ცეესკო-ს თავჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი გახდა
მომხრე:98
მოწინააღმდეგე:0 ოპოზიციას მონაწილეობა არ მიუღია
ზურაბ ხარატიშვილი
დაიბადა 1967 წლის 14 ნოემბერს.
იგი არის სერტიფიცირებული პროფესიონალი აუდიტორი 16-წლიანი გამოცდილებით. საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ხელმძღვანელი 1998-2006 წლებში. აქტიური მონაწილეობა აქვს მიღებული ბუღალტრული აღრიცხვის რეფორმის განხორციელებაში საქართველოში. არის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებისა და აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების პირველი ქართული გამოცემის რედაქტორი.
2000 წლიდან ზურაბ ხარატიშვილი საერთაშორისო აუდიტური კომპანია KPMG-ის აღმასრულებელი დირექტორია და ადგილობრივ და საერთაშორისო კლიენტებს კონსულტაციებს უწევს აუდიტის, საგადასახადო, საწარმოთა რესტრუქტურიზაციის, კორპორაციული მართვის და სხვა საკითხებზე.
1992 წელს დაამთავრა თსუ-ს მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი;
1996 წელს თსუ-ს საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ფაკულტეტი. არის საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის სერტიფიცირებული წევრი, გამგეობის თავმჯდომარე 2004-2006 წლებში.
This post has been edited by G1uSh on 15 Jan 2010, 18:08