მაგარი მუღამი მქონდა, რომ რეტრო სტილში ამეღო რამე მარტივი მოტო პროექტი, ჩამედო შედარებით მძლავრი ძრავი და მენახა ძველი შასის და თანამედროვე ძრავის სინთეზი როგორი გამოვიდოდა...
არც ძრავი მინდოდა რომ ზედმეტად მძლავრი ყოფილიყო და არც მოტო მინდოდა ზედმეტად ძვირფასი რომ "სვაპისთვის" ვერ გამემეტებინა.
ხოდა სად იყო და სად არა და ხელში ჩამივარდა ძველის ძველი საბჭოთა წარმოების მოტო მოპედი "რიგა"! რომელიც გამოირჩევა თავისი უცნაური რეტრო სტილის ფორმებითა და დიზაინით, უმსუბუქესი კონსტრუქციით და არც თუ ისე ცუდი გეომეტრიით.
მიმაგრებული სურათი