სხვა შესაბამისი ადგილი ვერ ვნახე და აქ გავხსენი. იმედია, რომ არაფერი დამიშავებია.
მოკლედ, ველოსიპედი მინდა რა, რომ ვიყიდო. უფრო სწორად, განვადება გავაკეთო.
ხოდა არ ვიცი სად მივიდე. რომელ მაღაზიაში და ა.შ.
ასევე არ ვიცი, რას მივაქციო ყურადღება ყიდვისას.
მინდა, რომ იყოს გამძლე პირველ რიგში, რადგან 90 კგ წონის მძღოლი ვეყოლები.
ასევე მინდა, რომ გამომადგეს სოფლის გზებზე სასიარულოდ.
მაგრამ მინდა, რომ ნორმალური სიჩქარის განვითარებაც შეეძლოს.
ბიუჯეტი 300-700 ლარი. თუ ძალიან მომეწონება 1000 ლარზეც ავალ უპრობლემოდ. უბრალოდ, მინდა, რომ არ მაწვალოს და გამიძლოს რა.
არ აქვს მნიშვნელობა ახალი იქნება თუ ნახმარი.
აბა ჰე! გამოუშვით რჩევები! წინასწარ დიდი მადლობა რჩევებისათვის!
* * *
............................................................