ მოსახლეზე - 19.640 $;
ექსპორტი: ავტომობილები, ნავთობი, ალუმინი, ხე-ტყე, ხორბალი.
ბიუჯეტი: 178,600 მლნ $.
ვალუტა: კანადური დოლარი (CAD).
ცნობილი კანადელები
მწერლები - ალისტერ მაკლეოდი, დუგლას კუპლანდი;
გამომგონებლები - ალექსანდერ ბელი (ტელეფონი), ფრედერიკ ბანტინგი (ინსულინი), ჯეიმს ნაისმითი (კალათბურთი)
ბიზნესმენები - ჯეკ უორნერი (ფილმ-სტუდიის დამაარსებელი), კენეთ თომსონი (მედია მაგნატი)
მსახიობები - მერი პიკფორდი, ქრისტოფერ პლამერი, მაიკლ მეიერსი, კიანუ რივსი;
სუპერმოდელები - ლინდა ევანჯელისტა, ნატაშა ჰენსტრიჯი, პამელა ანდერსონი;
მუსიკოსები - ოსკარ პიტერსონი, პოლ ანკა, ბრიან ადამსი, სელინ დიონი, შანაია ტვეინი, ავრილ ლავინი, მაიკლ ბუბლე, ჯასტინ ბიბერი;
სპორტსმენები - ჟილ ვილნევი (ავტორბოლა), ბობი ჰალი, გორდი ჰოუ, უეინ გრეცკი, მარიო ლემიე (ჰოკეი), სინდი კლასენი (ჩქაროსნული ციგურაობა).|
ესეც პირველი თემის ბმულიკანადა - Canada This post has been edited by levancho_kanada on 18 Nov 2013, 01:56
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)