Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > რადიოელექტრონიკა > ელექტროინჟინერი


Posted by: ElGeorgia 8 Dec 2015, 16:38
გამარჯობათ განყოფილების ხალხო smile.gif

ერთი ძალიან კარგი იდეა მომივიდა, რაღაც სახის ელექტრომოწყობილებებზეა საუბარი, რომელიც მოხმარებაში ჩაშვების შემდეგ გარკვეულ ფულად მოგებას ტოვებს. დავიწყე ინტერნეტში ძებნა ყიდვისთვის, მთლიანი კომპლექტი ღირს 70-80K$, ამდენი ფული კი სიზმარშიც არ მინახავს biggrin.gif მერე დავიწყე სქემების დაძებნა, აღმოჩნდა რომ არც ისე რთული ასაწყობია, თან ადგილზე ბევრად იაფი გამოვა. გამიჭირდება, მაგრამ მეც შევძლებ დამოუკიდებლად აწყობას, ოღონდ ეგაა, რომ ლიცენზიის მოსაპოვებლად საჭირო იქნება დიპლომიანმა ელექტროინჟინერმა დააპროექტოს ყველაფერი. ასე და ამგვარად შესაამხანაგებლად ვეძებ ელექტროინჟინერს. ჯერჯერობით სპონსორი არ მყავს, ნაწილების ყიდვას საკუთარი მწირი სახსრებით ვაპირებ. წინასწარ ვერაფრის გადახდას ვერ დაგპირდებით, საქმის ამუშავების შემდეგ გავიყოფთ მოგებას.
მსგავსი ბიზნესი თბილისში უკვე მუშაობს და კარგ მოგებასაც ტოვებს.
თუ ვინმეს გაქვტ თავისუფალი დრო და სურვილი, შემეხმიანეთ smile.gif

Posted by: asphurcela 9 Dec 2015, 10:58
ფორუმიდან რაც გიცნობ (კაი ხანია თან), ნორმალური, მიზანდასახული და ყოჩაღი ახალგაზრდის შთაბეჭდილებას ტოვებ.
იდეაც არ ჩანს ცუდი.
მე დაგიკავშირდებოდი, მაგრამ ახლო მომავალში გავდივარ საქართველოდან კაი ხნით.

Posted by: ElGeorgia 9 Dec 2015, 12:59
asphurcela
დიდი მადლობა smile.gif
იმედია ვინმე დაინტერესდება ჩემი წინადადებით.
წარმატებები საზღვარგარეთ up.gif

Posted by: koba1980 9 Dec 2015, 23:00
ElGeorgia
რა სახის მოწყობილობებზეა საუბარი? პროფესიით კი ვარ ინჟინერ ელეკტრიკოსი,მაგრამ ჩემი პროფესიით მაინცდამაინც არ მიმუშავია ფართო სფეროში.

Posted by: ElGeorgia 10 Dec 2015, 08:24
koba1980
პირადში მოგწერ smile.gif

Posted by: psyxo 10 Dec 2015, 21:28
ElGeorgia
QUOTE
რა სახის მოწყობილობებზეა საუბარი? პროფესიით კი ვარ ინჟინერ ელეკტრიკოსი
ფიზიკოსი და მთელი ცხოვრება პროფესიით ვმუშაობ wink.gif


Posted by: koba1980 10 Dec 2015, 23:43
QUOTE (psyxo @ 10 Dec 2015, 21:28 )
ფიზიკოსი და მთელი ცხოვრება პროფესიით ვმუშაობ wink.gif

კარგია,ღმერთმა გაგიმარჯოს... smile.gif

Posted by: llevani 11 Dec 2015, 01:08
რა სახის მოწყობილობებზეა საუბარი?

Posted by: uta5 8 Jan 2016, 16:52
მე ელეკტრო ინჯინერი ვერ შეძლებისდაგვარად ელემტრონშიკიი ვმუშაობ ელმავალ მშენებელ ქარხანაში საკუნსტრუქტორი ბიუროში თურამეში დაგჭირდით აქვარ 591342101 დაფინანსებაზეც არ ვიტყვი უარს ძალიან მინდა რომ საქართველოში განვითარდეს ელეკტრონიკა

Posted by: gio704 9 Jan 2016, 21:19
თავისუფალი დრო და სურვილი მაქ თუ რამეში გამოგადგები

Posted by: execution 30 Jan 2016, 14:35
ElGeorgia
მე არ გამოგადგები უბრალოდ რაღაც მაინტერესებს მაგ ლიცენზიაზე.
კომპ. ინჟინერიაზე ვსწავლობ და მომავალში რომ მეც მომინდეს მსგავსი რამე ელექტრული ინჟინერი დამჭირდება მაინც?

Posted by: ZAZAi 24 May 2016, 15:58
ElGeorgia
QUOTE
ერთი ძალიან კარგი იდეა მომივიდა

ერთი ძალიან კარგი იდეა რომ გაქვს, ეს სულაც არაა საკმარისი. საჭიროა გქინდეს საწყისი კაპიტალი, ორგანიზატორული ნიჭი, ფინანსური ცოდნა და გქინდეს საჭირო კავშირები. აი მაშინ შეესხმება ხორცი შენს იდეას

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)