განათლების მიღების არჩევანი ამერიკის შეერთებულ შტატებში ძალიან მრავალ ფეროვანია. ენის შემსწავლელი კურსებისა და სკოლების, უნივერსიტეტების, კოლეჯებისა და ბიზნეს-სკოლების მდიდარი ნაირსახეობა მთელ მსოფლიოდან იზიდავს უცხოელ სტუდენტებს. ამერიკული უმაღლესი სასწავლებლები შეესაბამებიან ყველაზე მოწინავე მოთხოვნებს როგორც თეორიულ აგრეთვე პრაქტიკულ ნაწილში, ისინი განსხვავდებიან სასწავლო პროგრამების თანამედროვე, უახლესი აღჭურვით, ლექციების წასაკითხად მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან იწვევენ ყველაზე გამოჩენილ მეცნიერებს, სპეციალისთებსა და პედაგოგებს. განათლებაში მიღწეული წარმატებების გამო მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების რეიტინგების ასეულში მათ უკავიათ 80-მდე მოწინავე პოზიცია. ამიტომაცაა, რომ ამერიკაში მიღებული განათლება მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში იძლევა წარმატებული კარიერის კარგ პერსპექტივას.
სამთავრობო დონეზე ამერიკის უნივერსიტეტების ოფიციალური რეიტინგი არ არსებობს. მაგრამ სხვა და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები ყოველწლიურად აქვეყნებენ უმაღლესი სასწავლებლების კოტირების თავისებურ ანგარიშს. (მაგალითად, შეგიძლიათ იხილოთ ”კარნეგის კლასიფიკაცია”). ტრადიციულად საუკეთესოთა რიცხვში ითვლებიან - ჰარვარდის, პრინსტონის, იეილის, კოლამბიის, ბრაუნის, დართსმუტის, კორნალისა და პენსილვანიის უნივერსიტეტები. მაღალი კოტირებით გამოირჩევიან - მიჩიგანის, სტენფორდის, ჩიკაგოს, კალიფორნიის, ბერკლის, ილლინოისის უნივერსიტეტები, მასაჩუსეტის ტექნოლოგიური ინსტიტუტი და აგრეთვე უილიამს-კოლეჯი, ამხერსტკოლეჯი, უელლსლი- კოლეჯი (მასაჩუსეტსი), პომონა-კოლეჯი (კალიფორნია), სუორტმორ-კოლეჯი (პენსილვანია), მიდდლბერი-კოლეჯი (ვერმონტი), ბოუდენ-კოლეჯი (მენის შტატი). ყველაზე პოპულარული მიმართულებები, რომლებსაც ირჩევენ სტუდენტები - ბიზნესი, ეკონომიკა, სამართალი, ფინანსები, დიზაინი, ასტრონომია, ასტროფიზიკა, კოსმოსური ტექნოლოგიები, ბიოქიმია და მოლეკულარული ბიოლოგია, მედიცინა და ბიო მედიცინა, მოლეკულარული გენეტიკა, ინფორმაციული ტექნოლოგიები, ოკეანოგრაფია, პოლიტოლოგია, სტატისტიკა და სხვა მიმართულებებია.
უმაღლესი განათლების მიღება შეიძლება სახელმწიფო ან კერძო კოლეჯში და უნივერსიტეტში, მათ შორის ორწლიან კოლეჯებში, პროფესიულ სკოლებში, ტექნიკურ და ტექნოლოგიურ ინსტიტუტებში. ა.შ.შ. ნებისმიერ შტატს გააჩნია არა ნაკლებ ერთი სახელმწიფო უნივერსიტეტი და რამდენიმე კოლეჯი მაინც. ა.შ.შ.-ი ყველა სასწავლებელს, რომელიც ახორციელებს სკოლის შემდგომ განათლებას შეიძლება ეწოდებოდეს ”კოლეჯი”,”სკოლა”,”ინსტიტუტი” ან უნივერსიტეტი.
უნივერსიტეტები:
- სახელმწიფო უნივერსიტეტები /State Universities/. ამ უნივერსიტეტებს ქმნიან და სუბსიდირებას უწევენ შტატის ან ფედერალური დონის სამთავრობო სტრუქტურები. სახელმწიფო უნივერსიტეტები ტრადციულად წარმოდგენილი არიან ორი კატეგორიით: სამეცნიერო-კვლევითი უნივერსიტეტები და უნივერსიტეტები “Land-grant” ან “See-grant”. სამეცნიერო-კვლევითი უნივერსიტეტები ძირითად ყურადღებას უთმობენ სამეცნიერო-კვლევით და აგრეთვე პედაგოგიურ მუშაობას. მათი სწავლების პროგრამები ნაკლებად უკავშირდებიან გამოყენებით და უფრო მეტად ემსახურებიან თეორიულ კვლევებს. ხოლო “Land-grant” ტიპის უნივერსიტეტები ძირითად აქცენტს აკეთებენ სოფლის მეურნეობაზე, ტექნოლოგიაზე, მანქანათმშენებლობაზე, “See-grant” ტიპის უნივერსიტეტები კი - საზღვაო სფეროში იძლევიან სპეციალიზაციას.
- კერძო უნივერსიტეტები /Private Universities/. მათი ფინანსირება ხდება სხვა და სხვა კერძო წყაროებიდან, სწავლების ღირებულებიდან, ქველმოქმედებიდან, სამეცნიერო-კვლევითი გრანტებიდან და ა.შ.. სწავლის ღირებულება კერძო უნივერსიტეტებში სახელმწიფო უნივერსიტეტებთან შედარებით უფრო მაღალია. ორივე ტიპის უნივერსიტეტებში საბაკალავრო პროგრამის ხანგრძლივობა საშუალოდ 4 წლიანია. სწავლის პროცესში გასავლელია დაახლოებით 30 საგანი სემესტრულად. მე-3 კურსიდან იწყება სპეციალიზაცია ანუ რიგი საგნების, რომლებიც უშუალოდ დაკავშირებული არიან მომავალ პროფესიასთან, გაღრმავებული შესწავლა. ზოგიერთ სასწავლებელში ერთი-ორი წლის სწავლების შემდეგ ანიჭებენ შუალედურ ხარისხს (Associate Degree). მათ გარდა ზოგიერთი Community Colleges სთავაზობს მომზადებას მხოლოდ ამ სახის პროგრამით. სტუდენტები ხშირად ირჩევენ ამ პროგრამას იმის გამო, რომ მისი დასრულების შემდეგ შეიძლება სპეციალობით მუშაობის დაწყება დაბალ თანამდებობებზე, აგრეთვე მსურველები მას იყენებენ საშუალებად მაღალი რეიტინგის უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელებისათვის.
მოკლედ მეგობრებო გავუზიაროთ ერთმანეთს გამოცდილება ამერიკაში სწავლის შესახებ
This post has been edited by Harry Green99 on 9 Dec 2014, 19:29
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)